ჩემი ბანკეტის მეწყვილე (სრულად)

10.04.2016, 19:34 | |
მერხთან კი არ იჯდა, ზედ იწვა. ნახევარი სხეულით იყო გადაწოლილი, ხელები ქვევით გადაეყარა და ლოყას ცივ სხეულს აბჯენდა. აბიტური ჰქონდათ, ამიტომ უკვე მერამდენედ შეკრებილიყო კლასი და მომავალ ბანკეტზე მსჯელობდნენ. თავიდან თვითონაც აქტიურად იყო ჩართული, მაგრამ ისე დაიღალა, ახლა მოსმენაც კი ეზარება. ამ ერთი ბანკეტისთვის ისე ემზადებიან, როგორც საუკუნის მეჯლისისთვის. ვერ გაიგო რა საჭიროა ამდენი რამ. იმდენი გამიჯნული აზრია, ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი სად შედგება საბანკეტო წვეულება. საოცარი ის იყო, რომ მისი კლასელები არც კი იღლებოდნენ ამაზე კამათით. ახლაც გაბრუებული "ეგდო" და მეგობრების ზუზუნს უსმენდა, საიდანაც ერთი სიტყვაც ვერ გაიგო. -ლიკა, შენ რას ფიქრობ?-სახესთან თითები დაუტკაცუნა ნიკუშამ და მომნუსხველად გაუღიმა. არა, მართლა ყველაზე სიმპატიური ბიჭია კლასში. სკოლის გოგოების ნახევაი გიჟდება მისთვის და ესეც ისეთი "მეგოგოეა" ყველას ელაქუცება და თვალებს უჟუჟუნებს, მაგრამ უკვე ორი წელია ელენე უყვარს, თავისი კლასელი, რომლის გულიც დღემდე ვერ მოიგო. -რას ვფიქრობ, რაზე?-ცალი წარბი აწკიპა და ოდნავ წამოიწია. -წითელ ხალიჩაზე.-სახე უკმაყოფილოდ მოჭმუჭნა ნიკუშამ. -ღადაობთ თუ მართლა მეკითხებით?-თვალები ჭყიტა გოგომ. -მართლა!-ერთხმად წამოიძახა რამდენიმე ბავშვმა. -ბანკეტია თუ ოსკარის დაჯილდოვება?-ამოიბუზღუნა და წარბები კუშტად შეკრა. -აი, ჯიგარი!-ხელი გადახვია და თავზე აკოცა ნიკუშამ.-მეც მაგას არ ვამბობ?! კლასში ზუზუნი გაისმა და შეიქმნა ერთი ღრიანცელი. ლიკამ გვერდზე უჩქმიტა ნიკუშას და დაბღვერილმა შეხედა. -ჩემთან რო გაქვს დიდი გული, მიდი და ელენესთან ივაჟკაცე რა! -კარგი რა, კრასოტკა!-დაიწუწუნა ბიჭმა.-ისეთი ხისთავიანია არაფერი არ ესმის. -წესიერად ტუტუცო, ჩემი დაქალია ელენე!-გაეცინა ლიკას. -და რა, მე არ ვარ შენი "ჯმაკაჩი"?-ენა მოუჩლიფა ნიკუშამ და ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. უი, ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ელენე, ნიკუშა, ლიკა, მათე და ნატალი ბავშვობიდან ერთად მოდიან და უერთმანეთოდ თითქმის ვერ ძლებენ. კლასშიც, სახლშიც, ქუჩაშიც სულ ერთად არიან. როგორც იქნა ბჭობა დაასრულეს, თუმცა მაინც ვერ შეთანხმდნენ და სულ ბუზღუნით დაიშალნენ. -ნატ, წამო რა ჩემთან!-შესცინა ლიკამ დაქალს, როცა სკოლის შენობა დატოვეს. მოკლედ, რაშია საქმე... ნატალის და ელენეს აქვთ ერთი გზა და მათ ყოველთვის ნიკუშა აცილებს, ლიკას კი - მათე. ხოდა, ახლა "გვრიტების" მარტო დატოვება განიზრახა ლიკამ და დაქალსაც თვალებით ანიშნა ეს. ისიც მიუხვდა და სწრაფად დასთანხმდა. -მე როდიდან "მტეხავთ პონტიდან"?-ტუჩები დაბრიცა ელენემ და სატირლად მოემზადა. ჩვიდმეტი წელია ასეთი გულჩვილია და არაფერმა შეცვალა. -მე სალონში უნდა გავიყოლო ნატალი, შენ კი ისტორია გაქვს.-აუხსნა ლიკამ და გაუღიმა. იმასაც თითქოს მოეშვაო და სრუტუნით ანიშნა ნიკუშას წავედითო. ბიჭმა მადლიერი ღიმილით გადმოხედა გოგოებს და თვალი ჩაუკრა. სახლში სიცილ-კისკისით შევიდნენ ბავშვები და სამივე მაშინვე ლიკას დედას ჩაეფსკვნენ. ქალმა სამივეს აკოცა და თავზე მოეფერა.. -გვრიტები სად არიან?-მოიკითხა, როცა ვერსად დაინახა ნიკუშა და ელენე. -საჭიკჭიკოდ გავუშვით.-გაუცინა ნატალიმ. -აუ, ნანი, შენი სუპერ-გუპერ ბლინები ხო გაქვს?-თავი მოისაწყლა მათემ და ქალს მიეხუტა. -ჯერ არა, მაგრამ ოც წუთში მექნება.-სამზარეულოსკენ წავიდა ქალი. -ხანდახან თქვენ უფრო გავხართ ნანის შვილებს, ვიდრე - მე.-გაიცინა ლიკამ და დივანზე გაგორდა. ოც წუთშუ ნანიც შემოკუსკუსდა თავისი საფირმო ბლინებითა და ცივი ყავებით. დასხდნენ, მოტანილს შეექცნენ და მხიარულად დაიწყეს საუბარი. -ისადა, ბანკეტზე რას აპირებთ?-გაუცინა ქალმა და ყავა მოსვა. -რა ვიცი დე, წითელი ხალიჩაო, დისკოს ბურთიო... -ხვალ ცეკვის სწავლას ვიწყებთ!-თავი წამოყო ნატალიმ.-თან მგონი "სიმპაწიაგა" ბიჭი გვასწავლის. 888 დილით მზის სხივებმა შეუჭყუტუნა თვალებში და ნებიერად გაიზმორა. ზლაზვნით წამოჯდა საწოლზე, თვალები მოისრისა და საათს ახედა. ელდა ნაკრავივით წამოხტა ფეხზე და ყვირილი დაიწყო. -ჯანდაბა შენ თავს, ლიკა! ფუ შენი, დამაგვიანდა!-თან იცვამდა, თან კიოდა და თან თმას იწევდა. დიდი ვაი-ვაგლახის შემდეგ ჩაიხედა სარკეში და იქიდან სპორტულებში გამოწყობილმა, თვალებ შესიებულმა გოგომ შეუბღვირა. სწრაფად დაიბანა ხელ-პირი და სახლიდან საცეკვაო დარბაზისკენ გავარდა. ადგილზე მისულმა, აქოშინებულმა შეანგრია კარი და მწკრივში მდგარ ბავშვებს შეეფეთა. ხელებით მუხლებს დაეეყრდნო, ღრმად სუნთქვა დაიწყო და სათითაოდ ყველა შეათვალიერა. -ეს ვინაა?-გაისმა ამაღლებული ხმა, რომლის პატრონიც ან ბიჭი, ან კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლიკამ ვერ მიაგნო თვალებით ხმის წყაროს. -ლიკა ლომიძე!-გაისმა ერთ-ერთი კლასელის ხმა.-ჩვენი კლასელია! -კარგი!-ტაში შემოკრა ვიღაცამ.-ჩადექი მწკრივში. მეწყვილე არ გყავს, ამიტომ მარტო მოგიწევს ცეკვა! ლიკა დაემორჩილა და თავისი ადგილი დაიკავა. დარბაზში ამაღლებულმა ხმამ დასჭექა და მოულოდნელად შეხტა გოგო. -იი! ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვის, შვიდი, რვაააა! ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვის, შვიდი, რვაააა!-იმეორებდა ხმა და ესენიც შესაბამისად აყოლებდნენ სხეულს. პირველი დღის რეპეტიცია უბრალო მოთელვა გამოდგა. უბრალოდ, სხეული გაკაჟეს და მომავალი სწავლებისთვის მოემზადნენ. საათ-ნახევარი შეუსვენებლად რეპეტიციობდნენ, ბოლოს უკვე ყველა განურჩევლად სქესისა დაბლა ეყარა და ენაგადმოგდებულები სუნთქავდნენ. ერთადერთი ლიკა იდგა კედელთან მიყუდებული, ღრმად სუნთქავდა და იმ პიროვნებას ზვერავდა, რომლის ხმაც მთელი საათ-ნახევარი ესმოდა, თუმცა ვერ ხედავდა. ბიჭი მხარბეჭიანი, სიმპატიური, სერიოზული, თუმცა დამცინავი და კმაყოფილი მზერით იყურებოდა და ბოთლიდან წყალს სვამდა. როგორც კი ტუჩებიდან ბოთლი მოიშორა ლიკას თვალებს წააწყდა და ირონიამ დაუუფარა სახე. გოგომ სწრაფად მოაშორა მზერა და ბავშვებს გადახედა. -მოკელდ, ბავშვებო...-გაისმა ისევ ეს ამაღლებული ხმა და ლიკას ძალაუნებურად გაეხედა მისკენ.-ხვალ განდაგანას სწავლას ვიწყებთ. ალბათ იცით, რომ ეს აჭარული წარმოშობის ცეკვაა და ძირითადად ქალ-ვაჟი ასრულებს, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ასევე გაფრთხილებთ, რომ ხვალინდელი რეპეტიცია გაორმაგებული დატვირთვით ჩატარდება.-დარბაზში უკმაყოფილო ზუზუნი გაისმა, თუმცა მალევე ჩააწყნარა ქორეოგრაფის ხმამ.-ნუ წუწუნებთ! თუ გინდათ, რომ ბანკეტისთვის ყველაფერი მოასწროთ, მაშინ გადატვირთული რეჟიმით უნდა იმუშაოთ! ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. ხვალ ორ საათზე გელოდებით. სჯობს გამოძინებულები იყოთ. ნელა წამოიშალა ბავშვების ჯგუფი და ზლაზვნით გაემართა გასასვლელისკენ. ლიკა დაელოდა ყველას გასვლას და მერე თვითონაც გალასლასდა. ადგილზე გააშეშა უკვე ნაცნობმა, ამაღლებულმა ხმამ. -ლომიძე!-დაიძახა მან. "სახელი მაქვს, კერკეტო!" გაიფიქრა ლიკამ, თუმცა რეალობაში არაფერი უთქვამს, ნელა შებრუნდა და დაინტერესებული მზერა მიაპყრო.-ხვალ ორზე, არ დაგავიწყდეს! დაგვიანებები არ დავინახო! -არის სერ!-თავისთვის ჩაიბურტყუნა ლიკამ და დარბაზი დატოვა. გარეთ მეგობრები ელოდნენ. -სად იყავი?-ეჭვით კითხა მათემ. -იმ ბიჭმა, აღარ დააგვიანოო.-უაზროდ აუხსნა და ჩაიფრუტუნა ლიკამ. -მაგ ბიჭს საბა ქვია.-კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ელენეს.-სახელიც რა კარგი აქვს...-ტუჩი მოიკვნიტა მან. ნიკუშამ წარბები მაღლა აზიდა და სახეზე ისეთმა ბრაზმა გადაუარა, იდეაში ალბათ სათითაოდ ჩააფერფლა საბაც და ელენეც. -კიდევ აქვს რამე კარგი?-გამოსცრა კბილებ შუა. -პროფესია, აღნაგობა, გარეგნობა...-ტუჩს სპეციალურად იკვნეტდა ელენე და გულში ირონიულად ხარხარებდა ნიკუშას ბრაზისგან ჩაბნელებულ თვალებზე. 888 მეორე დღეს დილით, ადრე გაეღვიძა და უინტერესოდ დაიწყო სახლში ფრატუნი. ცხელი შოკოლადი გაიკეთა, ტელევიზორტან მოკალათდა და ფეხები აიკეცა. -შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ჯოტია ბოდოკია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.-აცხადებდა საიმფორმაციო გამოშვების წამყვანი. ლიკამ ყურები ცქვიტა. "რაიო?? ჯოტია ბოდოკიაო?" გადახარშა კედევ ერთხელ და ისეტერიკული სიცილი აუტყდა. ისე სასაცილოდ ჟღერს ეს სახელი და გვარი, რომ შეუძლებელია "გულგრილად" აუარო გვერდი. მის სიცილზე ნანისაც გაეღვიძა და ხალათ მოფარებული გამოვიდა საძინებლიდან, თან თვალებს ისრესდა და ნებიერად ამთქნარებდა. -რა იყო დე, რა გახვანცალებს ამ დილა უთენია?-ამოილაპარაკა და გევრდით მიუჯდა შვილს. -აუ, აუ.-მუცელზე ხელი მიიჭირა ლიკამ.-ჯოტიაო დე, ჯოდია ბოდოკიაო, ვაიმეეეეეეეეე! -რა გაცინებს, შე უბედურო?-აზრზე ვერ მოვიდა ნახევრად მძინარე ქალი. -აუ, ძაან სასაცილო სახელი და გვარი აქვს!-ცრემლები მოიწმინდა და წელში გასწორდა. -კაი რა, დე...-ტუჩი აიბზუა ნანიმ.-აუ, მიდი, გთხოვ ყავა გამიკეთე რააა.-უსიტყვოდ დაემორჩილა გოგოც და სამზარეულოსკენ გაცუნცულდა. ცოტა ხანში ბატონმა რევაზმაც გაიღვიძა და ცოლ-შვილს თბილად მიესალმა. -დამსახურებულ მამასა და ქმარს ვახლავარ!-გაუცინა ლიკამ და ხელი კაი ძმაკაცივით აუწია. კაცმა ჩაიცინა და ორივე გემრიელად ჩაკოცნა. მერე გაემზადა და სამსახურში წავიდა. კიდევ დიდხანს ისხდნენ დედა-შვილი და ათას რამეზე საუბრობდნენ. -დღეს არ გაქვთ ტანცი-მანცები?-გაეცინა ქალს. -უი, რომელი საათია?-ტელეფონს გადასწვდა ლიკა და როგორც კი საათი ნახა, გიჟივით წამოხტა ფეხზე.-ჯანდაბა, ჯანდაბა! ოღონდ არ დამაგვიანდდეს რა!-ფაციფუცით გაემზადა და სახლიდან გაშპა. დარბაზთან მიახლოვებუმა საათს დახედა.-14:00, ძალიან კარგი!-კარი თავდაჯერებულმა შეაღო და მზერაც ყველამ მასზე გადაიტანა. -დაახლოებით 30 წამი დააგვიანე!-უკმაყოფილო და თან კმაყოფილი ტონით მიმართა საბა ამასწავლებელმა. ბრაზისგან ალბათ ბოლი აუვიდა გოგოს, გაღიზიანებულმა დაყარა ნივთები და მწკრივში ჩადგა. -მაშ ასე!-დაიწყო საბამ.-განდაგანას ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ. "ჩაკვრის" ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. შედგება სამი - ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისგან. მუსიკალური ზომა 6/8. შეგვიძლია დავიწყოთ! "შეგვიძლია დავიწყოთო" და იქიდან დაიწყო ყველაფერი. ქანცი გააძრო მთელ XIIა კლასს. თვითონ კი უკმაყოფილო სახით დადიოდა წინ და უკან და არ იღლებოდა ტაშის რიტმული კვრითა და რითმულითვე თვლით. -ერთი, ორი, სამი, ოთახი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვაააა!..-და ყველაფეერი იწყებოდა თავიდან. სამ საათიანი რეპეტიციის შემდეგ ისევ დაბლა გაწოლილიყო ყველა. საბამ წყალი მოიყუდა და ბავშვებს მიმართა: -ვხედავ, ძილი ძალიან გიყვართ! რაც გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო აღარაა და "არები" საპატიო გახდა, აშკარად საწოლებს მიეჯაჭვეთ და ჩემს გაკვეთილებზე მიგვიანებთ. გამოვდივარ წინადადებით, რომ დამიტოვოთ თქვენი ნომრები, მე კი ყოვლე დილით მაღვიძარას ფუნქციას ვიკისრებ და ჩემს გაკვეთილზეც არც ერთი დააგვიანებთ!-დარბაზში რამდენიმე კმაყოფილი და უკმაყოფილო შეძახილი გაისმა. ლიკამ წარბები შეკრა, იმ გოგონებს კი ნამდვილად გაუხარდათ ეს სიახლე, რომლებიც საბაზე უგონოდ იყვნენ შეყვარებულები და ისინი ცოტანი ნამდვილად არ ყოფილან. საბამ ყველა სათითაოდ დაიარა და მათი ნომრები ჩაიწრა. ლიკას არც კი მიახლოვებია. გოგონამ მხრები აიჩეჩა და ბავშვთა ჯგუფს უკან გაყვა, რომელიც კარში გასვლას ცდილობდა. -ლომიძე!-წუხანდელივით გაისმა ბატონი საბას ამაღლებული ხმა. ესეც ნელა მიტრიალდა და კვლავინდებურად უსიტყვოდ მიაშტერდა. -მითხარი შენი მობილური.-მომთხოვნი იყო ბიჭის ტონი. -"სამსუნგი".-წარბები მაღლა აზიდა ლიკამ და მხრებიც "ზედ მიაყოლა". -ნომერი ვიგულისხმე.-ირონიულად მიაშტერდა საბა. -ა, უი... - ვითომ დაიბნა გოგოც.-კორპორაციულია. -ციფრები ლომიძე, ციფრები!-გაღიზიანდა საბა ბატონი. -ახ! არაბული!-ირონიულად მიუგო და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. ბიჭმა სიმწრით ჩაიცინა და თავი გადააქნია. -ნუ მეთამაშები, ლომიძე! ახლა წადი!-ლომიძემ მხრები აიჩეჩა და უკვე განთავისუფლებულ კარში გაუჩინარდა. 888 ორი კვირა სწრაფად გავიდა. განდაგანა წარმატებით დაიდგა. ის უცნაური ფაქტი, რომ საბას ჯერ არავინ გაუღვიძებია დილით, ლიკაზე სულ სხვანაირად მოქმედებდა, რადგან მისი მობილური ყოველ დილით, ექვს საათზე რეკავდა, თუმცა აღების თანავე ითიშებოდა. ლიკაც ძილის სურვილს კარგავდა და მთელი დღე ზომბივით დაიარებოდა. არც ერთხელ არ უფიქრია, რომ ეს შეიძლება საბა ყოფილიყო, რადგან მისთვის ნომერი არ მიუცია. ისე მიეჩვია დილის ექვს საათზე ტელეფონის ზუზუნს, რომ არ დარეკოს ის გაუკვირდება. დღესაც ასე გააღვიძა ვიღაც "ჯიგარმა" და ამანაც თავისთვის ჩაიბურტყუნა: "ტრადიციას არ არღვევს!" ადგა, ყავა დალია, მოწესრიგდა, ისაუზმა, ივარჯიშა, ფილმსახ უყურა, მაგრამ დილა მაინც არ დასრულდა. უაზროდ დაიწყო სახლში ხეტიალი და როგორც იქნა დადგა რეპეტიციაზე წასვლის დრო. დაგვიანების მაგივრად, ადრე მივიდა. დარბაზი ცარიელი დახვდა. ცოტა ხანი ჩამოჯდა, შემდეგ კი ნასწავლი განდაგანას ცეკვა გადაწყვიტა, მუსიკა ჩართო და პარტნიორის გარეშე შეუდგა ცეკვას. მოხერხებული, დახვეწილი მანერებით არხევდა სხეულს და მთელი გელით ცეკვავდა. მუსიკა გაითიშა, ცეკვაც დაასრულა დაა ტაშის ხმაც გაისმა. შეშინებულმა გაიხედა ხმაურის წყაროსკენ და გულზე ხელი მიიჭირა, როცა საბა დაინახა. -მოყვარულისთვის მშვენიერი იყო!-გულწრფელად გაუღიმა ბიჭმა. -მადლობა.-შერცხვა და თავი დახარა გოგომ. -იქნებ წყვილში გაგვემეორებინა?-მოესმა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ. ხმა იმდენად ახლოს იყო, რომ შეაკანკალა, თანაც შემოთავაზებამ გააკირვა. თავი სწრაფად ასწია და მის წინ ასვეტილი საბას თვალებს გადაეყარა. რა ლამაზი თვალები ჰქონია! იმდენად ახლოს იყო ეს ბიჭი, რომ სუნთქვაცც შეეკრა. გაურკვეველი წარმოშობის მწერებმა შეუტუეს შიგნიდან და ტაოც დააყარეს. გაშეშებული უყურებდა და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. თითქოს ეშინოდა, რომ მისი სიტყვები ამ უხილავ რაღაცას გააქრობდა.-აბა, რას იტყვი?-გონზე ისევ საბას ხმამ მოიყვანა. თავი გაუბედავად დაუქნია და მუშტები შეკრა. საბა გაეცალა და მუსიკა ჩართო. დარბაზი მალე გაიჟღინთა განდაგანას ეროვნული ნოტებით, რომელსაც ორივემ ნარ-ნარად ააყოლა სხეული. ცეკვავდნენ მხოლოდ ცეკვისთვის, ცეკვავდნენ ერთმანეთისთვის, ცეკვავდნენ მთელი გულით, ცეკვავდნენ და რაღაც განსხვავებულს გრძნობდნენ, ქართულ სხეულებში ქართული სისხლი ჩქეფდა, ქართულ სხეულებში ქართული სული ცოცხლობდა. ცეკვა დასრულდა, მუსიკაც გაითიშა, საბა და ლიკაც გაჩერდნენ და დაღლილებმა ერთმაენთს გაუღიმეს. -ყოჩაღ! კარგი მოსწავლე ხარ!-შეაქო საბამ. -სავარაუდოდ მასწავლებლის დამსახურებაა!-გაუცინა ლიკამ. ათი წუთი ჩუმად ისხდნენ. არც ერთი არ იღებდა ხმას. საბა მზერით ბურღავდა და ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა ბაგეზ. ლიკა კი უხერხულად იშმუშნებოდა და აქეთ-იქით უმისამართოდ იყურებოდა, რაზეც ბიჭი ძალიან ხალისობდა. ბოლოს ბავშვების გუნდიც შემოვარდა დარბაზში და თითქოს სუნთქვის საშუალებაც შეიქმა. -ცეკვა ცეცხლოვანი მუსიკის ფონზე... ცეკვა, რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ... ცეკვა, რომელმაც არ შეიძლება სუნთქვა არ შეგიკრას და სხეულის ყველა ნერვი არ აგიტოკოთ... აქ სხეულის და რითმების განმაცვიფრებელი სინქრონია... ეს ტანგოა! ამ ცეკვაში ქალი პარტნიორის, ანუ მამაკაცის გარეშე, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს! ის ერთ-ერთი საუკეთესოა მგზნებარე ცეკვებიდან! გვასწავლის სისწრაფეს, კაცს აიძულებს გაიხსენოს გალანტობა, ქალს კი სინაზე!-ჩამოარაკრაკა საბამ და ლიკას ეშმაკურად გახედა. -თქვენ გვასწავლით ტანგოს?-გაისმა მათეს ხავერდოვანი ხმა. -დიახ! თქვენი არჩევანით შეგასწავლით ტანგოს ბანკეტისათვის. ახლა კი ლიკა, გთხოვ, პარტნიორობა გამიწიო! საბას ძლიერმა მკავებმა ლიკა სხეულზე აიკრა. მომთხოვნად და დომინანტად მოერგო მის ჩამოსხმულ ფორმებს. ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი კი მის ხელში ახლართა და საწყისი პოზიცია დაიკავა. თავით ანიშნა, მუსიკა ჩართეთო და მალე ორივეს სხეულში ჩაიღვარა ტანგოს ჰანგები. ლიკა თვალმოუშორებლივ შეჰყურებდა საბას, რომელიც ზედაც არ უყურებდა, თავდავიწყებით ცეკვავდა და გოგოს სხეულზე ერთპიროვნული ბატონობა დაემყარებინა. მართლაც, ლიკა ტანგოს "გარტყმაში" არ იყო, თუმცა ყოველთვის ჰქონდა სწავლის სურვილი. საბა კი მაინც თავისუფლად მართავდა მის სხეულს. -ნუ მიყურებ!-მოეჩვენა, რომ ვნებამორეული ხმით უჩურჩულა ბიჭმა და ტაომ დააყარა.-აუცილებელია მზერა უსასრულობისთვის გქონდეს გასწორებული!-ცეკვას და ჩურჩულს განაგრძობდა ბიჭი, თან წელზე ძლიერად უჭერდა ხელს. ლიკამ თვალი მოაშორა და კულმინაციური მომენტიც დადგა. ბოლო მოძრაობის თანახმად, ცალ ხელზე გადაიწვინა საბამ, ისე რომ მუხლი მოხარა და ზემოდან დააცქერდა ჭინკებათამაშებული თვალებით. გოგონას ტუჩები სხეულთან ერთად უთრთოდა და კანიც დაეხორკლა. საბამ ტუჩის კუთხე ჩატეხა და შეცვლილი ხმით აღნიშნა.-არც დაბუსუსებაა ასეთ დროს ხელსაყრელი.-ყელში, მფეთქავ არტერიაზე მოწყვეტით აკოცა და ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა. სწრაფად წამოაყენა და თვალი თვალში გაუყარა. ლიკას ისე აუხურდა ლოყები და ნაკოცნი ადგილი, თითქოს გავარვარებული რკინით დაშანთეს და სამუდამო ანაბეჭდი დაუდოვეს. იმდენად გაბრუებული და ო თავბრუდახვეული იყო საბას მოქმედებით, რომ არც კი შეუმჩნევია გარშემო მყოფთა მხურვალე ტაში. -შეგვიძლია რეპეტიცია დავიწყოთ!-გამოაცხადა საბამ და ლიკაც გამოფხიზლდა. აშკარად ყველა კმაყოფილი იყო ამ ინტიმური და ვნებიანი ცეკვის სწავლის პერსპექტივით. -რა ხდება შენსა და საბა "მასწ"-ს შორის?-აქეთ-იქით ამოუდგნენ ელენე და ნატალი. -რა... რა უნდა ხდებოდეს?-ნაწილებად დაიშალა ლიკა. -მმმმ, რა შეიძლება ხდებოდეს ნატ?-სარკასტულად ჰკითხა ელენემ ნატალის და გაიცინა.-ყელში კოცნები და სხეულის "თრთოლვები" რა იყო? -ცეკვის გასამძაფრებლად...-რაღაც სისულელე მოჩმახა ლიკამ.-"თრთოლვები" კი... ბუნებრივია, სულ ასე მჭირს ყელში კოცნაზე. -ხო, ხო, როგორ არა...-სიცილით გაშორდნენ დაქალები. 888 -აუზზე უნდა შევიდე!-ქანცგაწყვეტილი ლიკა დივანზე დაეცა, ჩანთები კი იქვე მიყარა. -რაო დე, რა თქვი?-სამზარეულოდან ფქვილში ამოსვრილი ნანი გამოვიდა. -აუზზე უნდა შევიდე დე, თორე გადავიწვები! განტვირთვა მჭირდება! -როგორ უნდა მოასწრო, საყვარელო? რეპეტიტორები, ფიტნესი, რეპეტიციები და ახლა კიდე ეს... -მოვასწრებ დე, შენ არ ინერვიულო!-ფეხზე წამოხტა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.-პროსტა, ფული მომეცით და "დალშე" ჩემზე იყოს. ქალმა გულიანად გაუწელა ლოყები და გულიანადვე გაუცინა. 888 ლიკამ აბონიმენტი იყიდა და რეპეტიციის დასრულებისთანავე გასწია აუზისკენ. იქ მისულს არც ისე ბევრი ხალხი დახვდა, რაც კარგი იყო. მამაკაცების მზერისგან დაკომპლექსებულმა გასახდელში გამოცვლა გადაწყვიტა. შავ საცურაო კოსტიუმში გამოსულმა, "ქურდულად" გაიხედ-გამოიხედა და წყალში მოწყვეტით გადახტა. ცივი წყალი იმდენად ესმიამოვნა მის გადამწვარ და დაღლილს სხეულს, რომ სიამოვნებისგან გაინაბა და ძალაუნებურად გაეღიმა. რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ცურავდა, შემდეგ ზურგზე გაწვა და წყლის ზედაპირზე ატივტივდა. თვალებ დახუჭული ლივლივებდა და სიბნელეს უღიმოდა. რამდენიმე დღის წინანდელიი საბასთან ცეკკვა გაახსენდა და კანი თავისდაუნებურად დაეხორკლა. ნათლად შეიგრძნო ყველაფერი, ტანგოს ჰანგებიც, წელზე საბას ცხელი ხელიც, ინტიმური და ცეცხლოვანი ცეკვისგან წამოსული იმპულსებიც, საბას ვნებამოერეული მზერა და მხურვალე ტუჩების მფეთქავ არტერიაზე მიწებება. სიამოვნებისგან დააჟრიალ-გააკანკალ-დაბუსუსდა, თუმცა მალევე მოიშორა მსგავსი ფიქრები. "არა, რატო მეფიქრება? ჯერ რამდენიმე კვირაა გასული ჩვენი გაცნობიდან და... და ის კოცნაც არაფერია ისეთი... ღმერთო, შენ მიშველე!" ამ ფიქრებში იყო, როცა მუცელზე წყალშიც კი ცხელი და ძლიერი მკლავვი იგრძნო, რომელმაც წყლის სიღრმისკენ გააქანა. თვალები სწრაფად ჭყიტა "ზღვის ურჩხულის" დასანახად, თუმცა ამაოდ. პანიკის გამო პირიც დააღო და წყალმაც არ დააყოვნა... ჯერ პირი, შემდეგ კი ფილტვები აევსო წყლით და უშედეგო ფართხალს მოყვა. ყელი ისე ჩაეწვა, თითქოს ცეცხლი წაუკიდესო. როგორც ჩანს "ურჩხულმა" იგრძნო საფრთხე და სასწრაფოდ წყლის ზედაპირისკენ გაცურა ლიკას სხეულთან ერთად. როგორც კი ჰაერზე აღმოჩნდნენ გოგომ ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და უარესი დაემართა. სპაზმური ხველა აუტყდა და ყელი საერთოდ ჭიაკოკონობას დაემსგავსა. საშინელი შეგრძნება იყო, თითქოს ყელში ხერხის კბილანებს უტარებდნენ და დრო და დრო ცეცხლს უკიდებდნენ. შიშით მოეხვია უცნობ სხეულსდა ისევ ხველება განაგრძო, თვალების გახელას კი ვერც კი ბედავდა. მალე იგრძნო სიმსუბუქე და უწყლობა. ძლიერმა ხელებმა შეზლონგზე მიაწვინეს და თმა უკან გადაუწიეს. ხლებზე ეტყობოდა, რომ ნერვიულობისგან კანკალებდა. "ეს ვიღაც" სახეზე ნერვიულად ესერებოდა და რაღაც გაურკვეველს ბუტბუტებდა. რამდენიმე წუთში დამშვიდდა და თვალები ნელა გაახილა. რამის აფეთქდა, საბა რომ დაინახა. ბიჭი გაფითრებულიყო, თვალებში შიში და სინანული ჩადგომოდა. ლიკა გაცეცხლდა. უნდოდა და სცადა რამე ეთქვა, ეყვირა, ეღრიალა და გამოელანძღა, მაგრამ ყელი მტკივნეულად დაესერა და სიტყვის თქმაც ვერ მოახერხა. სახე დაეღმიჭა და თვალებუ მაგრად დახუჭა. -ლომიძე!-შეცვლილი ხმით ამოიხრიალა ბიჭმა.-მაპატიე... არ მეგონა თუ... -წადი!-მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რომ ეს პატარა სიტყვვა ეთქვა, თანაც მტკიცედ. ბიჭი გაჩუმდა და სავარაუდოდ წავიდა, რადგან ტყლოპინი მოისმა. ლიკამ ზანტად გაახილა თვალები და საბა მართლაც აღარ დახვდა. მიმოიხედა, თუმცა ვერსად შენიშნა. ბრაზს და ტკივილს წყენა დაემატა, აწყლიანებული თვალები დახუჭა და სიკვდილზე უაზროდ ჩაფიქრდა. რამდენიმე წუთი იყო ასე, თვალებდახუჭული და განაბული იწვა, სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. მოშიშვლებულ მუცელზე ძლიერი ხელები შემოეხვია და ვიღაცამ გახურებული ლოყა ზედ დადო. გაიგებარმა ტალღებმა დაუარეს სხეულში და წამში იგრძნო სურნელით. თვალები ნელა გაახილა და მის მუცელზე ბავშვურად მოხველ საბას დააჩერდა. შეზლონგზე ჩამომჯდარიყო და ლიკას მუცელს ჩაბღაუჭებოდა, თავი ზედ ედო და თვალები დაეხუჭა. მისი ცხელი სხეული ცხელ იმპულსებს გზავნიდა ლიკაში. ბრაზის, ტკივილისა და წყენის მიუხედავად, მაინც გაეღიმა. -საბა...-ოთხ ასოს ძლივს მოუყარა თავი ისე ჩაილაპარაკა. ბიჭმა ერთი წამით თავი წამოსწია, მუცელზე ცხელი ტუჩები მიაწება, მერე კი ისევ დადო თავი. -მაპატიე რა, ჩემო პატარა ქალო!-ისე ჩაილაპარაკა, რომტუჩებით ლიკას მუცელს ეხებოდა.-მართლა არ მინდოდა! გავგიჟდები შენ რომ რამე დაგემართოს, მითუმეტეს, ჩემი მიზეზით! თავს არ ვიცოცხლებ! მითხარი, რომ მაპატიე რა... მითხარი!-პატარა ბავშვივით ითხოვდა პატიებას და ხელებს უფრო ძლიერად უჭერდა. თავი ასწია და ლიკას გაოცებულ, დაბნეულ თვალებში ჩახედა. მზერა სითბოთი და კიდევ რაღაც გაურკვეველი გრძნობებით ჰქონდა სავსე. -გაპატიე საბა, დაწყნარდი!-ძლივს ამოიხრიალა ლიკამ და თავი გადაიქნია. მართლა გაოცებული დარჩა საბას საქციელით. გასაგებია, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამმ ასე რატომ განიცადა? აშკარა იყო, რომ გოგოს დაკარგვის ეშინოდა, მაგრამ რატომ? ახლა ბევრი "რატომ" გამოჩნდება, ამიტომ გაგრძელება ნამდვილად არ ღირს. ბიჭი წამოიწია, იქვე დადებული უცხო სითხით სავსე ჭიქა ლიკას გაუწოდა და მოსთხოვა დაელია. გოგოც უსიტყვოდ დაეთანხმა და თბილი, ტკბილი სითხე მოსვა. თითქოს ყელი მოუბო და შვება მოგვარა. გულწრფელად გაუღიმა საბს და თმაზე წაეთამაშა. ბიჭი გაინაბა, თვალები გაუბრწყინდა და ისეთი სითბოთი შეხედა, როგორითაც არასდროს არავის არ შეუხედავს მისთვის. -მიდი, ჩაიცვი და წაგიყვან! გასახდელში წყლის ნიჟარას დაეყრდნო ლიკა და სარკეში თავისი თავი შეათვალიერა. სულელურად გაეღიმა საბასა და მისი საქციელების გახსენებისას. დაიხარა, წყალი სახეში შეისხა და როგორც კი გასწორდა კისერთან ცხელი სუნთქვა მიეფრქვა. სარკეში საბას ამღვრეული თვალები დაინახა, მისი ხელი მუცელზე იგრძნო და თავისდაუნებურად თვითონაც აიმღვრა. ელექტრო შოკმა დაუარა სხეულში. -რას მიკეთებ, ლომიძე?-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ცხელი ტუჩების კვალი დაუტოვა კისერთან. ლიკა ერთიანად აწითლდა და სიამოვნების ტალღებმა დაუარა. -ლიკა, ლიკა მქვია მე!-მაინც ეშმაკრუი ღიმილით ჩაილაპარაკა და მარჯვენა ხელი, მის მხარზე ნიკაპით დაყრდნობილი საბას თმებში ახლართა. ბიჭი ამაზე სულ გადაირია, სწრაფად მოატრიალა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მის ლამაზ თვალებსი ჩაიძირა. -გავედით!-ტუჩის კუთხე ჩატეხა და შუბლზე აკოცა. არც ერთმა არ იცოდა, დანამდვილებით რა სჭირდათ, თუმცა ორივემ ზუსტად იცოდა, რომ ერთმანეთი სჭირდებოდათ. როგორც კი მანქანისკენ მიმავალი საბა დაინახა, მაშინვე ხელზე დაეკიდა და აფერისტული ღიმილი აიკრა. -ფეხით რა... ცხელა ძალიან!-საბამ სიცილით დაჰკრა ცხვირზე საჩვენებელი თითი და გულზე მიიხუტა. ლიკაც გაინაბა, თუმცა მალევე შეირხა.-საბა, ცხელა-თქო და შენ კიდევ მეხუტები. -ანუ, არ გინდა ხომ?-"ნაწყენი" მოშორდა გოგოს. -მე უბრალოდ...-ალუღლუღდა ლიკა და თვალები აუწყლიანდა. -სულელო ქალბატონო!-ჩაიცინა საბამ და თვალები დაუკოცნა.-აშკარად, არ გიცნობ ჯერ კარგად, მაგრამ მაინც ყველას მირჩევნიხარ! -ანუ, არ გეწყინა?-შიშით ახედა გოგომ, საბამ კი თავი გაუქნია. -წავედით. გზაში ბევრი არ ულაპარაკიათ, რადგან ლიკა არც ისე შორს ცხოვრობდა. სხლთამ გაჩერდნენ და ლიკამ ძალააუნებურად ახლართა თითები ერთმანეთში. -წამოხვალ ბანკეტზე ჩემთან ერთად?-ამოღერღა ძლივს.-მე მეწყვილე არ შემხვდა და მომიწვეს ნატალისა და მათეს წყვილს...-საბა თმაზე მიეფერა და სიტყვა გააწყვეტინა. -აბა, შენი აზრით, უფლებას მოგცემ ის ცეკვა სხვასთან ერთად შეასრულო?!-რიტორიკული კითხვით განუცხადა თანხმობდა და აწითლებულ ტუჩებს მშიერივით დააცხრა. თანმიმდევრობით დაუკოცნა ზედა და ქვედა ტუჩი და თავისზე ორი წლით უმცროსუ გოგოც ვნების ბურუსში გაახვია. 888 დასასრული. | |
ნანახია: 3302 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 2 | |
| |