არასოდეს
06.10.2018, 12:24
არასოდეს დანებდე,
თუნდაც არასწორი გზით მიდიოდე!
თუ გინდა რომ არ ტიროდე,
მხოლოდ საკუთარ თავს ენდე!
საიდანაც წახვედი იქ არასოდეს დაბრუნდე!
არასოდეს შეწყვიტო სიცილი,თუნდაც წუხდე!
შეცდომა თუ დაუშვი კიდევ ერთხელ გაბედე,
თუნდაც ცილი დაგწამონ არასოდეს აღელდე!
არასოდეს უყურო სხვები საით მიდიან!
თუ პირველი იქნები,სხვები შენ გამოგყვებიან!
ეცადე შენი ცრემლი არ ნახონ,მტრები არ გაახარო!
არასოდეს გაჩუმდე!თავი არასოდეს დახარო!
არასოდეს ელოდო,ეცადე პირველი მიხვიდე!
სხვას არაფერი წაართვა,შენი წილი იპოვე!
არასოდეს იჩქარო ,უფრო ნელი იქნები!
შენი გზა თვითონ ნახე,სხვას ნუ დაედევნები!
არასოდეს დასცინო,სხვისი სევდაც იგლოვე!
თუ ზედმეტი გაქვს ღარიბებს დაუტოვე!
არასოდეს გახდე გულქვა,მკვლელი
არ გაქვს უფლება სხვის სუნთქვას შეუშალო ხელი!
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: aneta
ნანახია: 175 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar