ისტორია, რომელსაც დასასრული არ უჩანს (სრულად)

10.04.2016, 19:37 | |
ცხოვრება რომ ერთი დიდი აურზაურია ყველას მოგეხსენებათ. ნამდვილი, ფილმებისგან განსხვავებული, ჩვენი ცხოვრება ხანდახან ზედმეტად მოსაწყენია, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ ის მეტად გავს ფილმს, ვიდრე თავად ფილმი ფილმს. არის ისტორიები, რომელზეც კაცი კარგ ფილმს გადაიღებდა, ან თუნდაც რამეს დაწერდა. შეიძლება, ჩემი ისტორიაც ერთ-ერთი მათგანია და ამიტომაც ვაპირებ ახლა ყველაფერი გიამბოთ. ისტორია, რომელსაც ბოლო არ უჩანს. *** -რას შვრები ჩემო სიცოცხლე?-საყვარელი პიროვნების შეტყობინება, რომ წავიკითხე დებილივით გამეღიმა. არა, მაინც ვერ ვხვდები როგორ შეიძლება იმ ადამიანის ერთმა წინადადებამ გაგაბედნიეროს, რომელიც ნანახიც არ გყავს. ხო, ხო ზუსტადაც რომ... მე და თორნიკეს "ონლაინ" ურთიერთობა გვქონდა, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა, გვყვარებოდა ერთმანეთი. ღმერთო, რა აფსურდია! ისეთ სიტუაციაში ვიყავი, ასეთში სხვა რომ ყოფილიყო უეჭველად დავცინებდი. არასდროს მესმოდა ასეთი ურთიერთობების, მაგრამ თორნიკემ გამაგებინა. ჩემ დაქალს, რომ ურთიერთობა მსგავსად აეწყო, ღადაობით ალბათ შევაღონებდი, მაგრამ... "ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო!" ხოდა მეც ასე "გადამხდა" თორნიკე ენუქიძე. ერთანეთი ინტერნეტის მეშვეობით გავიცანით და მერე დავმეგობრდით. მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა და... და ახლა გამობურტყუნებული დავდიოდი ამ გრძნობის გადამკიდე. ალბათ, დაგებადებათ კითხვა, რატომ არ ვნახულობდით ერთმანეთს თუ ასე გვიყვარდა?! სამწუხაროდ, ჩემი უნივერსიეტისა და მისი სამსახურის გადამკიდე ვერ ვახერხებდით ამას და შორიდან ვეტრფოდით ერთურთს. -სახლში მივდივარ შენ? -თხუთმეტ წუთიანი შესვენება მაქვს და მოგწერე რავი... დაგიმთავრდა ლექციები? -კი, ახლა სახლში ავალ და მერე გამოცდაზე. -რა გამოცდაზე გოგო, რატო არ ვიცი მე? -უი, დამავიწყდა მეთქვა. პრავაზე ვაბარებ, დღეს დამინიშნეს უცებ და... -ჰაჰა, ჩეი შუმახერი გოგო! არ შემარცხვინო ახლა და წარმატებები! გავიქეცი ახლა, მიყვარხარ მაგრად! -მადლობა, მეც ძალიან!-მივწერე და ისევ გამეღიმა. *** ჯანდაბა, რა მოუხერხებელი ვარ! როგორ შევასკდი იმ "სტოლბას"? ჩემ გარდა ამას ვინ მოახერხებდა ნუ... ისე რა სასაცილო იყო ახლა, რომ ვიხსენებ... ვაიმე, თორნიკე მაგრად დაცინებს, რა ამოვა მაგის ყბიდან?!-გავიფიქრე და უსიამოვნოდ დავიჭყანე. არც შევმცდარვარ, ისე დამცინა შეტყობინებებშიიც "მესმოდა" ისი ხარხარი. არა, ეს იდიოტი (ჩემი საყვარელი იდიოტი) ხომ არ მეყოფოდა, ახლა მისი ძმა... რანაირები არიან, ერთნაირი "შუტკებით" მოძრაობენ, ფუჰ! თორნიკეს ძმას დათო ჰქვია. დათო ენუქიძე... ძმასავით სიმპატიური (კარგი, ვაღიარებ ძმაზე სიმპატიურია) და რაღაცნაირი ხასიათების მქონე. მასაც ინტერნეტის მეშვეობით ვიცნობდი და ვმეგობრობდით. "დაჟე" მათ ბიძაშვილსაც ვიცნობდი. ხანდახან ვხუმრობდი, თორნიკე მშობლებსაც სკაიპით გამაცნობს-თქო. მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა ერთი თანამედროვე, რეალური და ზღაპრისგან განსხვავებული ზღაპარი იყო. მერე... მერე რაღაც მოხდა... ზუსტად ვერც კი გავაანალიზე რა და... დავშორდით... მე და თორნიკე ენუქიძე დავშორდით. განვიცადე, მაგრამ არა იმდენად, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. არ მტკიოდა გული, არც სახეს მისველებდა ცხელი ცრემლები, ცხოვრებას ჩვეულებრივად ვაგრძელებდი. ხანდახან მახსენდებოდა თორნიკე და მივხვდი... მივხვდი, რომ არც მყვარებია. უბრალოდ, ძალიან ღრმა გატაცება იყო და ამხელა გოგოს არც უნდა მომეშვა გულთან ასე ახლოს. ასე რომ, დავივიწყე და ცხოვრება გავაგრძელე. *** -აუ, რას შეიკიკინე ამ შენი სიყვარულით?-მობეზრებულმა ავუქნიე ხელი სალოს, რომელიც უკვე მეცხრამეტედ მმიყვებოდა თავის "თეთრ რაშიან პრინცზე". -აუ, იცი რა საყვარელია?-არ წყვეტდა ეს გოგო ლაქ-ლაქს და ნერვები ყელში მომებჯინა. -ჯანდაბა, სალომე მეც მყოლია შეყვარებული, მაგრამ ტვინს არ გიჭამდით!-თვალები ავატრიალე და გავჩუმდი. არა, შეიძლება დღე-ღამეში 24 საათიდან, 23 საათი, 57 წუთი და 19 წამი ერთ ადამიანზე ილაპარაკო? არ შეიძლება, მაგრამ სალომე კი ლაპარაკობდა და რა ვიცი... -ნუ ხარ შენ თორნიკეს მერე დაბოღმილი გოგო!-გადაიკისკისა სალომემ. "ისე რა ლამაზია ეს ოხერი?!"-გავიფიქრე უადგილოდ და უბრალოდ გავუცინე. *** -შენი გაცნობა უნდა!-ჩემს გვერდით სავარძელში ჩაეხეთქა სალომე და ჩემი ინტერესიანი გამოხედვის მერე ღიმილით განაგრძო.-ჩემ ბიჭს. -კარგი,-მოკლედ მოვუჭერი და კითხვა განვაგრძე. ლექციების შემდეგ უინტერესო საკითხის განხილვით დავტოვეთ უნივერსიტეტი და... "ჯანდაბა, ამას აქ რა უნდა?"-მწარედ გავიფიქრე, როცა იქვე აყუდებულ, ხელებგადაჯვარედინებულ ბიჭს ვკიდე თვალი. ზუსტად ამ დროს მოწყდა ადგილიდან სალომეც და ნაცნობ სილუეტს კისერზე ჩამოეკიდა, რომელმაც ასევე ძლიერად მოხვია წელზე ხელი და ყურთან გემრიელად აკოცა. -არ არსებობს!-აღმომხდა გაოცებულს და პირი დავაღე. “არსებობს, არსებობს!“ - გამომეხმაურა ქვეცნობიერი და ინსტიქტურად დავიძარი წყვილისკენ, რომელიც იმ წამს მოშორდა ერთმანეთს. ბიჭმა შემფასებლური თვალი ამაყოლა და როცა მზერა სახეზე გადმოიტანა, ცოტა შეცბა. კარგად დამაკვირდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა და მეც ჯიუტად ვდუმდი. -გაიცანით! ეს...-დაიწყო სალომ, თუმცა არ დასცალდა. -თამთა?-წარბები აზიდა ბიჭმა. -თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ?-გაოგნდა სალო. -როგორ ხარ?-ნაძალადევად გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე მე. -კარგად, კარგად, შენ? იმ ყველაფრის მერე... -არა, ძალიან კარგად ვარ!-შევაწყვეტინე და სალოს გადავხედე, რომელსაც ოდნავი წყენა ჩადგომოდა თვალებში. -საიდან იცნობთ ერთმანეთს?-ამოიბლუყუნა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. -ჩვენ...-ღიმილით დაიწყო ბიჭმა, მაგრამ ახლაც გავაწყვეტინე. -ის თორნიკეს ძმაა!-დიახ, დიახ. ის დათო ენუქიძე იყო, თორნიკეს ძმა... და ახლა ის აზრი გამიმყარდა, რომ ცხოვრება ერთი დიდი აურზაურია. -თამთულიკ, ჩამოდი რა, შენ სახლთან ვარ!-ყურმილში დათოს მოწყენილი ხმა გაისმა და უსიამოვნოდ შევიშმუშნე. -რა მოხდა, დათო? -ჩამოდი და მოგიყვები. რამდენიმე თვე გავიდა დათოს პირადად გაცნობის შემდეგ და ძალიან დავმეგობრდით. ახლა უკვე ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს სალომეს გამო და იმაზე კარგი მეგობრობა გვქონდა, ვიდრე მანამდე. ძალიან თბილი იყო სალოს მიმართ, ყველაფრის გამკეთებელი, თუმცა მის თვალებში სიყვარული ნამდვილად არ იკითხებოდა, ისევე როგორც სალომესაში. არ ვიცი, თვითონ როგორ იქცეოდა, მაგრამ სალო მასთან ერთად სხვა ბიჭსაც ხვდებოდა. სერიოზული არაფერი, ფლირტის დონემდე, მაგრამ მაინც... სულ ვეჩიჩინებოდი, რომ დათო ამას არ იმსახურებდა და ასე არ უნდა მოქცეოდა, მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი, ისე იმას არ გაუგია. მე კი არ მქონდა მათ ურთიერთობაში ჩარევის უფლება, ამიტომ ვდუმდი და არაფერს ვამბობდი. -სალომეს დავშორდი!-თვალები გადაატრიალა დათომ. -რა? რატო? -ნიკუშა ღოღელიანთან მივუსწარი... როგორ კოცნიდნენ... ჯანდაბა!-დაიღრიალა უცებ. -როგორაა ნიკუშა?-მხოლოდ ამან დამაინტერესა ამ ეტაპზე, რადგან ვიცოდი დათოს ფიცხი ხასიათი. -არ ვიცი, მგონი გაითიშა... ბოლოს რაც მახსოვს სალომეს კივილი და დასისხლიანებული ნიკუშაა. მერე წამოვედი, შენთან წამოვედი და არ ვიცი, რატო.... -კარგი, დაწყნარდი დათო! გაივლის, ყველაფერი გაივლის! -მეძინება თამთა...-ამოთქვა მოულოდნელად, რამაც გამაღიმა. მობილური გამოვართვი და თორნიკეს ნომერი ინსტიქტურად ავკრიფე. შეტყობინება მივწერე, რომ მოეკითხა. მივწერე, თუმცა დათოს სახელით და მობილური დავუბრუნე. -ისევ გიყვარს?-ცივი ჰაერი დათოს სიტყვებმა გაკვეთეს. -არა.-მშვიდად ვუპასუხე და გავუღიმე. -აბა? ასე, როგორ დაივიწყე? -დათო, საქმე იმაშია, რომ არც არასდროს მყვარებია... ალბათ, მივეჩვიე! -მეც!-მისი ნათქვამი „მეც“ გაუგებრად მომხვდა ყურზე. -ანუ? -ანუ, არც მე მყვარებია სალომე, მივეჩვიე! თან ძალიან! მაგრამ მაინც ძნელია იმასთან შეგუება, რომ გღალატობენ... საშინელებაა! რამდენიმე ხანს ჩუმად ვისხედით, შემდეგ კი ნაცნობმა ხმამ დაგვირღვია მყუდროება. მოურიდებლად მივბრუნდი უკან, საიდანაც თორნიკეს ძახილი ისმოდა. რა უცნაურია არა?! ყოფილი „შეყვარებულის“ ძმასთან ერთად ვზივარ და ველოდები ყოფილ „შეყვარებულს“, რომელმაც არ იცის ვინ ელოდება ძმასთან ერთად. კიდევ ერთი გარემოებაა... მე ახლა, პირველად უნდა ვნახო ჩემი „ყოფილი შეყვარებული“. დავინახე და გავუღიმე, დამინახა და შედგა. სახეზე აშკარა გაოგნება ეხატა, მე კი ძალიან ვმხიარულდებოდი მის სახეზე. გაუბედავი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენსკენ და მალე წინ აგვესვეტა. -როგორ ხარ, თორნიკე?-უემოციო ღიმილით ვკითხე და დათოს გადავხედე, რომელიც დაძაბული შემოგვცქეროდა. -შენ... ეს... თქვენ...-უაზროდ აბლუყუნდა თორნიკე და მე სიცილით ჩავიქნიე ხელი. -დამშვიდდი თორნიკე, ჩვენ მეგობრები ვართ. -კი მაგრამ საიდან? როგორ? -გრძელი ამბავია. შენი ძმა მოგიყვება გზაში. ახლა მე უნდა წავიდე.-თვალები გადავატრიალე, დათოს მივუბრუნდი და გავუღიმე.-დროებით დათ, არ ინერვიულო და კარგად იყავი! მიყვარხარ!-მოწყვეტით ვაკოცე ლოყაზე და თორნიკეს უემოციოდ გადავცედე.-ნახვამდის. ასე დავტოვე ორივე და სახლში ავედი. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, მაგრამ უკმაყოფილო სალომეთი. ამის შემდეგ, უფრო მეტად დავმეგობრდით მე და დათო. ძირითად დროს ერთად ვატარებდით ან განუწყევტლივ ვმესიჯობდით. ისე შევეჩვიე, ერთი საათი რომ გასულიყო მიწერ-მოწერის გარეშე, უკვე პანიკა მეწყებოდა. ძალიან მეშინოდა შეჩვევა სხვა გრძნობაში არ გადამზრდოდა, რადგა ვიცოდი არ იქნებოდა ლამაზი და დათოსგანაც ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა მომიწევდა. მე კი ეს არ მინდოდა. -თამთულიკ, სად ხარ? შენი ნახვა მინდა, უეჭველი! სალაპარაკო მაქვს!-ყურმილში ხმამაღლა ჩამჩხაოდა დათო ბატონი და შეხვედრაზე შევთანხმდით. -კაროჩე...-ნერვიულად მოიქექა თავი ენუქიძემ. -გისმენ დათუკი, რა გჭირს?-გამეცინა მის დაბნეულობაზე. -თამთა, მიყვარხარ! -ხო, მეც მიყვარხარ!-ვუთხარი სიცილით, როცა ჯერ ბოლომდე არ მქონდა ყველაფერი გააზრებული. -მართლა?-იღრიალა დათომ და სახე გაებადრა. აი, ახლა თითქოს მივხვდი. -რას... რას ამბობ დათო? შენ... მე... რას გულისხმობ? -პირველად რომ დაგინახე, მაშინ მივხვდი რომ დამერხა! მაშინვე მომეწონე, მაგრამ სალომე... არ გამოდიოდა, არასწორი იყო... შენც ვერ გამიგებდი... მერე, შემიყვარდი. ჯანდაბა, თამთა, შემიყვარდი, მაგრამ ისევ სალომესთან ვიყავი. იმიტომ, რომ შენ არ მიმიღებდი... ამას კი ვერ გადავიტანდი. მერე სალომეს დავშორდი, უფრო ძლიერად შემიყვარდი და... ახლა მოვკვდებოდი, ეს ყველაფერი რომ არ მეთქვა! -უნდა წავიდე!-ვთქვი და მოვშორდი. ამ საკითხმა დაიპყრო ჩემი გონება. არ ვიცოდი რას ვგრძნობდი... უფრო სწორად ვიცოდი და არ მინდოდა აღიარება. მეშინოდა და ღმერთმა იცის რისი... მომავალში ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით. დათოს სიტყვა აღარ უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირეით და მეც შედარეით დამშვიდებულად ვგრძნობდი თავს. მერე... მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა და მე და დათოს „წყვილი“ დაგვერქვა. გვიყვარდა ერთმანეთი და ამით ვბედნიერდებოდით. მთელ დროს ერთად ვატარებდით და მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, არც მანამდე და არც მერე. მიხაროდა, რომ ის არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და მილამაზებდა მას. ერთხელ, ვიკამათეთ და დროებით დავშორდით. ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. დათოს გარეშე გატარებული რამდენიმე დღე და ამდენი საათი, საუკუნედ მეჩვენებოდა. მერე, მე გამოვიჩინე ინიციატივა და შევრიგდით. კვლავ სიხარული, ბედნიერება... ჩემი სადაქალო უკმაყოფილო იყო დათოთი. ნეგატიურად დამუხტულები იყვნენ მის მიმართ და სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ. ეზიზღებოდათ და არც უარყოფდნენ ამას. სულ იმას მეჩიჩინებოდნენ, რომ დავშორებოდი... რომ ჩემი ღირსი არ იყო, მეტს ვიმსახურებდი და ეს ბიჭი დამღუპავდა. ყურადღებას არ ვაქცევდი. ვერ გამეგო მათი საქციელი და უბრალოდ ვუტარებდი. გულსა და გონებას კი ბრძოლა გაემართათ. დათო ვერასდროს გამოხატავდა ემოციებს. ყოველთვსი თავშეკავებული და მშვიდი იყო. რაღაცით მთავარ გმირს, გრეის გავდა , „გრეის ორმოცდაათი ელფერიდან“, როგორც ვიზუალურად ასევე ხასიათებით. რაღაცნაირი გაწონასწორებული, მშვიდი და მომთხოვნი. ნამდვილი დომინანტი მამაკაცი! ვერ გეტყვით ჰქონდა თუ არა გრეის მსგავსი ინტიმური „წიკები“ და მისწრაფებები, რადგან საქმე მაქამდე არ მისულა. რაც არ უნდა იყოს, მე მიყვარდა და მომწონდა მისი დომინანტობა. დათოს სახლი... დივანზე ვსხედვართ და კინოს ვუყურებთ. მას თავი ჩემს კალთაში აქვს მოკალათეული და მშვიდად სუნთქავს. უცებ, მუხლს ზევით ცხელ ტუჩებს ვგრძნობ და 220 ვატი მირტყამს სხეულში. ტუჩების პატრონი წამოჯდა და ახლა ჩემი ათრთოლებული ტუჩების დაგემოვნებას შეუდგა. ხელებს უგზოუკვლოდ აცეცებს და ცდილობს ნაზი იყოს. გათვლილი მოძრაობით მიშლის თმას და ტუჩებს ყელისკენ მიაცოცებს. ალერსისგან გაბრუებული აზრზე ვერ მოვდივარ, სანამ მაისური არ მეძარცვება სხეულიდან. -არა, დათო!-ხელით ვიშორებ და ფეხზე ვდგები. -რატომ? მინდიხარ თამთა! მინ-დი-ხარ!-მიმარცვლავს და ვნებისგან რეტდასხმული მიახლოვდება. -არა, არ შემიძლია!-ვაპროტესტებ და ცრემლიან თვალებს ვმალავ. -რატომ? მაინც და მაინც ქორწინებაა საჭირო სექსისთვის? -ჩემთვის მასეა, დათო! აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი! წავალ! -კომუნისტი გოგო ხარ, თამთა! -გინდ კომუნისტი ვიყო, გინდ - არა! არ აქვს მნიშვნელობა! -კარგი რა! რა სისულელეა! დღეს ვინღა იქცევა ასე? -მე! -თამთა, პატარა გოგო აღარ ხარ! 23 წლის ზრდასრული ქალი ხარ! -ფეხებზე მკიდია! შემეშვი!-ვღრიალებ და სახლიდან გავრბივარ. გადიოდა დღეები და ტკივილი მეზრდებოდა. უკვე მერამდენე თვეა უდათოოდ გატარებული. დეპრესიაში ჩავვარდი. აღარ შემეძლო ასე. -ეგ არ დაბრუნდება, შანსი არაა!-დამარწმუნა სალომ.-ეგეთია. „დაჟე“ შენ რომ მიხვიდე, არ შეგირიგდება და ეგ თვითონაა მომსვლელი? აბსურდია! მაგრამ სალომე შეცდა! დათო რამდენიმე დღეში დაბრუნდა. თავისი ინიციატივით და ახლა უკვე ბედნიერებით გაბერილი დავიარებოდი. მითხრა, რომ სექსთან დაკავშირებით ხმას აღარ ამოიღებდა და ისეთს მიმიღებდა როგორიც ვიყავი. თუმცა ისევ სიგიჟემდე სურდა ეს უკანასკნელი და ჩემს მეტი არავინ უნდოდა! მიხაროდა, რომ გამიგო და შეეგუა ამ ყველაფერს. დაოჯახებას ხომ ჯერ არც ერთი არ ვფიქრობდით. საბოლოოდ დაქალებმა „მიჯიგრეს“ და დედაჩემს ათასი სისულელე უთხრეს ჩვენს შესახებ. დედა იცოდა ჩემი და დათოს ურთიერთობი შესახებ, თუმცა იმათმა შეულამაზეს და მიწასთან გაგვასწორეს. დედას, რომელთანაც ერთხელაც არ მიკამათია, ახლა ვუყვირე და მანაც არ დამაკლო. არ ვაპირებდი დათოს დაკარგვას ჩემი ჭორიკანა დაქალების გამო, ამიტომ მტკიცედ დავქექი და გავჯიუტდი. დედასთან ურთიერთობა დამეძაბა, დაქალებთან საერთოდ გავწყვიტე და ძალიან დავითრგუნე. დათომ შემამჩნია და მეც ყველაფერი ვუამბე. -ჩემო საყვარელო!-ნაღვლიანად გამიღიმა დათომ.-ასე ვერ გავაგრძელებთ! არ დავუშვებ, ჩემ გამო ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა გაგიფუჭდეს. მოგვიწევს დავშორდეთ! ასე აჯობებს... დამიჯერე, შენთვისვეა უკეთესი! მიყვარხარ და სწორედ ამიტომ ვიქცევი ასე!-გავცოფდი, გავგიჟდი, მაგრამ მტკიცედ გამიმეორა თავისი სიტყვა და წავიდა... წავიდა, მიმატოვა! უკვე მერამდენე თვეს ვატარებ დათოს გარეშე, სათვალავიც ამერია. სიგიჟემდე მენატრება, მაგრამ... დედასთან ურთიერთობა დავალაგე, დაქალებსაც შევურიგდი, თუმცა „ისე“ ვეღარ ვარ. ძალიან მენატრება დათო და ვიცი, რომ მასაც! ხანდახან ვერ ძლებს და ერთ შეტყობინებას მიგზავნის ხოლმე, ან მირეკავს და ჩეს ხმას ყურს უგდებს. ეს უფრო მეტად მტკენს გულს, მაგრამ ვიცი დაბრუნდება! დათო ისევ დაბრუნდება ჩემს ცხოვრებაში და გამაბედნიერებს! მთავარია იმედი მაქვს, იმედი კი ბოლოს კვდება. ასეთია ჩემი ისტორია! ისტორია, რომელსაც ბოლო არ უჩანს!.. 2015წ./27მარტი. | |
ნანახია: 3913 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |