ნიკოლოზი [3]
12.03.2017, 13:36
888

მთელი დღე ისევ თავის ოთახში გაატარა აივმა... მისთვის გადატვიირთვა არ შეიძლებოდა. რამდენჯერმე შეაკითხა ნიკოლოზმა და კითხა, რამე ხომ არ სჭირდებოდა... ბოლო ვიზიტიდან ამ დრომდე რაღაც ძალიან შეაგვიანდა, ამიტომ გაბერილი გოგო წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მისაღები, სამზარეულო... ყველა ოთახი დაიარა, თუმცა ვერსად ნახა. ბოლოს სააბაზანოს კარი შეხსნა და ბოლო ხმაზე იკივლა, კედელთან ჩაკეცილი, ოფლში მოცურავე და კრუნჩხვისგან გათანგული ნიკოლოზი, რომ დაინახა...

წამში გაახსენდა ძველი დრო და ღრმად დაიწყო სუნთქვა. აქეთ-იქით მიმოიხედა და ცოტა დაიბნა.

-ნიკოლოზ!-სწრაფად მოვიდა გონს და მასთან ჩაიმუხლა.-ნიკა, ნიკო! არ გაითიშო!-ონკანი მოუშვა, იქვე მიფენილი პატარა პირსახოცი დაასველა და სახეზე დაუსვა.-ნიკა, მისმინე! ჩემთან დარჩი ნიკა!-ბუტბუტებდა უაზროდ და თვალებს ნერვიულად აცეცებდა. ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა.-სად გაქვს? წამალი სად გაქვს?

-მ... მე... მე ა... ღრ... ვკაი... ფოოოობბ!-ძლივს ამოიბურტყუნა ორი სიტყვა, ისიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ.

-რა სისულელეს ამბობ!

-მ... მართლაა!-დაარწმუნა და თვალები მილულა.

-ნიკოლოზ!-უღრიალა და სახეში შემოარტყა აივმა.-დარჩი! არ გაბედო გათიშვა!

რეაქცია ისევ ნული... ფეხზე წამოხტა და საძინებელში გავარდა, რომ დემეტრესთვის დაერეკა. ყველაფერი სწრაფად აუხსნა და აბაზანაში დაბრუნდა. ნიკოლოზი აღარ კანკალებდა, გონება დაკარგული იწვა და მკვდარს გავდა. აივს შეეშინდა, პულსი და სუნთქვა შეუმოწმა. სუსტი, თუმცა მაინც შესამჩნევი იყო პულსი. პირსახოცი ხელმეორედ დაასველა და მის სახეს დაუყვა. უადგილოდ ჩაფიქრდა, მის ლამაზ ნაკვთებზე. რაღაცნაირი სუსტი, მაგრამ მამაკაცური. ალბათ, როგორი კარგი იქნებოდა, სანამ წამალზე "შეჯდებოდა"...

მმოულოდნელად გაახსენდა თავისი მდგომარეობა და ახლაც უადგილოდ ჩაეღიმა, როცა გააცნობიერა, რომ რთული ორსულობის მიუხედავად, ასეთ რთულ სიტუაციაში არ გააქტიურდა ბავშვი. "ალბათ იგრძნო, რომ მამიკოს ვჭირდები" გაიფიქრა და ისევ უაზროდ გაეღიმა.

კარზე ზარის ხმამ მოიყვანა გონს და სწრაფად ადგა გასაღებად. ზღუბლი სწრაფად გამოკვეთეს ვეკომ და დემეტრემ და აბაზანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდნენ. წამლები ამოიღესს და უწესრიგოდ დაყარეს.

-მე მივხედავ!-უკან მიყვა აივიც და მტკიცედ განაცხადა.

-შენ რანაირად მიხედავ გოგო, ვერ ხედავ რა მდგომარეობაში ხარ?

-არაუშავს! დახმარება შემიძლია, თქვენგან განსხვავებით! თქვენი უცოდინრობის გამო შეიძლება სიცოცხლეც მოუსწრაფოთ, ამიტომ მიმიშვით!

ბიჭები უსიტყვოდ დანებდნენ და გაეცალნენ. ღმერთმა იცის, მერამდენედ იხსნიდა ნიკოლოზის სიცოცხლეს ეს პაწაწინა გოგონა, რომელსაც ამდენი ტკივილი მიაყენა თავად ნიკოლოზმა.

888

-თავს როგორ გრძნობ?-თვალი გახელილი არ ჰქონდა, უკვე ნაცნობი და ასე თუ ისე საყვარელი ხმა რომ ჩაესმა. გაეღიმა და ჩურჩულის ობიექტისკენ გაიხედა. თავის საწოლზე იწვა, გვერდით აივს სავარძელი მიეჩოჩებინა და თავთან ეჯდა.

-არამიშავს, თავი მტკივა და მშია!

-რატომ აკეთებ ამას?-უცნაური კითხვით მიმართა გოგომ.

-რას?-გაიკვირვა მანაც.

-აღარ კაიფობ... ნუ, დოზას ამცირებ...

-არ უნდა ვაკეთებდე?-ტუჩის კუთხე ჩატეხა ნიკამ.

-ხო მაგრამ... სამი წელი დიდი დროა.

-ამ სამი წლის განმავლობაში ზედმიწევნით არც ერთხელ არ დამინახავს რამხელა ტკივილს ვაყენებდი ადამიანებს... ახლა კი... ყველაფერი დამთავრდა! ყველაფერი თავიდან დაიწყება და მე შევძლებ გაგაბედნიეროთ შენ და ჩემი პატარა!

-რატომ არ შეიძლება მიყვარდე?-ისევ მოულოდნელი კითხვა დასვა აივმა, თუმცა უფრო თავისთვის, ვიდრე ნიკოლოზისთვის.

-იმიტომ, რომ ცუდი ვარ! მალე შევძლებ კარგი გავხდე ისევ, მაგრამ შეიძლება მაინც ვერ შემიყვარო... არც გამიკვირდება და არც გაგამტყუნებ! შეიძლება, ვერც მე ვერასდროს შეგიყვარო, როგორც ქალი, მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ ვინც უნდა შემცვალოს!

-წამოდი, ჭამე!-ფეხზე ადგა აივი და ოთახი ნაწყენმა დატოვა. იმის მიუხედავად, რომ ეს კაცი არ უყვარს, მისგან მაინც ეწყინა "შეიძლება, ვერც მე შეგიყვარო" დამოკიდებულება და სამზარეულოში გაბუსხულმა შეაბიჯა.

-მოხდა რამე?-ფეხზე წამოდგა ვეკო.

-გონზე მოვიდა და მოვა ახლა, შია!-მკვახედ უპასუხა აივმა.

-შენ კარგად ხარ?-დაეჭვდა დემეტრე.

-კი, წავალ დავისვენებ, თორე ეს მხეცუკაც გააქტიურდა.-ნაძალადევად გაუღიმა ბიჭებს და საძინებლისკენ წავიდა.

888

აივს წათვლიმა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. თვალები რომ გაახილა, აშკარად რაღაც ისე ვერ იყო. თავი სწრაფად წამოსწია და იგივე პოზაში მყოფი ნიკოლოზის დანახვაზე, როგორშიც სულ ცოტა ხნის წინ თვითონ იყო, გაეღიმა.

-თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით იდენტური კითხვა დასვა ნიკოლოზმა.

-კარგად.-მოკლედ მოუჭრა გოგომ.

-არაფერი გინდათ?

-არა.

-გაწყენინეთ?

-არა.

-აივი, "არას' გარდა არაფერი არ იცი?

-არა.

-როგორ მოქმედებ ნერვებზე!-გაღიზიანებულმა დაუღრინა ნიკამ.

-ბიჭები სად არიან?-სიტყვა ბანზე აუგდო გოგომ.

-წავიდნენ.

-ანუ ახლა მოვიწყენ...-უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები.

-შენ მე მოსაწყენი გგონივარ?-წარბები აწკიპა ნიკამ.

-არ მგონიხარ, ხარ!

-მაშ კარგი!-ჩაიცინა ბიჭმა.-გამოგიწვევ!

-რაში?

-ჯერ მოდი, სასაცილო ისტორიები მოვყვეთ და ვინ ააჯობებს ვნახოთ.

-კარგი, დაიწყე!-დამაჯერებლად დაუქნია თავი აივმა.

-დაახლოებით თერთმეტი წლისები ვიყავით მაშინ... ჩვენებმა სოფელში წაგვიყვანეს, თუმცა იმ დღესვე გაწვიმდა. ჩვენ კიდევ გარეთ გასვლა გვინდოდა და არ გვიშვებდნენ. მე და დუდა, გოგოების ოთახში შევიპარეთ და მაგათი სარაფნებით დავწანით "ბაწარი"... მეორე სართულზე იყო ოთახები... ხოდა, ჭკვიანმა დემეტრემ ჯერ მე ჩავალ, შენ დამიჭირე და მერე შენ ჩამოდი, მე ქვემოდან დაგიჭერო... ხოოოოოოოდააა, მეც სულელმა დავუჯერე და ხუთ წუთში ტალახში თავით ჩავერჭე.... კარგი, ეგ გავუტარე და დავიწყეთ თამაში... გოგოებიც გამოიპარნენ გარეთ ჩუმათ, ხოდა მე თმა მოვწიწკნე თათულის... თათული დემეტრეეს დაა რა! ხოდაა...

-ვაიმე, იმდენი "ხოდა" თქვი, აღარ შემიძლია!-სიცილისგან მუცელატკიებულმა ჩაილაპარაკა აივმა.

-მაცადე გოგო!-სასაცილოდ შეუბღვირა ნიკამ და ამაზე უფრო გაეცინა გოგოს.-ხოდა, ამან როგორ თუ ჩემ დას თმები მოსწოსწიწკნეო და აიღო ტალახი და მადის გაუქანა... აბა, ახლა მე ვის რას შევარჩენდი? ავიღე ტალახი, თათუს მაისური გამოვუწიე და ტყლაპ! ამაზე დემეტრეც აშარდა და ბოლოს ტალახისგან კბილებჩაშავებულები შევედით სახლში ოთხივე... სულ ტალახიანები ვიყავით! აი, ერთი წერტილიც არ გვქონდა სუფთა. აბა, მერე ტასოს და ელენეს სახეები უნდა გენახა, შოკში ჩავარდნენ, მერე ვაბშე გამოშტერდნენ ერეკლემ და დემეტრემ სიცილი რო ატეხეს. სულ იმათ აბრალებდნენ, თქვენ გგვანან ასეთი მურთხი ხისთავიანებიო!

-ვაიმეეეეეე!-აივი უკვე მოსასულიერებელი იყო, ისე იცინოდა.

-ახლა შენ გისმენ!-კმაყოფილმა განუცხადა ნიკოლოზმა.

-ამის მერე, რა პირით მოვყვე რამე?-სული ძლივს მოითქვა აივმა.

ამის მერე, უამრავი ასეთი ისტორია მოისმინა გოგომ და უკვე აღარ იცოდა ეცინა თუ ეტირა. პრინციპში სიცილისგან მუცელატკიებული უკვე ტიროდა...

რა აღარ გააკეთეს... ჯოკერი ითამაშეს, "იმერულ ესკიზებს" უყურეს და სიცილით დაიხოცნენ, მერე ქალაქობანა და ხელობანაც კი ითამაშეს. მოკლედ, ბავშვობა გაიხსენეს და აივიც დარწმუნდა, რომ ნიკოლოზი სულაც არ იყო მოსაწყენი ადამიანი.

-შეიძლება შენთან დავწვე?-ხმადაბლა იკითხა ნიკოლოზმა, როცა სიცილ-თამაშს მორჩნენ და დაღლილები დაესვენენ აივი საწოლზე, ნიკა სავარძელზე. საკმაოდ შებინდებულიყო და მგონი უკვე გვიანი ღამეც კი იყო.

-რა თქმა უნდა.-ლამაზად გაუღიმა აივმა და საწოლზე, თავის გვერდით ნაზად დაატყაპუნა ხელი, რომ ნიკო მისულიყო.

ისიც მსწრაფლ გაჩნდა იქ და ღიმილი მიანათა.

-მაპატიე რა ყველაფერი! მართლა არ ვარ ცუდი ადამიანი!-ბავშვივით ჩაილაპარაკა და მხრები აიჩეჩა.

-ნიკოლოზ, უკვე გითხარი, რომ გაპატიე!-ღიმილით დატუქსა გოგომ და მუცელზე ხელი გადაისვა. ბიჭსაც მადლიერება გამოესახა თვალებში, ღიმილით დახედა მუცელზე და ხელით ოდნავ შეეხო.

-ძილინებისა მა... შენც დაიძინე... ტკბილი სიზმრები!

-შენც ასევე.-გაუღიმა აივმა და თვალები მილულა.

დიდხანს იწრიალეს ორივემ... რაღაც უშლიდათ ხელს დაძინებაში.

-ნიკოოო...-ამოიჩურჩულა აივმა.

-ხო...-ჩურჩულითვე უპასუხა ნიკამ.

-არ გძინავს?-ყველაზე სულელური კითხვა დასვა.

-კი...-ღიმილნარევი ხმით უპასუხა მის ზურგს უკან მწოლიარე აივს.

-კარგი...-ტუჩები მობუსხა აივმა და თვალები ერთმანეთს დააჭირა, რომ არ ეტირა. ნიკოლოზი მიხვდა, რომ აწყენინა და მისკენ ღიმილით გადაბრუნდა.

-გოგო, გეხუმრე რა იყო...-გაუცინა და ცხვირზე წაეთამაშა.

-მართლა?-ამოისლუკუნა გოგომ.

-მართლა...

-შეიძლება ჩაგეხუტო?-შეპარვით კითხა გოგომ და ქუთუთოები ოდნავ დააშორა ერთმანეთს.

-რა თქმა უნდა.-გეღიმა ნიკოლოზს და გოგოს მოქმედებას არ დალოდებია, ისე ჩაიკრა ცოლ-შვილის, უფრო სწორად შვილისა და სავარაუდოდ მომავალი ცოლის სხეული...

დილით ორივეს ერთად გამოეღვიძა. ერთმანეთზე აკრულებმა ღიმილით შესცინეს ერთმანეთს და ნიკოლოზმა შუბლზე კოცნითაც დააჯილდოვა.

-დილამშვიდობისა.-ტუჩები შუბლიდან არ მოუშორებია ისე დასჩურჩულა.

-დილამშვიდობისა.-გაუღიმა აივმაც.

-როგორ გეძინათ?

-ჩვენ კარგად, შენ?

-მეც. გშია?

-აჰა...-თავი დაუქნია გოგომ.

-მიდი, შხაპი მიიღე და გამოდი... მოვამზადებ რამეს.

-გვრიტებო, ვერ გათვალეთ, რომ ჩვენ შეიძლება დავბრუნებულიყავით?-ირონიული ღიმილით გააწყვეტინათ მადიმ. ორივემ სწრაფად გახედა, არც ერთს არ ეგონა, რომ მათ გარდა ვინმე იქნებოდა ოთახში და საერთოდ სახლში. გაუტკბათ ეტყობა... რეალურად კი საძინებლის ზღურბლზე მადი და იოანე იდგნენ გაკვირვებული, მომღიმარი და კიდევ რაღაცნაირი გამომეტყველებით.

-როდის დაბრუნდით?-მკვახედ კითხა ნიკოლოზმა, ისე რომ აივისთვის არ ხელიც არ გაუშვია.

-გუშინ ღამით... დედა იყო აქ და მერე ჩვენ აღარ შემოგვიშვა... აი, თურმე რატო...

-შეგიძლიათ გახვიდეთ.-ირონიულად გაუღიმა ნიკამ და აივთან ერთად წამოჯდა.

888

-რა?-თვალები რამის საბუდედან გადმოუცვივდა ნიკოლოზს და შუბლზე ცივმა ოფლმა დაასხა. ტელეფონში რაღაც გაუმეორეს და ამანაც სუნთქვა დაარეგულირა. მობილური გათიშა და უღონოდ ჩაეშვა სავარძელში.

-რა მოხდა?-დაინტერესდა დუდა.

-გეგი...

-რა დაემართა?-ახლა ვეკოც ჩაერთო საუბარში.

-ის... აღარაა! კაიფ... ში... გაიპარაა!-ამოილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო ნიკამ.

-აუ, საწყალი ტო!-მთელი გულით შეეცოდა ვეკოს.

-დამშვიდდი რა, არ ინერვიულო.-უაზრო გამამხნევებელი სიტყვები გააჟღერა დემეტრემ.

-როგორ? როგორ არ ვინერვიულო? რა დავმშვიდდე?-გაღიზიანდა ნიკოლოზიც.-მოკვდა გესმის? აღარაა! ოთხი წელია ვიცნობ და ძმასავით შევიყვარე! ახლა უნდა შევეგუო, რომ მოკვდა? კაიფში გაიპარა გესმის? კა-იფ-ში!

ოთახში დგაფანის ხმა გაისმა და სამივემ სწრაფად მიიხედა ხმაური ობიექტისკენ. მზერა გაეყინათ, როგორც კი აივის სხეულზე დაბლა გაწოლილი დაინახეს. სამივე წამის მეასედში გაჩნდა მასთან, დივანზე გადაიყვანეს და მოსულიერება დაუწყეს, ამავდროულად სასწრაფოშიც დარეკეს.

-ვაიმე, არაფერი მოუვიდეს რა!!-ამოილაპარაკა ნიკოლოზმა და დაცვარული შუბლი მოიწმინდა.-ამათ რომ რამე დაემართოთ, ისევ გაუფერულდება არსებობის მიზანი!

-დაწყნარდი, კარგადაა!-დაამშვიდა ვეკომ და აივმაც ზანტად გაახილა თვალები.

-გეგი... გეგი აღარაა?-ამოიკრუსუნა გოგომ.

-არ ინერვიულო რა!!-შეევედრა ნიკოლოზი და მისი სახე ხელებში მოიქცია.-შენთვის არ შეიძლება!-გოგოს ცრემლები წასკდა და მთელი ძალით ჩაეხუტა ნიკოლოზს.

-ნიკო, გეგი აღარაა გესმის? წავიდა, მიგვატოვა... ნინაკა მიატოვა! ვაიმე ნინაკა! რა დაემართება ამას რო გაიგებს?!-გულამოსკვნილი ტიროდა და ამ სიტყვებს მთელ გრძნობას ატანდა.-დამპირდი! დამპირდი, რომ არასდროს მიმატოვებ! სულ ჩემთან იქნები, ჯანმრთელი და საღსალამათი!-ამოიტირა გოგომ და ამ სიტყვებით გულიც მოუკლა ნიკოლოზს. მაგრად მოუჭირა ხელები და საფეთქელზე აკოცა.-მითხარი ნიკოლოზ! მითხარი, რომ ასე იქნება!

-აასე იქნება, ჩემო პატარა! არასდროს მიგატოვებთ! სულ თქვენთან ვიქნები! ვცდილობ, ნელ-ნელა ყველაფერი გამოვასწორო... აღარ მინდა გეტკინოთ! გთხოვ დამშვიდდი!

როდის როდის დამშვდდა აივი და ტირილისგან დაღლილს ჩაეძინა. ხელში აყვანილი გაიყვანა საძინებელში და საწოლზე მიაწვინა.

-ტკბილად იძინეთ, ჩემო პატარებო!-შუბლზე აკოცა და ბიჭებთან გავიდა.

888

დაკრძალვის ცერემონია ყველაზე ემოციური რამ იყო, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ენახა აივს. ნიკოლოზის მკლავს მთელი ძალით იყო ჩაბღაუჭებული და გულმოკლული უყურებდა ნინაკას მოთქმას, რომელიც სასახლეს ჩახუტებოდა და განწირული ბღაოდა.

-არა! არ გაგატანთ! - შეუვალი ტონით ღრიალებდა ის. - არ წაიყვანოთ რა... - თხოვნაზე გადავიდა უცებ და ჩურჩულით დაიწყო. - ღმერთო, არ გინდა რა! არ წაიყვანო! არ მიიღო და უკან დააბრუნე! - თვითონაც ვერ ხვდებოდა რას ამბობდა. - ჩემი გეგი, ჩემი დაცემული ანგელოზი! ღმერთს თავისთვის კარგი უნდაო და გეგი ხომ არ ყოფილა კარგი? არ გინდა რა! დააბრუნე! ჩემი გეგი მინდა! მის გარეშე რა ვარ? არაფერი! დამიბრუნეთ! დამიბრუნეთ! - ძლივს მოაშორეს ბიჭის გვამს და სასახლე მიწაში ჩაუშვეს. იქ, სადაც მთელი დარჩენილი პერიოდი მოუწევდა ყოფნა, სანამ დედამიწა იარსებებდა. ყველამ თითო ვარდი დადო ახლად მიწა მიყრილ საფლავზე და იქაურობას გაშორდნენ.

გზაში ნიკოლოზზე მიხუტებული აივი ცრემლებს ვერ იკავებდა და უსასრულოდ ტიროდა.

-ნუ ტირი ამდენს რა! - შეევედრა ნიკოლოზი. - მართლა მავნებელია ბავშვისთვის.

-ვიც... ვიცი... მაგრამ... ვერ ვჩერდები! - ამოისრუტუნა აივმა და თავიდან აუტყდა ტირილი.

-ეს რა შარში ვარ, ღმერთო ჩემო! - თვალები გადაატრიალა ნიკოლოზმა.

-შარში ხარ? - წამოიწია აივი და წყენით მიაშტერდა. მერე ისევ ღრიალი ატეხა და წუწუნს მოყვა. - შარში ხარ! არ გინდივართ, მე და შენი შვილი! ხოდა, წავალთ!

-ნუ სულელობ, აივი! - მკაცრი ტონით შეაწყვეტინა ნიკოლოზმა და გულზე მიიხუტა. - ასე არაა! რო არ მინდოდეთ, აქ არ მეყოლებოდით! ძალიან გულუბრყვიილო და გულჩვილი გახდი. -ცხვირზე თითი დაჰკრა და სევდიანად გაუღიმა.

-მე სულ ასეთი ვიყავი! - ამოიტირა გოგომ და ბიჭის გულ-მკერდზე უფრო მოხერხებულად მოკალათდა.

888

-წამალის დანახვაც აღარ მინდა! - შეუვალი ტონით განაცხადა ნიკოლოზმა და აფროიაქებულ ბიჭებს გადახედა. - ნუ მიყურებთ მასე! ჩემი ძმის სიცოცხლე შეიწირა და აღარ ვაპირებ მაგ ნაგავს გავეკარო!

-ნიკოლოზ, სისულელეებს ლაპარაკობ! ჯერ არ დამდგარა წამლის შეწყვეტის დრო!

-ვიცი, მაგრამ არ შემიძლია! ვერ გავიკეთებ! ვერ მივეკარები! მაშინვე მოვკვდები! სული არ მომცემს ამის უფლებას! აივზე, მომავალ შვილზე, ჩემებზე, თქვენზე, რომ ვფიქრობ...

-იმაზე არ ფიქრობ, რომ უწამლობა უარესს დაგმართებს და შეიძლება მაგით მოკვდე?

-როგორ არა! ვიცი, რომ შეიძლება ასე უარესო დამემართოს და უფრო დიდი გასაჭირი მოგივლინოთ, მაგრამ არ შემიძლია! აღარ გავიკეთებ წამალს! გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

-ეხ ნიკლოზ! ცხვირს წაიმტვრევ შენ მემგონი!

888

ერთი კვირაა ნორმალურად არ უძინია. გეგის ამბავმა გადაიყოლა. სულ ბიჭზე ეფიქრება და იმაზე, რომ შეიძლება იგივე ნიკოლოზსაც დაემართოს. არ იცის, რატომ განიცდის ასე მძაფრად ამას, მაგრამ ნიკოლოზს რომ რამე დაემართოს, ნამდვილად გაგიჟდება! ალბათ მიეჩვია... მიეჩვია მის ყურადღებას და ადამიანურ მოპყრობას.

ეს დღეები ბიჭი ყველანაირად ცდილობდა, აივისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა, იმის მიუხედავად, რომ თვითონ უარესი სჭირდა. ექიმთანაც თვითონ წაიყვანა, იქნებ ნერვიულობამ რამე გავნოთო... ექიმმა სასტიკად აუკრძალა ნერვიულობა და ყველაფერი ასეთი, მაგრამ ამას მაინც ენერვიულება. ნიკოლზი დღეში ორჯერ ასეირნებს ცოლ-შვილს და ყველანაირად ცდილობს ყურადღება მიაქციოს. სრულიან ჯანსაღ საკვებს მათთან ერთად შეექცევა, რადგან მის ორგანიზმსაც ზუსტად ეს სჭირდება. მმოკლედ, ცდილობს ცოლ-შვილს არაფერი მოაკლოს, ნერვიულობა ააცილოს და ტკივილი შეუმსუბუქოს...

მაგრამ ბოლო ორი დღეა სულ შეიცვალა... სახლში რამდენიმე საათით გამოჩნდა, ისიც შარზე იყო და მალე წავიდა. აღარც ცოლ-შვილის გასეირნებაზე უფიქრია და აღარც მათ ჯანსაღ კვებაზე. ერთი მკვახე მისალმება ესროლა აივს და არც კი მოუკითხავს. გოგომ დაეჭვებულმა შეავლო თვალი და მხრები აიჩეჩა. ვერაფრით მიხვდა, ბიჭის ასეთი ქცევის მიზეზს. რამდენიმე დღის წინ ხომ...

გამოეღვიძა და საწოლში ნებიერად გაიზმორა. უცებ, ძალიან მოუნდა შაქრიანი არაჟანი... ფეხები ჩუსტებში გაუყარა და სამზარეულოსკენ წავიდა, თან მუცელს ეფერებოდა და თან რაღაცას ბუტბუტებდა. სახლში არავინ ჩანდა... ეტყობა ელენე და დემეტრე სამსახურში იყვნენ, მმადი უნივერსიტეტში, იოანე კი სკოლაში... ნიკოლოზი? ეგ ღმერთმა იცის სად იქნებოდა.

სამზარეულოში ნიკას დანახვამ გააკვირვა და გაახარა.

-დილამშვიდობისა!-ჩაილაპარაკა გაბადრულმა და მის წინ ჩამოჯდა.

-მშვიდობიანი დილაა კი!-მკვახედ მიუგო ნიკოლოზმა და ჩანგლით რაღაცის ძიძგვნა განაგრძო.

-რა გჭირს ეს დღეებია? სად დადიხარ? - ეჭვიანი ცოლივით დაიწყო აივმა. - სახლში თითქმის არ მოდიხარ, არც კი გვკითხულობ ცოცხლები ვართ თუ მკვდრები...

-ეს რა ეჭვიანი ცოლის მონოლოგია? - უკმაყოფილოდ დაპრუწა ტუჩები ნიკოლოზმა..

-ეჭვიანი ცოლის მონოლოგი კი არა, უბრალოდ დავინტერესდი! არ მაქვს უფლება? - გაღიზიანებულმა და ნაწყენმა დაუყვავა.

-არა! არ გაქვს! და საერთოდ, არაფრის უფლება არ გაქვს! - ასევე გაღიზიანებულმა მუგდო ცხრა სიტყვა და ფეხზე წამოდგა. აივანზე გავიდა მოსაწევად.

გულში წყენა აუბუყბუყდა გულჩვილ გოგოს და ტირილით გავარდა საძინებელი ოთახისკენ. ყველაფერი ერთად დაეჯახა. თუ ოდესმე ვინმესგან რამე სწყენია, უბრალოდ ტკენია ან გაღიზიანებულა... ყველაფერი ერთად დაეტაკა და გულ-მუცელი ამოუტრიალა. საწოლზე ორად მოიკეცა და ტირილი ღრიალში გადაუვიდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა, გეგის გარდაცვალება, ბედნიერი წუთები, ახლა ნიკოლოზის უხეშობდა და კიდევ უამრავი.

ნერვიულობა ყველაზე ნაკლებად შეიძლებოდა მისთვის, მაგრამ ახლა იმაზე მეტად განერვიულდა, ვიდრე შესაძლებელი იყო.

არ ვიცი, რამდენი ხანი იყო ასე, მაგრამ მუცელში ძლიერმა ტკივილმა და რაღაც სველის შეგრძნებამ მოიყვანა აზრზე. მუცლის არეში რაღაც იმდენად ძლიერად სტკიოდა, რომ ატანა აუტანელი იყო და ხმამაღლა დაიღმუვლა. თან ოდნავ წამოჯდა და როცა ფეხებ შუა არსებული წითელი სითხის დიდი რაოდენობა შენიშნა განწირულმა შეჰკივლა და უგონოდ მიესვენა....

საშინელი გრძნობაა, როცა შიში მოულოდნელად გიპყრობს. ნიკოლოზიც საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, როცა აივანზე ნახევარ-საათიანი ყოფნის შემდეგ დახშული კივილი მოესმა. ხვდებოდა, რომ წეღან ძალიან აწყენინა გოგონას, მაგრამ თავს ვერ მოერია. უკვე ერთი კვირაა წამალი არ მიუღია და ლომკა ხასიათში გადაეზარდა. ბოლო ორი დღე სახლშიც არ გამოჩენილა, რომ მისთვის არ ეწყენინებინა, ახლა კი რას გააკეთა? დაფარული აგრესია, დაუფარავ აგრესიაში გადაეზარდა და თავს ვერ აჯობა. ვერ მოერია თავს და აივს აწყენინა. მისთვის კი ნერვიულობა არ შეიძლება, ისედაც რთული ორსულობა აქვს, გეგის ამბავმაც ძალიან იმოქმედა, ახლა კი...

როცა აივის კივილი გაიგო გული დაეშალა. იცოდა, რამდენად ავის მომასწავლებელი იყო ეს კივილი და საოცარი სისწრაფით გავარდა საძინებლისკენ, სადაც საწოლზე გონება დაკარგული და წითელ სუბსტანციაში მოცურავე აივი დაინახა. გულზე რაღაც მარწუხებივით შემოეხვია და ძლიერად ატკინა. თითქოს ყელში ვიღაცამ ძლიერად წაიუჭირა ხელი და სუნთქვის საშუალება მოუსპო. ბაგეებს თავისთავად მოსწყდა ღრიალი, თვალებს - ცრემლები. გონება ჩაკეტილი მივარდა აივის უგონო სხეულს და ხელში აიტაცა. გარეთაც გიჟივით გავარდა და პირველივე ტაქსი გააჩერა, რომლის უკანა სავარძელზეც აივის სხეულთან ერთად მოკალათდა. ძალიან რთულია იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება ხელიდან ის გამოგეცალოს, რის გამოც სიცოცხლეს დაუბრუნდი და ეშმაკს უფლება არ მიეცი ბოლომდე დაეჯაბნე. ერთადერთი არსებობისათვის არსებული მიზანი, შენივე დაუდევრობის გამო უნდა დაკარგო და კაცმა არ იცის მერე რა იქნება... ძლივს მივიწყებული ტკივილი, ახალი შემართებით გატყდება თავს და ცდილობს ხელი დაგრიოს... მაგრამ შენ არ მისცემ უფლებას! არ აპირებ ყველაფრი გამეორებას, რადგან ყველაფერი კარგად იქნებდა და ტკივილიც უკან დაიხევს.

სხეულზე ძლიერად იკრავდა აივის სხეულს და ყველაფერი კადრებად ახსენდებოდა. მოგონება სამი წლის წინანდელი შემთხვევით დაეწყო და იმ წამს არსებული სიტუაციით დაუსრულდა. თამთას ღიმილი და მისი აღსასრული... ის ნამდვილად საოცრება იყო, მაგრამ აივი რაღაც ამაზე მეტი იყო. განსაკუთრებული, გამორჩეული და ყველა მხრივ რაღაცნაირად სხვანაირი. ახლა მისი დაკარგვა ნიკოლოზის სიკვდილს უდრიდა, რომელიც ნამდვილად არ სურდა მას. უბრალოდ, ამ გოგომ შეუძლებელი შესძლო და თავი გაგიჟებით შეაყვარა ნიკოლოზს! დიახ, დიახ, შეაყვარა! ამ წამს იგრძნო, რომ ეს ქალი იყო ყველა იმ გრძნობის სათავე, რაც გააჩნდა. უყვარდა! უყვარდა გაგიჟებით, გამეტებით! ახლაღა მიხვდა, რომ ტკივილამდე პირველად შეუყვარდა. რა თქმა უნდა, თამთა უყვარდა, თანაც ისე, რომ წლები შესწირა მის სიყვარულს, თუმცა აივი თამთა არ იყო! ამ წამს სულის ისეთ ტკივილს გრძნობდა, რომ თამთასგან მიყენებული ტკივილი მოგონილი იყო! ტკიოდა ყველა უჯრედი, ყველა ქსოვილი და ყველა მოლეკულა... არსებობა ტკიოდა! ძულდა საკუთარი თავი და უყვარდა აივი, თავის შვილთან ერთად. მათ რომ რამე დამართნოდათ საკუთარ თავს ნამდვილად ვერასდროს აპატიებდა. მათ დაუბრუნეს ცხოვრების ხალისი და გაუფერადეს შავ-თეთრი არსებობა. ახლა რომ ისინი დაიკარგა თავსაც დაკარგავდა!

თაქსი საავადმყოფოსთან გაჩერდა და ნიკოლოზიც სასწრაფოდ გადავიდა აივიანად. როგორც კი კარი შეაღო და მოსაცდელში შევარდა, ორი მამაკაცი საკაცით და ერთი ქალი თეთრი ხალათით გამოვარდა. აივი სწრაფად მოათავსეს საკაცეზე და სადღაც გააქანეს. ნიკოლოზიც ისე გაყვა, რომ მისთვის ხელი არ გაუშვია.

-რა მოუვიდა და რამდენი თვისაა?-იკითხა ქალმა და გოგოს პულსი გაუსინჯა.

-4-5 თვის იქნება, ვერ ვიხსენებ ზუსტად.-აგონიაში მყოფმა ამოთქვა.-ინერვიულა, ექიმმა კი სასტიკად აუკრძალა ნერვიულობა... კივილის ხმა გავიგე და გონება დაკარგული, რომ ვნახე მაშინვე წამოვიყვანე.

-საოპერაციოში!-ბრძანება გასცა ქალმა და ბიჭს შეძლებისდაგვარად დამაიმედებლად გაუღიმა.-არ ინერვიულოთ! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე გადავარჩინოთ.-ნიკოლოზს ხელი გააშვებინეს და კარს უკან მიმალეს დაივი და მისი პატარა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე გადავარჩინოთ..." - ექოსავით ჩაესმა ექიმის ხმა და კედელთან უღონოდ ჩაიკეცა. თავი მუხლებში ჩარგო და ხმამაღლა ამოიგმინა.

დაახლოებით, 98% იყო 2%-თან, რომ ორივეს გადარჩენა მოხერხებულიყო. ვინაიდან ნაყოფი ძალიან პატარა იყო, აუცილებლად აივს გადაარჩენდნენ, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას!

ალბათ, ვეღარ გაუძლებდა ცხოვრების გამუდმებულ დაცინვასა და წამებას და ჭკუიდან შეიშლებოდა. ამაზე ფიქრიც კი არსებობის სურვილს უქრობდა ნიკოლოზს. ძალიან ეძნელებოდა თავისი შვილის დათმობა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა. გულს უცნაური გრძნობა დაუდევრად უწიწკნიდა და სულს უფორიაქებდა. არ შეეძლო დაეჯერებინა, რომ თავისი სა აივის პატარა აღარ იქნებოდა. აღარ დაიბადებოდა და აღარ მიანიჭებდა ბედნიერებას ადამიანებს, რომლებსაც უკვე დავიწყებოდათ ბედნიერების გემო. არ შეეძლო წარმოედგინა, აივის გაუფერულებული თვალები და უსაზღვრო ტანჯვა, მოკლული გული და ჩამქვრალი გამოხედვა. იცოდა, რომ გოგო ვერ გადაიტანდა და თუ გადაიტანდა იმაზე რთულად გააკთებდა ამას, ვიდრე ნიკოლოზმა გააკეთა თავის დროზე, თამთას დაკარგვის გამო. ისიც იცოდა, რომ ვერ აპატიებდა და მისი დანახვისას ყოველთვის გაეხსნებოდა ძლივს შეშუშებული ჭრილობები. იცოდა, რომ დაკარგავდა და თანაც სამუდამოდ!

-დემეტრე!-ამოილაპარაკა საოცრად შეცვლილი ხმით, როცა ბიჭმა ძლივს უპასუხა მის ზარს.

-ნიკა, რა მოხდა, რა ხმა გაქვს? მშვიდობაა?-შეცბუნებულმა იკითხა, რადგან ნიკოლოზის ხმა სრულიად შეცვლლილი და განადგურებული ეჩვენა.

-არა... აივი...-არ შეეძლო ეთქვა ამ ყველაფრის გადმომცემელი სიტყვები. თავს უფლებას არ აძლევდა, რომ ეტირა და ცდილობდა კაცურად აეტანა ყოველივე.

-რომელ საავადმყოფოში ხართ?-მიუხვდა დემეტრე და თან ჩაცმა დაიწყო.

-ჩაჩავაში.-ხმა წართმეულმა უპასუხა და ყურმილი დაკიდა.

უწინდებურად კედელთან იყო ჩაკეცილი, როცა დერეფანში დემეტრე და ვეკო შემოვარდნენ. სწრაფი მოძრაობით წამოაყენეს და თვალებში ჩააშტერდნენ. ეს არ იყო ნიკოლოზ ყიფიანის თვალები, ეს სულ სხვა ადამიანის თვალები იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ უკანასკნელთან. ჩაბნელებული, ამღვრეული და ამოღამებული. მასში იმდენ სევდას დაებუდებინა, რომ მალე ძირს გამოაცლიდა ალბათ.

-ნიკოლოზ!-ორივე ერთდროულად გადაეხვია და მხარზე ძლიერად მოუჭირე ხელი.

-დემეტრე, ჩემი ბრალია! ყველაფერი ჩემი ბრალია!-თვითგვემას მოყვა ნიკოლოზი. ხმაც ისეთი შეცვლილი ჰქონდა, რომ ცნობა ძნელი იყო.-ვერ ვიცვლები! მე ვანერვიულე! ჩემს გამო ებრძვიან ახლა სიკვდილს და შეუძლებელია ორივეს გადარჩენა. ორივეს დავკარგავ! ერთ-ერთს თუ დავკარგავ, მეოერე თავისით მიმატოვებს, გესმით? არ მინდა! არ მინდა ძველი ცხოვრება დამიბრუნდეს და ისევ დამაბრმავოს. არ მინდა შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, არ მინდა აივის დაკარგვა! მათ გარეშე არაფერი არ მინდა! ყველაფერს აზრი ეკარგება, ხვდებით? ვკარგავ იმას, რის გამოც მეორედ დავიბადე. რწმენას ვკარგავ და საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ ღმერთს არ ვუყვარვარ!

-სისულელეს ნუ ამბობ!-შეაჩერა ვეკომ.-ღმერთის უყვარარ და შენ ეს იცი! არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ უყვარს მას... ამიტომ დამშვიდდი, შენთვისაც გამოიდარებს!

-კარგი რა! რას გამოიდარებს? სამი წელია დაიქცა ჩემი ცხოვრება და როგორც კი გამოდარება დააპირა, წამსვე წარღვნა დაიწყო. რატომ ხდება ასე? რატომ არ მაძლევს ღმერთი უფლებას, რომ ბედნიერი ვიყო? რა შევცოდე ასეთი დემეტრე, რა?

-დამშვიდდი ნიკოლოზ, დამშვიდდი!-დაარწმუნა დემეტრემ.-სად ყავთ? რამდენი ხანია აქ ხართ? ახალი არაფერია? რა თქვა ექიმმა?-სწრაფად მიაყარა კითხვები მან.

-ორმოცდახუთი წუთი იქნება, რაც საოპერაციოში ყავთ... ექიმმა, ყველაფერ გავაკეთებთ, რომ ორივე გადავარჩინოთო, მაგრამ თავიის სიტყვების თავადაც არ ჯეროდა!... არ მინდა მათი დაკარგვა, არა!

-კარგი, კარგი! არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ შენთან ვართ!-დაამშვიდეს მეგობრებმა, თუმცა თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მდგომარეობა არც ისე დამაიმედებელი იყო. ყველაზე ცუდი რამ ხდებოდა, რაც შეიძლება მომხდარიყო... ეს ამბავი ალბათ ნიკოლოზსაც უკან დაწევდა და ძველ, დამპალ ცხოვრებაში დააბრუნებდა. ჯერ გეგის ამბავი როგორ გადაიტანა, ახლა ეს... ეს უკანასკნელი კი ბევრად უარესი იყო.

დემეტრე ყიფიანი ძლიერად იკარვდა თავის უფროს ვაჟს გულში და დაცემის უფლებას არ აძლევდა. ასეთი რამ რომ ელენეს მოსვლოდა, ნამდვილად ვერ გაუძლებდა, იმის მიუხედავად, რომ ძლიერი ადამიანი იყო ძალიან. ეგონა, სამი წლის წინ დაკარგა შვილი, თურმე შემცდარა. ნიკოლოზი ისევ ძველებურად თბილი, თუმცა სევდიანი თვალებით იყურებოდა. ეტყობოდა აივის გავლენის კვალი და ყველაფრის მიუხედავად, მაინც იგრძნო ბედნიერება... თავისი ბიჭი დაბრუნდა! "ზოგი ჭირი მარგებელიაო" ხშირ შემთხვევაში გამაღიზიანებელი ფრაზაა, მითუმეტეს ახლა, თუმცა ზუსტად შესაფერისი.

რამდენი იბრძოლა, რომ შვილი ხელიდან არ წასვლოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ნიკოლოზზე არაფერი მოქმედებდა... დღითიდღე უკან იწევდა და ნადგურდებოდა. ეს თავს ყველაზე გამოუსადეგარ, არაფრის მაქნის და სუსტ მამაკაცად და მამად აგრძნობინებდა, რადგან ვერ ერეოდა თავის ვაჟს. თავის გაზრდილს, თავის სისსხლსა და ხორცს ვერ იმორჩილებდა.

-წამოდი, გავიდეთ...-მხარზე ხელი მოხვია და დერეფნის ბოლოსკენ წაიყვანა.-დამშვიდდი ნიკოლოზ, ნერვიულობით ვერაფერს უშველი...

-რას მეუბნები, მამა?-იმდენი ხანია მისგან წოდება "მამა" აღარ მოუსმენია, რომ სიხარულის ტალღებმა დაუარეს სხეულში, თუმცა მალევე აიძულა თავი საწყის მდგომარეობას დაბრუნებოდა.-დედას რომ მსგავსი რამ დამართნოდა რას იზამდი?

-ვერ გადავიტანდი!-აღარ დაუმალავს ფიქრები, ისე უთხრა და თავი დამნაშავესავით დახარა.

-ხედავ? ვერც კი უარყოფ! მე ხომ გიცნობ და ვიცი რა დაგემართებოდა? ზომბად იქცეოდი მამა, ზომბად! ან საერთოდ ტკივილს ვერ გაუძლებდი და თავს მოიკლავდი! ჩემთვის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ყველაზე სუსტ საქცილეს ჩაიდენდი... და საერთოდ, მა რომ შენი მიზეზით დამართნოდა ეს... არ ვიცი, რას იზამდი! მართლა არ ვიცი!

-რას ამბობ, ნიკო?-თავი სწრაფად ასწია კაცმა და ბნელ თვალებში ჩააშტერდა.

-ხო, მამა! მე გავანერვიულე, გესმის? უხეშად მოვექეცი და ახლა ვიმკი ჩემს ცოდვებს! მამა, ვილს ვკარგავ, გესმის? საკუთარ სისხლსა და ხორცს, ჩვენს სისხლსა და ხორცს და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია!

-მორჩი თვითგვემას!-ხმა საოცრად გამკაცრებოდა უფროს ყიფიანს.-შენ ასეთი ხარ, მაგრამ ვხედავ როგორ იცვლები უკეთესობისკენ... ამიტომ მორჩი! ახალგაზრდები ხართ და თქვენ კიდევ გეყოლებათ შვილები!

-დამცინი?-სიმწრით ჩაიცინა ნიკოლოზმა.-შენ გგონია აივი მაპატიებს? არასდროს მაპატიებს და ჩემს გვერდით მითუმეტეს არ გაჩერდება! ვერ ხედავ, ის ბავშვიც კი, რომელიც ალბათ აღარაც არსეობს ძალადობის მსხვერპლი იყო! აივი ჩემთან თავი ნებით არ დაწოლილა, მე მასზე ძალა ვიხმარე და ახლა... ახლა მე თავს ვერ ვპატიობ, მაგრამ აივმა მაპატია! ხვდები, რამდენად კრისტალურია? გულუბრყვილო, გულჩვილი... განსხვავებყლი გარეგნობითა და აზროვნებით. გარეგნულად ძლიერი, შინაგანად იმდენად სათუთი, რომ ოდნავ შეხებაზეც ზედმეტად რეაგირებს!

-შეგიყვარდა!-განაჩენი გამოუტანა მამამ.

-თანაც როგორ!-ამ ორად-ორ სიტყვას ამოაყოლა შერჩენილი ენერგია.-ახლა ვხვდები, რომ თამთას სიყყვარული მინიმუმი იყო იმისა, რაც მე შემიძლია!

-ძლიერი გრძნობაა სიყვარული!-მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა.-და შენ თუ იბრძოლებ მის პატიებასაც და სიყვარულსაც მოიპოვებ! არაფრის დიდებით არ დაუშვა, რომ დაკარგო! იბრძოლე სისხლის ფასად, რომ შეინარჩუნო!

-თურმე როგორ მჭირდებოდი ეს წლები..-ამოიგმინა ნიკოლოზმა და თვალებში მტკივნეული სინანული ჩაუდგა.

-მთავარია ახლა შენთან ვარ!-გადაეხვია შვილს და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს მოოკვეთილი სხეულისა და სულის ნაწილები დაუბრუნეს...-მაგრამ ამაზე ვილაპარაკებთ! უბრალოდ, ახლა არა...

საოპერაციოდან გამოსული ექიმი დაინახეს, რომელსაც ელენე და მადი ტირილით შეხვდნენ. მან რაღაც უთხრა და გაეცალა, რის შემდეგაც გული უარესად ამოუჯდათ მათ. ის პაწაწინა იმედი, რომ ბავშვსაც გადაარჩენდნენ სულ გაუქრა და ემოციები ძლიერად მოაწვა.

ერთ-ერთს შეუძლია ნახოს...-ამოიგმინა ელენემ.-მიდი!-ხელით უბიძგა ნიკოლოზს და ისიც მორჩილად დაყვა. მართალია ესიკვდილებოდა ახლა იქ შესვლა, თუმცა მაინც ტკივილამდე უნდოდა აივის ნახვა...

გაუბედავი ნაბიჯებით შევიდა პალატაში და როგორც კი მძინარე აივი დაინახა, გულზე ოდნავ მოეშვა. სკამი დაითრია და მის საწოლთან ჩამოჯდა. ისეთი ლამაზი და უბრალო იყო გოგო, რომ სინაზის გრძნობა თავისთავად დაეუფლა. უყურებდა მძინარე ანგელოზს, რომელსაც წითური კულულები უწესრიგოდ დაყროდა, პატარა ცხვირი და ლამაზი ტუჩები მედიდურად დასკუპებოდა პატარა სახეზე და მშვიდად სუნთქავდა. ტანი ნელ-ნელა აუდ-ჩაუდიოდა და თითქოს რაღაც აკლდა. ნიკოლოზმა ყბა ნერვიულად მოისრისა, როცამიხვდა რა აკლდა გოგოს. მის სხეულში აღარ სცემდა მეორე გული და არ ცოცხლობდა მეორე სიცოცხლე. აივს აღარ მოუწევდა ერთის მაგივრად, ორისთვის ჭამა, აღარ შეაწუხებდა ტოქსიკოზი, ალბათ აღარც ისეთი გულჩვილი იქნებოდა, აღარც პრეტენზიული და შეიძლება ნიკოლოზის გვერდით საერთოდ აღარც ყოფილიყო. ამის გაფიქრებაზე გული მოეწურა და მის ხელს ძალიან, ძალიან ნაზად შეეხო, თავის ხელებში მოიქცია და ლოყაზე ნელა გადაისვა. მისმა ასეთმა შეხებამაც აუწერელი სიამოვნება მიანიჭა და დარწმუნდა, რომ ეს ქალი თავდავიწყებით უყვარდა.

იცოდა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად იმოქმედებდა აივზე, ამიტომ ყყველაფერზე იყო წამსველელი, ოღონდ მისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა. არ იცოდა რას ეტყოდა, როცა გაიღვიძებდა, მაგრამ იცოდა, რომ გვერდიდან არ მოშორდებოდა. იცოდა, რომ უფლებას არ მისცემდა ტკივილთან მარტო ებრძოლა.

მისი ხელები ტუჩებთან მიიტანა და თითქმის შეუხებლად აკოცა, შემდეგ შუბლზე მიიდო და თვალები დახუჭა. იმდენად დიდმა სითბომ და სიყვარულმა დაიბუდა მასში, რომ ნებიერად გაიტრუნა. ოდნავი გატოკება კი იგრძნო, მაგრამ იფიქრა ემოციების ბრალიაო და ყურადღება არ მიაქცია. მერე ისევ შეირხა აივის სხეული და უცნაური ზმუილიც ამოუშვა. თვალები სწრაფად ჭყიტა ნიკოლოზმა, მისი ხელი შუბლიდან მოიცილა, თუმცა ხელი არ შეუშვია. გოგოს აშკარად ტკივილი აწუხებდა და ჯერ კიდევ ბურანში მყოფი უშნოდ მანჭავდა სახეს.

-როგორ ხარ? - ცალი, ოდნავ გრილი ხელით გადაუწია შუბლიდან თმა და სევდიანად გაუღიმა.

-თავი მისკდება! - ამოიკრუსუნა გოგომ და წამოჯდომა სცადა, თუმცა ნიკამ არ დააცალა და ხელით საწოლზე დააბრუნა.

-ანესტეზიის ბრალია. - ხელზე აკოცა ნიკამ.

-ანესთეზიის? ნიკა, რა მოხდა? - ხმა გაებზარა და მთელი სხეული დაეჭიმა.

-დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! - ხელზე კოცნას არ წყვეტდა ბიჭი.

-ნიკა, მითხარი! მითხარი, როგორაა ბავშვი? მითხარი, რომ უვნებელია! - ცრემლებ ჩამდგარი თვალებით უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა აივი და ერთიანად კანკალებდა. - მითხარი, მითხარი რა! მითხარი, რომ არაფერი მოსვლია! მითხარი, რომ რამდენიმე თვეში უვნებელი დაიბადება!

-წყნარად საყვარელო... - ხელი ხელზე ძლიერად მოუჭირა და შუბლზე დააკვდა. - ყველაფერი კარგად იქნება! აი, ნახავ!

-ნიკა, რა იქნება კარგად? - ბოლო ხმაზე იღრიალა და თავზე ცუნამივით დამტყდარი ცრემლების გამო ხმა ჩაეხლიჩა. გაღვიძების თანავე იგრძნო სხეული არაბუნებრივი სიმძიმე, მაგრამ ცუდი ფიქრები მაშინვე უკუაგდო. მის საწოლთან ჩამომჯდარი ნიკოლოზიც ეუცნაურა, რომელსაც მისი ხელი შუბლზე მიედო და არეულად სუნთქავდა, თუმცა ბოლო იმედებს ძლირად მოეჭიდა და გამაგრდა. - ის... ის აღარაა? ნიკოლოზ, ბავშვი დავკარგე? მითხარი, რომ ასე არ არის! მითხარი, რომ ვცდები და სიზმარში ვარ! საშინელ კოშმარში, სადაც ეს ყველაფერი მელანდება!

-გთხოვ, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება! დაწყნარდი, გთხოვ! - შეევედრა ნიკოლოზი, მაგრამ ქალი უკვე გულამოსკვნილი ტიროდა.

-როგორ? როგორ მოხდა ეს? ნიკოლოზ, გთხოვ მითხარი, რომ სიცრუეა ეს ყველაფერი! - უკვე გაფუჭებული მაგნიტოფონივით ერთი და იგივეს იმეორებდა და არაადამიანური ხმით ყვიროდა.

-მაპატიე, ჩემო სიცოცხლე, მაპატიე! - თვალები მწველმა სითხემ დაუგუბა ბიჭს. - აღარაა! ბავშვი დაკარგე, მაგრამ არ ინერვიულო, ესეც გაივლის! ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ერთად მოვერევით ამას!

-არა! - იღრიალა გოგომ. - ოღონდ ჩემი პატარა არა! შუძლებელია ეს მომხდარიყო! ის ცოცხალი იყო! ნიკო, შენ ხომ იცი რომ ცოცხალი იყო? გახსოვს როგორ მირტყამდა ხოლმე მუცელზე თავის პაწაწინა ფეხებს? როგორ რეაგირებდა შენს საუბარსა და სიტყვებზე? ხომ გახსოვს? შეუძლებელია, შეუძლებელი! - უკვე თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ამბობდა... ამბობდა კი არა, განწირული ხმით ღრიალებდა. ასექტური მდგომარეობა ძლიერად დაეჯახა მის სულსა და გონებას და ყველაფერი გადაუტრიალა. ვერ გააცნობიერა, ვერ დაუშვა შვილის დაკარგვა. თავს უფლებას ვერ აძლევდა, რომ მისი სიკვდილი დაეჯერებინა. მას ხომ არ უნდოდა ამის დაჯერება... ხედავდა ნიკოლოზის მდგომარეობას და ხვდებოდა, რომ ეს ნამდვილად მოხდა... იმასაც ხვდებოდა, რომ თავისი მდგომარეობით უარესად ამძიმებდა ნიკას, მაგრამ ვერ ზომავდა თავის საქციელს. ვერანაირად ვერ შეძლო სულის კივილის ჩაწყნარება, რომელიც რეალობაში გადმოიტანა.

-ჩემო საყვარელო... ჩემო ტკბილო... დამშვიდდი გთხოვ! - უდიდესი ტკივილით უმეორებდა ნიკოლოზი და თავზე ხელს მონოტონურად უსმევდა.

პალატაი ექიმები შემოიჭრნენ და პაციენტს ნიკოლოზის სხეული მოაშორეს. იქვე კედელთან მოწყვეტით ჩაიკეცა ნიკოლოზი და ცრემლებს გასაქანი მისცა. იჯდა და ლაჩრულად ტიროდა, თუმცა ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა. იყო დრო, როცა ტირილი კაცის შესაფერისად არ მიაჩნდა და ქალაჩუნობასაც უკავშირებდა, თუმცა ახლა მისთვის სულ ერთი იყო და ალბათ ოდესმე იმასაც გაიაზრებდა, რომ ტირილი ჩვეულებრივი მოვლენაა. ტირილი ადამიანის შესაძლებლობებიდან ერთ-ერთია და არ აქვს მნიშვნელობა ქალი იტირებს თუ კაცი... ცრემლები გრძნობებს და ემოციებ უკეთესად გამოხატავენ და სულ გვიწმინდავენ...

პაციენტს მოშორებულმა ერთ-ერთმა ექიმმა დამაიმედებლად და სევდიანად გაუღიმა, ანიშნა დარჩენილიყო და პალატა დატოვა. ისიც ნელი მოძრაობით წამოდგა, ცრემლები უხეში ხელისგულებით მოიწწმინდა და საწოლისკენ დაიძრა, სადაც აივს ნელ-ნელა ებლიტებოდა თვალები დამაწყნარებლის ზეგავლენით.

-დარჩი რა! - უკანასკნელი ძალებით ამოილაპარაკა გოგომ და ბიჭისკენ ხელი გაიშვირა. - ნუ დამტოვებ ამ ყველაფერთან მარტო!

-მთავარია შენ არ მიმატოვო... არადროს! - ხელი ჩასჭიდა ბიჭმა და უკვე ჩაძინებულ გოგოს შუბლზე ცრემლებით სველი ტუჩები მიაწება. რამდენიმე წამი აკვირდებოდა მის აწ უკვე მშვიდ სახეს და გული მტკივნეულად ეჩხვლიტებოდა. თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, მერე კი გვერდით მიუწვა და ხელები ნელა მოხვია სუსტ სხეულს, რომელიც ბოლო რამდენიმე საათში თითქოს საერთოდ გაძვალტყავებულიყო...

888

ორი კვირა და სამი დღე გავიდა რაც აივმა ბავშვი დაკარგა. ერთი წამით არ განელებია ტკივილი... ერთი წამით არ მოშვებია გულზე... ერთი წამით არ უგრძნია თავი მშვიდად და თავისუფლად... სულ ოთახშია ჩაკეტილი და დღეებს ტირილში ატარებს. ვარაუდით უვლის თავს და რობოტივით დადის ოთახიდან სააბაზანოში, სააბაზანოდან ოთახში და ასე... გულს უარესად ტკენს ნიკოლოზის სევდიანი თვალები, რომმლებშიც უსაზღვრო ტკივილს, სითბოს და ყურადღებას ხედავს, მაგრამ ვერაფერს აკეთებს მის დასამშვიდებლად. ხედავს როგორ იტანჯება ბიჭი და მაინც ჯიუტად ზრუნავს აივზე. ყველაფერს აკეთებს, რომ გოგომ თავი კარგად იგრძნოს... დაცულად და თავისუფლად... თავზე ევლება, წამით არ ტოვებს მარტო! მასთან ერთად იძინებს, მასთან ერთად იღვიძებს, მასთან ერთად ჭამს, სვამს, განიცდის... აივიც ყველანაირად ცდილობს სისუსტე არ დაანახოს და უფრო არ ატკინოს, მაგრამ არ გამოსდის. როგორც კი ბავშვი ახსენდება ისტერიკული ტირილი უტყდება, ეს კი დღეში 23 საათის განმავლობაში ხდება.

ოჯახის სხვა წევრების დანახვაზე საერთოდ უკვდება გული. დემეტრესა და ელენეს თვალებში იმ ყველაფერს ხედავს, რაც ყოველთვის უნდოდა დაენახა საკუთარი მშობლების თვალებში, რომლებმაც თორმეტი წლის ასაკში მიატოვეს. კაცმა არ იცის რა მოეპრიამათ, მაგრამ აივი ბავშვთა სახლში დატოვეს და თვითონ წავიდნენ... ღმერთმა იცის სად.

მადისა და იოანეს აცრემლებულ თვალებსაც ყოველდღე აწყდება და ცდილობს თავი აარიდოს, რადგან სხვანაირად უარესად გახდება... თვითონაც და ისინიც...

ნინაკა და ეკაკოც ხშირად მოდიან, მაგრამ ვერანაირად ეკონტაქტება... ვერ ძლებს მათ სიახლოვეს და ისევ ტირილი უვარდება.

ბიჭებიც ხშირად მოდიან და სხვებიც მათი საახლობლოდან, მაგრამ მათთანაც არაფერი გამოსდის...

მხოლოდ ნიკოლოზთან გრძნობს თავს დაცულად... ისიც მხოლოდ დაცულად... მართალია ვერ მშვიდდება და ტკივილი არ უმსუბუქდება, მაგრამ დაცულია.

ისევ აუწერელ ტკივილს აყენებს მის თვალებში ჩამდგარი სევდა და ამას კი ვეღარ უძლებს. ვერ დაუშვებს, რომ მისი უბედურების მიზეზი იყოს, რადგან ამისთვის ვერ იმეტებს. უნდა ხედავდეს ბედნიერს თავის ოჯახთან ერთად... ძლივს ამოვიდა წუმპიდან და შეიცვალა, თუმცა რა? პირდაპირ უდიდეს ტკივილს დაეჯახა და ცხოვრებით ვერ გაიხარა... მორჩა, გადაწყვეტილება მიღებული აქვს! შემოვა ნიკოლოზი და ყველაფერს ეტყვის!

ნიკოლოზმაც არ დააყოვნა და რამდენიმე წუთში მასთან სინით ხელში შევიდა, კარი კი ფეხით მიიკეტა. საწოლზე წამომჯდარი და არამტირალი აივის დანახვისას გულში სიხარული აუბუყბუყდა, თუმცა მალევე გაუნელდა, როცა გოოგს სერიოზულ და საქმიან გამოხედვას წააწყდა.

-ხდება რამე? - შეპარვით იკითხა და სინი ტუმბოზე დადო, თვითონ კი საწოლთან ჩამოუჯდა.

-უნდა ვილაპარაკოთ! - იმდენად მტკივნეულად წარმოსთქვა ეს ორი სიტყვა, რომ ორივეს ძლიერად ეტკინათ.

-სერიოზულია რამე? - დაიძაბა ნიკოლოზი.

-ვერც კი წარმოიდგენ როგორ... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის!

-რაც შენთვისაა სერიოზული, ის ჩემთვისაცაა.

-ნიკო, უნდა წავიდე! - თითქმის მტკიცედ თქვა აივმა და თავი დახარა.

-რას ქვია უნდა წახვიდე? - დაიბნა ყიფიანი. - სად უნდა წახვიდე? გინდა წაგიყვანო? გამოგყვები, ახლავე?

-არა ნიკო, ვერ გამიგე... შენგან უნდა წავიდე!

-ისევ ვერ გავიგე! - ნერვიულად გაიცინა ნიკოლოზმა, ფეხზე წამოხტა, თმაში ხელი შეიცურა და გაუცნობირებლად, ძლიერად მოქაჩა.

-უნდა წავიდე! ასე აღარ შეიძლება! ცხოვრებას გინგრევ!

ამ სამმა წინადადებამ ტყვიასავით გაჭრა ჰაერი და პირდაპირ გულში მოხვდა ნიკოლოზს. რა სისულელეს ეუბნებოდა ეს გოგო? რა თქმა უნდა ვერსად წავიდოდა, ნიკოლოზი არ გაუშვებდა!!

როგორ უნდოდა, რომ ეს სიტყვები მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მაგრამ რეალობასთან ვერაფერს გახდა.

-არ წახვალ! არსად არ წახვალ! ვერ მიმატოვებ! - შემზარავად გაისმა მისი ადუღებული ხმა.

-შენ არ გესმის, ნიკო... - სევდიანად გაუღიმა აივმა. - უნდა წავიდე...

-რატომ გინდა წასვლა? - ხმა მომენტალურად გაუტყდა ნიკოლოზს და წყენით ჩაილაპარაკა.

-უბრალოდ, ასეა საჭირო... სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. - მხრები აიჩეჩა და შუბლი მოისრისა.

-ხო არა? ჩემზე მაინც არ ფიქრობ?

-შენზე რომ ვფიქრობ, სწორედ ამიტომ მივდივარ. ვეღარ ვხედავ ჩემს ადგილს შენ ცხოვრებაში. ისედაც ამდენი პრობლემა და ტკივილი მოგივლინე.

-მე არ მინდა, რომ წახვიდე...

-ნიკოლოზ, ჩვენ თავიდანვე იძულებით ვიყავით ერთად, ბავშვის გამო... - ხმა ჩაეხლიწა და ცრემლები თავისთავად დაედინა ღაწვებზე. - ახლა კი ბავშვი აღარ არის... სინდისის ქენჯნა და მოვალეობის გრძნობა არ გასვენებს ახლა, მაგრამ ნახავ დრო გავა და ესეც გაივლის. იპოვი ნამდვილ სიყვარულს და ბევრი შვილიც გეყოლება.

-მე უკვე ვიპოვე ის! - თვალები დახუჭა და თმა კინაღამ მოიგლიჯა. - არავინ და არაფერი არ მინდა, თუ შენ არ იქნები! არავის შვილი არ მჭირდება, მხოლოდ შენი! ჩემი და შენი... ჩვენი!

-ნიკოლოზ, შენ ახლა სიყვარულს მიხსნი?

-არ ვიცი რას ვაკეთებ, მაგრამ შეიგნე რასაც გეუბნები! - გაღიზიანებულმა დააკვესა თვალები.

-ეს ორი ერთმანეთის უკუპროპორციულია.

-არ მაინტერესებს! არაფერი არ მაინტერესებს! არც გაცვეთილი სიტყვები მინდა და არც ბანალურად მტკივნეული არსებობა მჭირდება! მარტო შენ! შენ და შენი თვალები მჭირდებით! შეიგნე!

-ნიკოლოზ, ნიკოლოზ... - თავი დანანებით გააქნია გოგომ. - უცნაურ რაღაცას ვგრძნობ შენდამი! უშენოდ ვერ ვძლებ, მაგრამ შენთან ერთადაც ვერ ვჩერდები... ორი აივია ჩემში და ერთმანეთს ებრძვის...

-ერთად დავამარცხოთ მეორე აივი და ყველაფერი მოგვარდება!

-ეს არ იქნება ადვილი და მე ვერ გავუმკლავდები... შევეწირები... მაპატიე!

ნიკოლოზის ყელში უამრავი გრძნობა გაიჭედა, ბრაზი, გაღიზიანება, წყენა, სინანულლი, სითბო, სიყვარული, დანაშაულის გრძნობა...

აივი ძალიან ნელა წამოდგა საწოლიდან და ბიჭს ფეხის წვერებზე შემდგარი მიუახლოვდა. მის მრავლის მთქმელ და თან არაფრის მთქმელ თვალებზე ოდნავ გაეღიმა და მათ შორის დარჩენილი მანძილიც ნელა დაფარა. თავისზე მაღალ სხეულს ქვემოდან ახედა, რომელიც ზემოდან დაშტერებოდა გაყინული და მძიმედ სუნთქავდა. ძალიან ნაზად შეეხო სახეზე და ხელებში მოიქცია. მის თვალებში ატეხილ აურრზაურში ჩაიძირა და მძაფრად იგრძნო ნიკოლოზის ემოციები. შუბლი ტუჩებზე მიადო და წამით გაინაბა. მის დაუკითხავად მოსწყდა თვალებს ცრემლები და გული აუფრიალდა. როგორ უჭირდა... ო, როგორ უჭირდა მისი დატოვება!..

-მხოლოდ ერთი სურვილი შემისრულე... - არ განძრეულა, ისე სთხოვა.

-ნებისმიერი... - ტუჩები არ მოუშორებია ისე დასჩურჩულა შუბლზე და მსუბუქი ამბორიც მიაყოლა.

-არ შეიცვალო! არ დააბრუნო ის ნიკოლოზი, რომელიც სამი წლის განმავლობაში არსებობდა! დარჩი ისეთი როგორიც ხარ და როგორიც შენი ცხოვრების ერთი მესამედი იყავი! - გოგონამ თავი ასწია და ჩასისხლიანებულ თვალებში ჩააშტერდა.

-გპირდები! - მტკიცედ თქვა ბიჭმა და თმაზე წაეთამაშა.

-დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ! - ტუჩებზე დასჩურჩულა გოგომ და ცრემლებს ისევ ვერაფერი მოუხერხა. ცრემლებით დასველებული ტუჩებით დააკვდა ნიკოლოზის ტუჩებს და კოცნაში აიყოლა. მთელი გრძნობით, მონდომებითა და ვნებით კოცნიდნენ ერთმანეთს და არაფერზე ფიქრობდნენ იმ მომენტის გარდა. მათ კოცნას მარილისა და კიდევ რაღაც უცნაურის გემო ჰქონდა... ძლიერი ტკივილისა და უდრეკი გრძნობის!

ესეც გამოსამშვიდობებელი კოცნა.

888

აივის წასვლამ დიდი დაღი დაასვა როგორც ნიკოლოზს, ასევე მის გარშემო მყოფებთაც. აივის გარეშე თითქოს სახლი დაცარიელდა და ღიმილიც აღარ იყო ისეთი გულწრფელი.

ელენე აივზე და მის მდგომარეობაზე ფიქრობდა. სულ ნერვიულობდა რამე ხომ არ უჭირდა...

მადიმ მისი სახით და დაკარგა და ვერ ეჩვეოდა სახლს მის გარეშე. მალულად ნახულობდა ხოლმე, მაგრამ თავადაც არ იცოდა, რატომ მალულად.

იოანემ უფროსი მეგობარი დაკარგა, რომელიც ყველაფერში სრულფასოვნად უგებდა. მათი ტკივილი და სადარდებელი ძალლიან ჰგავდა ერთმანეთს. ამავ დროულად ის არასდროს აგრძნობინებდა თავს პატარად და ისე ექცეოდა როგორც თანასწორს.

დემეტრე თავის შვილი ტკივილი უფრო სტკიოდა, ვიდრე ყველასი ერთად აღებული. ხედავდა, როგორ იტანჯებოდა ნიკოლოზი და ვერაფერს აკეთებდა. უნდოდა რამით ენუგეშებინა, თუმცა ხვდებოდა და იცოდა, რომ სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის წამალი არ არსებობდა. მასაც ენატრებოდა წითური, ჰეტეროქრომიით დაავადებული გოგონა, თუმცა როცა შვილის თვალებს უყურებდა, მომენტალურად მოსდიოდა მასზე გული.

ნიკოლოზი დაპირებისამებრ არ შეცვლილა. დარჩა ის რაც იყო ახლა და სამი წლის უკან. წამალი საერთოდ გადააგდო და სიგარეტზეც კი თქვა უარი. ისეთი მხიარული ვერ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცდილობდა ხშირად გაეღიმა და რაც მთავარია, გულწრფელად. ისევ სტკიოდა აივი და უიმისობა, მაგრამ მთელი არებით ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო. ცდილობდა თავი დაეტვირთა და აივზე ფიქრები გაეფანტა, თუმცა ეს რამდენად გამოსდიოდა არ ვიცი.

ყოველ დილით ადრე იღვიძებდა, სავარჯიშოდ გადიოდა და რამდენიმე საათი შეუჩერებლად დარბოდა. სახლში დაბრუნებული ხაპს იღებდა, საუზმობდა და ახლად ნაშოვ სამსახურში მიდიოდა, სადაც ნამდვილად ვერ იცლიდა ფიქრისთვის, რადგან აუარებელი საქმე ჰქონდა. შინ გვიან ბრუნდებოდა და მაშინვე იძინებდა... და ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

შაბათ-კვირას სპორტ დარბაზში დადიოდა და კვლავ ბევრს ვარჯიშობდა. ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად ნახულობდა ბიჭებს და მათთან ერთად ცდილობდა მდგომარეობიდან გამოსვლას. მათში პოულობდა ხსნასა და შვებას. მათთან არასდროს ერიდებოდა აივვზ ლაპარაკ და ყოველთვის იცლებოდა ემოციებისგან. ისინიც ყოველთვის ბოლომდე უსმენდნენ და რჩევებს არ იშურებდნენ. აი, ნიკოლოზი კი ვერ მიყვებოდა მათ რჩევებს, რადგან მათში ყოველთვის ჩანდა ბრძოლა და უდიდესი ნაბიჯის გადადგმა აივისკენ, რაც ძალიან აშინებდა მას. ბიჭები რამდენჯერმე იყვნენ აივთან და ნახეს როგორ იყო. გოგო ერთი შეხედვით ისევ უდარდელი იყო, თუმცა მჭევრმეტყველი ვეკოს თვალს არ გამოპარვია მისი ჩამქვრალი და გაუფერულებული თვალები.

ამ დროს აივი ისევ გლოვობდა დაკარგულ შვილსა და ნიკოლოზის სევდიან თვალებს. ენატრებოდა, როგორ არ ენატრებოდა, მაგამ უკან დახევას ნამდვილად აღარ ჰქონდა აზრი.

რაღაც პერიოდი ჩაიკეტა, დროს ისევ ტირილში ატარებდა, მაგრამ მერე ეკაკომ და ნინაკამ აღარ დააცადეს. ათასი ხერხითა და გეგმით დაესხნენ თავს და დაქალის მობრუნებას შეუდგნენ. ნელ-ნელა აივიც გამოვიდა მდგომარეობიდან და მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ეკაკოს ძმის დახმარებით სამსახური იშოვა, მანც დაიწყო ვარჯიში და ჯანსაღი კვება. ისედაც სუსტი სულ ჩამომხმარიყო და ძალები აღდგენა ესაჭიროებოდა. მასაც აღარ რჩებოდა დრო ნიკოლოზზე ეფიქრა, თუმცა დაქალებთან ისიც გულახდილად საუბრობდა და თითქმის იგივე რჩევებს იღებდა, რასაც ნიკოლოზი ძმაკაცებისგან. რა თქმა უნდა, არც ის უჯერებდა და ყველაფერს ისევ გულში იკლავდა.

888

"დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ..." აივი მართალი გამოდგა და ცხოვრება თითქოს რიტმში ჩადგა. ორ წელიწად-ნახევარი გავიდა მათი ბოლო შეხვედრიდან დაა ახლა თითქოს ორივეს შემსუბუქებოდა არსებობა. აღარ გლოვობდნენ ყოველდღიურად, უკვე ხშირად იღიმოდნენ და გულწრფელადაც. თითქოს თავიდან დაიბადნენ და ცხოვრება ძველებურად განაგრძეს. უშუალოები და გულთბილები გახდნენ. თითქოს ერთმანეთიც დაივიწყეს, მაგრამ ღამით, მაშინ როცა სულ რამდენიმე წუთით ვრჩებით საკუთარ თავთან სრულიად მარტო, ახსენდებოდათ ერთმანთი... ერთმანეთის ღიმილი, გამოხედვა, ჩახუტება... ახსენდებოდათ და თავისდაუნებურად ეღიმებოდათ. ერთმანეთს შორიდან უღიმოდნენ და ამ ღიმილში აქსოვდნენ მთელ ტკივილსა და მონატრებას. დილით ისევ გრძელდებოდა რუტინული ცხოვრება და ორივე თავდავიწყებით ეშვებოდა მასში.

ბევრჯერ დაფიქრებულან იმაზე, რომ მისულიყვნენ ერთმანეთთან და ყველაფერი თავიდან დაეწყოთ, თუმცა არც ერთს არ ყოფნიდა ამის ძალა და გამბედაობა. სიმწრით ეცინებოდათ და ცხოვრების რიტმს უბრუნდებოდნენ...

888

ნიკოლოზი.

შაბათი დღე იყო. ნიკოლოზ ყიფიანი მისაღებში სავარძელში იჯდა და რაღაცაზე ჩაფიქრებულიყო. საძინებლიდან ფრატუნითა და თმის ქექვით გამოვიდა იოანე ყიფიანი, რომელიც მალე ცამეტი წლის ხდებოდა.

-მუაააააჰ! - ხმამაღლა დაამთქნარა და გაიზმორა. - ვა ნიკა, რა გინდა ამ დროს სახლში? - გაუკვირდა ბიჭს.

-შაბათია, იო. - გაუღიმა ფიქრებიდან და მზერა მასზე გადაიტანა. - ბალიშ აფეთქებულს გავხარ. - სიცილი ვერ შეიკავა მან.

-აუ, მე კიდე კარგად ვარ კაცო! - ხელი ჩაიქნია იოანემ და მასაც გაეცინა. - და შენ რაზე ჩაფიქრებულხარ, ტარიელ?

-რაო ბიჭი, "ვეფხისტყაოსანი" ვისწავლეთო? - დასცინა ძმას.

-აუ, არ გამახსენო რა! - ტუჩი აიბზუა ბიჭმა. - არ ეზარებოდა მაინც შოთიკოს ამხელა რაღაცას რომ წერდა?!

-კარგი იო, არ შეიძლება მასე! - ხმა დაისერიოზულა ნიკოლოზმა.

-კარგი ხო... და შენ რაზე ფიქრობდი?

-არაფერზე.

-აივზე ხო? - იმდენად შეაცბუნა ძმის კითხვამ, რომ ადგილზე მიყინული შებრუნდა მისკენ. - ნუ მიყურებ მასეთი სახით, მეც ძალიან მენატრება. - დასერიოზულდა და დასევდიანდა ბიჭი.

-მე მენატრება? - თავი გაისულელა ნიკამ.

-შენ ყველაზე მეტად გენატრება და ნუ უარყოფ ახლა რა! - ხელი ჩაიქნია მან.

-შენ ბიჭი, როდის გაიზარდე? - სასაცილოდ მოჭუტა თვალები და ძმა ეჭვით აათვალიერა.

-მაშინ პირველად რომ მომხვდა შენგან. - ხუმრობა სცადა, თუმცა მაშინვე იგრძნო, რამხელა ტკივილი გააღვიძა ორივეში. - მაპატიე... - თავი ჩახარა მან.

-არა იო, შენ მაპატიე! ამდენი რამ დაგიშავე და პატიება დღემდე არ მითხოვია! ყველაფერი მაპატიე, გთხოვ!

-მე მაშინ გაპატიე, აივმა რომ გაპატია! - ისევ სევდიანად გაუღიმა.

-აივი... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ჩაფიქრდა.

-როდემდე უნდა იყო ასე? თითქმის სამი წელი გავიდა და შენ ისევ... უბრალოდ, მიდი და დაელაპარაკე რა! იქნებ ისიც შენ დღეშია?!

-არა იო, არ გინდა რა! - შეემუდარა ძმას. - კარგი, წავედი ახლა სპორტდარბაზში. ჭკვიანად! - თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა.

აივი.

-რა მოუვიდა? - აღშფოთებულმა ჩაყვირა მობილურში ვიღაცას. - რა ქვია დაიწვა? როგორ? კარგი ხო, მაგრამ ახლა მე რა ვქნა? როდის გააკეთებენ? სად? მოსკოვის პროსპექტზე? ააა, ხო ვიცი... კარგი, მადლობა. - ყურმილი დაკიდა და დოინჯშემოყრილი მიაჩერდა ნინაკას.

-რა მოხდა? - სერიოზულად იკითხა გოგომ.

-ჩემი სპორტ დარბაზი... ჩემი რა, სადაც დავდივარ რა... დაიწვა გოგო.

-როგორ? - გაიოცა.

-არ ვიცი, რაღაც დაირღვაო თუ რა ვიცი მე რა...

-ახლა სად წახვალ?

-თათამ მითხრა, მოსკოვის პროსპექტზეა კარგი დარბაზიო დ რა ვიცი, წავალ რა!

-კარგი ხო, მიდი... წავედი მე, დაჩის უნდა შევხვდე.

-უხ, როგორ მომწონს ეგ შენი დაჩი! - გაეღიმა აივს.

-დაჩისაც მოსწონხარ შენ და მეც ძალიან მომწონდა ნიკოლოზი! - ბოლო სიტყვებით თავისდაუნებურად ატკინა დაქალს, მაგრამ არც კი შეუმჩნევია ისე დატოვა სახლი. იცოდა, რომ მაზოლზე ფეხი უნდა დაეჭირა, რომ როგორმე აზრზე მოსულიყო ეს ქალბატონი...

 
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal | ტეგები: undefined, ნიკოლოზი
ნანახია: 2067 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar