გვირილები
17.09.2018, 20:36
კალთა დაუმძიმდათ თეთრფრთიანებს,
ფოთლებს შემოესწრო განთიადი,
გარეთ ნისლისფერი დილაა და,
სულში გვირილების ათინათი.
ახლა თეთრკაბათა შრიალია,
რამსი აირია ტკივილების,
ალბათ მინორული დილაა და ,
კვნესაც მიტომ ისმის გვირილების.
გარეთ მტრედფრთიანთა გნიასია,
ცამდე გაუშვიათ სურვილები,
ალბათ, ცეცხლისფერი დილაა და,
მიტომ თავნებობენ გვირილები.
ახლა თეთრბუმბულთა ნატვრა ისმის,
აქ ახლა არემარეს ტიფი კლავს ,
თითქოს ალისფერი დილაა და ,
მთვარე კი მაინც ჩრდილავს გვირილას.
. გარეთ ფრთაქათქათთა ჩურჩულია,
სხეულიც გადაღალა ჭირის თქმამ,
თითქოს მივიწყების დილა იყო
და ფრთები ჩამოყარა გვირილამ.
კალთა დამძიმებულ თეთრფრთიანებს,
ღამე შემოესწრო ნისლიანი ,
ახლა სევდისფერი ღამეა და
დილის მივიწყება ასწლიანი.
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: niniia
ნანახია: 511 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 9 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 9
avatar
1 Spam
1
კარგია, მომეწონა smile
avatar
0 Spam
2
Madloba❤❤
avatar
0 Spam
3
avatar
-1 Spam
4
რა ლამაზი ლექსია
avatar
0 Spam
7
მადლობაა <3
avatar
0 Spam
5
ყოჩაღ ნამდვილად კარგია
avatar
0 Spam
8
მადლობა ❤
avatar
0 Spam
6
kargia:)
avatar
0 Spam
9
მადლობა
avatar