"შავი მოულოდნელობა"-2
12.10.2017, 17:49
-ვახ , კატო, შენც აქ ხარ?
-კი აქ ვარ ჯერ-ჯერობით და კიდევ ერთხელ თ გამოხავლ ასე უეცრად, ერთ მშვენიერ დღეს ქვემოთ აღმოვჩნდები მოტეხილი ხე-ფეხით.
-აუუ შეგეშინდა?! ბოდიში რაა , ძალით არ მინდოდა. არ მეძინა და დაგინახე თან როგორ გამოხვედი და გამოგყევი.
ორივე გაჩუმდა და ჰორიზონტს მიღმა დაიწყეს ყურება. რა რომანტიკული იყო ყველაფერი. კატო- წაბლისფერ თმიანი, საშუალო სიმაღლის, ცისფერთვალება გოგო, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ზაფხულის ზაგარი. გახვეული რაღაც გადასაფარებელში და მარტო სახე რომ უჩანდა.
რეზო-შავთმიანი, მაღალი, მუქი თვალებით, რომელსაც თავისი მუქი შოკოლადის ფერი კანი ჰქონდა და შეფუთული იყო თავის დუტის კურტკაში.
5 წუთიც არ იყო გასული რო სიჩუმე ისევ კატომ დაარღვია:
-რეზო სად სწავლობ?
-ანუ რა ხდება, 23 წლის ვარ და წესით დამთავრებული უნდა მქონდეს, მაგრამ ერთი წელი მობილობის გამო დამაკლდა, მეორე წელი რო არ დავდიოდი იმის გამო და ეხლა მესამე კურსზე ვარ რა და ისე კსუ-ში ვსწავლობ.შენ?
-ეჰ, მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სამედინოში ვსწავლობ.
-ვაა ეს ნახე, აღარ ხუმრობს. მერე რა გინდა გამოხვიდე?
-არ ვიცი, სანამ ჩავაბარებდი ქირურგობა მომწონდა და ეხლა არვიცი ვნახოთ რა იქნება მომავალში. ჯერ კიდე ხუთი წელი წინ მაქვს იმისთვის რომ ჩამოვყალიბდე, მეორე კურსზე ვარ ჯერ მარტო.
-ქირურგობაა? ღადაობ? გოგოებს რავი ზოგადად პედიატრობა და გინეკოლოგობა და ეგეთი თემები იზიდავთ ხოლმე და შენ რავი, გამიკვირდა
-ხოოო ვიცი, ყველა მაგას მეუბნება, გოგო და ქირურგი რა სისულელეაო , მაგრამ ვნახოთ წინასწარ ხოიცი ვერაფერს იტყვი.
-მერე შენი შეყვარებული არაფერს გეუბნება ეგეთ სერიოზულ თემაზე?
-შეყვარებულიო- და სიცილით გადაბჟირდა კატო- არ მყავს არავინ
-რატო დაშორდიი მაშინ?
-რეზო ეხლა მოვკვდები სიცილით- და უარესად აუტყდა კატოს სიცილი. რეზო კი იდგა გაკვირვებული და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა- სიყვარული ჩემგან დაახლოებით ისეა, როგორც ეს მთის მწვერვალი ჩვენგან. და შენ გყავს შეყვარებული?
-არ მყავს, მაგრამ რა გგონია რომ ვერ მივალთ იმ მწვერვალამდე?
-არ მჯერა ეგეთების. ბიჭი მწერდა ეხლა 2 თვე დაახლოებით ოღონდ სულ არა აი მომენტებში რა და გუშინ გავიგე რომ თურმეე შეყვარებული ყავს. გაოგნებული ვარ რომ თურმე მე ნაშად ვუნდოდი. ძალიან გამიტყდა. და არც გყოლია?- შიგადაშიგ აპარებდა კატო კითხვებს
-ვინმე საერთო ნაცნობი ხო არ გყავთ და სახელი ხო არ გაგიფუჭა? ან როგორ გაიცანი ვაფშე ეგრე რომ ფიქრობდა?-ამ დროს გაეღიმა- მე 23 წლის ვარ და შენი აზრით არ მეყოლებოდა?!
-დიდი ამბავი 19 წლის ვარ და არავინ მყოლია-ამაყად უთხრა კატომ- იმასთან საერთო ნაცნობი არ მყოლია. ძალიან სულელური ამბავია. ჯერ ავტობუსში დავინახე და პროსტა რომ მოგეწონება ადამიანი ეგ პონტი იყო, მერე ერთ-ერთ ივენთზე გავჩითე და ჩერეზ-ჩერეზებით ვიპოვე ფბზეც, დავამატე და ორ თვეში მომწერა რომელი ხარო?! ჯერ რა კითხვაა რომელი ხარ?! მანდედანვე უნდა მიმხვდარიყავი რა დებილიც იქნებოდა.თან სულ სახლში ასვლაზე მეჩალიჩებოდა და თავი გოიმი მეგონა უკვე ამდენ უარს რომ ვეუბნებოდი. ორი დღის წინ დაქალი მარტო იჩითებოდა და იმაასთან უნდა ავსულიყავი და მაგისთისაც დამერეკა რომ ამოსულიყო და ჩაიშალა თემა და კიდევ კარგი. თორე ეხლა ისე მაგრად ვინანებდი ყველაფერს რომ რავი.თან პროსტა არც ფბზე მაქვს გამომწვევი სურათები და არც ისე ვწერდი რომ ეგეთი რამე ეფიქრა
-აუუუ რა დამწვარი თემააა ეს რომელიხარ?! ეგ და კიდე ერთი იყო, აქ ხარ-ს წერდნენ.
-ხო ვიცი ეგეც და მაგარი დებილობაა
-აბა რაუნდა მოგწეროს გეხვეწები ბიჭმა, რომელსაც არ იცნობ
-ჰმმ, რავი ლამასო ვარსკვლავების დედოფლობა დაგამშვენებდა-ს ისე მართლა ეგენი ჯობია
-აუ რა ღადაობა ხარ იმენა. ისე რავი მართლა რატო იფიქრა ეგრე იმ ბიჭმა მიკვირს. მე მაგალითად დაგინახე თუ არა ეგრევე მივხვდი რა ვინც იყავი და როგორიც- ამის თქმაზე კატოსკენ გამოიხედა და ისე ჩახედა თვალებში, რომ კატო ქანდაკებად იქცა. არა მაინც რა გამოხედვა ქონდა ბ. რევააზს
-ხო მეც არვიცი და ეგ მიტყდება რა
-ისე შენ მოგწონდა თუ რატო ნერვიულობ ასე?
-არაა რეზო რა მომწონდა ღადაობ, მარტო ის თემა მიტყდება ვიღაც სახმარი ქალის პონტი რომ ვეგონე.
-კაი დაიკიდე. ისე რეზოს რატო მეძახი?
-მოიცა, აბა რა უნდა დაგიძახო?
-რავი გოგოები რეზის მეძახიან დაა ...
-მაგათ მერე მოწონხარ და გკერავეეენ რეეზის რომ გეძახიან- და როგორც შეეძლო ისე გაინახა კატომ ხმა
-არაა რეზო ჯობია- და ბოხი ხმით დასცინა კატოს, რომელიც უკვე ისედაც ორი კვირაა გაციებული და თავისი მამაკაცური ხმა უფრო დაუბოხდა.
-რა იდიოტიი ხარ-ხელი მიჰკრა კატომ- ისე არ გინდა მაგ აივნიდან ცოტა გამოიწიო, ჩავარდები
-რა იყო ნერვიულობ უკვე ჩემზე?- დამცინავად ჰკითხა რეზომ
-ჩემი მოსავლელი იქნები მერე და ჩემს თავზე უფრო ვღელავ ამ მომენტში-არც კატომ დააკლო სწერვობა
-ჰოროსკოპით რა ხარ ქალბატონო?
-ღადაობ? ჰოროსკოპიც იცი? თან ბიჭმა
-ვიცოდი, მე თხის რქა ვარ. სულ ვკითხულობდი ადრე მარა ჩემი არ ემთხვევა და ეხლა ნაკლებადაც მჯერა, პროსტა შენით დავინტერესდი
-მორიელი ვარ-ამაყად გახედა კატომ-თხის რქა დაქალი მყავს და სულ ვჩხუბობთ მისი სიჯიუტის გამო
-მე თან კახელიც ვარ და ჩემთან როგორ მოგიწევს ხოლმე ჩხუბიი ამუღამებ?
-აუ ღადაობ? ისიც კახელია. რა ტუზი დამეცა თურმე
-ისე მორიელი სექსუალური ნიშანიაო-და მზერა ააყოლ-ჩამოაყოლა კატოს ისე თითქოს ეხლა სადაცაა ეცემა და ყველაფერს შემოაგლიჯავდა
-ამ ადეალაში განსაკუთრებით იგრძნობა ჩემი სექსუალურობა-დამცინავად უთხრა კატომ და გახედა ზუსტად იმ დროს როცა რეზოც ისე დაკვირვებით უყურებდა.ორივეს მზერა გაეყინა და ასე უყურებდნენ ერთმანეთს ორი წუთი. ვერ გეტყვით რეზო რას გრძნობდა ამ მომენტში, მაგრამ კატო ისეთ სიმყუდროვეს და სითბოს გრძნობდა მისგან, რაც კაი ხანია არავისგან უგრძვნია და გამოშტერებული იყო უკვე.რეზოს რომ ეთქვა მოდი ცოლად გამომყევიო კატო იმ წამსვე დასთანხმდებოდა დაწმუნებული ვარ.
წამის მეასედში კატო ამ სიყვარულის ლაბირინთიდან გამოძვრა და ისევ მთებს შეხედა და თან ღმად ამოისუნთქა
-ეხლა ეს რაიყო?
-რაზე მეუბნები?
-აი ჰჰჰჰჰ- და ასევე ამოისუნთქა რეზომაც
-რა სულელი ხარ ღმერთო, არაფერი დავიღალე პროსტა ამხელა გზა გამოვიარეთ და
-იცი ხვალ ანი ჩამოდის?
-ანი ვინღააა?
-არ ვიცი მაროს და გიოს მეგობარი ყოფილა უნივერსიტეტიდან, მეც არ ვიცნობ
-ვაუ ბედი გეხსნებაა რეზოო
-ვნახოთ, ვნახოთ რა იქნება...
-მეც გამეხსნა გუშინ ღამე ბედი მეტროში. ვიღაც იდიოტი ჯერ წინ იჯდა და სახეზე მაშტერდებოდა, რასაც ვერ ვიტან რა. მერე ადგა მოვიდა და მელაპარაკებოდა რა საყვარელი ხარ, რა ლამაზი გავგიჟდიო, შეყვარებული მყავსო და შენ ხარო. რა ცხვირი და ლოყები გაქვს, თვალებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობო.პროსტა რითი მოვითმინე ის 10 გაჩერება აი არვიცი
-აუ შენ რა თემებში ხარ? გლდანიდან მოდიოდა ის ბიჭი?
-კიი თან ვარკეთილში მიდიოდა და თემქაზე ვცხოვრობო, შენ რაიცი ?
-რაღაც რთული მისახვედრი არ ყოფილა- და სიცილით მიაშტერდა კატოს სახეზე
-არ მიყვარს რომ მაშტერდებიანთქო
-აა, ბოდიში მე პირიქით გავიგე და- იმ წამსვე გაატრიალა რეზომ თავი
-კაი წავედი დავიძინო თორე გავითიშე უკვე. შენ არ წამოხვალ?-მთქნარებით უთხრა კატომ
-კიი, მოვდივარ.შედი და შემოვალ ცოტახანში
-კაი ძილინებისა
-არ მაკოცებ?
-აქამდეც კარგად იძნებდი ხოლმე ჩემი კოცნის გარეშე, ასე რომ ... პაკა- გაიხურა კატომ კარები და უხმოდ შეიპარა თავის ოთახში.
ეხლა მით უმეტეს რაღა დააძინებდა. ტვინში რეზო, რეზო, რეზო უტრიალებდა სულ. მარო და გიო კი ეღადავებოდნენ უნდა დაგაჯახოთ რეზოო, მაგრამ არ ეგონა მართლა თუ ეუბნებოდნენ. რა საყვარელი მეგობრები ყავს თურმე კატოს.1 კვირა წინაა და ვნახოთ რა იქნება. მაინტერესებს შეყვარებულსაც რატო დაშორდა ბ.რევაზი და რავი იქნებ აგვეწყოს კიდეც რამეო- ფიქრობდა კატო და ჩაეძინა კიდეც.
მეორე დღეს შუა დღისას გამოეღვიძა კატოს. ანი უკვე ჩამოსული დახვდა და ოთახიდან გამოსულს პირდაპირ ეგ და რეზო შეეჩეხა ერთად რომ იცინოდნენ. ახალგაღვიძებულზე კატო ძალიან აგრესიულია ხოლმე და ახლა ძლივს შეიკავა თავი ჩხუბი რომ არ დაეწყო ამ შესანიშნავი წყვილისთვის. ანის არც იცნობდა და რეზოსთან ერთი საუბარი კი არ აძლევდ აამ ყველაფრის უფლებას.
-დილა მშვიდობისა- აღრენილი მიესალმა ყველას და აბაზანაში შევიდა
-ეს ის საყვარელი გოგოა, რომ მიყვებოდი?- ირონიულად კითხა ანიმ რეზოს
-კიი, მაგრამ არ არის ალბათ ხასიათზე ჯერ. მარომ და გიომ რა თქვეს მალე მოვალთო?
-კიი ერთ საათში აქ იქნებიან. საჭმელს და რაღაცეებს მოიტანენ და საღამოს რესტორანშიც წავალთო. გიო ძაან ბედნიერი იყო თან სეზონია და მაგის რესტორანიც კარგად მუშაობს.
ამ დროს ვანიდან ქალბატონი კატერინა გამოვიდა და პიჯამოების ამარა წინ დაუჯდა წყვილს იქვე დივანზე.
-მე კატო ვარ, ბოდიში წეღანდელისთის, უბრალოდ ვერ ვიტან რომ მაღვიძებენ და თვენმა სიცილმა კი მე გამაღვიძა.
-მე ანა ვარ სასიამოვნოა- და საერთოდ გაუტარა მისი პრეტენზია ხმამაღალ სიცილზე
-კატო ბოდიში, აღარ გავიცინებთ ხოლმე როცა შენ გეძინება-ირონიულად უთხრა რეზომ
-უსაყვარლესი მყავხარ- არ დააკლო კატომაც და გაბრაზებული შევიდა თავის ოთახში გამოსაცვლელად.
გარდერობთან მივიდა და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.კატოს კარგი გემოვნება ჰქონდა და თავიი გარეგნობაც უწყობდა ხელს, რომ რაც უნდოდა ის ჩაეცვა. ერთი მინუსი იყო, მისი ხასითი მის ჩაცმულობაზეც აისახებოდა ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ საღამოს ისედაც რესტორანში უნდა წასულიყვნენ და იქ კიდევ უამრავი ხალხი უნდა გაეცნო, გადაწყვიტა ამ ეტაპზე უბრალო ჯინსის შარვლის და თავისი დიდი პულავერის ჩაცმა.თმასაც მიხედა, ლაინერიც წაისვა და სულ სხვაა, „ადამიანური“ კატო დაბრუნდა ოთხიდან.
-არ მეგონა გოგოებს ასე მალე თუ შეეძლოთ შეცვლა- ცოტა გაკვირვებულმა უთხრა რეზომ, მაგრამ მის ნათქვამში აშკარად იგრძნობოდა სწერვობაც დაცინვაც.
კატოს ვერ გაეგო, ეს ბიჭი ხან ისეთ თბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყო და ხან კიდე როგორ აჩენდა თავის კლანჭებს.
-ჩვენ სულ ვიცვლებით, საბედნიეროდ უკეთესობისკენ, სამწუხარო კი ისაა რომ ეს ყველაფერი ბიჭებს არ გეხებათ არანაირად-ღიმიილით მიუგო კატომ, რაზეც ანა სიცილით გადატრიალდა
-მგონი გშია კატო და წადი ჭამე- არანასიამოვნები ხმით უთხრა რეზომ
-შენ ნაჭამი გექნება და რა სამწუხაროა ისევ ისეთი რომ ხარ როგორც მშიერი- აღარ უთმობდა კატოც
-რაც გინდა ის გიქნია- ხელი ჩაიქნია რეზომ და ანას შეუტრიალდა დიალოგის გასაგრძელებლად.
-მარო და გიო სად არიან?-არ ისვენებდა კატო ისევ
-მოვლენ მალე-მკვახედ მიუგო რეზომ
კატო ამასობაში სამზარეულოში შევიდა, კარადა გამოაღო და თავისი ჩამოტანილი ხლებცი იპოვა, შემდეგ მაცივარში მდნარ ყველსაც მიაგნო და თავისი საყვარელი „ბუტერბროდი“ გაიკეთა. ყველას უკვირდა ამ საზიზღრობას როგორ ჭამს ეს ბავშვიო, მაგრამ უყვარდა და რა ექნა. ასეთი სასწაულები ჩვეოდა. ერთხელ ისეთი ნასვამი იყო რომ თავის დაქალთან, ლილესთან, ერთად შოკოლადიან პეჩენიას ჭამდა და თან ყველს აყოლებდა. ყველას უმტკიცებდა რომ მართლა გემრიელი იყო ეს ყველაფერი ერთად, მაგრამ როგორ გინდა ადამიანს ასეთი რამ დააჯერო.
სამზარეულოდან უყურებდა როგორ საუბრობდა „რეზი“ ანასთან და შურით სკდებოდა. რა ეფიქრა აღარ იცოდა და უბრალოდ აღარ მიუქცევია ყურადღება და ჭამით გაერთო. ცოტახანში,სანამ ამ პროცესიას მორჩებოდა, დიანახა რომ რეზო მისკენ მოდიოდა.
-ანა როგორ დატოვეე ?
-ვანაში შევიდა და ვერ შევყვებოდი
-ჯერ, ცოტახანში ალბათ მანდაც ერთდ შეხვალთ და გამოხვალთ ხოლმე-ცივი ღიმილით გახედა- ისე რა უნდა გითხრა, მარო და გიომ არა ერთი წყვილი შეაუღლეს, მაგალითად ჩემი დაქალმა ლილემ, გიოს ნაცნობი მათე გაიცნო გიოს მეშვეობით და ახლა ერთად არიან, კიდე ერთი წყვილია და ისინიც ერთად არიან. ახლა შენ და ანაც ნახე რა საყვარლები ხართ. ბედი გაგეხსნა უნდ ითქვას, თან აშკარად დავამუღამე რომ მოწონხარ უკვე.
-რა დააამუღამე, 10 წუთ იყავი სულ რაღაც ოთახში
-ბიჭები დებილები ხართ, ვერ ხედავთ ეგეთ რაღაცეებს. გეუბნები რომ მოწონხარ
-ისეე მე ვის არ მოვწონვარ, მაგას რომ არ მოვწონებოდი- თავდაჯერებულმა გახედა კატოს
-აუ ჩემ თავს გაფიცებ არ გინდა ეხლა ეგეთები რა- სიცილით უთხრა კატომ
ამ დროს ვანიდან ანაც გამოვიდა და პირდაპირ რეზოს გვერდით დაჯდა და ჩამოეყრდნო. კატომ თვალები გადაატრიალა და იქით შებრუნდა. გიჟდებოდა როგორ შეეძლოთ გოგოებს 1 საათის გაცნობილ ბიჭებთან ასეთ ურთიერთობა ჰქონოდათ.რეზოს კატოს ეს მანევრი უყურადღებოდ არ დარჩენია და ჩაეცინა.
ამასობაში მარო და გიოც მოვიდნენ და რაღაცეები მოიტანეს. 8 სააათისთის რესტორანში უნდა წასულიყვნენ და მანამდე კი სახლის მოწესრიგებას შეუდგნენ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: cucakena96
ნანახია: 893 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar