ცხოვრების ილუზია (თავი 2)
11.05.2017, 18:56
თავი 2
-ალექს?!
წამოვიყვირე შეშინებულმა, როდესაც უცნობი თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე.
-ვინ გამოგგზავნა ?
ჩახლეჩილი ხმით იკითხა და სახიდან შავი მზის სათვალე მოიხსნა.მის მიერ მსგავსი ტონით წარმოთქმულმა წინადადებამ იმაზე მეტად შემაშინა ვიდრე ჩემი "მოტაცების" მცდელობამ.დაბნეული ვიდექი და იმ მომენტს ველოდი სადაც იტყოდა, რომ ყველაფერი ახალი ბავშვის დასაცინად დადგმული სპექტაკლი იყო.მიუხედავად იმისა რომ თავისი სტილით სულაც არ ჰგადა ბიჭს ,რომელსაც მსგავსი რამეები იზიდავდა.
-კიდევ ერთხელ ვიმეორებ,რა მიზნით ხარ აქ!
ბევრად ხმამაღლა წარმოთქვა და ხმაში ბრაზი შეერია.მარცხენა ხელით ჩემს უკან არსებულ კედელს მიეყრდნო .ჩემსა და მას შორის მანძილი იმდენად შეამცირა რომ შეშინებული თვალს ვერ ვუსწორებდი და მზერა ჩემს ფეხსაცმელებზე მქონდა გადატანილი.ადამიანი ,რომელიც რამდენიმე საათის წინ არც ისე კარგ პიროვნებად ამიღწერეს ჩემს წინ იდგა და უაზრო კითხვებზე პასუხის გაცემას ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე მაიძულებდა.
-მგონი ვიღაცაში გეშლები
გამბედაობა მოვიკრიბე და შეშინებულლმა ისე ხმამადაბლა წარმოვთქვი, რომ თავად ძლივს შევძელი გაგება.
-უცნაური აქცენტი გაქვს
დაეჭვებით მკითხა და თვალი შემავლო.
-მხოლოდ ერთი კვირაა რაც ამერიკაში ჩამოვედი
მეტად ომახიანად ვუპასუხე და მხრებში გავიმართე.
-და რას ნიშნავს ეს ?
თითქმის იყვირა და მარჯვენა ხელი უხეშად ამაწევინა.ერთად ასხმულ , რამდენიმე სამაჯურს ისეთი სახით დააკვირდა რომ იფიქრებდით მსგავსი რამ არსად ენახა.
-თუ შენს შესახებ მართლა ვცდები,იქნებ ამიხსნა საიდან გაქვს ეს სამაჯური!
ხელზე გაკეთებული წითელი და შავი ძაფებისგან დაწნული საჩუქარი უხეშად მომაძრო.
-ვალდებული არ ვარ გიპასუხო!
გამბეოდაობა მოვიკრიბე და როგორც იქნა წინააღმდეგობის გაწევა შევძელი.
-ნუ მეთამაშები !
მიყვირა და მუშტი კედელზე ისე ძლიერად დაარტყა რომ შეშინებულმა თვალები დავხუჭე.
-ლიტერატურის გაკვეთილზე,ერთ გოგოსთან ვიჯექი.ხმას არ იღებდა,მთელი გაკვეთილი სხვადასხვანაირ სამკაულებს ხელით ამზადებდა.შემდეგ კი არ ვიცი რატომ მაგრამ გადაწყვიტა ერთ-ერთი ჩემთვის ეჩუქებინა.
აცახცახებულმა სწრაფად მოვყევი ერთ-ერთ გაკვეთილზე ნანახი გოგოს შესახებ ,რომელმაც დარწმუნებული ვარ ჩემი ხელის საშუალებით შენიშნა რომ სამაჯურები მიყვარდა გულისხმიერება გამოიჩინა.
-ამიღწერე
გამოსცრა კბილებში და ორივე ხელი სახეზე მოისვა.
-ზუსტად არ მახსოვს რა ეცვა , მუქი ფერის ჯინსი იყო...
შევეცადე უცნობი გამეხსენებინა და ნელ-ნელა მის აღწერას შევუდექი.
-მოდების ჩვენებაზე არ ვართ! გარეგნობა მაინტერესებს
შედარებით ხმადაბლა ,მაგრამ მაინც მკაცრად მითხრა.
-სიმაღლით სამოცდათხუთმეტიდან ოთხმოცამდე, წაბლისფერი თმით და მუქი თვალებით...
-ისევე როგორც შენ
დაასრულა ჩემი სათქმელი და ჯიბიდან მობილური ამოიღო.
-ამით რისი თქმა გინდა
შევეკითხე და შუბლზე ჩამოშლილი თმა გადავიწიე.
-სატყუარად გამოგიყენეს და გამიჩალიჩეს
იყვირა გაბრაზებულმა და ტელეფონი კედელს მთელი ძალით შეანარცხა.
-შეგიძლია უფრო დაზუსტებით ამიხსნა..
-წადი !
მიყვირა ისე რომ ჩემკენ არც გამოუხედავს.ვხვდებოდი რომ დარჩენა და პატარა ბავშვივით ჯიუტად კითხვების დასმა არაფერში გამომადგებოდა და სიტუაციას უფრო მეტად გაამწვავებდა.კარტერს თვალი კედევ ერთხელ შევავლე და შემდეგ რაც შემეძლო სწრაფად, ისე რომ უკან არ გამიხედავს სკოლის უკანა ეზო დავტოვე.
***
ვფიქრობდი რომ შემდგომი დღე წინასთან შედარებით ნაკლებად ემოციური იქნებოდა, მაგრამ იმედები მაშინ გამიცრუვდა ,როდესაც სკოლის კარი შევხსენი და ათობით ადამიანის ჩემკენ მომართული მზერა დავაფიქსირე.იმის გათვალისწინებით,რომ მათ უმეტეს ნაწილს წინა დღეს გაკვეთილებზე უკვე ნანახი ვყავდი და ვერ ვხვდებოდი რა იყო ისეთი, რაც ჩემი გამოჩენისას მგსავს რეაქციას იწვევდა.შევეცადე ყველაფერი იმისთვის დამებრალებინა ,რომ ჯერ კიდევ ახალ ბავშვად ვითვლებოდი და ჰოლში, რაც შემეძლო ამაყად გავიარე.მიუხედავად იმისა რომ მათი მზერა საოცრად მთრგუნავდა.
-გამომყევი
ბრბოდან გამოეყო მოლი,ხელი მაჯაში ჩამჭიდა და ისე რომ კითხვის დასმაც არ მაცადა ცარიელ საკლასო ოთახში შემიყვანა.
-გისმენ!
მითხრა და ჩემს წინ მდგარ მერხზე შემოჯდა.დარწმუნებული ვარ ისევ გაუგებრობის ბრალი იყო ის ,რომ უკვე მეორე ადამიანი მთხოვდა უმიზეზოდ ისეთი რამის ახსნას, რის შესახებაც წარმოდგენაც არ მქონდა.ველოდი როდის განაგრძობდა და ოდნავ მაინც მიმახვედრებდა რა თემა სურდა საუბარი,ხოლო როდესაც ჩემგან ერთ სიტყვაც ვერ მოისმინა,შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და თვალებზე ამაფარა.
-ეს რა ჯანდაბაა
ვიყვირე გაოცებულმა, როდესაც მობილურის ეკრანზე ჩემი და ალექსის გუშინდელი საუბრისას გადაღებული ფოტოები შევნიშნე.როგორც ჩანს ამ სკოლაში სხვისი ცხოვრებისთვის თვალ-ყურის დევნება ბევრი მოსწავლისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენდა.
-ჯორჯის თოჯინავ,იქნებ აგვიხსნა რას აკეთებდი ბიჭთან ,რომელიც გუშინ ავტოსადგომზე პირველად დაინახე
ირონიულად მკითხა მოლიმ და ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა.
