უცხო ( თავი პირველი )
21.10.2017, 20:32
მოდით სულ თავიდან დავიწყებ თხრობას.
თავიდანვე ჩანდა, ელიზაბეტ დანელიას ძლიერი ხასიათი. ჯიუტი გახლდათ ბავშობიდან, ყოველთვის თავისი გაჰქონდა. არ გეგონოთ თავხედი ყოფილოყოს, არა საზღვარს არასდროს სცილდებოდა. ბავშობიდან ახერხებდა ცუდის და კარგის გარჩევას. ლამაზი ბავშვი იყო. სწორი გრძელი თმებით, ბრდღვიალა შავი თვალებით, პატარა ცხვირით და ვარდისფერი, ლამაზი ტუჩებით. ტირილს დროს ისე საყვარლად პრუწავდა ტუჩებს, გინდოდა ბევრი გეკოცნა ბუთქუნა ლოყებზე.
ოთხი წლის იყო, ბაღში რომ მიიყვანა დედამ. ცელქი ბავშვი იყო, ხშირად აძლევდნენ ანასტასიას, პატარა ონავარის გამო შენიშვნას. ბევრს არიგებდა დედა, მაგრამ მეორე წუთს ისევ რაღაცას აფუჭებდა.
ერთ დღესაც, თავისმა საყვარელმა ჯგუფელმა ანაბელმა, მისი თოჯინა აიღო. ელიზაბეტმა ეს რომ დაინახა, კელასავით მივარდა და თოჯინა ხელიდან გამოსტაცა. ამას არ დასჯერდა და თმები მოქაჩა კიდეც. მასწავლებელმა ძლივს დააწყნარა ატირებული ბავშვი.
წაყვანის დროს რომ მივიდა, მასწავლებელმა ტასოს ყველაფერი დაწვრილებით მოახსენა.
ბაღიდან გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა ქალბატონი. სახლამდე არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაბრაზებული გადახედავდა. სახლში რომ შეიყვანა დივანზე ჩამოსვა.
- ელიზაბეტ, რატომ ეჩხუბე დღეს ანაბელს? რატომ ჩაარტყი? - გაბრაზებული უყურებდა.
- იმიტომ ლო, ღილსი იკო, მან ჩემი თოჯინა აიგო და თამასობდა - საყვარლად ჰქონდა შუბლი შეკრული და წარბები ზემოთ აზიდული. მის სახეზე ეღიმებოდა ტასოს, მაგრამ თავს იკავებდა.
- მერე რა ? ისევ ხომ დაგიბრუნებდა, რა დაშავდებოდა ცოტახანი რომ ეთამაშა. ხვალ მიხვალ და ბოდიშს მოუხდი.
- ალა, ალ მოვუქდი ბოდიშს, მან მე გამაბლაზა, ვაა..
- ელიზაბეტ! რასაც გეუბნები იმას გააკეთებ, რაღაცას რომ დააშავებ უნდა მოიხადო ბოდიში! - ხმამაღლა მოუვიდა და პატარამ ტირილი დაიწო. შეეცოდა, გულმა ვეღარ გაუძლო, მივიდა და ჩაეხუტა.
- ნუ ტირიხარ, შენ ხომ კარგი გოგო ხარ?! დედიკოს არ დაუჯერებ? აწყენინებ? - თბილად ესაუბრებოდა შვილს.
- კალქი დედიტო, კი კალქი გოგო ვაალ და ბოდიშს მოვუქდი. ვატოცებ კიდეც. - დედიკოს მოხვია პაწაწა ხელები.
- ჩემი ლამაზი და კარგი გოგო ხარ - თავზე აკოცა - ნაყინი არ გინდა?
- კი, მინდა ოღონდ შოკოლადის.
- წამო ვჭამოთ. - სამზარეულოში გავიდნენ და მიირთვა ქალბატონმა ნაყინი.
მეორე დღეს ბაღში მისვლისას, მართლაც მოუხადა ბოდიში გოგონას და ჩაეხუტა კიდეც. მის მერე განუყრელი მეგობრები გახდნენ. მალე მათ გუნდს ხუჭუჭა თმიანი ბიჭი, დამიანეც შეემატა. სულ ერთად იყვნენ, ბაღშიც და ბაღის გარეთაც. მათი მშობლებიც დაახლოვდნენ. ელიზაბეტს, ანაბელს და დამიანეს მამები უწევდნენ მამის მაგივრობას. საკუთარი შვილებივით უყვარდათ და ექცეოდნენ.
ელიზაბეტი, ხშირად ახსენებდა მამას, თუ რატო არ მიდოდიდა მასთან. როგორც მის ჯგუფელებს აკითხავდათ მამები. ზოგჯერ ტიროდა კიდეც. ამაზე გული ეწურებოდა ანასტასიას, მაგრამ პატარას რას აუხსნიდა.
ანასტასია, სამსახურში იყო როდესაც მასწავლებელმა დაურეკა. ელიზაბეტი, ტირის და ვერ ვაჩერებთო. მაშინვე წავიდა, ფეხები აუკანკალდა ბაღის ეზოში რომ შევიდა. ნამტირალევი შვილის დანახვისას გულში რაღაც ჩასწყდა.
- რა მოხდა დედიკო, რატომ ტირიხარ ? რამე გტკივა?
- კი დედიტო, გული მტკივა - გულზე თავისი პაწაწა თითები მიიდო. - თემურიმ მითქლა რომ მე ობოლი ვალ, რადგან მამიტო ალა მკავს. დედა ქო იტკუება ? ქომ მკავს მეც მამიტო? - ტასომ ცრემლები ვეღარ შეიკავა და შვილთან ერთად ატირდა.
- ნუ ტირიხარ დეე, შენ ხომ მაგარი გოგო ხარ ?! კი, გყავს მამიკო დეე, ოღონდ შორსაა დეე.. - არ უნდოდა შვილისთვის ტყუილი ეთქვა, მაგრამ პატარა იყო სიმართლისთვის.
- კალქი დეე, კი მაგალი გოგო ვაალ. აღალ ვიტირებ დეე, შენც აგალ იტილო ქოო? - ადგა და ჩაეხუტა დედას.
- კაი აღარ ვიტირებ - მანაც მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
იმ დღეს ბავშვები ზოოპარკში წაიყვანა გასართობად . ელიზაბეტიც მალე მოვიდა ხასიათზე. თავის საყვარელ მეგობრებთან ყოფნით მომხდარი ინციდენტი მალე გადაავიწყდა.
მამას აღარ ახსენებდა. პატარა იყო, მაგრამ ხვდებოდა რომ დედას ამით გულს სტკენდა.
დრო მალე გადიოდა. წლები წლებს მისდევდა. მეგობრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს ავსებდნენ. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის ტკივილი.
ელიზაბეტი, დაჭკვიანდა, ნაზი და სიფრიფანა გოგონა გახდა. აი, ანაბელი კი პირიქიით გაგიჟდა. დამიანე, ჭკუიდან გადაჰყავდა. სულ კინკლაობდნენ კატა-თაგვებივით. ორივე ერთნაირი ჯიუტი იყო, არც ერთი თმობდა. ბოლოს ელიზაბეტი აშველებდათ. სამივე კარგი მოსწავლე იყო სკოლაში, მაგრამ ელიზაბეტი განსაკუთრებით იყო წიგნებზე ორიენტირებული. სხვა არაფერი აინტერესებდა. უნდოდა ბავშობის ოცნება აესრულებინა და ექიმი გამხდარიყო დედის მსგავსად. ამის გამო კლასელები წიგნების ჭიას ეძახდნენ. ამაზე არადროს გაბრაზებულა, მხოლოდ ეღიმებოდა.
ელიზაბეტი, სკოლიდან რომ დაბრუნდა თავის ოთახში შევიდა და ლოგინზე წამოწვა. ოთახში კედლებზე ყველგან ვარსკვლავები ეხატა. ჭერზე კი, დიდი მთვარე იყო გამოსახული. ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, მისი გატაცება იყო. ბავშობიდან აგროვებდა წიგნებს მათ შესახებ. ჭერს მზერა მიპყრო და ფიქრებში წავიდა მამასთან. აინტერესებდა ყველაფერი მის შესახებ. თუ სად იყო, რას საქმიანობდა, ჰყავდა თუ არა ოჯახი. როდესაც გაიგებდა შვილი ჰყავდა, მიიღებდა თუ არა, მაგრამ ვერ ბედავდა ვერაფრის კითხვას, არ უნდოდა დედასთვის გული ეტკინა.
ფიქრობდა მომავალზე, თუ რას იზავდა ბავშვების გარეშე. როდესაც სასწავლებლად წავიდოდნენ საზღვარგარეთ. მათთან ერთად ვერ წავიდოდა, რადგამ დედას მაგის საშუალება არ ჰქონდა და არც მოსთხოვდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა. ვინ იქნებოდა თუ არა გიჟი ანაბელი.
- ჰოო, ანაბელ. - გაღიმებულმა უპასუხა.
- სად გიგდია გოგოოო ტელეფონი? - წიკვინით დაიწყოო საუბარი როგორც ყოველთვის.
- არ მესმოდა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?
- ახლავე წამოდი ჩემთან, მე და დამიანეს საქმე გვაქვს. - არაფრის თქმა არ აცადა და გაუთიშა.
მართალია ხასიათზე არ იყო, მაგრამ იცოდა სახლში მიუვარდებოდა და კარგი დღე არ დაადგებოდა. აბაზანაში შევიდა, თავი მოიწესრიგა, გაემზადა და წავიდა. მალე მივიდა სახლთან და ზარი დარეკა. მალევე გაუღო კარები. ისიც მისაღებში შევიდა. გაუკვირდა, როცა შიგნით დამიანეს და ანაბელის მშობლები დაუხვდნენ. დივანზე ჩამოჯდა და დაელოდა როდის დაიწყებდნენ საუბარს, აინტერსებდა რა ხდებოდა.
- შვილო, - მიმართა დავითმა, დამიანეს მამამ. - მე და ირაკლის გვსურს, ბავშვებთან ერთად შენც წახვიდე სასწავლებლად. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ, შენ არაფერზე ინერვიულო.
- რას ამბობთ?! ასე ვერ შეგაწუხებთ, რა საჭიროა.. - გაოცება ვერ დამალა. რა თქმა უნდა ასეთ რაღაცას ვერ დასთანხმდებოდა, არ უყვარდა სხვისი შეწუხება მითუმეტეს ასეთი სახით.
- გეკადება?! ხომ იცი, როგორც საკუთარ შვილს ისე გიყურებთ და გვიყვარხარ. - გაუღიმა ირაკლიმ.
- მართალია ირაკლი შვილო, ესენიც ვერ გაძლებენ უშენოდ იქ. - თბილად მიუგო მარიამმა, ანაბელის დედამ.
- კი მაგრამ... - ლაპარაკი შეაწყვეტინა ელენემ.
- არანაირი, მაგრამ გადაწყვეტილია ეს ამბავი, შენც მიდიხარ. - ადგა და თბილად ჩაიკრა გულში.
ელიზაბეტს, გული აუჩუყდა და ცრემლები გადმოსცვივდა. ძალიან უყვარდა მეგობრების მშობლები, ისე როგორც საკუთარი. ყოველთვის გრძნობდა მათგან დიდ ყურადღებას.
- კაი, რა გატირებს, უკვე დიდი გოგო ხარ. - დასცინა დამიანემ და თმები აუჩეჩა.
- აუუუ.. როგოორ მიყვარხააააარ და მიხარიაა რომ მოდიხარ შეენ ხომ არ იცი - ყვირილით მივარდა ანაბელი და ჩაეხუტა, მათ დამიანეც შეუერთდა.
- ოცდაშვიდში მივფრინავთ, შენი დაბადების დღის მერე. კარგია, წასვლასაც და იუბილესაც ერთად ავღნიშნავთ.
- კაი რა, არ მინდა აღნიშვნა, ხომ იცი არ მიყვარს. - აწუწუნდა ელიზაბეტი.
- ჩშ.. - ტუჩებთან მიუტანა თითი და გააჩუმა. - შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა. - სიცილით უთხრა ანაბელმა.
- ტყუილად წუწუნებ, აზრი არ აქვს ხომ იცი. - დასცინა დამიანემ.
- კაიი, ხოო, უიმეე.. მადლობას გიხდიით ყველას ასეთი სიუპრიზისთვის. თქვენ ხომ არ იცით, როგორ მიყვარხართ და რამდენს ნიშნავთ ჩემთვის. - ყველას ჩაეხუტა. ცოტახანი კიდევ იყო და შემდეგ სახლში დაბრუნდა.
ძალიან გახარებული იყო, უხაროდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ თან გული სტკიოდა, დედის მარტო დატოვება რომ მოუხდებოდა. სახლში მალე მივიდა, დედა სახლში არ დაუხვდა. წერილი შეამჩნია მაგიდაზე ,, დეე, სავადმყოფოში გამომიძახეს, მძიმე ავადმყოფი მოუყვანიათ, დამაგვიანდება. მიყვარახარ და გკოცნი’’. გაეღიმა, წერილის კითხვის დასრულებისას. ყურადღებიანი იყო ანასტასია, არასდროს ავიწყდებოდა ელემენტარულიც.
ყავა გაიმზადა და მისაღებში გავიდა. დივანზე ჩამოჯდა და ტელევიზორი ჩართო. არხებს დაუყვა, საინტერესო არაფერი გადიოდა. გამორთო ტელევიზორი და ჭიქა სამზარეულოში გაიტანა. გადაწყვიტა ცოტახანი სანამ დედა მოვიდოდა დაეძინა. ოთახში შევიდა, ლოგინზე გაწვა და ბალიშს ჩაეხუტა.
დედის კოცნამ გამოაღვიძა.
- დედიკო , გაიღვიძე მოვედი.
- მმ, ჩემი ლამაზი დედა მოსულა. - თავალებ დახუჭული წამოდგა და ჩაეხუტა.
- ჩემი ლამაზი გოგო.
- დეე, რაღაც უნდა გითხრა . - სევდისფერი თვალები მიანათა.
- რა ხდება დე, ხომ ყველაფერი კარგადაა?! - აღელდა ანასტასია, შვილი ასეთი რომ დაინახა.
- კი, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ ირაკლიმ და დათო ძიამ მთხოვეს მეც წავიდე ბავშვებთან ერთად. ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთო. უარი ვუთხარი მაგრამ ბოლოს მაინც დავსთანხმდი.
- სულელო, მაგის გამო ნერვიულობ?! ხომ იცი, როგორ მინდა წარმატებული იყო. შენი ოცნება აისრულო და გახდე საუკეთესო ქირურგი საქართველოში. მე შენი იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში. მართალია ძალიან მომენატრები, მაგრამ ყოველ დღე ვილაპარაკებთ . - ცრემლებს ძლივს იკავებდა ტასო, არასდროს ჰყოლია მისგან შორს შვილი, ახლა კი უწევდა სხვა ქვეყანაში გაეშვა, მისი ერთადერთი ქალიშვილი.
- დე, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ. ნომერ პირველი დედა ხარ მსოფლიოს ფარგლებში. - არაფერი აღარ უთქვამს შვილისთვის, აკოცა და დატოვა ოთახი.
მალე გავიდა დღეები, მოვიდა ოცდახუთი ივლისი. მართალია არაფრის გაკეთება არ სურდა, მაგრამ ანაბელმა, მამამის რესტორანი დაახურინა. ყველა დაპატიჟა ვისაც იცნობდა. რვა საათზე იყო ხალხი დაპატიჟებული.
ძალიან ლამაზი იყო ელიზაბეტი. წითელი, ტანზე გამოყვანილი, კოჭებამდე კაბა ეცვა. ერთ ფეხზე ბარძაყამდე შეხსნილი ჰქონდა. ზურგზე ამოღებული, წინ კი დახურული. ფეხზე შავი მაღლები ეცვა. თვალებზე მუქი მაკიაჟი, უფრო გამოჰკვეთავდა მის ყორნისფერ თვალებს. წითელი ტუჩსაცხი, მეტ სექსუალურობას ჰმატებდა ლამაზ ტუჩებს.
ანაბელი კი, სექსუალურობის განსახიერება იყო. ლურჯი, ტანზე გამოყვანილი, მუხლს აცდენილი კაბა ეცვა. ხვეული თმები ზურგზე ეყარა, სიარულის დროს, ტალღებს ქმნიდა.
დამიანე, ძალიან სიმპატიური იყო. მუქი, ლურჯი შარვალი და ამავე ფერის პერანგი ეცვა. წელზე ჰქონდა მომჯდარი, მკვეთრად გამოჰკვეთდა მის დაკუნთულ, ნავარჯიშევ სხეულს. მუქი,ლურჯი უფრო გამოჰკევთდა, მის ზღვისფერ თვალებს.
სამივე ერთად შევიდნენ დარბაზში და ყველას ყურადღება მიიქციეს. ულოცავდნენ დაბადების დღეს, საჩუქრებს აძლევდნენ. ელიზაბეტი, ყველას უღიმოდა. მსუბუქად თავის დახვრიით ესალმდებოდა და მადლობას უხდიდა.
დამიანემ შეძლო მისი გახარება. ვარსკვლაბის შესახებ აჩუქა წიგნი, რომელსაც უკვე თვეებია ეძებდა ყველგან მაგრამ ვერსად იპოვა. ძალიან უყვარდა ვარსკვლავები, თითოეულის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. მივიდა და მთელი გულით ჩაეხუტა.
- ძალიან, ძალიან, მიყვარხაარ.
- მეც, ჩემო ფერია.
დაბადების დღეზე მნიშნელოვანი არაფერი მომხდარა. მშვიდობიან მგზავრობას და წარმატებას უსურვებდნენ. ყველა ერთობოდა და ცეკვავადა. პირველი საათი იყო რომ დაიშალნენ. ანაბელი, ელიზაბეტთან დარჩა. სახლში მისვლის თანავე ბალიშს ჩაეხუტნენ და დაიძინეს. დილით ადრე გაიღვიძეს. ისაუზმეს და საყიდლებზე წავიდნენ. თითქმის ყველა მაღაზია შემოატარა ანაბელმა. იმდენი რამე იყიდეს ძლივს მიიტანეს მანქანამდე. ბოლოს მოშიებულები საყვარელ კაფეში შევიდნენ. შიგნით მყუდო გარემო იყო. მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული. წითელი და თეთრი ფერი იყო შერწყმული ერთმანეთში. მიმტანი იხმეს და მათი საყვარელი, შოკოლადის ტორტი და ცივი ყავა შეუკვეთეს. ცოტახანი ილაპარაკეს და წასვლა დააპირეს.
ელიზაბეტს ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა. კითხულობდა როდესაც რაღაც მკვრივს შეასკდა .ცხვირით გულ მკერდს მიეჯახა და ძალიან ეტკინა. ნეტავ კანის მაგივრად ლითონი ხომ არ ჰქონდა გადაკრულიო. ამის გაფიქრება კი მოასწრო, სანამ ახედავდა შეჯახების ობიექტს. ზევით ახედვისას, თავისზე ორი თავით მაღალი მამაკაცი დახვდა. უცნობის ჭაობისფერ თვალებში ჩაიძირა.
- წინ უნდა იყურო, როდესაც დადიხარ! - მკაცრმა ბარიტონმა გაიჟღერა. ჯიქურად უყურებდა გოგონას თვალებში.
- მე.. მე.. უკაცრავად, შემთხვევით დაგეჯახეთ - მისმა მკაცრმა მზერამ, დააბნია.
- ლაპარაკიც არ გცოდნია, ამხელა გოგოს ! - ირონიულად მიუგო და გვერდი აუარა.
ელიზაბეტი, კიდევ დიდხანს იდგებოდა , ასე გაშტერებული ანაბელს მუჯლუგუნი რომ არ წაერტყა.
- ეს.. ეს.. როგორ გამიბედა, ამ ძველი ეპოქიდან გადმონაშთულმა დინოზავრმა - ცოფებს ყრიდა.
- აიი, შენს თავს გეფიცები, ძეგლი უნდა დავუდგა იმ სიმპატიურ ბიჭს, შენი გაჩუმება რომ შეძლო. - კისკისებდა და თეთრ კბილებს აჩენდა.
- გეყოოს! - გაბრაზებულმა გახედა და კარისკენ წავიდა.
ანაბელმა, სახლამდე მიიყვანა და დატოვა. თვითონ კი, სახლში წავიდა. ბარგი ჰქონდა ჩასალაგებელი, ხვალ უკვე მიემგზავრებოდნენ.
კატეგორია: რომანი | დაამატა: თამაკო
ნანახია: 1076 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar