სუნ(sun)-თქვისმელოდია
27.11.2017, 15:32
-სადაურია შემოდგომა?
-აქაური.
-ყოველთვის აქ რატომ არაა?
-არ უნდა, თავი მოგაბეზროს.
-რატომ?
-ურჩევნია, გენატრებოდეს.
-მაშინ, მეც წავალ!
-რატომ?
-მეც მირჩვენია, გენატრებოდე... რომ წავალ, ყველაზე მეტად რა მოგენატრება?
-სუნთქვა.
-და მაინც, სადაურია შემოდგომა?
-აქაურია, აქაური.
-და როცა მიდის, სად მიდის?
არ ვიცოდი, რა მეთქვა. ნეტავ, მართლა სად მიდიოდა შემოდგომა? მოვიდოდა, გააყვითლებდა გრძნობებს, ცივ, სითბონარევ გრძნობებს ააჩქროლებდა და ისევ წავიდოდა... სად მიდიოდა?
კიდევ მკითხა:
-როცა მიდის, სად მიდის? მეც მას გავყვებოდი. ერთად წავიდოდით და მოვიდოდით ხოლმე.
მინდოდა დარჩენილიყო, გაუჩერებლად მინდოდა მესმინა მისი სუნთქვისათვის, ამიტომაც ვუთხარი:
-არსადაც არ მიდის. აქ არის, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას.
ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ სუნთქავდა. მეც მის სუნთქვას ვუსმენდი. ნეტავ, მას თუ ესმოდა ჩემი სუნთქვა? არამგონია. მე ხომ მასავით ჰარმონიულიარ ვიყავი...
ორივე ვსუნთქავდით.
როცა მასთან ვიყავი, ისეთი შეგრძნებაც კი მეუფლებოდა, რომ მხოლოდ ის სუნთქავდა. მისი სუნთქვის კვალობაზე ჩემი სუნთქვა არარაობა იყო. არადა, მეც ვსუნთქავდი.
იცით, რა იყო უცნაური? მე ის კი არა, მისი სუნთქვა მიყვარდა. მას რომ არ ესუნთქა, ჩემს სუნთქვასაც არ ექნებოდა არანაირი აზრი. იგი საკუთარ სუნთქვას მიზიარებდა.
ის წავიდა;
სანამ წავიდოდა:
სუნთქვით გამოვარჩიე. თავისუფლად დაცურავდა ცაში და დედამიწაზეც კი მესმოდა მისი სუნთქვა. განა რა? ვინ არ სუნთქვას? ჰარმონია მაიძულებდა, ეგოისტური , საკუთარი თავის სამარედ ქცევას. გაუთვალისწინებლად დამიკაკუნა კარზე. დამოუკიდებლად ავდექი. გავაღე კარი.
შემოდგომის სურნელი სადღაც მიმალულიყო. მირაჟს ჰგავდა ყოველივე. ვფიქრობდი, აშკარად მირაჟია... ახლა უფრო ახლოს ვგრძნობდი მის სუნთქვას.
სიგიჟის წამები, წითელ-ყვითელა ფოთლებივით დაჰქროდა ქარში,
და შთაგონებას მარადიულს აკრთობდა ცაში,
კვლავ სურვილები ბობოქრობდნენ ჩემს გაშლილ თმაში.
ხშირად მოთმენას სჭრდებოდა წყალი და,,კაპლი’’,
აღარ მესმოდა აღარავის კანონთა არსი,
და მხოლოდ მაშინ, მხოლოდ მაშინ,
მქონდა ეს შანსი...
(საკუთარ თავზე ეშმაკები დაჯირითობდნენ).
სულისთქმა მქონდა ბობოქარი, მხნე და ამაყი.
ვეძებდი ხელებს,
და სიყვარულის პანტონიმის ვაბამდით ქსელებს.
ვგავდით შეშლილებს და შემოდგომის წვიმიან ცაში
კვრეფდით ყვავილებს.
ვკრეფდით ყვავილებსზუსტად იმდენს, რაც გვეკუთვნოდა.
საკუთარ გრძნობებს ჩვენი თავი არ ეკუთვნოდა.
წასვლის პირველივე დღიდან მივხვდი, რომ მასავით სუნთქვა არავის შეეძლო. მხოლოდ მას შეეძლო ყველანაირ მაჟორსა და მინორში ესუნთქა. აქამდე არასოდეს ვისმენდი სუნთქვას...და არც მას შემდეგ მომისმენია...
ვივალდის ,,ოთხი სეზონიდან’’, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მხოლოდ შემოდგომას დავტოვებდი მისი სუნთქვის თანდასწრებით, რომ აღარასოდეს მომნატრებოდა არც ერთი და არც მეორე.
ვუყურებოდი ცაში და შთაგონებამოკლებული, უკვე ვდუმდი.
ნინო ივანიძე
nInKa
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: ninkaivanidze
ნანახია: 1026 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.5/4
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
Gamarjoba nin.lamazi chanaxatia,chaaswore mxolod.da ici kidev ertidaigive sityvas xshirad nu gamoiyurebi,Anu sityva suntqva dzalian bevrjer giweria.ar gewyinos ubralod chemi azri gagiziare.warmatebebi
avatar