უნდა წავიდე ნაწილი 1
10.04.2016, 19:45
უნდა წავიდე

არასოდეს მიფიქრია ასეთ მომავალზე, თუმცა ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე, არასოდეს იცი რა, როგორ და როდის მოხდება... არასდროს მქონია ისეთი სურვილები, რომელთა განხორციელების შანსი არ მექნებოდა, თუმცა არც არასდროს მიფიქრია ისეთ სიტუაციაში ჩავარდნაზე, როგორშიც ახლა ვარ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი უცნაური ხასიათით ყველაფერი გავაფუჭე, ცხოვრება ჩემი ხელით დავინგრიე. სრულიად ჩვეულებრივ დღეს ამეკვიატა იმაზე ფიქრი, რომ უსუსური არსება ვარ, რომელსაც არაფრის გაკეთება შეუძლია, მართალია სისულელეა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ვაცნობიერებ ამ აზრების აბსურდულობას მაინც ჯიუტად ვაგრძელებ საკუთარი თავის დაკომპლექსებას. თავს ისე ვგრძნობ თითქოს უხილავი ვიყო და შორიდან ვადევნებდე თვალს ამ აქოთქოთებულ სამყაროს, სადაც ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე... ძალიან მინდა ყველაფერი გარკვეული და მარტივად იყოს, არ მჭირდებოდეს ღრმად დაფიქრება რაღაც თემებზე, თუმცა ეს სიმარტივეც არ მხიბლავს, უკე აღარ ვიცი რა გავაკეთო.
-აღარ ვიცი რა მოგიხერხო, რითი დაგეხმარო მითხარი, ხომ იცი ჩემი იმედი ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-არ ვიცი არაფერი მინდა
-არ შეიძლება ადამიანი ცოცხალი იყოს და არაფერი უნდოდეს
-მე მატერიალური არაფერი მინდა, სიმშვიდე მინდა, გადავწყვიტე აქედან უნდა წავიდე
-გაქცევით გინდა თავს უშველო?
-თუ სიმშვიდეს ვიპოვი არ მაინტერესებს ამას რა ერქმევა, სირცხვილია რასაც მე ვაკეთებ, ჩემივე აზრებით გავინადგურე ფსიქიკა
-რა მიკვირს იცი ? იცი აცნობიერებ, არ მოგწონს და მაინც იგივე აზრებით იჭედავ თავს, რატო გამაგებინე, რა გინდა, რატო ისპობ მომავალს? იმის მაგივრად, რომ შენსი თავის კონტროლი ისწავლო პირიქით აკეთებ, შენს თავს არწმუნებ რომ უმაქნისი ნივთი ხარ, შენ რა გგონია სხვებს არ აქვთ უსიამოვნება და რთული პერიოდი ცხოვრებაში? ნუთუ გგონია ყველას გამოსდის ის რაც გულით უნდა, გაიგე ბოლოდაბოლოს იმედგაცუება არ ნიშნავს ბოლოს. მაგრად უნდა დადგე, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვებს უნდა დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ
-არ ვარ ... აზრი არ აქვს არაფრის გაკეთებას, შენ გგონია აწი რამეს შევცვლი? რამდენი თვე გავიდა, ვეღარ მოვასწრებ... აზრი არ აქვს... ტყუილად მელაპარაკები ამდენს
-გვერდში დაგიდექი, გავითავსე შენი მდგომარეობა, გეჩხუბე, რჩევები მოგეცი, მაგრამ აქვს შედეგი?
-მეც მაგას ვამბობ
-სად აპირებ წასვლას?
-არ ვიცი, სადმე, გადაკარგულ ადგილას, ემოციურად გადავიღალე, აღარ შემიძლია მხუთავს ეს ყველაფერი
-მეც?
-მალე უნდა წავიდე
-სანამ წახვალ იქნებ ფსიქოლოგთან წამყვე
-რა უნდა ვუთხრა ფსიქოლოგს? რას მიშველის, კარგი რა, რა მინდა ან რა უნდა ველაპარაკო
-შენ არა მე მინდა მისვლა და მიმყევი, მარტო გამიშვებ?
-კარგი რა ,,ტეხავს“
-,,ტეხავს“ ? კარგი, როგორც გინდა, იმედია ჩემს მეგობარს დამიბრუნებ მომავალში
-იმედია მომავალს შევცვლი.....

ყოველთვის მეგონა, რომ მექნებოდა იმის შესაძლებლობა ყოველი ზაფხული საზღვარგარეთ გამეტარებინა, ახალ-ახალი თავგადასავლებით. ვფიქრობდი, რომ ცხოვრება სულაც არ იყო ისეთი დაუნდობელი, როგრც უფროსები ამბობდნენ, თუმცა ვფიქრობდი.... ყველაზე რთული ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ როცა ნამდვილად დავინტერესდი რაღაცის სწავლით და ჩემს წინ აღმართულმა წინაღობამ წინსვლის საშუალება არ მომცა დავნებდი, სხვებისგან კი გვერდში დგომის ნაცვლად კრიტიკა და ჩემი თავის დამცირება მივიღე. შეიძლება ეს მდგომარეობა ბევრისთვის ჩვეულებრივია და ადვილად გადასატანი, თუმცა მე სუსტი აღმოვჩნდი და ჩემი თავის რწმენა დავკარგე.
-იმედია ჩემებს არ ეტყვი ჩემს მისამართს, სიმართლე გითხრა არც შენთვის მინდოდა მეთქვა ამღაში წასვლა რომ გადავწყვიტე, მაგრამ შენ გესმის ჩემი და ვერ მოგატყუებდი
-საზღვარგარეთ არ გინდოდა წასვლა? მაგ სოფელში რა უნდა გააკეთო სულ მარტომ, შენ ხომ იქ არავინ გყავს ასე უცებ უცხო ადამიანებთან, როგორ წახვალ, ან არ გეშინია? სად დაიძინებ ? სად უნდა იყო, არა ვერ გაგიშვებ ასე, საჭმელი სასმელი არ გინდა? თუ გადაკარგვას აპირებ მთაში, იქნებ მოგიტაცონ>
-ვაიმე უარესად ნუ მთრგუნავ დაწყნარდი, უპატრონოდ არ მივდივარ, ჩემი ჯგუფელის ბებია ცხოვრობს მანდ. მაინც მარტო ცხოვრობს ბებიაჩემიო ცოტას გაერთობა, რომ ჩახვალო . თან მაწყობს მოხუც ბებოსთან არც არაფერი შემაწუხებს და ვიქნები მშვიდათ, იცი თურმე როგორი ლამაზი ბუნებააა, იმ იმედით მივდივარ, რომ სიმწვანეში ჩაძირვა მიშველის
-რომ მომენატრები ხომ შეიძლება ჩამოგაკითხო? ან დაგირეკო?
-არა, არც ჩამოხვიდე და არც დამირეკო, ტელეფონს საერთოდ აქ ვტოვებ, არ მინდა ვინმემ მიპოვოს, შენც თუ რამეს გკითხავენ უთხარი რომ წერილი დაგიტოვე, მაგრამ მისამართი არა და თავი არ მომიკლავს, ხომ იცი ასეთ სიმდაბლესაც იფიქრებენ ჩემზე,
-შენი მშობლები მაინც მეცოდებიან, ასე რომ ტოვებ
-დამიჯერე რომ დავრჩე უარესია, არ ესმით და რა გავაკეთო? მინდა ახლა მამაჩემის რედაქციაში მუშაობა? არ შემიძლია ჯერ იმიტომ რომ თვითონ დამასაქმებს, მერე კიდე ისეთი ქაოსია ვერ გავუძლებ.. არა, მივდივარ!
-წაგიყვან მაინც, ვნახავ სად ვტოვებ ჩემს უახლოეს დას
-კარგი, კარგი დღესვე წავიდეთ, მე მზად ვარ მაინც, ბევრი არაფერი მიმაქვს ხომ იცი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მთელი წელი მეყოფა
-მთელი წლით მიდიხარ?
-ვინ იცის? თუ რა თქმა უნდა ქალბატონი თამთინა გამიძლებს და ნებას დამრთავს დავრჩე
-კარგი, წავიდეთ, ისე სულ გვინდოდა ხევსურეთში დასვენება გახსოვს? ოცნებადაც კი გვქონდა ქცეული, ახლა კი შენ ისრულებ ამ ოცნებას
-შენც დარჩი თქო გეტყოდი მაგრამ მერე შენც დაგიწყებენ ძებნას და მეც მიპოვიან, თანაც მარტოობა მინდა
-ხო მეც ისე გღლი, რომ ჩემგან თუ არ დაისვენე გადაიწვები
-კარგი რა ნუ გწყინს, შენ მაინც ხო ხვდები რას ვგულისხმობ?
-მეც მიკვირს ხოლმე რატო მესმის შენი, იცი იმედი მაქვს, რომ ამღიდან ძველებურად ხალისიანი და გაწონასწორებული ქალი დაბრუნდები, რომელიც სწავლას გააგრძელებს და კარიერას მოიწობს, რათქმაუნდა პირად ცხოვრებასაც უნდა შეავლო ხელი
-პირადი ცხოვრება? ჰმ კარგი რა, თუ კარიერა მოვიწყვე, რაში მჭირდება პასუხისმგებლობით აღსავსე ურთიერთობები?
-კარგი რა ასე ახლა ამბობ
-წინ იყურე შენ და ვინმეს არ შევასკდეთ
-თემა ნუ გადაგაქ, აი ნახავ შეგიყვარდება ვიღაც
-ხო მერე ცოლად გავყვები და სახლში გამოვჯდები, რათა ბავშვები ვზარდო და სადილენბი ვაკეთო?
-კარგი რა ნუ ართულებ ყველაფერს, არაა აუცილებელი სახლში გამოჯდე, ან თუ ეგრე მოხდა მაგასაც აქვს თავისი ხიბლი, რა ჯობია შენს საყვარელ ადამიანებს მიხედო და იზრუნო მათზე?
-ისე ნუ ლაპარაკომ თითქოს შენც იმათი მომხრე იყო ,,ქალი ვიცი მე კუხნაში“ რომ გაიძახის
-უბრალოდ, შენს დაყოლიებას ვცდილობ პირად ურთიერთობებზე, ან იმ ბიჭს რას უწუნებდი დედაშენი რომ გირიგებდა?
-აი ახლა გაჩერდი, ეგ თემა დაიხურა..
-მგონი ჩამოვედით ხო?
-დიახ აი ეს არის ამღა, იცოდი ამღა–მონაპირე სოფელია არხოტის თემისა.სოფლის შესასვლელში, ხელმარჯვნივ, "საბეკურია" – ხატის წმინდა შენობა, სადაც, ხალხური გადმოცემით, ქველსა და გულთმისან ხოგაის მინდის ( პროტოტიპი ვაჟა–ფშაველას "არსთა მხედი" გველის მჭამელისა) უცხოვრია. შეუმჩნეველ შეფერდებაზე, ციდან "სინათლის სვეტად ჩამობრძანებული"' ჯიხვ–ირმის ხავსიანი რქებით შემკული იახსრის ხატია. ზევით, ხევის პირზე, ფიჭვნარის ჩრდილში რკენაა (პეტრე ნაღარისპირისა") – ქარჩათ მამიშვილობის სალოცავი. ნახე რა სილამაზეა ირგვლივ
-მართლაც რა საოცარი ადგილია, აქ გადაკარგვა მოგინდება
-ახლა ვიპოვოთ თამთინას სახლი, როგორც ვიცი გველოდება

-წადი ახლა და არავის უთხრა სად ვარ
-ფრთხილად იყავი იცოდე და თავს გაუფრთხილდი, თუ რამე თამთინას ტელეფონიდან დამირეკე
-კარგი მადლობა ლილე

-ჩემმა ქალაუმ, რომ მითრა სტუმარს გიგზავნი სახლშიო, გავიკვირვე არავინ მსტუმრობს წელიწადის ამა დროს, ხანდახან ბერდიას ძმის შვილისშვილი თუ მომიკითხავს, ღმერთმ მოწყალება მოქცენ ქალაუ
-ბერდია თქვენი ქმარი ხომ? თქვენ წიკლაურები ხართ გვარად თამთინა ბებო? ხო შეიძლება ასე მოგმართოთ?
-კი ბებო, როგორ არ შეიძლება, წიკლაურები ვართ ჩვენ, მეც ჩემი ქმრის გვარზე ვარ ახლა
-თქვენც ხევსური ხართ ბებო?
-არა მე იმერელი ვარ ბებო, დედა მყავდა ხევსური, ნენე ლიქოკელი, ისე მოხდა , რომ ბერდია ბებიაჩემთან სტუმრობის დროს გავიცანი...ახლანდელი თაობისთვის მიუღებელია მოტაცება, მაშინ მეც წინააღმდეგ ვიყავ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, რომ გითხა არ მიყვარდა ჩემი ქმარითქო მოგატყუებ თანდათან ისე შემიყვარდა მის გარეშე სუნთქვას თუ შევძლებდი არ მეგონა, მაგრამ ხევსურეთმა გამაძლიერა ბებო ეს იმერელი ქალი კლდის ქალად მაქცია... წიკლაურთა შორეული წინაპარები ახმეტელი თავადები ყოფილან, გვარად შანაშვილები, შემდეგ მომრავლდნენ წიკლაურები და სხვა ტერიტორიაზეც დასახლდნენ დიდი ისტორია ბებო მათი წარსული
-ბერდიას რა დაემართა ბებო?
-ოთხი წელი ვცხოვრობდით ბებო ერთად, ჯიხვზე სანადიროდ წავიდა ერთ დღეს, დიდი თოვლი იყო იმ ალბედით წელს... არ დამბრუნებია მისი სხეული იმ საშინელი დღის მერე ბებო, ტალავრის ნაფხრეწები იპოვეს სოფლის კაცებმა, ნადირმა დამიგლიჯა მისი თავი... მიჭირდა მთაში ფეღზე დგომა, მარტოდ მარტო დარჩენილს სამი წლის შვილით, მაგრამ გავძელი და გავზარდე საამაყოდ, თუმცა ოთხი წლის წინ მის სიკვდილსაც მომასწრო ღმერთმა...
-რა საშინელებაა, ამდენი რამე როგორ გადაიტანეთ
-მეც მიკვირს ბებო, მეც მიკვირს მაგრამ რას ვიზავდი? დამეტოვებინა ბერდიას სახლი? არ შეიძლებოდა და ვერც შევძლებდი აქაურობას გავცლოდი, თავი შევწირე აქაურობას
-საოცარი ქალი ხართ, ნამდვილი ხევსური ძლიერი ქალი
-იმერელი ხევსური ქალი
-ძალიან მეუხერხულება თქვენ, რომ გაწუხებთ ჩემი პრობლემების გამო
-ნუ წუხარ, შვებაა ასეთ დროს შენი გამოჩენა ჩემთვინ, არა გკითავ რა გიჭირს, როცა გული გაგითბება და გენდომების მითხარ თვითონ, რამდენ ხანსაც გინდა იმდენ ხანს დარჩი ბებო, ზედა სართულზე ოთახი გაგიმზადე და იქ მოეწყვე, ღამით ნუ შეგეშინდება მგლის ხმა რომ გაიგო, აქ არაფერი გემუქრება მშვიდად იყავი....
-კარგით უღრმესი მადლობა
საოცრება დილით ჩიტების ჭიკჭიკი, რომ გაღვიძებს.. ფარდას სიო არხევს და ფანჯრიდან საოცარი პეიზაჟი იშლება გადაყვითლებული მთები. შემოდგომა, დრო რომელიც რაღაცნაირად მათბობს.... ყვითელი, წითელი და ყავისფერი ფერები თითქოს გარს მეკვრის და ჩემში იღვრება...გამხმარ ფოთლებზე სიარული პატარა ბავშვივით მიხარია, თითქოს მათ ტკაცუნში ემოციებს გამოვხატავ და ვიცლები...
-დილა ადრიან ამდგარხარ ქალაუ
-მინდა მოგეხმაროთ ყველაფერში სანამ აქ ვიქნები
-როგორ დაგასაქმო ბებო
-ძალიან გთხოვთ, თავს უხეხულად ვიგრძნობ თუ არ მოგეხმარებით, მე უკვე თქვენს შვილიშვილად ვთვლი თავს
-მასეც უნდა იყოს ბებო, მოდი მაშინ სამზარეულოში მომეხმარე, საჭმლის გაკეთება იცი ბებო?
-კი მგონი რაღაცეები გამომდის
-ჰოდა შენს განკარგულებაში ვტოვებ ყველაფერს, აბა ჩემმა შვილიშვილმა შარშან ზაფხულს, რომ მესტუმრა კვერცხს შევწვავო და გადაბუგა ყველაფერი
-ჰოო ელენე საოცარი კულინარია, ისე ძალიან თანამედროვედ ხართ მოწყობილი, თანაც ძველებურ სტილთან საოცრად შერწყმულია ეს ყველაფერი
-ჩემმა შვილმა სიკვდილამდე ყველაფერი მომიწყო, კომფორტი უნდა გქონდეს სახლშიო, თუმცა ხევსურული იერსახე არ დაუკარგავს სახლს, ბერდიას ძმის შვილისშვილიც გვერდში ედგა ჩემს ვაჩეს, პატარა იყო იოანე, მაგრამ გვერდში გვედგა სულ, ახლაც არ ვავიწყდები ჩემს ბიჭს.
სამზარეულოში ფუსფუსის დროს სულ გადამავიწყდა ყველაფერი, მთელი გულით ვამზადებდი სალათებს და ტკბილ პეჩენიებს, ბავშვობის შემდეგ, რომ არ გამომიცხვია. ნეტა როგორ ვიცხოვრებდი აქ რომ დავბადებულიყავი რამდეიმე ათეული წლის წინ, გავიზრდებოდი აქაური ტრადიციებით, ჩავიცვამდი ტალავარს ვიქნებოდი მართლაც კლდესავით ძლიერი ქალი, დიდი ნებისყოფით და გამჭრიახობით გამორჩეული, სხვანაირად არც იქნებოდა ამ მთების წყალობით, ეს ბუნება მაქცევდა უდრეკად და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ ადამიანად.

სისულელეა ვიცი, თუმცა ვერაფერს გავაწყობ თავში შემოჭრილ გამგმირავ აზრთა წინაშე, რომ არა ეს ყველაფერი, ხალხი, მათი აზრი, ჩემი პრინციპები და ბევრი სხვა რამ, არაფერი იქნებოდა ისე, როგორც ახლა არის....
ორი თვე გავიდა რაც ამღაში ვარ, თამთინა ბებოს უფრო დავუახლოვდი, ღმერთს ვევედრები მის ასაკში მეც ზუსტად ისეთი მამყოფოს, როგორიც ის არის. ძალიან შევეჩვიე ამღას, საღამოობით მინდვრებში სეირნობა ტრადიციად მექცა, მიუხედავად იმისა რომ უკვე თოვლი დევს მთის კალთებზე და სულაც არ არის პატარა, მაინც არ ვუშინდები გზის აბნევას და ჯიუტად ვაგრძელებ თოვლში ხეტიალს. ერთად ერთხელ დავურეკე ლილეს და ელენეს. ჩემს მშობლებს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს დიდად აღშფოთება არ გამოუხატავთ ჩემი გადახვეწის შესახებ, რომ გაუგიათ. ლილეს თქმით დედაჩემი მხოლოდ იმაზე ჯავრობს, რომ ვაჩეს გული ვატკნე. ამ არაკაცის გახსენებაზეც კი თავს ცუდად ვგრძნობ, ერთ-ერთი მიზეზია იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც ჩემს თავში ჩავიკეტე. ვაჩეს მშობლები და ჩემები ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ჩვენც დაბადებიდან ერთად გვზრდიდნენ, არაფერი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი რაც ვაჩემ და ლილემ არ იცოდნენ, ერთად გვიჭირდა და ერთად გვილხინდა, როდესაც სკოლა დავამთავრეთ რატომღაც ორივემ ავიტეხეთ ჟურნალისტიკაზე ვაბარებთ თქო და მართლაც დაუღალავი შრომით ჯგუფელებიც გავხდით, ვაჩეს დამსახურებით არავინ იყო ჩემს პირად ცხოვრებაში, ჩემს გვერდით ბიჭს დაინახავდა თუ არა, რაღაცას ეტყოდა და ისინიც ლაჩრებივით ორთქლდებოდნენ ადგილიდან, ისიც კი ვიფიქრე ხომარ შევუყვარდითქო მაგრამ ამ სისულელის გაფიქრებაც კი მზარავდა, ასე დავკარგავდი, დავიხრჩვებოდი მასთან დანაკუწებული ურთიერთობით, თანდათან ისეთი შეხედულება შემექმა, რომ ვფიქრობდი პირადი ცხოვრება დროის ფუჭი კარგვა იყო, მაღიზიანებდა წყვილები და გაუფასურებული, გაცვეთილი სასიყვარულო სიტყვები... ყველაზე მეტად შევიყვარე ჩემი თავი და ვერც ვიფიქრებდი თუ კიდევ სხვისი შეყვარება შემეძლო, გავეგოისტდი.... ერთ დღეს ლექტორმა პროექტის მომზადება დაგვავალა მე რამდენიმე ჩემს ჯგუფელს ერთად უნდა ჩაგვეტარებინა კვლევა და სტატისტიკური ანალიზი გაგვეკეთებინა, ვაჩეს კი სხვა ჯგუფელებთან ერთად და ამ ორი პროექტიდან გამარჯვებული ჯგუფი გაივლიდა სტაჟირებას ერთ-ერთ პრესტიჟულ ტელეკომპანიაში... მთელი ერთი კვირა დღე და ღამე გასწორებული გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობდით საუკეთესოები ვყოფილიყავით. პრეზენტაციის წინა საღამოს ვაჩე გვესტუმრა სახლში მშობლებთან ერთად და მაშინ ფეხქვეშ მიწა თუ არ გამომეცლებოდა და ჩამიტანდა არ მეგონა... ჩემი ბავშვობის მეგობარი ამაზრზენი სიტყვებით ისეთ შეურაცხყოფას აყენებდა სიყვარულს, რომ მინდოდა მომეკლა, ჩემი ხელით გამეგუდა, არც კი შემეძლო იმის დაშვება, რომ ვაჩე ამდენ რამეს იგონებდა, დღემდე ვერ გამირკვევია რატომ მოიგონა, რომ ათი წლის მერე ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ, აღფრთოვანებული დედაჩემი ემოციებს ვერ მალავდა, მე კი საერთოდ გავითიშე, ხმასაც ვერ ვიღებდი არადა იმდენი რამის თქმა მინდოდა, მინდოდა მეყვირა და გამელანძღა ასეთი უტიფრობისთვის
- ,, ერთი მეგობარი მყავდა. მგავდა. ისიც სხვებისთვის სიცილიანი იყო. ჩემთანა იყო უღიმილო. მე - მასთან. სიცილით დაღლილებს ვგავდით. ერთად შეგვეძლო მოგვეწყინა. მერე შევიცოდეთ ერთმანეთი და ზურგით დავდექით. მის ზურგს ვგრძნობ როცა ვიღლები. ბედნიერებაა ისეთი ადამიანი ვისთანაც მოწყენა შეგიძლია. აი ასე.. მიხვალ დაუდგები ზურგით და მოიწყენ. შენ მის ზურგს გრძნობ - ის შენსას. იცი, რომ არ მოგცემს დაცემის უფლებას. იცის, რომ ხელს შეაშველებ და არა დაეცემა.“ ეს სიტყვები გახსოვს ვაჩე? ჩვენ ერთმანეთის საყრდენი ვიყავით... მხოლოდ ვიყავით... გეკითხები გახსოვს? მე ეგ მეგობარი მომიკვდა, აღარ მყავს დაიმახსოვრე... შენ არაკაცი ხარ ასეთ რამეს, როგორ იგონებ, რას გავს შენი საქციელი? ესაა შენი ძმობა? და ამის მერე თვლი თავს ვაჟკაცად? რა საჭირო იყო ეს ყველაფერი?

მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და გავითიშე... გონს როცა მოვედი უკვე დილა იყო, სისუსტეს ვგდძნობდი, მაგრამ სურვილის მიუხედავად უნივერსიტეტში უნდა მივსულიყავი. რას ვიფიქრებდი კიდევ ერთი საოცრება თუ დამხვდებოდა იქ მისულს... ჩემი ხელით გამზადებული პროექტის წინ ვაჩე იდგა და განიხილავდა თითოეულ დეტალს, რომელზეც ბევრი ,,იწვალა“, ჩემი ჯგუფის წევრები გაოცებულები იყვენენ და რატომღაც მე მადანაშაულებდნენ პროექტის გასხვისებაში, მაგრამ არც ერთს არ უფიქრია ეს მე რაში დამჭირდებოდა...

ამ ფიქრებში ისე ჩავიკარგე ვერც კი შევნიშნე მეზობელი სოფლის საზღვარზე როგორ აღმოვჩნდი, ირგვლივ ისეთი თოვლი იყო სიარულის სურვილს ისევ მიღვიძებდა, მაგრამ შინ უნდა დავბრუნებულიყავი. მივდიოდი ნელა და ჩემს სამყაროში ჩაკარგული, როცა მანქანის ხმა მომესმა აშკარა იყო რომ ვიღაც ჩარჩა თოვლში, ასეთ ამინდში აქ რომ ამოხვალ არც ისე ნორმალური უნდა იყო.....

ისე მივიწევდი მანქანისკენ თითქოს ჯანღონით სავსე მთის კაცი ვყოფილიყავი, ვინც მანქანის ამოყვანაში მიეხმარებოდა ამ გზა აბნეულ უცნობს...
-უკაცრავათ იქნებ რამეში მოგეხმაროთ, აკანკალებული ხმით ძლივს ამოვიხრიალე და ჩემს წინ ზურგშექცევით მდგარ მამაკაცს მივაჩერდი, რომელიც სულაც არ აპირებდა მობრუნებას, კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა მანქანის კარი გაიღო და კიდევ ერთი მამაკაცი გადმოვიდა, უფრო სწორად თოვლში ჩარჩენილის კვალობაზე მხიარულად გადმოხტა
-გაბრიელ რა უჟმური ხარ შენს უკან თვით ანგელოზი მდგარა და ვერ შეამჩნიე? ჩემზე მიუთითა მეორეს, თურმე გაბრიელს და ღიმილით მომიახლოვდა
-მე იოანე ვარ შენც ჩარჩი თოვლში თუ რა ხდება, მართლა ციდან ხომ არ მოგვევლინე?
-ციდან ნამდვილად არ მოვფრენილვარ, ვსეირნობდი და მანქანა დავინახე, ვიფიქრე რამე ხომ არ ჭირდებათქო
-შენ ვის რაში უნდა დაეხმარო გოგონი? აგდებით რამდენიმე სიტყვა მომიგდო გაბრიელმა და მანქანის საბურავებს მიუბრუნდა
-ყოველ შემთხვევაში თქვენსავით თითებით გზის გაკვალვას არ დავიწყებდი, უტაქთო თქო ჩავილაპარაკე და იოანეს გავხედე, რომელიც საეჭვოდ მათვალიერებდა, ბოლოს მისმა მზერამ რომ შემაწუხა ვკითხე რას მომშტერებიხართქო
- შენადა აქ ვისთან ხარ ჩამოსული?
-არავისთან, აქ ვცხოვრობ
-ახლა ვგავარ სულელს? ამ სოფელში ახალგაზრდა არავინ ცხოვრობს ასე რომ ვისთან ხარ თქვი, რომ დავიძრებით ხომ უნდა მიგიყვანოთ მაიც,
-შენ მაგ გოგოს ელაპარაკე და ხვალამდე ვერ გავალთ აქედან
-რა უჟმური ხარ შენს ძმობას ვფიცავარ, ისე ამ გოგოს სახელი აქვს ხო? მაგრამ არ გითქვამს რა გქვია
- აგნესა, აგნესა მქვია...
-ოჰ წმინდა გოგონა სპეტაკ თოვლში, გადმომხედა ირონიული სახით გაბრიელმა და მანქანაც დაქოქა, დიდხანს იდგებით იოანე მანდ თუ წამოხვალთ, მივიყვანოთ ეგ გოგოც, უკაცრავად აგნესაც და წავიდეთ შენს ნათესავთან....

5555555
შენ გგონია ასეთ ამინდში გზაზე დაგტოვებთ გოგონი? თვალისმომჭრელად გამიღიმა იოანემ და გაბრიელს გადახედა, რას მებღვირები თუ ძმა ხარ? არა, აგნესამ ღმერთს მადლობა უნდა უთხრას მარტო შენ რომ არ გადაგეყარა სადმე თორემ რა სახლში მიყვანაზე იქნებოდა ლაპარაკი ცოცხლად შეჭამდი გოგოს
- იოანე მორჩი ლაზღანდარაობას და კითხე ერთი სით უნდა წავიდეთ
- ჯერ პირდაპირ უნდა ვიაროთ და მერე პირველ მოსახვევში უნდა შევუხვიოთ, უემოციოდ ჩამოვარაკრაკე და შუბლშეკრულ გაბრიელს გავხედე, რომელიც მგონი სულაც არ აპირებდა მანქანის დაძვრას
- შენ როცა გკითხავენ მაშინ უნდა გასცე პასუხი
- უკაცრავად მაგრამ რას მეუხეშები ? რამე დაგიშავე ?
- გაბრიელ ზედმეტი მოგდის რა ჯანდაბა გჭირს რას კბენ ამ გოგოს?... შენა და აგნეს მაქეთ ვისთან მიდიხარ? ჩვენც მაქეთ ვართ მისასვლელები ისე , და მოიცა არ მითხრა ახლა თამთინასთან ვარ სტუმრადო?
- მოიცა შენ ის იოანე ხარ?
- თამთინამ მოასწრო ჩემი გაჭორვა უკვე?
- რას ამბობ, კარგის მეტი არაფერი უთქვამს მის ქმარ-შვილზე მომიყვა რაღაცეები, ძალიან ძლიერი ქალია
- ნამდვილად, შენ კიდევ არ გეცოდინება ბევრი რამ რაც გადაიტანა... გაბრიელ პირდაპირ სახლთან გააჩერე, ხომ არ დაგავიწყდა აქაურობა?
- აქაურობა როგორ უნდა დამავიწყდეს ძმაო, შენ ეგა თქვი თამთინა მიცნობს ნეტა ამდენი წლის შემდეგ?
- შენ მაგას ნუ ეხუმრები რა მახსოვრობა აქვს არ იცი?, გადავიდეთ ახლა....
ბებო! თათო! ასე უნდა დამხვდე? სად ხარ? თბილი ხმით ეძახდა იოანე თამთინას და თვალებს მთელ ეზოში აცეცებდა
- დედა ჩემი ონავარი ბიჭი მოსულა, შენ შემოგევლე შემოდი იო
- თათო მთის ქალად მაინც ვერ იქეცი ბოლომდე, რა ემოციებია რა არის ეს? ცრემლებით და ქოთქოთით უნდა შემხვდე? მაინც იმერელი ხარ
- ოხ შე არ მოსასპობო, ჩემი ქალაუ სად იპოვე? ან ეს ბიჭი ვინ არის ვიღაცას ვამსგავსებ ბებო და ვერ გავიხსენე
- აგნესას გზაზე გადავეყარეთ, უფრო სწორად ის გადაგვეყარა, გამიხარდა შენი სტუმარი რომ აღმოჩნდა და მარტო არ ხარ
- არადა შენს მახსოვრობას ვაქებდით თამთინა ბებო, საუბარში გაუბედავად ჩაერთო გაბრიელი და თავი მოისაწყლა
- ვაიიი ეს ის ,,კუშტა“ არ არის? გაბრიელი
- აგნეს არ გაიკვირვო ამისი ზედმეტსახელები, როგორი სიფათითაც ახლა მოძრაობს ეგეთი უჟმური იყო ადრეც, ბავშვობაში ყოველ ზაფხულს აქ ვისვენებდით და გაბრიელი თამთინას სიმწრით ნაზარდ ქათმებს ფეხებს ხან ქვით ატეხავდა, ხან ჯოხით მერე ისეთი სახით დადიოდა თვით თამთინას ეშინოდა საყვედურის თქმა ვაი თუ მეც არ მიმაყოლოს ჩემს ქათმებსო
-ოჰ დიდი ონავარი ბავშვები იყავით მაგრამ თქვენზე უკეთესი არავინ გაუჩენია ღმერთს ჩემთვის, წამო აგნეს სუფრა გავუწყოთ ბიჭებს მოშიებულები იქნებიან, ცოტა შენც გათბი და მოითქვი სული,- თან მომიყევით ბიჭებო რას საქმიანობთ თქვენები როგორ არიან? იო ელენე როგორაა ჩამოსვლას არ აპირებს წელსაც? მე კი მირეკავს და მკითხულობს მარა ეგ უშველის საქმეს
- ყველანი კარგად არიან თათო მოკითხვა დამაბარეს შენთან და თუ სამსახურს დავეხსენით თამთინას სახლ-კარს დავიპყრობთო, რაც შეეხება ელენეს, ხომ იცი თათო რაც ვაჩე აღარაა ვერ მოდის აქეთ
- ამდენი ხანი გავიდა და მაინც ვერ გადალახა ეგ ბარიერი, ჩემი საწყალი გოგო
- ყველას ძლიერი გვეგონა ასე მალე როგორ შეელია მამის სიკვდილს თქო მაგრამ დამიჯერე ახლაც არ აქვს ეგ ამბავი გაცნობიერებული, გულში იკლავს დარდს და ასე უფრო მეცოდება...
- რამდენიმე წელია ვიცნობ ელენეს პირველი კურსიდან ერთად ვართ, თუმცა არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ უგუნებოდ ყოფილიყო, მოსიარულე პოზიტივს ვეძახი საერთოდ რომ არ გეღიმებოდეს ისეთ რაღაცეებს მოგოყვება სიცილით მოგკლავს, სულ გადაგავიწყებს საკუთარ პრობლემებს
- ეჰ აგნეს ისე არ მინდა მოვკვდე რომ არ ჩავიხუტო, ჩემი ერთადერთი შვილისშვილი
- რაღა დროს სიკვდილია თამთინა ბებო? შენ ძალიან ძლიერი ქალი ხარ და ამასაც გაუძლებ....

******
სიყვარული - სითამამე,
ორი რამე, რაც ვერ ვნახე.
დრო კი მალე
ფიქრებს არევს....
კატეგორია: რომანი | დაამატა: NANO
ნანახია: 2790 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
რა კარგი და სასიამოვნოა :*
avatar