ლეგენდა: ფხოველების ღვთაებანი .

06.05.2016, 23:14 | |
ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). ძირითადი და ცენტრალური სალოცავი ერთიანი ფხოვისათვის ხახმატის ჯვარი – გიორგი ნაღვრისპირისა (ნაღვარმშვენიერი) იყო, რომელიც არის “ ქაჯეთის გამტეხი’, “დიდი დიდოეთის გამბეგრავი”, “ჟამ-უჟამოთა მოარული”, “ჩდილ-ვაკეთ დამთოკავი”, “რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი”. ხახმატის ჯვრის ნიშები გაბნეულია თუშეთში, ფშავში, გუდამაყარში, კახეთში. ხახმატის ჯვრის ნიშები ყოფილა ჩრდილოეთ კავკასიის ტომებში. ძურძუკებისა და დიდოელების შთამომავლები გვიანობამდე დადიოდნენ ამ ჯვარში. ხახმატურის ჯვარიონნი კი ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და დიდი ძალა ჰქონდათ. გადმოცემით ხახმატში “სამნი ძმანი ესკაისძენი” მდგარან: გიორგი ნაღვრისპირისა, გიორგი ფიცრულისა და გიორგი ბოსლოვანისა. მათ გაუჩენიათ საარსო, საყმო და გაძლიერებულან. ხახმატის ჯვარი – გიორგი ნაღვრისპირისა (ნაღვარმშვენიერი), რომელიც არის მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ნაყოფიერების და ამავე დროს, მოლაშქრეთა ღვთაება, აერთიანებს მატრიარქატულ, ტოტემურ, ფალოსის, მნათობთა და ა.შ. უძველეს კულტებს (ხელი სამძიმარი, მწევრის საფლავი, თამარის კოშკი, დობილნი, ციხიანი…). იგი ვრცელი, რელიგიურ-არქიტექტურული კომპლექსია, რომელთა ნაშთებმა მცირედღა მოაღწია. ხახმატურის დობილი “ხელი სამძიმარი” ჩვეულებრივი ჯვარია, რაც ერთადერთი შემთხვევაა ხევსურეთში. თუ ფხოველნი თავისი ერთიანობისა და ძლიერების ხანაში ლაშქრობებს ხახმატის ჯვრის დროშით აწარმოებენ, ფხოვის დაშლის შემდეგ ლაშქარში გუდანისა და ლაშარის ჯვრის დროშით გადიან. იახსარი და კოპალა გადმოცემების თანახმად იახსარი ბერი ყოფილა,ხოლო კოპალა დევებს ყავდათ დატყვევებული და ძლიერ მორწმუნე ყოფილა,როდესაც დევებს გამოიქცა ჩადგა უფლის სამსახურში..ამ დროს ხმელგორზე ბატონობდნენ დევები ..(და არამარტო იქ),ამიტომ ღმერთმა იახსარი და კოპალა ერთმანეთის სამსახურში ჩააყენა დევების წინააღმდეგ ბრძოლისთვის... იახსარი - სხვა ღვთისშვილთა შორის გამორჩეული ყოფილა ღონით, გამბედაობით და ჭიდაობითაც..! სხვა ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლება, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. თავის საყმოს მიმართაც განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. იახსარს უფლება ჰქონდა მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმსდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. ახსარი მორიგესგან მშვილდ-ისრით იყო დაჯილდოებული.როთა განმავლობაში, კოპალასა და იახსარის სახეები შეერწყა ერთმანეთს, და ხშირად, კოპალას სალოცავი იახსარისაც არის. იახსარის მთავარი სალოცავი ნინახშია. ერთხელაც დევებმა ავგორზე გადასვლაც და იქაც გაბატონება გადაწყვიტეს,ეს რომ შეიტყვეს ღვთისშვილებმა(კოპალამ და იახსარმა) წავიდენენ მათი სადგომებისაკენ და დევებს შეებრძოლნენ,დევების მთავარი ფშავიდან ხევსურეთისკენ გამოიქცა და უკან დაედევნა იახსარი..დევი ლოდს ამოეფარა,ამ ლოდს იახსარმა ლახტი გადაჰკრა და ანასხლეტი თვალში მოხვდა დევს და დაბრმავდა,უცებ დევი აბუდელაურის ტბაში ჩავარდა და უკან მიჰყვა იახსარიც,დევის უწმინდურმა სისხლმა ტბა შეკრა და იახსარმა ვეღარ შეძლო ტბიდან ამოსვლა.. მერე დაიარებოდა ხალხიდა ეძებდნენ ბერ იახსარს,მერე გაუგიათ იახსარი ტბაშია და მას მხოლოდ ოთხრქიანი და ოთხყურა ცხვრის სისხლი ამოიყვანს იქედანო მერე ვიღაც ბლოელს მოუვანი ასეთი ცხვარი დაუკლავთ სისხლი აბუდელაურის(იახსრის) ტბისთვის უპკურებიათ და ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრენილა ტბიდან ბლოელს დახმარებას და მის მსახურებას დაჰპირდაო, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა. მაგრამ ხატები მკაცრებიც არიან და სათანადო დამოკიდებულებას ითხოვენ. პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო.იახსარსაც უშველია. მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძრვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის. მესამეჯერ კი ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო. მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია. იახსარს ხალხი სვეტად ჩამოსულს - ღვთის მიერ ციდან სხივთა კონებად ხალხის დასახმარებლად ჩამოშვებულს უწოდებდა. ასევე, ხშირად ლაღ იახსარადაც მოიხსენიებენ.თურმე დევები ხშირად ჩამოდიოდნენ ხალხში,არბევდნენ და აშინდნენ მათ,ეს რომ გაუგია კოპალას გაბრაზებულა,ღმერთვისთვისაც შველა უთხოვია და წასულა დევების სადგომთან ხმელგორზე(ფშავში)...დევებთან უჩხუბია და მერე უთქვია,ავიღოთ ეს ლოდები და გადავაგდოთო,თუ მე უფრო შორს ვისვრი თქვენ წახვალთ აქედან თუ არადა მეო,ასეც უქნიათ,აუღიათ დევებს ქვა,რომელიც უფრო დიდი ყოფილა უსვრია და კაი შორ მანძილზე გადაუგდია,მერე აუღია კოპალას უფრო დიდი ქვა და უსვრია,ეს ქვა დევების ქვაზე უფრო შორს დავარდნილა,დევებს თავები ჩაუღუნიათ და სულ ღრიალ-ღრიალით წასულან ხმელგორიდან.. ამბობენ ის ქვები დღემდე იქ გდია,ერთი სალოცავთან უფრო ახლოს გდია და მეორე უფრო შორს,ის კოპალას ქვააო..! ![]() ![]() ![]() | |
ნანახია: 2497 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |