ნიკოლოზი [2]
12.03.2017, 13:33
***

უნივერსიტეტიდან გამოვიდა ნიკოლოზ ყიფიანი და სახლისკენ ფეხით გაუყყვა გზას. ახლოს ცხოვრობს და ამიტომ არასდროს დადის მანქანით. მითუმეტეს, რომ უყვარს სუფთა ჰაერზე სეირნობა, თან შემოდგომის ლამაზ დღეებში. ჩვიდმეტი წლის როგორც კი გახდა, მართვის მოწმობა აიღო, თვრამეტი წლის ასაკში უკვე თავისი ბრაბუსით დაჰქროდა. მთელი თავისი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც მამამ აუსრულა. როგორ და რანაირად დღემდე ვერ ხვდება, ეს მანქანა ძაააააააალიან ძვირია, მაგრამ არ ჩაძიებია და საჩუქრით ტკბობა დაიწყო. მგონი უნივეერსიტეტი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ფეხით დადიოდა.

მობილური აჟღერდა და ამანაც ღიმილით უპასუხა ვეკოს.

-მისტერ, სად ბრძანდებით?-მოესმა მხიარული ხმა.

-გზას ვადგავარ, შინისაკან!-დრამატიზებულად უპასუხა მეგობარს და გაეცინა.

-ხოდა, შენი კნაჭა ფეხები საპირისპირო მხარეს მოაბრუნე და ბარში მოსვენდი!-მოესმა დემეტრეს ღრიალი, რასაც რაღაცის ბრაგვანი და ვეკოს ჯუჯღუნი მოყვა.

-ოღონდ ერთმანეთს ნუ დახოცავთ და ათ წუთში მანდ ვიქნები!-გადაიხარხარა ბიჭმა და მიმართულება შეცვალა.

-დროს ვინიშნავ! ზუსტად ათ წუთში აქ დაერჭე!-შემობუზღუნა ვეკომ და ყურმილი დაუკიდა.

სიცილით ჩაიდო ჯიბეში მობილური და ხელებიც მიაყოლა. ხმაურიან ქუჩას მიუყვებოდა და გარემოს ათვალიერებდა. იქვე სკვერი დალანდა და თვალი გაექცა. ყურადღება რაღაც ზედმეტად ლამაზმა მიიპყრო. თითქოს მოეჩვენაო, მაგრამ მხედველობა დაძაბა და მის არსებობაში დარწმუნდა. შუა სკვერში გოგო იდგა, რაღაც საოცრება! გრძელი თმა სწორად დაფენოდა ზურგსა და მხრებზე. თეთრი, მუხლს ზევით კაბა ეცვა, მთლიანი და უმკლავებო. თავის სხეულზე დაიხედა ნიკამ, რომელსაც თბილი ჟაკეტი ფარავდა, შიგნით კი კიდევ თბილი სვიტერი. ისევ გოგონას დაუბრუნდა. გრძელი, სწორი ფეხები ჰქონდა, რომელსაც ნამდვილად ამშვენებდა თეთრივე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

შეამჩნია როგორ უკანკალებდა მხრები და ჩამოშვებული მკლავები. დაუფიქრებლად წავიდა მისკენ, ჟაკეტი გაიხადა, ადგილზე მისულმა კი უპარდონოდ მოახვია მხრებზე. გოგონა სწრაფად მოტრიალდა და ჩასისხლიანებული, ცისფერი თვალები მიანათა.

მანამდეც მიხვდა, რომ გოგო ლამაზი იქნებოდა, მაგრამ ასეთსაც არ ელოდა. იმდენად დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, ქალსაც და კაცსაც რომ შეშურდებოდა. გაბუშტული ტუჩები, რომლებიც უთრთოდა, ცისფერი, ცასავით თვალები, გრძელი წამწამები, სქელი წარბები, პუსკულა ცხვირი და ოდნავ ჩაცვენილი ლოყები. გოგო ბუნებრივად ქერა იყო, ყველანაირად უნაკლო! ყველა გაგეგებით, ყველა ასპექტში.

-გარეთ ძალიან ცივა, შენ კი ფაქტობრივად ზაფხულის შესაფერისად გაცვია!-უთხრა და ჩაიცინა ყიფიანმა.

-მე არ მცივა!-მკვახედ უპასუხა გოგომ.

-ხო, როგორ არა...-სარკასტულად მიუგო ნიკამ.-მე ვცახცახებ მთელი სხეულით?-რიტორიკულმა კითხვამაც სარკასტულად გაიჟღერა.

-არ არის სიცივის ბრალი!-თავი დახარა გოგომ და ამოიხვნეშა. ნიავმა დაუბერა და თმა აუწეწა. ჯელტმენმა ყიფიანმა თმა ხელით გადაუწია ყურთან და გაუღიმა.

-რა გქვია?

-თამთა...-ამოიბურტყუნა გოგომ და უარესად აკანკალდა.

-მე ნიკოლოზი.

-სასიამოვნოა.-გამტყდარი ხმით უპასუხა გოგომ.

-გინდა სახლში წაგიყვანო?

-არა! არავითარ შემთხვევაში!-უცებ წამოენთო გოგო.

-კარგი, რა დაგემართა... მაშინ ის მაინც მითხარი სად წაგიყვანო, ან რით დაგეხმარო.

გოგომ... თამთამ მისამართი უკარნახა და ასე აღმოჩნდა ყიფიანი იმ ერთოთახიან ბინაში, სადაც გაიცნო ნინაკა, ეკაკო, გაგი, დუდა და სხვები...

-გოგო, შენ სულ გაგიჟდი? ხვდები მაინც რა სისულელეს აპირებ?-ბოლო ხმაზე გაკიოდა ნინაკა და დივანზე გაწოლილ აივს ბარაბანს უხეთქდა.

-ნინაკა, მომისმინე!-იყვირა უცებ ეკაკომ.-რა გინდა ვერ ვხვდები! უნდა ბავშვი და გააჩენს!-აივმა მადლიერი თვალებით გადახედა დაქალს და შუბლი მოისრისა.

-უნდა ბავში და გააჩენს არა? რა ადვილი სათქმელია ნუ!! იცით მაინც რამდენი მიზეზი არსებობს ამ ბავშვის არ დაბადებისთვის?

-რა მნიშვნელობა აქვს?-ამოიკრუტუნა აივმა.-ბავშვს ვერ მოვკლავ!

-ჯერ დაფიქრდი ადამიანო! მარტოხელა დედობისთვის მზად ხარ? დედა შენ არ გყავს და მამა... დედმამიშვილი და ნათესავებიც კიი!

-არ მაინტერესებს! ეს ბავშვი გაჩნდება!

-მართლა გინდა, რომ იმ აყროლებული მძორისგან ბავშვი გყავდეს? მოძალადე ნაბი*ვარია! შენზე ძალა იხმარა და ახლა ამ ყველაფრის ნაყოფის დედამიწაზე მოვლენა გინდა?

-ამიხსენი ბავშვი რა შუაშია? მან რა დააშავა?

-მან კი არა მამამისმა დააშავა! ჯერ საერთოდ არ მესმის რატომ არ უჩივლე! მერე როგორ ხარ ასე მშვიდად და როგორ არ განადგურებს მასთან შეხვედრები. ის ნაძირალაც რა უკმეხად გიყურებს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს!

-ნინაკა მოკეტე რა!-დაიღრიალა ეკაკომ და აივს თმებზე წაეთამაშა.

-ბავშვზე მაინც არ გიფიქრია? ნარკომანის შვილი როგორი დაიბადება? რა იცი რა დაავადებით დაიბადოს, მითუმეტეს შენც არ ხარ სრულიად სუფთა და ორგანიზმში ბევრი მოსაწევი და აბები გაქვს გამჯდარი.

-როგორიც არ უნდა დაიბადოს გავაჩენ და გავზრდი! ამას ვერავინ დამიშლის!

-კარგი, მაშინ უთხარი ნიკასაც და მის ოჯახსაც. აიღონ პასუხისმგებლობა, ვალდებულები არიან!

-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო გესმის? არავინ არაა ვალდებული ჩემი შვილი შეინახოს და გაზარდოს.

-მარტო შენი არაა, ეგ ბავშვი ნიკასიცაა!!

-არა! მხოლოდ ჩემია და მარტო გავზრდი!

-გინდ ამას ელაპარაკე, გინდ ხეს!-ჩაიბურტყუნა ნინაკამ და სამზარეულოში გალასლასდა.

***

იმ დაწყევლილი დღიდან ორი თვე გავიდა. ზუსტად ერთი თვის წინ გაიგო აივმა, რომ ნაგავი ყიფიანისგან შვილი ეყოლებოდა. ერთი წამითაც არ უფიქრია ბავშვის მოშორება. პირიქით ყველაფერს შეეშვა, მოსაწევს, აბებს და ა.შ.

იმ დღიდან, რაც დემეტრეს სახლი დატოვა, ერთი კვირა არ გამოჩენილა, თუმცა შემდეგ ჩვეულებრივად მივიდა "ბუნაგში" და არაფერი შეუმჩნევია. ნიკოლოზიც იქ დახვდა, ერთი ალმაცერად შეათვალირა და შპრიცი ვენაში გაიჩხირა. მერე გოგოებს მოუყვა ყველაფერი, კინაღამ აკუწეეს ყიფიანი, მაგრამ რაღას იზამდნენ? ყველაფერი უკვე მომხდარი იყო. მერე ორსულობის შესახებ გაიგეს და ნინაკამ ბავშვის მოშორება ურჩია, თუმცა აივმა უკან არ დაიხია და ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა, ნიკოლოზისთვის არ უთქვამს და არც აპირებდა. რთული ორსულობა აქვს, გამუდმებული ტოქსიკოზი აწუხებს... ყველანაირად ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და ცუდი არაფერი მოუშვას ახლოს. "ბუნაგშიც" აღარ მიდის, რადგან იქ გამუდმებით დგას მოსაწევის სუნი. თითქოს მისმა ორსულობამ გოგოებიც შეცვალა და ისე აღარ ეტანებიან ნარკოტიკულ საშუაებებს. ძირითად დროს აივის სახლში ატარებენ და ცდილობენ შესაბამისი გარემო შეუქმნან. ხშირად დაასეირნებენ სუფთა ჰაერზე და ორსულის კაპრიზებსაც უსრულებენ. რიგრიგობით რჩებიან მასთან, რომ რამე არ დაემართოს. როგორც უკვე ავღნიშნე რთული ორსულობა აქვს, ეს ალბათ მისი და ნიკოლოზის მავნე ჩვევების დამსახურებით. ხირად კარგავს გონებას, გულს ირევს, თავბრუ ეხვევა და ჭირვეულობს. გამოკვლევებზე უკვე ორჯერ იყო და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბავშვს არ უნდა სქესის გამომჟღავნება და უკვე მეორე თვეში მყოფმა აივმა ჯერ კიდევ არ იცის ვინ ეყოლება, არადა ძალიან აინტერესებს. უნდა წინასწარ დაიწყოს მზადება და საუკეთესო პირობები შეუქმმნას მომავალ გოგონას ან ბიჭს. ძალიან უხარია, ყველაფრის მიუხედავად ძალიან უხარია!

***

-მე უნდა წავიდე!-გამოაცხადა ნინაკამ და ფეხზე წამოიჭრა.

-სად მიდიხარ?-ეჭვით დაეკითხა ეკაკო და თვალები დაუბრიალა.

-დედაჩემი უნდა ვნახო, სალაპარაკო მაქვსო.-თვითონაც ვერ მიხვდა ისე მოიტყუა. ეკაკომ კიდევ ერთი ეჭვით სავსე მზერა ესროლა, მაგრამ აღარ განუვრცია. ნინაკაც ადგა და სახლიდან გაშპა. ეკაკო აივს მიუბრუნდა.

-აბა, გაბერილო ქალბატონო რამეს ხომ არ ინებებთ?-გაუცინა და მუცელზე მიეფერა.

-იმას, რომ ნინაკამ რამე სისულელე არ ჩაიდინოს!-ამოიბუზღუნა აივმა და მოიღუშა.

-მაგაზე ნუ ნერვიულობ, ისეთს არაფერს გააკეთებს, რომ გავნოს!

-ხო, კარგი. და კიდე იცი რას ვინებებ?-თვალები ეშმაკურად აუთამაშა დაქალს და მანაც სიცილით უპასუხა.-დიდი, შოკოლადის ნაყინი მინდა!

-მოგიტან, მაგრამ ბევრი არ შეიძლება ხო იცი!-დაარიგა ამანაც და აივისგან თავის კანტურიც მიიღო საპასუხოდ.

ეკაკო მაღაზიაში ჩავიდა, აივი კი დივანზე გაიჭიმა და მუცელს დაუწყო ფერება.

***

"ბუნაგი" თითქოს ბუნტით აიღესო, ისე შევარდა დემეტრე და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება. უკან გაცეცხლებული ვეკო მოყვა და როგორც კი სასურველი ობიექტი შენიშნა, ქშნით წავიდა მისკენ და ცალი ხელით ააფრიალა. ნიკოლოზს გაოცების შეძახილი აღმოხდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა და რას ერჩოდნენ თავისი მეგობრები. დემეტრემ ზიზღით მოავლო ოთახს თვალი და "ბრძანება" გასცა.

-ვეკო, გარეთ გაათრიე ეგ ღორჯო და მანქანაში ჩატენე!

ვეკომაც უმალ შეასრულა მისი სიტყვები და მოჯაჯღანე ყიფიანს მუშტი უთავაზა ყბაში.

-რა გინდათ თქვე სი*ებო?-დაუღრიანა ნიკამ, როცა სამივე მანქანაში აღმოჩნდა.

-როგორ ხარ ასეთი უტრა*ო?-დაიღრიალა ვეკომ.-როგორ გააკეთე ეს? როგორ დაეცი ამ დონემდე?

-მაინც ვერ გავიგე რა გინდათ!-ხელები გულზე გადაიჯვარედინა ნიკამ.

-რა გვინდა? რა გაუკეთე იმ გოგოს?-იღრიალა დემეტრემ.-როგო? როგორ გაბედე და შეეხე?

-ოხ!-უაზროდ ამოიბურტყუნა ნიკამ.-ჩაგიკაკლათ უკვე? მიკვირს აქამდე არაფერი გითხრათ... ენაჭარტალა ძუკ*ნა!

-ნორმალურად ილაპარაკე ყიფიანო!-დაუღრიანა ვეკომ.-მას არაფერი არ უთქვამს! მისმა მეგობარმა გვითხრა და + იცი მაინც, რომ ექვს თვეში მამა გახდები?

-რა?-წარბები შეკრა ნიკამ.-სისულელეა!-ჩაიფრუტუნა ბოლოს.

-სისულელე არა ფოცხი!-დაიგრგვინა დემემ.-გოგო შენგანაა ორსულად, ძალადობის მსხვერპლია, არც კი უჩივლია და საერთოდ გამხელასაც არ აპირებდა გესმის? მარტოხელა დედობა აქვს გადაწყვეტილი და ყველაფრის მიუხედავად, არანაირ პასუხისმგებლობას არ განიჭებთ თქვენ!!

-დიდსულოვანია ხო?-სარკასტუულად ამოთქვა და ამაზრზენი ხარხარი ამოუშვა.

-კი, ძალიან დიდსულოვანია!-დარწმუნებით უთხრა ვეკომ და ამოიხვნეშა.

-მართალია, იმ გოგოს არ იმსახურებ, მაგრამ ახლა წავალთ, შენ ხელს თხოვ და სახლში წაიყვან, როგორც ცოლს!

-მე? ხელს ვთხოვ? ცოლად წავიყვან? რა აფსურდია!-ჩაიცინა ნიკამ.-არაფერსაც არ ვიზამ! აბორტს გაიკეთებს, თუ არადა მოუწევს მარტოხელა დედობა!

-ვაიმე, რა სი*ი ხარ!-იღრიალა დემეტრემ და ხელით გაწევა სცადა, მაგრამ ვეკომ გააჩერა.

-გაიმეორე რა თქვი?-მშვიდად კითხა მან.

-არაფერსაც არ ვიზამ-თქო! ან აბორტს გაიკეთებს, ან მოუწევს მარტოხელა დედობა! მე არ მჭირდება ზედმეტი ტვირთი!-გაიმეორა ყიფიანმა და ხელები გადააჯვარედინა.

-ნაბიჭ*ვარი ხარ ყიფიანო, ნა-ბი-ჭვა-რი!!!-შეუღრინა ვეკომ და მანქანის კარი გაგლიჯა.-გადაეთრიე! გადაეთრიე შე მძორო! სხვანაირად ვიმოქმედებთ!

ყიფიანი მანქანიდან გადავარდა ვეკოს ხელის კვრის გამო და ძირს მოადინა ტყლაპანი. ერთი გემრიელად შეიკურთხა და "ბუნაგისკენ" შებრუნდა, მანქანა კი სწრაფად მოსწყდა ადგილს.

***

იმ ბინაში მისულმა ნიკოლოზმა რა აღარ ნახა. სახლი სავსე იყო ათასგვარი ნარკოტიკული საშუალებით. უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მაგრამ მის მხარს მიყრდნობილი თამთას კანკალი პიკს აღწევდა და ახლაღა მიხვდა რაში იყო საქმე. დახმარება ითხოვა და ერთ-ერთი ბიჭი მაშინვე მათკენ გაემართა, როგორც მერე გაიგო გეგი. ბიჭმა თამთა დივანზე დააწვინა, შპრიცით წამალი აიღო, ხელზე რაღაც რეზინი წაუჭირა და წამალი ვენაში შეუშვა. შპრიცი იქვე მაგიდაზე მიაგდო და გაოგნებულ ნიკოლოზს მიუბრუნდა.

-სად ნახეთ?

-სკვერში იყო, ერთი შეხედვით თითქოს ციოდა, თუმცა...

-ხო, ცოტა ხნის წინ შეჯდა და საშინელ დღეშია. როგორც ვიცი დედამისის დაბადების დღეზე უნდა წასულიყო და ალბათ იქ დაეწყო...

-რატომ აკეთებთ ამას? ცხოვრებას ინგრევთ!

-ჩვენ არც ერთი არ შევმჯდარვართ ჩვენი ნებით... ყველას გვაქვს რაღაც მიზეზი...

-მაგრამ ხომ შეგიძლიათ შეეშვათ?

-საქმეც მაგაშია, რომ არ შეგვიძლია...-ამოიხვნეშა ბიჭმა.-დაჯექი... წყლის მეტს ვერაფერს შემოგთავაზებ...

-არა, არაფერია საჭირო.-სავარძელში მოთავსდა ნიკა.-მე ნიკა ვარ, შენ რა გქვია?

-გეგი...

-გეგი კარგად იქნება?

-კი, ცოტა ხანში გონზეც მოვა და...

ნიკოლოზმა ღრმად ამოისუნთქა და ლოდინი დაიწყო. რატომღაც უნდოდა დალოდებოდა და არ წასულიყო აქედან...

"ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი, როგორც შეყვარებული, გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ “პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ მასთან ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს... ამგვარი განცდა ეუფლება მას, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება."

"გაქვს სახლი, სადაც მყუდროებას ვერ გრძნობ, ოჯახი, რომელიც დიდად არც (აღარც!) კი გაღელვებს, სამსახური, რომელიც სრულებით არ გაინტერესებს, გყავს მეგობრები, ვისიც კარგა ხანია აღარაფერი გესმის; სამაგიეროდ, შეიძინე რამდენიმე ახალი მეგობარი, უფრო სწორად – თანამოაზრე. ისინი გიცვლიდნენ სახლსაც, ოჯახსაც, სამსახურსაც და, რაღა თქმა უნდა, ბავშვობის მეგობრებსაც. მაინც, რით მოგხიბლეს ასე? ნუთუ უნაკლონი არიან? ან ეგებ მეტისმეტად საინტერესო შინაგანი სამყარო აქვთ? არა, მიზეზი სულ სხვაა – ისინი შენ გაჭრილი ვაშლივით გგვანან. გარეგნობით არა, თუმცა არც ეს არის გამორიცხული; უბრალოდ, თქვენ საერთო ინტერესები გაკავშირებთ – ერთნაირი თავდავიწყებით გიყვართ... ნარკოტიკი!"

"ჰალუცინაცია ბერძნული სიტყვაა და ბოდვას ნიშნავს. სამედიცინო სიტყვახმარებაში ასე უწოდებენ მცდარ მხედველობით, სმენით, ყნოსვით ან შეხებით აღქმას, რომელსაც ტვინის მოქმედების დარღვევა იწვევს. ჰალუცინაცია ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სიმპტომია, ჩნდება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში. მისი გამოწვევა ხელოვნურად, ჰალუცინოგენების მიღებითაც შეიძლება.

ჰალუცინაცია ასე იწყება: თავიდან საგნების შეფერილობა საოცრად მკაფიო ხდება, ბგერები კი – უჩვეულოდ ხმამაღალი, მძაფრდება გრძნობათა ორგანოების შეგრძნებებიც და, რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს ერწყმის: ბგერები ფერადდება, განსაკუთრებით ფერადოვანი ხდება მუსიკა.

თუმცა ყველაფერი მთლად ასე მიმზიდველი როდია! ეიფორია, შიში, განგაში, აგრესია – აი, იმ ??? გამოვლინებათა ნაწილი, რომლებიც ჰალუცინაციას სდევს თან.ჰალუცინოგენების გამოყენების შემდეგ კი თავს იჩენს უსიამოვნებათა ახალი ტალღა: ძლიერი აგრესია (აუტოაგრესიაც კი), პარანოია, დეპრესია, _ და არც აფექტური ფსიქოზია შორს. ასე რომ, თავდავიწყების მიზნით ჰალუცინოგენების მიღება მეტისმეტად სარისკოა, რისკი კი ყოველთვის კეთილშობილური საქმე როდია..."

888

-შვილი მეყოლება!-თითქოს მხოლოდ ძლიერი კაიფის შემდეგ აღიქვა ყიფიანმა.

-რაო, რა თქვი?-დაეკითხა გეგი.

-შვილი ბიჭო... შვილი მეყოლება!-გაუმეორა ნიკოლოზმა.

-რაებს ბაზრობ ტო?-თავი გაიქნია ასევე კაიფში მყოფმა გეგიმ.-თამთა მოკვდაა, ფაფუ აღარაა, ასე რომ შვილიც ვერ გეყოლება!

-თამთა...-ჩაიბურტყნა ნიკამ.-როგორ მენატრება! ის რომ ახლა აქ იყოს ასეც არ ვიქნებოდი!-სიტყვებს წელავდა და ისე ლაპარაკობდა.

-ისე თამთასგან თუ არა, მაშინ ვისგან ელოდები ბავშვს?-დაეჭვდა დუდუ და თვალები დააწვრილა. კაიფისას ხომ უფრო კარგად აზროვნებ, რაიმე მოვლენას მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე მხრიდან უდგები… ფიქრობ და უკეთესი დასკვნაც გამოგაქვს, ვიდრე – ფხიზელს. მაგალითად, “კაიფში” ხარ, ბირჟაზე ჩახვედი და ბიჭები ლაპარაკობენ… მათგან თითოეულის წარმოთქმულ სიტყვას “მიკროსკოპში ატარებ”. შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინო, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ენდობოდი, “აფერისტია” და გატყუებს. თან არ არსებობს, რომ კაიფისას გამოტანილ დასკვნაში შეცდომა დაუშვა!

-აივისგან... ჩემგანაა ორსულად, აზრზე ხართ?-აბურტყუნდა ყიფიანი.

-რა? ერთად იწექით?-წამოიწია გეგი, თუმცა თავბრუს ხვევის გამო ინერციით დაბრუნდა უკან და თავი კედელს მიაყრდნო, პასუხის მოლოდინში გაირინდა.

-მე ვიწექი მასთან... გავაუპატიურე.

-არა?!-ჯერ ახშფოთდა დუდუ, შემდეგ კი სიცილი დაიწყო. რა ქნას, ამან მხოლოდ კანაფი მოსწია და ახლა შეუძლია ყველაფერზე იცინოს, განსაკუთრებით ცუდ ამბებზე.-როგორ ბიჭო... ვერა... ვერ იზამდი!-ბურტყუნს და სიცილს ერთმანეთში ურევდა და ისე ლაპარაკობდა.

-ვქენი და ყველაზე ცუდი იცით რა არის?-სიტყვები გაწელა და პაუზის შემდეგ დაიწყო.-არც კი ვნანობ! ხომ ვიცი, რომ დიდი სისაძაგლე გავაკეთე, მაგრამ მაგრად მ*კიდია! ბავშვიც თითქმის , მაგრამ მაინც სხვა თემაა, რომ იცი შენი სისხლი და ხორცი უნდა დაიბადოს! მე კი არ მინდა დაიბადოს და თავისი დაბადებით ძველი ნიკა დააბრუნოს! მერე მართლა ყველაფერს დავკარგავ! აღარაფერი ვიქნები! თამთა აღარ მეყოლება!

-მამენტ თამთა არც ახლა გყავს!-ალუღლუღდა გეგი.-მკვდარია ეგ გოგო, რა ვერ დაამუღამე?

-მკვდარი ეძახე და ახლა ისე მიღიმის, როგორც არასდროს!

-ჰალუციი... ჰალუციი... ჰალუცინაციებიიიიიიი....-წაიღიღინა გეგიმ.

-აზრზე ხართ?-ადგილზე შეხტა დუდუ.-მოსაწევს და წამალს ისე შევეჩვიეთ, კაიფის დროსაც ჩვეულებრივად ვაზროვნებთ!

-უკურნებელი სენით დაავადებულ “გენიოსები” ვართ, რამე არ შეგეშალოს!-გაიცინა გეგიმ და ამოიოხრა.

-ისე მშია, ყველაფერს შევჭამდი ახლა!-მუცელზე ხელი მოისვა დუდუმ.

-მე უკვე მალე გამოვალ კაიფიდან და ამოგიტან რამეს.-"სიკეთე" გამოიჩინა ნიკოლოზმა და თვალები მილულა. ფიქრებში გადაეშვა და წარმოიდგინა აივის მაგივრად თამთა იყო მისგან ორსულად, ოღონდ თავისი ნებით და არა ძალის ხმარებით. ბედნიერმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, თუმცა როგორც კი ყველაფერი გაახსენდა, მაშინვე მოიღუშა.

888

გაბერილი აივი დივანზე გაწოლილიყო და ეკაკოს მოტანილ შოკოლადის ნაყინს გემრიელად შეექცეოდა. შიგადაშიგ ხელს მუცელზე გადაისვამდა და რაღაცას წაიღიღინებდა. ეკაკოც ღიმილით უყურებდა და თავიანთ ცხოვრებაზე ფიქრობდა.

-ისე, ნახე რამდენი კარგი მოგვიტანა ამ ჯერ დაუბადებელმა ბავშვმა!-გაუღიმა აივს და ერთი კოვზი ნაყინი პირში გადაუშვა.

-ხო, ძალიან.-ბედნიერმა გაუღიმა აივმა და დაქალს მიბაძა.

-ზოგი ჭირი მარგებელიაო!-შესცინა ეკაკომ და თითები მუცელზე რიტმულად აუთამაშა.

-ნიკოლოზს მადლობას გადავუხდიდი, იმხელა ტკივილი რომ არ მოეყენებინა.-ამოისრუტუნა აივმა და გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. მანამდეც გულჩვილი იყო და ორსულობის გადამკიდე ყველაფერზე ეტირება. ახლაც მტკივნეული წამების გახსენებისას ცრემლები მოაწვა თვალებზე და ტოქსიკოზმაცც თავი გაუხსენა. სწრაფად წამოხტა ფეხზე და აბაზანისკენ გავარდა. იქ შესული უნიტაზს ჩაეხუტა და ყველაფერი ამოიღო, რაც კი დღეს ჭამა. ეკაკოც სიცილით მიყვა და თავი დაუჭირა, თან თმა უკან გადაუქაჩა.

-ანორექსიით დაავადებულივით ხარ... ჭამ და არწყევ...-გაიცინა მან.

-აუ რააა! არაფერი არ მერგება და არ შეიძლება ბავშვისთვის ასე!-ცრემლები გადმოყარა აივმა და ფეხზე წამოდგა. პირი დაიბანა და კარის ჩარჩოზე აყუდებულ, მომღიმარ ეკაკოს წყრომით შეხედა.

-ნამდვილი ყიფიანი გეზრდება!-გაუღიმა მან.-უჟმური და წუნია!

-კარგი რა, ეკაკო!-დაეწუწუნა დაქალს და იმანაც დანებების ნიშნად ხელები ასწია.

მისაღებში გავიდნენ და ისევ დივანზე მოკალათდნენ. თან ტელევიზორი ჩართეს და აივის აკვიატებით "Remember Me"-ის ყურება გადაწყვიტეს, რომელიც ერთ-ერთ არხზე ახალი დაწყებული იყო.

-ისადა, წეღან რას გეუბნებოდი გოგო!-დაიწყო ეკაკომ და აივის კუშტად შეკრული წარბებიც მიიღო, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო.-მაგ ბავშვმა ბევრი კარგი გაგვიკეთა! ამ ნარკოტიკულ ნაგვობებს ხო თითქმის შევეშვით მე და ნინაკა, შენ საერთოდ... კედევ უფრო მხიარულები გავხდით და ხშირად ვიღიმით. ჰაერზეც ვსეირნობთ ხოლმე, კონტაქტურები გავხდით, ხალხს აღარ ვუღრენთ და... შენზე ვზრუნავთ.

აივი ამ ყველაფერს ისმენდა და შეკრული წარბებიც ნელ-ნელა ეხსნებოდა. ბედნიერების ჰორნომები აუბუყბუყდნენნ, რომლებმაც უეცარი ცრემლები გამოიწვია და გოგოც გულამოსკვნილი ატირდა. თან იცინოდა, თან ტიროდა.

-კარგი, გოგო რა გჭირს? ახლაც რამე გეწყინა? ამაზეც ტირი სულელო?-თავზე ეფერებოდა ეკაკო და გულში იკრავდა.

-ბედნიერი ვარ ეკაკო... ბედდდ.... ნიერი... ბედნიერი ვარ!-სლლუკუნებდა გოგო.-ღმერთმა არ გამწირა, გესმის? ღმერთმა გადმომხედა და ყველაფრის მიუხედავად მაინც ასეთი ბედნიერება მაჩუქა. ტკივილი ჩემი მომავალი შვილით ამინაზღაურა! ცოდვები მაპატია და სიხარულით დამაჯილდოვა...-სლუკუნებდა და ისე ლაპარაკობდა აივი. კარზე ზარის ხმა გაისმა და ორივემ ცქვიტეს ყურები.

-ვინ იქნება?-ცალი ხელით მოიწმინდა ცრემლები გოგომ და ეკაკოს მიაშტერდა.

-ნინაკა ან ვინმე მეზობელი იქნება, აბა სხვა ვინ?-გამამხნევებლად გაუღიმა დაქალს და კარის გასაღებად წავიდა.

ჭუჭრუტანაში არ გაუხედავს ისე გამოხსნა კარი და დანახულით დაბნეულმა თვალები ჭყიტა და პირი დააღო.

-ნინაკა... რა გააკეთე?-ამოთქვა ძლივს და ნინაკას უკან მდგომ რამდენიმე ადამიანს მოავლო თვალი.

-ვინ არის ეკო?-მისაღებიდან მოისმა აივის ყვირილი.

-ერთი წუთით, საყვარელო!-დაუყვირა ეკაკომაც და ნინაკას დაუბრუნდა.

-რა გააკეთე-თქო?-გაღიზიანებულმა გაუმეორა კითხვა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.

-რაც სწორია ის გავაკეთე!-არანაკლებ გაღიზიანებულმა უპასუხა ნინაკამ და ოთახში უპარდონოდ შეაბიჯა.-შემოდით!-მიმართა თანმხლებ პირებს და ისინიც უკან მიყვნენ. ეკაკოს გაქვავებული სხეული დააიგნორეს და გვერდი აუარეს. გეზი მისაღებისკენ აიღეს.

-ერთი წუთი.-დაუძახა აზრზე მოსულმა ეკაკომ და ყველა ერთად მობრუნდა.

-ვინ ბრძანდებით?

-მე...-დაიწყო შუახნის ასაკს გადაბიჯებულმა მამაკაცმა, რომელსაც ეტყობოდა "გიჟური" ახალგაზრდობის კვალი, რაც მის ტატუებში გამოიხატებოდა.-მე ნიკოლოზის მამა ვარ, დემეტრე. ეს ელენეა, ჩემი ცოლი. ესენი კი ნიკას მეგობრები, დემეტრე და ვეკო არიან.-აუხსნა უფროსმა ყიფიანმა და სევდიანად გაუღიმა. ეკაკო რატომღაც დადებითად დაიმუხტა მათ მიმართ და გამამხნევებლად გაუღიმა, თან წინ გაიჭრა, რომ თვითონ წამძღოლოდა.

-გთხოვთ ნუ ანერვიულებთ, რთული ორსულობა აქვს.-სთხოვა და პასუხად თავის კანტური მიიღო. ოთახში შესულებს აივი წამომჯდარი დახვდათ, ეჭვის თვალით შეხედა ყველას და როგორც კი დემეტრე და ვეკო შენიშნა, სასტიკად გაწითლდა. მალევე მიხვდა ხანში შესული ქალისა და კაცის ვინაობასაც და თავისი დაემართა. ისევ თვალები აუწყლიანდა და თავი დახარა. ქალი, ანუ ელენე სწრაფად მიიჭრა მასთან და გულზე მიიკრა.

-არა, ჩემო საყვარელო! ოღონდ ახლა არ იტირო! არ შეიძლება შენთვის და ბავშვისთვის!-თავზე ხელს ნერვიულად უსმევდა ქალი და თან ამხნევებდა. საოცარი სითბოთი აივსო აივიც და გაუბედავად მოხვია ხელები. ქალს ბედნიერების ღიმილმა გადაურბინა სახეზე, უფრო მეტად მიიკრა გოგო გულზე და ქმარს შვებით სავსე მზერით მიაცქერდა...

888

ნიკოლოზმა იმდენად ამოიჩემა თამთა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, მისი დამოკიდებულება წამლის მიმართ. გადაწყვიტა ნელ-ნელა, შეპარვით ჩამოეშორებინა წამლისთვის. ხან იკარგებოდა მისი ცხოვრებიდან, თავს ანატრებდა და მერე ქარიშხალივით უცებ გამოჩნდებოდა ხოლმე დროებით. ახლაც, ორი კვირაა არ უნახავს და უნისვერსისტეტთან "უსატკავებს", უეცარი გამოჩენა და სიხარული და ამბები...

თავის ბრაბუსსაა მიყუდებული, ფეხები გადაჯვარედინებული, ცალი ხელი ჯიბეში აქვს ჩაჩურთული, ცალით კი სიგარეტს ეწევა და ნებაზე უშვებს რგოლებს. ისე სიმპატიურად გამოიყურება ამ შავ "ნარიადსა" და თავზე დასკუპებული სათვალით, რომ უნიდან გამოსული გოგოების 92% მასზეა მიშტერებული... და აი, როგორც იქნა მთავარი ობიექტიც გამოჩნდა, ნიკამ სიგარეტი მოისროლა და წინ წაიწია. გოგომაც შენიშნა. დაეტყო აფორიაქება, მაგრამ აშკარად თავს შემოუძახა და მშვიდი გამომეტყველება მიიღო, ისე წავიდა მისკენ.

-გამარჯობა.-სერიოზული სახით მიესალმა თამთა და წინ აესვეტა.

-როდიდან ასეთი დისტანცია?-ცალყბად ჩაიცინა ნიკამ და წარბი აწკიპა. გოგომ მხრები აიჩეჩა და სასაცილოდ გაუღიმა.

-მოდი ჩემთან!-გაეცინა ნიკოლოზს და გულზე თბილად მიიკრა მონატრებული სხეული. გოგო თავიდან გაუნძრევლად იდგა, მაგრამ მერე ფრთხილად მოხვია ხელები და თავი მკერდზე მიადო.

-მომენატრე თამთა, მომენატრე!-ყურთან ახლოს უჩურჩულა და ცხელი ტუჩების კვალიც იქვე დაუტოვა.

-შენ სულ მასე ამბობ და მერე კვირობით უჩინარდები!-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები გოგომ და თვალი აარიდა.

-აღარ გავუჩინარდები, შენ თავს ვფიცავარ!-გული მოულბა ნიკასაც და მათი ურთიერთობის მანძილზე, პირველად შეეხო ტუჩებზე ტუჩებით, თანაც ისეთი სინაზით, რომ თვითონაც ვერ იგრძნო. გოგოს აჩქარებული გულის ცემა იგრძნო, ისიც დაინახა როგორ შეეფაკლა ლოყები და როგორ აუთრთოლდა ტუჩები, ამიტომ ახლა გაცილებით მომთხოვნად და ვნებიანად დააკვდა ტუჩებზე და მანამდე არ შეუწყვიტავს ეს სასიამოვნო საქმიანობა, სანამ ჰაერი აღარც ერთს ეყო.

რამდენიმე წუთი ერთმანეთზე აკრულები ტიროდნენ აივი და ელენე. ქალი ცდილობადა, ორსული გოგო დაემშვიდებინა, თუმცა თვითონ უარესი სჭირდა. ბოლოს ხმა დემეტრემ აიმაღლა.

-ელენე მორჩი! ბავშვს უფრო ანერვიულებ!

-მართალია, მართალი!-ცრემლები მოიწმინდა ელენემ, შემდეგ კი გოგოს ღაწვებზე ჩამოუსვა ხელები და მიეფერა.-ნუ ტირი, ჩემო საყვარელო! არ გვინდოდა შენი განერვიულება.

გოგონა სრუტუნებდა და თავს სულელურად უქნევდა. უფროსმა ყიფიანმა დააცადა, როდის დაწყნარდებოდნენ, შემდეგ კი მშვიდად დაიწყო.

-პირველ რიგში, ბოდიიში გვინდა მოგიხადოთ.-გამამხნევებლად, თუმცა სევდიანად გაუღიმა კაცმა.-ჩემი შვილის დაუდევარი საქციელები, ოჯახის ფარგლებს გასცდა. ვხვდები, რამხელა დარტყმა და ტკივილი მოგაყენა მისმა ქცევამ, მაგრამ მაინც უნდა გავაკეთო ეს. ჩვენ შენს მშობლებთან საუბარი გვინდა.

-მშობლები არ ყავს!-პასუხი დაასწრო ნინაკამ.

-მე... მე არ გავიკეთებ აბორტს!-უცებ გაცეცხლდა აივი. ისტერიკაში ჩავარდნილი ლუღლუღებდა და უარს ამბობდა იმაზე, რაც არც კი შეუთავაზებიათ.

-რას ამბობ, ჩემო გოგონა?-აღშფოთდა ელენე.-ეგ როგორ იფიქრე, ჰა? ჩვენ უბრალოდ, გვინდა შენი ხელი ვითხოვოთ და ჩვენთან წაგიყვანოთ.

-რა სისულელეა!-დაღლილმა ჩაილაპარაკა.-მე ნიკასთან ერთად, ერთ ჭერ ქვეშ არ ვიცხოვრებ! არ შემიძლია! ამას გარდა, არ მსურს ვინმეს ზედმეტ ტვირთად დავაწვე და რამე ვაიძულო...

-ეგ აღარ გაიმეორო! შენ და ჩემი მომავალი შვილიშვილი უკვე ძალიან მიყვარხართ და უფლებას არ მოგცემ მასთან დამაშორო!-მკაცრად, თუმცა თბილად უპასუხა ელენემ.

-არა, რას ამბობთ...-შეიცხადა აივმა.-როცა მოგესურვებათ მაშინ შეძლებთ მის ნახვას. გამიხარდება თუ ჩემს პატარას ბებია და ბაბუა ეყოლებათ, მაგრამ ნუ მთხოვთ თქვენთან გადმოსვლას, გთხოვთ!

-არავითარ შემთხვევაში! ამას ვერ შევეგუები!-მტკიცედ გაისმა ელენეს ხმა, რომელმაც აშკარად შეაკრთო ოთახში მყოფნი.

-თქვენ არ გესმით...-ალუღლუღდა აივი.-მე ვერ გაგიკეთებთ ამას. ცხოვრებას ამოგიტრიალებთ, პრობლემებს შეგიქმნით, ტვირთად დაგაწვებით... რთული ორსულობა მაქვს და არ მინდ...

-მითუმეტეს!-შეაწყვეტინა დემეტრე ყიფიანმა.-შენ დღესვე გადმოხვალ ჩვენთან და არც ერთი წამით არ იფიქრო, რომ ვინმეს ტვირთად დააწვები.

ბევრი იბრძოლა აივმა, რომ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინა, თუმცა საკმაოდ ჯიუტები აღმოჩნდნენ ყველანი. ამას დამატებული კაკაურიძე, ვეკო, ნინაკა და უკვე ეკაკოც, რთული მოსაგერიებელი იყო, ამიტომ ბოლოჯერ-ღა გაიბრძოლა.

-არა მგონია ნიკოლოზი დადებითად შეხვდეს ამ ამბავს...-პასუხის მოლოდინში გაირინდა.

-ამაზე არ ინაღვლო!-სევდიანად გაუღიმა კაცმა, თუმცა მალევე მოეფინა გულღია ღიმილი სახეზე.-ანუ თანახმა ხარ?-აივმა დანებების ნიშნად ღრმად ამოისუნთქა და გოგოებს გადახედა.

-ნივთების ჩალაგებაში დამეხმარეთ რა. - ყველამ ბედნიერად შემოკრა ტაში და ერთმანეთს კმაყოფილებით გადახედეს.

-ბევრი არაფერი გინდათ, მხოლოდ აუცილებელი ნივთები. - გაიცინა ელენემ. - დანარჩენებს ხვალ გადავიტანთ, ზოგი რამ კი ჩვენვე ვიყიდოთ!

ნახევარ საათში მანქანაში ელენეს გვერდით იჯდა აივი და თავის ხელზე მის ხელს გრძნობდა.

-ძლიერი გოგო ხარ! - გაუცინა ქალმა და ლოყაზე თბილი ხელი მოუთათუნა. აივმა უხერხულად გაუღიმა და თვალი გზას გაუშტერა.

888

სახლში შესულებს, სადღაც თავისივე ასაკის გოგონა გაოეგებათ, რომელსაც ღიმილი სახეზე შეეყინა აივის დანახვაზე.

-ეს... - დაიწყო გოგომ და ხელი მისკენ გამოიშვირა.

-ეს აივია... დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს. - ამცნო დემეტრემ და თავზე აკოცა.

-არ მითხრა რომ... - ალუღლუღდა გოგო. ვეკომ გულზე მიიხუტა და რაღაც უჩურჩულა. სავარაუდოდ მოკლედ აუხსნა ყველაფერი.

გოგომ ერთი შეჰკივლა და უღონოდ ჩაიკეცა. აივი ანერვიულდა. რამდენიმე წუთში მოიყვანეს გოგო გონს, რომელიც ფეხზე წამოხტა და ყველაფრის გადამოწმებას თვალების ცეცებით შეუდგა. თვალებიდან ცრემლები წასკდა და კაკაურიძეს ჩაეხუტა.

-ნაგავი, ნაგავი! რატომ დემეტრე? როდის და რატომ გახდა ჩემი ძმა ცხოველი? როდის დაკარგა ადამიანობა? როდიდან შეუძლია ქალს ზედმეტად შეეხოს და მითუმეტეს ძალა იხმაროს? - მონოტონურად იმეორებდა და მუშტებს ღმუილით ურტყავდა მკერდზე ბიჭს, რომელსაც დანაშაული არაფერში არ მიუძღვოდა. ის კი მორჩილად იკრავდა გულში და ცდილობდა დაემშვიდებინა.

შეცბუნებული და ანერვიულებული აივის თავის ახალ ოთახში გაამწესეს, ელენემ ბროწეულის წვენი შეუტანა და დასვენებისკენ მოუწოდა. აივმაც იცოდა, რომ დასვენება მართლაც სჭირდებოდა, ამიტომ საწოლზე მიწვა და თვალები დახუჭა. ზედმეტად ბევრი ემოცია მიიღო დღეს და ეშინია, ცუდად არ იმოქმედოს თავის პატარაზე. ჩაეძინა.

888

სახეზე თბილი ხელის შეხებაზე გამოფხიზლდა. შეშინებულმა ჭყიტა თვალები და როგორც კი ნაცნობი გოგოს მომღიმარი სახე იცნო, ოდნავ დამშვიდდა.

-მაპატიე, რომ გაგაღვიზე და შეგაშინე. - გაუცინა გოგომ.

-არაუშავს. - თავადაც გაუღიმა და ოდნავ წამოჯდა.

-მე მადი მქვია, ნიკოს და ვარ.

-სასიამოვნოა, აივი.

-მაპატიე წეღანდელი ჩემი რეაქცია... არ იფიქრ, რომ შენი წინააღმდეგი ვარ, ან რამე, უბრალოდ სრულ შოკში ჩავვარდი.

-როგორც ჩანს ყველა ძალიან განიცდით მის მდგომარეობას. - სახელით არ მოიხსენია ნიკოლოზი.

-ხო... სულ ასეთი კი არ იყო... სამი წლის წინ ყველა ადამიანზე კარგი იყო....

-რა მოხდა სამი წლის წინ?

-არ ვიცი. თამთა დაიღუპა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ამის გამო არაა ასეთ დღეში.

-თამთა ვინ იყო?

-ნიკოლოზის შეყვარებული... კარგი გოგო იყო, თუმცა ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო.

-როგორ დაიღუპა? - ინტერესი გაუღვივდა აივს.

-თავი მოიკლა. გამიზნულად მიიღო ზედმეტი დოზა და წერილიც დატოვა, რომელიც მხოლოდ ნიკოლოზმა ნახა. ჩემი აზრით, იმ წერილის შინაარსი გახდა ყველაფრის მიზეზი... მოდი, აღარ ვინდა ამაზე! ჯობია, ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. - გაუცინა მადიმ.

-კარგი. - მხრები აიჩეჩა აივმაც და უფრო კომფორტულად მოეწყო.

-მანამდე რამე ხო არ გინდა? - უარის ნიშნად გოგომ თავი გაიქნია. - კარგი, მომიყევი შენს შესახებ.

-ბევრი არაფერია მოსაყოლი... აივი იმნაძე, 23 წლის, ობოლი... ამჟამად ორი თვის ორსული... - ჩაიცინა და მუცლეს მოეფერა. - მყავს ორი საუკეთესო დაქალი, ნინაკა და ეკაკო... არც ჩვენი წარსულია მთლად სუფთა... - უხერხულად გაიღიმა. - ისინი ერთი პერიიოდი იყვნენ ნარკოდამოკიდებულები. მე წამალს არ ვიკეთებდი, მაგრამ ვეწეოდი და აბებსაც ვიღებდი, თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩემმა პატარამ სამივეს ცხოვრება შეცვალა და ბნელი გაგვინათა.

-გასაგებია! - ტაში შემოკრა მადიმ. - მერე გამაცანი შენი დაქალები, მეც დავუდაქალდები. - თვალის მომჭრელად გადაიკისკისა. - მადი ყიფიანი, 20 წლის... ვსწავლობ... მყავს უამრავი მეგობარი და რაც მთავარია გულის სწორიც... თუმცა ჯერ ჩუუუ... - ტუჩებზე საჩვენებელი თითი აიფარა, რაზეც ორივემ ერთნაირად გაიცინა. - დანარჩენ ინფორმაციას ნელ-ნელა გავცვლით!

-რა საყვარელი ხარ! - გულწრფელად შეაქო აივმა.

-ნუ ახლაა... - თავმომწონედ გადაატრიალა თვალები, შემდეგ კი კისკისი ამოუშვა. უკვე ძალიან მოსწონდათ ერთმანეთი.

კიდევ დიდხანს ილაპარაკეს და ერთმანეთი უკეთ გაიცნეს. ორივე მოხიბლული დარჩა, ერთმანეთს გაუგეს და ბევრი საერთოც ნახეს.

სახლის კარი თითქოს შემოანგრიესო ისეთი ხმა იყო. აივი ადგილზე შეხტა და გულზე ხელი მიიჭირა.

-უეჭველად იოანე იქნება! - გაიცინა მადიმ. - ასე იცის ხოლმე, შემონგრევა.

„იოანე ვინღაა?“ - გაიფიქრა აივმა, თუმცა არაფერი უთქვამს. დარწმუნებული იყო, რომ ვიღად ზორბა და ხისთავიანი იქნებოდა. აბა, სხვა ვინ „შემოანგრევდა“ ამხელა კარს.

ოთახებში ფეხის ნელი ნაბიჯების ხმა გაისმა, რომელიც მალევე შეიცვალა სირბილით, რომელსაც თან ახლდა ვიღაცის წივილ-კივილ-ყვირილი, რომელიც მადის უხმობდა.

-მადიიიიიიიიიიიიიი! მადიიიიიიიიიიი სად ხარ გოგოო? აუუუუ, მადიიიიიიიიი!

-აქ ვარ იო, შემოდი! - დაუყვირა ამანაც და ორ წუთში კარი ასე 10-11 წლის ბიჭმა შემოგლიჯა.

-მადი, რუსულში ათიანი მივიღ.... - როგორც კი საწოლზე მიწოლილ აივს კიდა თვალი გაჩუმდა და მას მიაშტერდა. - ეს ვინაა? - იკითხა, მცირე დუმილის შემდეგ.

-გაიცანი, ეს აივია, დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს! - გააცნო მადიმ. - ეს იოანეა, ჩემი „გიჟმაჟო“ ძმა! - თქვა ეს და გადაიხარხარა.

-რამდენჯერ უნდა გითხრა მასე ნუ მეძახი-თქო? - იწყინა ბიჭმა. -სასიამოვნოა. - გაუღიმა თვალებ გაფართოებულ აივს. - უკაცრავად, მაგრამ ჩვენთან რატომ იცხოვრებს? - იკითხა მორიდებულად და პასუხის მოლოდინში გაიყურსა.

-იმიტომ რომ... - ბორძიკით დაიწყო მადიმ, თუმცა აივმა ღიმილით დაუქნია თავი და ანიშნა გაეგრძელებინა. - მუცელში სუ სუ პაწია ბავშვი ყავს, რომელიც ძალიან ჭირვეულია და ყურადღება სჭირდება.

-ააა... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა. - და მუცელში პატარა საიდან გაჩნდა? - გამომცდელად დასვა კითხვა და წარბები აწკიპა.

-მე... ისა... - ალუღლუღდა მადი.

-კარგი რა, მადი... - ხელი ჩაიქნია ბიჭმა და დას გვერდით მიუჯდა. - მე ვიცი, როგორ ისახებიან და ჩნდებიან ბავშვები, უბრალოდ მაინტერესებს ვისი ბავში ყავს მუცელში...

გოგომ თვალები ჭყიტა გაოცებისგან და პირი დააღო, თუმცა ვერაფერი თქვა. აივმა გულიანად გაიცინა და ბიჭს ლოყაზე ხელი მოუთათუნა.

-ეს რა მაგარი ბიჭი გყოლიათ, ე! - თბილი მზერით შეხედა.

-ნუ მე რო მაგარი ვარ, ეს ცნობილი ფაქტია! - თავი „თავმდაბლად“ დაუკრა იომ და გაუცინა. ოხ, როგორი თავმდაბლები არიან ეს ყიფიანები რაა!.. - ჰა, ახლა მეტყვით ვისია ეს ბავშვი? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაზე.

-შენი ძმიშვილია ეს. - გაებუსხა და.

-რაააააააააა? - თვალები ჭყიტა ბიჭმა. - მეხუმრებით? ის კერკეტი გამოსწორდა თუ ეს გოგოა ჩერჩეტი? მაპატიე აივი, უბრალოდ არ მესმის ჩემი ძმა როგორ შეგიყვარდა....

-რამდენი წლის ხარ? - ღიმილით კითხა აივმა.

-ათის! - სიამაყით გაიჯგიმა იო.

-რაღაცას მატყუებ. - თვალები დააწვრილა გოგომ და გაუცინა.

-შენ კი არა, მემგონი მეც მატყუებენ... - ჩაილაპარაკა მადიმ. - საიდან ამან ამდენი?

-ჭურში კი არ ვზივარ, გოგო! - შეუღრინა ბიჭმა. - თან ეს თაობა ზედმეტად განვითარებულები მოვდივართ ხო იცი....

-ოხ, გაჩერდი ერთი...

სახლის კარის კიდევ ერთი „შემონგრევის“ ხმა.

-ეტყობა კარი შემონგრევა თქვენი წესია. - გაიცინა აივმა.

-ჩვენი არა.... იო და ნიკოსი... - დასერიოზულდა მადი.

იოანემაც წარბები შეკრა, მუშტებთან ერთად.

-დედააააააააააა. მამააააააააააააა. მადიიიიიიიიი.. იოოოოოოოოო. - გაისმა ნიკოლოზის გამაყრუებელი ყვირილი და აივი უფრო მეტად დაიძაბა.

ამ ქვეყნად ყველანი დაუცველები ვართ. დაუცველები ცხოვრების მარწუხებისა და საკუთარი გრძნობებისგან. როცა ბოლო საფეხურიდან ისევ პერველ საფეხურს უბრუნდები, იქ მთავრდება ყველაფერი. ისევ გვინდა მწვერვალში ავიჭრათ, თუმცა ეს აღარაა ასე ადვილი. დაბეჩავებული ცხოვრება ათას საფიქრალს გვიჩენს და უამრავ მახეს გვიგებს სინათლისაკენ მიმავალ გზაზე. ლამაზი თვლებით მოოჭვოვილი გზა მალე გარდაიქმნება ეკალ-ბარდით დაბურულ გზად.

საოცარი დილემის წინაშე დგახარ, როცა ერთი გზაც მეორეს მსგავსად სიკვდილისკენ მიდის... თუმცა მაინცაა დაფიქრება საჭირო.

შეგიძლია ცოცხლად დალპე შენს აყროლებულ ცხოვრებაში ან ისწრაფო რაღაც უკეთესისკენ და სათანადო სიკვდილი მიიღო.

ნიკოლოზ ყიფიანიც მსგავსი დილემის წინაშე იდგა. ან ასეთი უნდა დარჩენილიყო, როგორიც იყო და ნელა, ცოცხლად დამპალიყო თავის სისხლში არსებული შხამით, ან ყველაფერზე უარი ეთქვა, ძველი ნიკოლოზი დაებრუნებინა, მაგრამ სიცოცხლე მოესწრაფებინა.

იცოდა რას გამოიწვევდა ახლა წამალზე თავის დანებება, თუმცა მაინც არ შორდებოდა ამაზე ფიქრები.იმაზე უხეში და აგრესიული გახდებოდა, ვიდრე ოდესმე. შეიძლება იმაზე უარესი გაეკეთებინა, ვიდრე ოდესმე გაუკეთებია. ალბათ, ერთ დღესაც ლომკისგან მოკვდებოდა ან უბრალოდ, ამ ყველაფერს ვერ გაუძლებდა და თავს მოიკლავდა, მაგრამ ღირდა! დაკარგული ცხოვრებისთვის ღირდა! ოჯახისა და ახლობლების სიყვარულისა და აივის ნდობისა და პატიების დასაბრუნებლად ღირდა.

ზუსტად ამის გამო იდგა ახლა დემეტრეს ბინის წინ და ვერ გადაეწყვიტა ზარის დარეკვა. იქნებ, მეგობარს არ მიეღო და არ დახმარებოდა? მაგრამ არა! ბავშვობაშივე დადეს ფიცი, რომ ერთმანეთს ყოველთვის დაეხმარებოდნენ და არასდროს მიატოვებდნენ. მართალია, ნიკოლოზმა გატეხა ფიცი, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება გულით ეწადა. იცოდა, რომ დემეტრე ცუდად მიიღებდა, აბუჩად აიგდებდა და ყველაფერი ასეთი, თუმცა იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ დაეხმარებოდა.

ამიტომ ხელი ასწია და ზარი დარეკა. რამდენიმე წამში კარი მომღიმარმა, ლამაზმა გოგომ გაუღო.

-გისმენთ.-ღიმილი არ მოუშორებია, ისე ჩაილაპარაკა.

-დემეტრე...-დაიწყო დაბნეულმა ნიკოლოზმა, თუმცა გოგომ შეაწყვეტინა.

-ოხ! რა თქმა უნდა, მობრძანდით!-სახლში შეიპატიჟა მან. ნიკოლოზიც შეყვა და პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი. მალე უკან გოგოც მიყვა და ღიმილით მიუთითა სავარძელზე.

-ვინ არის?-სამზარეულოდან ყავის მადუღარით გამოვიდა დემეტრე და ნიკოლოზის დანახვაზე თვალები დაქაჩა.-ამას აქ რა უნდა?-ისე მიუბრუნდა გოგოს, თითქოს მან დაპატიჟა და მოიყვანა სახლში, ან იცნობდა და იცოდა მის შესახებ.

-მე რა ვიცი...-მხრები აიჩეჩა გოგომ და ტუჩები მოფლაშა.

-კარგი ნინუ, არ გინდა ახლა რა!-მადუღარა იქვე დადო და გოგოსკენ ხელგაშლილი წავიდა, გულზე მიიხუტა, ნიკაპი თავზე დაადო და თმაზე ხელი დაუსვა.-არ იტირო, კარგი?-ოდნავ გასწია და ცრემლიან თვალებზე აკოცა. გოგომაც ბავშვურად დაუქნია თავი და მიმოიხედა.

-მე გაავალ!-გაიღიმა ისევ.

-არა, იყავი!-დარწმუნებით უთხრა დემეტრემ.

-კარგი რა დუდა, შორს ხო არ ვცხოვრობ? კარის მეზობლებიი მაინც არ ვიყოთ... დამიძახე და შენთან ვარ!-სიცილით აკოცა ლოყაზე და ოთახიდან გაშპა. დემეტრესაც სულელურად გაეღიმა, თუმცა როგორც კი ნიკოლოზის გაკვირვებულ მზერას კიდა თვალი, დასერიოზულდა.

-რა გინდა?-მკვახედ კითხა და მოპირდაპირე სავარძელში ჩახტა.

-გიყვარს?-ღიმილით კითხა ნიკამ.

-აქ მაგის გასარკვევად მოხვედი თუ კიდევაა რამე?

-დახმარება მჭირდება!-დასერიოზულდა ყიფიანი.

-ოხ!-ირონიულად შესძახა დემეტრემ.-ფული გინდა წამლისთვის, ვალებში ხარ თუ "ძაღლობა" დაგსდევს?

-მინდა დავიბრუნო!-მტკიცედ განაცხადა მან.

-რა უნდა დაიბრუნო?-დაიბნა.

-ნიკოლოზი... ძველი "მე" მჭირდება.

-რამე ხო არ მოწიე?-გაოგნდა დემეტრე და თავის მოსაზრებაში დარწმუნებულმა დაიქნია თავი.-რა თქმა უნდა, მოწევდი ან "გაიჩხირავდი".

-დემეტრე, სერიოზულად გელაპარაკები!

-რატომღაც არ მჯერა!-სარკასტულად გაშალა ხელები.-რაღაც წარმოუდგენლად დიდი აფსურდია!

-ღმერთო ჩემო!-გაღიზიანებულმა ამოთქვა ნიკამ.-მე მართლა მინდა შეცვლა!

-ჰო? რამ გადაგაწყვეტინა ამ დიადი ნაბიჯის გადადგმა?-დაცინვას არ წყვეტდა დემეტრე, რადგან დარწმუნებული იყო ამ აზრის აფსურდულობაში.

-იოანეს და აივის საუბარი მოვისმინე... მეტკინა!

დემეტრეს სახე დაუსერიოზულდა და ინტერესით მიაჩერდა.

-აქამდე რატომ არ გტკიოდა?-მტკივნეული და გაბრაზებული ხმით იკითხა.

-დარწმუნებული ხარ, რომ მასეა?-გაეღიმა ნიკას.

-მეკითხები კიდეც? გტიოდა და ასე იქცეოდი? ვერ გავიგე, მაზოხისტი ხარ?-გაღიზიანებულმა უყვირა.

-დუდა, დუდა...-მწარე ღიმილით გააქნია თავი.

-მასე ნუ მეძახი!-მტკიცედ შეაწყვეტინა.

-კარგი.-ფარხმალი დაყარა.-დამეხმარები?

-იმსახურებ? ნიკოლოზ, გეკითხები, იმსახურებ?

-არ ვიმსახურებ, მაგრამ...

-რითი უნდა დაგეხმარო?-შეაწყვეტინა დუდამ.

-ყველაფრით! უშენოდ ვერ შევძლებ!

-ეს უკვე მომწონს!-გამხიარულდა კაკაურიძე.-აბა, რითი ვიწყებთ?

-წამალს უნდა შევეშვა!

-ხომ იცი, რომ ეს ადვილი არაა?

-ვიცი, მაგრამ უნდა შევეშვა!

-ნიკოლოზ, შეუძლებელია! ერთბაშად რომ შეწყვიტო გაკეთება, ჩათვალე მკვდარი ხარ!

-რა ვქნა?-უიმედოდ ამოთქვა ყიფიანმა.

-პირველ რიგში თვითკონტროლი გჭირდება! დოზას ნელ-ნელა შევამცირებთ, შემდეგ კი სულ შევწყვეტთ. ვარჯიში და ჯანსაღი კვება მისწრება იქნება. ასევე, რამეზე კონცენტრირება და ყურადღების გადატანაა საჭირო, რომ არ მოდუნდე.

-არ ვიმსახურებ შენნაირ მეგობარს!-მწარედ ჩაეცინა ნიკოლოზს და თითები ერთმანეთში ახლართა.

-ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი სიმართლე არ გითქვამს, მაგრამ გაატარე! ძლივს აზრზე მოხვედი და შენი გამოსწორების შანსს ხელიდან გავუშვებ? არავითარ შემთხვევაში!

-კარგი, მაგრამ მარტო შენ არ მეყოფი!-ეშმაკურად ჩაიცინა ნიკას.

-ახლავე დავურეკავ.-მაშინვე მიუხვდა დემეტრეც და "ზარი მეგობართან" განახორციელა.

ნახევარ საათში კარზე ზარიც გაისმა და დემეტრე გასაღებად წავიდა. ოთახში გიჟივით შემოვარდა ვეკო.

-რა ხდება დუდა, მშვიდობაა?-აშკარად ნერვიულობას დაეჯაბნა ბიჭი. დემეტრემ მშვიდი ღიმილით მიუთითა მისაღებისკენ და ოდნავ უბიძგა, როცა დაინახა, რომ ბიჭი ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა.

-ამას აქ რა უნდა?-პირი დააღო ვეკომ, ნიკოლოზის დანახვაზე და თვალებში გაღიზიანების ნაპერწკალი აუკაშკაშდა.

-ჩვენი დახმარება სჭირდება.-გაუღიმა კაკაურიძემ.

-ხო მშვიდობაა?-ვეკო ვერასდროს ინარჩუნებდა სიმშვიდეს, როცა საქმე მის ახლობლებს ეხებოდა, მითუმეტეს მეგობრებს. იმის მიუხედავდ, რომ ახლა დახმარება ნიკოლოზს სჭირდებოდა, ბიიჭს რომელმაც ყველას უმტყუვნა, მაინც ვერ მოთოკა ემოციები და ნერვიულობა შეეპარა.

-მშივიდობა კია, მაგრამ რთულ საქმეს შეეჭიდა ბატონი ნიკა!-გაუცნა დემემ.

-ამიხსნით რა ხდება თუ გამოვუძახო "მილიციას"?-გაღიზიანდა ვეკო.

-ყველაფრის გამოსწორება მინდა! მინდა, წამალს შევეშვა და ძველი ნიკოლოზი დავბრუნდე... ის ნიკოლოზი, ყველას რომ გიყვარდათ და ყველა რომ უყვარდა...

-ეს კარგადაა თუ მოწია რამე?-გაოგნებულმა ეჭვით იკითხა.

-ამისგან მოწევა რა გასაკვირია, მაგრამ ახლა კარგადაა.

-რამ აგიხილა თვალი, შე უძღებო შვილო?-დივანზე დაეშვა შედარებით დამშვიდებული ვეკო.

-მომავალმა ყიფიანმა... იოანემ... აივმა... საკუთარმა სიბინძურემ!

-აქამდე სად იყავი ლამა"ს"ო?-ირონიულად ჩაიცინა ვეკომ.-უამრავ ადამიან რომ ცხოვრებას უნგრევდი, მაშინ არ ფიქრობდი მაგაზე?

-ვეკო, გეხვეწები რაა! ყველაფრის გამოსწორება მინდა და ნუ იზამ ისე, რომ სურვილი დამეკარგოს.

-კარგი ხო!-ხელები დანებების ნიშნად აწია ბიჭმა.-აბა, რას აპირებთ? ტვინი, გული თუ რა ორგანო უნდა გამოვუცვალოთ? ჩემი აზრით მთლიანად სჭირდება რესტავრაცია, ეს ისეთია გამხდარი!-მაინც ვერ სძლია საკუთარ თავს და მწარე კომენტარებით შეამკო მეგობარი.

-ვეკო!-დაუღრინა ნიკოლოზმა და ამჯერად ბიჭმა უბრალოდ გაიცინა დანებების ნიშნად.

-კარგი, მართლა რას აპირებთ?

-პირველ რიგში თვითკონტროლი, დოზის შემცირება, მერე საერთოდ გაქრობა, ვარჯიში, ჯანსაღი კვება და ყურადღების გადატანა რამე აქტიურზე.

-ალბათ ხვდებით, რომ რთულ საქმეს შეეჭიდეთ ხო?

-შეეჭიდეთ არა, შევეჭიდეთ!-წარბი აწკიპა დემეტრემ და ამოიხვნეშა.-კარგი, როდიდან ვიწყებთ?

-შენ კარზე ზარი რომ დავრეკე, მაშინ დავიწყე მე!-ჩაიცინა ნიკოლოზმა და შვებით ამოისუნთქა.

იცოდა, რომ დღეს დილის საათებში მარტო მოუწევდა ყოფნა, ამიტომ ადრე გაღვიძებაზე არ უზრუნია და თავის პატარას მიენდო. როცა მისი ციცქნა ვეღარ მოისვენებდა მუცელში, მაშინ გაიღვიძებდა.

თერთმეტს ათი აკლდა, რომ გაეღვიძა და უკვე წამოზრდილ მუცელზე ღიმილით გადაისვა ხელი. უკვე ხუთი თვისაა და პატარაც ძველებურად არ ჭირვეულობს. რთული ორსულობა თითქოს შეუმსუბუქდა, მაგრამ მაინც წამოუვლის ხოლმე რაღაცები.

ბოლო პერიოდში ნიკოლოზიც თითქოს შეიცვალა. სახლში უფრო ხშირად მოდის. თუ არ მოდის დემეტრესთანაა და არა "ბუნაგში". როცა მოდის ცდილობს კარგად მოიქცეს და გული არავის ატკინოს. ხშირია მომენტები, როცა განსაკუთრებით აგრესიულია და თავს ვერ კონტროლებს, თუმცა მაინც ცდილობს ზედმეტად ზედმეტი არ მოუვიდეს.

იყო შემთხვევა, როცა ელენეს, დედამისს უყვირა და ქალს გული მოუკლა, თუმცა მერე ადგა და ბოდიში მოუხადა. ცოტა მოგვიანებით და ორჭოფობით, თუმცა მაინც ხომ მოუხადა?! ადრე სულ რომ ცემაში სული ამოეხადა, ბოდიშს კი არა, ზედაც არ შეხედავდა ისე აორთქლლდებოდა.

იოანეს გაღიზიანებულმა უჯიკა და წააქცია, რის მერეც მივიდა და წამოაყენა. ბიჭს თვალები გაოცებისგან გაფართოებოდა.

-მაპატიე... გავღიზიანდი!-ესღა თქვა და სახლიდან გავიდა.

უკვე ძალიან აეჭვებდა ყველას მისი ქცევები. ნუთუ შეცვლა გადაწყვიტა? შეიძლება...

აივზე ზრუნვას ცდილობდა. ცდილობდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა როგორც მას და თავის პატარას ესიამოვნებოდათ. ცდილობდა, სითბო გამოეჩინა, თუმცა ხშორად ვერ ერეოდა თავის თავს და ბევრი რამ ზედმეტად უხეშად მოსდიოდა. რასაც გოგოს ტირილი, გულის რევა და უფროსი ყიფიანის რისხვა მოჰყვებოდა. შემდეგ ცდილობდა შემოერიგებინა და მისი თვალებიდან შიში გაექრო, თუმცა ეს რამდენად გამოდიოდა კიდევ საკითხავია.

ნიკოლოზ ყიფიანზე ყველაზე მეტად დემეტრე ყიფიანი დარდობდა. კაცი, მამა, რომელმაც გაზარდა და ცხოვრება ასწავლა. თავის თავს ადანაშაულებდა, რომ შვილი გაზარდა და არა აღზარდა. ფიქრობდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო... მისი ბრალი იყო, რომ ნიკოლოზი ასეთი გახდა. ყველაზე მეტად კი ის უშხამავდა არსებობას, რომ ვერაფერს აკეთებდა. სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ნიკოლოზის დაბრუნებას. ამ ყველაფრის მერე რანაირი მამა იყო? "ყველაზე მაგარი მამა ყველაზე მაგარ მამებში!"-იყო მადის პასუხი, რომელიც საერთოდ ვერ ანუგეშებდა დემეტრეს და უფრო დიდ ტკივილს აყენებდა. ორი შვილისთვის კარგი მამა იყო, ერთისთვის კი ცუდი...

საწოლში გაიზმორა და წამოჯდა. ერთი ნებიერად დაამთქნარა და ფეხები ჩუსტებში გაუყარა. შიშისა და მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა კარებში ატუზული ნიკოლოზი რომ დაინახა.

-შეგვაშინე.-გაიცინა და მუცელზე ხელი დაისვა. იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ნიკოლოზმა მას გაუკეთაა მაინც არ ეშინია მისი და რა ქნას?! თითქოს მადლობელიც დარჩა, რომ ბავშვი აჩუქა.

-მაპატიეთ.-გაღიმება სცადა ნიკოლოზმაც.-ხომ გშიათ?

-მმმ, ძალიან!-კიდევ ერთხელ გაიზმორა აივია და თავისი განსხვავებული ფერის თვალები მიანათა.

-ყველაფერი მზადაა. წამოდით, ისაუზმეთ.

-სახლში რატომ ხარ?-ფეხზე წამოდგა და ხალათი მოიცვა გოგომ.

-უსაქმური ვარ და სად წავიდე?-უაზროდ ჩაიცინა მან.

-რა ვიცი, მანამდეც უსაქმური იყავი და წასასვლელი სულ გქონდა.

-ახლა ჩემი ადგილი აქაა! მოდიხარ თუ არა?-გაღიზიანებულმა დაუყვავა და გავიდა.

აივმა თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და უკან მიყვა.

-ეს ყველაფერი შენ გააკეთე?-გაეღიმა, როცა სუფრაზე რამდენიმე სახის სალათი, აშკარად სახლში დაწურული ფორთოხლის წვენი, ხილი და შემწვარი ლორი იდო.

-ოცდაორი წელი ხომ ანგელოზივით ვცხოვრობდი.-ორაზროვანი პასუხით მიახვედრა, რომ "წინა" ცხოვრებაში ისწავლა მათი მომზადება.

-მმმ, ლორი ძალიან მიყვარს!-დაწვდა ერთს, თუმცა ნიკოლოზმა ხელი გააშვებინა. აივმა გაოცებით შეხედა.

-ეგ ჩემია! შენ არ გეჭმევა.-აუხსნა ნიკამ.

-და ვინ მოგახსენა ეგ?-გაიბუსხა ჭირვეული ორსული.

-გავიგე, რომ რთული ორსულობა გაქვს, ამიტომ ლორი არც ისე სასარგებლოა.

-ცოტა არაფერს მიზამს, თანაც შენს შვილს უნდა!-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები.

-კარგი, მხოლოდ ერთი.-უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა ნიკამაც.

-სამი.-თქვა და წარბები აათამაშა აივმა.

-არც შენი, არც ჩემი - ორი.-გაეცინა ნიკას. გოგომაც კმაყოფილმა დაუქნია თავი და გემრიელად შეექცა შემწვარ ლორს.

გემრიელად ილუკმებოდა ორივე. აივი ორსულობის გადამკიდე, ნიკოლოზი კი თავისი გადაწყვეტილების. ის ხომ აღარ ეტანებოდა ძლიერად წამალს, ამიტომ გამუდმებით ჭამა სურდა და ასე თითქოს ინაზღაურებდა უწამლობას.

-ოდესმე მაპატიებ?-ნაღვლიანი თვალებით, მოულოდნელად დასვა კითხვა ნიკოლოზმა.

-რას გულისხმობ?-ჭამაში გართული აივი სულაც ვერ მიუხვდა კითხვას.

-რაც გაგიკეთე... ცხოვრება დაგიმახინჯე... მაპატიებ ოდესმე?

-უკვე გაპატიე.-ჭამა არ შეუწყვეტია გოგოს.

-როგორ შეგიძლია...-დაიწყო ნიკოლოზმა, თუმცა აივმა გამოტენილი პირით შეაწყვეტინა.

-როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, მაშინ გაპატიე ყველაფერი! ფაქტობრივად დამასაჩუქრე... შეიძლება არასწორად ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის ასეა.

-ძლიერი რომ ხარ, გითხარი უკვე?-მწარედ გაეღიმა ბიჭს. გოგომ თავი სასაცილოდ გაიქნია, უარის ნიშნად.-ხოდა გეუბნები... ყველაზე ძლიერი ქალი ხარ!-აივს სიამოვნებისგან გააკანკალა. კონპლიმენტი რომელ ქალს არ სიამოვნებს, თუმცა მაინც სულ სხვაა როცა "ძლიერს" გიწოდებენ და თანაც "ყველაზე ძლიერს".

-რატომ გახდი ასეთი? ვიცი, რომ ადრე...

-გრძელი ამბავია.-მკვახედ შეაწყვეტინა ნიკამ.

-არსდა მეჩქარება.

-კარგი.-ღრმად ამოისუნთქა ნიკამ. უცებ მოუნდა, რომ ამ ქალისთვის ყველაფერი ეთქვა. თავისი შვილის დედისთვის, რომელიც მართალია არ უყვარდა, მაგრამ დიდ პატივისცემას გრძნობდა მისდამი.-უნიდან სახლში მივდიოდი ბიჭებმა რომ დამირეკეს და ბარისკენ წამოდიო მითხრეს. ამიტომ კურსი შევცვალე და ბარისკენ მხიარულად წავედი. სკვერში გოგო დავინახე, თხელი თეთრი კაბით და საოცრად ლამაზი თმებით. შუა სკვერში იდგა და კანკალებდა. შემოდგომა იყო, მე ჩაფუთნული ვიყავი, ის კი საზაფხულო ფორმაში იყო. დაუფიქრებლად წავედი მისკენ და მოკანკალე მხრებზე ჟაკეტი მოვაფარე. ისეთი ლამაზი იყო... გავიცანი, თამთა ერქვა... თურმე სიცივისგან კი არა, ლომკისგან კანკალებდა... ეს მოგვიანებით გავიგე. ამ გოგომ საერთოდ გამასულელა... ჩემი გულიც, გონებაც და სულიც მთლიანად დაიპყრო... შემიყვარდა! ნელ-ნელა ვაპირებდი, მის შეცვლას... და მალე გამომივიდოდა კიდეც... სახლში მყავდა მოყვანილი, ჩემებს გავაცანი... კარგად მიიღეს, თუმცა ეტყობოდათ, რომ რაღაც არ ასვენებდათ... საღამოს თამთა მოულოდნელად დაითრგუნა და ყველაფერზე ძალით იღიმოდა... როგორც მერე გავიგე, ჩემების საუბარი მოუსმენია, როცა ამბობდნენ, რომ კარგი გოგო იყო, თუმცა ჩემთვის შეუფერებელი... შეიძლებოდა მისი შეცვლა და ამას ყველანაირად ეცდებოდნენ... მან ეს ცუდად გაიგო... მეორე დღეს დამირეკა, სუსტი ხმა ჰქონდა და მთხოვა მასთან მივსულიყავი... სახლში გათიშული დამხვდა... იქვე წერილი იყო, თუმცა მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია... მაშინვე საავამყოფოში წავიყვანე, თუმცა უკვე გვიანი იყო... გაგიჟებული დავბრუნდი უკან და წერილი წავიკითხე... წერდა, რომ არ უნდოდა მის გამო ოჯახში პრობლემები შემქმნოდა, ოჯახის წევრები გადამეკიდებინა და ცხოვრება დამენგრია. ამბობდა, რომ ჩემი ღირსი არ იყო და რომ ცხოვრებას დამინგრევდა... ამიტომ ჯობდა, რომ წასულიყო... წასულიყო ისეთ ადგილზე, სადაც მე ვერ მივაგნებდი და თვითონაც ვერ დაბრუნდებოდა... ასე მიმატოვა და... მე გავბოროტდი... ცხოვრებაც დავინგრიე და სვხებსაც დავუნგრიე. ოჯახი დავადანაშაულე და შევიძულე... თუმცა არც ისე მტკიცედ, რადგან ახლა აქ ვზივარ.

-შენ...-ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა აივს. ხომ თქვი ორსულობისას უფრო გულჩვილი გახდა-თქო.-მე ვერ გავუძლებდი...

-ეს მე ვერ გავუძელი... შენ კი გაუძლებდი, რადგან ძლიერი ქალი ხარ!-ცერა თითით მოსწმინდა ცრემლი და სევდიანად გაუღიმა.-ნუ ტირი, არ შეიძლება ასე... ბავშვს ავნებ.
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal | ტეგები: undefined, ნიკოლოზი
ნანახია: 1914 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar