მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 63
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 »

დალაგება: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views

შიშველი ვნება (1)
11.04.2016 18:57-ზე წ.მ.mrs_animal25841

დაწყება ყოველთვის რთულია და აი, ახლაც არ ვიცი საიდან დავიწყო. ალბათ ჯობია, ჯერ საკუთარი თავი წარგიდგინოთ. მე სოფია კობალაძე ვარ, ოცდაშვიდი წლის, პროფესიით ფილოლოგი. ჩემი მონდომების შედეგია, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში დავრჩი ლექტორად. მამა დამეხმარა და ჩემი ბავშვობის მინი ოცნებაც ახდა, რომელიც საკუთარ ლიტერატურულ კაფეს წარმოადგენდა.

გრძნობების არქიტექტორი (6 - დასასრული)
11.04.2016 04:08-ზე წ.მ.mrs_animal23210

ყველაფერი ხო ისე უნდა მოხდეს, როგორც მე არ მინდა… ხოდა, როგორც წამოსვლისას მინდოდა, რომ კუპეში ვინმესთან ერთად მოვხვედრილიყავით და არ მოვხვდით, ასე არ მინდოდა ახლა ჩვენ კუპეში არავის დანახვა, თუმცა მაინც შემოვიდა მოხუცი ქალბატონი, გულწრფელი ღიმილით და წინ დაგვიჯდა. ცოტახანი გვიყურა მობილურებში ჩამძვრალებს და მერე ოდნავ ჩაახველა.

გრძნობების არქიტექტორი (5)
11.04.2016 04:06-ზე წ.მ.mrs_animal19960

არ მახსოვს, როგორ შევედი ნომერში და ყველაფერი ასეთი, მაგრამ გონს შხაპის ცივმა წვეთებმა მომიყვანა.
თავი წყლის ნაკადს მივუშვირე და თვალები დავხუჭე. იდიოტურად მეღიმებოდა და ტუჩებზე ცერა თითსაც გამუდმებით ვისვამდი. ჯერ კიდევ რეალურად ვგრძნობდი ვაჟას ტუჩების შეხებას და მისი კოცნისგან აფეთქებულ სხეულის ნაილაკების მოძრაობას ჩემში.

გრძნობების არქიტექტორი (4)
11.04.2016 04:05-ზე წ.მ.mrs_animal21380

მთელი ღამე საწოლში ვბორგავდი და ახალ არქიტექტორზე ფიქრებით ვიწვავდი გონებას. რა გამიკეთა იმ კაცმა ასეთი, რომ მასზე ფიქრებს ვეღარ ვიშორებდი? პრინციპში, კაცი კი არა, ბიჭია, მაგრამ როგორ გინდა მისმა შემხედვარემ დაიჯერო, რომ ოცდაათი წლის კაცის ნაცვლად, ოცდაორი წლის ბიჭია?

გრძნობების არქიტექტორი (3)
11.04.2016 01:20-ზე წ.მ.mrs_animal22130

– ხო, ნატ? – ვუპასუხე თვალდახუჭულმა და შუბლი მოვისრისე. ამ დილა უთენია ვინ იქნებოდა, თუ არა ნატა.
– ასეც ვიცოდი! – მომესმა მისი გამწყრალი ხმა. – თაკო, სამსახურში შენ მაგივრად მე წავალ?! მფლობელი რომ ხარ, ნუ ხარ დიდ გულზე! თხუთმეტი წუთი გაქვს მოსამზადებლად და წასასვლელად.

გრძნობების არქიტექტორი (2)
11.04.2016 00:24-ზე წ.მ.mrs_animal20930

გეოგრაფიის გამოცდა ჰაიდაა! ჩემდა გასაოცრად 8.2 ავიღე და საგამოცდო ოთახი ფრთა შესხმულმა დავტოვე. გამოცდაზე ჩემი აწ უკვე დაოჯახებული დაქალიც გამოჩნდა, თავისი რამდენიმე წლით უფროსი მეუღლით და ჩემი ლანძღვა-გინებაც სიმწრის ღიმილით აიტანა, ქმარუკასთან ერთად.

გრძნობების არქიტექტორი (1)
10.04.2016 21:33-ზე წ.მ.mrs_animal25080

სასწავლო წელიც დამთავრდა. ივნისის შუა რიცხვებში უკვე გაუსაძლისად ცხელოდა. ბოლო გაკვეთილიც მხიარულად ჩავამთავრეთ და სკოლის შენობა ბედნიერი სახეებით დავტოვეთ

ისტორია, რომელსაც დასასრული არ უჩანს (სრულად)
10.04.2016 19:37-ზე წ.მ.mrs_animal35840

ცხოვრება რომ ერთი დიდი აურზაურია ყველას მოგეხსენებათ. ნამდვილი, ფილმებისგან განსხვავებული, ჩვენი ცხოვრება ხანდახან ზედმეტად მოსაწყენია, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ ის მეტად გავს ფილმს, ვიდრე თავად ფილმი ფილმს. არის ისტორიები, რომელზეც კაცი კარგ ფილმს გადაიღებდა, ან თუნდაც რამეს დაწერდა.

ჩემი ბანკეტის მეწყვილე (სრულად)
10.04.2016 19:34-ზე წ.მ.mrs_animal29422

მერხთან კი არ იჯდა, ზედ იწვა. ნახევარი სხეულით იყო გადაწოლილი, ხელები ქვევით გადაეყარა და ლოყას ცივ სხეულს აბჯენდა. აბიტური ჰქონდათ, ამიტომ უკვე მერამდენედ შეკრებილიყო კლასი და მომავალ ბანკეტზე მსჯელობდნენ. თავიდან თვითონაც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ისე დაიღალა, ახლა მოსმენაც კი ეზარება.

Hello, Mrs. Grinch!
10.04.2016 19:15-ზე ჩანახატიmrs_animal14722

ქალაქი უკვე მორთული იყო ათასგვარი განათებით. ამრეზით ავხედე გზის თავზე გაჭიმულ „ელექტროკარდიოგრაფიას“ და თვალები გადავატრიალე. საოცარი ქალაქია, საოცარი მაცხოვრებლებით.