სიბნელე, სიჩუმე, ტკივილი... აუტანელი ტკივილი. ( თავი 1 )
02.12.2017, 14:29
გრძნობა, როგორ იწრება შენში , აგონიაში მყოფი, საკუთარ ფიქრებში დაიკარგე. ცდილობ როგორმე თავი დააღწიო, თუმცა ეს შეუძლებელია. გრძნობ სიცივეს, რომელიც ფეხებზე შემოგაცოცდა და ნელ-ნელა მაღლა მიიწევს.

ანა
ხუთშაბათი; 21 ნოემბერი 2016 წელი
-ჰეი ეს ბოლო გაჩერებაა.(უცნობი)
მატარებელი წითელ შუქზე გაჩერებულიყო, ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა სამშაბათ სარამოს, თუმცა არაფერი გამომდის. მატარებლის ფანჯრიდან ვიყურები და მახსენდება სისხლით გაჟღენთილი ტანსაცმელი. მატარებელში მყოფებს ვათვალიერებ და შევნიშნე მაღალი, გამხდარი, წითური კაცი, რომელიც თვალს არ მაშორებდა და ცინიკურად მიღიმოდა, მაშინვე წამოვხტი და მატარებლიდან ჩავედი, მივდივარ გარშემო არ ვიხედები, ვიგაც მეუბნება "ფრთხილად" მას ყურადღებას არ ვაქცევ მას ყურადღებას არ ვაქცევ, გზს ვაგრძელებ. ის კაცი, მახსოვს სამშაბათ საღამოს ვნახე ლონდონში ვბრუნდებოდი, მთვრალი ვიყავი, მატარებლიდან ჩამოსვლისას წავიქეცი და ის იყო რომ წამომაყენ, მხარზე ხელი დამადო და... და ეს ცინიკური ღიმილი, ბრაზი მიპყრობდა. ტელეფონი მირეკავს, სასწრაფოდ ამოვიღე, კლერი იყო.. ვუპასუხე.
-კლერ _ ვუთხარი სუნთქვა აჩქარებულმა.
-ანა სად ხარ? სახლში მალე დაბრუნდები? _ განერვიულებული ჩანდა .
-უკვე გზაში ვარ 5 წუთში სახლში ვიქნები. რა ხდება კლერ?
-როცა მოხვალ ამაზე მერე ვილაპარაკოთ ანა! _თქვა ბრაზმორეულმა.

კლერი
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი; 2016 წელი
ველოდებოდი როდის მოვიდოდა, როდის გამცემდა ყველა კითხვაზე პასუხს. ის გამოუსწორებელი არლკოჰოლიკია, ის შემპირდა შემპირდა, რომ სმას თავს დაანებებდა. ამის ატანა უკვე შეუძლებელია. ქუჩიდან ხმა ისმის, ის მოვიდა. სასტუმრო ოთახში ვზივარ და ველი როდის შემოვა კოლში. კარებს აღებს და მეძახის:
-კლერ სად ხარ? _ იცის რაზეც უნდა ვესაუბრო
კოლში ვდგავარ, ხელში კი ღვინის ქილები მიჭირავს. სახეზე გაწითლდა.
-კლერ ეს.. _ თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-გეყოფა ანა, არაფრის მოსმენა არმინდა, შენ შემპირდი, კიდევ ერთხელ განმეორდება ასეთი რამ და ... აღარ გავაგრძელე, მასზე ძალიან გაბრაზებული ვარ, თუმცა გულს ვერ ვატკენ, არ შემიძლია.
გარეთ გავდივარ, ღვინის ქილებს ნაგვის ურნაში ვყრი და როდესაც სახლში ვბრუნდები, ვხედავ, რომ ის ისევ კოლში დგას, ზუსტად ისე, როგორც დავტოვე, როცა მხედავს ბოდიშს მიხდის და თავისი ოთახისკენ მიდის.
კატეგორია: რომანი | დაამატა: saba
ნანახია: 800 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar