"კაცებო"
18.09.2018, 20:44
"კაცებო" ბრჭყალებში ჩაგიწერთ ამ სიტყვას
და ისიც მრცხვენია ლექსი რომ გიძღვენით,
რადგანაც რომ გხედავთ ტირილი მინდება
დედიკოს აგინებთ სულ აღარ იბნევით.
ნუ იტყვით კაცი ვარ არ დაიჯერება
იმ დედებს აგინებთ ვინც გზები გიჩვენათ,
სახლს გარეთ დგახართ და "ჩემი"ო იძახით
ამართლებთ ეს არის დღეს ჩვენი ღირსება.
ღირსი ხართ მოვიდეს დღეს ვინმე ვაჟკაცი
პირისპირ გიბრუნოთ ეგ თქვენი გინება,
ამ ბილწი სიტყვებით თვლით რომ ხართ მმართველი
მრცხვენია ბიჭებო რომ გქვიათ ქართველი.
სახლში რომ შედიხართ რას ფიქრობთ ნეტავი,
თუ ფიქრი გშორდებათ როდესაც გშივდებათ
დედიკო საჭმელი დამიდე სად არის
და მათი ხელები ნეტარი გიხდებათ.
დედების ხელებს რომ ეცემეთ ძალიან
დღეს აღარ იტყოდით .....
ვიგინებოდეთ რა ჩემი ბრალია....
.........
ბრალი კი არა შეცდომა ის არის
დედებს აგინებთ, სულ აღარ გრცხვენიათ
იმ ბიჭებს შეხედეთ დედა ხატად და
ლექსებს, რომ უწერენ, მათზე მღერიან.
"კაცებო" ბრჭყალებში ჩაგიწერთ ამ სიტყვას
და ისიც მრცხვენია ლექსი რომ გიძღვენით,
ამ ბილწი სიტყვებით თვლით რომ ხართ მმართველი
მრცხვენია ბიჭებო რომ გქვიათ ქართველი.
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: anaqutateladze
ნანახია: 301 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ყოჩაღ! ძალიან კარგად ეხმიანები თანამედროვე "კაცებს"
პ. ს. მეც ბრჭყალებში ჩავწერე biggrin
avatar