"შავი მოულოდნელობა"
11.10.2017, 21:25
-კატო სად ხარ?
-გიო აი მოვედი უკვე მეტროდან ამოვდივარ თქვენ სადხართ? მაროც შენთანაა??
-კაი აი გაჩერებასთან ვართ, ხო აქააა ...
-აჰა გხედავთ, ორ წამს გადმოვიდე გზაზე.
-კატო შენ დაგვიანების გარეშე არ შეგიძლია ხო ? - წუწუნით ჰკითხა მარომ
-ცოლ-ქმარი თქვენ ორნი მაინც ხართ და მე მარტო მოვდიოდი და ნუ მეჩხუბებით რა
-რას გადაეკიდე ერთი ამ ცოლქმარს ჯერ დანიშნულებიც კი არ ვართ-სიცილით უთხრა გიომ
-3 წელი რო ერთად ხართ ჩემთვის ეგ ცოლქმრობის ტოლია უკვე ხო იცი
-ერთი შენ უნდა დაგითრიო რა ვინმე - და ხელი წამოარტყა გიომ- თორე როდემდე უნდა იარო ასე მარტომ და გულაცრუებული იყო სიყვარულზე
-აუ ერთი თქვენი სიყვარულით შემეშვით რა. გვაგვიანდებოდა ჩვენ მგონი დროზე უნდა წავსულიყავით, ისედაც იმდენი ხანი გვინდა გზაში. ვინმეს ველოდებით?
-კი აი რეზო მოვა და წავალთ
-რეზო ვინღაა?
-რავიციი ჩემს დაბადების დღეზე კარგად ელაპარაკებოდი- წარბის აწევით უთხრა გიომ-
-ვაიმე, ეგეც მოდის? კაი რა მაშინ ორივე ნასვამი ვიყავით და არც არაფერი არ მომხდარა. ადამიანი უბრალოდ გამესაუბრა და მერე მიყურებდა.
წამი არ გავიდა რომ ამ დროს ვიღაცამ მთელი ძალით გამოგლიჯა მანქანის კარები, ჯერ ჩანთა შემოაგდო და მერე თვითონ ჩაჯდა.კატო ცოტა რომ არ გაწეულიყო ალბათ ის იმხელა ჩანთა პირდაპირ სახეში მოხვდებოდა.
მაღალი, შავგვრემანი ბიჭი გახლდათ ბატონი რევაზი, გიორგის ბავშვობის მეგობარი. მარო და გიო უკვე „ბეზ პიწი მინუტი“ ცოლქმარი არიან და კატო კი მაროს კლასელი იყო, რომელიც მერე ყველას გასაკვირად მის საუკეთესო დაქალად იქცა.
გიო ძალიან კარგი და შეძლებული ოჯახიდან იყო. 23 წლის მაგრამ ისეთი მიზანდასახული და საქმიანი რამდენიმე თუ შეგხვდებათ. ახლაც სვანეთში რესტორანი გაეხსნა და იქ მიყავდა ხალხი დასასვენებლად და თან ყოველივეს საჩვენებლად.
-რეზოოო როგორც გეტყობა არ ხარ კარგად ხო?- სიცილით შემოუტრიალდა გიო
-შეჩემა დილის 5ზე რო მაღვიძებ და 6ზე მეტროსთან მიბარებ როგორ ვიქნები აბა შენი აზრით?
-აუ ხოიცი რამხელა გზაცაა შენ კიდე რა გჭირს რა. ნახე რა ლამაზი თებერვლის დილაა
-აუ მარო სულ გააგიჟე ეს ბიჭი ხო, რა რომანტიკა აუტყდა ამ დილა უთენია?
-აჰაჰა, არა პროსტა კარგ ხასიათზეა რა, უხარია რო მივყავართ.
-მიდი მიდი თუ ძმა ხარ წადი დროზე და გასვლამდე კარფურთან გააჩერე თორე მოვკვდები ისე მშია.
კატო ამასობაში წყნარად იჯდა. თან მათ დიალოგს უსმენდა და თან რეზოს აკვირდებოდა თურმე მართლა რა კარგი ბიჭი ყოფილა და გაუკვირდა რომ დაბადების დღის მერე ასე რო შეცვლილიყო, არადა სულ რაღაც ნახევარი წელი გავიდა.თან ნერვები ეშლებოდა რო ძაღლადაც არ თვლიდა და არც კი მიესალმა. როგორ გინდა დაიჯერო რო არ ახსოვდა კატო დაბადების დღის მერე, მაგრამ რას გაუგებ რა ბიჭებს. კატო ზოგადად ძალიან გულაცრუებული იყო სიყვარულზე. ხან არ სჯეროდა, ხან სჯეროდა და პატივს სცემდა. არავინ ყვარებია არა და 19 წლის გოგო იყო. გარეგნობაც ხელს უწყობდა და ტვინიც, მაგრამ ეშინოდა პასუხიმგებლობის და ურთიერთობების. სამი წლის მის ცხოვრებაში იყო ერთი ბიჭი რომელთანაც სულ რაღაც 3 თვიანი ურთიერთობა ჰქონდა, პროსტა მიმოწერის და ნახვის დონეე არაფერი სერიოზული, მაგრამ კატოზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა რომ შემდეგ ზუსტად 3 წელი ივიწყებდა მას. თან ამ ხნის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა და დავიწყებული ადამიანი თავიდან ახსენდებოდა. ახალ წელს მთვრალმა კატომ მიწერა, მერე ერთმანეთს დაბადების დღეებს ულოცავდნენ. ბოლოს კატომ აღარ მიულოცა დაბადების დღე და ამით დაამთავრა გიოზე ოცნება და უაზრო ურთიერთობა. გიო არა მარტო „შეყვარებული“ კატოს თვალში იყო იდეალური, არამედ მართლა უნაკლო იყო. თავის დროზე რომ გაიცნო 18-19 წლის ბიჭი, რომელიც ყველასგან განსხვავებულად აზროვნებდა და იქცეოდა. მეტი რა უნდოდა კატოსნაირ გულუბრყვილო გოგოს, რომელიც ელემენტარული სითბოს გამოხატვაზეც, მნიშვნელობა არ აქვს ბიჭია თუ გოგო, ეგრევე დნება და სიყვარულისა და სითბოს ბუკეტად იქცევა.
ახლა კი იჯდა ბუსავით და იყურებოდა გარეთ. ფანჯრიდან კადრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და უეცრად კარფურიც გამოჩნდა.
-რეზო, მე და მარო ერთად წავალთ და შენ და კატო ერთად წადით რა რო არ ვიბოდიალოთ ცალ-ცალკე და დავიკარგოთ მერე.
კატო პატარა ბავშვივით მიყვებოდა რეზოს და ელოდებოდა როდის აარჩევდა ეს „ზომბი“ თავისთვის საჭმელს და სხვა რამეებს.
-შენ არ გინდა არაფერი? აიღე და გიყიდი- როგორც იქნა მიაქცია ყურადღება კატოსაც
-მინდა მაგრამ იყოს მე თვითონ ვიყიდი
-სანამ ერთდ ვართ მე გადავიხდი და მარტომ რაც გინდა ის ქენი, ოქეი?- უკვე შეცვლილი ხმით ელაპარაკებოდა რეზო. ეტყობოდა რო უძილობა და შიმშილი მასზე ძალიან მოქმედებდა.
-კარგი წამოდი მაშინ. სასმელიც საყიდელი გვაქვს თან
-აუ ლუდი დავითრიოთ რა
-არ მიყვარს ლუდი დიდად, არაყი ხო არ აგვეღო? თან გავთბებოდით. ისე მაშინ დაბადების დღეზე რას ვსვავდით?- ისეთი ინტერესით კითხა კატომ თითქოს თვითონ არ ახსოვდა რას სვავდ ნენ.
-აუუ დაბადების დღეზე შეენ იყავი? ვაა როგორ ხარ?- უეცრად ისე დათბა რეზო რომ კატომ ძლივს შეიკავა თავი რომ სახეზე გაკვორვება და ბედნიერება არ დატყობოდა
-რავი კარგად შენ?
-რავი ვარ რა... რას ამბობდ ი ლ უ დ ი არ მიყვარსო ?
-ხო რავი არ მიყვარს, ყველაფერს ვსვავ მაგის გარდა. ლუდს მარტო მაროს და გიოს გამო თუ ვსვავ ხოლმე რა
-კაი მიდი რაც გინდა ის აიღე და მოდი სალაროსთან დაგელოდები და მე ამეებს წავიღებ.
კატომ ბედნიერმა მოიარა მთელი კარფური და 5 წუთში რეზოს გვერდით იდგა. რეზომ ყველაფერი თვითონ გადაიხადა. კატო გაკვირვებული იყო მისი საქციელით, რადგან არ ენახა ასეთი ბიჭი, უცხო გოგოს ასე სცემდეს პატივს.
გასასვლელში მარო და გიოც ნახეს და საბოლოოდ გაემართნენ სვანეთისკენ.გზაში ერთელ გაჩერდნენ ლუდის დასლევად. რეზომ ყველას დაუსხა ლუდი კატოს გარდა. ვითომ არაფერი მაგრამ ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავდა კატოსთის. მაროც გზადაგზა თვალს აპარებდა ხოლმე ამათკენ. გზაში ასე პირდაპირ არა მაგრამ ისე საუბარში რაღაცას მაინც ეტყოდა ხოლმე რეზიკუნა კატოს და თან ისე შეხედავდა რომ კატოს სული ეყინებოდა. ისეთი თბილი გამოხედვა ქონდა, თვალებში რომ ეწერა ყველაფერი, მაგრამ პირში ვერ ამბობდა.ერთი შეხედვაც საკმარისი და ყურადღებაც საკმარისი აღმოჩნდა ისევ კატოსთვის რომ უკვე სერიოზულად დაეწყო ფიქრი რეზოზე.
უკვე ღამდებოდა სვანეთში რო ჩავიდნენ. ენით აღუწერელი სილამაზე დახვდათ.კატო გიჟდებოდა სვანეთზე, ასე უნახავად და ახლა როცა თვალებში ჩახედა ასეთ სილამაზეს, სულ გაოგნდა და ფერი დაეკარგა. ბავშვებმაც კი კითეს ცუდად ხო არ ხარ რა ფერი გაქვსო და რთული დასაჯერებელი აღმოჩნდა რომ ყოველივე ეს ბედნიერებისგან გამოწვეული იყო.
გიოს იქ სახლი ჰქონდა, ცოტა მოუწესრიგებელი მაგრამ ერთი კვირა რომ შეძლებდნენ ცხოვრებას ისეთი კი იყო.ყველანი თავიან ოთახში დაბარგდა და გათიშულებს მალევე დაეძინათ.
ღამის 2 საათი მაინც იქნებოდა კატოს რომ გამოეღვიძა. ჩანთიდან ამოქექა თავისი თბილი ადიალა და გარეთ გავიდა. უყვარდა კატოს მთები, თან როგორ უყვარდა.თვითონ იმერეთში ქონდა სოფელი და იქაც გარშემო სულ მთები იყო, ასეთი არა მაგრამ იყო. ჯერ იქაურობაზე ისე გიჟდებოდა დღედაღამე პირზე ეკერა ხოლმე და აქებდა იქაურობას. ახლა კი აქ იყო სვანეთში და დადუმებული უყურებდა გარშემო ყველაფერს. როგორ გადაეპენტა თოვლს ეს თვალუწვდენელი მთები, თითქოს თეთრი მანტია შემოესხათ და იდგნენ ასე ამაყად.10 წუთიც არ გავიდა რომ აივანზე რეზომ გამოანათა. ეს ყველაფერი ისე უეცრად მოხდა, თან ამ დროს კატო აივანზე იყო გადაყუდებული, რომ შიშისგან კინაღამ გადავარდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: cucakena96
ნანახია: 898 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar