გამოცდა (დასასრული)
23.07.2016, 02:19
სამზარეულოში მხიარულად ფუსფუსებდა. ბოლო დროს მას და აკაკის ურთიერთობა იმდენად დალაგებოდათ, რომ თავს თითქმის ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა. თავიდან ძალიან გაუჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ საუკეთესო მეგობარი სხვა თვალით უყურებდა. ხო, საკმაოდ კომიკური სიტუაცია გახლდათ. ეს საუკეთესო მეგობარი ხომ მისი კანონიერი მეუღლე იყო, რომელიც მისთვის ყველაფერს აკეთებდა, როგორც წინათ, ისე ახლაც... მერე შეეჩვია... რაღაც პერიოდის შემდეგ კი უკვე სიამოვნებდა კიდეც ის გადამეტებული ყურადღება, რომელიც განსაკუთრებული გრძნობებით იყო გამოწვეული და რომლის შენიღბვასაც მთელი ძალით ცდილობდა აკაკი. შეიძლება ითქვას, გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ასე მაქსიმუმ მეზობელი, ძმა ან ვინმე ნაცნობი მოეტყუებინა, მაგრამ თათასთან ეს შეუძლებელი იყო. ისინი ერთმანეთს ხომ საკუთარ თავებზე უკეთ იცნობდნენ...
ხო, ურთიერთობა იმედენად შეეცვალათ, რომ თავს უკვე ნამდვილ ცოლ-ქმარად გრძნობდნენ და არა როგორც მოწყალების გამო შეუღლებულ საუკეთესო მეგობრებად. არც ერთი ტყდებოდა გრძნობებში და არც მეორე, თუმცა არც კი იცოდნენ რა გრძნობებზე უნდა ესაუბრათ, ჯერ ნორმალურად ვერც კი იაზრებდნენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებს. ალბათ მხოლოდ იმას იაზრებდნენ, რომ ერთმანეთს და-ძმასავით აღარ უყურებდნენ და ურთიერთობა უკვე სხვა, განსხვავებული ემოციებით სიამოვნებდათ. ხშირად ერთად მიეძინებოდათ ხოლმე დივანზე. თუ პირველად აკაკის გამოეღვიძებოდა, თათა საძინებელში გაყავდა, მალულად კოცნიდა და შემდეგ მასზე ჩახვეული თავადაც ძილს მიეცემოდა. თუ პირიქით ხდებოდა, გაბერილი ქალბატონი მაშინვე საძინებლისკენ მიგორავდა, უკან პლედით ბრუნდებოდა და მეუღლეს გვერდით მორიდებით მიუწვებოდა. მათ შორის ისეთი ნიუანსები გაჩნდა, როგორც შეყვარებულობის დაწყებით ეტაპებზეა წყვილებს შორის. ადრე თუ ერთმანეთთან არაფრის ერიდებოდათ და იმაზე ნამდვილები იყვნენ, ვიდრე საკუთარ თავთან, ახლა ცოტა დაიმორცხვებდნენ ხოლმე... ეს ძირითადად თათას ეხებოდა, თუმცა ზოგჯერ არც აკაკი აკლებდა და ყურებამდე შეყვარებული თინეიჯერი ბიჭივით იქცეოდა... პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ იყო კიდეც...

ბოლოჯერ მოურია კერძს, გაზი გამორთო და ზედმეტად უცნაური შეგრძნებაც დაეუფლა. სანამ მომხდარს გადახარშავდა, ფეხებზე დაიხედა და შიშისგან ლამის გულიც წაუვიდა.
-ჯანდაბა! - ბოლო ხმაზე იღრიალა. - თუ დაიწყო, ტკივილები სად ჯანდაბაშია?! - სიტუაციაში გარკვეულმა ნერვიულად ამოიკნავლა და მობილურს გადაწვდა, თან გაჩაჩხული სკამისკენ წავიდა. ნომერი აკრიფა და მოთმინებით დაელოდა როდის შეწყდებოდა გაბმული ზუმერი, ამასთანავე სუნთქვის დარეგულირებას ისე ცდილობდა, როგორც დედების იმ ცენტრში ასწავლეს, სადაც აკაკიმ ძალით წაათრია.
-ხო, თათ... - გაისმა მეუღლის მშვიდი ტონი და ამან გააფოცა. ჰო, აი, რას შვრება ჰორმონები... მეცხრე თვეშიც კი!
-წყლები დავღვარე! - დაუღრიალა გამწარებულმა და სლუკუნი ატეხა.
-რა მოხდა მერე, მოწმინდე... ააა, დამავიწყდა, რომ პოლის ჯოხის ასაღებადაც კი ვერ ტოკდები... - სიცილი ატეხა და სანამ თათა საბოლოოდ გადავიდოდა ჭკუიდან, წამით დადუმდა, შემდეგ კი... - რა-აა? რა ქენი?!
-წყლები დავღავრე, შე ვირო... - და უცებ ისეთი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში, თითქოს ცა თავზე ჩამოექცა... უფრო მუცელზე... - ჯანდაბაა-ა! აი, ტკივილიც, რომ „ვეძებდი“... მოეთრიე მალე! - უბრძანა და ტელეფონი პირდაპირ კედელს გაუქანა სიმწრისგან.

არ ახსოვს რა მოიმოქმედა მას მერე, რაც თათამ დაურეკა და მშობიარობის შესახებ უთხრა, მართლა არ ახსოვს. გონზე სამშობიარო ბლოკში მოვიდა, როცა ცოლმა სიმწრისგან გრძელი კლანჭები მთელი ძალით ჩაარჭო მკლავში, სისხლიც დაადინა, ესეც არ იკმარა და იმხელა ხმაზე გააგრძელა ღრიალი, ლამის მეანიც დააფრთხო, რომელიც მოგვიანებით შეძრწუნებული აღნიშნავდა, რომ მთელი თავისი პრაქტიკის განმავლობაში მსგავსი მშობიარობა არ მიუღია. რამდენიმე საათი იტანჯებოდნენ თათაც და აკაკიც, საბოლოოდ კი როგორც იქნა, ინება პატარა სტეფანიმ გამოძრომა და მზის სინათლის ხილვა. ულამაზესი გოგონა იყო, თავიდანვე ეტყობოდა, რომ დედას დაემსგავსებოდა. პატარა დედიკოს გულზე დააწვინეს და აკაკიმაც შვებით ამოისუნთქა.
-რადგან ეს ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი კარგადაა, ახლა თუ გინდათ მეხიც დამეცეს! - დაცვარული შუბლი ხელის ზურგით მოიწმინდა და დედა-შვილს დახედა. ორივე გარინდულიყო და თითქოს ერთმანეთის არსებობით ტკბობა დაეწყოთ...

//////////

რამდენიმე დღეში გამოწერეს დედაც და ახალშობილიც. რაღაცნაირ, უცნაურ აჟიტირებას გრძნობდა აკაკი. უკვე მამა გამხდარიყო... დიახ, მამა! ერთი წამითაც არ უფიქრია იმაზე, რომ მისი ბიოლოგიური მამა სხვა იყო და ამისთვის განსაკუთღებული დატვირთვა უნდა მიეცა. დიდი წვეულება ვერ მოუწყო ახლადგამოწერილ დედა-შვილს, რადგან ახლობლები არც ჰყოლიათ, თუმცა ასმათი, მამუკა და ზურა მაინც დაახვედრა ბუშტებითა და ქაღალდის სადღესასწაულო ქუდებით შეკაზმულები. თათამ რომ ტირილი მორთო პატარა სტეფანისთან ერთად ასმათისაც გული აუჩუყდა, მეც წამდაუწუმ ვტიროდი, თათია რომ დაიბადაო... სამი უძლური მამაკაცი მოღუშული და გაბრწყინებული იდგა და მოთმინებით ელოდა სამი მშვენიერი ქალბატონის დამშვიდებას, რომელთაც სულაც არ ეტყობოდათ, რომ ამ უკანასკნელზე ფიქრობდნენ მაინც...

//////////

-როგორც იქნა დაიძინა... - თვალებდასიებული მიწვა აკაკის გვერდით და ხელები თავქვეშ ამოიდო.
-აცადე რამდენიმე წუთი და გაიღვიძებს ისევ... - ღიმილით „დაამშვიდა“ მანაც და გვერდზე გადაბრუნებული, ცალ ხელზე დაყრდნობილი მიაშტერდა ძალა გამოცლილ მეუღლეს.
-მემგონი მეტს ვეღარ გავუძლებ... ცოტაც და გავგიჟდები! - ამოისრუტუნა გოგომდა თვალები მთელი ძალით დახუჭა.
-ნუ სულელობ ჩემო დაია! - ცხვირზე სიცილით დაკრა თითი და ახლა ნამდვილად დააპირა მისი დამშვიდება. - ცოტაც და ღამით უმიზეზოდ გაღვიძებებს შეწყვეტს, შენც ისწავლი „ამ“ ტირილის დროს რა სურს და „იმ“ ტირილისას რა... მოკლედ, მეც არდადეგები დამეწყება უნიში და უფრო მეტ დროს გავატარებ თქვენთან, უკეთესად დაგეხმარები...
-ისედაც შენ რომ არ მყავდე, აქამდე მართლა შევიშლებოდი! - სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა სახეზე და თვალები ოდნავ გაახილა. - ძალიან დიდი მადლობა აკაკი! - გაუღიმა და ღრმად ამოისუნთქა. - ახლა კი შენი ძილის დროცაა, ხვალ დილით ლექცია გაქვს!
-ასე როდის დაქალდი, ვერც კი ვიხსენებ... - თვალები დააწვირა და თმაზე წაათამაშა. - ბოლოს სტეფანის ხელა მახსოვხარ... - ეშმაკური გამოხედვით დასცინა და წამში გაიწია, რომ თათას მოქნეული ხელი არ მოხვედროდა.
-ნუ გეშინია, ისე ვარ, დარტყმის თავიც კი არ მაქვს... - ჩაეცინა და გაყუჩდა.
-ვუაიმე, ჩემი კნუტიიი... - სასაცილოდ გაიწელა და მისკენ მიჩოჩდა. ხელები წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა. - წამოიზარდოს სტეფანი და ტაკოზე მოვცხებ, ასე რომ გაწვალებდა... - ცხვირი მის ყელში ჩარგო და სიამოვნებისგან გაირინდა.
-ამ ბოლო დროს სულ შეიჩვალე, რაღაც ზედმეტად ლაღი გახდი. - სიცილით აღნიშნა თათამ და მის მკლავებში უკეთესად მოკალათდა.
-ოჯახმა იცის შეცვლაო, არ გაგიგია შენ?! - წარბაწეული დაეკითხა მისი ყელიდან იმ წამს „გამომძვრალმა“ და თვალებში ჩახედა, სადაც მოკაშკაშე ვარსკვლავები ცხადად დაინახა. - შენი თვალები მიყვარს! - დაუფიქრებლად თქვა და ტუჩებში ისე აკოცა, თითქოს არაფერი... თითქოს ეს ზემდეტად ბუნებრივიც კი იყო, შეუძლებელი იყო არაბუნებრივი ყოფილიყო... თათამაც ისე მიიღო, როგორც ჩვეული, სასიამოვნო და სიყვარულით სავსე კოცნა საყვარელი კაცისგან... და თავადაც კოცნითვე უპასუხა... თითქოს არც არაფერი... მერე რა, რომ ფაქტობრივად მათი პირველი კოცნა შედგა?!

//////

სტეფანის ერთი წლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, მხოლოდ სამნი: მამიკო, დედიკო და შვილიკო. მამის კალთაში მოკალათებულმა გოგომ გაბადრულმა ჩააქრო მხიარულ კექსზე დარჭობილი ერთი ფერადი სანთელი და ტაში სიხარულით შემოკრა. მერე სათითაოდ აკოცა მშობლებს, მილოცვები გაკრეჭილმა მიიღო და თავის მხიარულ კექს შეექცა... ჯერ თვალები შეუჭამა, მერე ღიმილი და ასე ნელ-ნელა...
-თითქოს ყველაფერი გუშინ იყო, მაგრამ მაინც მომენატრა ის დრო... - თათამ ღიმილით მოწმინდა მოთხუპნული ტუჩები თვალებბრიალა გოგოს, რომელიც მამის კალთაში ლაღად ხტუნავდა.
-მოგენატრა, გაგიჟების ზღვარზე რომ იყავი?! - სიცილით დაეკითხა ცოლს.
-ხო... მართლა... რაღაც განსაკუთრებული პერიოდი იყო...
-იქნებ გაგვემეორებინა... - თვალი ჩაუკრა.
-რას გულისხმობ? - ნამდვილად ვერ მიუხვდა თათა.
-რას და მეორე ბავშვს... არაა დრო სტეფანი დაიკო ან ძამიკო ვაჩუქოთ?! მაგალითად, მომავალ დაბადების დღეზე...
-ჯანდაბა! - საკმაოდ ხმამაღლა შესძახა და ხელიც მტკივნეულად მისცხო მაგიდას.
-კარგი, დამშვიდდი, სულ არ გაგეკარები, რა არის! - შუბლი შეკრა აკაკიმ და ბავშვს ხელები მოხვია. არადა, ეგონა, რომ ყველაფერი შეიცვალა და მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ნამდვილ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ემსგავსებოდა.
-მეგონა, აღარ მეტყოდი! - სახეზე სიცილით აიფარა ხელები თათამ და მამა-შვილს თითებს შორიდან გამოხედა.
-რა-ა? - ორმა ურთიერთგამომრიცხავმა რეაქციამ ცოტა არ იყოს დააბნია ხაჟომია...
-რა და მეორე შვილიც მინდა, მესამეც, მეოთხეც... შეიძლება მეხუთეც და რაც მთავარია, ყველა შენგან!
-მეტყობა, რომ შოკში ვარ თუ უფრო მოვინდომო?!
-არც გეტყობა და არც ხარ!
-ტუტუცი გოგო ხარ! - თითი სიცილით დაუქნია ცოლს.
-მოიცა, ოღონდ ერთი პირობით! - აკაკიმ თავით ანიშნა გისმენო. - სწავლა მეც მინდა!! - გაეკრიჭა და გაურკვევლობაში მყოფ სტეფანის გაუცინა. - დე, აბა, დაიკო გინდა თუ ძამიკო?! - იცოდა, რომ ერთი წლის გოგონა სულაც ვერ უპასუხებდა, მაგრამ ხომ იცით მაინც, როგორ იციან ამ მშობლებმა...
-ძაიო! - ტაში ისე შემოკრა პატარამ თითქოს კითხვაც გაიგო და პასუხიც იცოდა...
გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღარ იცოდნენ სიხარულით სად წასულიყვნენ, მათმა გოგონამ ხომ პირველი სიტყვა თქვა, თანაც როგორი...
-მგონი გამოცდას გავუძელით და ჩავაბარეთ კიდეც! - გაეღიმა თათას.
-თანაც ფრიადზე! - სიცილით დაამატა და ცოლ-შვილი ბედნიერმა ჩაიკრა გულში.

//////////////////

უკიდურესად დაგვიანებული და პატარა დასასრულია, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო...
ესეც იმიტომ დავწერე, რომ დაუსრულებელი ისტორია არ დამეტოვებინა...
ბოდიშების მოხდას რა აზრი აქვს, შეიძლება აღარც კი გახსოვართ...
მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის...
სიყვარულით, თქვენი Mrs. Animal...
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 3239 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 8 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
avatar
0 Spam
1
პირველ რიგში უზომოდ გამიხარდი..მომენატრეთ შენ და შენი არაორდინალურობები.. <3 ხომ რაც შეეხება ისტორიას შეხედავ და მიხვდები რომ შენი ხელწერაა..მე პირადად ვერასოდეს ამერევა სხვებში..არცერთი შენი ისტორია არ გავს ერთმანეთს რაღაცით მაინც არც ერთი და ჩემთვის პირადად ეს გხდის უზომოდ განსაკუთრებულს.. <3 მოკლედ დაგღალე ერთი და იგივეს გამეორებით რომ განსხვავებული ამოუწურავი და რაღაცნაირი გოგო ხარ..შენი რაღაცნაირი წერის სტილით ნიჭით რავიცი ყველაფრით.. <3 მე ეს რაღაცნაირობა მიყვარს შენში..აი რომ კითხულობ ისტორიას და თითქოს იცი ან შეიძლება ხვდებოდა რა იქნება შემდეგ და "ვდრუგ" სულ სხვანაირად წავა ყველაფერი..აი ასეთი ცვალებადი და გამოუცნობელი მიყვარხარ შენ.. <3 ხო
avatar
0 Spam
2
ხო ისტორიამ თავიდან ცოტა კიარა საკმაოდ დამაბნია..მართლაც თითქოს არარეალური პერსონაჟებით და სიუჟეტებით მაგრამ მეც მჯერავს ასეთების არსებობის და ვიცი რომ არსებობენ.. <3 წარმატებები მაგდა ძალიან მომენატრე და გელი ლურჯო მალე დაბრუნდი <3
პ.ს. თავი შეგაწყინე ამდენი ლაპარაკით..მაგრამ მეპატიება :დდ ემოციებში ვარ :დ
avatar
0
3
მაგდან,ძალიან სასწაული ხარ! angel
avatar
0 Spam
4
ნუუ ჯერ დასასრულს არ ველოდი და გავოცდი მეთქი ესე ერთ თავში როგორ მოაგვარენ მაგრამ ნუ მართლაც სიყვარულს ყველაფერი შეუძლია❤ნუ წაგეაფირისტები და გეტყვი რასაც შენ წერ ყველაფერი კარგია! biggrin
ეს კარგი ხო მაგრამ მომენატრა მე შენი ისტორიები❤❤❤შენთვის დამახასიათებელი:თავისუფლებით,მხიარულებით და ჰარმონიულობით გაჯერებული.
იმედია დაგვიბრუნდები❤❤❤❤
avatar
0 Spam
5
როგორ გამიხარდა მაგდა, სასწაული გოგო ხარ
avatar
0 Spam
6
მმმ... ჩემი გოგო კარგი იყოო
avatar
0 Spam
7
არა, კი ხარ პატარა უნამუსო, მაგრამ ისე კარგად დაასრულე რაღა უნდა გითხრა. ეს ისტორია თავიდანვე განსხვავებული იყო, ცოტა დამაბნეველიც და მეშინოდა ცუდი დასასრულიც არ ჰქონოდა. მიხარია, რომ ეს ორი ერთად დატოვე. მართალია პატარა დასასრულია, მაგრამ ასეთი მოუხდა ამ ისტორიას. მალე დაბრუნდი ♥♥♥
avatar
0 Spam
8
აი, უღრმესი მადლობა თითოეულს! ♥ არც კი მეგონა, რომ გახსოვდათ ეს ისტორია და გამიხარდით!♥
საშინლად მიყვარხართ იცოდეთ რა! biggrin ♥♥
avatar