კენ კიზი - გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
03.06.2017, 15:47

მოგესალმებით!
ეს არის პირველი ბლოგ-პოსტი, რომლის მიზანია, უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს კითხვის სურვილი.

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


წიგნი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, მოგვითხრობს იმ უსამართლო ცხოვრებაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. წიგნში, აღწერილია ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისკენ სწრაფვა და აღმოჩენა იმის, თუ „ვინ ვიყავი“.

მათი ისტორია, იწყება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მთხრობელი კი, ერთ-ერთი პაციენტი, ინდიელი ბელადი ბრომდენია.  იქ შესული სრულიად ჯანმრთელი პაციენტი, პატრიკ მაკმერფი, აწყობილ სისტემას, თავდაყირა აყენებს.
მისი ეშმაკური ხერხებით, ცდილობს გაექცეს სასჯელს, თანახმაა რომ გაუძლოს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ბუდეში არიან თავმოყრილი. ის ცხოვრებისეული მრავალფეროვანი გამოცდილებით გამოირჩევა და ფიქრობს, რომ ამ ბუდეში გაძლება, რამოდენიმე თვით, არაფერია იმასთან შედარებით, რაც გამოიარა. მაგრამ, როცა იქ ხვდება, მისი აზრი მალევე იცვლება. სულ არ აღმოჩნდა ისეთი ადვილი, როგორც თავად ეგონა, რადგან იქ ხვდება ისეთი მთავარი ექთანი, რომელიც ამდენ პაციენტს თავის ჭკუაზე ატარებს. შესვლისთანავე, პაციენტებში მალევე იხვეჭს სახელს. მას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც იქ მყოფი ვერასდროს გააკეთებს, მაგრამ არასდროს თქვა არასდროსო, ხომ გაგიგიათ? პაციენტებზე იმდენად მოქმედებს მაკმერფის ზეგავლენა რომ იწყებენ უსამართლობასთან ბრძოლას, გართობას და თავიანთი წესებით თამაშს.
ფსიქიატრიულში არის პაციენტების რამოდენიმე კატეგორია, მწვავეები, ქრონიკულები და ბოსტნეულები. ისინი არაიან არა სულიერად დაავადებული პაციენტები, არამედ ხალხისგან გარიყული, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მოქცეული ადამიანები.
მათ არ გააჩნიათ რწმენა, ისინი მოხვდნენ იმ ბუდეში, საიდანაც ვერასდროს გააღწევენ, თუ მთავარ ექთანს გააბრაზებენ. მათი მთავარი შიში „დასაშოკი ოთახია“, სადაც ცუდად მოქცევის შემთხვევაში გაამწესებენ.
მაკმერფიმ, თავიდანვე იცის რომ თუ მთავარ ექთანს გააბრაზებს, აქედან ვერასდროს გააღწევს, მაგრამ სხვა პაციენტების „გამოღვიძების“ სურვილი უფრო მეტია, ვიდრე შიში იმისა, რომ ის აქედან ვერასდროს გააღწევს.



რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი?
არასდროს მიფიქრია ისეთ ადამიანებზე, როგორებიც ამ წიგნში არიან და რეალურ ცხორვრებაში, ბევრად მეტი. ასეთი ადამიანები ყველგან არიან, ჩვენს ირგვლივ, ჩვენს გვერდით,ან იქნებ სწორედ ჩვენ ვართ..?
ჩვენ, ადამიანები, მათ ვერ ვამჩნევთ. ისინი ხომ სოციუმისგან გარიყულები არიან.
ალბათ ფიქრობთ, რა საერთო უნდა გვქონდეს ისეთ გიჟებთან, რომლებიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არიან?
მაგრამ, როდესაც ამ წიგნს წაკითხავთ, თქვენი აზრი რადიკალურად შეიცვლება.
 წიგნსაც ხომ იმიტომ ვკითხულობთ რომ ჩვენში რაღაც გარდაქმნა მოხდეს, ჩვენი აზრი რაღაც კონკრეტული საკითხის მიმართ შეიცვალოს და სულ სხვანაირად ვიფიქროთ.
თუ თქვენ, ამ წიგნს წაიკითხავთ, აუცილებლად შეიცვლით აზრს, ან უფრო გაგიმძაფრდებათ უსამართლობის შეგრძნება.
" ერთადერთი, რაც სიგიჟისკენ გიბიძგებს კაცს, საზოგადოების მხრიგან გამოვლენილი დაუნდობლობაა."
მათ ხელი ჩაიქნიეს ცხოვრებაზე, მათ აღარ შეეძლოთ ეცხოვრად სრულფასოვნად, მაგრამ ადამიანებმა, დახმარების ნაცვლად, მათში არასრულფასოვნების კომპლექსი გააღვიძეს და გაიმეტეს იმისთვის, რომ ცხოვრება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაესრულებინათ.
ჩემი აზრით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავი დავაყენოთ იმ საცოდავი ადამიანის მაგივრად, რომლესაც ასე არ ვიმჩნევთ...
მაკმერფიმ, ერთმა ადამიანმა, თავი გაწირა იმისთვის, რომ გადაერჩინა ისინი. მათში იმედი გააღვიძა, ცხოვრების სურვილი დაუბრუნა და ეს ამ ნაწილში, ყველაზე კარგად ჩანს:

სიცილი მოულოდნელად დაიწყო, ნელ-ნელა, მერე იმატა, იმძლავრა და ბიჭებიც თითქოს თანდათან გაიზარდნენ, გადიდდნენ, უფრო და უფრო გაძლიერდნენ... ვიდექი და დანარჩენებს შევცქეროდი, იმათიანი, იმათი ნაწილი, იმათსავით გულიანად ახარხარებული, ოღონდ თან რაღაცნაირად სხვებისგან გამიჯნულიც. გემბანს მოვწყდი, მაღლა ავიჭექი და, ქარს მიყოლილი, მეც იმ შავ ჩიტებთან ერთად დავფრინავდი ცაში. მაღლიდან ვიყურებოდი და საკუთარ თავსაც ვხედავდი, დანარჩენებსაც, მყვინთავ ჩიტებს შორის ატორტმანებულ გემსაც, თორმეტი ამხანაგით გარშემორტყმულ მაკმერფისაც... თვალს არ ვაშორებდი არც იმათ და არც საკუთარ თავს, ირგვლივ კი ჩვენი ხარხარი აზანზარებდა ჰაერს, სულ უფრო და უფრო შორს ვრცელდებოდა, წრიულად, ვიდრე მთელი სანაპიროს პლაჟებს არ მიეხლებოდა, ყველა სანაპიროს ყველა პლაჟს, რიგ-რიგობით, ახალ-ახალ ტალღებად, კიდევ და კიდევ."



როდესაც რაღაცით, თუნდაც პატარა, უმნიშვნელო დეტალით, განსხვავებულ ადამიანს დავინახავთ, ეგრევე მისკენ თითს ვიშვერთ, დავცინით, ვამცირებთ, ვეუბნებით რომ ის განსხვავებულია, ამით შინაგან სურვილებს ვიკმაყოფილებთ, რომელიც ორიენტირებულია რომ ვიღაც გააცინოს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით, თუ როგორ ვტკენთ სხვას გულს. ჩვენ, ვერც იმას ვხვდებით, თუ როგორ აღწევს ჩვენში ის სიბნელე, რომელიც ასეთ საშინელებას უკვე მექანიკურად გვაკეთებინებს.
" ... იმ განცდამ დამაავდმყოფა, რომ საზოგადოების  დიდი ვეებერთელა, მაკაცრად გახევებული საჩვენელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი  და  მილიონხმიანი ქოროც - სირცხვილი, სირცხვილი-გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ  ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა."

მთავარი ექთანი, ქალი რომელიც თავის კომპლექსებს, მასზე მცირე შესაძლებლობის ადამიანებთან ამჟღავნებს და ჯავრს იყრის, იმიტომ რომ ისიც სოციუმისგან გარიყულია.
ამას არ აღიარებს, მაგრამ იმდენად დაავადმყოფთა იმით, თუ რას ფიქრობს სხვა, რომ მისი ადგილი ქრონიკულებშია.
ის ფრთხილად, აუღელვებელი ღიმილით მიჰყვება მათ ყოველ ნაბიჯს, ხელის აუკანკალებლად ანადგურებს ისეთს, რომელიც თავისუფლებისკენ თავისი წესებით იბრძვის. ის სჯის ყველას, ვინც ეწინააღმდეგება, თან ისე სჯის, რომ ამას ვეღარასდროს გაიმეორებს.
" ... დანარჩენებს კაცურად გაცინებისაც ეშინიათ. თავიდანვე მაგან დამცენტრა - არავინ რო არ იცინოდა. რაც აქ შემოვედი, ჯერ გულიანი სიცილი არ გამიგონია, როგორი ამბავია?! გაცინებაც თუ ვეღარ მოახერხე მორჩა, საბოლოოდ დაბრედილი ხარ. ქალი თუ ეგრე გაათამამე, სიცილიც რო დაგავიწყოს, დაგრხევია და ეგ არი. ეჭვიც თუ გაგიჩნდა, მგონი ბაჯობაო, ჩათვალე..."
და მათი პასუხი, ადამიანების, რომლებსაც ყველაფერი ეკრძალებათ, მხოლოდ იმიტომ რომ გარიყულები არიან, ასეთია:
"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რა ძალა აქვს სიცილს."

" ძძძინ. ნუ ამთქნარებ იცოდე, საყვარელო ბიცოლა, მებადური ძველი, ქათმებს იჭერ ხელით... ცხრაკლიტურში კედავ, რას უპირებ ნეტავ... გუნდში სამი ბატი გვყავს, მეტი არ გაბადია... ერთი მოფრინდა ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა... აყიყინდა - გამოდი, ჩვენ ეზოში ჩამოდი."

მაკმერფი, ადამიანი რომელიც ყოველთვის თავის თავზე ფიქრობდა, არ გარბის. თავის საქმეს ბოლომდე ასრულებს, მათ აღვიძებს, რწმენას უბრუნებს და თავისუფლების გზას აჩვენებს.
 


მინდა ბევრი არსებობდეს ისეთი, ვინც გადაფრინდება.:)

ელექტრონული წიგნის ლინკი - http://mwerali.com/dir/ken_kizi_gugulis_budeze_skhva_gadaprinda/94-1-0-40
1975 წელს, მილოშ ფორმანმა გადაიღო ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს.

კატეგორია: სხვა... | დაამატა: Myself
ნანახია: 1571 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
1 Spam
1
firstly, მივესალმები ახალ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო წამოწყებას. bb
secondly, გმადლობ, რომ არ დამასპოილერე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბლოგებს არასწორად წერენ და შინაარს აღგიწერენ თავიდან ბოლომდე, შენ, ასე რომ ვთქვათ, ნაპერწკალი ჩაგვისახე (ვისაც წაკითხული არ გვაქვს), რომ წაგვეკითხა და ინტერესი აღგვეძრა.
დანარჩენზე, რომ წავიკითხავ, მერე ვისაუბრებ.
მეტი წიგნი, მეტი კითხვა, მეტი ლიტერატურა! 3o
მეც შემოგიერთდები ბლოგებით. გუდ ლაქ.
სანერვიულო არაფერი არაა, კარგად გაართვი თავი! like
avatar
0
2
მიხარია,მიხარია,მიხარია!
მოდი! B) 3o
avatar