-ჯერ არ გადმოსულხარ და უკვე სასიყვარულო სამკუთხედის შექმნა დაიწყე ?
დაამატა და მაგიდიდან ჩამოხტა.
-იქნებ ნორმალურად,ირონიის გარეშე გვესაუბრა
მშვიდად მივუგე და დაველოდე როდის განაგრძობდა საუბარს.
-ეს წინადადებები მე არ მომიფიქრებია,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა რა სათაურებით ამკობენ მოსწავლეები შენს ცხოვრებას
ყველანაირი ირონიის გარეშე მიპასუხა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემი მიმართულებით გადმოდგა.
-სიმართლეს თუ გეტყვი დამეხმარები რომ ეს სხვებმაც გაიგონ ?
-შევეცდები
მიპასუხა და შემდეგ ჰოლში გაიხედა, რადგან დარწმუნებულიყო რომ არავინ გვისმენდა.შემდეგ კი კლასის კარები ხმაურიანად მოხურა.
-ალექსი გაუგებრობაში აღმოჩნდა,სხვა ადამიანი ვეგონე და კითხვების დასმა გადაწყვიტა,მოგვიანებით კი ყველაფერი გაირკვა.
დამაჯერებლად,რაც შემეძლო მოკლედ ჩამოვაყალიბე გუშინდელი ამბავი.
-რას მეტყვი იმაზე რომ ზოგ ფოტოში იმაზე მეტად ახლოს დგახართ ,ვიდრე იმ ადამიანებს შეეფერებათ ,რომლებიც მხოლოდ გაუგებრობის გამო მოხვდნენ ერთ სივრცეში.
-მისმინე,კარტერის მსგავსი ბიჭებს ადრეც შევხვდერილვალ,საკუთარ თავს ცოტა გადამეტებულად აფასებენ ,რატომღან ფიქრობენ რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს.
-იმედია გახსოვს რაც იზისა და ალექსის შესახებ გითხარი,შეიძლება დაზუზსტებით არაფერი ვიცით,მაგრამ ის რომ მათ შორის მართლაც იყო რაღაც ეჭვგარეშეა.
-ალექსთან არასდროს მექნება ისეთი ურთიერთობა რომ ჩემთვის მაგის შეხსენება დაგჭირდეს.იმედი მაქვს რომ ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი საუბარი იყო მასთან.რეალურად ერთი შეშლილი ,ეგოისტი ბიჭია.
არ ვიცი როგორ შევძელი ერთი დღის გაცნობილი ბიჭის ასე დახასიათება ,მაგრამ მასთან გადატარებული რამდენიმე წუთი საკმარისი აღმოჩნდა მსგავსი დასკვნების გამოსატანად.უბრალოდ მინდოდა მოლის ნდობა მომეპოვებინა და თუ საჭირო გახდებოდა ალექსს ცოტა გადამეტებულადაც შევამკობდი.
-კარგი, მჯერა
როგორც იქნა წარმოთქვა სიტყვები, რომლებსაც ყველაზე მეტად ველოდი.
***
საძინებლის კარი ფრთხილად შემოხსნა .ჯერ შეამოწმა მეძინა თუ არა ხოლო როდესაც ჩემი გახელილი თვალები შენიშნა ,ცხელი ჩაის ჭიქა ტუმბოზე ჩამოდო და ლოგინზე ჩამოჯდა.ალბათ ფიქრობდა რომელი სიტყვები გამოეყენებინა დიალოგის დასაწყებად,არადა რა იცოდა რომ მას ვერც კი ვამჩნევდი.ყურს მხოლოდ იმის ხმას ვუგდებდი,ვისი წარმოთქმული წინადადებებიც ჩემს თავში ერთ მეორის მიყოლებით აღდგენას იწყებდნენ.მოულოდნელად ნინა ლოგინიდან სწრაფად წამოდგა და ჩაიმუხლა.
-ალბათ გაკეთება დაგავიწყდა
ჩაილაპარაკა და იატაკიდან ჩემი ნიშნობის ბეჭედი ფრთხილად აიღო.
-უნდა შეეჩვიო მის ტარებას,თორემ დაკარგავ
სიცილით თქვა და მარჯვენა ხელი ბეჭდის გასაკეთებლად ამაწვინა.
"ბედნიერი ხარ?"
მისგან ირონიულად წარმოთქმული წინადადება ისევ ჩამესმა და ხელი რაც შემეძლო სწრაფად უკან გავწიე.
-რა გჭირს ?
გაკვირვებულმა მკითხა და ხელი შუბლზე დამადო.
-უნდა წავიდე
გაუაზრებლად წამოვიყვირე და ლოგინიდან რაც შემეძლო სწრაფად წამოვხტი.
-სალომე!
დაიყვირა შეშინებულმა და გამომყვა.
-აქ ვერ დავრჩები
მაშინვე კარადას ვეცი და ტანსაცმლის ერთ პატარა ზურგჩანთაში ჩაყრა დავიწყე.ვფიქრობ გულით უფრო ვმოქმედებდი ,ვიდრე გონებით.ან სულაც ის ადამიანი მმართავდა ვისაც უკვე რამდენიმე საათია მიცვალებულის სტატუსი მოერგო.
-მისმინე!
მომვარდა ნინა და ხელიდან ჩანთა გამაგდებინა.
-შედეგებზე არ ფიქრობ ? უბრალოდ იცი მაინც რა შეიძლება გამოიწვიოს შენმა იქ მისვლამ ?ოლივიას ქორწილის ამბები მაინც გაიხსენე! როგორ გგონია ყველაფრის შემდეგ ასე უბრალოდ მიხვალ და მის დასაფლავებას დაესწრები ? ან თუნდაც არაფერი გითხრან,ხედავ მაინც აქ რა დღეში ხარ ? და გგონია იქ მისვლას გადაიტან ?
ხმამაღლა მიყვირა და თვალებში ჩამხედა.იცოდა როგორ მოქმედება ჩემზე მსგავსი საქციელი და არც კი ვიცი ,რატომ ფიქრობდა რომ ჩემს გადარმწუნებას შეძლებდა.
***
მოლისთან საუბრის შემდეგ იმდენად დაგრუზული ვიყავი რომ გადავწყვიტე იმ დროისთვის სკოლის ნაკლებად გადატვირთულ ადგილას "დავმალულიყავი".ფიზიკის გაკვეთილი გავაცდინე და დაცარიელებულ სტადიონზე ბოლო რიგში მოვკალათდი.მთელი ნახევარი საათი უშედეგოდ ვცდილობდი ჯორჯთან კავშირის დაჭერას,როგორც ჩანს არ აპირებდა ჩემ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე ეპასუხა.შიგნიდან კი იმაზე ფიქრი მღრღნიდა რომ მისი ასეთი გაქრობა,შესაძოა სკოლის ბავშვების მიერ შეთითხნულ ჭორებს გამოეწვია.
-რატომ გადარდებს რას იტყვიან შენზე ?
ჩამესმა ნაცნობი ხმა.ჯერ მისი ნათქვაი გავიაზრე,ხოლო როდესაც თავი ავიწიე ჩემი ვარაუდი ,მოსალოდნელი პიროვნების შესახებ გამართლდა.კითხვის ავტორს თვალებში შევხედე.ცდადაც კი არ ღირდა იმის უარყოფა, როგორ ცუდად ვგრძნობდი თავს ყველაფრის გამო.
-ჩვენზე
შევუსწორე და მზერა ნერვიულობის გამო ერთმანეთში აბლანდულ ჩემს ხელებზე გადავიტან.
-ჩემზე და შენზე
ახლა მან შეცვალა სიტყვები და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-რა მნიშვნელობა აქვს
გულგრილად ვუპასუხე, რადგან ვიცოდი სიტყვებით თამაში კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელებლიყო.ჩემთვის კი ასეთი წვრილმანები უკანასკნელი იყო რაზეც ვდარდობდი.
-არ არის....
დამაჯერებლად მიპასუხა და ჩემკენ გამოიხედა.
-ჩემს ცხოვრებში არ არსებობს სიტყვა " ჩვენ".მნიშვნელბა არ აქვს ეს ადამიანი შენ იქნები თუ ნებისმიერი სხვა ამ სკოლიდან.ყველაფერი გაცილებით მარტივია,მე და უბრალოდ ადამიანები ვინც ჩემს გარშემო ცხოვრობენ.
ალექსის ნათქვამი კიდევ ერთი დამადასტურებელი საბუთი იყო იმისა რომ მოლისთან საუბრისას მის დახასიათებლად სიტყვა ეგოისტი შეცდომით არ გამოვიყენე.ხელებით მუხლებს დაყრდნობოდა და ცარიელ სტადიონს ისე უცქერდა იფიქრებდით ,რომ საკმაოდ მნიშვნელოვან თამაშს ესწრებოდა.ჩემთან საკმაოდ ახლოს იჯდა,რის გამოც ვგრძნობდი სუნამოს ცივ სუნს,რომელიც სიგარეტისაში ირეოდა და მაინც სასიამოვნო იყო.სწორი ცხვირი,ოდნავ წამოზრდილი წვერი,სქელი ტუჩები და თავზე მოხდენილად დასმული შავი სათვალე ,მის სუნამოსთან ერთად ალექ სკარტერის სავიზიტო ბარათი გამხდარიყო.
-რაზე ფიქრობ?
მკითხა ისე რომ მზერა მოედნისთვის არ მოუცილებია.გუშინდელისგან განხვავებით კარტერი დღეს საკმაოდ განსხვავებულად იქცეოდა.ავიცი რას გამოიწვი მისი ხასიათის ასეთი ცვლილება ,მაგრამ ფაქტია გასულ დღეს საქმე მართლაც მნისვნელოვან რამეს ეხებოდა.
-უბრალოდ მაინტერესებს
ჩავიცინე,პაუზა გავაკეთე და ჩვენს წინ მდგარ სკოლის შენობას გავხედე.
-გაინტერესებს რა მოხდა გუშინ
დამასწრო თქმა და მხოლოდ ერთი წამით გამომხედა.
-მსგავსი შემთხვევა ადრეც მქონია.შეიძლება სამაჯური დამებრუნებინა კიდეც იმ შემთხვევაში თუ დილას სანაგვე ყუთში არ მოვისვირიდი.
მისთვის პასუხის გაცემის ნაცვლად თვალები გადავატრიალე.ამ ადამიანის ხასიათში იყო რაღაც ისეთი რაც სხვებისგან გამოარჩევდა და ეს ძნელი შესამჩნევი სულაც არ იყო.
-ზრდილობისთვის ბოდიშს მაინც მოვიხდიდი
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ხმა ამოვიღე და თვალებში ჩავხედე.მეგონა შევძლებდი და იქ სინანულს ,წუხილს ან რაიმე ისეთს დავინახავდი რასაც მის შესაცნობად გამოვიყენებდი მაგრამ შევცდი.არაფერი იყო გარდა სიცარიელისა და იქნებ სწორედ ეს სიცარიელე გამოარჩევდა სხვებისგან.ჩაიცინა,ფეხზე წამოდგა,შემდეგ ენა ტუჩებზე გადაიტარა და შავი ტყავის ქურთუკი შეისწორა.
-ბოდიშს არასდროს ვიხდი
მოგვიანებით დაამატა და შავი სათვალე თავიდან ,თვალებზე ჩამოიტანა.მხოლოდ მაშინ შევნიშნე რამდენიმე სამაჯური, რომელიც მარჯვენა ხელზე ჩაემწკრივებინა,მაგრამ ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია,რომელიც ჩემი სამაჯურის მსგავსად მხოლოდ ორ ფერს, წითელსა და შავს მოიცავდა. არ ვიცოდი ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევისთვის მიმეწერება თუ საქმე მართლაც ალექსისთვის სერიოზულ ამბავს ეხებოდა.სწრაფად ჩაირბინა რიგებს შორის მოქცეული კიბეები და გზას გაუყვა.სიარულის მანერაც თავისებური ჰქონდა,ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ამაყად მიაბიჯებდა სკოლის შენობისკენ.
ეს იყო დღე როდესაც პირველად ვახსენეთ სიტყვა "ჩვენი",ხოლო როგორც ალექსი იტყოდა " მე და ის" რადგან მას წლების შემდეგაც კი არ სჯეროდა რომ შესაძლოა ვინმეესთან ისეთი სიახლოვე ჰქონოდა რომ მასთან ერთად რაიმე მთლიანობა შეექმნა.
***
არ შემეძლო მეთქვა რომ დღე დილანდელი ამბების შემდეგ მაინც წავიდა კარგად.თუმცა ის რომ დღის ბოლოსთვის საუბარი სასიყვარულო საკმუთხედზე ნელ-ნელა დავიწყებას ეცემოდა მაინც რაღაცას ნიშნავდა.მაგრამ იყო რაღაც ,რაც როგორც ჩანს კიდევ დიდხანს გასტანდა .ეს ბავშვების რეაქცია იყო ჩემს გამოჩენაზე ,რომელსაც აუცილებლად ერთმანეთში გადაჩურჩულება ,შემდეგ კი ჩემი შეთვალიერება მოყვებოდამაგრამ ერთადერთი რამ რაზეც ვფიქრობდი იყო ახვლედიანი ,რომელიც მთელი დღის მანძილზე ვერსად დამეჭირა,არადა სკოლის ავტოსადგომზე მდგარი მისი მანქანით დაზუზსტებით ვიცოდი ,რომ ჯერ კიდევ სკოლაში უნდა ყოფილიყო,გარდა იმისა ,რომ ჩემს სანახავად ერთხელაც არ მოსულიყო,როგორც ჩანს არც დატოვებულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემით იწუხებდა თავს.თუმცა, როგორ გამემტყუვნებინა გიორგი იმ საქციელის გამო, რასაც დილიდან მოყოლებული მეც ჩავდიოდი,ვცდილობდი იზაბელასთან შეხვედრა თავიდან ამერიდებინა,რაგდან თუ მოლის მიერ მოყოლილ ამბავში მცირე ნაწილი მაინც იქნებოდა სიმართლესთან რამე კავშირში, ვხდებოდი რომ მასთან უხერხულ საუბარს გვერდს ვერ ავუვლიდი.გაკვეთილების ბოლოსთვის გადავწყვიტე ახვლედიანის საპოვნელად სკოლის მთლიანი შენობა შემომეარა და პირველი საითკენაც გეზი ავიღე ,ეს კალათბურთის დარბაზი იყო.დაცარიელებულ დარბაზში რომლის ცენტრშიც მხოლოდ საშუალო ასაკის ,სკოლის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი კაცი იდგა გამოსადეგი ვერაფერი შევნიშნე.შემდეგ კი ჩემი ვარაუდით მისთვის მინიჭებული წოდების მქონე კაცს,მწვრთნელს მივუახლოვდი და ვკითხე რომელზე ეწყებოდა ახვლედიანს ვარჯიში,ხოლო როდესაც მისგან მოვისმიმე რომ გიორგი ავადმყოფობის გამო რამდენიმე წუთის წინ გაკვეთილიდან გაათავისუფლა,მივხვდი რომ ბევრად სწრაფად უნდა მემოქმედა,წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევდა ჩემი მეგობარი ქალაქის ქუჩებში მეძებნა.ისე სწრაფად დავტოვე დარბაზი დარწმუნებული ვარ სპორტის მასწავლებელზე გიჟის შთაბეჭდილება დავტოვე .
გარეთ გასულმა შევნიშნე როგორ ტოვებდა გიორგის ვერცხლისფერი ლექსუსი სკოლის ტერიტორიას . მისთვის გზის გადასაჭრელად ყვავილები დაუფიქრებლად გადავთელე და არ ვიცი საიდან მეყო გამბედაობა, რომ მიმავალი მანქანისთვის გზა გადამეღობა.არც ის ვიცი რა მოხდებოდა თუ არ გამიმართლებდა და ახვლედიანი ვერ მოასწრებდა მუხრუჭზე ფეხის დაჭერას.მიუხედავად იმისა რომ ძირს აღმოვჩნდი,შეხება უმდენად მსუბუქი იყო რომ არაფერი დამიზიანდა.მანქანის კარები ხმაურიანად მიხურა და შეშინებული მომვარდა.სახეზე ერთიანად გაფითრებულიყო და ხელები უკანკალებდა.
-საერთოდ ნორალური ხარ ?
მიყვირა გაბრაზებულმა და კიდევ ერთხელ შემათვალიერა იმაში დასარწმუნებლად ,რომ არაფერი მჭირდა.
-როგორც იქნა გიპოვნე
ისეთი ბენდიერი ხმით წარმოვთქვი,ვერავინ იფიქრებდა რომ რამდენიმე წუთის წინ სიკვდილს ძლივს გადავურჩი.დარწმუნებული ვარ ჩემი ასეთი დამოკიდებულება მომხდარის მიმართ მას უფრო მეტად გააბრაზებდა.მიხვდა რომ ჩემთვის კიდევ ერთ მსგავსი კითხვის დასმას აზრი არ ჰქონდა და წამოდგომაში დამეხმარა.
-მისმინე! თუ დღევანდელი შენი გაქრობა ოდნავ მაინც არის დაკავშირებული იმ ფოტოებთან , რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა მოსწავლის ტელეფონში მოიპოვება ნება მომეცი რომ დაგელაპარაკო.
-და ამის სათქმელად აუცილებელი იყო ბორბლებში შემვარდნოდი ?
როგორც ჩანს ბრაზს ოდნავაც არ გადაეარა.
-კარტერთან საერთო არაფერი მაქვს,კუთხეში მიმიწყვდია და რაღაც კითხვების დასმა დამიწყო,შემდეგ უცბად მიხვდა რომ სხვა ადამიანს ეძებდა.მაჯაზე გაკეთებული სამაჯური წამართვა და როდესაც გაიგო რომ ის უბრალოდ საჩუქარი იყო ჩვენი სკოლელისგან,ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე გაუჩინარდა.
ჯორჯმა ჩაიცინა,ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ არც კი მისმენდა.თითქოს არ აპირებდა ყველაფერს ჩემი თვალით შეეხედა.ძირს დაგდებული ჩანთისკენ დაიხარა რომელიც ამ ალიაქოთში სულ გადამვიწყდებოდა და იქიდან გადმოცვენილი ნივთების აკრეფას უხმოდ შეუდგა.
-და რა ფერის იყო ის სამაჯური ?
დაეჭვებით მკითხა და ზევით ამოიხედა.იმაზე ფიქრი რომ ახვლედიანიც შეიძლება ალექსთან ერთად რაიმე შარში ყოფილიყო გახვეული ჩემში შიშს იწვვედა.
-წითელი და შავი ძაფებისგან იყო დაწნული
მაშინვე ვუპასუხე და მის რეაქციას დაველოდე.
-გინდა თქვა რომ ეს სამაჯური წაგართვა კარტერმა ?
ირონიულად იკითხა და ჩემი ჩანთიდან მთელი ამ ალიაქოთის გამომწვევი ნივთი ფრთხილად ამოიღო.
კატეგორია: რომანი | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 1138 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar