"შავი მოულოდნელობა"-3
13.10.2017, 18:39
7 საათი ხდებოდა როცა ყველამ უკვე ოფიციალურად დაიწყო გამზადება. კატო იჯდა და ნახევარი საათი ჯეერ მარტო სხვებს უყურებდა, მერე როგორც იქნა იკადრა და შევიდა თავის ოთახში. გამოაღო კარადა და ტანსაცმელს გადახედა რისი ჩაცმა შეიძლებოდა ისეთის რომ ყველა იქ მყოფი გაეგიჟებინა და მით უმეტეს რეზო.თვალის თავის მოტკეცილ წითელ კაბას დააგდა.გიომ უთხრა რაც შეიძლება ლამაზად ჩაეცვათ, რადდგან როგორც რესტორნის დირექტორი,სოლიდურად ჩაცმული უნდა მისულიყო და მისი მეგობრებიც მასავით ლამაზად უნდა ყოფილიყვნენ და დაემშვენებინათ გვერდი.
კატოს ძალიან უყვარდა ეს კაბა, მოკლე წითელი მოტკეცილი კაბა იყო. ახალი ნაყიდი ჰქონდა მაგრამ დაინახა თუ არა ეგრევე მიხვდა რომ ის ის იყო. თავისი გრძელი მაღალ ყელიანი ჩექმებიც მონახა და შავი მანტო მოიხურა. თმა გაიშალა, წითელი პომადა წაისვა, ლაინერი ძლივს-ძლივობით გაისწორა და სარკეში რომ ჩაიხედა საბოლოოდ, ლამის თავის თავს დაუწყო დაკერვა ისე მოეწონა.
გარეთ ყველა მარტო კატოს ელოდებოდა. სულ ასე იცოდა, სულ იგვიანებდა და ყველა მხოლოდ მას ელოდებოდა ხოლმე. კარები გააღო და რა თქმა უნდა ყველამ კატოს შეხედა და ის იყო ჩხუბი უნდა დაეწყოთ იმისთვის რომ ამდენი ხანი მოუწიათ ლოდინი რომ სიტყვა პირზე შეაშრათ. ყველამ ერთად გამოხატა გაოცება და კომპლიმენტებით შეაქეს ასე ლამაზად რომ იყო. რეზო გაოგნებული იჯდა და უყურებდა და მომენტებში იღიმოდა მარტო. კატომ მაშინვე ანას გადახედა და მიხვდა რომ ტყუილად ეჭვიანობდა საერთოდ მასზე, არც კი ღირდა საეჭვიანოდ და კონკურენტად შეეძლო არც კი აღექვა.
9 საათი იყო დაწყებული რესტორანში რომ მივიდნენ. უამრავი ადამიანი დახვდათ. ქართველები რომ იტყვიან მერე კიდე ფული არ გვაქვსო. რესტორანში შესული არ იყო რომ ყველა უკვე კატოს უყურებდა. არა ამ გოგოს ჰოროსკოპი არ ცდებოდა. არასდროს იცმევდა გამომწვევად, არ უყვარდა დეკოლტეები და ძალიან მოკლე კაბები, მაგრამ ყოველთვის შეეძლო ჩაეცვა ისე რომ ხალხი შოკში ჩაეგდო. სანამ თავიანთ მაგიდასთან მივიდოდნენ და სხვებს გაივლიდნენ, კატოს მიმართულებით არა ერთი რეპლიკა წამოვიდა. რეზო ამ დროს გვერდით მიჰყვებოდა და ყოველი ახალი კომენტარის გაგონებაზე უფრო და უფრო წითლდებოდა ბრაზისგან. ალბათ უნდოდა ყველა ცალ-ცალკე გამოეყვანა და ეცემა. ანი თავისთვის მოდიოდა უკან და არავინ აქცევდა ყურადრებას, წინ კი მარო და გიო მიდიოდნენ ხელჩაკიდებულები.
კატოს სიყვარულის მარტო ამათ გამო სჯეროდა. სხვა ყველა მისი დაქალი 1 წელში მაინც შორდებოდა თავის შეყვარებულს ან ზოგს იმდენი შეყვარებულად წოდებული ბიჭი ყავდა გამოცვლილი. კატოს კი მსგავსი რაღაცეების არ სჯეროდა. სისიყვარული მისთის მხოლოდ ერთ ადამიანთან ასოცირდებოდა. ვერ წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა ცხოვრებაში ვინმე შეგყვარებოდა, ორი წელი იმ ადამიანთან ერთდ გაგეტარებინა, შემდეგ დაშორებოდი და რამდენიმე ხნის მერე სხვასთან გაგჩენოდა ისევ მსგავსი გრძნობები. კატო ალბათ ვერც გადაიტანდა შეყვარებულთან დაშორებას. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გიორგისთან 3 თვიან ურთიერთობას შემდეგ 3 წელი ივიწყებდა, გამოდის რომ ასე 1 წელი ან მეტი მაინც რომ ყოფილიყო ვინმესთან და მერე დაშორებოდა, ან მოკვდებოდა ან ისეთ დეპრესიაში ჩავარდებოდა რომ კაი ხანი გონზე ვერავინ მოიყვანდა. ერთი დაქალი ყავს მარიამი, ისიც კლასელი იყო და სკოლის პერიოდიდან ერთად არიან სულ და ეღადავებოდა, შენ რომ ვინმე გაიჩინო და მერე დაგშორდეს ალბათ წახვალ და მონაზვნად აღიკვეცებიო. სასაცილო იყო ყოველივე ეს, ცოტა სიმართლის მარცვალი რომ არ ყოფილიყო.
ამასობაში მაგიდამდეც მივიდნენ. რეზომ სკამი გამოუწია ჯერ კატოს და დასვა და შემდეგ ანის. რა ჯელტმენი იყო მოკლედ ეს ბიჭი.კატოს თავისი კლასელი ბიჭებისგან მსგავსი არაფერი ახსოვს და ახლა როცა რეზოს უყურებდა გიჟდებოდა მის ასეთ დახვეწილ მანერებზე.
-კატო დღეს საზოგადოებას იპყრობ- სიცილით უთხრა გიომ- მეშინია ვინმემ არ მოგიტაცოს, თან სვანეთში ვართ მაინც და არაფერი არაა გამორიცხული
-ეგღა მაკლია ჩაბარებული ბავშვი მომტაცონ- სერიოზულად უთხრა რეზომ
-არა ტო ვღადაობ, ამას რომ ვინმემ ხელი დააკაროს, იქვე გადავატეხავ ხელებს
-კარგით რა, ვინ უნდა მომიტაცოს ერთი ნუ მაცინებთ
-კატო წამო რა ორი წამით გავიდეთ-უთხრა მარომ
ორივე წამოდგა და საპირფარეშოსკენ გაემართნენ.
-კატო არაფრის მოყოლა არ გინდაა?- წარბაწეული იდგა მარო ტვალეტის კარებთან
-გოგო, მგონი რეზო მომწონს
-არ არსებობს შენ ვინმე მოგეწონა. არა რეზო მართლა კარგი ბიჭია ხოიცი. თან ეს ყველაფერი ხო სპეციალურად მოვაწყვეთ …
- რა ქენით გოგო სპეციალურად?
-შენ და რეზო შემთხვევით კი არ აგვირჩევიხართ. ანი შემთხვევით მოხვდა აქ, მაგრამ თქვენ იმენა სწორედ ამისთვის წამოგიყვანეთ რომ ერთმანეთი გენახათ და ახლოს გაგეცნოთ-ბედნიერი უყვებოდა მარო
-აუ თქვენ თუ კარგად იყოთ ვაფშე- გაოგნებული იყო კატო- რეზომაც იცის რო სპეციალურადაა აქ?
-არა გოგო რეზომ არა, გიო არაფერს ეუბნება. და რეზო რას გეუბნება, ღამე ვიცი რო გარეთ იყავით ერთად, კარფურშიც სპეციალურად გაგიშვით მარტო თქვენ ორნი
-ნუ ია ვშოკე ... დაქალი კი არა რაღაც სასწაული ხარ- სიცილით ეუბნებოდა კატო და მოკლედ მოუყვა ყველაფერი ის მოხდა და დილის ისტორიებიც მიაყოლა, თუ როგორ ეჭვიანობს უკვე ანაზე
-გოგო არა რა ანა მოსწონს თუ ხარ კარგად, ანა ვაფშე რა შუაშია
-აუ არა გეუბნები მოსწონსთქო, შენ თვითონაც დააკვირდი
-და ბიჭის მხრიდან იგრძნობა რამე?
-ნუ იმას თუ გავითვალისწინებთ ჩემთან როგორ იყო, მაგის მერე ანასთან უნდა ითქვას რომ მარტო ლაპარაკის დონეზე იყვნენ
-ხო და რა განერვიულებს ერთი ვიცოდე... შენი ამბავი რომ ვიცი ამიტომ ეხლავე გეუბნები რომ ემოციებს ნუ აყვები. ბევრ ყურადღებასაც ნუ მიაქცევ. უბრალოდ ჰობის დონეზე გყავდეს და დატკბი ყოველივეთი. ეცადე ამ ერთ კვირაში მაქსიმალურად დაიპყრო, რომ აქედან ჩასულს უკვე აღარ შეეძლოს უშენოდ.
კატო გამოშტერებული უსმენდა დაქალს. მაროსთან სკოლაში არ ყოფილა არასდროს ასე ახლოს. სკოლის დამთავრების მერე ნახევარი წელი იყო გასული მარომ რომ გამოუცხადა ჩემი მეჯვარე უნდა იყოო.კატო ამ დროს რაღაცას ჭამდა და მოულოდნელობისგან კინაღამ დაიხრჩო, მაგრამ ისე გაეხარდა, რომ მის მერე მოუთმენლად ელოდება გიოს და მაროს ქორწილს, თან ყველაფერი დაგეგმილი აქვს უკვე. კატო მაროსა და მარიამთან მე-8 კლასში გადავიდა. მის მერე იმდენი რამე მოხდა. თავიდან ვაფშე სხვა დაქალები ჰყავდა და ბოლოს ყველას გასაკვირად ეს ორი შემორჩა. მარიამთან არც მანადმე იყო ისე ცუდად მაგრამ სკოლის დამთავრების მერე ორივესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ორივე ყოველთვის გვერდში უდგას, ამხნევებს და არიგებს კატოს. უნდა ითქვას რომ ღირდა იმათი დაკარგვა ამათ ფასად.
-მარო ყველაზე კარგი მყავხარ გეფიცები- ძლივს მოეგო კატო გონს- ყველაფერს გავითვალისწინებ და ვნახოთ რა იქნება-ჩაეხუტა დაქალს და ცრემლებიც წამოუვიდა
-ნუ ხარ შენ გოგო ასეთი გულჩვილი, მოიწმინდე ცრემლები და გავიდეთ ეხლა-სალფეტკით წმენდდა მარო ცრემლებს და ისევ ძველ ვიდს უბრუნებდა
-ვსო კარგად ვარ, გავიდეთ თორე წამართვა ანამ უკვე ბიჭი-სიცილით უთხრა კატომ. ხელი ჩაკიდა მაროს და ასე გავიდნენ.
ბიჭები ცოტა შეზარხოზებულნი დახვდნენ უკვე და ანაც სიცილით კვდებოდა.ეს გოგო მოკლედ პირველივე წუთიდან სულ იცინის და უკვე ყელში ჰქონდა კატოს ამის კისკისი. რომ დაფიქრდა მიხვდა რომ ზედმეტად აქცევდა ამ ყველაფერს ყურადღებას და არ ღირდა ასე ავარდნა. ბოლოს და ბოლოს თვითონ იყო ყველასთვის სასურველი გოგო და რეზოს თუ უნდოდა მისი გულის მოგება უნდა „ებრძოლა“ კიდეც.
-გამარჯობათ ბიჭებო, თუ შეიძლება ამ გოგონას მოგტაცებთ ცოტახანს საცეკვაოდ- გაისმა ვიღაც უცნობის ხმა კატოს ზურგიდან
-უკაცრავად მაგრამ მე არ ... - და გაოგნებული დარჩა როცა მიტრიალდა- ვაკოოოო, გიჟივით წამოვარდა ფეხზე და კისერზე ჩამოეკიდა ვიღაც მაღალ, ქერა და ცისფერთვალება ბიჭს
-ჩემი კატუნაა - და უფრო მაგრად მოხვია ვაკომ ხელი- გოგო 2 წელია მგონი უკვე არ მინახიხარ და აქ რა გინდა?
-აუ როგორ გამიხარდა ეხლა შენი ნახვა არ იცი პროსტა-ხელებს უსმევდა მხარზე კატო და თან ეხუტებოდა, კიდევ კარგი ზურგით იდგა რეზოსგან, თორე რა აიტანდა იმის მზერას- ბიჭო აი მეგობარმა დაგვპატიჟა თავისთან, მოდი გაგაცნო ხალხი. ეს ანაა, ეს რეზო, ეს მარო და ესეც გიო.
-სასიამოვნოა მე ვაკო ვარ. მე და კატუნა ინგლისურზე დავდიოდით ერთად და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა თავის დროზე, მაგრამ მერე დავიკარგეთ რა
-დავიკარგეთ არაა რა, შენ დაიკარგე და აღარც მე შემიწუხებია თავი მოკითხვით-ცოტა ნაწყენმა მაგრამ მაინც ამპარტავნულად უთხრა კატომ
-აუ შენ იმენა არ იცვლები, ისევ ისეთი თავმოყვარე და ჯიუტი ხარ, მაგრამ კი გალამაზებულხარ თან ძალიან. აუ ხო ვიციი და ბოდიში, მაგრამ თუ მომცემ ნებას ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო ქალბატონო-ინტიგრუნლად უთხრა ვაკომ.
რეზოს უკვე აღარ შეეძლო ამდენის მოთმენა და ვიღაც პაცანა ბიჭის ატანა, სკამიდან წამოხტა , ანას ხელი დაავლო და საცეკვაოდ გაიყვანა.კატო გაოგნებული დარჩა ისე ჩაუქროლა რეზომ წინ ანასთან ერთად და უარესად გამწარდა. მოკიდა ხელი ვაკოს, მაროს და გიოს ბოდიში მოუხადა და გავიდა ესეც საცეკვაოდ.
ცეკვის დროს კატო მმიხვდა რომ ვაკო მონატრებია.თავის დროზე გიორგის ემოციებში იყო და არ აქცევდა იმდენ ყურადღებას ვაკუნას, რომელიც თავის მხრივა ათას ნამიოკს ურტყავდა ხოლმე. ეხლა კი ისე გაზრდილიყო, შეცვლილიყო. სულ ახსოვდა რომ ვაკო მასთან ერთ უზრდელობა სიტყვასაც არ ამბობდა და ორმაგად სცემდა ამის გამო პატივს. სწავლის დროს სულ ყურადღებას აქცევდა, როცა მანქანით იყო საერთოდ სახლამდე აჰყავდა და თუ არა და ავტობუსის გაჩერებაზე ელოდებოდა, რამდენი ხანიც არ უნდა ყოფილიყო.
-აუ ვაკო იცი მართლა მომენატრე- ცეკვის დროს ყურში ჩასჩურჩულა კატომ, თან ამ დროს უკვე ვალსს ცეკვავდნენ
-მეც ძალიან- და ხელი წელზე ჩამოაცურა- შემოხვედი თუ არა გიცანი, ისევ ისეთი ხარ მაგრამ უფრო ლამაზი. ხანდახან ვნანობ რომ თავის დროზე უფრო მეტი სითამამე არ გამოვიჩინე იცი. მგონი ეხლა დამაგვიანდა უკვე..
-არავინ მყავს- ცივა მიუგო კატომ.
ვაკო წამით გაჩერდა თვალებში ჩახედა და ამის გაგონებაზე უფრო მეტად ჩაიკრა კატო-არ მეგონა ასეთი სასწაულებიც თუ ხდებოდა- გაოგნებული ლაპარაკონდა ვაკო.
ამ საუბრის განმავლობაში რეზო და ანა იქვე იდგნენ და ისე ცივად ცეკვავდნენ აშკარად ეტყობოდათ რომ ყველაფერი ძალით იყო. რეზომ დაინახა როგორ ჩაიკრა ცაკომ კატო და ეს მგონი ბოლო წერტილი იყო. მივიდა ვაკოსთან და პარტნიორის გაცვლა სთხოვა ცოტახანს. ვაკომაც დაუფიქრებლად დაუთმო. რეზომ წელზე შემჰხვია ხელი კატოს და როგორც შეეძლო ნაზად ჩაიხუტა, მაგრამ სიბრაზისგან მაინც უხეშად გამოუვიდა.
-მეტკინა იცი?!- ნაწყენმა უთხრა კატომ
-ბოდიში
-რა იყო ეჭვიანობ?- ირონიულად უთხრა კატომ
-როგორც შენ ანაზე- არ დაუკლია რეზოსაც
-მე ძალით არაფერს ვაკეთებ და შენ კიდე სპეციალურად მექცევი ეგრე
-ვინაა ეს ვაკო, ასე რო გეხვევა და აღარ იცის რა ქნას?
-გითხარი უკვე ვინცაა ...
-მოგწონს შენ ?
-არ ვიყავი ადრე გულგრილი და მინდოდა რამე ურთიერთობა გვქონოდა
-მე ეხლა რას გრძნობ იმაზე გეკითხები- თავს ძლივს იკავებდა რეზო
-ააუ რეზო მე რავიცი რას ვგრძნობ. ვაკოს ვიცნობ 2 წელია თუ მეტია და შენ კიდე ორი დღეა რაც გიცნობ და მგონი ცოტა ბევრს ითხოვ ჩემგან- ხელი გააშვებინა და წავიდა. ვაკოს დაემშვიდობა და იმან ტელეფონის ნომერი გამოართვა და შეპირდა რომ ამ დღეებში ისევ ნახავდა. მაროს და გიოს ბოდიში მოუხადა და წავიდა სახლში.
რეზო გაოგნებული დარჩა. მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა მაგრამ რა ექნა. მგონი ერთი ნახვით სიყვარულის ისტორიის დაჯერება მოუწევდა მალე.

P.S. ჩემო ძვირფასო მკითხველო, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრები smile
კატეგორია: რომანი | დაამატა: cucakena96
ნანახია: 814 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar