ნიკოლოზი [1]
12.03.2017, 13:24
აყროლებული ღორი ხარ!-იღრიალა გოგომ, რაზეც ბიჭმა სულელურად ჩაიცინა და ბურდღუნს მოყვა.

-ღორი... აყრ... ე, ღორი ტო!-ისე შესძახა ბოლოს, თითქოს რაღაც ახალი აღმოეჩინოს.

-შე საცოდაო, შენა!-ამოიხვნეშა გოგომ.-რაო, ხედავ ზებრებს და ჟირაფებს?-დამცინავი ტონი მიიღო მისმა ხმამ.

-ნწ!-შესძახა ბიჭმა და გადმოყრილი დორბლები ხელით მოიწმინდა.-მად, სახლში ზვიგენი როდის მოვიყვანეთ?-დაეჭვებულმა იკითხა და თვალები მოჭუტა.-არ შეგვჭამს, ტო? აკვარიუმი მაინც გვეყიდა, დაიხრჩობა საწყალი...

-ვაი, შე მართლა საწყალო!-ამოთქვა გოგომ.-მიდი, მიდი ბევრი ილაპარაკე! მალე მაინც გამოხვალ კაიფიდან!-ხელი ჩაავლო ძმას და სააბაზანოსკენ წავიდა. იქ შესულმა, ხელები დაისველა და საფეთქლები დაუზილა ბიჭს, რომელიც სულელური ღიმილით დაშტერებოდა და რაღაც უშინაარსო ისტორიას ყვებოდა.-რა დონემდე დაეცი ნიკა? ჩვეულებრივი ბომჟი ხარ!-დანანებით ჩაილაპარაკა და ძმას ზიზღნარევი მზერა მიაპყრო. ის კვლავ განაგრძობდა ბუტბუტს და შიგადაშიგ სულელურად იცინოდა.-სახლში მაინც რას მოეთრევი ხოლმე?! დაეგდე იმ თქვენ ბუნაგში! არ შეგიძლია?-ისე ეკითხებოდა, თითქოს თავისი ძმა პასუხის გამცემი ყოფილიყო.

-მადი, იმ დღეს ბაბუა ვნახე.-თბილად გაიღიმა ბიჭმა და დას ლოყაზე ხელი მოუთათუნა, რომელმაც ის სწრაფად მოიშორა.

-რაებს ბოდავ, შე იდიოტო!-დაუღრინა გოგომ.-ბაბუაშენი მკვდარია!.. ორივე!-დედის მამის გახსენებაზე ტკივილმა დაუარა სხეულში და გაღიზიანდა. მამის მამა კი არ ახსოვდა, ის ჯერ კიდევ მამამისის ბავშვობაში დაიღუპა, თუმცა იცოდა, რომ კარგი კაცი იყო. მის ძმასაც ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს ნიკა და ბებიამისიც ხშირად იხსენებს ერთადერთ სიყვარულს.

-მერე რა?-წარბი აწკიპა ნიკამ.-ნიკა ბაბუა ვნახე! კაიფში ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვნახე!

-ნახე, ნახე!-ვითომ დაეთანხმა მადი.-შენ თუ ასე გააგრძელე, მალე მიქელასაც ნახავ!-დარწმუნებით განაცხადა მან.

-უჰ!-ხელი ჩაიქნია ბიჭმა.-ეგ წეღანაც ვნახე, მაგარი ძმაა!

-ღმერთო, შენ მიშველე!-ხელები მაღლა აღაპყრო გოგომ და ძმა აივნისკენ გაათრია. იქვე პუფში რასაც ქვია ჩააგდო და უბრძანა.-ილაპარაკე! ბევრი ილაპარაკე!-ბიჭიც დაემორჩილა და უაზრო, უშინაარსო საუბარს მოყვა.

მალე პირი გაუშრა და დას სთხოვა, წყალი მოეტანა. ისიც შვიდა ოთახში და წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა. ძმას დახედა, რომელსაც უკვე თვალები ებლიტებოდა და მალე მორფეოსთან გაცურავდა. ჭიქა იქვე დადო და მხრებში ხელები წაავლო. იქამდე აჯანჯღარა, სანამ ბიჭმა თვალები ნელა არ გაახილა, თითქოს ქუთუთოები ერთმანეთს მისწებებოდნენ.

-არ გაბედო, გაიგე?-შეძახა მან.-დაძინება არ გაბედო, ნიკოლოზ! ისღა მაკლია, კაიფში გაიპარო, შე საზიზღარო!

უშედეგოდ ცდილობდა მის გამოფხიზლებას. ბიჭი თვალებს ბლიტავდა და სულელურ ღიმილს არ იშორებდა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ამიტომ წყლიან ჭიქა დასწვდა და ძმას პირდაპირ სახეში შეასხა, რომელიც მსწრაფლ წამოხტა ფეხზე, დაბარბაცდა და კინაღამ აივნიდან გადავარდა. გადავარდებოდა კიდეც, მადლის რომ დროულად არ ჩაევლო ხელი.

-რას აკეთებ გოგო, მკლავ?-აღშფოთდა ნიკა.

-მე კი არა, შენ იკლავ თავს!-შეუღრინა მან.

-ის ზვიგენი სად წავიდა?-ოთახში შეიხედა ბიჭმა და მერე სივრცეს მოავლო თვალი.-აა, გაფრინდა უი!-გაიღიმა და ხელი ჰაერში გაიშვირა.

-ზვიგენი არა, ვეშაპი!-იკივლა გოომ და ძმას მკერდზე მუშტების რტყმა დაუწყო.-გამოდი რა! გამოფხიზლდი ნიკა! როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი "კაიფომანია"? დედა მაინც არ გეცოდება?

კარის ჩხაკუნის ხმა ყრუდ გაისმა და სახლში მომღიმარი ქალი და მამაკაცი შემოვიდა, რომელთაც მაშინვე ჩამოერეცხათ ღიმილი სახიდან, როგორც კი აივანზე შვილები ასეთ სიტუაციაში დაინახეს. მათკენ დაძაბულები გაემართნენ და მალე დიდ აივანზე გაჩნდნენ.

-რა ხდება აქ?-მკაცრად იკითხა მამაკაცმა და შეშინებულ ცოლს ძლიერად ჩასჭიდა ხელი, გასამხნევებლად.

-რა ხდება?!-ირონიული, დამცინავი ტონით იღრიალა მადიმ.-რა ხდება და თქვენი ბედოვლათი ბიჭი კაიფშია... ისევ! და ისევ! და ისევ!-უაზროდ იმეორებდა გოგო და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.

-ელენე, გთხოვ!-ცოლს შიშით შეხედა კაცმა, რომელსაც წამის წინანდელი ბრაზი შეშფოთებით შეეცვალა.

-არ შემიძლია, დემეტრე! რა დავაშავე?-ამოიტირა ქალმა.-სად დავუშვით შეცდომა? რატომაა ასეთი?-სრუტუნებდა ის.

კაცი ისევ ბრაზმა შეიპყრო და ვაჟს ანთებული თვალებით დახედა, რომელსაც წარბები შეეკრა, თუმცა ისევ სულელურად იღიმოდა. ხელი დაავლო, აივნიდან გაათრია და ქალიშვილს მიაძახა:

-დედას მიხედე, მადი!

გოგონამ მოღუშულმა გადახედა დედას, რომელიც უკვე სლუკუნებდა და მხრები რითმულად უკანკალებდა.

-დე...-ამოილაპარაკა მადიმ, თუმცა ქალი იქვე ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. გულამოსკვნილი სრუტუნებდა და რაღაცას ბურტყუნებდა.-დე, დამმშვიდდი, ნუ ტირი რა!-მასთან ჩაიმუხლა გოგომ და დედას მოეხვია. თან ეცადა მოწოლილი ცრემლები უკუეგდო, თუმცა უშედეგოდ...

888

გაბერილი ელენე დივანზე იჯდა და ბროწეულის წვენს წრუპავდა. თან მუცელზე რითმულად ისვამდდა ხელს და ღიღინებდა.

როგორ გაუმართლა! უკვე ორი წელია "ცოლი" ჰქვია და აი, მუცელიც გაბუშტული აქვს. უხაროდა, რომ გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდა, რომელიც ძალიან უბრალო, თუმცა ყველასგან გამორჩეული იყო.

უნივერსიტეტში როგორც კი პირველი კურსი დაამთავრა, მაშინვე ნორიოსკენ გააქანა დემეტრემ, სადაც გამოუცხადა, შენ უკვე ჩემი ცოლი ხარო! გაპროტესტება არც უფიქრია, უბრალოდ ბედნიერებისგან გაიბერა და მოზღვავებული ემოციების გამო, ხმა ვერ ამოიღო. იმ საღამოსვე ჩამოაკითხეს ბავშვებმა და ჯვარი იქვე, ადგილობრივ ეკლესიაში დაიწერეს. მაშინ უკვე სანახევროდ გაბერილი იყო ილონა, რომელიც ბიჭების ყიფშიძის საქმიდან დაბრუნების თანავე გაყვა გოციკას. ერეკლეს და ანსტასიას "წყვილი" არ ერქვათ, თუმცა მათი გრძნობები იმდენად საჯარო იყო, გაუთავებელი კინკლაობის მიუხედავად, ყველამ ყველაფერი იცოდა. დანარჩენები ძველებურად იყვნენ, თუმცა უფრო მშვიდად.

ყიფშიძე მოკვდა!

დიახ, დიახ! არც დაღუპულა და არც გარდაცვლილა... მოკვდა!

მამუკა ნოზაძემ მოკლა, თუმცა როგორღაც მოხერხდა და სასამართლოზე გაამართლეს.

აკოს გულის სწორი ეპოვა, თავისი კურსელის სახით, რომელიც მალე ცოლად შეირთო.

რა ბედნიერი იყო ელენე, როცა ამ ყველაფერს იხსენებდა.

ფიქრებიდან კარზე ზარის ხმამ გამოიყვანა. ძალიან კი ეზარებოდა ადგომა, თუმცა თავს ძალა დაატანა, ცალი ხელი წელზე იიბჯინა და სანახევროდ წელში გადახრილი წავიდა კარისკენ.

ზღურბლზე ანასტასია და ილონა იდგნენ, გიჟებივით იღიმოდნენ და პარკებით დახუნძვლულიყვნენ.

-არ შემოგვიშვებ, სისთა?-კითხა ილოამ და ელენეს უპასუხოდ შეაბიჯა სახლში, რომელსაც ანასტასიაც მიყვა.

-რაღაც ამაღლებულ ხასიათზე ხართ!-გაუცინა ელენემ და კარი ზურგს უკან მიკეტა. გოგოებმა მისაღებში გადაინაცვლეს და სავარძლებში ჩაეშვნენ.

-როდის გინახივართ "დადაბლებულ" ხასიათზე?-გაუცინა ანასტასიამ და ელენეს წვენი მოსვა.

-რა ვიცი, ხშირად!-მხრები ბავშვურად აიჩეჩა ელენემ და იქვე ჩამოჯდა.-ძაან ბედნიერი სახეები გაქვთ და რამე მოხდა?

-ორი სუპერ-გუპერ ამბავი გვაქვს!

-აბა, გისმენთ!-გაირინდა კომლაძე.

-მეორეზე ვარ ორსულად!-შესძახა ილონამ.

-ერეკლემ ცოლობა მთხოვა!-შესძახა ანასტასიამაც.

-ვაიმეეეეეეეეეეეეეეეე!-გულის გამაწვრილებლად შესძახა ელენემ და გოგოებს გაუკვირდათ.

-ასეთ ემოციასაც არ ველოდით...

-რას არ ელოდით გოგო, დამეწყოოოო!-ტკივილისგან დაიმანჭა ელენე და მუცელსა და წელზე ხელები მიიბჯინა. მალე იატაკზეც გაჩნდა უცნაური სითხე და სასწრაფოს ნომერიც აიკრიფა.

888

კაიფის გავლენით ტკბილად და ჰარმონიულად ეძინა, სანამ სხეულზე რაღაც მძიმე არ იგრძნო, თანაც მოფართხალე და მჭყივანი. ეგონა ეჩვენებოდა და რამდენჯერმე სცადა ძილის შებრუნება, თუმცა მოძრავი არსება არ ჩერდებოდა და ამასაც სხვა გზა აღარ დარჩა. თვალები გაახილა და პატარა ძმას ბრაზით მიაშტერდა.

-ნიკულლლლლლლლლლიაააა!-შესძახა პატარა ბიჭმა.-ადექი ძმაო, შუა დღეა უკვე!

-თავიდან მომწყდი შე ლაწირაკო!-დაიღრიალა მთელი ძალით და წამოჯდომა სცადა, თუმცა მასზე დაწოლილმა მასამ არ მისცა ამის საშუალება.

-გუშინ რა გჭირდა?-შედგა ბიჭი და ინტერესით დააკვირდა ძმას.-მამამ რო მოგიყვანა, რაღაც მფრინავ ტკბილეულზე ლაპარაკობდი და დებილურად იცინოდი. მერე მშვიდად შეგაგდო ოთახში და... დედა და მადი ტიროდნენ... ძლივს დავამშვიდეთ მე და მამამ...-მოიღუშა და თავი დახარა.-შენ გამო ხომ? რა გააფუჭე ნიკა?

-ენაჭარტალა ნაბი*ჭვარო!-დაიღრიალა ნიკამ და თავისი სხეულიდან ერთი ხელის მოსმით მოიფრიალა ბიჭი. მისმა პატარა და მსუბუქმა სხეულმა რამდენიმე მეტრი "გაიფრინა" და კედელს მოწყვეტით შეასკდა. ყრუ გმინვა აღმოხდა და თავის დარტყმის შედეგად თვალები მიებლიტა. ყიფიანმა ამრეზით დახედა გონება დაკარგულ ძმას, თავი მოიქექა და ფრატუნით წავიდა სააბაზანოსკენ.

როგორი საზიზღარი უნდა ყოფილიყო ადამიანი თავის ძმას რომ ასე მოქცეოდა და მერე საერთოდ, გონება დაკარგული მიეტოვებინა? იმდენად ბინძური იყო ეს ბიჭი, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი გაიმეტა... ღმერთმა იცოდა ის თავის დარტყმა რას უქადდა იმ წამს პატარა ბიჭს... ტვინის შერყევას, თავის გატეხვას... ან საერთოდ სიკვდილს... ნიკოლოზს კი ეს არ აინტერესებდა და საერთოდ ყველაფერი ფეხებზე ეკიდა კაიფის გარდა. ყველაზე კარგად ამ დროს გრძნობდა თავს. სხეულში გაურკვეველი წარმოშობის არსებები დაუდიოდნენ, სისხლი ერთი ორად უცხელდებოდა და სასიამოვნო იმპულსებს იღებდა. ხედავდა იმათ, რასაც საღ გონებაზე ვერ დაინახავდა. ეხებოდა არ არსებულ, სურრეალურ არსებებს, საგნებს და სულელივით ეღიმებოდა. პრინციპში, "ვით" რა შუაშია, როცა ამ ასაკში ასე ინგრევ ცხოვრებას? არადა, რა კარგი მომავალი ელოდა, პერსპექტიული სტუდენტი იყო, პოტენციური იურისტი, სიცოცხლით სავსე, გულწრფელი, სამაგალითო შვილი და ძმა... მაგრამ ეს ყველაფერი მანამ, სანამ წამალს გემოს გაუგებდა...

ბრაგვანის ხმაზე მაშინვე ძმის ოთახში გავარდა მადი. დაინახა, წეღან როგორ შევიდა იოანე ნიკოლოზის ოთახში და მაშინვე ცუდი რამ წარმოიდგინა. ოთახშო შესულს სული შეეხუთა და რაღაც არადამიანური ხმით იღრიალა. უფროსი ძმა არსად ჩანდა, უმცროსი კი კედელთან ჩაკეცილიყო უგონო მდგომარეობაში. გონებამ საგანგაშო ზარები დარეკა და მაშინვე ბავშვს მივარდა. მისი სხეული მკლავებზე გადაიწვინა და ოდნავ შეაჯანჯღარა. ცრემლები უკითხავად ედინებოდნენ ღაწვებზე და თვალთახედვას უბინდავდნენ. ისიც კი ვერ მოიფიქრა სასწრაფოსთვის დაერეკა. ძმის სხეული ყავდა ჩახუტებული და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

-ნიკა! ნიკა, შე არაკაცო სად ხარ?! მოეთრიე აქ! დამეხმარე შე ღორო!-ვერ აკონტროლებდა სიტყვებსა და ხმის დიაპაზონს. უაზროდ გაჰკიოდა და ძმას ხელს არ უშვებდა.

ნიკოლოზი კი შხაპის ქვეშ იდგა და თვალები დაეხუჭა. ესმოდა დის ღნავილი და ყველანაირად ცდილობდა დაეიგნორებინა. საერთოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა გარეთ, მხოლოდ ცხელი წყლის ჭავლზე იყო კონცენტრირებული და გულში რაღაცას ღიღინებდა. ბოლოს ესეც მობეზრდა, მადის ღნავილიც თითქოს მიწყნარდა... აბაზანიდან გადმოვიდა და წელზე პირსახოცი შემოიხვია, მეორე პირსახოცით კი თავის მშრალებას შეუდგა. შლოპანცებში გაუყარა ფეხები და ოთახში გავიდა. კედელთან ჩაკეცილი და-ძმა დაინახა და სახე ზიზღით დაეღმიჭა. მართალია, ორივე სძულდა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა ამის მიზეზი. წარბები შეკრა და ჩაახველა.

-დიდხანს აპირებ აქ გორაობას და ბღავილს?-გამოსცრა კბილებშუა და პირსახოცი კისერზე შემოიხვია.

-შე არაკაცო!-იღრიალა გოგომ.-რა უქენი? რა გააკეთე, შე ნაძირალა?

-ამ მოთქმას გირჩევნია სასწრაფოში დარეკო, თუ ასე ღელავ.-მშვიდად უპასუხა ნიკამ და საწოლზე ჩამოჯდა.

-ღმერთო, როგორ ხარ ასეთი? დარეკე! ხო შეგიძლია შენც დარეკო არა?-ღრიალს არ წყვეტდა მადი.

-მართლა?-ჩაიცინა ნიკოლოზმა.-ეგ სურვილზეა დამოკიდებული.

-ნიკოლოზ, გთხოვ დარეკე!-ტონი მოარბილა გოგომ და საცოდავად ამოიკრუსუნა. უკვე თხოვნაზე იყო გადასული.-დარეკე, თორემ... წარმოდგენაც არ მინდა რა მოუვა... გთხოვ...

-და შენ როგორ ფიქრობ, მაინტერესებს რა მოუვა მაგ წურბელას?

-ნიკა, თუ ღმერთი გწამს!...

-ჯანდაბას თქვენი თავი!-ხელი ჩაიქნია ბიჭმა და ტელეფონს გადაწვდა.-როგორი პათეტიკურები ხართ მთელი ოჯახი.

რამდენიმე საათში ყიფიანების მთელი ოჯახი და საახლობლო საავადმყოფოში იყო, ნიკოლოზი კი "ბუნაგში", როგორც ამას მადი უწოდებდა. იოანეს თავი ჰქონდა გატეხილი და ტვინის შერყევა, რამდენიმე სისხლჩაქცევით ზურგზე. წოლითი რეჟიმი და გამაყუჩებლებიი დაუნიშნა ექიმმაა და ერთი ღამით საავადმყოფოშიც დაიტოვა. დემეტრე ყიფიანი გაცოფეცული აწყდებოდა აქეთ-იქით, აღარ იცოდა რა წყალში გადავარდნილიყო. ელენე კომლაძეს კი ცრემლი დაშრობოდა და გიჟის გამომეტყველებით იჯდა მოსაცდელში. ანასტასია ყიფიანი თავის პატარა შვილიშვილს იკრავდა გულში და ერეკლე კაკაურიძეს ეხუტებოდა. მოკლედ, ყველა ოჯახებითურთ შეკრებილიყო საავადმყოფოში და იოანეზე და ნიკოლოზზე დარდობდნენ.

-რა ვქნა ვეკო, როგორ მოვკლა საკუთარი შვილი?-თმაში ნერვიულად შეიცურა ხელი უფროსმა ყიფიანმა და აწყლიანებული თვალების დამალვა არც უცდია.-სულ წავიდა ხელიდან... ვერ ვხვდები სად დავუშვი შეცდომა! გახსოვთ როგორი იყო? სამაგალითო შვილი... ახლა კი... წამალში ილპობს ორგანიზმს.-მოთქვამდა დემეტრე და აქეთ-იქით დადიოდა. ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ ვერაფერს აწყობდა თავის უფროს შვილთან. რა აღარ სცადა, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. ჯიუტი იყო ნიკა და არაფრით თმობდა წამალს. გამოსასწორებელმა ცენტრმაც არ უშველა.-ხედავთ რა დონემდე მივიდა? საკუთარი სისხლი და ხორცი სასიკვდილოდ გაიმეტა! ხვდებით ეს რას ნიშნავს? ეს დასასრულია!

ამდენი ხნის მეგობრები ვერაფერს ეუბნებოდნენ, ვერ ანუგეშებდნენ. თვითონაც ბევრჯერ სცადეს ნიკას სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ რად გინდა? ბიჭი კერკეტი კაკალია.

ამ დროს ნიკოლოზ ყიფიანი იმ "ბუნაგში" იყო, სადაც შვებას პოულობდა. იქ ის ხალხი ეგულებოდა, ვინც მას გავდა და უგებდა. მასავით წამლისა და მოსაწევისთვის ცხოვრობდნენ. დივანზე იყო გადაწოლილი და უყურებდა როგორ უკეთებდა გეგი გალოკას, კახა კი წამალს ანაწილებდა. თვითონ მეტადონის მსუბუქ კაიფს განიცდიდა და ხელში დანას ათამაშებდა.

-ძაან გაგიტრაკეს?-წამოიწია დუდუ და ჩასისხლიანებული თვალები მიანათა. მასაც ნიკოლოზის მსგავსად, თვალის სკლერა მთლიანად ჩაწითლებოდა ჩასისხლიანებული სისხლძაღვების გამო.

-ერთი მაგათიც!-ხელი ჩაიქნია ნიკოლოზმა და თვალები გადაატრიალა.-ვის ადარდებს ის ლაწირაკი? სიკვდილი მაგისთვის საჩუქარია. მაგრამ ბედი აქვს იცოცხლე, გადარჩა ეგ ნაბო*ზარი.

-რო მომკვდარიყო რას შვრებოდი?-წარბები კუშტად შეკრა ჯერ კიდევ საღ გონებაზე არსებულმა ნინაკამ და დუდუს კალთაში ჩაუჯდა.-ხვდები რა მოხდებოდა?

-აუ, შენღა მაკლდი და ჯიბის ტელევიზორი რაა!-ამოიბუზღუნა ნიკოლოზმა და შემოღებულ კარს მიაშტერდა, სადაც ორი გოგო გამოჩნდა. ერთი ეკაკო იყო, მეორე ვერ იცნო. ხვეული, რიჟა თმები მხრებზე დაყროდა და უბზინავდა. ჩვეულებრივი გოგო იყო ყველანაირად, მაგრამ უცნაური თვალები ჰქონდა, ან ნიკოლოზს მოეჩვენა ასე.

-პრივეტ ბავშვებო!-გაიცინა ეკაკომ და იქვე დივანში ჩაეშვა. უცნობი გოგო კი უხერხულად გაშეშდა ოთახის შუაში და საზოგადოებას თვალი მოავლო.

-ეს გოგო ვინაა?-მაცდურად აათვალიერა გეგიმ და ეკაკოს ტუჩებზე დააკვდა.

-ეს აივია, ჩემი კარის მეზობელი.-თქვა გოგომ და კოცნაზე კოცნით უუპასსუხა ბიჭს.-მოდი, გოგო დაჯექი, რას მიგდახარ!

გოგო გაუბედავად დაიძრა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ყველა სათითაოდ გაეცნო, ნიკოლოზის გარდა, რომელიც უცნაურად ათვალიერებდა.

-ასე რატო მიყურებ?-შეიშმუშნა გოგო, როცა ბიჭის დაჟინებულმა მზერამ საბოოლოდ გააღიზიანა.

-თვალებში ელამი გაქვს?-სერიოზულად კითხა ნიკომ და სახესთან ახლოს მიიწია. გოგომ უხეშად მოიშორა და უკან დაიწია.

-გეტყობა გრამატიკას ბრდღვნი!-დამცინავად ამოილაპარაკა მან.

-არა, არა მართლა.-უცნაური გამომეტყველება ასახვოდა სახეზე ყიფიანს.-თვალებზე რა გჭირს?

-ჰეტეროქრომია მაქვს.-ჩაილაპარაკა გოგომ და გაეღიმა.-კაიფში ხარ ხო?

-მე კი კაიფში ვარ, მაგრამ ეგ ჰეტერო რაღაც რას ნიშნავს?-გაიკვირვა და წარბი აწკიპა მან.

-ჰეტეროქრომია მელანინის სიჭარბით ან სიმცირითაა გამოწვეული.-აუხსნა გოგომ.-ჩემ შემთხვევაში სიჭარბით. არსებობს სამი სახის ჰეტეროქრომია: მთლიანი, ანუ როცა ადამიანს სხვადასხვა ფერის თვალები აქვს, როგორც მე... და კიდევ ნაწილობრივი და ცენტრალური. მოკლედ, თვალების განსხვავებული შეფერილობაა რა.

-დიდი სიმახინჯე კია.-მხრები აიჩეჩა ყიფიანმა და გოგოს უკმაყოფილო სახეზე გაეცინა.

არადა, ძალიან ლამაზი იყო მისი თვალები...

***

ყველა შეკრებილიყო სამშობიაროში და ელენესა და დემეტრეს პირველი შვილის დაბადებას ელოდნენ. ელენეს გამაყრუებელი კივილი ისმოდა მთელ მოსაცდელში, რასაც სხვა მშობიარეების ღრიალიც ერთვოდა. ადგილს ვერავინ პოულობდა, ყიფიანის დედის გარდა. ქალი მშვიდი ღიმილით ელოდა შვილიშვილის დაბადებას და ცდილობდა თავისი ვაჟი დაემშვიდებინა. მალევე დაიბადა პატარა ვაჟკაცი, რომელსაც ბაბუის საპატივცემულოდ ნიკოლოზი დაარქვეს. ჟრიამული ატყდა სამშობიაროში, წავიდა შამპანურების და ფეირვერკის გრახა-გრუხი. მთელმა თბილისმა გაიგო, რომ ქვეყანას ნიკოლოზ ყიფიანი მოევლინა...

ნიკოლოზ ყიფიანი მთელი ერთი კვირა არ გამოჩენილა სახლში. მთელ დროს "ბუნაგში" ატარებდა, სადაც გამუდმებით კაიფში იყო და ერთხელ დოზის გადაეტების გამო კინაღამ გაიპარა, თუმცა იმ გოგომ იხსნა, ხვეული, რიჟა თმითა და ჰეტეროქრომიით.ამ გოგოში იყო რაღაც, რაც აინტრიგებდა და ინტერესს იწვევდა, თუმცა მეორე მხრივ ძალიან აღიზიანებდა და ზიზღს გვრიდა.

გოგო ნახი და თავდაჭერილი იყო, თან რაღაცნაირად ძლიერი და გამტანი. მისი გრძნობები და ემოციები სწრაფად იცვლებოდა, თუმცა არასდროს ხდებოდა გაუწონასწორებელი. უცოდველს გავდა, თუმცა ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა. ეტანებოდა სა და ანდატეს, მაგრამ არასდროს წამალს. ორჯერ თავისი ხელით გაუკეთა წამალი ყიფიანს, რადგან თავად მას ლომკისსგან აკანკალებდა, ოფლიანობდა და ხელებს ვერ იმორჩილებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგოხ რაღაც გაგებით "ბინძური" ცხოვრებით ცხოვრობდა, მაინც ძალიან სუფთა და სპეტაკი გახლდათ. ძალიან გულჩვილი იყო და ხშირად უაზრო რაღაცების გამოც ტიროდა, თუმცა სხვას არასდროს აჩვენებდა თავის ცრემლებს. აივი თმით მერიდას გავდა, მულტფილმიდან "მამაცი". მისნაირი ხვეული, ურჩი და წითური თმა ძალიან უხდებოდა მის გარეგნობას. თმა და თვალები იყო მისი კოზირი. ცალი თვალი ზღვასავით ლურჯი, ღრმა, რაღაცნაირად გამჭვირვალე და კამკამა ჰქონდა. ცალი კი მუქი ყავისფერი, თითქმის შავი, ბნელი და ამღვრეული, უსასრულო და ცბიერი.

ყიფიანს გონება ემღვრეოდა ამ გოგოს გადამკიდე. ორ უკიდურესობას ხედავდა მის თვალებსა და ხასიათში. გოგო არც ანგელოზი იყო და არც დემონი, მაგრამ თან ორივე. საოცარი ვინმე იყო, საოცარი გარეგნობით, თუმცა უცნაური ის იყო, რომ ნიკოლოზი საერთოდ ვერ ამჩნევდა მის სილამაზეს. არასდროს დაფიქრებულა მის გარეგნობასა და ვიზუალზე. მას მხოლოდ გოგოს თვალები და ხასიათი აინტერესებდა, თუმცა არც თვალებს და ხასიათს აღიქვამდა, როგორც ლამაზს. ისინი უბრალოდ იდუმალად და საინტერესოდ მოჩანდა და არც იცოდა როგორ დაეკმაყოფილებინა ეს ინტერესი.

როგორც ზევით ავღნიშნე, ნიკა ერთი კვირა არ გამოჩენილა სახლში და შემდგომი დაბრუნებაც აივის დამსახურება იყო.

-სულ აქ რატომ ხარ? სახლი არ გაქვს?-გულწრფელად იკითხა ერთხელ აივმა, როცა მის გარდა ყველა კაიფში იყო და გამოქლიავებული სახეებით ესვენნენ სავარძლებში.

-სახლი... ძალიან დიდი სახლი მაქვს, მაგრამ იქ არაა ნიკოლოზის ადგილი.-მესამე პირში მოიხსენია საკუთარი თავი ყიფიანმა და ისე ამოიდუდღუნა.

-რას გულისხმობ?-ჩაეკითხა გოგო.

-რას?-ამაზრზენად ჩაიცინა და კითხვა შეუბრუნა.-დედ-მამა მყავს, და-ძმაც და ძალიან დიდი და საოცარი საახლობლო, მაგრამ ყველა ძულს განურჩევლად! მეზიზღებიან! მეზიზღებიან! მეზიზღებიან!-მონოტონურად იმეორებდა და დორბლებს ყრიდა.

-რატომ გეზიზღებიან თუ საოცარი ხალხია?-დაეჭვდა აივი.

-ოხ! გრძელი ისტორიაა ჩემო ცალთვალა! ალბათ ოდესმე მოგიყვები.

-არადა, ჩემი აზრით, იმათ უნდა ეზიზღებოდე ასეთი და არა შენ!

-შენი აზრი არავის უკითხავს, ძუ.კნა!-შეძლების და გვარად დაიღრიალა ნიკოლოზმა და ცოფები გადმოყარა.

გოგოს სისხლი სახეში მოაწვა. ბრაზმა შეიპყრო, მაგრამ ვერაფერი თქვა. თვალებში ცრემლის ტბა დაუდგა და ოთახიდან სწრაფად გავარდა.

-ენაჭარტალა ძუ.კნა!-ამოთქვა ყიფიანმა და თვალები დახუჭა.

არ ახსოვს რამდენი ხანი იყო გაბრუებული, მაგრამ როცა გამოფხიზლდა დანარჩენები ისევ ისე ეყარნენ. ცეცხლივით მანათობელი თავი არ დაუნახავს, ე.ი აივი არ დაბრუნებულა. მხრები აიჩეჩა და წამოდგა. მუცელმა დაიღმუვლა და შიმშილიც იგრძნო. უკვე ყელში ჰქონდა ამდენი მზა პროდუქტი, ამდენი ნაგავი. დედამისის გემრიელი კერძები გაახსენდა და დაუფიქრებბლად გადაწყვიტა შინ დაბრუნება. ოხ, იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ სახლში "აჯანყებულთა" რიგი დახვდებოდა, თუმცა ესეც ფეხებზე ეკიდა და სახლისკენ გასწია.

მოდური ბომჟივით გამოიყურებოდა და ხალხის ამაზრზენ მზერას აიგნორებდა. ღია ჯინსის თავისუფალი შარვალი ჩამოჩაჩვოდა და ჭუჭყისგან გაშავებულიყო. შავი,მოკლე მკლავიანი მაისური ისე გამოიყურებოდა, როგორც მიწაზე ნაგორავები, კედები დახეული და ამოგანგლული, თმა აბურძგნილი და გაზეპილი. გულის ამრევი იყო მისი ამღვრეული და ჩასისხლიანებული თვალები, მოღრეცილი და გამოქლიავებული სახე...

თავის სახლის კარს მიუახლოვდა და დააკაკუნა. შიგნიდან დაგუდული ფრატუნი მოისმა და მალე მადი გამოჩნდა ზღურბლზე. მომღიმარი სახე მაშინვე ჩამოერეცხა და მოეღუშა, თვალები ჩაუსისხლიანდა და არაადამიანს დაემსგავსა. წამიერი შოკი შემდეგ ძმას დაეტაკა და მუშტები დაუშინა.

-ღორო! აყროლებულო ღორო!-ხელებს უშენდა, ტიროდა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.

ნიკოლოზი თავიდან გაუნძრევლად იდგა და ზიზღით დასცქეროდა დას, შემდეგ კი გააკავა და გამოვარდნილი დედამისიც დაინახა. სწრაფად მოიშორა მადი და ოთახში შეაბიჯა. აღარ ესმოდა დის ღრიალი, ახლა მხოლოდ დედის თვალებს ხედავდა, სადაც უდიდეს ტკივილს და იმედგაცრუებას დაებუდებინა. წინ აესვეტა ელენეს და თვალებში ჩახედა, იმ თვალებში ცრემლი რომ დამშრალიყო. ისეთი რამ დაინახა რაც არასდროს არავის თვალებში არ დაუნახავს და წამით რაღაცამ გაკენწლა გულში, თუმცა მალე "მოეგო" გონს და ცივი გამომეტყველება შეინარჩუნა. ერთი ამოიფრუტუნა და თავის ოთახს მიაშურა. შხაპი მიიღო და გამოიცვალა. ფრატუნით გავიდა მისაღებში, სადაც დივანზე, თავშეხვეული იოანე იწვა და ტელევიზორს უყურებდა.

-ვინ გაგიხეთქა თავი იო?-სარკასტულად, ამრეზით კითხა და იდნავ შეაცბუნა. ბიჭმა უბრალოდ მოღუშული მზერა დაუბრუნა და ისევ ტელევიზორს დაუბრუნდა.-რო გეკითხები, მიპასუხე!-გაღიზიანდა ნიკა და ტონს აუწია.

-რა გინდა?-ურეაქციოდ გახედა იოანემ, თუმცა ხმას აშკარა ბზარი შეპარვოდა.

-რა მინდა?-კითხვა ცინიკური ჩაცინებით შეუბრუნა ნიკამ.-წამალი მინდა! კანაფიც მინდა! ნირვანაც მინდა! ბედნიერება და თავისუფლებაც მინდა! თქვენი გაქორბაც მინდა!

პატარა ბიჭს სახე ზიზღით და იმედგაცრუებით დაეღმიჭა. ერთი ღრმად ამოისუნთქა და ძმას ცივი, ყინულივით თვალები მიანათა.

-ხოდა წადი!-ბრძანებლური ტონი ჰქონდა ათი წლის ბიჭის ხმას.-წადი და დაგვანებე თავი! ჩვენც გავქრებით, ბედნიერეიც იქნებო და თავისუფალიც. წამალი და კანაფი ახლაც არ გაკლია და ნირვანას როგორმე მიიღებ მაგათი საშუალებით!

-ხვდები რომ ბევრს ტლიკინებ?-ბრაზმორეულმა გამოსცრა კბილებში.

-სიმართლის თქმა როდიდანაა ტლიკინი?-კითხვითვე უპასუხა და პასუხს არ დალოდებია ისე გააგრძელა.-შენ ჩვენ არ გვიმსახურებ! შენ არ იმსახურებ დედაჩვენის ნაირ დედას! არ იმსახურებ მადის ცრემლებს და დედას გულის ტკივილს. დედა და მამა არ იმსახურებენ შენნაირ ნაგავ შვილს. არც მე ვიმსახურებ შენგან თავის გატეხვას, ტვინის შერყევასა და სისხლჩაქცევებს ზურგზე. ხო, და არც ლანძღვა-გინებას!-თქვა ეს და ცრემლები ჩაუდგა ლამაზ თვალებში.

ნიკა უსმენდა და ბრაზით იბერებოდა. რას უბედავდა ეს ლაწირაკი? რამდენის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს? საიდან ამდენი გამბედაობა და ამბიცია? როგორ, როგორ ბედავდა ნიკოლოზ ყიფიანის გაკიცხვას? თუმცა მან ხომ არ იცოდა... მისთვის ხომ არ დაუნგრევიათ ოჯახის წევრებს ცხოვრება გაუაზრებლად? მისთვის ხომ არ მოუკლავთ გული?

დღემდე ვე ლაპარაკობს ამაზე ხმამაღლა. დღემდე ვერ ამბობს, იმას რისი თქმაც უნდა. დღემდე ვერ წირავს ოჯახს ბოლომდე. დღემდე ტკივა მოუშუშებელი იარები, დღემდე ენატრება და ამ მონატრებას კაიფში იქარწყლებს. ამ დროს მას ხვდება ისევ ისეთს... ისევ ლამაზი, მომღიმარი, სიცოცხლით სავსე და ახალგაზრდა... ისევ სიყვარულით ეკვრება გულში და ცხელ ტუჩებს ყელზე აწებებს, ყელიდან ზევით მიიწევს და მალე ტუჩებზე აკვდება. ოხ, როგორ ენატრება და როგორ დაკარგა? არაფრის, საერთოდ არაფრის გამო. იმ დღის შემდეგ შესძულდა ოჯახი და იმ დღის მერე გახდა საბოლოოდ დამოკიდებული წამალზე.

-მოკეტე!-დაიღრიალა უცებ ნიკამ.-მოკეტე და მოკვდი! გამაბედნიერე და ჩაძაღლდი რა!

-ვერ ეღირსები!-ნიშნის მოგებით წამოიძახა იოანემ.-შენგან განსხვავებით, ძალიან დიდხანს ვიცოცხლებ, თან ბედნიერად! შენ კი... შენ წამალში ჩაიხრჩობი!-ნერვიულობისგან კანკალმა აიტანა ბავშვი.

როგორ, როგორ შეძლო ასე გაებოროტებინა ეს პატარა ბიჭი? იოანე ათი წლისაა და სამი წელია უყურებს როგორ იცვლება საკუთარი ძმა, მაგრამ ამ დრომდე ცდილობდა ეს დაეიგნორებინა და ძველებურად ცდილობდა მასთან ურთიერთობას, მაგრამ ყველაფერმა პიკს მიაღწია, როცა ერთი კვირის წინანდელი ინციდენტი მოხდა. უფროსმა ძმამ, რომელიც შვიდი წელი თავს ევლებოდა, ყველაფერს უკეთებდა, სიყავრულითა და სითბოთი უყურებდა, ახლა სასიკვდილოდ გაიმეტა, თანაც საკუთარი ხელით. იმ პატარა დროში შეიცვალა ეს ბავშვი, რამდენიც გათიშული იყო. გამოღვიძებული უკვე ბოღმიანი, ძმის მოძულე და ჩააკეტილი იყო. ვერ იჯერებდა, რომ თავისი საყავრელი ძმა ასეთი გახდა და აღარასდროს შეიცვლებოდა. გული ეწურებოდა და სიკვდილს ნატრობდა. ნიკოლოზის სიკვდილსაც ნატრობდა, რადგან დარწმუნებული იყო იქ, ზემოთ უფრო კარგად იქნებოდა, ვიდრე აქ, დაბლა და ათასგვარი ნარკოტიკით გარშემორტყმული.

-პატარა... პატარა ხარ!-დაიღრინა ნიკამ.

-წესიერად მელაპარაკე ნიკა!-არ ჩამორჩა იოანე.-არ გაქვს უფლება ასე მელაპარაკო!

-ოხ!-ამაზრენად ჩაიცინა ნიკამ.-იცი? იცი მაინც რატო მოგმართავ ასე?-დამცინავი ტონი მიიღო მისმა ხმამ.

-იმიტომ, რომ ცალტვინა ქათამი ხარ და ცდილობ მომშხამო!

-მართალია, ვცდილობ მოგშხამო, მაგრამ აქ სხვა რამეცაა. ელენე დედაშენი არაა! დემეტრეს და ვიღაც ს შვილი ხარ!-სახელებით მოიხსენიებდა მშობლებს და ამაზრზენად იღიმოდა.-მაშასადამე ხარ! ნა-ბი-ჭვა-რი!

იოანეს სახე მოებრიცა, ბრაზისა და ბოღმისგან წამოწითლდა და ცხვირიდან ხარივით გამოუშვა ბოლი.

-გაფხორილი ინდაური ხარ ნიკოლოზ! ცოტა დამაჯერებელი ტყუილიც ვერ მოიფიქრე, რა დებილი ხარ! დედას რომ ასე არ ვგავდე, კიდე გექნებოდა შანსები, მაგრამ ახლა შენი სიტყვებით დაამტკიცე, რომ ძირგაგდებული არაკაცი ხარ!

ნიკოლოზს თავისი დაემართა. როგორ ვერ მოატყუა და გაასულელა ეს ლაწირაკი? როგორ ბედავს ეს ბავშვი ამდენს? ფეხზე წამოხტა და ყელში ეცა პატარა ძმას. მთელი ძალით წაუჭირა ხელები და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა. იოანე ხმასაც ვერ იღებდა, მხოლოდ ხრიალებდა და ხელებს სპაზმურად იქნევდა, მაგრამ ამაოდ.

-შე ღორის გაგდებულო! შე პატარა ახვარო!-ღრიალებდა ნიკოლოზი და თან ყელში წაჭერილი ხელებით უგულოდ ანჯღრევდა თავისზე ორჯერ პატარა სხეულს. ბიჭს სახე გადაწითლებოდა და სახეზე დიდი რაოდენობით მოწოლილი სისხლის გამო თვალები გადმოკარკვლოდა, ცხელი ცრემლებიც ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა სახეზე და უშედეგოდ ფართხალებდა. ყელში წაჭერილი ძლიერი ხელების გამო კი დახმარებასაც ვერ ითხოვდა.

უცებ ძლიერი მკლავები იგრძნო სხეულზე და წამის მეასედში მიენარცხა კედელს. ოთახში იოანეს ხველება და მადის ღრიალი გაისმა. ახლად დაწმენდილი მხედველობით დაინახა როგორ ჩაიკეცა ელენე და გონება დაკარგა, შემდეგ მზერა ძლიერი სხეულისკენ გადაიტანა, რომელმაც იოანეს სხეულს მოწყვიტა. წინ დემეტრე კაკაურიძე ედგა, მისი მამიდაშვილი და ანასტასიასა და ერეკლეს უფროსი ვაჟი, რომელიც თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს ყრიდა და ღრმად სუნთქავდა.

დაინახა როგორ დაიძრა დემეტრე კაკაურიძის სხეული მისკენ, ფეხზე წამოაგდო და კედელს მიანარცხა. თვალები მიებლიტა და ბოლოს მისი გაავებული თვალები დაინახა.

გონზე რომ მოვიდა თავი სტკიოდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შესიებოდა. სადღაც იწვა და ნელა წამოჯდა. თვალები მოგვიანებით გაახილა და ნაცნობი ოთახი მოათვალიერა. დემეტრეს სახლში იყო, კონკრეტულად იმ ოთახში, რომელიც თავისი ხელით გაარემონტეს დემემ, ნიკამ და ვეკომ. რა საოცარი ისტორია აქვთ. მათი ბაბუები განუყრელი ძმაკაცები იყვნენ, მათი მამებიც და თვითონაც... მხოლოდ ეს სამი იყო ბიჭი, მათ შთამომავლობაში, თუ იოანეს არ ჩავთვლით. დანარჩენები სულ გოგოები იყვნენ და ამათ ყველა დებივით უყვარდათ. დემე და ნიკა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, ვეკო უბრალოდ ვეკოს შვილი, მაგრამ ძმაზე მეტი. ორი თაობის შემდეგ, ისევ ერთად იყვნენ ყიფიანი, ვეკუა და კაკაურიძე.

რა თქმა უნდა, დანარჩენებიც, მაგრამ უკვე ავღნიშნე, რომ ისინი გოგოები იყვნენ. ამ სამს კი რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ისეთი მათ მამა-პაპასაც, რომ არ ჰქონია. ყველგან ერტად იყვნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მანამ, სანამ ნიკა ნარკომანი გახდებოდა. მერე ყიფიანი ჩამოშორდა მათ და მხოლოდ ორნი დარჩნენ. როგორ არ სცადეს მისი მობრუნება, თუმცა ამაოდ, ყოველი ცდა მარცხით სრულდებოდა.

წარსულს ამრეზით გადახედა ნიკამ და კარისკენ გაიხედა, რომელზეც მათი ბავშვობის, მოზარდობის და ზრდასრულობის ფოტოები გაეკროთ. ახსოვს, როგორი ბრძოლა ჰქონდათ გამართული ფოტოების არჩევისას. ვეკოს ეს არ მოსწონდა, ნიკას - ის, დემეს კი თითქმის არც ერთი არ მოსწონდა, თუმცა ისეთი დიდი იყო ამ სურვილის განხორციელების სურვილი, რომ ბოლოს ადგნენ და ყველა ფოტო გააკრეს. ადგილი, რომ აღარ დარჩათ ზემოდან გადააკრეს სხვა ფოტოებს, ზოგი კი კედელზეც გადაიტანეს. თავისდაუნებურად ჩაეღიმა და კარიც გამოძრავდა. ოთახში ორი ახმახი გამოჩნდა და ნიკასაც მსწრაფლ ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან. ზიზღით აზიდა ზედა ტუჩი, წარბები შეკრა და რაღაც ამრეზით ამოიბურტყუნა.

ვეკოს სახეზე დამცინავი ღიმილი დათარეშობდა, დემეტრესაზე კი ბრაზი და გაღიზიანება. არც ერთი იღებდა ხმას და აგდებულად უყურებდნენ ძველ მეგობარს.

-დიდხანს აპირებთ სახეებით ყურებას?-კბილებ შუა გამოსცრა ნიკამ.

-მაგას შენ ვერ გადაგვიწყვიტავ!-ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით მიუგდო ვეკომ და დემეს მხარზე ძლიერად მოუჭირა ხელი, რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა და მალე აფეთქდებოდა.

-რა გინდათ?-უდარდელას ტონით მიმართა ნიკამ და წარბები შეკრა.

-მშვიდობა და სოლიდარობა!-გაცვეთილი ფრაზით უპასუხა ვეკომ და მოიღუშა, როცა გაახსენდა რა სიხშირით იმეორებდა ამას ნიკა, სამი წლის წინ.

-მთვარეზე მოჯმაც გენდომება შენ.-დამცინავად მიუგდო ყიფიანმა და ჩაიფრუტუნა.

-თუ ასე გააგრძელებ, პირდაპირი რეისით გაგიშვებ მთვარეზე და მერე თუ გინდა მოჯვი, თუ გინდა მოფსი და თუ გინდა... რა ვიცი, რაც გინდა ის გიქნია.-ამოიღმუვლა დემემ და წინ წაიწია.

-სიამოვნებით. სიამოვნებით მოგშორდებოდით და მთვარეზეც წავიდოდი.-ამოიხვჯნეშა ნიკამ და თავი კედელს მიაბჯინა.-მაგრამ თქვენი წყალობით ახლა აქ ვარ და თქვენ ლაყბობას ვუსმენ.

-ჯანდაბაში წასვლაზე რა აზრის ხარ?-დაიღრიალა დემეტრემ და ალბათ მალე ყელში სწვდებოდა ყიფიანს, ვეკოს რომ არ გაეკავებინა.

-აქ რომ ვარ, თავისთავად ჯანდაბაში ვარ!-დაუღრინა ნიკამაც და ოდნავ წამოიწია.-როდემდე აპირებთ ჩემს აქ გამოკეტვას?-თვალები გადაატრიალა მან. გამოკეტვასო იმიტომ თქვა, რომ იცოდა სახლის დაცვის სისტემა... ვერანაირად ვერ მოახერხებდა აქედან გაღწევას.

-მანამ, სანამ აზრზე არ მოხვალ და არ დაბრუნდება ძველი ნიკოლოზ ყიფიანი!-მტკიცედ უთხრა ვეკომ, თუმცა ნიკას ხარხარი დაიმსახურა.

-რა თქმა უნდა, თქვენგან წამალს არ უნდა ველოდო ხო?

-ეგ კითხვა, რომ დაგებადა მაგისთვისაც მისაჟეჟი ხარ!

-და არ გეშინიათ ლომკისგან, რომ სული განვუტევო?-გამომცდელად ჩაახედა ორივეს თვალებში და ირონიულად ჩაიცინა.

-შენ თუ გგონია მაგ შემთხვევაში შემეცოდები ძალიან ცდები!-შეუღრინა დემეტრემ.-ჩემი ხელით გავთხრი შენ საფლავს!

-ოხ, რამ გაგაბოროტა დუდა?-ამრეზით კითხა და პირდაპირ "ტოჩკაში" მოარტყა კაკაურიძეს. ასე დაძახების უფლება მხოლოდ ნიკას და ვეკოს ჰქონდათ, ისიც თუ კარგ ხასიათზე იყო დემეტრე.

-მეორედ მასე აღარ მომმართო, გასაგებია?-დაიღრიალა დემეტრემ და მუშტები შეკრა.-სამი წლის წინ დაკარგე ეგ პრივილეგია და ეჭვი მაქვს ოდესმე დაიბრუნო!-ნიკამ ისევ გადაიხარხარა და ამაზე უარესად გადაირია დემეტრე, მაგრამ ვეკომ დროულად გაათრია ოთახიდან. ალბათ დაამშვიდა და შემდეგ თვითონ შებრუნდა ოთახში. ნიკოლოზი ისევ ისე დახვდა და უკმაყოფილო სახით დაუჯდა წინ.

-ნიკოლოზ რა გემართება?-ამოიხვნეშა ვეკომ.

-შენ კარგად იცი, რაც მემართება და შემეშვი ახლა!

-არ ვიცი, არა! თამთას დაკარგვამ იმოქმედა ასე? რა სისულელეა ნიკა! მისი დაღუპვის გამო ოჯახი ამოიჩემე და საახლობლოც შორს მოისროლე? პატარა ძმაზე ხელი ასწიე და წამალზე შეჯექი? სისულელეა ნიკა, სი-სუ-ლე-ლე!

-შენ ყველაფერი არ იცი! არავინ არ იცით! და საერთოდ მეზიზღებით ყველანი!-ბოლო ხმაზე ღრიალებდა ყიფიანი და კანკალს აეტანა. როგორც ჩანს ლომკამ შეახსენა თავი და მალე ცუდად წაუვიდოდა საქმე.

-ლომკა?-შიშით თუმცა, მაინც მშვიდად კითხა ვეკომ.

-ლომკა!-დაუდასტურა ნიკამ და ცივმა ოფლმა დაასხა.

***

უმცროსი ნიკოლოზ ყიფიანის დაბადებამ დიდი სიხარული გამოიწვია მთელ საახლობლოში. ყიფიანის სახლში სტუმართა ნაკადი არ წყდებოდა, ბავშვები ხო სულ სახლში ესხდნენ. ყველა თავს ევლებოდა პატარა ყიფიანს. როგორც იქნა მარტო დარჩნენ და ნიკოლოსზაც ტკბილად ჩაეძინა. ისეთი მონატრებულები იყვნენ ერთმანეთის, რომ მილაგებაზე არც უფიქრიათ ისე "დაეტაკნენ" ერთმანეთს დემეტრე და ელენე. ველური ვნებით უკოცნიდა გოგოს მთელ სახეს და ისიც თავის მხრივ ცდილობდა აყოლოდა. წელზე შემოირტყა მისი წვრილი ფეხები და საძინებლისკენ ჩუმი ალერსით გააქანა. მონატრებულზე მაინც ვერ მოზომა და კედელს მთელი ძალით მიახეთქა, ისე რომ ალერსი არ შეუწყვიტავს. ელენეს სიამოვნების ბგერები აღმოხდა, თუმცა ყველაფერი კარგი ხომ ცოტა ხანი გრძელდება. სახლი წამში აივსო პატარას ტირილით და წყვილიც ბუზღუნით მოშორდა ერთმანეთს.

-ამის დედაც!-დაიღმუვლა დემეტრემ.-ახლა სულ ასე უნდა შემაწყვეტინოს?

-ჩუმად მიგეხეთქებინე კედელზე და არაფერი მოხდებოდა!-შესცინა ელენემ და ტანსაცმელი შეისწორა, თან შვილის ოთახისკენ გასწია.

დიდი ხანი რომ აღარ გამოჩნდა ცოლი, ბავშვის ოთახისკენ აიღო გეზი და ჩუმად შეიჭყიტა შიგნით. შევიდა და სიყვარულით, სითბოთი, სიტკბოთი, სიხარულით, ბედნიერებით ერთად აივსო. ნიკას მშვიდად ეძინა თავის საწოლზე, ელენეს კი საწოლის კიდეზე ჩამოედო თავი და თანაბრად სუნთქავდა. აი, ბედნიერება! ნამდვილი ბედნიერება! ხელში აიტაცა საყვარელი ქალი და საძინებელში წაიყვანა. ნელა მიაწვინა საწოლზე და თავადაც გვერდით მიუწვა.

დრო ელვის სისწრაფით გადიოდა და ნიკაც სწრაფად იზრდებოდა. არაჩვეულებრივი ბავშვი იყო თავიდანაც და მერეც... კარგად სწავლობდა, უყვარდა თითქმის ყველაფერი, არავის აწყენინებდა, სიყვარულით შეხვდა მადის დაბადებას და ა.შ. გახდა ერთი წლის, ორის, სამის, შვიდის, თორმეტის, თხუთმეტის, ცხრამეტის და... და გაიცნო თამთა...

ვეკომ ოთახი დატოვა და დემეტრესტან გავიდა.

-ცუდადაა საქმე.-თავზე ნერვიულად შემოიწყო ხელები.

-ლომკა?-მიუხვდა დემე და გაიარ-გამოიარა. ბიჭიც თავის ქნევით დაეთანხმა და ბურდღუნს მოყვა.-არაფერია!-დაარწმუნა კაკაურიძემ.-იკანკალებს, იოფლიანებს და დაწყნარდება.

-შენც ხომ იცი, რომ წამალი სჭირდება? შეიძლება მოკვდეს უიმისოდ.

-მართალი ხარ, შეიძლება... და რადგან შეიძლება და არა აუცილებლად მოკვდება, შეგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ.

-ხო არ გაგიჟდი? წამალი სჭირდება, გესმის? წა-მა-ლი!

კაკაურიძემ რაღაც ამიფრუტუნა და იმ ოთახისკენ წავიდა, სადაც ნიკა ყავდათ. შიგნით საზიზღარი სანახაობა დახვდა. ნიკა ძირს ეგდო, კანკალებდა, ოფლში ცურავდა და თვალებს ატრიალებდა. კრუნჩხვებში ჩავარდნილივით იკრუნჩხებოდა და სავარაუდოდ მართლა კრუნჩხვებში იყო. შუბლი მოისრისა დემეტრემ და მასთან ჩაიმუხლა.

-მოსაწევი გიშველის?

-სისულელეა!-იმ წამს შემოსულმა ვეკომ გასცა პასუხი.

-ანდატე? მეტადონი?-თითქოს არარსებულ იმედს ებღაუჭებოდა დემეტრე და ხელები უოფლიანდებოდა.

-ჰე... ჰეროინი.-ნა ძლივს მოაბრუნა პირში ყიფიანმა.

-ჰეროინი სად უნდა ვიშოვოთ?-მოიღუშა ვეკო და დემეს დახმარებით საწოლზე გადაიტანა ნიკას სხეული.

-მე ვიცი და სანამ მოვალ, ეცადე არ მოკვდეს!-დაარიგა კაკაურიძემ და კარებში გაუჩინარდა.

ვეკო ყველანაირად ცდილობდა გონების დაკარგვის უფლება არ მიეცა მეგობრისთვის. მაისური შემოახია, სველი საფენები ყველგან დაადო, საფეთქლებიც დაუზილა, თუმცა ამაოდ. ცოტა ხანში თვალები მინაბა ნიკამ და გაითიშა. ნერვიულობისგან სუნთქვა შეეკრა ბიჭს, თუმცა მაინც ძლიერად გაარტყა სახეში ხელი. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ არაფერი. თითქოს ნიკას მაგივრად, მისი გვამი ყოფილიყო იქ. დიდხანს დადიოდა წინ და უკან და ნერვიულად ბუტბუტებდა რაღაცებს. კარის ბრახუნმა მოიყვანა გონს და სწრაფად მიიხედა. ოთახში კაკაურიძე შემოვარდა, ვიღაც წითურ გოგოსთან ერთად, რომლის თმაც ჩიტის ბუდეს მოგაგონებდათ. აი, თვალებზე კი აშკარად ჰეტეროქრომია ჰქონდა... ლამაზი იყო.

გოგო სწრაფად მივარდა ნიკას და ჩანთაში დაიწყო ფათური. კაკაურიძემ თვალებით ანიშნა შეშინებულ ბიჭს, ყველაფერი კარგად არისო და მზერა გოგოზე გააჩერა. მან ჯერ პულსი გაუსინჯა ყიფიანს, შემდეგ ბიჭებს მოუტრიალდა და სერიოზული გამომეტყველებით კითხა:

-რამდენი ხანია ასეა?-ხმაც საკმაოდ ლამაზი ჰქონდა.

-ასე ერთი საათი იქნება.-ერთხმად უპასუხეს მათ.

გოგონა ისევ ნიკას დაუბრუნდა, შუბლი მოსწმინდა და ვენაში შპრიცი გაურჭო. ფრთხილი მოძრაობით შეიყვანა წამალი და შპრიციც იქვე დადო ტუმბოზე. ღრმად ამოისუნთქა, მუხლებზე ხელები დაისვა და ბიჭებს გადახედა.

-ორი გრამი ჰეროინი გავუკეთე, მალე კარგად იქნება, რაღაც გაგებით.

ბიჭებმა შვებით ამოისუნთქეს და ერთმანეთს გადახედეს.

-მადლობა.-ამოილაპარაკა დემეტრემ.-შენთვის სახელიც არ მიკითხავს...

-აივი, აივი მქვია.

-უცნაური სახელია.-გაუღიმა კაკაურიძემ.-მე დემეტრე ვარ, ეს - ვეკო.

-სასიამოვნოა.-გაუღიმა და ოთახს მოავლო თვალი. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.

-ლამაზი თვალები გაქვს.-ვეკოსგან მოულოდნელმა კომენტარმა ნამდვილად შეაკრთო.

-მადლობა. თქვენგან განსხვავებით, ნიკა არც ისე მოხიბლულია.-ჩაიცინა და ამოიხვნეშა.

-ნიკა კრეტინია!-დარწმუნებით მიუგო ვეკომ და გულწრფელად გაეცინა.

-მაგაში უნდა დაგეთანხმოთ. თქვენ მისი მეგობრები ხართ?

-ყოველ შემთხვევაში ვიყავით.

-იმ ფოტოებზე თქვენ ხართ?

-კი, ჩვენ სამნი... ეს ოთახიც ერთად გავაკეთეთ. განუყრელები ვიყავით...-აივმა კართან გადაინაცვლა და ფოტოების თვალიერება დაიწყო.

-არ მჯერა! ნუთუ ეს მართლა ნიკაა? ასეთი არასდროს მინახავს. აქ ისეთი კარგია, სინამდვილეში კი...

-სინამდვილეში ძირგავარდნილი არაკაცია, მაგრამ ეს მხოლოდ ბოლო სამი წელი.

-რა მოხდა?

-დაზუსტებით არავინ ვიცით..

-ჩემზე ღაღადებთ?-მოისმა ყიფიანის სუსტი ხმა და სამივემ მასზე გადაიტანა მზერა.-ამ ცეცხლისთავას აქ რა უნდა?

-ამ ცეცხლისთავამ გიხსნა სიკვდილისგან.

-უკვე მესამედ... როგორი მამაცია...უცებ სულელურად ჩაეცინა.-მამაცი... მამაცი მერიდე...

-ისე, მართლა გავს ხო იცი.-შენიშნა ვეკომ.

-აბა, სიკვდილში ხელს არ შეგიშლითო?-თემა სწრაფად შეცვალა და ნიიშნის მოგებით ჩაილაპარაკა, თან შეეტყო როგორ მოძლიერდა ოდნავ.

-უბრალოდ მკველელი არ ვარ, თორემ სიკვდილს კი იმსახურებ!-გამოსცრა კაკაურიძეს.

-ოხ!-აღმოხდა უცებ ნიკას.-ისე მართლა, ეს საიდან მოათრიეთ?

-თქვენი ბუნაგიდან.

-მერე ფხიზელი დაგხვდათ? არ იყო გოგო კაიფში?

-შენც კაიფობ?-იმედგაცრუება გაისმა ბიჭების ხმებში.

-წამალს არ ვიკეთებ.-მშრალად უპასუხა გოგომ.

-კარგი.-ღრმად ამოიხვნეშა დემეტრემ.-ჩვენ ცოტა ხნით უნდა გავიდეთ და შეგიძლია ამ ვაჟკაცთან დარჩე?

გოგომ თავი დაუქნია და ოდნავ გაუღიმა. ბიჭები წავიდნენ და ეს ორი მარტო დატოვეს. გოგომ უხერხულად მიმოიხედა და სავარძელში ჩაესვენა.

-მთელი სახე მტკივა.-დაიკრუსუნა ნიკამ.

-ალბათ რო გაითიშე სახეში გაგილაწუნეს.-აუხსნა გოგომ.

-ნაბიჭ*ვრები!-დაისისინა ნიკამ და წამოჯდა.-მწყურია.

აივი უხმოდ ადგა და ოთახიდან გავიდა. შიგნით წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა და ნიკას მიაწოდა. მანაც ერთი ამოსუნთქვით ჩაცალა, ჭიქა იქვე დადო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. არ ვიცი, უცებ რა ჟინმა მოუარა, მაგრამ მხეცურად დაეტაკა გოგოს და ტუჩები კინაღამ მოაჭამა. აივმა უხეშად მოიშორა და ზიზღით მიაჩერდა.

-რას აკეთებ, სულ გაგიჟდი?

-ახლა რომ ეს ჟინი ვერ დავიკმაყოფილო, მოვკვდები!-გამოსცრა ნიკამ და ისევ მკლევებში მოიმწყვდია გოგო. ტუჩებს უხეშად უკოცნიდა და დიდ ტორებს ძლიერად უჭერდა თეძოებზე.

-გამიშვი!-დაიგრგვინა გოგომ, როგორც კი მის ტუჩებს ოდნავ მოშორდა ნიკა, ჰაერის ჩასასუნთქად. ხელები ძლიერად დასცხო მკერდზე, თუმცა ამაოდ. ბიჭმა უფრო მიიხუტ და უფრო უხეშად დაუწყო ხელების ფათური. უხეშად დაახეთქა საწოლზე და ზემოდან მოექცა. უშედეგოდ ფართხალებდა გოგო, ყვიროდა და წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, თუმცა მისი სუსტი სხეული ვერ ერეოდა ნიკოლოზის ჯერ კიდევ ძლიერ სხეულს. ბიჭი მთელ სხეულზე დააცოცხებდა ხელება და ტუჩებს და ღრმად სუნთქავდა.

-გამიშვი!-იმდენად განწირული იყო გოგოს ხმა, ბიჭი შეაშინა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და უძლურ სხეულს ხელუკუღმა გაულაწუნა სილა. გოგო ჩაყუჩდა, თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა. ნიკოლოზმა დრო იხელთა, ქამარი შეიხსნა და გოგოსაც შემოახია თეთრი, მუხლამდე სარაფანი. ხელები უხეშად გაუკავა და მკერდზე დააკვდა. ცრემლები კვეთდნენ გოგოს ღაწვებს, უკვე განწირული ბღაოდა, თუმცა ეს არ მოქმედებდა ყიფიანზე. უფრო მომთხოვნად და მხეცურად ექცეოდა. მალე შემოაძარცვა საცვლებიც და მთლიანად შიშველს დაეპატრონა. ისეთი სადიზმით წელავდა ყველაფერს, გოგოს მალე გული გაუსკდებდოა.

უცებ იგრძნო ძლიერი ბიძგი, ყრუ ტკივილი მუცლის არეში. ტანჯული კვნესა აღმოხდა და თვალები ჩაუქრა. ბიძგები გრძელდებოდა და მისი სხეულიც მონოტონურად ტოკავდა. უკვე აღარ ტიროდა... ვეღარ. თვალები გაყინვოდა... ზიზღი, სიძულვილი, სასოწარკვეთილება გამოსჭვიოდა მმისი განსხვავებული თვალებიდან. თითქოს ლურჯი თვალი გაუნაცისფრდა, შავი კი გაუთაფლისფერდა. პირი მტკიცედ ჰქონდა მოკუმული და კბილებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთ, რომ ტკივილი დაეიგნორებინა, თუმცა ის გრძელდებოდა და უფრო და უფრო იზრდებოდა. სასიამოვნო ტკივილის ნაცვლად აუტანელ ტკივილს გრძნობდა. შეწინააღმდეგებას აზრი აღარ ჰქონდა. ჩუმად იტანდა მტკივნეულ ბიძგებს, ბიჭის ცხელ ხელებსა და ტუჩებს, რომლებიც უგზოუკვლოდ დათარეშობდნენ გოგოს სხეულზე.

საუკუნოდ მოეჩვენა მთელი ეს დრო, მაგრამ ესეც დასრულდა. დაღლილი ყიფიანი მის სხეულს მოშორდა და გვერდით გადაწვა. აივი არც განძრეულა და არც ხმა ამოუღია. ცდილობდა გაწონასწორებულად ესუნთქა. ელოდა, როდის ჩაეძინებოდა ამ ველურ არსებას. დიდხანს არც მოუწია ლოდინმა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და ნიკამ თანაბარი სუნთქვა ამოუშვა. ერთადერთი რაც უნდოდა, აქედან გაქცევა იყო. ნელა წამოჯდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ყველა სახსარი სტკიოდა, აბსოლიტურად ყველა! ლოყა ეწვოდა, უხურდა... მკლავებზე უკვე ნათლად ეტყობოდა სილურჯეები, ისევე როგორც ბარძაყებზე. მკერდთან რამდენიმე ნაკბილარი ჰქონდა. მართლა რა ცხოველია ეს ბიჭი! მაგრამ ყველაზე აუტანელი ტკივილი მაინც სხეულის ქვედა ნაწილში ჭამდა. მუცელში თითქოს ცხელზე ცხელი ლავა ჩაუღვარეს და სამართებლებით სერავდნენ. თავიც უბჟუოდა... ადგა. ტკივილმა წამით ისევ საწოლზე დააბრუნა, თუმცა მხოლოდ წამით. მტკიცედ წამოდგა, ტკივილი დააიგნორა და საწოლს დახედა. ზეწარზე წითელი სუბსტანცია გაჟონილიყო და ბაცი ფერი დასდებოდა. აუტანელმა ზიზღმა დაუარა სხეულში. საცვლებს დასწვდა და ოთახიდან გავიდა. არ ვიცი როგორ აზროვნებდა ასე საღად, მაგრამ საძინებელი მოძებნა, კარადა გამოაღო, სადაც სულ მამაკაცის ტანსაცმელი ელაგა, სავარაუდოდ დემეტრესი. მაისური გადაიცვა, რომელიც კაბად ერგებოდა და სახლიდან გავიდა.

ახლა რა უნდა ქნას? სახლში წავა და დაიძინებს. იქნებ, დაავიწყდეს ყველაფერი. იქნებ, საშინელი კოშმარი აღმოჩნდეს ეს ამბავი. იქნებ, გაღვიძებულმა აღმოაჩინოს, რომ ეს არ მომხდარა და ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფია. იქნებ, საერთოდ დაიძინოს და აღარ გაიღვიძოს. იქნებ, იქნებ, იქნებ...
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal | ტეგები: undefined, ნიკოლოზი
ნანახია: 2554 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar