ბოლო რეისი -მეორე თავი - გამოღვიძება
07.07.2018, 21:47
-გიორგი_მოესმა ნაცნობი ხმა და თვალები გაახილა.
-ლიკა_წარმოთქვა ჩახლეჩილი ხმით
ყელაფერს ბუნდოვნად ხედავდა,ვერ გაერკვა სად იყო ან რა ხდებოდა მის თავს.წამოდგომა სცადა მაგრამ თავბრუ ეხვეოდა.
-იწექი_თქვა ქალმა და ხელი ნაზად მოკიდა,რომ საწოლზე დაებრუნებინა.
ცოტა ხნით თვალები დახუჭა ,რომ აზრზე მოსულიყო.ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა ,რომ საავადმყოფოში იყო.თუმცა ვერ იხსენებდა აქ რატომ მოხვდა.
-როგორ ხარ?_ჰკითხა ქალმა და თმაზე მოეფერა
-მგონი კარგად_უპასუხა მან
-ძალიან ვინერვიულე,ისეთ დღეში რომ დაგინახე_ხმა ჩაუწყდა ლიკას და ცრემლები მოერია.
-ნუ გეშინია,ყველაფერი კარგადაა_ხელი ხელზე დაადო ცოლს.
-კი მაგრამ რა მოხდა?რა დაგემართა?გახსოვს?
-არაფერი მახსოვს...საერთოდ არაფერი_თქვა გიორგიმ და ჩაფიქრდა.გონებას ძაბავდა,რომ რამე გაეხსენებინა,თუმცა ამაოდ.
-სადარბაზოში გიპოვე ,გონება გქონდა დაკარგული_თქვა ქალმა და ღრმად ამოიოხრა
-მართლა?_გაუკვირდა გიორგის-მხოლოდ ის მახსოვს როგორ წამოვედი სამსახურიდდან.გვიანი იყო და თან მანქანა არ მყავდა წაყვანილი,ხელოსანთან დავტოვე,ავტობუსს რომ ველოდებოდი მახსოვს,მაგრამ შემდეგ რა მოხდა ვერაფრით ვიხსენებ_აღელვებული ხმით თქვა მან
-კარგი,არაუშავს,მთავარია,რომ კარგად ხარ და ცუდი არაფერი მოხდა.ძალიან შემეშინდა
-ნუ გეშინია,ყველაფერმა ჩაიარა.მოდი ჩემთან_უთხრა ცოლს და ხელი მოკიდა
ქალი მის გვერდით წამოწვა.გიორგიმ ხელი მოხვია და ცოტა ხანს ასე იყვნენ.შემდეგ ექიმი შემოვიდა,რომელმაც ანალიზების პასუხი მოიტანა.როგორც ჩანდა ყველაფერი რიგზე იყო და გონების დაკარგვა მხოლოდ და მხოლოდ დაბალ წნევას მიაწერეს.რადგან ყველაფერი რიგზე იყო გიორგის სურვილით ექიმმა იგი საავადმყოფოდან იმ საღამოსვე გაწერა.
სახლში დაბრუნება ძალიან გაუხარდა და ცოტათი დაწყნარდა.თავიდან მოიშორა ცუდი შეგრძნება,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თან სდევდა.ლიკაც სულ მის გვერდით იყო და მასზე ზრუნავდა.
თითქოს ყველაფერი დალაგდა.იმ ღამეს მომხდარი თავიდან ამოეშალა,საერთოდ აღარაფერი ახსოვდა,ამიტომაც რამდენიმე დღეში ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.თავი უკეთ იგრძნო თუ არა სამსახურს დაუბრუნდა.თანამშრომლებსაც გაუხარდა მისი დაბრუნება.თვითონაც უხაროდა,მიუხედავად იმისა,რომ იქ ბევრუ საქმე დახვდა.ეს ჭირდებოდა კიდეც,რომ მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსულიყო და ცუდზე არ ეფიქრა.
დღე დღეს მისდევდა.განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.სრულად დაუბრუნდა თავის ყოველდღიურობას.დილით ადრე დგებოდა,როგორც ყოველთვის ცოლთან ერთად ვარჯიშობდა,შემდეგ სამსახურში მიდიოდა და საღამოს ლიკასთან ერთად მშვიდად ატარებდა.თითქოს არაფერზე უნდა ეღელვა.ყველაფერი მშვიდად იყო.ის ვერც კი წარმოიდგენდა,თუ რამეს შეეძლო ეს იდილია დაერღვია მისი ოჯახისთვის.
ყველაფერი უწინდებურად იყო,მანამ სანამ ერთ საღამოსაც ჩვეულებრივზე უფრო გვიან არ მოუწია სამსახურიდან გამოსვლა.
ცივი ამინდი იყო,დეკემბრის მიწურული.ჰაერში ზამთრის ცივი სურნელი იდგა.არ თოვდა ,თუმცა ყველაფერი გაყინული იყო.ხელები ჯიბეებში ჩაიყო და ავტოსადგომისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.ისე სწრაფად წავიდა და ჩაჯდა მანქანაში,რომ ვერც კი შეამჩნია მის უკანა სავარძელზე მჯდარი სილუეტი,რომელიც სიბნელეში ძლივს მოჩანდა.
მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა.ყველა ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და გამათბობელიც ჩართული ,თუმცა უცნაურმა სიცივემ აიტანა.ცარიელ გზას თვალი მოავლო და უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო.ზემოთ აიხედა და სარკის შეხედა,რადგან მისი ყურადღება მასში მოძრავმა სილუეტმა მიიპყრო.სინათლე აანთო,რომ კარგად დაენახა რა იყო,მაგრამ იქ ნამდვილად არაფერი იყო. ახლა კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდა ეს უცნაური შეგრძნება.მისი საყვარელი სიმღერა Domination ჩართო და ხმას აუწია,რომ მხნედ ყოფილიყო.
მანქანა სახლის წინ თავის სადგომზე დააყენა და სადარბაზოსკენ წავიდა,მოულოდნელად შეჩერდა,რადგან ადამიანის ფორმის შავ ლანდს მოკრა თვალი.სილუეტი გაუნძრევლად იდგა.გიორგის ეჩვენებოდა,რომ მას უყურებდა ვიღაც.ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და კარისკენ წავიდა,თან მობილურის ფანარი აანთო,რომ დაენახა თუ ვინმე იყო იქ,მაგრამ ამაოდ,იქ არავინ იყო.შვებით ამოისუნთქა და კიბეს აუყვა. ვერც კი შეამჩნია,რომ სადარბაზოს კუთხეში ის მოხუცი იდგა,კედელს მიყრდნობილი ადევნებდა გიორგის მის თეთრ არაფრის მეტყველ თვალებს.
კარზე ზარი დარეკა.
-გიო _გაუხარდა ცოლს მისი დანახვა
ერთმანეთს მოეხვივნენ.გიორგი სახლში შევიდა და კარი ჩაკეტა.
-რა სითბოა_გაეღიმა მამაკაცს და პალტო საკიდზე ჩამოკიდა.
-გარეთ ძალიან ცივა არა?_ჰკითხა ლიკამ
-საშინლად
-ჰოდა ცხელი ჩაი და ფორთოხლის ნამცხვარი მოგეწონება
-რა კარგია_გაუხარდა გიორგის_ვგიჟდები ფორთოხლის ნამცხვარზე,მითუმეტეს თუ შენი გამომცხვარია
ქალს გაეღიმა და ქმარს აკოცა.
-შხაპს მივიღებ და ახლავე მოვალ
-კარგი გიო_უთხრა ქმარს ქალმა და სამზარეულოში გავიდა.
...
ასეთი დამღლელი დღის და ცივი ამინდის ფონზე დიდი შვება იყო ცხელი შხაპის მიღება.წყალი მოკეტა და ტანის გამშრალება უნდოდა,თუმცა ახლაღა აღმოაჩინა,რომ პირსახოცის შეტანა დაავიწყდა.
კარი ოდნავ შეაღო.
-ლიკუ,გთხოვ პირსახოცი მომიტანე_დაუძახა ცოლს
-ახლავე გიო_უპასუხა ქალმა და რამდენიმე წამში მის კართან გაჩნდა,რომ პირსახოცი მიეწოდებინა.
გიორგიმ ხეი გაიწვდინა,რომ გამოერთმია,მაგრამ შიშიგან ხმა ჩაუწყდა,როცა მისი ცოლის მაგივრად მოხუცი ქალის ხელს მოკრა თვალი და დერეფნის ბნელი წიაღიდან ისევ ის თეთრი მანათობელი თვალები უყურებდნენ.
კატეგორია: სხვა... | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 313 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 1
avatar
1 Spam
1
ნუ მაშინებ! smile
avatar