ოდესღაც ცრემლი მათრობდა
14.10.2018, 23:25
ოდესღაც ცრემლი ათრობდა გრძნობებს,
გულში მწუხარე გრძნობა ფეთქავდა
ცდილობდა ეპოვა გზა გასასვლელი
და ნათელ თვალებს მიაწყდებოდა.
ოდესღაც ცრემლი ათრობდა ტუჩებს,
გამომშრალს მკურნალ ძალად ხვდებოდა,
გრძნობდა მის მწარე სიმლაშეს ბაგე
და ედებოდა თოვლივით თეთრად.
ოდესღაც ცრემლი ათრობდა თვალებს
ამკობდა მისი მცირე წვეთებით,
უმსუბუქებდა გულის იარას
და გადმოჰქონდა მისი ნაღველი.
ოდესღაც ცრემლი იყო აღსავსე
მწუხარე გრძნობით და ოცნებებით
ახლა ის სულ მთლად ცარიელია
არრაა წვიმის წვეთების მეტი.
ცრემლი კვლავ ათრობს ამ მოგონებებს
ართმევს ყოველგვარ ძალას, დიდებას,
ჩემთვის სამადლოდ მხოლოდღა ტოვებს
სიცარიელის მომაკვდავ მცნებას.
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: MissAK
ნანახია: 224 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მომეწოანა cool cool
avatar