ადამიანის ხასიათი ფერების მიხედვით
20.06.2017, 20:13


წითელი
 
წითელი ფერის მოყვარულებს, აქვთ განსაკუთრებული სწრაფვა წარმატებისაკენ, დარამატიზებულად განიცდიან პრობლემებს, მოსწონთ სიმშვიდე და სიმყუდროვე.
შეიგრძნობენ ცხოვრებას განსაკუთრებულად, მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, არიან ცვალებადი ხასიათის ადამიანები.
ისინი არიან: კომუნიკაბელურები, აქტიურები, გამბედავები, აქვთ კარგი ნებისყოფის უნარი.

თუ, თქვენ პირველ ადგილს უთმობთ წითელ ფერს, ანუ თქვენ აძლიერებთ თქვენს ემოციურ ფონს, ხართ დამოუკიდებლები და არ გეშინიათ ურთიერთობების, არ ხართ კომპლექსიანები და შეგიძლიათ ადამიანზე ადვილად ზეგავლენის მოხდენა, ხოლო ვინც წითელ ფერს უთმობს ბოლო ადგილს, მათ აქვთ  არასრულფასოვნების კომპლექსი, მარტოობის შიში და არა სტაბილური ურთიერთობები. 

 



ვარდისფერი
 
ვარდისფერი - იგი აერთიანებს ვნებას და სიწმინდეს, ეს ფერი ასოცირდება რომანტიკასთან, სინაზესთან და სიმშვიდესთან. 
ადამიანი, რომელიც ირჩევს ვარდისფერს, ის მთელი ცხოვრების მანძილზე, ოცნებებსა და ილუზიაშია ჩაფლული, ოცნებობს უკიდეგანო სიყვარულზე, იგი ნაზი და მშვიდია, აღმერთებს კომფორტსა და სიმყუდროვეს. 
ხშირად, მის "ვარდისფერ სათვალეს" რეალობა ცვლის, ამიტომ სიმშვიდე მისთვის მეორე  - "მეა" 
მას, რაც არუნდა ურთულესი დაბრკოლება შეუქმნა, იგი მშვიდად მოაგვარებს ამ ყველაფერს, აუღელვებლად. 

თუ, თქვენ ვარდისფერი დააყენეთ, ბოლო ადგილას, ანუ თქვენ ხართ პრაგმატული და ტყუილად არ "დაფრინავთ ღრუბლებში" 

 

 
 
ნარინჯისფერი
 
ნარინჯისფერის მოყვარულები არიან დასაჩუქრებულები განსაკუთრებული ინტუიციით, მათ აქვთ მიდრეკილება გაუთავებელი ოცნებებისაკენ. 
მათ უყვართ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყველა სიტუაციას/ფენას ერგებიან, ასეთი ადამიანები არიან ორიგინალურები, მაგრამ არა გენიალურები.
ამფერის მოყვარულები გამოირჩევიან არასტაბილურობით, უფრო კონკრეტულად კი შეიძლება ითქვას, რომ ერთ აზრამდე იშვიათად ყალიბდებიან, ამიტომ მათი კომფლიქტი მეგობრებთან ხშირია. 
სიყვარულში ისინი, დამოუკიდებლები არიან და ყოველთვის მად არიან დაიპყრონ სამყარო!

თუ თქვენ ნარინჯის ფერი დააყენეთ ბოლო ადგილას, ანუ თქვენ  არ ხართ ნათელი ფერების მოყვარული, თქვენ არ მოგწონთ ხმაურიანი წვეულებები და ხმამაღალი სიცილი, ამიტომ თქვენ რთულად ამყარებთ კომუნიკაციას ხალხთან, ამასთანავე თქვენ არ მოგწონთ მეგობრების დიდი წრე, თქვენი სამეგობრო წრე შემოიფარგლება ძალიან ცოტა მეგობრებისაგან, და, თუ კი თქვენ იპოვით საუკეთესო მეგობარს - მას მთელი ცხოვრების მანძილზე არ დატოვებთ! 


 


ყვითელი 
 
ყვითელი ფერი ასოცირდება - სინათლესთან და სითბოსთან.
მას ხშირად უკავშირებენ, ოპტიმიზმს, იგი სიმბოლოა სიმშვიდის.
ყვითელი ფერის მოყვარული ადამიანი, როდესაც შეყვარებულია, იგი ცდილობს ყველას გაუზიაროს თავის ემოციები და შთაბეჭდილებები, მას მარტივად შეუძლია ადმიანებთან კონტაქტი და ურთიერთობები. 
ადამიანებს, რომელაბსაც მოსწონთ ეს ფერი, მათ აქვთ არაჩვეულებრივი გემოვნება, სხარტი და ცნობის მოყვარე გონება, მათ უყვართ სიახლეები და საინტერესო თავგადასავლები. 
თუ, თქვენ მოგწონთ, ყვითელი ფერი თქვენ ხართ ძალიან კარგი მეგობარი, თქვენი ამბიციები ძირითადათ ყოველთვის ხორციელდება და თქვენ გაქვთ ცოხრვებისადმი ნათელი ხედვა.  


თუ, თქვენ არ მოგწონთ ეს ფერი, მაშასადამე თქვენ ხართ რადიკალურად განსხვავებული ზემოთ ჩამოთვლითაგან, თქვენ ხართ რეალისტი და  უტილიტარული ადამიანი, თქვენ ახალ იდეებს სკეპტიკურად ხვდებით, თქვენთვის ყოველთვის მნიშვენლოვანია გარანტირებული შედეგები, ამიტომ თავს კარგად იცავთ იმედ გაცურებისაგან. 
 


მწვანე

 
მწვანე - გაზაფხულის, ბუნების და თავად სიცოცხლის ფერია, იგი აბალანსებს სიცივესა და სითბოს, სწორედ ამიტომ "მწვანე ხალხი" ყოველთვის დარწმუნებულები არიან საკუთარ თავში და საკმაოდ დაბალანსებულები გახლავთ სხვა ფერებისგან განსხვავებით. 
ისინი არიან საკმაოდ მზრუნველი - მშობლები და მშვიდობის მიყვარე მეზობლები. 
თუ თქვენ, ირჩევთ მწვანე ფერს, ანუ თქვენ გაქვთ შიში სხვისი აზრის/გავლენის, ეძებთ თვითდამკვიდრების საშუალებას, თქვენ საკამოდ ჭკვიანები ხართ, ამიტომ ადვილად უგებთ ადამიანებს, მეორე მხრივ თქვენ საკმაოდ მშიშრები ხართ, გეშინიათ რისკის, რისკის, რომელიც  შესაძლოა თქვენი წარმატება იყოს. 
"მწვანე ადამიანები" არ უჩივიან მადას, და თუ კი ისინი დიეტაზე არიან, იშვიათად გამოსდით გახდომა. 
ამფერის მოყვარული ადამიანები ჯიუტები და მტკიცეები არიან. 


მათ, ვისაც ეს ფერი არ უყვართ, შიში აქვთ ყოველდღიური პრობლემების, ისინი ყოველთვის წუწუნებენ, რომ მათ გარშემომყოფებს მათგან ბევრს ითხვენ. თქვენ არ მოგწონთ ისე ყოფნა როგორც თქვენს გარშემო უამრავ ადამიანს.
თქვენ არც  სტუმრად სიარული, წვეულებები და არც გართობა არ მოგწონთ. 


 


ლურჯი
 
ლურჯი ფერი გულისხმობს სიმშვიდეს, სიწყნარესა და მყუდროებას. 
რადგან ლურჯი ფერი ცას გვახსენებს, ასეთ ადამიანებს მგძნობიარებს უწოდებენ, ისინი მარტივად იღლებიან და მათ ყოველთვის დასვენება სურთ. 
ისინი ადვილად მიმდობი და გულწრფელი ადამიანები არიან, მაგრამ ასევე მათ ხასიათში ცვალებადობა აღინიშნება, როგორც ბუნებაში, შესაძლოა ადამიანმაც "მოიღრუბლოს" და ძალიან ფეთქებადი გახედეს, თუმცა ასევე შესაძლოა მზესავით გამოანათოს და კრავივით უცოდველი იყოს. 


მათ, ვისაც ლურჯი არ უყვარს, დროა თავის ცხოვრებაში შეცვალოს ყველაფერი, მასზე უამრავი ადამიანია დამოკიდებული, რაც გულისხმობს საკუთარი თავის გვერდზე გადადებას, თქვენ გესაჭიროებათ, სიმშვიდე, სიწყნარე და მყუდროება. 
 



თეთრი

 
თეთრი არის სინთესი ყველა ფერის, ამიტომ ის იდეალური ფერია, მასში არის ბევრი დამაფიქრებელი დეტალები.
იგი ერთდროულად გადმოსცემს ბზინვარებასა და ყინულის სიცივეს, ამ ფერის მოყვარული შესაძლოა ძალიან ბევრი იყოს, იგი არავის რიყავს! 
ამფერი მოყვარულები გამოირჩევიან სისუფთავის განსაკუთრებული სიყვარულით, ისინი არიან ყველაფერში ძალიან ფრთხილები და პრინციპულები, ხოლო მათ ახასიათებთ რთული და ცივი ხასიათი, მათთან კონტაქტი ხშირად ბევრს უჭირთ, მათი რთული ხასიათის გამო.

 
 
შავი
 
შავი ფერის მოყვარულები იდუმალები, არიან, როგორც ღამე, მათ ცხოვრებაში პოზიტივი თითქმის იშვიათადაა, მათ მოსწონთ მისტიურ სიმშვიდეში ყოფნა, ხასიათი ისეთივე, რთული აქვთ, როგორც თავად ფერი, შესაძლოა მათთან ურთიერთობა "ყვითელ, მწვანე და ვარდისფერ ადამენებს" გაუჭირდეთ, მათი დადებითი მხარეები ისაა, რომ შეუპოვრად იბრძვიან პიროველობისათვის. 

თუ, თქვენ არ მოგწონთ ეს ფერი, თქვენ ხართ საკმაოდ ნათელი და პოზიტიური ადამიანი, თუმცა თქვენ არ გაქვთ ის თვისებები, რომლებიც შავი ფერისთვის საკმაოდ ღირეუბულია. 


 
კატეგორია: სხვა... | დაამატა: ადმინისტრატორი
ნანახია: 2340 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ვარდისფერზე მაფანატებს :D
მომეწონა აღწერები და რაღაცები ემთხვევა კიდეხ
avatar