გახსოვდეს შემოდგომა
26.11.2017, 10:52
გახსოვდეს შემოდგომა
ამ შემოდგომას, ისევე როგორც სხვა მრავალს ერთად უნდა შევხვედროდით,ნაწვიმარ ქუჩაში,ფოთლებით სავსე ბილიკზე გზა გაგვეკვლია სახლისკენ სადაც ცხელი ჩაი და პლედი გველოდა.აწითლებულ ცხვირზე თითებით ფრთხილად უნდა შემხებოდი და შემდეგ შენი ქურთუკი ჩემთვის ნაზად შემოგეფარებინა.ქურთუკი ,რომელსაც შენი სურნელი ექნებოდა,მე კი ლოყებაწითლებულს მორცხვად უნდა ჩამღიმებოდა და როდესაც თითებზე შეხებას ვიგრძნობდი, შენთვის ხელი ძლიერად უნდა ჩამეჭიდა,ისე ძლიერად რომ წასვლა არ შეგძლებოდა.სიყვარულის დასამტკიცებლად მაღალფარდოვანი სიტყვების ნაცვლად ოდნავი შეხებაც საკმარისი ყოფილიყო და როდესაც სიცივისგან გაყინულ მტევანზე ,თბილი ტუჩებით ოდნავ შემეხებოდი და ტანში ჟრუანტელი დამივლიდა ,გავნაბულიყავი.შემდეგ აუცილებლად უნდა გაწვიმებულიყო,მოულოდნელად და ისე ძლიერად რომ როდესაც ხელს გაგიშვებდი,შენს ქურთუკს მხრებიდან სწრაფად მოვიშორებდი და პატარა ბავშვივით სირბილს დავიწყებდი ერთიანად და ძალიან სწრაფად დავსველებულიყავი.თეთრი პერანგი ტანზე მიმკვროდა და ფეხსაცმელები ,რომელიც დილით საგულდაგულოდ გამეწმინდა ერთიანად ტალახში ამოსვრილიყო.შენ კი რამდენიმეწუთიანი ყოყმანის შემდეგ,ჩემს შემყურეს გაუაზრებლად ჩაგღიმებოდა და ჩემკენ ჩქარი ნაბიჯით დაძრულიყავი.შენთვის შემოხედვის უნდა შემრცხვენოდა,სიახლოვისას მუცელი ამწვოდა და თავჩახრილს მორცხვად ამომეხედა.სახეზე მიკრული ,წვიმისგან დასველებული, ბუნებრივად წითელი თმა ნელა უნდა მოგეშორებინა,ისე ნაზად უნდა შემხებოდი ,რომ შეგშინებოდა ოდნავი მოქმედებითაც რამე არ დამშავებოდა,თვალებში ჩაგეხედა იმ დიდი გრძნობის გადმოსაცემად რასაც ჩემს მიმართ განიცდიდი,შემდეგ შენი თითები ნელა კისრისკენ ჩაგეცურებინა,ერთ დროს ვარდისფერ მაგრამ ახლა სიცივისგან გალურჯებულ ტუჩებზე ფრთხილად შემხებოდი და მაშინ როდესაც მუცელი ამეწვებოდა და ყველა გრძნობა რაც პირველ კოცნას უნდა ხლებოდა ერთიანად იფეთქებდა, წაქცევისგან წელზე შემოხვეულ შენს ხელებს დავეცვი.
***
პლედში გახვეულს და ფანჯრის რაფაზე მოკალათებულს მესმოდა ,როგორ ეცემოდა წვიმის თითოეული წვეთი სახლის სახურავს,როგორ ჩქარა ენაცვლებოდა ერთს მეორე,მეორეს კი მესამე, მაგრამ იმდენად სინქრონულად რომ იფიქრებდით ოთახში დაბალ ხმაზე ჩართული ბეთჰოვენის ერთ-ერთი მელოდიისთვის ფეხის აწყობას ცდილობდნენ.მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო სიზმარი, რომელიც ვიცოდი რომ ვეღარასდროს ამიხდებოდა,სიზმარი რომლისგანაც დიდიხნია გამოვრკვეულიყავი, მაგრამ თვალების გახელას არ ვჩქარობდი.იმ რეალობის მეშინოდა, რომელიც ოთახის გარეთ მელოდა,რეალობის რომელთან შეგუებაც მომიწევდა და ცხოვრების ,რომელიც კიდევ ერთხელ შემცვლიდა. თუ საჭირო გახდებოდა კიდევ ორ კვირას გავატარებდი ფანჯრის რაფაზე ძილსა და ტირილში ,ოხონდ წარსულში დაბრუნება თუ არა ,ყოველდღიურობისთვის გვერდის ავლა მომეხერხებინა.დაზუსტებით ამდენი დღის შემდეგაც არაფრის თქმა შემეძლო. კიდევ ვერ გამეგო ჩემს თავს მივტიროდი ,ბიჭს თუ წოდებას რომელიც წლების წინ ამ ადამიანისთვის შეცდომით შემერჩია და რომელიც უბრალოდ მხოლოდ ჩემს ან იქნებ ორივე ჩვენგანი გრძნობებს შესანიშნავად მალავდა.გრძნობებს, რომელთა შემჩნევაც მხოლოდ ახლა მომეხერხებინა.მეორე კვირაა რაფაზე მჯდომი ველოდი ძველებურად,ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ,როგორ შემოაბიჯებდა ჩემი კორპუსის ეზოში და სადარბაზოში შემოსვლამდე ,როგორ ამოხედავდა ჩემი საძინებლის ფანჯრებს.არ ჩანდა და როგორც ჩანს არც აპირებდა ოდესმე ამ მიწაზე ფეხი კიდევ ერთხელ დაედგა,მიუხედავად იმისა რომ ამას პირველივე დღიდან ვხვდებოდი,ყველასა და ყველაფეზე გულს ავიცრუებდი მაგრამ მის გამტყუნებას ან შეძულებას ვერასდროს შევძლებდი,სწორედ ამიტომ გონებაში ათასი საცოდავი მიზეზის პოვნას ვცდილობდი მის გასამართლებლად,ადამიანის, რომელიც დამპირდა რომ ერთ დღეს ჩემთვის უბედურების მომტანი გახდებოდა და რომელმაც დანაპირების შესრულება იმაზე მალე შეძლო, ვიდრე ამას ორივე ჩვენგანი წარმოიდგენდა.არ მოდიოდა და თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი ,რომ არაფერი სმენოდა შემოდგომის პირველსავე საღამოს ქალაქის ერთ-ერთ მიყრუებულ ადგილას მომხდარ უბედურებაზე ,მიუხედავად იმისა რომ ასია გერლიანის ცხოვრებას დღეისთვის ნახევარი თბილისი განიხილავდა.იქნებ ვერ ბედავდა,ისიც კვირებს ფანჯრის რაფაზე მოკალათებული საკუთარი თავის დადანაშაულებაში ატარებდა და ფიქრობდა რომ ჩვენი საყვარელი წელიწადის დრო მსგავს ისტორიას არ იმსახურებდა.მინდოდა დამეჯერებინა ,რომ მასაც ჩემსავით სტკიოდა,დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა და ჩემთვის სხვა თვალით შემოხედვის სრცხვენოდა.მინდოდა დამეჯერებინა ,მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ მის გასამართლებად რაიმე საბუთის პოვნა შემძლებოდა. ვერ წარმომედგინა რომ ეს ადამიანიც ჩემი შეყვარებულივით იმწამსვე მიმატოვებდა, როგორც კი სიმართლეს გაიგებდა და გაიქცეოდა.ვერ დავიჯერებდი რადგან ვიცოდი რომ ის არ სხვებს არ გავდა,მიუხედავად იმისა რომ მისი საქციელები სხვა რამეზე მეტყველებდა.კიდევ დიდხანს ვერ დავაჯერებდი საკუთარ თავს ამ სისულელეს ,ვერ დაველოდებოდი როდის შემოაბიჯებდა ჩემს საძნებელში,თვალები უნდა გამეხილა და ფეხზე წამოვმდგარიყავი,თუმცა იმდენად სუსტად ვიყავი რომ მეშინოდა პირველივე ნაბიჯის გადადგმისას ძირს არ დავცემულიყავი.
-ჩემს ასიაზე ძალა იხმარეს
ქვითინს არ წყვეტდა სასტუმრო ოთახში სავარძელში ჩასვენებული დედაჩემი და ვინ იცის უკვე მერამდენედ ცდილობდა სამსხურიდან დაბრუნებული მამაჩემისთვის ტკივილი გაეზიარებინა.ჩემს სახელს კი ისეთი ხმით წარმოთქვამდნენ ,თითქოს ჩემს საძინებელში კი არა,მათ წინ სუდარა გადაფარებული ვწოლილიყავი და ათასნაირად ცდილობდნენ  სიტყვა "გაუპატიურება" რაც შეეძლოთ რბილად და ნაკლებად დამრთგუნველად გაეჟღერებინათ.ჩემზე მეტად ამ ამბავს მშობლები განიცდიდნენ და ალბათ რომ გაეგოთ როგორი გულგრილი დამოკიდებულება მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ჩემი გონება სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა,ჭკუიდან შეიშლებოდნენ.მათთვის ეს ცხოვრების დასასრულს ნიშნავდა,ჩემთვის კი უბრალოდ სიტყვა იყო რომელიც მნიშვნელობას მხოლოდ მაშინღა თუ შეიძენდა, როდესაც დავრწმუნდებოდი რომ ადამიანი რომლის გამოჩენასაც ორი კვირაა ველოდი ცოცხალი და საღსალამათი იყო.რომ ჩემი ცხოვრება ტყუილად არ შემიწირავს მის გადასარჩენად,რომ თუ არ მოვიდოდა ვეხსომებოდი მაინც ,თუ არ შემიყვარებდა ბედნიერი სხვასთან იქნებოდა და შემოდგომის წვიმიან დღესაც ქუჩაში სხვებთან ერთად ისეირნებდა.ჩემს დავიწყებასაც ვაპატიებდი ,თუ საჭირო გახდებოდა შევიძულებოდი ოხონდ მცოდნოდა რომ ამით მის დახმარებას შევძლებდი.
****
ოქტომბრის წვიმიან დღეს სახლისკენ მიმავალ გზას აუჩქარებლად მივუყვებოდი და ვცდილობდი გულმკერდზე მიხუტებული წიგნები დასველებას გადამერჩინა.თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა და ალბათ ყველაფრის დალაგება რომ შეძლებოდა, შესაძლოა წიგნის დასაწერად შესანიშნავი მასალა დამგროვებოდა.სახეზე მიკრულ წითელ თმას ,რომელსაც ყველა სხვადასხვა რამესთან აიგივებდა განუწყვეტლივ ვიშორებდი და ხალხის გაკვირვებულ მზერას ,რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ვიმსახურებდი რომ წვიმაში მეც მათსავით თავქუდმოგლეჯით სირბილს არ ვაპირებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი.
-პატრონი არ ყავს ?
გავიგონე, როგორ ჩაიჩურჩულა ხანშიშესულმა ქალმა,როდესაც ამინდისთვის საკმაოდ შეუფერებლად ჩაცმულს თვალი შემავლო და ჩემს მაგივრად სიცივისგან ტანში ჟრუანტელმა მას დაუარა.სველ ზედას ამრეზით შეხედა და მაშინვე მისთვის მიუღებელ ადამიანად შემრაცხა,ისევე როგორც კიდევ ბევრმა ადამიანმა რომლებიც სახლისკენ მიმავალ გზაზე მხვდებოდნენ.არადა ალბათ კითხვაზე როგორი ამინდი უყვარდათ, ნახევარზე მეტი გიპასუხებდათ რომ წვიმას არაფერი ერჩივნათ.ქუჩაში მიმავალ ასობით ადამიანს შორის მხოლოდ მე არ ვაპირებდი სირბილს და დროებითი თავშესაფრის ძებნას, იმიტომ რომ მათსავთ წვიმიანი ამინდი კი არა წვიმა მიყვარდა.განსხვავება კი ამ ორს შორის საკმაოდ დიდი იყო.იმდენად დიდი რომ მხოლოდ შემეძლო ეს ყველაფერი მათთვის ჩემი ქცევებით დამემტკიცებინა,მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა მათგანში უარყოფით ემოციას ვიწვევდი ,გარდა ერთი ადამიანისა,რომლის შესახებაც მაშინ არაფერი მსმენოდა,რომელმაც ათას გამვლელს შორის გამომარჩია და თავისი კამერა ჩემკენ მომართა და რომელიც მხოლოდ მაშინღა შევნიშნე, როდესაც დავინახე რომ გზის მეორე მხარეს მორბენალ ადამიანებ შორის ერთი ფიგურად ჩემსავით გაუნძრევლად იდგა და რაღაცას კმაყოფილი ჩასჩერებოდა.პირველი ჩვენი დიალოგი სწორედაც რომ წვიმაში შედგა და იმაზე მალე დასრულდა ვიდრე ველოდი.სამაგიეროდ მხოლოდ მაშინ შევნიშე ჩემზე ერთი წლით უფროსი ბიჭი რომელიც თურმე ჩემს სკოლაში სწავლობდა და ამის შესახებ მხოლოდ იმ საბედისწერო საღამოს შევიტყე.ჩემი და თორნიკეს ურთიერთობას დანარჩენებისგან ის განასხვავებდა რომ ეს არ იყო ტიპიური გოგოსა და ბიჭის გაცნობა,არც ერთი წამით,იმ წვიმიან დღესაც კი ერთმანეთისთვის სხვა თვალით არ შეგვიხედავს.ერისთავი მხატვარი და გატაცებით ფოტოგრაფი იყო და ბიჭი რომელსაც საცოლე ჰყავდა ჩემში თმის განსახვავებული ფერის მეტს ვერაფერს ამჩნევდა .სწორედ ამიტომ მარტოსული გოგოსთვის ,რომელსაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დაქალი მოეძებნებოდა თორნიკე მაშინვე მეგობრულ შენაძენად იქცა,რომლის ცხოვრებაც იმაზე მეტად ითრევდა ვიდრე აქამდე შემხვედრი ნებისმიერი ადამიანის,რომლებიც წვიმიან ამინდში სხვებივით სირბილს იწყებდნენ.ერთმანეთს სკოლაში თითქმის ყოველდღე ვნახულობდით,გასულ წელს კი როდესაც სკოლა დაასრულა ერთმანეთთან ცოტა არ იყოს ჩამოშორებაც მოგვიხდა,ვერ ვიტყოდი რომ ურთიერთბაზე მანძილი და გადატვირთული გრაფიკი გავლენას ახდენდა ან იშვიათი შეხვედრების გამო ეს ადამიანი მეგობრის სტატუსს კარგავდა, მაგრამ  ვატყობდი რომ რაღაცეები მაინც იცვლებოდა.გოგონას გამო ,რომელსაც ლამის "საცოლეს" უწოდებდა ათასი პრობლემბის გადალახვა მოუხდა და საბოლოოდ იმის მაგივრად რომ ამის შესახებ ჩემთვის თავად მოეყოლა დამალვა ამჯობინა. პირველი ნოემბერი იყო როდესაც ჩემი სახლის კარებზე ზარის ხმა გაისმა და სადარბაზოში უცხო გოგონა და ბიჭი დავლანდე ,რომლებმაც მხოლოდ და მხოლოდ ის მითხრეს რომ ჩემი მეგობარი სერიოზულ პრობლემაში გახვეულიყო და მისი დახმარება თუ მინდოდა მათ დატოვილ მისამართზე უნდა მივსულიყავი.ცხოვრებაში პირველად ამ ადამიანის თვალთვალი დავიწყე და ასე ამოვყავი თავი თბილისის მიყრუებულ უბანში,ბოლოს რაც დავინახე ეს თორნიკე იყო რომესაც გამეტებით ურტყავდნენ მე კი მიწას სწრაფად მოვწყდი ....შემდეგ იყო დაუსრულებელი ტკივილი,სიცივე და სულისშემძვრელი ხმაური.შორს ვიღაც სიცილით იძახდა რომ ერისთავის გასამწარებლად ყველაზე კარგი საშუალება ვიყავი.უსულო საგანივით მომიხსენიებდა და მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მეგობრის დაცვა მინდოდა მისსავე გასამწარებლად მიყენებდა
.....
კედელ-კედელ ბარბაცით გავიარე ოთახი ,რომელსაც ბუნდოვნად ვხედავდი და პატარა მაგიდაზე ჩემთვის დაწყობილ საჭმელს ამრეზით ავხედე.შემდეგ კარის სახელულს აკანკალებული,გრძელი და თხელი თითებით ოდნავ შევეხე და სანამ ჩამოვწევდი ღრმად ჩავისუნთქე.ორკვირიანი დუმილისა და ოთახში თეთრად გატარებული ღამეების შემეგ პირველად გადავაბიჯე კარის ზღურბლს.ჩემი მშობლები ისე შეჭრილიყვნენ გოდებაში რომ ჩემი გამოსვლა მანამ ვერ შენიშნეს სანამ არ წავბორძიკდი და მაგიდაზე დაყრდნობილმა,წაქცევისგან თავისდასაცავად ის ვაზა არ გადავაყირავე რითიც ირმა სტუმრებთან ყოველთვის თავს იწონებდა და სადაც ყოველთვის ნახავდით ყვავილებს,რომლებსაც მანამ ცვლიდნენ სანამ დაჭკნობას მოასწრებდა.გარდა დღევანდელი დღისა,ცარიელი მინის საგანი ხმაურიანად დაეცა მაგიდაზე და სანამ წამოვაყენებდი მშობლებმა აცრემლიანებული თვალებით ამომხედეს.
-სად არის ერისთავი...
ჩავილაპარაკე და დედაჩემის საყვარელი ნივთი თავის ადგილზე დავაბრუნე.სიჩუმე რომელიც მოსალოდნელზე მეტად გაიწელა კარგის მომასწავებელი არ უნდა ყოფილიყო,დავინახე როგორ ჩასჭიდა მამაჩემმა ხელი სავარძელზე მისვენებულ მეუღლეს.
-გერმანიაში გაფრინდა
აჭრილი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა, რომელიც ამ ერთ კვირაში საოცრად დაბერებულიყო და სანამ ირმას ხელს შეუშვებდა რომ გაუაზრებლად კარებისკენ დაძრული გავეკავებინე,იატაკზე პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე აღმოვჩნდი.როგორც ჩანს ისიც სხვებივით გაქცეულიყო,თორნიკე ერისთავსაც შეშინებოდა წვიმის და ყველანაირი დამშვიდობებისა და ბოდიშის მოხდის გარეშე ექცია ჩემთვის ზურგი.მაშინ გავიაზრე თუ რაოდენ ძლიერ მიყვარდა ბიჭი, რომელსაც მეგობარს ვუწოდებდი და რომლისთვისაც ეს წოდება მხოლოდ იმიტომ მომერგო რომ დაზუსტებით ვიცოდი სხვა თვალით არასდროს შემომხედავდა.მისთვის როგორც მხატვრისთვის მხოლოდ მუზა ვიყავი,რომელსაც შემოდგომასთან აიგივებდა შემდეგ კი სულელი გოგონა რომელმაც მის დასაცავად თავი საფრთხეში ჩაიგდო.ან იქნებ უბრალოდ ერისთავი იყო მშიშარა ?!
ეს დასასრული იყო,ამ წლის შემოდგომას ვეღარ მოვესწრებოდი.ვეღარასდროს შემეხებოდნენ წვიმის წვეთები ახურებულ სახეზე,არც გაყინულს შემომაფარებდა ვინმე თავის ქურთუკს.პირველი კოცნაც კი იმ ბიჭს ეკუთვნოდა ვის შესახებაც არაფერი ვიცოდი და ყველაფერი შემოდგომის წვიმიან დღეს კი არა შუაღამის თბილისში,მიყუჩებულ და ჩაბნელებულ ადგილას,ყვეანაირი ჟრუანტელისა და სიყვარულის გარეშე მომხდარიყო.
გახსოვდეს გოგონა რომელმაც ყველაფერი დაკარგა.
გახსოვდეს წითელი თმა,თოვლივით თეთრი კანი და მწვანე თვალები.
და ეს სიყვარული თუ არა ,შემოდგომა გახსოვდეს.
 
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 1363 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
Dzalian magaria
avatar