გილოცავთ ჰელოუინს - როცა ბნელა (საშიში ამბავი)
31.10.2018, 23:38
                                      როცა ბნელა
-ძილი ნებისა საბა_გაუღიმა ქალმა შვილს და ბავშვს შუბლზე აკოცა
-ძილი ნებისა დე_უპასუხა ბავშვმა და საბანი დაიფარა.
ქალმა სინათლე ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.უკვე თითქმის შუაღამე იყო,ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ლაპიონის შუქი ანათებდა,რომელიც ძლივს აღწევდა სქელი ფარდების გავლით.ბავშვიც ამ შუქს უყურებდა და ცდილობდა დაეძინა და ცუდზე არ ეფიქრა.ამაოდ ცდილობდა ყურადღება არ მიექცია სიბნელისთვის.
გეშინიათ სიბნელის?ადამიანთა უმეტესობა ამ კითხვას დადებით პასუხს გასცემდა.ცოტაა ისეთი ვისაც სიბნელის არ ეშინია და მაინც რაც უნდა უშიშრად გვეჩვენოს თავი,დაწოლის წინ ,შუქის გამორთვის შემდეგ საწოლისკენ მივიჩქარით,რათა სწრაფად დავიფაროთ საბანი და ნაკლები დრო გავატაროთ სიბნელეში მდგარმა.აუხსნელი შიში გვიპყრობს,თითქოს იქ ,სადღაც სიცარიელეში,სიბნელეში რაღაც არის,ან იქნებ ვიღაც,რომელიც გვაკვირდება,ის უხილავია,თუმცა მაინც ვგრძნობთ მას.მას მოაქვს სიცივე,უსიამოვნოდ ცივი შეგრძნება ტანში.ამ დროს კი ძალიან ძნელია ცუდ რამეზე არ იფიქრო,ხშირად კი ზუსტად ჩვენივე ფიქრების წყალობით სიბნელიდან თავისუფლდებიან არსებები,რომლებიც მომაკვდინებლად საშიშნი არიან ჩვენთვის.
სწორედ ამას გრძნობდა ახლა ბავშვიც.ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო.თითქმის ჩაეძინა კიდეც,თუმცა რაღაცის შრიალმა გამოაფხიზლა.ბიჭი საწოლზე წამოჯდა.ოთახს თვალი მოავლო,თითქმის დარმწუნდა კიდეცრომ არაფერი იყო,მაგრამ მოულოდნელად მის წინ შავმა ჩრდილმა გაიარა.ბავშვს ძალიან შეეშინდა.საბანი თავზე დაიფარა,აკანკალებული და თვალდახუჭული იწვა.ჩრდილი მის საწოლს მიუახლოვდა.მისი სუნთქვის ხმა ესმოდა,რომელიც თანდათან ძლიერდებოდა და მოულოდნელად შეწყდა.საბას ძალიან ეშინოდა,ოთახში მარტო გაჩერება არ შეეძლო.ნელა წამოდგა საწოლიდან.ცრემლიანი თვალები მოავლო ოთახს,იქ მის გარდა არავინ იყო.ბავშვი კართან მივიდა,სინათლის ანთება უნდოდა,მაგრამ ნათურა არ აინთო.კარი გააღო და ოთახიდან გამოვიდა.მშობლების ოთახი დერეფნის ბოლოს იყო.დერეფანშიც ბნელოდა.ბიჭმა სწრაფად გაირბინა გრძელი დრეფანი და მშობლების ოთახის კარზე ძლიერად დააკაკუნა.რამდენიმე წამის შემდეგ მამას გაეღვიძა და შეშფოტდა,როდესაც შეშინებული შვილი დაინახა.სინათლე აანთო და ოთახში შეიყვანა,დედასაც გაეღვიძა ,ორივე ატირებული და შეშინებული ბავშვის დამშვიდებას ცდილობდნენ,ეუბნებოდნენ,რომ უბრალოდ ცუდი სიზმარი იყო და ყველაფერი ამიტომაც მოეჩვენა და სინამდვილეში იქ არაფერი იყო.ბავშვი მშობლებთან ყოფნამ ცოტათი დაამშვიდა და მალევე ჩაეძინა კიდეც.
ერთი,თუ ორი საათი იქნებოდა გასული,რომ ხმამაღალი სიცილი გაისმა.საბას გაეღვიძა.შეშინებული წამოჯდა საწოლზე.ოთახის ყველაზე ბნელი კუთხიდან ჩურჩული გაისმა.შიშისგან გაფართოებული თვალებით უყურებდა ბავშვი სიბნელეს ,რომლისგანაც რამდენიმე შავი ლანდი გადმოვიდა და მას მიუახლოვდა,ისე შეშინებული იყო,რომ ხმასაც კი ვერ იღებდა,მძინარე მშობლებს ანჯღრევდა,მათ გამოფხიზლებას ცდილობდა თუმცა ამაოდ.ყველა ჩრდილი ერთად მოუახლოვდა საწოლს,ბავშვმა შიშისგან სახეზე ხელები აიფარა.რამდენიმე წამს ასე იჯდა,შემდეგ სახიდან ხელები მოიშორა და ირგვლივ მიმოიხედა.საშინელი შიში და გაკვირვება იგრძნო,როდესაც დაინახა,რომ მშობლები მის გვერდით აღარ იწვნენ.იგრძნო,რომ მის უკან ვიღაც იდგა და კისერზე მის სუნთქვას გრძნობდა.უცბად რაღაც არსებამ ხელი ჩასჭიდა ძლიერად,ბავშვმა დაიყვირა,როდესაც მის სახეს შეხედა,შავი ჩრდილი იდგა მის წინ,მხოლოდ თვალები უელავდა წითლად და საზარლად.
საბას გაეღვიძა.ოფლში ცურავდა და აკანკალებდა,გაუხარდარომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და თანაც უკვე დილა იყო.ბავშვი საწოლიდან წამოდგა და სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.დედას ჩაეხუტა,რომელიც გაზქურასთან იდგა,ქალი ბავშვს თმაზე მოეფერა და გაუღიმასაბამ წყალი დალია და სკამზე ჩამოჯდა.დედას უამბო ცუდი სიზმრის შესახებ.ქალს გაეცინა და ბავშვი დაამშვიდა,უთხრა,რომ ცუდი სიზმრისთვის ყურადღება არ მიექცია.
საბამ მოულოდნელად მაგიდის ქვეშ ფეხზე შეხება იგრძნო,ბიჭი შეკრთა,მაგიდის ქვეშ შეიხედა და შიშისგან გაშეშდა,როდესაც საკუთარ დედა დაინახა.ქალი ეუბნებოდა,რომ გაქცეულიყო.ბიჭმა შიშით გახედა გაზქურასთან მდგომ ქალს,რომელიც დედამისი ეგონა,ქალი ნამდვილად არ იყო დედამისი,არსება შემობრუნდა და ცივი ღიმილით აკვირდებოდა ბავშვს,თვალები კი ისევ წითლად და საზარლად უელავდა...
დასასრული
კატეგორია: სხვა... | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 232 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
ბოლო კაი იყოო biggrin biggrin biggrin ისე კაირგი შეკითხვაა ... გეშინია თუ არა სიბნელის... ალბად ამ შეკითხვაზე უმეტესობა იტყუება და ამბობენ,რომ არ ეშინიათ...იყო დრო როდესაც ძილის წინ ერთი და იგივე სიზმარი მაწუხებდა თანაც ისეთი შეგრძნებით ვიღვიძებდი,რომ ძნელი იყო გაგერჩია სიზმარი იყო თუ ცხადი. )) თითქოს,როდესაც ვიწექი,ლოგინზე პირქვეშ,ანუ მუცელზე.ზურგზე რაღაცა მაწვებოდა.რაღაცა ისეთი,რომ გადმოტრიალებას ვერ ვახერხებდი.ასე გადიოდა წუთები და უეცრად ვახელდი თვალს და ზუტად იმ პოზაში ვიღვიძებდი როგორც სიზმარში,სწორედ ამის გამო ვერ ვხვდებოდი ხოლმე სიზმარი იყო თუ ცხადი...შემდეგ ისე გახშირდა ერთი და იგივე სიზმარი,რომ გაღვიძების შემდეგ რო ვიძინებდიხელახლა იგივე მეორდებოდა.ერთ ღამეში რამოდენიმეჯერაც კი... ბოლოს ისე შევეჩვიე,რომ ჩემთვის უბრალო სიზმრად იქცა და სიბნელის კი არა იმ რაღაცისიც აღარ მეშინოდა,რაც თითქოს და ზურგზე მაწვებოდა... სიბნელეზე რეაქციაც აღარ მქონდა ხოლმე,მაგრამ ერთ დღესაც შეწყდა სიზმრები და უკვე დამიბრონდა სიბნელის მიმართ ის შიში,რომელიც უმეტესობას გააჩნია.ანუ შეგრძნება უხერხული,როცა გგონია,რომ ვიღაცა კიდევ არის შენს გარდა ოთახში... )) უცნაურია არა? smile smile smile
avatar
0 Spam
2
კი გეთანხმები,გულის სიღრმეში ყველას ეშინია.შესაძლოა საკუთარ თავსაც არ უტყდებოდეს.მე მეშინოდა,ძალიან არა,როგორც ყველას,გულის სიღრმეში,თანაც ზოგჯერ მემართება ხოლმე რაღაც უცნაურობები,თუმცა არ ვამბობ,შეგრძნებები,სიზმრები,მსგავსი რამეები.თანაც საშიშ ისტორიებს როცა ვწერ ჩემ რომელიმე სიზმარზე ვაფუძნებ ხოლმე სიუჟეტს,სიზმრები კი ისეთი მაქვს სერიოზული ჰორორი გამოვიდოდა, biggrin biggrin ...მოკლედ ჩემ სიზმრებზე რომ დავიწყო ალბათ ორი კვირა ვერ გავჩერდები . biggrin biggrin
avatar
0 Spam
3
ძალიან მეშინია სიბნელის.
აბიტურიენტობის დროს ისე ვარ შენაშინები,იმის მერე როგორც კი დაბნელდება ვცდილობ მარტომ არსად ვიარო..
და მგონი სიბნელის ყველას ეშინია,რაც არ უნდა საწინააღმდეგო ამტკიცონ.
ყველას ქონია თუნდაც ერთხელ მაინც შეგრძნება,რომ ოთახში ან საწოლის ქვეშ ვიღაც არის smile
avatar
0 Spam
4
კი გეთანხმები.მეტ ნაკლებად ყველას აქვს შიში გულის სიღრეში,თუდაც არ ვაღიარებდეთ ან არ გამოვხატავდეთ.
avatar