მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 63
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 »

დალაგება: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views

სიყვარულის ფერი (10)
27.04.2016 00:58-ზე წ.მ.mrs_animal18226

-პირველად რომ დაგხატე მაშინ ჯერ კიდევ არ გიცნობდი... - გამიღიმა დამიანმა და ჭიქაში ვისკი შეარხია. რატომღაც არ გამკვირვებია, ზოგადად ბოლო პერიოდში აღარაფერი მაკვირვებდა. - ჩემ საყვარელ კაფეში ერთ-ერთ მაგიდასთან ქერა, ცისფერთვალება, ბავშვური და ამავდროულად ძალიან ქალური გოგონა იჯდა, წუთის წინ შეკვეთილ ლიმონიან ჩაის დაბნეული უცქერდა და მომენტებში აქეთ-იქით უხერხულად აცეცებდა თვალებს.

სიყვარულის ფერი (9)
25.04.2016 04:04-ზე წ.მ.mrs_animal19765

-წამოდი, რაღაცას გაჩვენებ. - ხელი ჩამკიდა და სამუშაო ოთახისკენ წამიყვანა. მოლბერტზე დაუსრულებელი ნახატი იდო, რომელზეც აქა-იქ ჯერ კიდევ სველი საღებავი პრიალებდა. - ორი თვეა ვხატავ, ვერაფერი მოვუხერხე. - შუბლი მოისრისა. - მგონი ჩემი თავი ამოვწურე.
-სისულელეა!

სიყვარულის ფერი (8)
24.04.2016 11:29-ზე წ.მ.mrs_animal19179

მოულოდნელად დაარღვია ჩვენ შორის დისტანცია. ეშმაკურად მომიახლოვდა და ხელით სახეზე მომეფერა. გამაჟრიალა და რა გამაჟრიალა... ცოტაც და ალბათ ძირს გავიშხლართებოდი... ამის მაგივრად კი, თამამად გავიწიე მისკენ და ტუჩებზე დავხედე. ისიც თითქოს მაშინვე მიმიხვდა ფიქრებს და ძალიან, ძალიან ნაზად შემეხო ჩემ გაყინულ ბაგეებზე და ცხელი და არომატული კოცნით საბოლოოდ მომწყვიტა დედამიწას.

სიყვარულის ფერი (7)
23.04.2016 18:48-ზე წ.მ.mrs_animal19983

-გამარჯობა! - ცალყბად ჩავიცინე, როცა დამიანმა კარი გამიღო. - შემომიშვებ თუ ჩემით?
-გაგიმარჯოს! - თვალები გადაატრიალა და გვერდზე გადგა. მეც ზანტი მოძრაობით შევედი და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ ავიღე.

სიყვარულის ფერი (6)
22.04.2016 15:08-ზე წ.მ.mrs_animal17730

დილით დივანზე გამეღვიძა, პლედი მეფარა და ჩემ წინ მაგიდაზე ჯერ კიდევ ცხელ ჩაის ოხშივარი ასდიოდა. წამოვჯექი და გამეღიმა.
-შენ იდეალური ხარ! - სიცილით დავიყვირე, იმ იმედით, რომ ახლა სავარაუდოდ სამზარეულოში მოფუსფუსე ირაკლის ხმას მივაწვდენდი.

სიყვარულის ფერი (5)
21.04.2016 03:17-ზე წ.მ.mrs_animal18714

-დარწმუნებული ხარ? ბაზა თუ გაქვს? ვითომ ხომ არაფერი, მაგრამ საკმაოდ რთულ რაღაცას ეჭიდები... თანაც მანდ გამართლებაზეა, თორემ უნიჭო არავინაა!
-ვიცი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ მთელი ჩემი შეგნებით მინდა ამის გაკეთება!
-ესეც ერთგვარი რისკია...
-ვრისკავ! - დარწმუნებით დავუქნიე თავი.

სიყვარულის ფერი (4)
20.04.2016 00:51-ზე წ.მ.mrs_animal19754

-მის გვერდით იცით, როგორი ადამიანი წარმომედგინა, თავისუფალი, ორიგინალური, არა’ჩვეულებრივი, თავისებური და ძალიან პოეტური, ხელოვანის სულით, ქერა თმითა და ღრუბლებით დაფარული ცისფერი თვალებით. ის კი იმდენად ჩვეულებრივია...

სიყვარულის ფერი (3)
18.04.2016 20:43-ზე წ.მ.mrs_animal18866

არ მინდოდა უნივერსიტეტში წასვლა. დილიდან თავი მისკდებოდა და გული მიფრიალებდა. შეგრძნებებიც და წინათგრძნობაც ცუდი მქონდა, ამიტომ თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი მოხდებოდა ორი ლექციის გაცდენით, თუმცა ჩემ სინდისს რა ვუთხარი. საბოლოოდ სახლიდან უზარმაზარი თერმუსით გავედი, რომელშიც მაგარი ყავა მესხა, თუ რამე იყო, ნებისმიერ დროს გამოვიფხიზლებდი თავს.

სიყვარულის ფერი (2)
18.04.2016 00:57-ზე წ.მ.mrs_animal19746

არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ჯარჯიმ და იაკობმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს და შაბათ-კვირას სოფელში გამამწესეს ჩემი დაქალბითურთ. სალომე და სოფო ისე დადებითად მოქმედებნენ ჩემზე, რომ დიდად თავსაც არ ვიკლავდი ნერვიულობით. დღე ვერ ვიცლიდი სანერვიულოდ, ღამით კი იმის მაგივრად, რომ მენერვიულა, მახარებდა ის ფაქტი, რომ როგორც იქნა დამიანის თვალებში ბედნიერების სხივებს ვხედავდი.

სიყვარულის ფერი (1)
16.04.2016 22:18-ზე წ.მ.mrs_animal241312

-გისმენ. - ისე ვუპასუხე, რომ ჩემი მზერის ობიექტისთვის თვალი არ მომიშორებია.
-მისმენ კი არა, სად ხარ? - აშკარად დამებრღვირა იაკობი.
-შენ როგორ გგონია?!
-არ ხარ შენ ნორმალური! მალე სახლში!