უცხო ( თავი მესამე )
30.10.2017, 17:00
სუფრას მივუსხედით, რომელსაც წითელი, თეთრი ყვავილებთ გადასაფარებელი ამშვენებდა. სკამები კი, თეთრი ფერით იყო გაფორმებული. როგორც ყველა ქართულ სუფრაზე, წავიდა მამაპაპური სადღეგრძელოები. ცოტახანში კი დარბაზში გაისმა No Doubt – Don’t speak ის წყნარი მუსიკა.
ბიჭები დგებოდნენ, გოგოებს სთხოვდნენ მათთან ერთად ცეკვას. ისინიც უარს არ ეუბნებოდნენ. მათ ყურებაში გართულს ვერ გავიგე, როოგორ მოვიდა ჩემთან ირაკლი.
- იცეკვებთ ჩემთან ერთად ქალბატონო ანასტასია? - მომნუსხველად მიღიმის და ვითიშები. ისეთი უნაკლო სახე აქვს, ლამაზი ვარდისფერი ტუჩები. ჩახველების ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან.
- ვიცი რომ სიმპატიური ვარ და ჩემი ყურება გსიამოვნებს, მაგრამ სჯობს ვიცეკვოთ. - ხელი ჩამკიდა და საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. სხეულზე ამიკრა, მუსიკას ტანი ააყოლა. მეც მაიძულა მის ნებას დავყოლოდი. მისგან ცეცხლი მოდიოდა, რომელიც მწვავდა და ფერფლად მაქცევდა. მისი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა. ხელები წელზე მარწუხებივით ჰქონდა შემოხვეული.
- ხომ კარგად ხარ? - ტუჩის კუთხე, შეუმჩნევლად ჩატეხა.
- კი, კარგად ვარ. ცუდათ რატომ უნდა ვიყო?!
- შენს ხმას და გულის ცემას თუ დავუჯერებთ, გაგიჟებს ჩემი სიახლოვე. - ყურთან ახლოს მიჩურჩულა. ამ ჟრუანტელს, ვერაფერს ვუხერხებდი.
- რაა?! როგორ ბედავ იდიოტო?! ოცნებას მოეშვი, ღრუბლებში არ აიჭრა, თორემ მიწაზე დანარცხება მტკივნეული იქნება. - თვალი ჩავუკარი და მზერა გავუსწორე.
- ჩშ, ნუ ღელავ პატარავ.. - მოულოდნელად ხელზე გადამიწვინა. იმდენად ახლოს მოვიდა სახესთან, სუნთქვა შემეკრა. თვალი ჩამიკრა და ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. უკვე ვერ ვუძლებდი მის სიახლოვეს, საბედნიეროდ მუსიკა მალე დამთავრდა.
მაგიდასთან დავბრუნდი. რაღაც თემას განიხილავდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ფიქრებში ისევ მასთან ვიყავი. მწველი მზერა ვიგრძენი, თავი ავსწიე და მის თვალებს წავაწყდი. იქ გაჩერება აღარ მსურდა. გავაფრთხილე თათია, მე წავალთქო. ნიკამ თავი გაიგიჟა, მარტო არსად გაგიშვებ ირაკლი გაგიყვანსო, უარი ვუთხარი მაგრამ მაინც დამიყოლიეს. მე წინ მივდიოდი, ის კი უკან მომყვებოდა. მანქანის კარი გამიღო, მთლად გაუთლელი ხეპრე არ ყოფილა. თვითონ მოურა და მძღოლის ადგილი დაიკავა. ღვედი შევიკარი, ამის ტარების ამბავი რომ ვიცოდი. გზაში ხმას არცერთი არ ვიღებდით.
მანქანას შემოაუარა, კარები გამოხსნა და გადმოსვლაში მომეხმარა. მოულოდნელად დახურულ კარებზე ამაკრა.
- ანასტასია.. - დაბნეული და გაკვირვებული ვუყურებდი.
- ახლა ერთი რაღაცის სურვილი მაქვს, რომ არ ავისრულო სულს განვუტევებ, თან შენგან საჩუქარი არ მიმიღია.
- კი მაგრამ.. - სიტყვის თქმა არ მაცადა. წამებში შეერწყა, მისი ბაგეები ჩემსას. ველურად ლაშქრავდა და იმდენად მომთხოვნი იყო ჩავიფერფლე. სხეული ამითრთოლდა, გულმა ორმაგად დაიწყო ძგერა. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობდი. მისი ძლიერი ხელები, რომ არ მიჭერდნენ წავიქცეოდი. ჩემში ვნებიანმა ქალმა გაიღვიძა, თმაში ხლები შევუცურე და ჩემსკენ მოვქაჩე. ამჯერად მე წავეტანე მის ტუჩებს. ბოლოს ჟანგბადის უკმარისობის გამო, მოვწყდით ეთმანეთს. მანქანას მომაცილა, მე ისევ გაშტერებული და გაოცებული ვიდექი. თვალები რომ დავახამხამე მანქანის კვალიც არ ჩანდა. სახლამდე როგორღაც ავაღწიე, დეიდას გავძახე მოვედითქო და ჩემს ოთახში შევედი. გამოსაფხიზებლად შხაპი მივიღე, მაგრამ არც ამან მიშველა. ერიხ მარია რემარკის ,, მშვენიერი ქალი’’ , ავიღე გულს გადავაყოლებთქო, მაგრამ თავში მაინც არაფერი შედიოდა, სულ პირველი და საოცარი კოცნა მედგა თვალწინ. გახსენებისას ისევ ჟრუანტელი მივლიდა. ბოლოს დავწექი, ლოგინში სიარულის შემდეგ ძლივს ჩამეძინა.

10.04.1997
იმის მერე არ გამოჩენილა. ნერვები მეშლებოდა, მისი ხმაც კი რომ მენატრებოდა. ირონიული ღიმილის დროსაც ჩასაყლაპი იყო. სიზმარში ყოველ დღე მსტუმრობდა. ახლოს მისვლა ჩახუტებაას რომ ვცდილობ მაგ დროს მეღვიძება ხოლმე. ამაშიც არ მიმართლებს.
ყოლევ დღეს თათიასთან და ნიკასთან ერთად ვატარებდი, უნივერსიტეტის შემდეგ უმეტეს დროს. ამ ჯერად მარტო ჩვენ ვიყავით, მას საქმეები ჰქონდა და ვერ მოგვაკითხა.
- გოგო, ირაკლი წასული ყოფილა, მამამისის გამო საზღვარგარეთ მივლინებაში. თურმე რაღაც საქმეებს აგვარებდა და დღეს ჩამოსულა. - ისე მითხრა არც შემოუხედავს.
-არ მაინტერესებს! იდიოტი, ხეპრე, ხისთავიანი.. - გამუტულმა ამოვიბურტყუნე.
- ოჰ, გაბუტული ხარ გეტყობა. მოგენატრა ხომ ?! –
- სულაც არა, რაა! - ცხვირი ავიბზუე და მოპირდაპირე მხარეს გავიხედე. როგორ შევძლებდი მის მოტყუებას, როცა საკუთარ თავსაც ვერ ვატყუებდი. მისი მონატრება, თითოეულ უჯრედში მქონდა გამჯდარი.
- ვაიმე, ირაკლის აქ რა უნდა?!
- ჰაა?! აბა სად არის, ვერ ვხედავ. - ბედნიერი სახით დავიწყე ძებნა, გული ამიჩქარდა.
- აკი არ მენატრებაო ქალბატონო.. - სიცილი დაიწყო.
-იდიოტო!
- აღიარე, მიდი, გისმენ!
- არაფერსაც არ ვაღიარებ. უბრალოდ მისი დანახვა არ მინდოდა და იმიტომ მქონდა მასეთი რეაქცია. დიდი სიამოვნებით წავამტვრევდი კეხიან ცხვირს.
- სულაც არ აქვს კეხიანი ცხვირი, ჩემი ნიკოლოზისნაირი ცხვირი აქვს ზუსტად.
- კაი, აღარ მინდა მასზე საუბარი! - ამით დავასრულებინე. დავიშალეთ. სახლში მალე მივედი. პირდაპირ ჩემს ოთახში შევიკეტე. სწავლას გულს ვერ ვუდებდი, სულ მასთან ვიყავი ფიქრებით. გულიც საშინლად მტკიონა, დამშვიდობებაც, რომ არ იკადრა.

15.04.1997
წარმოგიდგენია მეგობარო, ეხლა ირაკლისთან ერთად ვარ სამოთხეში. გიკვირს?! მეც გამიკვირდბოდა ჩემთვის, რომ ეთქვათ, მასთად ერთად იქნები, ასეთ გასაოცარ ადგილასო. ყველაფერს თავიდან მოგიყვები. საბედნიეროდ დილით თან წაგიყოლე სასწავლებელში, თორე ამ ბედნიერებას ხომ ვერ გაგიზიარებდი.
მარტო მომიწია უნივერსიტეტში წასვლა, თათია ავად იყო. მალე დამიმთავრდა ლექციები. ჩემმა კურსელმა დათომ, გასეირნება მთხოვა მასთან ერთად, მეც უარი არ ვუთხარი. მთაწმინდაზე გადავწყვიტეთ ფეხით ასვლა. მოეულოდნელად ჩემს ფეხებთან მისი მანქანა გაჩერდა. კარები გახსნა და გადმოვიდა. ისეთი გაბრაზებული უყურებდა დათოს, მეგონა იქვე მოკლავდა და მეც ზედ მიმაყოლებდა. ,, ლომის სახე ჰქონდა, რომელსაც ნადავლს წაართმევენ’’. ხელები მომუშტული, კისრის ძარღვები კი დასკდომაზე ჰქონდა. თვალების ირისები სულ ჩასწითლებოდა.
ისე სწრაფად გაჩნდა ჩემთან, ხელი ჩამავლო და მანქანაში ჩამტენა რასაც ჰქვია. მერე მას მიუტრიალდა და მუშტი მთელი ძალით მოუქნია. წონასწორობა ვერ შეიკავა და მუხლებზე დაეცა.
- მე, შენ გაგაფრთხილე! ვინც არ მიჯერებს, ასე ემართება! - გადმოსვლას ვაპირებდი, მაგრამ ადგილზე დამაბრუნა და ღვედი გადამიჭირა. სრაფად შემოუარა და საჭესთან მოთავსდა.
- იდიოტო, ველურო , ტყიდან გამოქცეულო მაუგლო! რატომ დაარტყი, რა დაგიშავა?! - მთელი ხმით ვუყვიროდი, მას კი წარბიც არ უტოკდებოდა.
- პასუხი გამეცი, ხომ არ დაყრუვდი?!
- იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო! არ ვაპირებ ახსნა განმარტება ჩაგაბარო! - გავჩუმდი არაფერი აღარ მითქვამს, სანამ არ შევამჩნიე თბილისიდან, რომ გავედით.
- სად მივდივართ?! აქეთ რა გვინდა?!
- რომ გეკითხები, პასუხი გამეცი!
- გიტაცებ! დღეიდან მხოლოდ მე მეკუთვნი დანელიების ქალიშვილო. - ღიმილით გადმომხედა და თვალი ჩამიკრა.
- შენ.. შენ.. თავი, რამეს ხომ არ მიარტყი?! მოაბრუნე მანქანა და წამიყვანე ახლავე სახლში!
- სჯობს დაიძინო, დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
მივხვდი, რომ მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დავიძინე. თვალები რომ გავახილე უკვე ბარისახოში ვიყავით. მანქანა დიდი სახლის ეზოში დააყენა. გადავედი და გარემოს თვალი მოვავლე. გაოცებული ვუყურებდი მთებს, მეგონა ხელს გავიწვდიდი და შევეხებოდი. ის კი ჩემს ზურგს უკან იდგა.
- შეგიძლია წახვიდე და აქ დამტოვო. დიდი სიამოვნებით დავრჩები მარტო.
- ოოჰ, მოინდომა გოგომ მარტო განმარტოება. ჩემთან ერთად დარჩები და გაერთობი კიდეც, დარწმუნებული იყავი არ ინანებ.
- ღრუბლებიდან რომ გადაწყვეტ ჩამოფრინდე გამაფრთხილე, შემოგარტყა და გონს მოგიყვანო.
- იქ, ერთად ვიფრენთ, ჩემო შავ თვალება. - ვირივით გაკრეჭილი მიყურებს.
- ერთი იდეა მომივიდა, თუ გინდა ნამდვილი ფრენის სიამოვნება გამოსცადო. ხელს გკრავ და დამერწმუნე, ლამაზად დანარცხების შემდეგ შენი სული სულ ზევით იფარფატებს.
- დარწმუნებული ხარ?! გამიმეტებ? - მაჯაში ხელი ჩამკიდა და თავისკენ მიმიზიდა. - თვალებში შემომხედე და ისე გაიმეორე.
- დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი! ნერვებს ვეღარ მომიშლიდი წინა საუკუნის გადმონაშთო!
- რომ ჯუჯღუნებ, ჭკუინდან გადაგყავარ, მინდა ჩაგკოცნო.
- რა გინდა ჩემგან ადამიანო?!
- რა მინდა?! შენს გარდა არავინ და არაფერი, მხოლოდ შენ მინდიხარ! უკვე მე მეკუთვნი, პატარა ქალბატონო! ჩემგან თავს ვერასდროს დაიხსნი და დარწმუნებული ვარ არც მოგინდება. - თვალს მიკრავს და ცხვირს ლოყაზე მიხახუნებს.
- აქ გამომკეტავ? - დავაიგნორე ის შეგრძნება, რაც მის შეხებისას ვიგრძენი.
- კი და მე გველეშაპის სახით დაგიჯდები კარებთან, რომ ვერც ერთმა სულიერმა, ვერ შეძლოს შემოღწევა!
- წამიყვანე სახლში! ამ უაზრო ლაპარაკის მოსმენა აღარ მსურს! ისე ნუ იქცევი, თითქოს ჩემზე ,, ყურებამდე შეყვარბული იყო’’.
- ხომ იცი, რომ ჩემს გარეშე ცხოვრება, არც შენ შეგიძლია?! ვიცი რომ გენატრებოდი, ამდენი ხანი, რომ არ მოგაკითხე. ჰო, კაი, მეც სიგიჟემდე მენატრებოდი. - ჩემი სახე ხელებში მოიქცია, შემდეგ თითები თმაში შემიცურა, ცერა თითს კანზე დაატარებდა, ჩემი ჟრუანტელიც არ აგვიანებდა. - თან ნუ გეშნია, შენმა დეიდაშვილმა იცის რომ სიგიჟემდე მიყვარხარ.
- გინდა რომ გამაბრუო და დაგიჯერო ხომ?!
- მინდა ბევრი გაკოცო და ჩაგეხუტო! ჩემს მკლავებში მოგიქციო და მთელი მსოფლიოსგან დაგიცვა! - ჩემი ხელი გულთან მიიტანა - ამას მოუსმინე არ მოგატყუებს! ხედავ, როგორ ძლიერ მიძგერს გული? შენი სიყვარულით ვიწვი. მინდა ვიცოდე, რომ შენც ასე ძალიან გიყვარვარ! მზად ხარ, ჩემთან ერთად გაატარო მთელი ცხოვრება. დამერწმუნე მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.
- მგონია, რომ ხელს მთხოვ..
- არ გგონია, ასეა!
- მიყვარხააააააააარ, ირაკლი სამხარაძეეეე! მთელი არსებით მინდა გულიც და ყველა შენი უჯრედი, მე მეკუთვნოდეს! - ფეხის წვერებზე ავიწიე და მის უკვე დალაშქრულ ბაგეებს წავეტანე. ხელები მძლავრად შემომხვია და კოცნაში თვითონაც ამყვა.
სახლის კარი გააღო, შიგნით შემსვა და კარებზე ამაკრა. ხელები ჩემს ირგვლივ დააწყო. თვალებში მიყურებდა, თითქოს თანხმობის ამოკითხვას ცდილობდა. მერე კი ჩემს ტუჩებს წაეტანა. არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს გავითიშე. მეც ავყევი კოცნაში, ხან ზედა ტუჩს მიკოცნიდა ხან ქვედას. მუცელზე შემომსვა და საძინებელში გადავინაცვლეთ.
- ჩემი გიჟი.. გასაგიჟებელი ქალი ხარ.
- მგონი გავაფრინე.. - საწყლად ამოვიკრუსუნე. თითები მაისურში შევუცურე და გავანთავისუფლე. ტუჩები ყელზე მივაწეპე. ლოგინზე დამაწვინა , შარვალი ერთი ხელის მოსმით გამაძრო. თითები ათრთოლებულ სხეულზე აასრიალა, - ირაკლი.. - ამოვიკრუსუნე მისი სახელი. სიამოვნებისგან ზეწარს ჩავებღაუჭე. მისი თითოეული შეხებისას სულს განვუტევებდი. სიამოვნების ზენიტში ვიყავი. ყველა ზღვარს გავცდით და ჰარეში ავიჭერით, ერთი მთლიანობად რომ ვიქეცით. ისეთი ბედნიერი ვიყავი, შემეძლო ღრუბლებში მეფარფატა. საოცარი თავისუფლების გრძნონა მქონდა, მე ხომ ვიცოდი ყველა წესი და ჩარჩო დავარღვიე. ვიცოდი რომ ბევრი პრობლემა იქნებოდა ტალახიან გზაზე.
ერთი კვირა გავიდა, რაც ამ საოცარ ადგილას ვიმყოფებით.
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, გვერდი ვიცვალე. მან კოცნა არ დააყოვნა, ჟრუანტელმა თმების ძირებიდან ტერფემბამდე დამიარა.
- ჩემო ალქაჯო, არ აპირებ გაღვიძებას?
- დილამშიდობისაა, - გავუღიმე და ბაგეებს შევეხე - ხელიდან დავუსხლტი. - მე მშია, საუზმეს მოვამზადებ. - მისი პერანგი მოვიცვი და გარეთ გავვარდი. სამზარეულოში ვტრიალებდი და რამდენიმე კერძის მზადება დავიწყე. არ ვიცოდი რა უყვარდა. იქ, რომ ავსულიყავი აღარ გამომიშვებდა, ამიტომ რაც მე მიყვარდა ის მოვამზადე. მოულოდნელად, ზურგიდან ამეკრა, სახე ყელში ჩარგო და სველი კოცნის კვალიც დამიტოვა.
- კაი რა, გეყოს მაცადე..
- მინდა სულ გკოცნიდე და გეხუტებოდე, არ მყოფნი.
- მე კიდე მშია!
- რამდენს ჭამ გოგო, გასუქდები. - სიცილით მითხრა.
- რა იყო, მერე აღარ მოგეწონები?! - გაბუსხულმა გავხედე.
- მოდი აქ, რას ხვანცალებ. ას კილოც მომეწონები და მეყვარები. - ცხვირზე მიკბინა და მერე კი კოცნით ჩაანაცვლა.
- ველურო! მეტკინა.
მაგიდა გავაწყვე, გამზადებული კერძებიც დავაწყვე და შევუდექით საუზმეს. მაგიდის ქვეშ ხელებს დაატარებდა და არ მაცდიდა. რამდენჯერმე წყალიც გადამცდა.
უკან დაბრუნება არ მინდოდა, გული ცუდს მიგრძნობდა . მაგრამ მოგვიწია მე სასწავლებლის გამო, მას კიდე პრაქტიკების გამო. ისე სწრაფად ატარებდა მაქანას მალე თბილიში ვიყავით. კორპუსთან დამტოვა, მაკოცა და წავიდა.

დიდი იმედი მაქვს მოგწონთ.
გამიზიარეთ თქვენი აზრი.
კატეგორია: რომანი | დაამატა: თამაკო
ნანახია: 1402 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar