უცხო ( თავი მეორე )
26.10.2017, 20:39
ანაბელმა სახლამდე მიიყვანა და დატოვა. თვითონ კი, სახლში წავიდა. ბარგი ჰქონდა ჩასალაგებელი, ხვალ უკვე მიემგზავრებოდნენ.
- მოხვედი, დეე? - სამზარეულოდან გამოსძახა.
- კი და ძალიან დავიღალე, ყველა მაღაზია შემომატარა.
- არ გშია? დილის მერე ალბათ არაფერი გიჭამია, უკვე საღამოა.
- არა, კაფეში შევედით. უბრალოდ წავალ ცოტახანი დავიძინებ და ბარგს მერე ჩავალაგებ.
- დეე, მე ჩაგილაგე ყველაფერი. ეხლა რაც იყიდე ისინი დავამატოთ.
- მიყვარხარ ძალიან. - აკოცა და ოთახში შევიდა.
უცნობზე ეფიქრებოდა, მის მწვანე თვალებზე და მარწყვივით წითელ ტუჩებზე. თავი გააქნია, აბეზარი ფიქრების გასაფანტად.
საღამო იყო რომ გაეღვიძა და ოთახიდან გავიდა მისაღებში. ანასტასიამ ყავა მასაც მოუდუღა და მაგიდაზე დაუდგა ფინჯანი, თავის საყვარელ ნამცხვართან ერთად.
- შვილო, შენთან მინდა სერიოზულ თემაზე საუბარი, არ მინდა ისე წახვიდე რომ სიმართლე არ იცოდე.
- რა ხდება დეე? - გულის სიღრმეში იცოდა, რაზეც სურდა საუბარი მაგრამ მაინც ჰკითხა.
- ყველაფერი კარგადაა.. მამაშენზე მინდა ყველაფერი მოგიყვე. უფლება გაქვს იცოდე. - ქალს თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ სადინარებიდან გადმოსვლის უფლება არ მისცა. ემძიმებოდა ამ თემაზე საუბარი და ყველაფრის გახსენება.
- თუ არ შეგიძლია, მერე ვილაპარაკოთ. არ მინდა ინერვიულო. - ძალიან უნდოდა მოესმინა მამის ისტორია, მაგრამ თან ეშინოდა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც მის ოცნებებში დაეხატა.
- არა! მომისმინე და არ შემაწყვეტინო გთხოოვ.
ანასტასია ოთახში გაუჩინარდა და მალევე დაბრუნდა უკან. ელიზაბეტმა, დედის ხელში დღიური შეამჩნია. იმდენად ძლიერ უჭერდა თითებს, რომ სილურჯეში გადასდიოდა სიწითლიდან. მთელი ტანი უკანკალებდა, არ იყო ადვილი ამის გაკეთება ანასტასიათვის. ყელში ბურთი ებჯინებოდა. თავს ძლივს იკავებდა, შვილის წინაშე რომ არ ატირებუყო. არ გეგონოთ შვილის რცხვენოდა, უბრალოდ იმის აღიარება არ სურდა, რომ კვლავ უყვარდა ირაკლი სამხარაძე.
- სჯობს ეს დღიური მოგცე, აქ ყველაფერი წერია ჩემსა და მამაშენის შესახებ! - დღიური გაუწოდა და ოთახში გაუჩინარდა.
ელიზაბეტი რას გრძნობდა?! სიხარულს იმიტომ რომ გაიგებდა მამის შესახებ ყველაფერს. გულიც სტკიოდა მის გვერდით, არ ყოფნის გამო. დღიურთან ჩახუტებულმა დაიძინა, ვერ ბედავდა გადაშლას. დილით ადრე გამოეღვიძა, ფრენა ექვს საათზე იყო. თელავიდან ჩასვლას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ადრე უნდა გასულიყვნენ. დილის პროცედურები ჩაიტარა, შემდეგ მოემზადა და მისაღებში გავიდა. დედა უკვე გამზადებული დახვდა. ყავა და კრუასანი მიირთვეს. დამაინემ ორი საათისთვის, მანქანით გამოუარა და აეროპორტში წავიდნენ. მალე ამცნეს ჩასხდომის შესახებ. ერთანეთს დაემშვიდობნენ, ჩაეხუტნენ. ყველა ტიროდა ანასტასიას გარდა. მხოლოდ უთხრა ,,უფალი გფარავდეს, შენი იმედი მაქვს და ვიცი, რომ რაც გწადია ყველაფერს მიაღწევ’’.
იმ დროს როდესაც თვითფრინავი , ჩვეული სწრაფი სვლით მიწას საბოლოოდ მოსწყდა და აიჭრა პირქუში ღრუბელთა საკმაოდ გრძელი ფენისკენ. ღვედი კიდევ ერთხელ შეისწორა და თვალები მოჭუტა. ხელებ- შუა მოქცეულ დღიურს, რომელიც დედამ მისცა წასაკითხად, ძლიერად მოუჭირა თითები. წინ დიდი და დამღლელი გზა ელოდა, ამინდიც ნოსტალგიური იყო. იცოდა მისი ყოველი მცდელობა დაძინების ამაო იქნებოდა. სურვილი დიდი იყო დღიურის წაკითხვის. ბოლოს ყურსასმენები მოირგო, დღიურს თითები გადაუსვა, როგორც მისთვის მნიშვნელოვან საგანძურს. დამიანეს და ანაბელს, რომ ჩაეძინათ გადაშალა პირველ ფურცელზე და კითხვა დაიწყო.
**********
28.08.1996
გამარჯობა ჩემო დღიურო, არასდროს ასე მძაფრად არ მსდომებია, ვინმესთვის გული გადამეშალა. არასოდესო ვამბობ, ალბათ გეცინება ხომ?! არადა სულ რაღაც თვრამეტი წლის ვარ. სამეგრელოში დავიბადე და სოფელ ნაჯახავოში კი გავიზარდე. მოდი ცოტას ჩემს ოცნებაზეც მოგიყვები. ბავშობიდან ძალიან მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი და გაჭირვებული ადამიანებისთვის მემკურნალა. ამიტომაც გადავწყვიტე სამედიცინოზე ჩამებარებინა. სკოლა წითელ დიპლომზე დავამთავრე, ამიტომ უნივერსიტეში სრული დაფინასებით მოვხვდი. თავიდან მამა წინააღმდეგი იყო. ჩემს გარდა არავინ ჰყავდა, ამიტომ არ უნდა მისგან შორს გავეგზავნე, მისი მესმოდა კიდეც. ჩემდა საბედნიეროდ, დედამ შეძლო მისი გადარწმუნება. თბილიში დეიდა მყავდა, გადაწყვიტეს მასთან მეცხოვრა. ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვწუხდი, აქამდე მშობლებისგან შორს არ ვყოფილვარ.

29.08.1996
წამოსვლის წინ, ბებომ გზა დამილოცა და რჩევები არ დაინანა.
- კარგი რა ბებო, ომში კი არ მივდივარ ?! ზაფხულში გესტუმრებით, მალე გავა დრო. - ძალიან მიყვარს თამარა ბებო, თბილი ქალი არის.
- დაანებე ბაღანას თავი, ნუ შეაწუხე შენი დარიგებებით. ჭკვიანია ჩემი ტასუნია, მიხედავს თავს. - თბილად გამიღიმა ჯემო პაპამ.
- გააჩუმე, შენ ეგ გრძელი ენა. თბილისი იმხელა ქალაქია, შეიძლება რამეს გადაეყაროს და ხომ მოვიკალი თავი. - ბებოს დანაოჭებული თვალის უპეებიდან, ცრემლები გადმოსცვივდა. მასთან მივედი კოცნით ამოვუშრე თვალები და გულში ჩავიკარი.
- ნუ ღელავ ბეე, ყველაფერს გავითვალისწინებ.
- დედა იმის თქმა დაგავიწყდა, სანამ მარშუტკა არ გაჩერდება იქამდე არ ჩამოვიდეს. - სიცილით უთხრა გოჩამ, მამაჩემმა .
ყოველთვის მეცინებოდა მათ კამათზე და ძალიან მიყვარდა მოსმენა. არ ვიცოდი, მათ გარეშე როგორ გავძლებდი. კიდევ ერთხელ მოვავლე არემარეს თვალი, გონებაში ვიბეჭდავდი ყველაფერს. დავემშვიდობე და შემდეგ მანქანაში ჩავსხედით. სადგუმარმდე მივედით. მამას მთელი ძალით ჩავეხუტე, ცრემლები ვერ შევიკავე და ტირილი წამსკდა. ვიმახსოვრებდი მამისეულ სუნს, რომელიც ბავშობიდან ასე ძალიან მიყვარს. ბოლოს ძლივს მოვშორდი, დედაც დაემშვიდობა და მარშუტკაში ავედით. ფანჯრის მხარეს დავიკავე ადგილი, დედა კი გვერდით მომიჯდა.
ფანჯარა გამოვხსენი. შემომავალი აგვისტოს გრილი ჰაერი, საამოდ მეფინებოდა სახეზე. მოწყენილი გავცქეროდი, სიყვითლეში შეპარულ სიმწვანს. რომლის სილუეტები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ყოველთვის რთულია, დატოვო ის გარემო და ადგილი სადაც გაიზარდე, სადაც ბავშობა გაატარე. უნებლიედ ნოსტალგია შეგიპყრობს და მოგონებები მოგეძალება. ზუსტად ასე დამემართა, ვიხსენებდი ბავშობის ტკბილ მოგონებებს. სკოლის პერიოდს, პირველ შეყვარებულს და გულის ტკენას.
- როდემდე უნდა იყო ასე? - ფიქრებიდან ლიას ხმამ გამომიყვანა.
- ჰო, დე რა არის? - სწრაფად მივაბრუნე მისკენ თავი. თვალებში ჩაგუბებულმა ცრემლებმა დენა იწყო ლოყებზე.
- რა გატირებს გოგო, მთელი ცხოვრება კი არ მიდიხარ. ნეტავ რომ გათხოვდები, მერე რაღას იზავ?! ხომ არ გგონია ჩვენთან გაცხოვრებთ. - სიცილით მითხრა და შუბლზე მაკოცა.
მის მხარზე ჩამოვდე თავი, თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. ძილიდან დედის ხმამ გამომიყვანა. ჩამოვედითო მითხრა. ძალიან გამიხარდა, დიდი ხნის უნახავ დეიდას ვნახავდი. გარეთ ბიძაჩემი თემო და ნანა დეიდა დაგვხდა. გავიქეცი და ორივეს ჩავეხუტე მთელი გულით. ბარგი აიღეს და სახლში წავედით სამარშუტო ტაქსით. ძალიან ლამაზი იყო თბილისი, მწვანეში ჩაფლული. მალე მივედით სახლში, ლიფტით მეხუთე სართულზე ავედით. სახლში დეიდაშვილი დამიხვდა, როგორ მომნატრებია, ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა.
- დამსვიიი.. დამსვიი.. რას აკეთებ გიჟოოო? - მთელი ხმით გავკიოდი. ბოლოს ნება იბოძა და დამსვა.
- როგორ მომენატრე, ჩემო შავ თვალება გოგოვ. - ლოყები დამიკოცნა.
- მეც ძალიან მომენატრეე, მაგრამ ცოტახანი წავალ დავისვენებ, ძალიან მეძინება.
ოთახი მიმასწავლა დეიდამ. სააბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და დავწექი, მალევე ჩამეძინა. საღამოთი გამომეღვიძა, მისაღებში გავედი და დედას მივუჯექი გვერდზე.
- როდის გეწყება სწავლა? - მკითხა საბამ.
- პირველ სექტემბერს მეწყება - დეიდან ყავა მომიმზადა და ჩემს საყვარელ ნამცხვართან ერთად მომიტანა.

1.08.1996
ხვალ პირველი სექტემბერია , ჩემო მეგობარო და პირველად მივდივარ უნივერსიტეტში. დილით ადრე გამეღვიძა, დილის პროცედურები ჩავიტარე. არასდროს მიყვარდა სარკის წინ ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით არასდროს მეტყობოდა. ჩემი მუქი, სწორი, გრძელი თმა, მუდამ მოწესრიგებული ჩანდა. ღია ვარდისფერი ტუჩსაცხი ავიღე და დავიწყე არც ისე დიდ და არც ისე ფუმფულა ტუჩების შეფერვა. სწრაფად გამოვეწყვე, ლურჯ შარვალსა და თეთრ პერანგში. ფეხზე ამავე ფერის კედები მოვირგე, ჩანთა ავიღე და უკვე მზად ვიყავი.
დედა დღეს აპირებს დაბრუნებას სოფელში. არ მინდა წავიდეს, მაგრამ ვერც დარჩენას ვთხოვ. მარტო შენ დამრჩები მეგობარო. ოთახიდან გამოდის, ჩემთან მოდის და მეხუტება.
- ღვთისმშობელი გფარავდეს, დაგიცვას ყველა განსაცდელისგან. ყოველთვის შენს გვერდით იყოს და ლოცულობდეს შენთვის. წარმატებას გისურვებ. - ღია თაფლისფერი თვალები მომანათა, რომელშიც სევდა იყო ჩაბუდებული.
არასდროს მიყვარდა დამშვიდობება, ამიტომ მიდიოდა იმ დღეს როცა სახლში არ ვიქნებოდი. თვალები ცრემლებით მევსებოდა, რომ ვფიქრობდი სახლში დაბრუნებისას არ დამხდებოდა. არ ჩამიკრავდა გულში. ვერ შევისუნთქავდი მის დედისეულ იასამნის სურნელს. ბავშობიდან ჩემს საყვარელ ყვავილთან, იასამანთან ვაიგივებდი.
გაჩერებასთან მივედი. ავტობუსი მალე მოვიდა, შიგნით ავედი და ფანჯრის მხარეს დავჯექი. პატარაობიდან მოყოლებული, სულ ეს მხარე მაქვს ამოჩემებული. უნივერსიტეტთან მალე მივედი, თანხა გადავიხადე და ჩამოვედი. მის წინ ვიდექი, ხელები და ფეხები მიკანკალებდა. ვერ ვბედავდი შიგნით შესვლას. არ ვიცოდი, როგორი სიტუაცია დამხდებოდა. ბოლოს, ღმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგ გავბედე შესვლა. ყველას გაოცებული და დაბნეული ვუყურებდი. არაფერი ვიცოდი, შენობაში რომ შევედი დავიკარგე, ვერ მივაგენი დარბაზს სადაც უნდა შეკრებულიყო ყველა, რომ გავენაწილებინეთ ჯგუფებში. ბოლოს ცეცხლისფერ თმიანმა გოგონამ მკითხა დახმარება ხომ არ შეეძლო. მეც თავი დავუქნიე. თურმე ისიც იქ მოდიოდა ამიტომ ერთად წავედით. ერთ-ერთი სკამი დავიკავე და თვითონაც გვერდით მომიჯდა.
- მე თათია მქვია . - ხელი გამომიწოდა. ღიმილის დროს ლოყები საყვარლად ეჩხვლიტებოდა.
- ანასტასია, შეგიძლია ტასო დამიძახო - ღიმილითვე ვუპასუხე.
- შეიძლება ვიმეგობროთ? - ღია, თაფლისფერი თვალები შემომანათა. ისე საყვარლად მიყურებდა, როგორ ვეტყოდი უარს. არ გეწყინოს ჩემო დღიურო, შენ არ გიღალატებ.
- კი, როგორ არ შეიძლება.
გაგვანაწილეს ბავშვები. მოგვილოცეს სწავლის დაწყება და წარმატებები გვისურვეს. შემდეგ დაიწყო ერთმანეთის გაცნობა. მალე წამოვედი სახლში.

10.08.1996
ერთი სული მქონდა სახლში როდის დავბრუნდებოდი, რომ ყველაფერი მომეყოლა შენთვის...
სწავლა, ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა და კონსპექტების მომზადება, სასიამოვნო და დამღლელ პროცესად იქცა ჩვენთვის. ბიბლიოთეკიდან გამოსვლისას მე და თათიამ, ახლოს მდებარე მაღაზიაში შესვლა და შოკოლადის ნაყინის ყიდვა გადავწყვიტეთ. სანამ ის ფულს გადაიხდიდა, ვეღარ მოვითმინე და გავანთავისუფლე ცელოფნისგან. მთელი სიამოვნებით ჩავკბინჩე. გამოსვლისას თათიას ვუყურებდი, თან ხელებს ვიქნევდი აქეთ-იქით. ამ დროს რაღაც ძლიერს შევასკდი და გამაჟრჟოლა.
- აუ! - წამოვიკივლე და შეჯახების ობიექტს ავხედე. რომელსაც ჩემი საყვარელი ნაყინი სახეზე ჰქონდა შეზელილი. მაიკის დასვრაც მომიხერხებია - ჩემი ნაყინი. - კნუტის თვალებით შევხედე. სანამ რამეს იტყოდა მე შევუტიე. ,,საკუკეთესო თავდაცვა, თავდასხმააო ამბობენ'' - წინ არ იყურებით?!
- კიდევ მეე?! - გაოცებულმა შემომხედა. - სახე ხომ დამისვარე, მაისურიც ხო ზედ მიაყოლე, და კიდევ მე ვარ დამნაშავე?! - შემომიღრინა უცნობმა.
- დიახ, შენ! ისეთი გემრიელი იყო! - გაბრაზებულმა გავხედე. სიცილს ძლივს ვიკავებდი მისი სახის შემყურე. აი, თათია კი, უკვე ფხუკუნებდა.
- შემდეგში ყურადღებით იყავი, ფეხებში აღარ გამეჩხირო! ახლა კი გამატარე.
- კახური ვირის მსგავსი. - ჩავიბურტყუნე, უცბად შემოტრიალდა.
- უკაცრავად?! რამე მითხარი თუ მომესმა?!
- კი, გითხარი! - უკან არ დავიხიე და მზერა გავუსწორე.
- სიარულის არ ცოდნასთან ერთად, არც ზრდილობასთან ყოფილხარ კარგად!
- როგორც დაიმსახურე, ისე დაგელაპარაკე! - ირინიოლად მივუგე. ამაზე მისი შავი ირისები, უფრო ჩამუქდა. კისერზე ცისფერი ძარღვები, დაებერა და გამოეკვეთა. ცინიკურად ჩაეცინა, თავიდან ვერ მივხვდი რა აციდებდა, მაგრამ შემდეგ ხელიდან ნაყინი ამართვა, გააზრებაც ვერ მოვახრხე, ისე აღმოჩნდა ჩემს სახეზე.
- აიი, ასე უკეთესია, შენი სახის ყურებას კი სჯობს. ცოტა გალამაზდი კიდეც. - ჩაიქირქილა და გატრიალდა.
- ვაიმეე, იდიოტი, რეგვენი. ესს.. ესს.. როგორ გამიბედაა! მოვკლავ გეფიცები მოვკლავ.. - ცოფებს ვყრიდი. გაყოლას ვაპირებდი, თათიამ რომ შემაჩერა.
- კაი, გაჩერდი გოგო. შენ გაალამაზე თავიდან. ისე კი სიმპატიური იყო, რა მაგარ ტანზე იყო. - სიცილით მეუბნება და მუჯლუგუნს მკრავს.
******
მალე მგზავრებს მოუხმეს, თვითფრინავი დაჯდომას აპირებდა. მომზადებულიყვნენ და ღვედები შეეკრათ. ბავშვებსაც გაეღვიძათ. დღიურით დაინტერესდნენ. ელიზაბეტმა, მხოლოდ ის უთხრა რომ დედამ მისცა წამოსვლისას წასაკითხად. აღარ ჩაეძივნენ, იცოდნენ როცა დრო იქნებოდა, თვითონ მოუყვებოდათ ყველაფერს. უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს.
სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო მეგობრების ცხოვრებაში. დამიანე დედისერთა იყო, ანაბელს კი მასზე უფროსი ძმა ჰყავდა, მაგრამ ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა , როგორც მეგობრებთან. ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ. ყოველთვის გრძნობედნენ ერთმანეთის ტკივილს და დაუყოვნებლივ მათთან ჩდებოდნენ. გულახდილი საუბრის შემდეგ, ყველა დარდი ქრებოდა. უჭირდათ სხვა გარემოში შეგუბა, ენატრებოდათ ახლობლები. სწავლაც რთული აღმოჩნდა, ღამეებს ათენებდნენ, მაგრამ უკან არ იხევდნენ. დამიანე, ხშირად ვერ ნახულობდა გოგოებს, რადგან საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.
ელიზაბეტს დრო არ რჩებოდა დღიურის წასაკითხად. სწავლობდა როდესაც ქარბორბალასავით ოთახში გიჟივით შეუვარდა ანაბელი.
- გოგო ჩენი კურსელი მართავს მაგარ წვეულებას, ხომ წამოხვალ?! წავიდეთ რაა.. - ხელი ყელთან მიიტანა პატარა ბავშვივით და კნუტის თვალებით შეხედა.
- ვერა გოგო, ბევრი მაქვს სასწავლი. - გაუხარდა კიდეც მარტო რომ იქნებოდა ოთახში, დღიურს წაიკითხავდა.
კატეგორია: რომანი | დაამატა: თამაკო
ნანახია: 1019 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar