"შავი მოულოდნელობა"- 4
04.11.2017, 16:17
ბავშვები სახლში გვიან დაბრუნდნენ.კარები სიცილით გააღეს და ერთ ამბებში იყვნენ. კატოს მაროს ხმა ესმოდა რომელიც აშკარად კარგი ნასვამი იყო და ცდილობდა ვითომ ჩუმი ხმით ეთქვა რომ კატოს ძინავს და წყნარათ ვიყოთო, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებდა და აშკარად კარგი ტონალობით საუბრობდა. ეს ხმაური კიდევ ნახევარი საათი გაგრძელდა, მერე ყველა ერთმანეთს დაემშვიდობა და თავიანთ ოთახებში წავიდა. მარომ დაწოლის წინ კატოსთან შემოიხედა და კატომაც თავი მოიკატუნა ვითომ ეძინა, არავისთან საუბრის ხასიათზე არ იყო ეხლა.
კატოს ცოტა ჯიუტი ხასიათი ჰქონდა.ყოველთვის კი უარყოფდა ამ ფაქტს, მაგრამ მომენტებში მაინც ამჟღავნებდა ხოლმე. ახლაც უნდოდა ჩაელაგებინა ჩანთა და წასულიყო სახლში. ყველაფერს დათმობდა ოღონდ ეხლა თავის თბილ-გაღუღულებულ ლოგინში წოლილიყო და თან რამე ფილმი ჰქონოდა ჩართული.
ბევრი იწრიალა ლოგინში და მაინც ვერ დაიძინა. ადგა თავისი პლედი მოიხურა, ჩექმები ჩაიცვა და ისევ აივანზე გავიდა. თოვდა ... ყოველივე გარშემო ისე დუმდა, თითქოს ცდილობდნენ რომ კატოსთვის ფიქრში არ შეეშალათ ხელი. გიორგიმ წინა დღეს რაღაც სკამი დადგა აივანზე და ახლა კატო იმაზე იყო ჩამომჯდარი. იმ საღამოზე ფიქრობდა და ცოტა არ იყოს დაიბნა. რეზო მოსწონდა, ვაკო მოენატრა და ვერ ხვდებოდა ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო.არ შეეძლო ორ ადამიანთან ერთად ეცადა რამე.ბუნებით მაქსიმალისტი კატერინა, ძალიან ერთგული გახლდათ. კი არასდროს ყვარებია და ჰყოლია ვინმე, მაგრამ ვინც კი მოსწონდა ცდილობდა მარტო იმით ყოფილიყო მთლიანად დაკავებული.
ფიქრი ძალიან უყვარდა და თან ამავდროულად აღიზიანებდა, რადგან ამ დროს იმდენ რამეს ხვდებოდა და რეალობას უყურებდა თვალებში, რომელიც არც ისეთი ლამაზი ყოფილა როგორიც ეგონა.
-ხელს ხომ არ შეგიშლი?- ფრთხილად იკითხა რეზომ
-ვინმეს ეგონება რომ წინასწარ ვათანხმებთ და სპეციალურად ვხვდებით რომეო და ჯულიეტასავით აქ - სიცილით უთხრა კატომ
-არ ვარ წინააღმდეგი რომეო და ჯულიეტას როლის მოსარგებად, პროსტა ჩვენ ფინალი შევცვალოთ 
-ხო როგორც იწყვი რეეზიიი- და ცივად გაუღიმა კატერინამ
-ბოდიში, არ მინდოდა გწყენოდა რამე, მეც არ ვიცი რა მომივიდა. არასასიამოვნო იყო უბრალოდ ასე თვალიწინ რო გეხვეოდა შენი ნაცნობი, მაინც ჩაბარებული ბავშვი ხარ-გულწრფელად საუბრობდა რეზო
-ბავშვს რო მეძახი მეცინება ხოლმე და მე ბიძია რეზოთი ხომ არ მოგმართო?
-იცი კატო ხანდახან შეგიძლია ირონიის გარესეც მესაუბრო- და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა კატოს
-ვუამე საწყალი რეზ ... - არ დაამთავრებინა სიტყვა რომ უეცრად ტუჩებში აკოცა რეზომ
ეს ყველაფერი მგონი 5 წამი გაგრძელდა მარტო, მაგრამ კატო ამას მთელი ღამე თავში ატრიალებდა მერე. პირველი კოცნა, კატოს პირველი კოცნა ღმერთო. თან სვანეთში და თან იმ ადამიანმა აკოცა რომელიც ასე თუ ისე მოსწონდა. ყველაფერ კარგს კატო მალე ივიწყებს ხოლმე და ეს ყველაფერი უნებურად მოსდის, მოწოლილი ემოციებისგან.ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა. ბოლოს კი როცა რეზო გამოიწია და კატოს ისევ თვალებში ჩახედა კატო გაწითლდა, ახურდა და დაბნეული სახლში შევიდა.5 წუთში უკან გამოვიდა შედარებით დაწყნარებული და მოწესრიგებული.
-ანუ რა იყო ეხლა ეს?- დაბნეულმა კითხა რეზომ
-რაზე მეკითხები? გიჟივით რომ მაკოცე მაგაზე?
-არა რო შევარდი სახლში, ვერ მივხვდი რამე დავაშავე თუ არა ... - და გვერდით დაუდგა კატოს. ხელი თმებში შეუცურა და მოფერება დაუწყო.
კატო ფეხზე წამოვარდა, მისკენ შეტრიალდა და სიცილ ნარევი გაბრაზებული ტონით უთხრა-მგონი ზედმეტი მოგდის!
-კარგი თუ არ გსიამოვნებს შეგიძლია უბრალოდ მითხრა - ზურგით შეტრიალდა რეზო კატოსკენ და მთებს დაუწყო ყურება.
კატო მიხვდა რომ ძალიან გაუგებრად იქცეოდა და დრო იყო აეხსნა ყველაფერი.მივიდა, ხელი გამოსდო რეზოს, მის მხარს მიეყრდნო და ლაპარაკი დაიწყო:
-იცი პირველი ხარ ვისაც ვაკოცე.ნორმალურად არც ვიცი ეს როგორ უნდა და იმედია ცუდად არ გამომივიდა.
რეზო მისკენ მოტრიალდა და სწორად ისე უყურებდა როგორც უყვარდა კატოს, რო აშტერებდა თავისი დიდი სავსე და თბილი შავი თვალებით.ამ მომენტში კატოს მთელ ტანში დაუარა ჟრუანტელმა და სიამოვნებისგან გაიტრუნა.
-ყველაზე საყვარელი ბავშვი ხარ ვინც ოდესმე მინახავს
-მადლობა ბიძია რეზო ...
ხელი მოჰხვია რეზომ და გულში ჩაიკრა კატო.
ზუსტად ვერ გეტყვით რას გრძნობდნენ ამ მომენტში ორივე ერთად თუ ცალცალკე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ მათთვის იმ მომენტში სამყარომ შეწყვიტა არსებობა. იდგა ეს ორი და გარშემო მთები. თოვდა და ისე ციოდა რომ ძვლებში ატანდა, მაგრამ ისინი ამ სიცივესაც ვერ გრძნობდნენ. მგონი ორივეს უყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ზუსტად ამის თქმა ჯერ შარი იქნებოდა, ამიტომ ჩუმად იდგნენ და ტკბებოდნენ მომენტით.
მეორე დილით კატომ საუცხოოდ ბედნიერმა გაიღვიძა.წამოხტა თუ არა თავის თავს სარკეში დაუწყო ყურება, იდგა და შტერივით იცინოდა.უყვარდა? 2 დღის გაცნობილი ბიჭი უყვარდა? ვითომ? ნეტა რეზო რას ფიქრობდა ან რას გრძნობდა? ნეტა ისიც ამ მომენტში ასე იდგა და ფიქრობდა თუ რა ბედნიერი დღე დაუდგა გუშინ?
5 წუთში კატო გაემზადა და გამოვიდა ოთახიდან.გარეთ გიო და მარო დახვდნენ ჩაის სვავდნენ და გუშინდელ საღამოს განიხილავდნენ.
-ქალბატონოოო კატო, გვიკადრეთ?- სიცილით შეეგება გიო
-დილა მშვიდობისა ცოლ-ქმარი- ხელის აწევით მიესალმა ესეც
-გოგო რა გეტაკა გუშინ გიჟივით რო გავარდა ჰა?- ჩაის დასხმა დაუწყო მარომ
-რაავიცი არაფერი
-რეზომ გაწყენინა რამე?- არ ეშვებოდა გიო
-არა, ყველაფერი კარგადაა. ვაკო რასშვებოდა მე რო წამოვედი? ჭკვიანად იყო?
-კიი, სვავდა და ცეკვავდა, არ მოუწყენია- ზურგს უკან შემოესმა რეზოს ხმა
-ბავშვებო, დღეს სასრიალოდ რომ გავიდეთ არ გინდათ?- მარო შეეცადა გაენეიტრალებინა სიტუაცია
-წავიდეთ კიი- დაეთანხმა კატოც და თან ტელეფონს დახედა რომელიც ისე ბჟუოდა რომ ლამის გვერდი შეუნგრია-ვა ვაკო რეკავს- ამის თქმაზე გვერდით მდგომმა რეზომ ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან და თვითონ უპასუხა
-ალო, გისმენთ.მე კატოს შეყვარებული ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით?აა მეგობარი? კატოს ეხლა არ სცალია ბავშვებს საჭმელს უკეთებს და როცა არასდროს ეცლება მაშინ გადმოგირეკავთ, ნახვამდის.
-რეზოოო შენ სულ გაგიჟდი?!- ძლივს წაართვა ტელეფონი კატომ, რომელიც ლაპარაკის დროს ოთახში დასდევდა მოლაპარაკე რეზოს
-თქვენ რა მართლა ერთად ხართ?- გაიკვირვა მარომ
-მარო რა გულუბრყვილო ხარ რა- დატუქსა დაქალი კატომ
-რა არ ვაართ? - კითხვის ნიშნით ჩაეკითხა რეზო
-კი ვართ, ვართ-დამცინავად უთხრა კატომ-მაგრამ ვაკოს რას ერჩოდი ერთი , ტეხავს ბავშვთან რა
-რაო 2 წელი არ მყავდა ნანახიო? ხო და კიდე მაგდენი ხანი ვეღარ შეხვდები ალბათ და დაიკიდე რა- კატოსთვის დასხმული ჩაის სმა დაიწყო რეზომ
-იმენა დილიდან ნერვებს მიშლი რა-გაბრაზდა უკვე კატოც
-დილამშვიდოობისაა- გამოანათა ანიმაც- რა ხდება მშვიდობაა?
-კი აი რეზო და კატო ფორმაში არიან დილიდან და კბენენ ერთმანეთს- სიცილით უთხრა გიომ
-თქვენ კიდე რას ვერ იყოფთ ხოლმე რა. სხვათაშორის რეზო არ დამვიწყებია გუშინ შუა ცეკვაში რომ მიმატოვე- ცინიკურად უთხრა ანიმ
-აუ ხო რავიცი ტო, ბოდიში ...
-არა კატო მართლა ლამაზად იყო გუშინ. მერე ის შენი ვაკო რო მეცეკვა სულ შენზე მელაპარაკებოდა და იტოკში ყურადღების ცენტრში იყავი რა
-მადლობა ანი- მკვახედ მიუგო კატომ
-კაი ჩავიცვვათ ეხლა და გავიდეთ დროზე რა. ისე ხოიცით ხვალ მივდივართ უკვე- ტუჩებ აბზუებულმა უთხრა მარომ ეს ახალი ამბავი
-რატოო აბა ერთი კვირაო?- გაიკვირვა კატომ
-ხო მაგრამ საქმეეები გამომიჩნდა თბილისში და სასწრაფოდ უნდა დავბრუნდეთ- საქმიანი ტონით უთხრა გიომ
-კარგით როგორც იტყვით- წავედი მე ჩავიცმევ- ხელი დაავლო კატომ ბუტერბროდს და ჭამა-ჭამით წავიდა თავისი ოთახისკენ.
პირველი ყველას გასაკვირად კატო გაემზადა და ქვევით ჩავიდა. იქ რეზო დახვდა სიგარეტს ეწეოდა.
-კატო რა გჭირს? მეგონა ყველაფერი გავარკვიეთ
-არაფერი გაგვირვევია სიტყვით და ისე არაფერი მჭირს უბრალოდ იმათ დასანახად ხო არ ჩაგეხუტები და დავტკბები, თან შენ თვითონ რანაირად იქცევი
-თქვენ კიდე ჩხუბობთ?- ჩაეჭრა მარო
-არა გოგო რაღაცას მიყვებოდა პროსტა, წავედით?
-კიი, ჩაჯექით მანქანაში ...
კატო თხილამურებზე აქამდე არ მდგარა და მილიონჯერ დაეცა მგონი სანამ ნორმალურად ისწავლიდა. მასწავლებლობას რა თქმა უნდა რეზო უწევდა და როცა კი გაიმართებოდა კატო მაშინვე რამე ისეთ სასაცილოს ეტყოდა რომ ესეც ვეღარ იკავებდა წონასწორობას და მოწყვეტით ვარდებოდა.
-რეზო მოგკლავ იცოდე ამეებს რომ გავიხდი
-ჯერ ის ისწავლო ნეტა რასაც გასწავლი რა - და ხელს კრავდა კატოს და ბორცვიდან უშვებდა სასრიალოდ, შემდეგ კი ისევ უკან აყავდა ხოლმე.
ერთ-ერთი ასეთი დაშვების დროს კატო ვიღაც ბიჭს დაეჯახა, რომელიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვაკო აღმოჩნდა. თან დაეჯახა ისე რომ პირდაპირ ფეხებში შეუვარდა და ისე მოხდა რომ ზედ დააწვა კიდეც ზემოდან.
-კატოოო ხო არ გაგიჟდი? რეებს აკეთებ? - გიჟივით წამოენთო ვაკო და მოისროლა კატო რასაც ქვია
-ბიჭო შენ ცოტა ნელა ქენი, ვინმეში არ შეგეშალოს ეგ გოგო- შორიდან დაუყვირა რეზომ
-შენ ვინღა ხარ? ჩემი მეგობარია და როგორც მინდა ისე დაველაპარაკები!
-შენიმეგობარი თუა ჩემი შეყვარებულია და როგორც გინდა ისე ვერ დაელაპაკები და დაოკდი კაი? ბოდიში მოუხადე და წადი შენს გზაზე
-ბოდიშიი? აქეთ დამეჯახა და მომამტვრია ლამის ფეხები და კიდე მე მოვუბოდიშო? პახოდუ ყოჩაღ კატო შეყვარებული გყავს და მე მკერავდი გუშინ, სულ გაბოზდი ხო და იმ გოგოებს დამესგავსე ვისზეც ვიცინოდით ...
ამის თქმა იყო რომ რეზო მუშტი პირდაპირ სახეში დაარტყა.კატო მთელი ამ ხნის განმავლობაში წამოდგომას ცდილობდა და როგორც იქნა ფეხზე ადგა. გაიხადა თხილამურები და გიჟივით მივარდა რეზოს რომელიც გამეტებით ურტყავდა ვაკოს და რომელსაც კაი რამდენიმე მუშტი მოხვდა ვაკოსგან.
-რეზო გეხვეწები, ჩემ თავს გაფიცებ არ გინდა , გთხოვ გაანებე თავი
ამასობაში ირგვლივ მყოფებიც მოვიდნენ და ამათი გაშველება დაიწყეს. ყველაზე გვიან გიო და მარო მოვარდნენ და საბოლოოდ დააშოშმინეს სიტუაცია.
კატეგორია: რომანი | დაამატა: cucakena96
ნანახია: 895 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar