ძვირფასო სანტა!!
21.12.2016, 20:31
სიყვარულო, სიხარულო, ცხოვრება, კიარადა ძვირფასო სანტა.
როგორ ხარ?
ხო კაი არ მაინტერესებს.
ისე არ მინდოდა მოწერა, გოგოები ხო პირველი არ წერენ, გელოდები მთელი წელი და ძალიან მაინტერესებს სად ხარ?
წინა წელსაც არაფერი მომიტანე.
ნუ წელს თუ კარგ რაღაცებს მომიტან და სურვილებს შემისრულებ გაპატიებ, ან არ გაპატიებ.
ხო და საჩუქრების გამო გწერ თორემ პირველი არ მოგწერდი მე, რომ იცოდე ისე მაინც.
ესეიგი მინდა ორი ბილეთი ნიცაში, არ შეგაწუხებდი მაგრამ ქეთის ვერ დავტოვებ ვერანაირად ხომ გესმის სანტა?
ვიცი რომ გესმის.
თუ არ გესმის და ქეთის დატოვება მომიწევს კარგი.
მე და ეილულკა მაინც გაგვიშვი ბერლინში.
კი ხო?
მიყვარხარ მართლა.
აი არგატყუებ.
სამი მილიონიც მოაყოლე რა იცი რახდება და რა დამჭირდება, მერე რომ არ შეგაწუხო.
არა შენთვის ვამბობ თორემ მე წერილის მოწერა და საჩუქრების თხოვნა კი არ მეზარება, თან თუ ვიცი რომ მომიტან.
იმ შემთხვევაში თუ ამას ვერ გამიკეთებ ტელეფონი მაინც მომიტანე თორემ ხომ ხედავ წავედი ქვის ხანაში სადღაც ნეოლითში ვარ.
ამასაც თუ არ მომიტან მაშინ პირველში გარეთ რომ გავალ კარგი ბიჭი დამახვედრე ცოდო ვარ როდემდე ვიარო მარტო?
მოიცა გეტყვი როგორი სიყვარულის ისტორია გვინდა.
მე გავალ, ცოტა შემცივდება, არა ცოტა არა ძალიან, მე ხომ სულ მცივა დაა.
მივალ პარკში და დავჯდები, მერე ვიღაც მოვა და მეტყვის -იქნებ გაიყინო კიდეც, მე შევხედავ,მივხვდები რომ ის ის არის და მერე ხომ ხვდები რა.
არა არ მომწონს,სისულელეა.
შენ მოიფიქრე ისტორიაც ოღონდ იცოდე უნდა მომეწონოს აუცილებლად !!!
ისე საერთოდაც არმინდა რა არაფერი სანტაა (აქ ვტირი) პატარა sugarbaby-ს გამოცდები ჩააბარებინე რაა.
ჰოკაი ჩემით ვიზამ ამასაც.
საერთოდ რაში მჭირდები ვერ ვხვდები.
ხომ ვთქვი არ უნდა მომეწერა პირველს.
წავედი ჩემით ავისრულებ რომელიმეს.
ისე შოკოლადი მაინც მომიტანე ოღონდ ბევრი.
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1502 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან მაგარია,გავხალისდი.კარგად წერ.სასიამოვნოდ წასაკითხია.
avatar