ფორთოხლის გოგონა
02.08.2017, 19:28
იუსტაინ გორდერი ის ორიგინალური მწერალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ ბრმა ყოველდღიურობას და ზანტი რეალობის მიღმა შევიცნოთ ცხოვრება, როგორც სასწაული. წიგნი „ფორთოხლის გოგონა“-ც თითქოს ჯადოსნური ლუპა, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანური ისტორიის ჩრდილ ქვეშ გვთავაზობს წვრილად ჩაწიკწიკებულ ; თვალით უხილავ ჯადოსნობას. „ფორთოხლის გოგონა“ ეს სევდა ნარევი რომანტიკაა.

ყველაფერი მაშინ იწყება, როცა მოულოდნელად თერთმეტი წლის წინ გარდაცვლილი მამისაგან ბიჭი წერილს იღებს. ბიჭს გეორგი ქვია; და ახლა ის თხუთმეტი წლისაა, მამის გარდაცვალების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ბიჭს ახალი ოჯახი აქვს_ მამინაცვალი იორგენი, წლინახევრის პატარა დაიკო მირიანი და რა თქმა უნდა დედა. მამისგან სურათები და დამზაფვრელი ვიდეოკადრები შემორჩა ადამიანისა, რომელიც ცოცხალი აღარ არის; ბიჭის გონებაში ერთადერთი მოგონება დარჩა_როგორ სხედან მამა-შვილი მათი სახლის ეზოში და როგორ ასცქერიან ვარსკვლავებს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ მის ძველ წითელ კალიესკში ბებიამ აღმოაჩინა ფურცლების დასტა_ მამის წერილი მომავალს; მან მისწერა ვაჟს, რომელიც უკვე ოთხი წლის კულულებიანი ბიჭუნა აღარ იყო და საკმაოდ წამოზრდილიყო იმისთვის, რომ ყველაფერი გაეგო და რაც მთავარია_კითხვაზე გაეცა პასუხი:
“წარმოიგინე, რომ ამ ზღაპრის კიდეზე დგახარ მილიარდობით წლის წინ, როცა ყოველივე შეიქმნა, და შეგიძლია ამოირჩიო,დაიბადო თუ არა ერთ რომელიღაც მომენტში ამ პლანეტაზე; არ იცი, როდის დაიბადები, რამდენ ხანს იცხოვრებ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიცოცხლე დიდ ხანს არ გაგრძელდება, მხოლოდ ის იცი, რომ თუკი გადაწყვეტ ამქვეყნად მოსვლას ერთ რომელიღაც წამს,მაშინ მეორე წამს ყველაფერთან დამშვიდობება და აქედან წასვლაც მოგიწევს“
ცხრამეტიოდე წლის, სამედიცინოს სტუდენტი იანი(მამა) ტრანვაიში გადაეყარება გოგონას_ვეება ფორთოხლებიანი პარკით; თითქოს მაშინვე დამყარდება მათ შორის ფარული ერთიანოაბა, ვაჟის მცდელობა ჯენლტმენურად მოიქცეს საბოლოდ ფატალურად დასრულდება_ტრავიში იმიმობნეული ფორთოხლებით.ამ შემთხვევის შემდეგ იგი დაეძებს გოგონას; ფორთოხლების ფონზე, მათი შეხვედრა კვლავ რამდენჯერმე ხდება, მაგრამ გოგონა იანისთვის კვლავაც განსაცვიფრებელ გამოცანად რჩება, მან მისის სახელიც კი არ იცი და ამგვარად მის გონებაში იდუმალი „ფორთოხლის გოგონას“ სახება დგება; მისი წარმოსახვა დაუჯერებელ ზღაპრებს ქმნის_იგი ხან სურავანდთან მებროლ გრელანდიელ მოთხილამურედ წარმოიდგენს მას, ხან ფორთოლისმოყვარული ოჯახის მზრუნველ ქალიშვილად, ხანაც საბავშვო ბაღის მზარეულად, რომელიც დაუზარელად ცდილობს ყველა პატარას ერთნაირი ფორთოხალით გაუმასპინძლდეს. საბოლოდ იანი ზღაპრის წესებს არღვევს, მაგრამ რეალურად ის ხომ პრინცი არ არის რომელიც კონკიას დასდევს?!
წიგნში თავად გეორგი ამთლიანებს მთელ ამბავს, ის და მამა ერთად წერენ წიგნს.

რატომ „ფორთოხლის გოგონა“ ??
ფორთოხლის გოგონა, რადგან იგი ცხოვრების ფილოსოფიას გვთავაზობს,ჩვენ ჩანასახოვან პიროვნებას აიძულებს ყრუ ვაკუმი დატოვოს_ შეხედოს სამყაროს როგორც საკუთრებას, არა როგორც უცხოს და იგრძნოს, რომ შინ არის. ის უკეთეს ადამიანებად გვაქცევს; ადამიანად რომელსაც ესმის სიცოცხლის აზრი და შეუძლია წარმოიდგინოს იმ პააწკინტელა დეტალების მნიშვნელობა, რომლის გარეშეც შეიძლება ვერც ვერასოდეს ეარსება ამქვეყნად!

„ცხოვრება ეს დიდი ლატარიაა, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს“
კატეგორია: სხვა... | დაამატა: queenmargo012
ნანახია: 1827 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar