ნიკოლოზი [4] დასასრული
12.03.2017, 13:40


888



მანქანა დარბაზთან ახლოს გააჩერა და გადმოვიდა. სპორტული ჩანთა საბარგულიდან ამოიღო და უაზრო ღიღინით დაიძრა დარბაზისკენ. იქ მისულს თავისი მეგობარი, ტრენერი, სიცილით შეხვდა და მიესალმა.

-რას შვრება დიდი ნიკოლოზ ყიფიანი?

-"ტოკავს ჯორი კუდივითა" - თქვა ეს და ორივენი ჩაბჟირდნენ.

-დღეს რაღაც კარგ ხასიათზე ჩანხარ... - შენიშნა ლადომ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.

-ხო, მეც შევამცნიე. - ღიმილით დაუდასტურა ნიკამ. - მგონია, რომ დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდება! - იმედიანად ჩაილაპარაკა მან.

-ოხ, ჩვენ ისეთი განსაკუთრებულობა გვეწვია აქ რომ... - ჩაიქირქილა ლადომ.

-შენ ხო არ იღლები რა! - ხელი ჩაიქნია ბიჭმა.

-არა, ის მართლა რაღაცნაირად განსხვავებულია... თან საჩემოც არაა რა! - ხელი დანანებით ჩაიქნია.

-აბა, დამანახე ერთი შენი განსაკუთრებულობა. - გაეცინა და დარბაზს თვალი მოავლო.

-აი, ისაა! - ხელი გაიშვირა ლადომ და ნიკოლოზმაც თვალი გააყოლა მის გაშვერილ ხელს. წამით გაშრა.

ეგონა ელანდებოდა რასაც ხედავდა... მაგრამ ყველაფერი ზედმეტად რეალური იყო მოლანდებისთვის... სარბენ ბილიკზე ჩამოსხმული ტანის პატრონი, წითური გოგონა დარბოდა, რომელსაც ცხენის კუდივით აწეული თმა რითმულად უქანავებდა. თვალებს შორიდან ვერ არჩევდა, მაგრამ შეეძლო დაეფიცა, რომ ახლა იქ... ის... ის იყო!

-აივი... - ამ ერთ სიტყვას ამოაყოლა თითქმის სამი წელი და ყველა იმ მომენტში დაუფლებული ემოცია, რომელმაც უცნაურად გაბერა ნიკოლოზი და თითქოს სულ მთლად აამჩატა და ააფარფატა.

მთელი ორ წელიწად-ნახევრის შიში და გაუბედაობა მოიკრიბა და გაბედული ნაბიჯებით წავიდა ოცნების ასახდენად. სარბენ ბილიკს მიუახლოვდა, გვერდით დაუდგა და ოდნავ ჩაახველა. ქალი არც შეშინებულა და არც გაჩერებულა, ისე გამოხედა. როცა ხმაურის წყაროდ ცალყბად მომღიმარი ნიკოლოზი დაინახა, გაშრა და ადგილზე შედგა. იმაზე არც უფიქრია, რომ ბილიკი ვერ გაჩერდებიდა თავისით და მალე დაბლა გაადენდა ზღართანს, რომ არა ნიკოლოზის სწრაფი რეაქცია. მის ხელებში გადაწოლილი გაინაბა და ეცადა გულის ცემა დაერეგულირებინა. ირივეს შეეძლო დაეფიცათ, რომ საკუთართან ერთად ერთმანეთის გულის ცემაც ესმოდათ. ეს შეხვედრა საუკუნო ოცნების ახდენას გავდა და არც ერთმა არ იცოდა, ამ შეხვედრით გამოწვეუილი ემოციები სად წაეღოთ. უხერხულად გაუღიმა აივმა და ოდნავ შეფართხალდა მის მკლავებში, მანაც ნელა წამოაყენა და მონატრებულ თვალებში ჩააკვდა.

-მეჩვენები თუ მართლა შენ ხარ? - გაეცინა უკვე დაქალებულ აივს.

-მე გახლავართ! - თეატრალურად დაუკრა თავი და გაეცინა. - როგორ ხარ?

-როგორც ხედავ, ნორმალურად! - ხელები გაშალა და უცნაურად გაეღიმა. - გეტყობა, რომ შენც კარგად ხარ...

-ხო, დანაკლისის მიუხედავად, მეც კარგად ვარ! - ორაზროვნად ჩაილაპარაკა.

-შენები? ძალიან მომენატრნენ ყველანი! - ნიკოლოზის "დანაკლისი" გაატარა აივმა.

-კარგია ჩვენგან ვინმე მაინც თუ მოგენატრა.

-ნიკოლოზ, ნუ ლაპარაკობ ასე!

-ხო კარგი, მათაც ძალიან მოენატრე.

-თავი ვერ მოვაბი, რომ მენახა ყველა.

-"ვერ" არა, "არ"! - სიმწრით გაეღიმა.

-მომწოლი გამხდარხარ! - გაეცინა. - სხვა, როგორ ხარ? რას საქმიანობ? ამ პერიოდში ალბათ ბევრი რამ შეიცვალა შენთანაც. - მათი საუბარი იმდენად ოფიციალური და უშინაარსო ჩანდა, რომ ორივეს სუნთქვა ეკვროდა.

-თუ ცოლს გულისხმობ, არ მომიყვანია! - ირონიული ღიმილი სტყორცნა. - გადატვირთული გრაფიკი მოდუნები საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ამაზე სხვა დროს...

-სხვა დროს? - თვალები დააწვრილა აივმა.

-ხო, აბა როგორ ფიქრობ, ძლივს მეღირსე და ახლა, შენი კიდევ ერთხელ ნახვის შანსს ხელიდან გავუშვებ?

-შენ თუ არა, იქნებ მე დავოჯახდი ამ დროში?

-ვიცი, რომ ასე არ არის, მაგრამ ასეც რომ იყოს, ნახვას და ძველი მეგორობის გახსენებას წინ რა უდგას?

-მეგობრობის... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა აივმა. - ხომ იცი, რომ...

-ყველაფერი ვიცი! დროებით! - საფეთქელთან მოწყვეტით აკოცა და დარბაზიდან ისე გავიდა, რომ ვარჯიშზე აღარც უფიქრია, მანქანაში ჩაჯდა და მობილური მოიმარჯვა.

-მამა, სად ხარ? - ჩასძახა, როგორც კი უპასუხეს.

-სამსახურში. მოხდა რამე?

-შაბათ-კვირას მუშაობა ვისღა გაუგია? - თავისთვის უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა და ბედნიერების ღიმილმა თავისთავად გადაურბინა სახეზე. - მოვდივარ, სალაპარაკო მაქვს! - ისე გათიშა, პასუხს არ დალოდებია.

თხუთმეტ წუთში მამამისის ოფისის კარი შეგლიჯა და წინ აქოშინებული დაუჯდა.

-მორბოდი ამხელა კაცი? - გაეცინა უფროს ყიფიანს. - დარბაზში არ უნდა იყო შენ ახლა?

-ვიყავი! - ამოთქვა ნიკოლოზმა.

-მოხდა რამე? -აფორიაქდა კაცი.

-უხ, თან ისეთი... - რატომ აწვალებდა მამამისს თვითონაც ვერ გაეგო, თუმცა ახლა ყვლაფერზე ხალისობდა. - ვიღაც ვნახე!

-ვიღაც ვინ? ამოღერღე, შე კაცო! - გაღიზიანდა ბატონი დემეტრე.

-აი, ვერც კი წარმოიდგენ! - აგრძელებდა ნიკა.

-რა იყო მამა, აივი ნახე? - გაეცინა კაცს.

-შენ რა იცი? - დაეჭვებულმა კითხა და თვალები დააწვრილა.

-მართლა აივი ნახე? - აღფრთოვანებული წამოჯდა სავარძელში.

-ხო... და როგორ მიხვდი შენ?

-რა ვიცი, ასეთ ემოციებში სხვა ვის ნახვას უნდა ჩაეგდე?! - მხრები აიჩეჩა.

-ხო, რა ვიცი... - მხრები აიჩეჩა და პატარა ბავშვივით გაიბუსხა.

-მოყვები რა მოხდა თუ სიტყვები ამოგგლიჯო?

-აა, ხო... - ისევ გამხიარულდა ნიკოლოზი. - მოკლედ, მივედი დარბაზი, ლადომ "განსაკუთრებულობა" გვყავს დღესო თუ რაღაც და მიმანიშნა წითურ გოოგზე, სარბენ ბილიკზე რო კუნტრუშებდა. რა დამემართა ვერ გეტყვი, როცა აივი ამოვიცანი. ისე გამიხარდა კინაღამ ბავშვივით დავიწყე ხტუნვა. ნუ, ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?! ხოდა, მივედი და... რო დამინახა, ბილიკზე გაჩერდა და დაეცემოდა, რომ არ დამეჭირა. ნუ, მოვიკითხე, შენები მომენატრნენო, უბრალოდ ვერ ვახერხებდიო, ისაო ესაო... ძალიან ოფიციალური დიალოგი გვქონდა და ამან გამაღიზიანა. მოკლედ, მივახვედრე, რომ კიდევ ვნახავდი და რაღაც და წამოვედი... მაშინვე შენ დაგირეკე და შენთან მოვედი! ახლა გისმენ!

-მე რას მისმენ? - სერიოზული სახით აიჩეჩა მხრები.

-რას ქვია რას გისმენ, მამა? მითხარი რამე! ან ეს, ან - ის!

-ისევ გიყვარს!

-რამე ახალი! - ხელი ჩაიქნია მან.

-იმას უყვარხარ თუ არა, ეგ არ ვიცით!

-მამა! - დაიბუზღუნა ნიკამ. - ნუ, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცას გრძნობს და თი არ გრძნობს, არც ეგაა პრობლება... იგრძნობს!

-და რას აპირებ? - გაუღიმა კაცმა.

-კიდევ ვნახავ!

-ჯობია ჯერ არ გამოჩნდე... აცადე მიღებული ემოციები გადახარშორს და ბოლომდე მიიღოს. ცოტა დაიკარგე და მერე ეფექტურად გამოჩნდი. თავი მოანატრე და...

-თითქმის სამი წელია არ ვუნახივარ და...

-გაჩერდი რა! თუ მანამდე რამეს გრძნობდა, ახლა გაიღვიძებს ყველაფერი მასში და ეს მონატრება უფრო მოუღებს ბოლოს, ვიდრე ის სამი წელი.

-და მე არ მინდა, რომ ბოლო მოუღოს რამემ. - პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა.

-შენ სასარგებლოდ და გადატანითი მნიშვნელობით! - გაუცინა კაცმა და ნიკოლოზსაც გაებადრა სახე.

-ა, ხო! ყველაზე მაგარი მამა ხარ, დემეტრე ყიფიანო! - ფეხზე წამოხტა. - ავალ, ბიჭებს ვნახავ ახლა!



888



-ნინაკა! - ბოლო ხმაზე ჩასძახა მობილურში, როცა სახლის კარი შეაღო და როგორც იქნა დაქალმაც უპასუხა.

-რა გაღრიალებს გოოგ, გამისკდა ბარაბანი!

-შენ და შენმა მაჩომ მაპატიეთ, ნეტაშებაში ხელის შეშლისთვის, მაგრამ ახლავე მჭირდები!

-მშვიდობა გაქვს, ადამიანო?

-მშვიდობა კი არა, მეტეორი დამეცა და სიკვდილს მიქადის! - თვითონაც ვერ ხვდებოდა, რა სისულელეს ბოდავდა.

-ხო ხარ ჯანმრთელად? - ყურმილში დაეჭვებული და გაკვირვებული ხმა გაისმა.

-თუ მალე არ მოხვალთ შენ და ეკაკო და გულს ვერ მოვიოხებ, განვუტევებ სულს და შეგრჩებათ ჯანმრთელი მკვდარი!

-ეს არაა ნორმალური! - აშკარად ვიღაცას გადაულაპარაკა ნინაკამ. ვიღაცას რა, თავის მაჩოს. - კარგი, დავურეკავ ეკჩოს და ამოვალთ!

-მალე! - უაზროდ უყვირა აივმა და დივანზე არაქათგამოცლილი მიესვენა. ჯერ ბოლომდე ისევ ვერ იაზრებდა მომხდარს. არ სჯეროდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ ასე შემთხვევით და უბრალოდ შეხვდა ნიკოლოზ ყიფიანი და მათ შორის ოფიციალური, თუმცა მაინც რაღაცნაირი დიალოგი შედგა. ეშინოდა, მოზღვავებული ემოციებისგან მალე არ გამსკდარიყო.



-კარგი ამბების სუნი მცემს! - ხელის გულიები ერთმანეთს გაუხახუნა ნინაკამ, როცა მათი შეხვედრის დეტალები გაარკკვია.

-კარგი ამბების კი არა, დამწვარი კვერცხის სუნი გცემს! - დაბღვერილ-გაღიმებულმა გადააქნია თავი ეკაკომ. - დაგეწვა, შე ჩერჩეტო!

-ვაიმე, ჩემი სიკვდილი! - ფეხზე ყვირილით წამოხტა ნინაკა და სამზარეულოში უკანალზე წიხლების რტყმით გავარდა,

-რა გავაკეთო? - საცოდავი ღიმილით შეხდა დაქალს აივმა.

-არაფერი, დაელოდე! - ფეხები ჟურნალის მაგიდაზე უდარდელად შემოაწყო ეკაკომ.

-დაველოდო და მერე?

-მერე ყველაფერს დრო გიჩვენებთ..

-ეკაკო, სამი წლის წინ ჩემი ფეხით წამოვედი მისგან და ახლა... ასე უბრალოდ...

-ნუ ჩერჩეტობ, თუ ჩემი ძმა ხარ რა! - ლავაშში გამოხვეული დამწვარი კვერცხითა და არაჟნით ხელში გამოვიდა ნინაკა. - ამდენი იტანჯეთ და ახლა ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდა... ბედისწერა ძვირფასო, ბე-დის-წე-რა!-დაუმარცვლა დაქალმა და უცნაური სენდვიჩი გემრიელად მოკბიჩა.

-ახლა მართლა მართალია ეს ჩერჩეტი! - დაუმოწმა ეკაკომ.

-ახლა ავფეთქდები! - შუბლი ნერვიულად მოისრისა აივმა.



888



ოთხი კვირა, მაშასადამე ერთი თვე გავიდა იმ დღიდან, რაც სპორტ დარბაზში ერთმანეთს შეხვდნენ და ორივემ მოსვენება დაკარგა. ნიკოლოზი მამის რჩევას მიყვებოდა და გამოჩენას აგვიანებდა. აივი კი უკვე რწმუნდებოდა, რომ ისიც დასრულდა რაც არც დაწყებულა და ნიკოლოზი აღარ გამოჩნდებოდა, აღარ ისურვებდა მის ნახვას და ა.შ.

ორივე ცალკ-ცალკე ბორგავდა და მოსვენებას ვერ პოულობდა. ალბათ ცოტაც და გაგიჟდებოდნენ.



888



-ნიკა, თავბრუ დამეხვა, გაჩერდი რა! - შეუბღვირა ვეკომ და საფეთქლები დაიზილა.

-არ შემიძლია, ვერ ვისვენებ! - სიარული არ შეუწყვეტია, ისე განაცხადა.

-აუ, უკვე ნერვებზე მოქმედებ და დატორმუზდი რა! - ძმაკაცს მხარი აუბა დემეტრემაც და იმ წამს სამზარეულოდან გამოსული ნინა ხელის ერთი მოსმით მოიქცია კალთაში, რომელსაც უკვე წელიწად-ნახევარი იყო რაც "ცოლი" ერქვა.

-რა სჭირს ამ ბედოვლათს? - სიცილით იკითხა გოგომ და ქმარს კისერზე მოხვია ხელები.

-შფოთავს, ვერ ხედავ? - უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა ვეკომ.

-მერედა რა აშფოთებს?

-რა კი არა, ვინ! - ლავიწთან ცხელი ტუჩები მიაწება დემეტრემ ცოლს.

-რაო, არაო აივმა? - ჩაეცინა გოგოს და ქმრის თმებში ხელი ახლართა.

-რაის არაო გოგო, მივიდა საერთოდ ეს? - მთლად გაღიზიანდა ვეკო.

-არა?! - არ დაიჯერა ნინამ. - რას ელოდები, ნიკა?

-რა ვიცი, მამაჩემმა ცოტა გვიან გამოჩნდიო... - უაზროდ მოყვა ლუღლუღს.

-რა ვეღარ გავიდა ეგ "ცოტა გვიან"? - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ქალმა. - ერთი თვე გავიდა შვილი, მოქმედების დროა!

-რა ვქნა? - იმედიანი თვალები მიაპყრო ნიკოლოზმა.

-წადი მასთან!

-ახლავე?

-ახლავე!

ნიკოლოზს ხმა აღარ ამოუღია. ერთი ძლიერად აკოცა რძალს და სახლიდან გავარდა...



დივანზე იჯდა აივი და უაზროდ გაეშტერებინა ერთი წერტილისთვის თვალი. ისეთი დაღლილი იყო ყველაფრით, რომ ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა. კარზე ზარის ხმაზე უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა და უხალისოდ წავიდა კარის გასაღებად. ასეთივე შემართებით გააღო კარიც და კარის ზღურბლზე მდგარ ნიკოლოზს არაფრის მთქმელი მზერა შეავლო. მართალია შინაგანად აფეთქდა, თუმცა გარეგნულად მაინც არ დაეტყო, რადგან ზედმეტად დიდი დაღი დაესვა გადატვირთულ გრაფიკს მისთვის. უსიტყვოდ გაეცალა და სახლში შეატარა მისი გადაღლილობის ერთ-ერთი მიზეზი.

-ცუდად გამოიყურები... ხდება რამე? - იმდენად მზრუნველი ხმა ჰქონდა ნიკოლოზს, რომ სითბო ბლანტად ჩაეღვარა გულში აივს, მაგრამ ის ლამაზი დღეები გაახსენდა, მასზე და თავიანთ პატარაზე რომ ზრუნავდა და გული მოეკუმშა.

-გადავიღალე... ძალიან გადავიღალე! - დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა და სავარძელზე ჩამოჯდა აივი.

-თვალებზე გეტყობა... გაცრეცილია...

-თვალები... დიდი სიმახინჯე... - ნერვიულად გაეცინა აივს და თვალები ორივე ხელით მოისრისა. - მტკივა ჩემი სიმახინჯეები.

-მასე ნუ ეძახი! - თითქოს მას შეეხნენო, ისე გაბრაზდა ნიკოლოზი.

-შენ უწოდე ასე... სამი წლის წინ... - მტკივნეულ მოგონებებს გაუღიმა აივმა.

-არ გინდა, გთხოვ! მაშინ უსასრულო ნაგავიც ვიყავი!

-აღარ ხარ? - პასუხი ხომ თვითონაც იცოდა, თუმცა თითქოს მის გამოწვევას ცდილობდაო.

-ნუ მიწვევ! მიდი საძინებელში და მოვალ მალე მეც...

-ბატონო? - ისეთი გაკვირვებული მზერა მიაპყრო აივმა, ავტორი რომ არ ვიყო, მეც კი გამიკვირდებოდა ნიკოლოზის ეს სიტყვები. კაცმა გულიანად გადაიხარხარა და ღიმილით დაააჩრედა აღშფოთებულ ქალს.

-დასვენება გჭირდება! დაწექი, ჩაის გაგიკეთებ და მოგიტან... - აუხსნა მან, თუმცა მის თვალებში ეჭვის სხივები რომ ვერ გააქრო, ხელები ასწია დანებების ნიშნად და სიცილით უთხრა. - და მერე წავალ!

აივსაც უაზროდ და უღონოდ გაეცინა და ნელა აზიდა სხეული, რომ საძინებლისკენ წასულიყო. ეს სიტუაცია იმდენად მისი იყო, რომ აღარ უნდოდა გაპროტესტება, უბრალოდ წამით დატკბობა არჩია.

რამდენიმე წუთში ლანგრით ხელში შემოვიდა ნიკოლოზი და კარი ფეხით მიხურა, როგორც ადრე. საწოლზე მიუჯდა ქალს, რომელსაც მალე ჩაეძინებოდა.

-დასვენების გზა გიპოვია, ამიტომ ახლა ესეც საკმარისია. - ლანგარი გვერდზე გადადო და მხოლოდ ჩაის საფენები დაიტოვა, რომელიც ნელი მოძრაობით დააფინა თვალებზე აივს. ქალს სიამოვნების წამოძახილი აღმოხდა და ღრმად ჩაისუნთქა.

-მადლობა... - ჩაილაპარაკა ჩურჩულით.

-ჩემს გარდა, ყველას შეგიძლია მადლობა გადაუხადო!

-რატომ ხარ აქ? - ისეთი წყვეტილი ხმით კითხა, რომ ნიკოლოზს გაეღიმა.

-ვეღარ დაველოდე "ცოტა გვიანის" გასვლას... - გაეღიმა.

-ვერ მივხვდი... - ამოიწუწუნა, თითქმის მძინარე აივმა.

-გაატარე! - ლოყაზე ხელით მიეფერა ნიკოლოზი.

-ნიკო...

-ხო...

-დარჩი რა! არ წახვიდე!

-თავი როგორღა შევიკავო?

-არ შეიკავო!

იგრძნო როგორ მოხსნეს თვალებიდან საფენები, თუმცა ვერც კი გაახილა. თითქოს გირები დაეწყოთ თითოეულზე. მალე ისიც იგრძნო, როგორ ჩაიზნიქა მის გვერდით საწოლი და სულ ოდნავ, შეძლებისდაგვარად ჩაეღიმა. ბედნიერებითა და ნიკოლოზის სურნელით გაიბერა და სასურველ სხეულზე აკრობილს ჩაეძინა.

ამის მიუხდავად, დილით მაინც მარტოს გაეღვიძა და ტუმბოზე ფურცლის ნაგლეჯზე "წერილის პროვოკაციაც" დახვდა წარწერით: "ისევ დავბრუნდები!"



888



-ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებ აქ? - სააბაზანოში, ნიჟარაზე დაყრდნობილი ბურტყუნებდა აივი და დაცვარულ შუბლს მალ-მალე იწმენდდა.

-ჩემს დაბადების დღეზე ხარ! - კარის ჩარჩოზე უკმაყოფილო გამომეტყველებით აყუდებულიყო იოანე.

-იო, მე უბრალოდ...

-ვიცი, რომ გიჭირს! ნიკოლოზი, ის პერიოდი და ყველაფერი, რაც ერთად გამოვიარეთ ყველამ, მაგრამ ეს შენი ქცევა ფარგლებს ცდება!

-იო, როდის გაიზრდე? - ნერვიულად გაეცინა აივს.

-ცოტა ხნის წინ, ნიკომაც ეგ მკითხა...

-ეჰ! მე ვარ ჩემი ყოფილი თითქმის ქმრის სახლში, საიდანაც სამი წლის წინ საკუთარი ნებით და დიდი ტკკვილით წამოვედი...

-მართალია, პარადოქსია! - გაეცინა იოანეს. - გამოდი მალე, თორემ შემოგაკითხავს მთელი "ყიფიანეთი"! - სააბაზანოდან გავიდა ბიჭი, აივმა კი საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ოდნავ ამოიზმუვლა.

-რა გინდა, რა გინდა? - მონოტონურად გაუმეორა საკუთარ თავს კითხვა, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა.

-იმედია, ის რაც მე! - ახლა ნიკოლოზი გამოეცხადა კარის ჩარჩოზე აყუდებული და ისევ ნერვიულად გაეცინა.

-და რა უნდა დიდ ნიკოლოზს? - სარკასტულად გადაიქნია თავი.

-შენ!

-და იმის იმედი გაქვს, რომ მეც "მე" მინდა?

-არა! იმედი მაქვს, რომ "მე" გინდა!

-ქარაგმები, ქარაგმები... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა.

-არანაირი ქარაგმები არაა! ვამბობ, რომ შენ მინდიხარ და სურვილს გამოვთქვამ, რომ შენ მე გინდოდე.

-შენ ვერ წარმოიდგენ რა სასაცილოდ ჟღერს შენი სიტყვები! - თმა უკან გადაიყარა და განსხვავებული თვალები მიანათა.

-ხო, შეიძლება! შენ კი ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხმობს შენი ფერადი თვალები!

-ესენი ბევრს უხმობენ, მაგრამ მთავარია ვინ მივა მათთან...

-წინააღმდეგი ხომ არ ხარ?! - წამის მეასედში აესვეტა წინ და ქუთუთოებზე ნაზად დაუსვა თითები.

-შენ მათთან მოხვედი. - ჩაეღიმა აივს.

-აი, მაშინ შევცდი, როცა მათგან წავედი!

-ახლა დარჩები?

-სამუდამოდ!

ცდუნებას ვერ გაუძლო ნიკოლოზ ყიფიანმა და მონატრებულ ბაგეებს გიჟივით დააცხრა. აივს თვალები არც გაუხელია ისე აყვა საშინლად სასიამოვნო პროცესში და სიამოვნების კვნესა ამოუშვა, როცა ნიკოლოზმა კბილებიც მოიშველია. გაუაზრებლად შემოაჭდო მკლავები კისერზე, თლილი თითები თმაში შეუცურა და ძლიერად მოქაჩა, რომ რაიმეზე კონცენტრირებულიყო და თავი ბოლომდე არ დაეკარგა.

აი, ნიკოლოზი კი მართლაც კარგავდა თავს და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ერთი უბრალო მოძრაობით შემოირტყა აივის ფეხები წელზე და კოცნა გააღრმავა. ხელები ძლერად მოუჭირა თეძოებზე და კედელს ააკრა. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა, ყელიდან მკერდზე.

-ნიკოლოზ... გაჩერდი... არ... შეიძლება... გეყოფა... - ვნებისგან გათანგული სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამდა აივი.

-არასდრო მეყოფა შენი ალერსი! - მტკიცედ განაცხადა ნიკოლოზმა და ისევ ტუჩებზე დააკვდა, რომ ხმის ამოღების საშუალება გაექრო.



888



-დაიფიცე, ჩემი თავი დაიფიცე! - გახევებული იდგა კარებში ნიკოლოზი და ყურებს არ უჯერებდა.

-შენ თავს ვფიცავარ! - ოდნავ გაბუტულმა ჩაილაპარაკა აივმა, მაგრამ მოზღვავებული ემოციების გამო ღიმილი მაინც ვერ დამალა.

-არ არსებობს! - ემოციებისგან შოკში იყო და ბოლომდე ვერ იაზრებდა ახალ ამბავს.

-არსებობს ნიკოლოზ, არსებობს! ნუ მაფიქრებინებ, რომ არ გაგიხარდა!

-შეცდომა ხომ დაუშვებელია? - დააიგნორა ცოლის სიტყვები.

-კი, შვიდნაირი ტესტი გავიკეთე და ყველამ დადებითი პასუხი აჩვენა, თან სიმპტომებიც მაქვს!

-ღმერთო ჩემო, არ მჯერა! - საოცრად შეცვლილი ხმით იღრიალა ნიკოლოზმა და ცოლი ააფრიალა. - არ მჯერა, რომ... ისევ... ჩვენ... ისევ... შვილი გვეყოლება, შვილი!

-ხო ნიკოლოზ, შვილი გვეყოლება! - თბილად მიეფერა სახეზე ქმარს და თვალები დაუკოცნა. - ჩვენი შვილი!



ცხოვრობდნენ ერთად, დიდხანს და ბედნიერად. უყვარდათ ერთმანეთოო - ერთმანეთზე მეტად!
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal | ტეგები: undefined, დასასრული, ნიკოლოზი
ნანახია: 2458 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
არც კი ვიცი მერამდენედ წავიკითხე , ძალიან მიყვარს ეს ისტორია უმაგრესი ხარ.
avatar