წარმოსახვითი სიყვარული
31.07.2018, 18:33
წარმოსახვითი სიყვარული
გიორგი აბეწვაშვილი


⦁ სანამ დაიბადები, რომ იცოდე რა გელოდება წინ, მაინც მოგინდებოდა ამ ქვეყნად მოვლენა? 
  -რაც უნდა ის თქვან, მე მაინც მომინდებოდა! რადგან, როდესაც დავიბადე ეს შეკითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს. ის ცხოვრება, რომელიც გინდა, რომ შენი იყოს...


 ისტორია დაფუძვნებულია რეალურ ამბავზე!


"... და მერე სატანამ თქვა: - დაე უყვარდეთ მათ ისინი, ვისთან ყოფნასაც ვერ შეძლებენ.. და არ ეყვარებათ ისინი ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებენ..."


 გამარჯობა, გიორგი ვარ! დიახ წიგნის ავტორი! მოწყობილობას რომლითაც ჩემს ისტორიას უსმენ წიგნი ჰქვია. ეს მე ვარ, ცოცხალი სტერეო ხმა შენს ტვინში. მოვალეობების გამეორების გარეშე და ამჯერად ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე... დაივიწყე ყველაფერი, დაჯექი პოპკორნი აიღე, ჩემი ცხოვრების ისტორიას მოგიყვებით. უფრო ზუსტად იმას, თუ რატომ დამთავრდა ის, ან ვინ შეწყვიტა ყველაფერი. თუ ამას კითხულობ - შენ ერთ-ერთი მიზეზი ხარ, არ გეტყვი რომელ ნაწილში ვსაუბრობ შენზე, მაგრამ ნუღელავ, თუ ამ წიგნს კითხულობ, ესეიგი შენ ჩემს სამყაროს უთვალთვალებ... და ესეიგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხარ ჩემი გაქრობის. მოკლედ ძალიან მარტივია წესები.  მხოლოდ ორია!

1. შენ კითხულობ.
2. გადაეცი! იმედია ეს მარტივი არ იქნება, ასე რომ იყოს ყველას მეილზე დავუგზავნიდი ჩანახატის სახით, ან ჩემს facebook გვერდზე გამოვაქვეყნებდი.

ალბათ თავი ტელე - სერიალში გგონიათ! ასე იწყება ერთ-ერთი სერიალი "13 მიზეზი" ოღონდ ეს ისტორია მასში არ აგერიოთ! გახსოვდეთ მე არაფერს გაიძულებთ!
 როდესაც 13 - ივე თავს წაიკითხავ დახურე წიგნი და სხვას გადეცი! ხოდა კიდევ წიგნში რუკაა მოცემული რამდენიმე საყვარელი ადგილის სახით, რაც შენს კითხვებს გასცემს პასუხს. არ მინდა გაიძულო, მაგრამ თუ ისტორია გაინტერესებს, მაშინ ბოლომდე წაიკითხე და ეპიზოდს "სკოლის ღამე" ყურადღება მიაქციე! ან უბრალოდ გადააგდე წიგნი, ვერ გავიგებ! ხოლო თუ წესების დარღვევას დააპირებ, იცოდე, რომ შენ იქნები ადამიანი, რომელიც ვერ შეძლებს განსხვავებული სამყაროს გაცნობას. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა,  ისტორიის მოსმენას საჩუქრად ნუ ჩათვლი. და მართლა მეგობრული რჩევა ჩემგან, ცხოვრებაში არასდროს ჩათვალო, რომ რამეს არასწორად აკეთებ, თორემ განადგურდები ისევე, როგორც მე!
 როდესაც ისტორიის წაკითხვას დაიწყებ, უკვე ამ ყველაფრის ნაწილი ხდები სადაც გითვალთვალებენ! ცხოვრებაში თითოეული უცნაური და განსხვავებული წამი დაიჭირე. არ დავიწყო წიგნის მანძილზე ფრაზა "დაიჭირე წამი".
 ჩვენი ამბავი არის პატარა სოფელზე, აქ მცხოვრები ხალხის ოდენობა 400-ს ძვლივს სცდება,  ხალხზე ვინც მასში ცხოვრობს! შორიდან ეს სოფელი ისეთი პატარა და ჩვეულებრივი ჩანს როგორც სხვა პატარა სოფლები...  უსაფრთხო, მშვიდი, წესიერი, უდანაშაულო, თუმცა თუ ახლოს მიხვალ, სინამდვილეში სიღრმისეულად არცერთი ეს სიტყვა არ შეესაბამება ამ ადგილს! და არსებული ჩრდილების დანახვას დაიწყებ. 
მკითხველს - გამარჯობა! ალბათ ფიქრობ თავიდანვე რა ბანალურად დაიწყოვო... რადგან დღეს თავაზიანობა ბანალურობის ნაწილი გახადეს! მზის სხივი განსაკუთრებული რამაა! ის ხდის ყველაფერს ლამაზს, რადგან თუ არ გვაქვს სინათლე, გვაქვს სიბნელე (სიშავე) რაც შთანთქავს ყველაფერს რაც სამყაროს განუმეორებლობის ელფერს სძენს! თუ შეიძლება, რომ ზოგადად რაიმე იყოს განუმეორებელი?! ოდესმე მკითხველო გიგრძვნია თავი განსაკუთრებულად?!  გიფიქრიათ, რომ ყველასგან განსხვავებულ რაიმეს გრძნობ? რომ სამყაროს სხვანაირად აღიქვავ?! მაგრამ გეშინია ამის სხვისთვს გაზიარება, რადგან გიჟი არ გიწოდონ! თუმცა არასრულფასოვნობის კომპლექსი თავს არ დაგანებებთ, რადგან შენ აკეთებ არასწორ არჩევანს ცხოვრებაში, ცდილობ იყო ის ვინც არ ხარ! რადგან გეშინია ნიღბის მოხსნის და საზოგადოებაში შენი რეალური სახის წარმოდგენის... როდესაც მიხვდები, რომ რაიმე განსხვავებულს გრძნობ ვინმეს მიმართ, არ დაკარგო წამი! არამედ დაიჭირე და შეინარჩუნე მთელი შენი ბედნიერების მანძილზე! ახლა კი მიპასუხე რა არის ლუზერი (დაჩაგრული, უმნიშვნელო) ადამიანის განადგურების სამი მიზეზი? 21-საუკუნის თინეიჯერის პრობლემები? ( facebook- ის ლაიქების ნაკლებობა, ნაკლებად პოპულარობა, ბრენდირებული ტანსაცმლის ან აიფონის არ ქონა, დიდი სამეგობროს თუ თაყვანის მცემლების ნაკლებობა? ან იქნებ...
 ახლა კი ისტორია იწყება!
...
 იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი. გიჟი არ გეგონო, როგორც ამბობენ ნამდვილი გიჟების ადგილი სპეციალურ დაწესებულებაშია, უბრალოდ მე შენ სიკვდილამდე მენატრებოდი, სწორედ ისე, როგორც მზიანი ამინდი მენატრება წვიმისგან გაუბედურებულ თბილისში, მე შენ დღემდე მენატრები...ძველ სიყვარულს გახსენებ, შენ კი მაინც ვერ გაიხსენებ.
 არაფერია შემთხვევითი ის ხდება რაც, უნდა მოხდეს, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ერთად მოვხვდით, მაგრამ ის არ დაიფერფლა და არც მე ჩამქვრალვარ. ყველაფერი დაიწვა, ყველა გრძნობა მტკივნეული იყო, დრო გადის, ამის შემდეგ კი აცნობიერებ, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ. ყველაფერი შეიცვალა, აი ასე უბრალოდ, უმიზეზოდ და გაქრა ის პროვინციელი ადამიანი შენი ცხოვრებიდან! 
 ეს პირველი ისტორიაა მკითხველო ამ დამპალ სოფელში, სადაც ადამიანი წარსულის სიყვარულიდან გავიცანი, მანამდე კი ბანალური სასიყვარულო რომანის დროა! რაც შენს ცხოვრებაშიც ოდესმე იქნებოდა ან იქნება! რომ გითხრათ ჩემთვის ანასტასიასთან ურთიერთობა ცხოვრების საუკეთესო მოვლენა იყო თქო, იგივე იქნება, რომ ვთქვა რიანას თაყვანისმცემლებთან სლფების გადაღება არ უყვარს თქო!
-ანსტასია, ყველაფერი დამთვარდა.
-რას ქვია, დამთავრდა?
-აი ასე უბრალოდ, მორჩა, მიყვარხარ მაგრამ არ შემიძლია შენთან ყოფნა.
-იცოდე, მინატრებ, მაგრამ...!
- ...
 ვინანე, ჩემი სიტყვები თუმცა, ალბათ ასე სჯობდა. მაგრამ ეს უბრალო და ერთი შეხედვით უმნიშვნელო დიალოგი გახდა ჩემი ცხოვრების დასრულების ერთ-ერთი მიზეზი.
 ბავშობა არ არის პერიოდი, დაბადებიდან განსაზღვრულ ასაკამდე. უბრალოდ, ერთ დღესაც ბავშვი გაიზრდება და დაავიწყდება ბავშური სისულელეები, ბავშობა ეს სამეფოა! სადაც არავინ კვდება. ბობოქარი ვნება, ბობოქრად კვდება, ტრიუმფით კვდება. როგორც ცეცხლი და დენთი. რომელიც ერთმანეთს შთანთქავს. სიკვდილზე ბევრი არასოდეს მიფიქრია, თუმცა საყვარელი ადამის გამო სიცოცხლის დათმობა ღირს.
.......
 ყველაფერი სინათლით იწყება! რაც ანათებს ყოველგვარ ბნელს. როდესაც ვიწყებ ფიქრს, თუ რა არის ცხოვრება ვიჭედები დიდ შავრ ბურუსში. ბავშობა ხანაა, სადაც ყველაფერი რასაც ვეხებით, ვხედავთ ვგრძნობთ ზღაპრულია, გული კი ისე ფეთქავს, როგორც არასდროს. ეს ის პერიოდია სადაც სიყვარული ნამდვილია წრფელია და სუფთაა! ეს ის ხანაა, სადა გადახედვის დროს, ერთდროულად ტკივილი და ბედნიერება გვისადგურებს.
 სიყვარული და ცხოვრება ერთგვარ კავშირშია ერთმანეთთან. ბავშობაში შეყვარებული ადამიანი, მთელი ცხოვრების მანძილზე, ჩვენს შინაგან მესთან ერთად რჩება, თუმცა ჩვენს გვერდით აღარ არის, ჩვენს გარშემო მოძრავი პერსონები ჩვენგან ქრებიან, დროს მიყვებიან და ვეღარასდროს ბრუნდებიან, ჩვენს სიდიადეს ვერ უძლებენ, თუმცა ისინი ჩვენთვის მაინც სრულყოფილები ხდებიან, როდესაც ადამიანი დაფიქრდები შენს ცხოვრებაზე, კითხვები იყრიან თავს, თუმცა პასუხები თითქოს იწყება, მაგრამ შემდეგ ქრება და სითეთრე შთანთქავს.
 ამ სამყაროში ცოცხალი მაშინ ხარ თუ შენი გული ძგერს ისე როგორ კიდევ ერთის, თუმცა ზოგს ცხოვრება ეჩვენება მაშინ სრულყოფილად როდესაც სიმარტოვითაა გარს მოცვილი, ეს ცხოვრება ხომ ინდივიდებითაა გაჟღენთილი...
 გაიზრდები და ხვდები რომ შეგიძლია ყველაფერი, ცდილობ წაიწიო წინ და ეს გამოგდის კიდეც, ერთი ნაბიჯი გაკლია წარმატების მწვერვალზე მისახწევად, თუმცა საკმარისია გამოჩნდეს ბავშობიდან (შენი წარსულიდან) ადამიანი, რომელის გამო ამ წვერვალზე უკუღმა ჩამოირბენ და დატოვებ მას, ეს უბრალოდ ადამიანური, ემოციების ზღვაა! სადაც ყოველი ტალღა განსხვავებული მიმართულებით მიქრის, ბობოქრობენ და ჩვენს სულს ბოლოს ანადგურებენ.
 ადამიანები ჩვენს გარშემო ყოველთვის იქნებიან ვინც ხელს შეგვიშლიან, რომ ვერ განვახორციელოთ ჩვენი ოცნებები მიზნები, მაგრამ ჩვენი სულიერი სიძლიერე გვაიძულებს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა, ბრძოლა იმისთვის რომ ჩვენი ცხოვრება იყოს სრულყოფილი, მაგრამ აქვე ჩვენს შინაგან მეში ისმის კითხვა, სრულყოფილი? განა შეიძლება ჩვენ ვიყოთ სრულყოფილები??? და რისთვის ან ვისთვის, ყოველი ჩვენგანი როდესაც მიისწრაფის წარმატებისკენ, ამით გარე სამყაროს უცხადებს ომს, რომ მას შეუძლია იმაზე მეტი ვიდრე თვითოონაა, ყოველივე ჩვენგანას აქვს სურვილი ძალაუფლებისკენ და წარმატებისკენ. თუმცა რისთვის? ესეც გაუგებარია! ამ ყველაფერზე ფიქრის დროს მე სრული გაურკვევლობის ბურუსი მედება! და შიგ ისე ძლიერად მახვევს, რომ მიძნელდება მისგან თავის დაღწევა... ბოლოს კი აცნობიერებ, რომ ეს ცხოვრება იყო იმაზე მეტი, ვიდრე შენ იცხოვრე! მაგრამ მანამდე, შენში იყრის თავს უამრავი წესი რაც დაარღვიე, რომ ყოფილიყავი დამოუკიდებელი, შემდეგ კი ხვდები რომ ჯობდა დაგეცვა, რადგან ამით ვერაფერი მიიღე ცხოვრებისგან. ამის შემდეგ  დაგდება დრო სადაც იგრძნობ სიკვდილის მოახლოვებას და ამ ცხოვრებას შეხედავ სხვანაირად, მერე კი მოგინდება გააგრძელო ბრძოლა, თუმცა უკვე დაგვიანებული იქნება, რადგან თავის დროზე არ იბრძოლე. ყველაფერი ამ ფიქრებით დაიწყო.
....................................
 თუმცა დრო გადის, ამის შემდეგ კი აცნობიერებ, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც უწინ.
 ყველაფერი დაიწყო უბრალოდ აი ასე:
 დავიღალე, ძალა მეცლება, ვგრძნობ მიწის სუნს, მეშინია, სად წავიდე?! გავიჭედე ცხოვრების ხვრელში. სურნელს ვგრძნობ, რომ მოდის ჩემთან და მასში გახვეულან წარსულის წვეთები, გაზაფხული მახსენებს თავქარიან გიჟურ სიყვარულს.
წარსული...
-გიორგი, ნუ ფიქრობ ასე, იმაზე იფიქრე რომ ცხოვრება გრძელდება! მომიგო ტასომ და გვერძე გაიწია.
-ყველაფერი მეორდება.
-"არაფერი მეორდება გიორგი, ეს ჩვენ ვმეორდებით"
ცოტახანს გავჩუმდი, არ ვიცოდი რა მეთქვა.
 სკოლის კიბეებზე ვისხედით, მხოლოდ სიცივეს ვგრძნობდი და ტასოს სიმხურვალეს, ნიავი კი მის თმას სახეზე მიფრიალებდა, ვფიქრობდი თუ მემახსოვრებოდა ეს ერთი არცისე გიჟური საღამო 20 წლის შემდეგ, თუმცა მხოლოდ ის ვიცოდი არაფერი იქნებოდა ისე, როგორც უწინ, რადგან ახლა გაზაფხულმაც დაიგვიანა, ვეღარ ვგრძნობ, იმას რაც ასე ძლიერ მათრობდა, იქნებ უბრალოდ ის მხარე რაც ჩემში მიყვარდა ჩაქრა, ამდენმა სიმხურვალემ ჩაღვენთა, მაგრამ ახლა რა ვქნა ერთადერთი რაც გამაჩნდა ის იყო. ვგრძნობდი ნიავს და ყურში ჩამესმოდა ნოტებზე მოცეკვავე წვიმის წვეთების მელოდია, ეს კი ცხოვრებას ცოტა კიდევ უფრო ღრმას ხდიდა.
-ძალიან ხმამაღლა ფიქრობ! და მაინც რას გულისხმობ? თქვა ტასომ და მომაპყრო ფართო თვალები, რომელშიც მხოლოდ დაბნეულ და შეშინებულ გოგონას ვხედავდი.
-მეშინია არ დასრულდეს ცხოვრება.
-არა, გიორგი, ცხოვრება არასოდეს არ დასრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.
 ავდექი, გვერძე გავიწიე, ნიავი ახლა უფრო შევიგრძენი, მაიკას ტანზე მიხახუნებდა, თუმცა არც ვიცი ეს ხახუნი იყო თუ... ძალიან დაბნეული ვიყავი. ნაძვისკენ გავიწიე, რადგან მინდოდა სურნელით დავმთვრალიყავი, გაზაფხულის სურნელით რომელიც მის თავს მახსნებს, ყოველთვის მქონდა იმედი, რომ თუ გაზაფხული დაიგვიანებდა შენ მაინც დროულად გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში!.
-იცი რაა?! აშკარად ჩუმად ფიქრი უნდა გასწავლო.
-თავი მოგაბეზრე ხომ?!
გაჩუმდა ხმა არ ამოუღია.
-გიორგი, რატომ ხდება ყველაფერი ღამით უფრო მომხიბლავი? ყველაფერი რაღაც მსუბუქი, მისაწვდომი გვეჩვენება. ხოლო მიუწდომელს ოცნებით ვცვლით, რატომ?
გამეღიმა და ვუპასუხე.
-მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს,
 დავინახე როგორ მიყურებდა, თითქოს ის ვუთხარი რასაც თავად ფიქრობდა, დავბრუნდი, კვლავ გვერდით მივუჯექი, ამჯერად მისი სიმხურვალე ვეღარ ვიგრძენი, არამედ კანკალებდა თითქოს. არ ვიცი რატომ არ ვკითხე თუ რა სჭირდა, თუმცა ვფიქრობ მაშინებდა პასუხი, რომელიც უკვე ვიცოდი.
-გიორგი ოდესმე რამე გინანია?
-არა, "სინანული - ყველაზე უსარგებლო რამ არის ამ ქვეყნად, გამოსწორების საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდანები ვიქნებოდით, ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, რადგან როგორც ამბობენ ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეომშია".
-ავიდეთ? რაღაც აცივდა. ვუთხარი ტასოს თუმცა მისი სახიდან გამომდინარე, ვიგრძენი, რომ მას უსასრულოდ შეეძლო მჯდარიყო მთვარის შუქზე ცივ "ბეტონზე" ჩემს გვერდით, ერთი კიდევ გავხედე ჩრდილებს, მატყუარა ჩრდილებს! რომელებიც ყოველთვის მაშინებდნენ, მინდოდა გონებაში ეს საღამო დამმახსოვრებოდა, თუმცა ვერ შევძელი წამის დაჭერა და წამოვედი.
 მოვდიოდი გატიტვლებულ ხეებს შორის, ბნელოდა, მაგრამ აქა იქ სიბნელის იდუმალებას მთვარის შუქი არღვევდა, ტასო ხმას არ იღებდა რადგან იცოდა ეს ბოლო შეხვედრა იყო, როდესაც ჩემი სახლი ბურუსში გახვეული მოჩანდა, მაშინ მივხვდი რომ იმ ნაწილს ვკარგავდი რაც ტასოს შინაგან ბუნებაში ცოცხლობდა, მაგრამ სხვა გვარად ვერაფერი იქნებოდა და ვსო... ზოგჯერ ადამიანისთვის მარტივი გადაწყვეტილება შეიძლება ურთულესი აღმოჩნდეს, მაგალითად წარმოიდგინეთ, კოკაკოლას ბოთლი, რომელიც თავიდან ბევრად მარტივი დასალევია უბრალოდ უნდა გახსნა, ხოლო თუ აანჯღრევთ, მოგიწევთ ლოდინი. მთელი გაფლანგული 5-10 წუთი, რომელსაც ცხოვრებაში ვერასდროს დაიბრუნებთ! 
-აბა ასე უბრალოდ?! ხმა აუკანკალდა და ცრელებით აევსო თვალები?!
 მხოლოდ ის ვიგრძენი სიმწრისგან ხელები ისე ძლიერად მოვიჭირე სახეზე ლამის თვალები გამოვიღე, ის თვალები, რომელიც სილამაზისთვის შექმნილან, რომელსაც ჩემი ნებითვე ვტოვებდი.
-მაპატიე, უნდა წავიდე, აქ ვერ დავრჩები რადგან ეს ადგილი ჩამყლაპავას გამანადგურებს და ჩემს პიროვნებას შეჭამს, მინდა ამ სოფელს გავახწიო, უნდა გესმოდეს ტასო! ორივეს გვიჭირს, შუბლზე ვაკოცე და ყურში ჩავჩურჩულე, როგორმე გადაიტან! პირველად მოხდა 17 წლის მანძილზე ისე, რომ მე ვატკინე სხვას გული და არა მათ მე! 
 თითოეული კარისკენ გადადგმული ნაბიჯი გულში ისარივით მერჭობოდა, და ბოლოს მხოლოდ ის სიტყვები გავიგე რაც მან მომაძახა.
-გიორგი! ადამიანი დიდია თავის ძრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მისი მომხიბლაობაც!
დღევანდელი დღე.
 სიცხე, ქაოსი, ხმაური, მირღვევდა ძილს, თვალები გავახილე თუ არა ისევ ის დავინახე რასაც ყოველთვის ვხედავდი ფანჯარაში მჯდომი კატა, არ ვიცი როდის მომეჩვია, თუმცა ის ერთადერთი იყო რაც(ვინც) არასდროს მტოვებდა. 
 ოჰჰ, დღეს ხომ სამსახურის პირველი დღეა, ურსო სწორად გასაუბრება, ავდექი და მომზადება დავიწყე იმ იმედით რომ აუცილებლად ამიყვანდნენ სამსახურში, რადგან ყოველთვის პირველივე გასაუბრებისთანავე მიღებენ, როდესაც სარკესთან მივედი არ მინდოდა დამენახა ჩემი თავი რადგან, ვიცოდი საკუთარ თავს ვერ ვიცნობდი, მომაბეზრებელი იყო ყოველთვის, ერთი და იგივე სილუეტის დანახვა. კიბეები ჩავირბინე, კარი გავაღე და გარეთ გავედი, არ ვიცი რატომ თუმცა ნარცისიზმს ვგრძნობდი ჩემს თავში. 
 მანქანა დავქოქე, ჩემს facebook გვერდზე შევედი და მეგობრების თხოვნის სიას გადვხედე, იმ მოლოდინში, რომ ადამიანი წარსულის სიყვარულიდან დაადასტურებდა ჩემს მეგობრობის შეთავაზებას! ვერ ვიტყვი გამორჩეული დილა იყო თქო, თუმცა რაღაც ახალი იგრძნობოდა, უცბათ კვლავ ვიგრძენი ნოტებზე აცეკვებული წვიმის წვეთები, თუმცა არა ეს "Lana Del Rey" იყო, როდესაც მუსიკის გამორთვა დავაპირე, საშინელი ბრახუნი და ყვირილი გავიგონე. გაოგნებული და შეშინებული გადავედი. გზაზე ქერათმიანი ლამაზმანი იწვა. გაუნძრევლად და შეშინებული. გავშეშრდი ვერაფერი ვთქვი.
-მე მე... მაპატიეთ! დიდი ბოდიში. თუმცა ვხედავდი გონზე იყო - შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
 ხმა არ ამოუღია, შემდეგ უცბად გარს მოხვეული ბრბო გაიშალა და სასწრაფოს სინგალმაც დაარღვია აქა იქ ამტყდარი ქაოსი.
-მეც წამოგყვებითთქო ჩავიჩურჩულე და გავყევი.
 ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვხედავდი, როგორ მტოვებდა ტასოს ლანდი. ადამიანის, რომლის ცხოვრებაც 24 საათის წინ ავურიე, ან იქნები ჩემი წამოსვლით მისი სამყარო არეულობის ნაცვლად დალაგდა! ვინ იცის... ყოველთვის არსებობენ კითხვები, რომელზეც პასუხები არ გაგვაჩნია.  ვერაფრის გაკეთება შევძელი. დრო რა ბნელი და  ღრმა ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენ ვქმნით ამ ირიალურ სამყაროს რათა ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი დროის საშუალებით. დროს მიაქ ყველაფერი კარგიც და ცუდიც, მაგრამ არც ისე ცუდია რომ უკან ვერაფერს ვაბრუნებთ, ჩვენი ტკივილიც ხომ მას მიაქვს და გვავიწყებ, მისი საშუალებით არ არის, რომ ტკივილი ბედნიერების ტრიუმფალურ წუთებად გვექცევა? დრო ტკივილს აშუშებს თუმცა იარებს ტოვებს და მხოლოდ მას შეუძლია, რომ კვლავ გახსნას ის იარა, რომელიც მანვე მოაშუშა, დრო სიყვარულის თავშესაფარია!
 ყოველთვის გამოჩნდება შენზე უკეთესი, ვინც ჩაგანაცვლებს! წაგართმევს ყველაფერს, თუმცა ისტოიაში დარჩება შენზე ცუდი სახელით, ჯერ მეგობრებს წაგართმევს და შემდეგ სხვა დანარჩენს, გაგლანძღავენ, გაგაკრიტიკებენ, დაგცინიან, შემდეგ კი დგები და მოდიხარ, მაგრამ გამარჯვებული მაინც შენ რჩები!.. და ის? მისი ცხოვრება? შენი გამარჯვება მის სამყაროს წევს ცხოვრების საფეხურზე? არა...! ის ვერცკი მიხვდება თუ რამხელა იარა მოგაყენა შენ! რადგან მისთვის ეს უკვე ყოველდღიური რეალობაა! იმასაცკი ვერ გაიაზრებს, რომ ამან შენ საბოლოოდ მოგკლა!
 ზაფხულის დადგომამდე - მერე კი მთელი ზაფხული - სოფელს  შავი ღრუბელი ჩამოსწოლოდა, ღრუბელს ხშირი ჭექა-ქუხილი და თავსხმა წვიმები სდევდა და კიდევ მღელვარება.
 გარშემო ყანებმა, რვაასთვრამეტის შემოდგომის უხვოსავლიანმა ყანებმა - უკვე თვალშესულმა, მოლივლივემ - თითქოს შორეული, ველური და მოუთიბავი ბალახისაკენ გადაინაცვლეს.
 რა საოცარი იყო ეს ყანები და ველების სამყარო, და აქა-იქ გაბნეული სოფლები, ხშირი გრძლად დაფენილი ფიჭვნარი, და ვაშლიის ხეები, მტკნარი და მლაშე ტბები და წყაროები, ხოლო გარშემო შემოკრული მდინარე, მომცრო ბორცვები - მაინც რამდენ მღელვარებასა და ზრუნვას დაიტევდა ან როდემდე შეძლებდა ამას?! 
 ქუჩაში მოვდიოდი და აქა-იქ გაისმოდა ხმადაბალი საუბრები, თითქოს ვინმესი ეშინოდათ, მაგრამ ურცხვად განაგღძობდნენ გზაზე დამდგარი დედაკაცები ჭორაობას, თუ როგორ ატარებდა ღამეებს გიჟი სერგოს შვილიშვილი მეგი ფართაანთ მაროს ბიჭთან სერგიასთან, შემდეგ კი ომახიანდა დააყოლებდნენ მრუშობსო. 
 არავის ეშინოდა ლაყბობისა. რისი თქმაც შეიძლებოდა, თითქმის უკვე ითქვა. დაპირებათა ზეიმურობამ, მოწოდებათა უსასრულობამ და მუქარათა არაადამიანურობამ უკვე დაკარგა თავისი ახლანდელიცა და წარსული მნიშვნელობაც.
 წარსულზე გამახსენდა ამ ბოლო დროს სულ წარსულზე ვფიქრობ, ვიცი ეს ნაკლია ადამიანისა, რომ იქექებოდე წარსულში მაშინ როდესაც მომავლის ბილიკებს მიუყვები, ეს კი გაგჭედავს რადგან წარსული და მომავლის გაერთიანება და ერთად თანამგზავრობა აწმყოს, დღევანდელი დღის ბურუსში ჩაგტოვებს, არ ვიცი რა დამრჩენია მასში თუმცა სულ უკან ვიხედები. მართლა წარსულზე გამახსენდა ბავშობის ხანაც, წარსული, ხომ სულ ბავშობაა, ეს ის პერიოდა უბრალოდ გიჟური და შესანისნავი, რომ არის, იქაც რაღაც დამრჩა დასამთავრებელი, თუმცა ეს წუთისოფლის წამზომი ისეთო მოკლეა, რომ რთულია მოასწრო ყველაერი. მართლა ბავშობაზე გამხსენდა ჩემი მეზობლის ბავშვი, მას ძალიან უცნაური სახელი ქვია გიორგი, რა ძველებურია, საინტერსო და თან იდუმალი, ახლაც მე მოვიყვანე ბაღიდან, ძალიან უცნაური ბავშვია, თავის ასაკთან შედარებით ძალიან სანტერესო და ცოტა ფილოსოფიურიცააა, რაც ჩემში დიდ გაკვირვებას იწვევს, ის არ გავს დღევანდელ 5-6 წლის გოგო ბიჭებს. 
 საშინელი სიცხეა, ყველაფერს ბუღი ასდის, ოხ ეს თავხედი სიცხეები, როგორ გაბატონდნენ.  ნუთუ ამ ქვეყნად მხოლოდ დროს შეუძლია გაბატონება, რა საინტერესოა არა?! თვით ადამიანიც კი ვერ ეწინააღმდეგება მას, და როგორი უძლურია დროის წინაშე...
 იმის მერე რაც ტასოსთან ღამე გავატარე, აღარ მინახვს, აი ასე უბრალოდ, თითქოს რაღაც უხილავმა ძალამ დაგვაშორა. და უსასრულობის უაზრობამ მოგვიცვა, ეს დღეები აღარაფერი აღარ მინდა. მათშორის არც ტასო.
 გვერძე მეზობლის ბავშვი მომიჯდა და ურცხვად დამიწყო ბაასი.
-რა უსამართლობაა ეს ცხოვრებაო.
 როგორ არმიყვარს ასეთი, გახუნებული უიმედო, გაქუცული, მოძველებური ფრაზები, რას ნიშნავს ცხოვრებაა უსამართლო?! ამის დღემდე არ მესმის, არ შეიძლება ის რომ შენი ცხოვრება უაზრობაა, ამქვეყნიერებას აკიდო ზურგზე.  
 უკვე მობინდდა და სიცხე მაინც არ ნებდება, აივანზე გავედი მეგონა იქ მაინც ეგრილებოდა, მაგრამ შევცდი, როგორც კი ოთახში დავბრუნდი, მეზობლად ძველებური, გახუნებული, მანქანა გაჩერდა, ვერ გავერკვიე მწვანე იყო თუ ცისფერი.
 მხოლოდ სიწითლე დავინახე, თეთრ კანს და შავ გრძელ თმას, რომ ამშვენებდა, დავფიქრდი, და თან ჟრუანტელი მივლიდა, ასევე გაურკვევლობა, რომ იმ სახლში  სადაც 10 წელია არავის უცხოვრია რა უნდოდა ტასოს, შემდეგ კი მას თან მოყვნენ მშობლები ბარგით ხელში, დავინტერესდი, კიბეები ჩავირბინე და ურცხვად მათკენ გავემართე, დახმარება შევთავაზე და ბარგი შევატანინე, თან ეზომ მიიპყრო ყურადღება, იტალიურ ძველებურ ეზოს გავდა, რა უცნაურია! წლებია აქ დავდივარ და მხოლოდ ახლა შევამჩნიე... ასევე უცნაური იყო, ჩემთვის ის იდუმალი მიზეზი თუ რატომ გადმოვიდნენ ახალ სახლში, სიტყვა ახალი სახლიც ხომ უკვე საშინლად ჟღერს. ალბათ აჯობებდა, რომ იგი ჩემგან შორს ყოფილიყო, შეიძლება ახლა ჩემი სული ცოცხალი ყოფილიყო. 
-გიორგი, რამ ჩაგაფიქრა ასე? გვერდით ამომიდგა ტასო.
-უბრალოდ, ცხოვრება უცნაურია. ყუთები ავიღე და კიბეებს გავუდექი, ასევე.
თუმცა ის კვლავ დამეწია და ყურში ჩამჩურჩულა.
-ცხოვრება კი არა ეს ჩვენ ვართ უცნაურები, და ის უბრალოდ ჩვენ გვეჩვევა, ცხოვრება ეს ჩვენი სარკეა და მასში შენს უაზრო სულს ხედავ. 
 წესივრად ვერ მივხვდი მის სიტყვებს თუმცა დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. ბარგი ადგილზე დავაწყე და ტასოსკენ გავემართე.
  რა მოგვივიდა ჩვენ, რომელი უფსკრული იყო ჩვენს შორის, ვერ გავრკვეულიყავი. მისი თმა კი კვლავ მოსვენებას მიკარგავდა, როდესაც მის სიახლოვეს ვიყავი რაღაც უცხო და გამოუცდელი გრძნობა მიპყრობდა, თუმცა ამაღელვებელი ნამდვილად არ ყოფილა. საუბრის დაწყებას ვცდილობდი მაგრამ, რამდენად ეს უკვე....
 ცხოვრებაში ზოგჯერ ერთი იმედის ნაპერწკალიც კი საკმარისია, რომ გჯეროდეს კეთილი ადამიანების არსებობის! მათ ვინც დაუნდობლად აღარ გადაგქელავენ!

{თავი მეორე}

 მკითხველო კეთილი იყოს შენი დაბრუნება ისტორიაში, მიხარია, რომ ისევ კითხულობ! გაინტერესებს? ალბათ გინდა გაიგო რა ან ვინ არის შემდეგში და რატომ?! ეს შენ ხარ? რა გააკეთე, როგორ აღმოჩნდი ამ ჩანაწერებში, ან წიგნში. ხოლო თუ ამ ისტორიის ნაწილი არ ხარ! მაშინ ისიამოვნე მათი გაცნობით. ან იქნებ რამე ცუდი ჩაიდინე? ან უბრალოდ უყურებდი როგორ ხდებოდა ეს. იქნებ ვერ ხვდებოდი, რომ სასტიკად იქცეოდი. იქნებ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია! იქნებ რამე უნდა გაგეკეთებინა! უკვე გვიანია, მგონი კარგად გახსოვს რაც გააკეთე. ამ ჩანაწერების შემდეგ ვარასდროს დაივიწყებ, მე ვერ დავივიწყებდი. ხო მე მკვდარი ვარ! წიგნი რჩება და მეც ვკვდები. თუმცა ჯერ იქამდე მთელი ისტორიაა! 
 მეგობრობა რთული რამაა! მაგრამ ნუ ღელავ ამას მარტო არ გადაიტან. სასიამოვნო არაა, დამიჯერე! ასე მეც ვიყავი. ყოველთვის მარტივი ვერ იქნება, შეიძლება ცოტა გეტკინოს კიდეც! ან ცოტა უფრო მეტადაც, შენზეა დამოკიდებული. მაგრამ ნუ გეშინია გავუმკლავდებით ნაბიჯ -ნაბიჯ, მივყვებით თითოეულ ისტორიას. მე და შენ, ერთად! და არ დაგავიწყდეს, რომ სხვებიც არსებობენ! 
 ცხოვრებაში ვისაც მეგობრად ვთვლიდი ყველამ მიღალატა, ყველას მიუძღვის (მიგიძღვით) როლი ჩემს სიკვდილში.
ახლა კი ისტორიის მოსმენა განაგრძე - 
საუბრის დაწყებას ვაპირებდი თუმცა რამდენად გამომივიდოდა არ ვიცოდი, თან სულ იმ ღამზე ვფიქრობდი გუშინ წინ რომ ჩვენ გაგვაერთიანა.
-გიორგი გისმენ, 1 საათია რაღაცის თქმას ცდილობ მაგრამ ვერ აბავ თავს, ომახიანად მომაძახა, დავიბენი და მივტრიალდი.
-არა, ანასტასია, შენ ვერ ხვდები, თავი ჩავღუნე, ბურჟუაზიულად გამეღიმა და ჰოლანდიური ვარდების ბაღში შევედი.
-მიუხვედრელი არაფერია გიორგი, ვხედავ, რომ თავს მარიდებ! ტასოც გვერდით მომიჯდა.
-თავს გარიდებ? იქნებ უბრალოდ დავიბენი. ამ ცხოვრებამ დამაბნია. მაინც თან დამდევენ წარსულისა და აწმყოს მოგონებანი.
- მე შენი ვერაფერი გავიგე, შენი ფილოსოფიური ფრაზები ზოგჯერ გაუგებარია, ხან ისე საუბრობ თითქოს ამ საუკუნის არ იყო.
მკითხველო არასდროს გიფიქრია, რომ ვერავინ გაგიგებს? ან აზრი არ აქვს შენი დარდის გაზიარებას? რადგან მაინც ვერავინ მიიტანს გულთან ისე, როგორც შენ გჭირდება. სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიყავი.
ცოტახანს სიჩუმე გაბატონდა, შემდეგ კი ეს იდუმალება მისმა კატაამ დაარღვია, სარწყავ დოქს დაახტა და ჭყავილი დაიწყო... წამიერად ამანაც კი ჩამაფიქრა, ალბათ უცნაურია მაგრამ ბავშვობიდან მჯეროდა წინასწარ მეტყველების.
-ტასო! შენ არ გითქვამს, ეს ბარგი აქ ვის მოუტანეთ?
-არავის. წასვლა დააპირა,
-როგორ, თუ არავის? აბა... მაშინ...
-აქ გადმოვდივართ, ძველი ბინა დაიწვა, ცრემლები წამოსცვივდა და ჩამეხუტა. თან ყურში ჩამჩურჩულა. - ახლა, ხომ ხვდები რატომ არ შეგეხმიანე.
-ტასო, მეე.... როგორ თუ დაიწვა?
-აი ასე,  სოფლელებმა თქვეს, რომ მაღალი სიცხის ბრალიაო.
-დამშვიდდი ახლა შენთან ვარ.
-გიორგი, მე ეს მახარებს, დღეიდან აქ ვარ შენს გვერდით.
-ეს ისედაც ასე იყო, ქუდი ავიღე და დავემშვიდობე.... იქნებ უბრალოდ ასეთი ემოციური მომენტის ბრალი იყო, რომ ჩვენ ნამდვილად შეყვარებულ წყვილს ვგავდით! ამიტომაც იმ წუთას მეც გავიფიქრე, მოდი და ვცდი ურთიერთობას ამით მე არაფერი მაკლდებათქო! მაგრამ ადამიანები ზუსტად იქ ვცდებით სადაც გვგონია, რომ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.
 სიცხისგან დათეთქვილი, ოთახში ვიწექი, ფანჯრიდან მეზობლის კაკლის ხეებს ვუყურებდი და ფიქრებში ვიკარგებოდი, მოსვენება დავკარგე, ნუთუ ეს სინანული და ნამუსი იყო, რომ ტასოს არ შევეხმიანე და მას ველოდებოდი თუ, როდის მომწერდა თავად, ვფიქრობდი, რომ იქნებ იმედები დავუმსხვრიე თქო, რა ძნელია გქონდეს იმედი როცააა..... თავი დამსხვრეული იმედების სასაფლაოზე მეგონა. 
 დასაძლევად რთული ცხოვრებისთვის გვეხმარება გავლებული იმედის ზღვარი!იმედია ხსნა! ცხოვრება თვით იმედია. ადამიანთა იმ კატეგორიას რომელიც ცხოვრებისეული ტკივილის ტალღებით კლდის პიკზე იმყოფებიან აცოცხლებთ მხოლოდ იმედი, იმედის საშუალებითაა, რომ ყოველი ჩვნეგანი მიისწრაფის სულიერი, ზეციური ამაღლებისაკენ, მხოლოდ იმიტომ რომ მან დაიმკვიდროს ცათასასუფეველში ადგილი, რადგან აქვს იმედი ღირსეული ცხოვრებით დაიკავებს სამუდამო სიმშვიდეს!
 მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, რაღაცას ან ვიღაცას ეძებს, შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო, რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი. ვფიქრობ ადამიანს იმედი ცხოვრების პირველი ნათელი წვეთის დანახვისთანავე უჩნდება.
 უიმედობის ზღვაზე აღომოჩენილნი ყოველთვის განწირულნი არიან, მათ არ აქვთ მიზანი, ცხოვრებაში რაც ფარხმალს აყრევინებს და ბრძოლისუუნარობას უყალიბებს, ცხოვრება თამაშია რომელიც უამრავი გამოცდებითაა სავსე, მთავარი კი ისაა თუ ვინ შეძლებს გაართვას მათ თავი, ისე რომ არ გადაუხვიოს ცხოვრების სწორი ნათელი გზიდან.
 ხმაურმა ფიქრები დამილეწა, მeზობელ სახლში დასუფთავების საათები კვლავ არ წყდებოდა, ერთ ხანს დავაპირე მისახმარებლად მისვლა თუმცა, ჩემმა მემ არ გამიშვა, რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო, კვლავ წამოვწექი და კაკლის მოცეკვავე ტოტებს დავუწყე ყურება, ფიქრები კი თავისით გამთელდა და დროზე შეხედულებები გამიგრძელდა.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, ვიყოთ ან ვიმოქმედოთ მიზნის გარეშე, რათა მიზანია დასაწყისი იმედის! ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ რაიმე არ მიდის კარგად და გაურკვეველია თუ როგორ შეიცვლება ვითარება, თუმცა იმედი ზუსტად ხსნის მას, შლის შიშსა და სასოწარკეთილებას, იმედი საშუალებას გვაძლევს გავხდეთ შემოქმედები და გვარწუნებს, რომ მომავალი უკეთესი იქნება. ადამიანთა წრეში ყოველთვის ვამყარებთ რომელიმე ჩვენს იდეალზე იმედს, თუმცა არავინაა დარწმუნებული თუ როგორ გაამართლებს იმ ერთადერთს რაც გვაქვს იმედი. როდესაც მიდიხარ მზისგან განსხივოსნებულ გზაზე სადაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია მოფენილი ძნელია იქ არ გქონდეს იმედი, რომ ამ გზის დასარულში გველოდება ბედნიერი ცხოვრება და დაიწყება ის ხანა სადაც უბრალოდ ყველა ბედნიერია და არავინ კვდება, თუმცა ადამიანთა აზროვნების პიკმა იქამდე ვერ მიახწია, რომ მათ სიკვდილისგან და ბნელით მოცვილ ცხოვრებისგან სწორედ იმედი იხსნით, "იმედია ხსნა ტანჯვისგან" არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრების ბილიკები ამაღლებისკენ მიექანება თუ დაღმავლობისკენ მას მაინც არ აქვს უფლება რომ არ ქონდეს იმედი!
 ვიხედები გვერძე და ვხედავ იმედ წართმეულ საზოგადოებას, ხალხს რომელსაც დაუკარგავთ იმედი მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ წაიქცნენ, ერთხელ გაიგეს მიწის გემო და ერთხელ წააგეს ბრძოლა ცხოვრებასთან. მოდის მოხუცი მხრებ ჩამოყრილი, ამდენი დარდისგან გატეხილი, დატანჯული, ნიღბით შემოსილი და იმედ წართმეული, მაგარამ უბრალოდ ზოგს ვერც გაამტყუნებ მხლოდ იმიტომ რომ მათ არ აქვთ იმედი სამოთხის არსებობის, როდესაც ადამიანი გამოივლი ამდენ დამცირებას, ღალატს, ტკივილს რთულია გჯეროდეს, რომ სადღაც არსებობს სამოთხე და გქონდეს იმედი უკეთესი მომავლის, თუმცა ვფიქრობ იმედი ამაღლებს ჩვენს სწრაფვას სულიერი სიმშვიდისკენ.
 ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი დარტყმაა, როდესაც გემსხვრევა იმედი, ის ერთადერთი რაც აქამდე სულს გიდგავდა და შენს ცხოვრებას უფრო ლაღსა და ლამაზს ხდიდა. ამ იმედებს კი ისევ ჩვენ ვამსხვრევთ ხალხთა შეუბრალებელი, სასტიკი, დაუნდობელი ბრბო, ალბათ იმიტომ რომ არც მათ ქონიათ იმედი! 
 ადამიანი ჩასწვდე ამ სიტყვის -იმედის ნამდვილ ჭეშმარიტებას არ არის მარტივი, თუმცა უნდა გწამდეს მისი, არ ვიცი რატომ, თუმცა ცხოვრება ბევრად წინაა წასული როდესაც ადამიანს გაგაჩნია რწმენაც და იმედიც. რწმენა ხომ გვეხმარება ადამიანებს გავავლოთ ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, რათა არ გავხდეთ სისაძაგის ნაწილნი, შემდეგ კი მოვიხედოთ მომავლის ბილიკებიდან და ვთქვათ, რომ მე უიმედოდ ვცხოვრობდიო, მაშინ როდესაც უბრეალოდ შგვეძლო გვეწამა იმედის ქონის. როდესაც ტყდება იმედი შენს სულიერ-შინაგან სამყაროში შეიძლება იგრძნო უდიდესი ტკივილი, გეგონოს თავი მარტოსული, ცხოვრება გახუნებული ერთფეროვანი მოსაწყენი, და უბრალოდ არაფრის მომცემი მოგეჩვენოს შავთეთრ ფერებში, თუმცა კაცობრიობის პრობლემა ზუსტაად ისაა რომ ვერ ხვდებიან ესაა მათი გამოცდა! რათა დამსხვრეული იმედის შემდეგ შეიქმნან თავიაანთ ქვეცნობიერში ახალი მყარი, შემდგარი იმედი.შეიძლება ბევრი ვერც გაამტყუნო რადგან არ იცი რა გადაიტანეს მათ, და მათ დარდს ვერ ჩაუღრმავდე თუმცა თუ არა იმედი აბა რაღა გვაცოცხლებს ჩვენ კაცთა მოდგმას ამ ქვეყნად სადაც მუდამ მიმდინარეობს  ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ვინაიდან იმედია ხსნა, მაშინ ისააა ნაწილი ბოროტებაზე გაბატონებული სიკეთისა,  უიმედო ადამიანი ვერ ხედავს იმას რაც მას ბედმა არგუნა, თუ რამდენი რამ გააჩნია ბედნიერების კოლოფის შესავსებად, რადგან მას თვალთა ხედვაში ნისლი აქვს ჩამოწოლილი და სულ მთლად გადაებურა შიში იმისა, რომ ის ახლომომავალში დაეცემა და ვერ დადგემა მტკიცედ ნიადაგზე, თუმცა ადამიანს რომელსაც გააჩნია იმედი ის არ უშინდება არავის არაფერს და ცხოვრების არცერთ ეტაპზე უკან არ იხევს, მისი ცხოვრება კი ფერადი, აზრიანი, მრავალფეროვანი და ღირსეულია, ვფიქრობ როდესაც ღმერთმა გააჩინა ადამიანი მას მაშინვე ჩაუნერგა იმედი რათა, რაც შეიძლებ უფრო დიდ ხანს გაეძლო ამ ცოდვილ მიწაზე, ამიტომ გვქონდეს იმედი, რათა ვიყოთ ამაღლებული სულისა და დიადი თვისებების კაცთა მოდგმა! იმედი ეს არის  ერთადერთი ნათელი წერტილი სიბნელეში......
 ალბათ უკვე ფიქრობ, რა ბანალური ისტორიააო! მაგრამ წიგნში, როდესაც შეხვდები პერსონაჟს "ადამიანი წარსულის სიყვარულიდან" უკვე ამ ყველაფრის ნაწილი გახდები. ჩემი და ანასტასიას ურთიერთობა დაწყებაც კი არაა! ეს მხოლოდ ისტორიის შესავალია! მეგონა ყველაფერი ცხოვრებაში ისეთი მარტივი იყო, როგორც ჩემი და ტასოს ურთიერთობა, ისეთივე ბანალური, როგორც სხვა წყვილებისა!
 იცი მკითხველო? ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ კითხულობ ამას და მისმენ მე, ის არის, რომ მართლა გაინტერესებს გაიგო ,ვინ არიან სხვები. და კიდევ ვინ არის პასუხის მგებელი ჩემს სიკვდილზე!   ნუ ძალიან მალე გაიგებ მათზე და ისინიც გაიგებენ შენზე. თუ უკვე არ გაიგეს! 
 რა? პარანოია დაგეწყო? ზღვარზე ხარ? დაიბენი? დიდი ქალაქის დიდი სკოლები ადამიანს აგდებს სამ დღეში. არასდროს გიგრძვნია, რომ ლუზერი ხარ? ან უბრალოდ ვერ გახდი პოპულარული? თუ იგრძენი ესეიგი ისტორია შენზეა, თუ არადა უბრალოდ დახურე წიგნი! არასოდეს იცი ვის უნდა ენდო, და ვის არა! 
  გავიგონე ფანჯრის მინას როგორ მოხვდა კენჭი გადავიხედე და დავინახე, როგორ იდგა ქვემოთ ჩემი ერთ-ერთი თანაკლასელი წიგნებით ხელში. შემდეგ კი ომახიანად მითხრა
 - მასწავლებელმა შენთან წასაკითხი წიგნები გამომატანა!
 ისე თავდაჯერებულად თქვა, გეგონება ბევრი რაამ გააკეთა, ძველი რუსული რომანების მოტანით. ვერ ვხვდები რატომ უნდა ავალდებულებდეს მასწავლებელი მოსწავლეს იმაში, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გარკვეული ოდენობის წიგნები წაიკითხოს მაშინ, როდესაც მე შემიძლია მთელი ზაფხული გართობას დავუთმო, როდესაც მეგობრები "დისკოტეკაზე" არიან, მე რატომ უნდა ვიჯდე ჩემს ოთახში წიგნებში ჩაფლული. სიმართლე გითხრათ ამას არც ვაპირებდი! :) 

{თავი მესამე}

 პეპლის ფრთებზე გსმენიათ რამე?! პეპელამ ფრთები რომ აიქნიოს საჭირო ადგილას საჭირო დროს, შეიძლება შტორმი გამოიწვიოს! 1000 მილის დაშორებით. ეს ქაოსის თეორიაა! მაგრამ ეს თეორია ქაოსი არაა! უბრალოდ იმაზეა თუ ერთ პატარა რამეს, როგორ შეუძლია სამყარო შეცვალოს! 
  თუ ისევ ისტორიას კითხულობ იცოდე ამ წამს მე შენს გონებაში ვარ! ამჯერად პეპლის როლში. რაც მთავარია ისტორიამ არ უნდა დაგაბნიოს! უნდა შეძლო გაარჩიო სად ვსაუბრობ შეფარვით, დაიმახსოვრე მთავარი წესი ესაა! 
 ბიჭები იდიოტები ვართ! ზოგი კი გამუდმებით! ხანდახან ყველა იდიოტი ვართ! ასეთები ვართ! ვაუ... შეიძლება ყველა ბიჭი არა! ძირითადად ბიჭები ნაძირლები ვართ. და გოგოები? - განსახიერებული ბოროტებები!  
 21-ე საუკუნის ბიჭის სახე ყველაზე დაუნდობელი და საშიში რამაა? ... ბოროტება, დაუნდობლობა, ცინიზმი ამაზე საშინელი რა უნდა გააჩნდეს ადამიანს?! არასდროს მესმოდა ტიპური ბიჭების, დღეს ამ საუკუნის ბიჭიები მხოლოდ გოგოსთან გართობაზე, "წამლის" გაკეთებაზე არიან მოტივირებული, ერთი სიტყვით რაც გართობას უკავშირდება. დღეს ბიჭი გოგოს თავს შეაყვარებს, თავიდან ყველაფერი თითქოს კარგად დაიწყება, შეხედავ და იტყვი კარგი წყვილიაო, პირველ ეტაპზე ბიჭი ყველანაირად ეცდება ამ გოგოს სითბო აგრძნობინოს, რომანტიკული გარემოს შეუქმნას, შემდეგ რაც კი კარგი თვისება აქვს, სუ თუ გააჩნია! გამოამჟღავნოს, ბოლოს კი მიხვდები, რომ ეს ბიჭი ძალიან იყენებს გოგოს! მასთან მხოლოდ ერთი ინტერესი ამოძრავებს "სექსი" ხოლო ყველაზე საშინელება კი ისაა ,რომ თუ ამ წადილს ვერ მიახწია, შემდეგ წავა და ძმაკაცებში იჭორავებს! ყველანაირად ეცდება ამ გოგოს დამცირებას! მის განადგურებას! და სახელის გატეხვას! შემდეგ კი საზოგადოება იმდენად დაუნდობელია, გაბედავს და დასვამს კითხვას რამ შეცვალა ეს გოგოვო?! ... მეც ზუსტად ასეთი ვარ, ამიტომ მძულს ჩემი თავი! და ზუსტად ჩვენნაირები ვახუნებთ სიყვარულს! სახელსა და მნიშვნელობას ვუტეხთ! თითქოს ადამიანებში რაღაც მთავარი, მნიშვნელოვანი ჩაკლულა, ის რაც მათ ადამიანურ სახეს წარმოაჩენდა უკვე აღარ გააჩნიათ! თითქოს რობოტებივით არიან, რომლებიც მარტივი სისტემით დააპროგრამეს! იჭორაონ ადამიანებზე, დაამცირონ ერთმანეთი, წინ სვლის საშუალება არ მისცენ, გაუტეხონ ერთმანეთს გული და ყველანაირად ეცადონ ადამიანის ცხოვრების მოსპობას! დამიჯერეთ ეს კარგად გამოსდის საზოგადოების "უმრავლესობას"
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი და ტასოს ურთიერთობა სასწაული იყო. მაგრამ რა არის ეს სასწაული?!  ზუსტად ამ სასწაულმა შემიწირა მე! ოღონდ არ იფიქროთ, რომ სასწაულში მის სიყვარულს ვგულისხმობ! ყველაფერს მალე გაიგებთ. სასწაული მხოლოდ ადამიანი წარსულის სიყვარულიდან არის! მას მალე შეხვდებით.
ტასო გვერდით მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-ეს სამყარო თავად სასწაულია, ალბერტაინშტაინმა თქვა,რომ  შეგიძლია ორნაირი ცხოვრებით იცხოვრო, გჯეროდეს, რომ სასწაულები ხდება, ან გჯეროდეს, რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო სასწაულია.
 ტასოს ასეთი ფილოსფიური ფრაზები ყოველთვის მხიბლავდა. ხან კი ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი მას ყალბს ხდიდა! თითქოს ცდილობდა ყოფილიყო ის ვინც არ იყო!  და ასე უბრალოდ ერთი გახდა ორი! დღეიდან ჩემს ცხოვრებაში, უკვე სხვა არსებობდა, ეს კი რამდენად კარგია თუ ცუდი თავად შეაფასებთ! და ისევ ქაოსის თეორეა! უბრალოდ დრამატულად ჟღერს! მათემათიკოს კითხეთ, ან ჯობს მას კითხოთ ვინც ახლა შტორმშია. 
-მე კი სასწაულზე ჩემებური შეხედულება მაქვს. ვუთხარი და ხელი მოვხვიე.
-მაინც, როგორი გიორგი?! ოღონდ არ მითხრა, რომ სასწაულები არ არსებობსო, ადგა და ჰოლანდირი ვარდების ბაღს გახედა.
-როცა პატარა ვიყავი სასწაულებზე ლაპარაკი, მიღებული არ იყო! არც კი ვიცოდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა, რომ მეთქვა სასწაულების მჯერა მეთქი, სასწაული ბუნებისგან მოვლენილი უცნაური შემთხვევაა, საერთოდ, როგორ შეიძლება სასწაული ახსნა?! როგორ ხდება სასწაულები?.... რა დგას მის უკან ან ვინ?! .  
 ტასო ადგა და ძლიერად მომეკრო ტანზე. მისი სურნელი კი ჩემში იყო, როდესაც ერთმანეთთან ასე ახლოს ვიყავით, ვგძნობდი, რომ ის იყო ჩემი ნაწლი და ცხოვრობდა ჩემში, მე კი მისი...  მაგრამ საკითხავი ისაა ამას მართლა ვგრძნობდი თუ მინდოდა, რომ მეგრძვნო? ხშირად ადამიანები ვაიძულებთ ჩვენს თავს დაიჯეროს ის რაც რეალურად არ არსებობს, და სწამდეს ის რაც არასდროს ყოფილა! ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ყოველდღიურ მოსაწყენ ცხოვრებას გავექცეთ.
როგორც ვამბობდი - სასწაული ბუნებისგან მოვლენილი უცნაური შემთხვევაა, საერთოდ, როგორ შეიძლება სასწაული ახსნა?! როგორ ხდება სასწაულები?.... რა დგას მის უკან ან ვინ?!. იცი მკითხველო ამაზე პასუხს ვერ მიიღებ! უნდა შეეჩვიო იმას, რომ ცხოვრებაში, ყოველთვის მერ მიიღებ იმას რაც გინდა! ახლა იმას ფიქრობ ეს ისედაც ვიციო! მაგრამ აქ იმაზე არ გესაუბრები, როდესაც iphon 6s ან iphone 7-ს ითხოვ! შენი ჭირვეულობის მიუხედავად კი მშობლები მაინც არ გყიდულობენ! არამედ ცხოვრებისგან მე სიყვარული ვერ მივიღე! და იმ კითხვებზე პასუხი, რაც შინაგანად მჭამდა!
 სუსხიანი საღამო იყო, აივანზე ვიდექი და ცას შევცქეროდი, ეს ისეთი... ბნელი ვიდრე შავი, ღრუბლები გაბატონებულიყვნენ ზემოთ,  აქა-იქ განათდებოდა და მზის სხივები სადღაც უსასრულობისკენ იჭრებოდნენ, ცა იწოდა და  ტკივილის ძალით მზეს უცინოდა დედამიწა.
ქვემოთ გადავიხედე, ტასო იდგა, მიყურებდა ისე უბრალოდ.
-გიორგი, მომენატარე.
-ჰმმ, მონატრება რა უცნაურია. აივნიდან ქვემოთ ჩავხტი და მისკენ გავეშურე.
ცისფერი თვალები მაშინ ისე ღელავდა როგორც არასდროს ზღვა.
-გიორგი, რამდენი ხანია უკვე მეზობლები ვართ, ეს ხომ ისაა რაზეც სულ ვოცნებობდი, ჩვენ კი მაშინ უფრო ახლოს ვიყავით, როცა მანძილი გვაშორებდა. ალბათ ამაზე ის ოცნებობდა, მე კი მის ოცნებას უბრალოდ ვეთანხმებოდი
-სიმართლეა. უარყოფა და ზღაპრები არასდროს მიზიდავდა. - ტასო, მინდა წამომყვე.
-სად?
-მენდობი?
-კი.
-მაშინ თვალებზე ეს აიკარი.
 გაოცებული მიყურებდა, შემდეგ კი ნაჭერი თვალებზე მოიხვია.
-არ მეტყვი სად მიგყევარ?
- 2 წუთის წინ თავად მითხარი, რომ მზად იყავი ყველგან გამომყოლოდი.
-მე ეს არ მითქვამს! გითხარი, რომ გენდობოდი.
-განა სხვა რამეა ნდობა? ნდობა ფსონივითაა, დადებ და უფრო ხშირად წააგებ, ვიდრე მოიგებ.
ცოტახანს დუმდა.
-მოვედით? 
-მზად ხარ? 
-რათქმაუნდა, ვეღარ ვითმენ.
 ვიცოდი მისი მოლოდინი პიკს ახწევდა თუმცა, ვცდილობდი ცოტახანს ეფიქრა იდუმალებაზე, რაც იმ თეთრი ნაჭრის ქვეშ იმალებოდა თვალებზე, რომ ეკეთა. ნელ-ნელა, ნაჭრის მოხსნა დავიწყე, მისი ინტრიგა კი აშკარა ხდებოდა, მოლოდინი კი, რამის გაუსკდა, მოუთმენლობის პიკისგან.
 მდიინარის საოცარი და თან საშინელი ხმაური, ფოთლების შრიალთან შერწყმული. ირგვლივ გაშენებული სოფლები, და გარშემო მოფრქვეული ხმელი ბალახები. ჩვენ კი ამ ყველაფერს ზემოდან დავცქეროდით. ეს ხიდი ყოველთვის განსხვავებულობას იწვევდა ჩემში. უსახელო, თუმცა უდიდესი თავისი მრავალწლიანი ისტორიებით.

-გიორგი, ეს ადგილი?!
-კი.
-რატომ, მაინც ეს?
-ეს განსხვავებულია.
-რატომაა განსხვავებული?
წამიერად მისი კითხვები საშინელი მომეჩვენა.
-იმიტომ, რომ აქ ცა ჩვენ გვიერთდება, თან მასთან ხარ და თან მიწაზე, სადღაც შუაში.
-ზოგჯერ შენი ფილოსოფიური აზრები, ძალიან მაბნევს და თან მაშინებს.
მომეხვია, მჭიდროდ. ძლიერად ამოიოხრა და ხელები უფრო ძლიერად მომხვია.
-გიორგი, შეხედე, სოფლის მხარეს როგორი სიცოცხლე იგძნობა, ყველაფერი მწვანეა. აქეთ მინდორზე კი თითქოს მკვდარია ყველაფერი, გამხმარი და უსულოა. თითქოს მდინარის ზღვარი თამაშობს როლს სიცოცხლისა და სიკვდილს შორის.
გავჩუმდი, მაშინ ვერაფერი ვთქვი... რადგან სიკვდილზე საუბარმა ჩემში სიცივე და შიში ერთ დროულად გამოიწვია, შემდეგ კი...
-და შენ, ამბობ, რომ მე ვარ ფილოსოფიური?
მჭიდროდ მოვეხვიე და მისი დავიწყებული, თმის სურნელი ვიგრძენი, უცნაური და მომნუსხველი.
 ჩვენი ერთად ვართ, თუმცა ჩვენი გზები გაყოფილია! ან შეიძლება მე ვფიქრობ ასე! უბრალოდ მკითხველო, ერთი რამ მინდა იცოდე 1+1 და კიდევ +1 არაა მარტივი განტოლება! რადგან ზოგჯერ ხდება, რომ 3-1= 1 -ს. როდესაც სამ მეგობარში ერთი ქრება, მას აუცილებლად მიყვება მეორე! ბოლოს კი რჩები ისეთი მარტო, როგორიც მე ვარ! იცი შენ ჩემგან რითი განსხვავდები მკითხველო? გოგო ან ბიჭი თუ მოგეწონება ის ჭორებს არ გაგივრცელებს! აი ჩემს შემთხვევაში კი ჭორები რეალობად აქციეს! ესეც ცხოვრებისეული ატომური აფეთქება! "ბახ" და წამში აღარაფი გაქვს! ეს უბრალოდ ასე ხდება! 
 მზისგან გახურებულ რკინებზე ვისხედით და ქვემოთ მდინარეს ვუყურებდით, თითქოს ხიდი მიდიოდა მდინარის სიჩქარით, ამან ბავშობის უამრავი მოგონება, და წუთები გამახსენა, პატარა თითებით, როგორ ვეჭიდებოდი, ხიდის სეტკას, იმ იმედით, რომ როცა ავდგებოდი, სხვა ადგილას ვიქნებოდი. თითქოს ეს ხიდი მოძრაობდა, უძრაობასა და სიჩქარეს შორის. 
 უფრო მოსაღამოვდა, ბინდი ჩვენამდე ჩამოწვა, და გვერდით მდებარე ქალაქის ანარეკლი მდინარეს ეფინებოდა.  ერთი წლის წინ, რომ ვინმეს ეს ადგილი ასე რომანტიკულად აეხწერა სასაცილოდ არ მეყოფოდა. ვიტყოდი რა ცა დედამიწას უერთდებათქო?! თუმცა ერთი წლის, 12 თვის 365 დღის და 8700 საათის განმავლობაში,  ისე შევიცვალე, როგორც კოკაკოლის გემო იცვლება გაზის ამოსვლის შემდეგ!
-გიორგი, დაიჭირე ეს წამი და დაიმახსოვრე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე.
-არ წავიდეთ?
-უკვე?
-კი, რაღაც მოღუშულობამ შემიპყრო.
-ისევ?
-რატომღაც.
-ხელი მომკიდე.
-სითბოს გძნობ?
-კი, ძალიან.
-ახლა როგორ გძნობ თავს?
-მყუდროდ და თბილად.
-კარგია. ახლა კი წავიდეთ.
ხელი ჩამკიდა და ავდექით, გზაზე დამწვარ ბალახის ზოლებს მივუყვებოდით და თან მუსიკებს ვუსმენდით.
-გიო, ღამით ფიქრები შენც გაწუხებენ?
-ყოველთვის!
-მერე როგორ უმკლავდები?
-არც ვცდილობ.
-აბა როგორ?
-მათი ნაწილი ვხდები, ეს კი მათ აღიზანებთ და თვითონ მტოვებენ.
-ასე უბარლოდ?
-უბრალოობაშია მთელი არსი. ან უბრალოდ შეგიძლია მეგობრებთან ერთად გიჟური საღამო გაატარო და ფიქრებისთვის დრო არ დაიტოვო. 
  ვიცი ახლა ნამდვილად იმას ფიქრობთ ჩვეულებრივი ისტორიააო! და თქვენ ისე ცდებით, როგორც მე ვცდებოდი ტასო, რომ ჩვეულებრივი გოგო მეგონა!
 ზოგჯერ ის ადამიანი აყენებს შენს ცხოვრებას თავდაყირა, რომელიც ერთდროს ბევრს ნიშნავდა შენთვის, თუმცა ეს რამდენად იყო ის გრძნობა, რაც მე მჭირდებოდა ვერ გეტყვით. შეიძლება ამ მომენტში ჩვეულებრივი თინეიჯერის ცხოვრება მინდოდა, საღამოობით მეგობრებთან გართობა. facebook-ზე სელფების ატვირთვა, დაჩექინება და შემდეგ იმაზე ნერვიულობა, რომ ჩემი პროფილის ფოტო 100 მოწონებას ვერ ასცდა! მაგრამ ეს, ხომ ტიპიური მოზარდის ყოველდღიურობაა, მე კი ეს რამდენად მინდოდა....

{თავი მეოთხე}

 მეოთხე ჩანაწერი ჯერ ისევ გაურკვევლობაა! შენ უკვე ისტორიის ნაწილი ხარ! და დამნაშავე ხარ ჩემს სიკვდილში. თუ არასდროს გიგრძვნია შენი გავლის დროს სიცილი, დამცინავი მზერა, ჩურჩული, თუ სკოლაში ან კლასში საჭორაო თემა არ ყოფილხარ. თუ თავი ამ სამყაროში ზედმეტად არ გიგრძვნია, ან თუ არასრულფასოვნობის კონფლექსი არ დაგმართვნია თუ თავი უსუსურად და დაუცველად არ გიგრძვნია მაშინ შენ მე ვერ გამიგებ! ასე არ არის მკითხველო? ნებისმიერი ადამიანი ვინც შეიძლება არაფერს აკეთებდა, მაგრამ უბრალოდ უყურებდა და უსმენდა თუ როგორ საუბრობდნენ ჩემზე! უკვე დამნაშავეა!... დამნაშავეა ჩემი ცხოვრების გამო! მათ უბრალოდ გონიათ, რომ თუ ადამიანი წარმატებულია ის ბედნიერია! მათ გონიათ, რომ რახან არაფერს ვიძახი და ვამბობ უსუსური ვარ ან არ მაინტერესებს საზოგადოების აზრი, მაგრამ საქმე ჩემს სიძლიერეში არაა, არამედ ფსიქიკაშია! ეს ყველაფერი დამღლელია და თან ბრბოსთან მე რას გავხდებოდი, ადამიანი იმაზე ბნელია ვიდრე ღამე, ის დაუნდობელია! სხვას ცხოვრებას უნგრევს თავისი საუბრით შემდეგ კი მშვიდად აგრძელებს არსებობას! მაგრამ მას ერთი რამ ავიწყდება, თავისი სული ტალახში უკვე გასვარა! ამიტომ შემდეგი უბედურების სიაში ისაა!
 ხშირად მიგრძვნია საზოგადოებისგან დამცინავი მზერა! ჩემს გავლას კი მოჰყოლია მათი საქმიანობის გაღვივება, მაშინვე ხმადაბლად ტუტუნს იწყებდნენ! შემდეგ კი ურცხვად სხვადასხვა ფრაზებს აყოლებდნენ! ზოგჯერ ამის გამო მაღაზიაში წასვლაც კი აღარ მდომებია! უამრავჯერ მიფიქრია ამის გამო თვითმკვლელობაზე. საზოგადოებამ ყველანაირად სცადა, რომ ჩემი კომპლექსების ციხეში დავემწყვდიე! რა აღარ ვცადე ცხოვრებაში იმისათვის, რომ უბრალოდ ყველას ვყვარებოდი, ან ჩემში წარმატებული ახალგაზრდა დაენახათ, თუმცა ერთს მივხვდი, ხალხი მუდამ იმას ხედავს რაც უნდა და მუდამ იმას იტყვიან რაც მათ აწყობთ, ამიტომ სადამდეც შეძლებ უნდა აკეთო ის, რაც შენ გინდა.  ამ ყველაფერს მხოლოდ ის სიძლიერე მაძლებინებდა, რომელსაც სიყვარული ეწოდება! 
ხმაური, ქაოსი, გაუგებრობა, როგორი დამღლელია...
 ჩემს ოთახში ვიწექი, ვცდილობდი თვალები და ყურები დამეხუჭა, მხოლოდ ჩემი შინაგანი მესთვის მომესმინა. მიყვარს საკუთარი ოთახი, აქ მე ვარ მე! მიყვარს ის კედელები ნახატებით, რომ არის სავსე, იმ სურათებით სადაც ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავ.  მიყვარს თეთრი ჭერი და თეთრი კედლები, სითეთრე ხომ ადამიანს ასე ამშვიდებს. მიყვარს როცა საწოლიდან ფანჯარაში ვიხედები და კარალიოკის ხეს ვხედავ, როგორ მიყვარს ეს ხე! რამდენ წარსულის მოგონებას მახსენებს. რა უცნაურია, რომ უსულო სხეულები, სულიერზე მეტ მოგონებას ინახავენ. მიყვარს ჩემი ოთახის ყოველივე იდუმალი წერტილი. მაგრამ ესეც კი მღლის ზოგჯერ, ამ სამყაროში ყველაფერი დამღლელია, ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარდა, ვინ იცის...
 აივანზე გავედი, მიყვარს უბნის ყურება. დავინახე უკვე - ჩემი მეზობელი ანასტასია, ბაღს როგორ ალაგებდა, გამეღიმა და თავი ცისკენ ავწიე.  ცოტახანში ისევ ოთახში დავბრუნდი და მალევე კართან ტასოს ლანდი გაჩნდა, შემდეგ კი ამ ლანდმა ხორცი შეისხა და ჩემსკენ დაიძრა.
-ჩემო, საყვარელო. ჩაიჩურჩულა და ჩემს გვერდით დაწვა.
-მოდი ჩემთან. დაალაგე ბაღი?
-შენ რა იცი?
-მე სულ გხედავ.
-დავიღალე.
-რით?
-ყველაფრით, თითქოს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ მაინც დავიღალე.
-მესმის შენი.
-არა არ გესმის, თუმცა იმედია.... გიყვარვარ?
-რათქმაუნდა.
-ამას არ ვგულისხმობ, შენ არასდროს გითქვამს ჩემთვის პირში, რომ გიყვარვარ.
-გეტყვი... აააა ამ დროს თავში რაღაცამ დამარტყა, თითქოს მაიძულებდა მეთქვა ის რაც არ მინდოდა.
-მაგრამ, არა ახლა ხო?
-მე გეტყვი.
-ვეღარ გცნობ. ზოგჯერ მგონია, რომ სხვაზე ფიქრობ, თითქოს წარსულში სხვა გიყვარდა და შენი გული დღემდე მას ეკუთვნის.
-მე აქ ვარ და მიყვარხარ, შენ ჩემი საყვარელი ქალი ხარ.
-წადი.
 უცნაურია მაგრამ, მისი თვალები ისეთ სიბრაზეს ასხვიბედა, რომ ჩემი ოთახიდან მე თვითონ გამოვედი, დიდხანს ვუყურებდი, უბრალოდ იწვა, შემდეგ კი თითქოს მეძახდა. მაშინ მივხვდი, რომ იგი იმდენად ღრმად იყო უკვე ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი, რომ ხვდებოდა თუ რას ვგრძნობდი მის მიმართ, რომ ეს არ იყო ის რაც მას უნდოდა. თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისიც ისევე იკატუნებს თავს, როგორც მე!... ისიც ისევე ცხოვრობს ტყუილში, როგორც მე. 
-სისულელეა ასეთ უბრალო რამეზე ვიკამათოთ.
-მე შენ მიყვარხარ ანასტასია, შემდეგ კი ისევ სამჯერ გავიმეორე და გვერდით დავუწექი.
-მომეხვიე, მინდა, რომ გიგრძნო.
 ის წამი, იყო მთელი ცხოვრება, უბრალოდ ვიწექით და მას მე ვგრძნობდი, თითქოს სამყარო გაჩერდა და ჩვენ ვტრიალებდით დედამიწის გარშემო და არა ის ჩვენს გარშემო. მისი კანი ისეთი ქათქათა და ნაზი იყო, რომ ზოგჯერ, როცა ვეხებოდი მეშინოდა, რამე არ მეტკინა მისთვის. მაგრამ როდესაც მას ვეხუტებოდი, სხვა ადამიანი მახსენდებოდა, მის ვინაობას მალევე შეიტყობთ. ადამიანი, რომელიც 7 წელი მიყვარდა! თუმცა ახლა ჩემს განადგურებაში წვლილი ვისაც მიუძღვის, მათ სიაში პირველია!
 მისი წითელი თმა კი საოცრად შემიყვარდა, მე მიყვარდა ის და მისი სხეულის ყოველი ნაწილი. მივხვდი, რომ მე ეს ქალი მიყვარდა, მაგრამ... ჯერ ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით სიყვარულისთვის. თუმცა როდესაც ვამბობ მიყვადა თქო, ამას ანასტასიაზე კი არა, არამედ მასთან ყოფნის დროს ვისზეც ვფიქრობდი მას ვგულისხმობ.
-გიორგი, რაღაც მეტი მინდა. 
-ვისგან ან რისგან?
-სამყაროსგან, ცხოვრებისგან, ჩემს გარშემო ნიღაბ აფარებული ბრბოსგან.
-უნდა ისწავლო იმით დაკმაყოფილება რაც გაქვს.
-თუ დაკმაყოფილდები იმაზე ნაკლებს რასაც იმსახურებ, მიიღებ იმაზე ნაკლებს რასაც დათანხმდი.
-ლამაზი ნათქვამია მაგრამ არა სწორი.  ხშირად უნდა დათანხმდე ნაკლებს, რადგან მეტი ყოველთვის არ მოვა, ცხოვრება უკეთეს შანს ყველას არ აძლევს.
-ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვართ.
-ისე ახლოს არა ტასო, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცხოვროთ, და არც ისე შორს, რომ ყოველწამს შენთან ყოფნა არ მინდოდეს.
-მე შენ მჭირდები, შენ კი მე.
-შენ იდეალური ხარ.
-რატომ, არა უნიკალური?
-შეუძლებელია, უნიკალური იყო, რემარკმა თქვა "უნიკალურების ადგილი მუზეუმშია"-ო.
ცოტახანს გაჩუმდა, შემდეგ კი...
-კიმაგრამ გიო, იდეალურიდან უნიკალურობამდე ხომ ერთი ნაბიჯია.
-ზოგჯერ ეს ერთი ნაბიჯი, ყველაფერს იძახის, ის შეიძლება იმაზე გრძელი იყოს, ვიდრე ასი ნაბიჯი.
-ზოგჯერ შენი არ მესმის.
-არცაა საჭირო, ყოველთვის ყველასი გესმოდეს.

 ძლიერად მოვეხვიე, მის სუნს ვგძნობდი, და ეს ყველაფერს უფრო ამძაფრებდა, ძალიან ცხელოდა, რაღაც უცნაური ვიგძენი და მისკენ მივიწიე,  თავიდან შეკრთა, მერე კი მაკოცა, და ყურში ჩამჩურჩულა.
-ჯერ ადრეა.
არაფერი მითქვამს უფრო ძლიერად ვაკოცე, და უფრო ძლიერად მოვეხვიე! აი აქ მივხვდი, რომ მასთან სიყვარულის გამო კი არა, არამედ სხვა რამის გამო ვგრძნობდი თავს ბედნიერად, ამას ალბათ თავად მიხვდებით მკითხველო!
 ამასობაში საღამო მოვიდა, გარეთ უნდა გავსულიყავით, მე წყალს ვივლებდი, ის კი მანამდე ჩემს ოთახს ათვალიერებდა.ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა, ყოველთვის თავს ვარიდებდი ამ დღეს! არ მინდოდა ანსტასია ჩემი მეგობრებისთვის გამეცნო! რადგან მომიწევდა მათთვის ტყუილის თქმა, (რომ მე ის მიყვარს) მაგრამ ისიც არ ვიცოდი რა იყო სიმართლე.  როდესაც გარეთ გავედით ტასოსთვის ბავშვები უნდა გამეცნო. პირველ რიგში თამარი გავაცანი, მინდოდა კარგით დამეწყო... შემდეგ სხვა დანარჩენი, ბოლოს კი ერთი ბიჭიღა დარჩა, მის სახელს არ ვიტყვი ის თავად მიხვდება, ეს თავიც მასზეა, თუმცა არა მხოლოდ ეს!.. 
 არმინდოდა მისთვის მისი გაცნობა, მაგრამ სხვა გვარად არ შეიძლებოდა. ზოგჯერ იმას ვაკეთებთ რაც არ გვინდა.
იმ საღამომ, წყნარად ჩაიარა, თავიდან ტასო დაძაბული იყო, შემდეგ კი ყველას შეეჩვია, როდესაც სახლში დავბრუნდით, ჩემი და აივანზე იჯდა და ყავას სვამდა. ჩუმად ოთახში შევიპარეთ, ისე, რომ ჩემს დას არ დავენახეთ.
მდივანზე დღიური დამრჩა გადახსნილი. რაც ცოტა არ იყოს თვალში მოსახვედრი იყო.
-ვისია ეს?
-ჩემი
-დღიური გაქვს?
-კი, ჩემთვის მოგონებები მნიშვნელოვანია... არ წაიკითხავ?
-არა თუმცა თავიდან შენს ერთ ძველ მეგობარზე ეწერა ბიჭზე, წერდი, რომ კარგი მეგობრის დაკარგვა, რთულია თუ მითუმეტეს მაშინ, როდესაც მიზეზს ვერ ხვდები.
-ფაქტობრივად წაგიკითხავს! და რას ელი ჩემგან? 
-არაფერს, უბრალოდ მაინტერესებს ვინაა ეგ მეგობარი? გამაცნოობ?
-არავინ ისეთი, როგორც ავღნიშნე მეგობრები აღარ ვართ, თან ახლა უკვე თბილისში, ცხოვრობს, თუმცა შეიძლება ახლა აქაა!
-რატომ?
-არ მომწონს ეს დაკითხვები, და ზოგადად წარსულში ქექვა არ მიყვარს.
ამ ფრაზამ უცბად ის გამახსენა ვინც წესით ანასტასიას გვერდით არ უნდა გამხსენებოდა!
რა უცნაურია, ზოგადად ყველაფერი რა უცნაურია, განსაკუთრებით კი ქალური... ქალებს უნდათ კომპლიმენტები და სიყვარულის გამოხატვა მუდამ.უკეთესია,თუ მამაკაცი რაიმე სასიამოვნოს ხშირად გაიმეორებს. ყოველთვის ამბობდა ბაბუაჩემი. ჩემთვის ყველაფერი უცნაურია, მთელი ცხოვრების მანძილზე, ამბებს, ფაქტებს, ყოველთვის ვაწყდებოდი და ვაწყდები, რაც ჩემთვის იმდენად უცხო და უცნაური  იყო, რომ ვერც კი ვხვდებოდი, ან უბრალოდ არ მინდოდა გააზრება, ირწმუნო რაღაც ახალი, ეს ხომ შენი გონების გადატვირთვაა. 
-გიორგი, გარეთ ის ბიჭი.
-ვინ?
-ერთმანეთს როგორ ელაპარაკებოდით?
-აჰამ, გასაგებია, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთი არ მოგვწონს!
-რატომ?
-აი ასე უბრალოდ, უმიზეზოდ, და უფაქტოდ
-უცნაურია, როგორ შეიძლება გძულდეს ადამიანი ვისაც შენთვის არაფერი დაუშავებია.
-მაგრამ შეიძლება ცდილობდა, როდესაც მე დაცინვის სამიზნე ვიყავი, ის არფერს აკეთებდა მაშინ, როდესაც თავს მეგობრად მაცნობდა, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერს ორი მხარეც ქონდეს! ის უცნაურია, ასევე მეც, მისი საქცილები კი ამაზრზენია, ყოველთვის ასეთი იყო, ქედმაღალი, და.... 
-დიდი ხანია ეს გრძლდება?
-არც ისე, რომ აღარ მახსოვდეს, მაგრამ არც ისე ცოტა ხანია, რომ გუშინდელი დღე მეგონოს.
- ეს ის ბავშვია დღიურის პირვე ფურცელზე, რომ წერდი? ეჭვის თვალით შემომხედა და მზერით ცდილობდა პასუხის გამოძალვას.
-არ აქვს მნიშვნელობა!, თუმცა შეიძლება ეგეც იყო!
-ჩემთვის მაინც უცნაური ხარ! 
-როგორ შეიძლებოდა ამ საუბრის ასე მალე გაფუჭება?
-მიყვარხარ.
-" სიყვარული იცი რა არის? როცა რაიმეს კი არ ველი შენგან... არამედ მზად ვარ მოვკვდე შენთვის..." აი დამოკიდებულება, რომელიც ყველანაირ ეჭვს დაამარცხებს.
 მისთვის არასდროს მითქვამს წრფელი გულით, რომ მიყვარს! ამ ქვეყნად ყველაზე მეტად საიდუმლოება მიტაცებდა. რაღაც იდუმალი, ის რაც დაფარული იყო, და მხოლოდ მე შემეძლო მცოდნოდა ამხელა სამყაროში. ახლახან ჩემი მეგობარი გავაცილე, ირაკლი, იქიდან კი მარტო დავბრუნდი. სოფელი დღეს ისეთი წყნარი იყო, თითქოს სიჩუმის ზეწარი გადაეფარაო. რა უცნაურია, გარეთ არავინ შემხვედრია, თითქოს ყველა სადღაც შეიყუჟა.მოვაბიჯებდი, ჭუჭყიან გზაზე და თავზე ლამპიონები დამნათოდა. საკუთარმა ჩრდილმა კი რაღაც მომენტში შემაშინა, ზოგჯერ ძლიერი ადამიანიც კი რა უსუსურია, თუ სიშიშის კუთხე შემოუტრიალდება.ფოთლებს შრიალი გაუდიოდათ, თითქოს ერთმანეთს შეტყობინებას უგზავნიდნენ. უბნის ჩასახვევები სულ ჩაბნელებული იყო, ეს კი უდამლების ცეცხლზე ნავთს ასხავდა. 
 უბნის ბოლოში დანგრეული უზარმაზარი სახლია, დიდი და უცნაური, თან საშიში და საინტერესო. უცბად კი თითქოს ამიკო და ანასტასია შევნიშნე, ერთ-ერთ ფანჯარასთან, როდესაც ახლოს მივედი იქ აღარავინ იყო! ვიფქრე პარანოია დამეწყოთქო, რადგან ბოლო პერიოდში მათ გამო არც ისე ცოტა საფიქრალი მქონდა, ადამიანები ყოველთვის ახერხებ შენი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალონ, თუმცა დასკვნის დროს, რთულია თქვა ეს ვისი ბრალია! იქნებ ჩვენს თავშიც უნდა ვეძიოთ მიზეზი, იქნებ ჩვენც დამნაშავეები ვართ! 
 როდესაც მას ვუყურებ და მის დანგრეულ ფანჯრებში მთვარის შუქი იჭრება, ვფიქრდები იმაზე, რომ რა მოუვიდა ამხელა სახლს. უბანში მასზე ამბავს ყველასხვაგვარად ყვება, ამიტომ ვფიქრობ რომ მთლიანი სოფელი რაღაცას მალვას, კვლავ საიდუმლოება. 
..............
 მაგრამ დგება დრო და აცნობიერებ, რომ არ არსებობს არანაირი იდუმალება და საიდუმლოებები, უბრალოდ შენ, ადამიანი ცდილობ დახუჭო თვალი იმაზე რაცყველაზე მეტად გაინტერესებს და ცდილობ გარე სამყარო შეიქმნა იდუმალებით აღსავსე, რომ იბრძოლო ახლის - სიმართლის გასაგებად. უკვე გვიანი იყო, ძალიან ცხელოდა, ჩემს ოთახში ვიჯექი, დაღლილი, დასიცხული და ფიქრების ზღვაში გადაშვებული.  ოთახში ფანჯრებიდან ლამპიონების შუქი იჭრებოდა და ტანზე მეცემოდა.
 დღე იწვის და ღამე იწვის ღამე რომელიც ჩემი სულის საძღვარს წვავს, ღამით მზის სხივებში ვიჭრები და ვხვდები ცეცხლის დასასრული,ძვლების მტვერი, ღამე ჩემს სუნთქვას ჭრის, ენას ყლაპავს, ზურგს მაქცევს და ტრიალდება ღამით ვხედავ დღის განათებულ სიცრუეს, თვალები შეკერილია, თეთრი კბილები იღიმის, ღამეს სძინავს ლაპარაკობს და დროს ინიშნავს. იმ საღამოს უცნაურობა მიპყრობდა ადგილზე ვერ ვისვენებდი, ვიგრძენი, როგორც იქნა ცხელი ჰაერი ნიავმა როგორ შევალა, აივანზე გავედი და ტასოს სახლს ვუყურებდი, არ მასვენებდა იმაზე ფიქრი ეძინა თუ არა მას?! ფიქრობდა თუ არა ჩემზე?! უნდოდა თუ არ ახალ ჩემთან?
....
 ვარსკვლავების სიიადეს შევყურებდი, თითქოს იქ სადღაც ზემოთ, უსასრულობაში საკუთარ თავს ვხედავდი, განა რა ჯობია, როდესაც სოფლის სახლის აივანზე ზიხრ, ზემოდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაგყურებს, ირგვლივ ბუნება ცდილობს შენთან გასაუბრებას, ერთ ფინჯან ცხელ ყავას სვავ და შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ.
ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც სოფიასგან  შეტყობინება მომივიდა.
online chat .#sofy 
{- როგორ ხარ გიორგი?}
არ მითქვამს კარგად ვართქო, შევეცადე საუბრის თემა შემეცვალა, თუმცა მან შემატყო, რომ რაღაც მჭირდა, ყველაზე მეტად ცხოვრებაში ეს კითხვა არ მიყვარს, რადგან მიწევს ტყუილის თქმა, რომ მე კარგად ვარ!
{-გიორგი, რა გჭირს?  მობილურ ტელეფონზე  მომდიოდა შეტყობინებები, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე უფრო მიადვილდებოდა ყოველთვის ჩემს პრობლემებზე საუბარი, ვიდრე  პირდაპირ.}
[-არაფერი, უბრალოდ, საღამოა უცნაური და ნოსტალგია მომაწვა. არ მინდოდა მისთვის იმის თქმა, რომ ანასტასია და ამიკო ერთად დავინახე! ამ იდუმალებაში, უფრო მეტი ადამიანის ჩათრევა არ მსურდა!]
{-საღამოა უცნაური? საინტერესოა, შენი ხასიათის გავლენას, ერთ ჩვეულებრივ საღამოს, რომ აბრალებ და ურცხვად ცდილობ დამიმამალო, რაც მოხდა. }
[-არაფერი.]
{-არაფერს ყოველთვის თავის მიზეზი აქვს, განა სამყაროში რამე ხდება უმიზეზოდ?}
[-ანასტასიას ჩამოვშორდი.]
{-დაშორდი?}
[-არა.]
{-აბა?!}
[-უბრალოდ დღეს ჩვენს შორის სიცივე და ნაპრალი ვიგძენი.]
{-მაშინ ეცადე, სიცივე გაათბო! და ნაპრალი კიდე ამოავსო შენი  სიყვარულით!}
ტელეფონი ავიღე და მასთან დავრეკე.
-სოფო, მე ის არ მიყვარს! 
-აბა ვინ გიყვარს? 
- იცი დღეს... მე... დავიბენი, თავი ისე ძლიერად ამტკივდა, თითქოს პასუხები აღარაფერზე მქონდა, ბოლოს კი გაჩუმება ვარჩიე, რადგან ჩემი ფიქრები, რომ სიმართლედ მექცია ეს ყველას ცხოვრებას გააფუჭებდა.
 სოფია - ცოტა უცნაური გოგოა, თავისებური, თუმცა ყველა თავისებურები ვართ. ჯერ სულ 17 წლისაა, თუმცა თითქოს ეს ცხოვრება კი, არა კიდე სხვაც უცხოვრიაო! გამოცდილი და დაფიქრებულია, ზოგჯერ ისეთ უბრალო რამეს მეტყვის ხოლმე, რომ ის ერთი სიტყვა ბევრად ძვირფასია ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ჩემს გარშემო მყოფი ბრბოს შეძახილები, თუმცა უბრალოობაშია მთელი სიდიადე და სილამაზე. მასში თითქოს გული ძგერს, შეიძლება თქვან, ეს რა თქვა ახალიო თუმცა, ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ თქვენ გაქვთ გული, არ ნიშნავს, რომ ის სიყვარულით და მეგობრობით ძგერს, მისი კი ძგერს. თუმცა ცოტა ბურჟუაზიულად თბილია.
........................
 იმ საღამოს მისმა ასეთმა სიტყვება ცოტა დამაფიქრა და გადავწყვიტე ანასტასიასთვის შეტყობინება გამეგზავნა.
- ტასო, გღვიძავს?
-არა, ვერ ვიძინებ, ვარსკვლავებს ვუყურებ, გაიხედე გარეთ.
-მეც გარეთ ვარ, თითქოს გაგზავნილი არ მქონდა, რომ წითელ პიჟამოანი გოგო მთვარის შუქის ქვემოთ აივანზე აღმოჩნდა. კიბეები, სირბილით ჩავირბინე და მის სახლის ჭიშკართან აღმოვჩნდი. თან გული გამალებით მიძგერდა.
-ანასტასია, მიყვარხარ.
 როგორც კი ეს სიტყვები გაიგო, მაშინვე კიბეებიდან ჩემსკენ დაეშვა და მჭიდროდ მომეხვია. მოსახვევში კი ისევ ამიკო მოჩანდა, თითქოს ტასოსთან ახალი დაშორებული იყო და უკვე მიდიოდა, ანასტასიასაც სახეზე დაბნევა ემჩნეოდა! მაშინ მივხვდი, რომ იყო რაღაც რაც უნდა გამერკვია და მცოდნოდა. ცხოვრებაში პირველად ვინანე და ეს სინანული ის სიტყვა იყო (მიყვარხარ) რომელიც 5 წამის წინ დავხარჯე! იმ ქარიშხალზე, რომელზეც წინა თავებში ვსაუბრობდი, ახლა მე ავღმოჩნდი, ოღონდ ვისთან ერთად ჯერ არ ვიცოდი!
ძვირფასო მკითხველო როგორც გითხარით ყველაფერი ჩახლართულია!
კატეგორია: რომანი | დაამატა: giorgiabewva329
ნანახია: 288 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar