უნდა წავიდე 4
10.04.2016, 21:09
88888888

- ახლა?
- ჰო რა იყო რამე გვიშლის ხეელს?
-არა წამოდი წამოდიი აი შენ თუ თოვლში თავით არ ჩაგრგო მაგასაც გაჩვენებ ბატონო კუშტა, უცებ დასტოპებულ გაბრიელზე სიცილი ავტეხე და ეზოში გავიქეცი, იმის მიუხედავად რომ ღამე იყო მთვარის შუქი დღის სინათლეს მოგაგონებდათ თანაც ისე ლამაზად ბრწყინავდა თოვლი ამ შუქზე მონუსხული ვუყურებდი გარემოს
- რაო ვინ მეუბნებოდა თოვლში თავით ჩაგდებოოო? გავიგე გაბრიელის სიცილი და ამასობაში თავში რაღაც მომხვდა რა იქნებოდა თუ არა გუნდა
- რა უხეში ხარ გოგოს თავში უნდა ესროლო? თან სერიოზულობას ვინარჩუნებდი თან გუნდების სროლით მივდევდი დანიელს, თავის დახრა ვერ მოვასწარი და პირდაპირ სახეში მომხვდა გუნდა, წონასწორობა ვერ დავიცავი და ძირს საოცრად მწარედ დავეცი, ტკივილის მიუხედავად სიცილი ამივარდა, რომელიც ნელ-ნელა ტირილში მეზრდებოდა და სახეს ცრემლები მითბობდა
-რა მოუხერხებელი გოგო ხარ რა, რამ წაგაგციაა? თან მეჩხუბებოდა და თან ხელს მიწვდიდა ადექიო, განგებ ისე დავქაჩე ძირს თვითონ მოადინა ზღართანი და მე ვაი ვუის ძახილით წამოვბობღდი
-შენ წამაქციე გაბრიელ შენ უიმეე! თითის ქნევით ამოვიტირე და სახლისკენ წავჩოჩთი წელზე ხელდადებული, უკან კი გაბრიელი მომყვა სავარაუდოდ იგივე დაბეჟილობებით..... იოანე ძლივს მივიტანეთ ოთახამდე და როგორც საწოლისკენ ვისროლეთ გაბრიელს გადავაბარე...

დილით იოს ყვირილმა გამაღვიძა და თავი, როგორც კი წამოვწიე ასე მეგონა ჩაქუჩს მირტყავდნენ,თანაც საშინლად მაციებდა გუშინდელი გუნდაობის შემდეგ სველი ტასაცმლით ჩამძინებია, ზოგადად ვერ ვიტან ჩაფუთნულ წოლას, თუმცა სიმთვრალე რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს
- იო რა გაყვირებს რა ხდება?
-აგნეს თამთინა ცუდათააა საავადმყოფოში მიმყავს, შენ გაბრიიელს მიხედე მგონი სიცხე აქვს, ტელეფონი ისეთ ადგილას დადე რომ იჭერდეს დაგირეკავთ, სწრაფად მომაყარა სიტყვები იომ და სწრაფად გაიქცა
-ვაიმე იო რა დაემართა ნეტა აუცილებლად დარეკე და გამაგებინე როგორ იქნება რა, თავბრუ მეხვეოდა უკვე და თითქმის შავი ფერი გადამეკრა თვალებზე, ცოტა გაბრიელის ხმამ მომაფხიზლა რა მოხდაო რომ მეკითხებოდა, თუმცა ვერაფრის თქმა მოვასწარი ისე გავითიშე, არ ვიცი რამდენი ხანი მასულიერებდა სიცხიანი გაბრიელი, თუმცა რაღაც ცივის შეხებამ თვალები დამაჭყეტინა
- რა მოხდა აგნესა სად წავიდნენ ისინი?
-თა... თამთინა არის ცუდად და... იომ საავადმყოფოში წაიყვანა, არ ვიცი რა დაემართა ბებოს
- კარგი ნუ გეშშინია იმას ექიმი მიხედავს შენ რაღა გიყო ახლა? შეწუხებულმა გადმომხედა და ბუხართან ტახტზე დამაწვინა
-მე კარგად ვარ წამლებს მოგიიტან სიცხემ რომ დაგიწიოს
- რა კარგად გოგო შენ სულ გაფრინე? იწვი სიცხისგან და სუსტად ხარ
-კი მაგრამ შენ...
- ჩემზე ნუ ღელავ მეც დავლიე სიცხის დამწევი და უკეთ ვარ, თბილად გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა, ძალიან მეუცნაურა ეს ქცევა და უცებ გავიწიე
- სულაც არ ვღელავ შენზე,-აი რა მატლიკინებდა ? ცივად გადმომხედა საბანში გამახვია და შემომხედა
- სულელი გოგო ხარ თქო გეუბნები და არ გჯერა, ხელები დემოსტრაციულად გაშალა და სამზარეულოში გავიდა
-უზრდელი თქო.... ჩავიბუტბუტე და საბანი თავზე გადავიფარე
-გაიგუდები მასე
-სულაც არა ასე წოლა მიყვარს
-ოჰ. მიდი გამოიხედე და წვნიანი ვჭამოთ სიცხიანებმა, ძილბურანიდან გამომარკვია იოანეს ხმამ
-მოიცა ასე მალე გააკეთე?
-ასე მალეს ერთ საათს თუ ეძახი კი ასე მალე გავაკეთე
-მე რა ამდენი ხანი მეძინა?
-ოო ღმერთო ცოტა ხანს დაადუმე ეს გოგო, იოანემ დარეკა თამთინას ოპერაციას უკეთებენ არ ინერვიულოთ კარგად იქნებაო
-რის ოპერაციასო კიდე რა გითხრა? ცოტა მაკლდა ტირილამდე გული მომეწურა ამ ასაკში ოპერაციის გაკეთება ცუდად მომხვდა გულზე
- აპენდიქსი უნდა ამოაჭრან თათოს, რა სახე გაქვს? კიდე ის თქვა თამთინამ დაგიბარათ ერთმანეთი არ დახოცოთ ორივე მჭირდნბითოო
- მადლობა ღმერთს მე უფრო სერიოზულად მეგონა რა არ წარმოვიდგინე
-ჰო გეტყობოდა სახეზე, თან ჭამე თორემ ძალით გაჭმევ
-არ მინდა მადა არ მაქვს
-აუცილებელია წვნიანი
- ჰოო კარგი, რა ჯანდაბები ყრია ამ ბორშში?
-რასაც ბორშს უკეთებენ ისინი ყრია აგნესა, გაღიზიანებულმა გამომხედა და თვალები დამიბრიალა
- ნუ მიბრიალებ მაგ შავ თვალებს მეც არანაკლები მაქვ, მეც ფართოდ გავახილე თვალები დაა ჩემი შავი კაკლები კარგად დავანახე - სხვა დროს რომ გააკეთებ ბორშს ინგედიენტები დაჭერი პირდაპირ კი არ ჩაყარო
- ან ჭამე ან გავიტან ნუ ინაზები
-ჰოდა წაიღე შენი არაფერი მჭირდება
გამწარებული დასტაცა ხელი თეფშს და რასაც ქვია სამზარეულოში ისროლა,
- გოგოოო ნუ ცდილობ წყობიდან გამომიყვანო თორემ თვითონ ინანებ, ვცდილობ ადამიანურად მოგექცე და შენ კიდევ მაგ მწარე ენა ვერ გაგიჩერებია თავხედო ერთი გატუტუცებული მეტიჩარა ხარ, იმხელა ხმაზე ღრიალებდა გული ლამის გამიჩერდა, თუმცა მაინც არ ვაპირედი გაბრიელისთვის რამე დამეთმო, თუნდაც ერთი სიტყვა
-შენ კიდე განუვითარებელი ხარ, არა ერთ უჯრედიანი უფრო ხარ რას მიყვირი ერთი ვერ გავიგე თავი ვინ გგონია?
- კიდევ აქეთ რომ აქვს პრეტენზია , ცხვირამდე დაიფარე ეგ საბანი და შენი ხმა არ გავიგო
-შენ არავინ გეკითხება სადამდე დავიფარებ თუ მინდა სულ გადავიძრობ და ტიტველი ვივლი, თუ მინდა ბოლო ხმაზე ვილაპარაკებ მერე შენ რა?? მეც ბოლო ხმაზე ავწივლდი, არა როგორ არ ვიცოდი სულ ტყუილად რომ ვატლიკინებდი ენას და სისულელეს სისულელეს ვამატებდი თუმცა არ შემეძლო გაჩერება, აზარტში შევდიოდი გაბრიელი წყობიდან რომ გამომყავდა, მგონი ენერგო ვაპირი გავხდი ამ ბიჭის გადამკიდე, ბოლოს გაჩენილმა აზრმა ისე დამაფრთხო ხმა გავიკმინდე, აშკარად გაუკვირდა ჩემი უეცარი გაჩუმება გაბრიელს მაგრამ- რაც გინდა ის გიქნიაო მომაძახა და მის ოთახში გავიდა ...
უკვე გვიანი იყო სიცივემ რომ გამომაღვიძა და უკვე კარგახნის ჩამქვრალ ბუხარს გადავხედე, შეშაც აღარ ეყარა ყუთში,გადავწყვიტე შემომეტანა და ცეცხლი დამენთო, კარები როგორც კი გამოვაღე ზამთრის სუსხმა ჟრუანტელად დამიარა სხეულში, სწორედ სუფთა ჰაერით ივსებოდა ჩემი ფილტვები და ამასობაში მთვარის შუქსაც შევაჩვიე თვალი... ხელზე რამდენიმე ნაფოტი დავიწყვე და სახლიკენ შევბრუნდი სადღაციდან საოცრად გამაღიზიანებელი ქშინვა მესმოდა და აუტანლად ვგრძნობდი მთელს ტანზე მზერას, რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი და ვიგრძენი რაღაც ჩემკენ როგორ მოიწევდა, მაშინებდა უკან მოხედვა თუმცა აუცილებლად უნდა დამენახა ჩემი მტერი, მთელი სხეული მიკანკალებდა და სისუსტეს ნებას არ ვაძლევდი აქ ჩავეკეცე, საოცრად ერწყმოდა მოციმციმე თოვლისა და ვარსკვლავების ფონს მგლის ელვარე თვალები, როგორც კი გავაანალიზე მგლის წინ საცოდავი კრავივით ვიდექი უცებ გავექანე კარებისკენ, თუმცა ვერაფრით შევძელი კარის გაღება... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სულაც არ ჩქარობდა ეს ცხოველი ჩემი სისხლის დაგემოვნებას, მხრემზე შეხება და გასროლის ხმა რომ გავიგე ისტერიკაში ჩავვარდი , აზრზე ვერ მოვედი რა მოხდა იატაკზე ვიჯექით მე და გაბრიელი, მეკი მთელი ძალით ვეკროდი მას
- სუ აგნეს ყველაფერი დამთავრდა, მე ვარ.... შემომხედე....შემომხედე ნუ გეშინია ის ვერაფერს დაგიშავებს ჩემი ხომ გჯერა?
- კი თქო ამოვისრუტუნე და უფრო კარგად მოვაკალათე თავი, - არ დამტოვო რა
- წამო დავწვეთ, მე შენთან ვარ არაფრის შეგეშინდეს, შენ ხომ მშიშარა არ ხარ?
- სულაც არა მე ჩემიი თავისიც მეშინია, მე არარაობა ვარ საერთოდ არაფერი არ გამომდის რაც არ უნდა მოვინდომო, ყველანაირ ხიფათში ვვარდები, მგონი დაწყევლილი ვარ, ან ჯადო მაქვს, ხო გაბრიელ ჯადო გამიკეთეს ყველაზე უსუსური რომ ვიყო, ყველამ რომ გამომიყენოს...
- რა სისულელეებს ამბობ, გადაირიე? საიდან მოგივიდა ახლა ეს აზრები? დაშვიდდი და ამ შენს აკვიატებაზე ხვალ ვილაპარაკოთ, მგონი სიცხეც გიწევს
- გაბრიელ მცივა, ძალიან მცივა ჩამეხუტე....
კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 1318 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar