უშენობას მგონია რომ არ ვაპირებ
11.10.2018, 17:03
მომენატრე ახლა ისევ, სადარდელო,
უშენობას მგონია რომ არ ვაპირებ,
მინდა ისევ მაგ შენს ხელებს მოვეფერო
და თვალებით მიგახვედრო რომ მაგიჟებ.
მომენატრე, არ გეგონოს ეს ტყუილი,
არ გეგონოს სიტყვებს უგზოდ ვატრიალებ,
არ იფიქრო, განელდება ეს წყურვილი,
შენთან ყოფნა რომ ჰქვია და მაწრიალებს.
თუ გიყვარვარ არ იდარდო, შენი მქვია,
მემეტება შენთვის სითბო და სამყარო,
სადამდეც კი სიყვარული შემიძლია,
მინდა შენი პოეტობა დავიბრალო.
მენატრები, შენთან ყოფნას სული ითხოვს,
ბინდია და ბილიკებსაც ვეღარ ვარჩევ
და თუ ფიქრობ, სიყვარული არის ჯილდო,
მოგილოცავ, რადგან უკვე გაიმარჯვე.
~ბ.ბ.~
კატეგორია: საკონკურსო | დაამატა: beqa777
ნანახია: 172 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar