სტეფანი (1)
03.08.2016, 18:47
თავი პირველი.
-ეს მანქანა მიყვარს! - გაბრწყინებულმა გადავულაპარაკე ჩემ გვერდით მოკალათებულ ანრის და საჭეზე თითები ავათამაშე.
-იმედია, იმდენად არ გიყვარს, რომ რამეს შემოეხვევი მასთან ერთად! - თვალები დამიბრიალა და ღვედს ხელი ჩაავლო. ორმაგად კი არა, ასმაგად ბედნიერი ვიყავი. სასურველ უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი, მართვის მოწმობა ავიღე და მშობლებმა ყველაფრის წარმატებით დასრულების გამო საჩუქრად მანქანაც მიყიდეს. რაც მთავარია ბათუმს მოვშორდი და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოვემზადე. მიყვარდა ბათუმი, მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის ის იმ მოსაწყენ ადგილს წარმოადგენდა, სადაც თვრამეტი წელი რუტინულ ცხოვრებაში გავატარე, მეგობრების გარეშე. ამ წლების განმავლობაში ამ ქალაქიდან ერთხელაც არ გამიდგამს ფეხი, წარმოგიდგენიათ? ერთხელაც არ გავცდენილვარ მის საზღვრებს. არათუ ქვეყნის გარეთ, არამედ, მეზობელ ქალაქებშიც არასდროს ვყოფილვარ. არც კი ვიცი რატომ... ჩემი მშობლები იმერეთის ერთ-ერთი სოფლიდან არიან, თუმცა რაღაც პერიოდი თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მე დავიბადე და ერთ წელიწადში ბათუმს ესტუმრნენ მამას სამსახურის გამო, უნივერსიტეტის საბუთებიც იქ გადაიტანეს და ცხოვრება სულ მთლად ახალი ფურცლიდან დაიწყეს. წეღან ცოტა გავაბუქე, როცა ვთქვი, რომ ქალაქიდან ერთხელაც არ გავსულვარ, ექვს წლამდე ყველგან მატარებდნენ, სადაც მიდიოდნენ, მერე უკვე მე გამიჩნდა უკმაყოფილების გრძნობა და აღარსად მივყვებოდი. ბოლოს ისე მივეჩვიე ამ ჩაკეტილ ცხოვრებას, გადავიწყვიტე სრულწლოვანებამდე ამ ქალაქში დავრჩენილიყავი და მერე მარტო შევბრძოლებოდი ამ დაუნდობელ ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი ცოტა სხვანაირად მოხდა. მთლად ისე არა, როგორც ველოდი. ორი წლის რომ გავხდი, უკვე ტყუპი ძმა მყავდა, ანრი და ანდრეა, სამი წლისას უკვე მესამე ძმა, ზურა გვიმშვენებდა გვერდს. მერე ეტყობა შესვენება გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა და თხუთმეტი წლის ასაკში მეოთხე ძმაც მაჩუქეს, მამუკა, ტყუპები მაშინ ცამეტი წლის იყვნენ, ზურა კი თორმეტის. ასე აღმოვჩნდი სამი ძმით გარშემორტყმული, მუდამ უკმაყოფილო ქალბატონი სტეფანი. ანრი და ანდრეა ზედმეტად ჭკვიანები იყვნენ, მათთან თავს ყოველთვის სულელად ვგრძნობდი, თუმცა ეს ყველაფერი ხელს სულაც არ უშლიდათ მხიარულებასა და გართობაში. ხუთი წლის იყვნენ, როცა მშობლებმა სკოლაში შეიყვანეს, მეცხრე კლასში კი ორივემ ექსტერნი ჩააბარა და ასე აღმოჩნდნენ ჩემ კლასში, რაც თავიდან ცოტა მეუცნაურებოდა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს უკეთესიც იყო. ასე და ამგვარად ეროვნული გამოცდები ერთად ჩავაბარეთ და რა თქმა უნდა, სამივე სასურველ უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ. აქ გამოიდო თავი ზურამაც და თბილისში ჩვენთან ერთად მოინდომა გადმოსვლა, რასაც ცოტა ვიშვიში კი მოყვა დედასგან, თუმცა ბოლოს დათანხმდა და მისი საბუთები ერთ-ერთ სკოლაში გადაიტანა, რომელიც ჩემ უნივერსიტეტთან იყო ახლოს. ახლა სწორედ თბილისისკენ მივქროდი ჩემი ახალი მანქანით ჩემ ძვირფას ძმა ბიჭებთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი მასწავლიდა გზას, დანარჩენ ორს კი მკვდარივით ეძინა.
-ამათი შემყურე მემგონი მეც მალე ჩამეძინება და ხო შემცვლი? - აფერისტულად გავუღიმე ანრის და მანაც თავის ქნევით დამიდასტურა. - შენი აზრით გაგვიჭირდება ახალ ცხოვრებასთან შეგუება? ყველაფერი ახალი იქნება, ქალაქი, სახლი, ნაცნობები...
-სამაგიეროდ ერთმანეთი გვეყოლება და უცებ შევეჩვევით ყველაფერს, ახალ მეგობრებსაც შევიძენთ ალბათ და...
-ახალ მეგობრებს თქვენ შეიძენთ და მე პირველ მეგობრებს შევიძენ. - სიცილით შევუსწორე და გემრიელად დავამთქნარე.
-დაჩელას და რატჩელას რას ერჩი? - წარბები შეკრა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-ორივე ძალიან მიყვარს, მაგრამ ეგენი თქვენი მეგობრები არიან და... ეს რა ჯანდაბაა?! - აღშფოთებულს ამომხდა და ისე დავატორმუზე მძინარე ძმები სავარძლებს მოასკდნენ.
-რა არის, მტრები დაგვეცნენ?! - ბუზღუნით წამოჯდა ზურა. ხმას ვერ ვიღებდი, შოკში ვიყავი.
-რა ვქნათ? - კანკალით გადავხედე ანრის, რომელიც ჩემსავით გაშტერებული უყურებდა ჩვენ წინ გადაშლილ სურათს.
-რა და დავეხმაროთ! - სწრაფად მოეგო გონს და მანქანიდან წამში გადახტა. დავინახე როგორ გაექანა უახლოესი ამოყირავებული მანქანისკენ. სანამ ყველაფერი გავიაზრე, უკვე ანდრეა და ზურაც მისკენ გარბოდნენ. ღრმად ამოვისუნთქე, ხელების კანკალის შეკავება ვცადე და მანქანიდან გადავედი. მსგავს ავარიას კი არა, საერთოდ არანაირ ავარიას არ შევსწრებივარ, ეს კი ზედმეტად საშიში ჩანდა, ამიტომაც ვიგრძენი მუხლების კვეთა, მაგრამ საკუთარ თავს ვაჯობე და იმ მანქანისკენ გავიქეცი, რომელიც ცოტა მოშორებით გვერდულად ეგდო, ანდრეა კი უკვე იქ იყო. ახლოს მივედი და ჩემმა ძმამაც სწორედ მაგ დროს ჩალეწა მინა, კივილი გავიგონე. მანქანიდან არ მოდიოდა, ცოტა მოშორებით ისმოდა. რამდენიმე მეტრი გავიარე და ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელიც ძირს ეგდო და ტკივილისგან იკრუნჩხებოდა. მასთან მივვარდი, ჩავიმუხლე და თავი ავუწიე.
-სადაა? ლიკუნა სადაა? როგორაა? - საცოდავად ხრიალებდა.
-დამშვიდდი, კარგად იქნება. - ბრმად დავამშვიდე და მისი წამოწევა ვცადე. - წამოჯდომა შეგიძლია?
-შემეძლებოდა მუცელი რომ არ მაკავებდეს. - შუბლი შეკრა და წამოსაჯდომად გაიბრძოლა. ხელით გავაკავე და მაისური ავუწიე. საშინლად გამიჭირდა თავის შეკავება, ნანახმა თავიდან ფეხებამდე შემძრა, სხეულში უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ცოტაც და ალბათ გული ამერეოდა. მუცელზე ზოლად ჰქონდა ჭრილობა, ორგანოები კი გარეთ ისე გადმოლაგებულიყვნენ, თითქოს მათი ადგილი ისედაც იქ ყოფილიყოს. რამდენიმე წამით თვალები დავხუჭე და გონების მოკრება ვცადე. - რა მჭირს? რა არის, რა მაქვს? - ბიჭის ხმა გავიგე და თავი სწრაფად ავწიე.
-არ გაინძრე და დამელოდე! - ვუბრძანე და ადგილს მოვწყდი. დავინახე, რომ ანდრეას უკვე გამოყვანილი ყავდა მანქანიდან სავარაუდოდ ლიკუნა და ხელში აყავდა. ზურა და ანრიც რაღაცას წვალობდნენ. ჩვენი მანქანისკენ გავიქეცი.
-სტეფ, საით? - გავიგე ზურას ხმა და არ გავჩერებულვარ, ისე დავუყვირე:
-სერიოზულადაა ერთი დაშავებული, სასწრაფოში დარეკეთ სწრაფად!
-დავრეკე უკვე! - დამიდასტურა ძმამ და სავარაუდოდ დაზარალებულებს მიუბრუნდა.
მანქანის საბარგულს ვეცი და სამედიცინო ყუთის ძებნა დავიწყე, თუმცა მალევე გამახსენდა, რა უთავბოლო ხალხი ვართ ეს ქართველები და შევეშვი. ახლა სხვა ალტენატიული რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც ახალგაზრდა ბიჭს სასწრაფოს მოსვლამდე მაინც შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს. წამში გამინათდა გონება, ყველაფერი კადრებად გამახსენდა და სასწრაფოდ იმ ჩანთის მოძებნას შევუდექი, სადაც დედამ ე.წ ნაგვის პარკების მთელი გროვა ჩამილაგა, თქვენ იქ მაინც არაფრის მყიდველი ხართო. ძლივს ვიპოვე საოჯახო ნივთების ჩანთაში და რამდენიმე შეკვრასთან ერთად ისევ იქით გავიქეცი, სადაც საწყალი ბიჭი სიკვდილს ებრძოდა. მის გვერდით უკვე ის გოგო იწვა, რომელიც ანდრეამ გამოიყვანა მანქანიდან, თავზე კი ჩემი ძმა ედგათ. ბიჭთან ჩავიმუხლე და მაისური ავუწიე.
-გოგო როგორაა? - ძმას მივუბრუნდი, თავი დამიქნია, კარგადო. - უნდა დამეხმარო, წელი აუწიე. - ბიჭზე მივუთითე, ისიც მოგვიახლოვდა. - რა გქვია? - ახლა დაშავებულს შევხედე.
-გიორგი.
-კარგი გიორგი, ახლა ალბათ უფრო მეტად გეტკინება, ვიდრე მანამდე, მაგრამ უნდა აიტანო.
-რას აპირებ? - შეშინებულმა სემომხედა ანდრეამ.
-მენდე! ამ ერთხელ მე მენდე! - თავი დამიქნია და გიორგის წელი აუწია. სწრაფად დავხიე პარკები, მოსახერხებლად და ნელ-ნელა წელზე მჭიდროდ შემოვატარე. რამდენჯერმე გავიმეორე იგივე მოქმედება და როცა დავრწმუნდი, რომ ჭრილობა მჭიდროდ იყო გაკავებული ანდრეას თავი დავუქნიე. მანაც ისევ მიწაზე დააბრუნა ბიჭის სხეული. - დროებით ეს უშველის, მანამდე კი სასწრაფოც მოვა. ლიკუნას რა სჭირს?
-ეს ყველაფერი სად ისწავლე? - გაოცებულს აღმოხდა, თუმცა მაშინვე დავაფიქსირე კმაყოფილების ნოტები მის ხმაში.
-შენი აზრით, რატომ ვათენებდი ღამეებს „გრეის ანატომიის“ ყურებაში?! - სიცილით დავეკითხე და ისევ ლიკუნას მივუბრუნდი. - რა სჭირს?
-სერიოზული არაფერი, დაჟეჟილობები აქვს და ფეხი მოტეხილი, ამიტომ გაიჭედა მანქანაში.
-ეშველება. - ენთუზიაზმით კარგი გამოცდილი ექიმივით ჩავილაპარაკე. - მთავარია შინაგანი დაზიანებები არ ქონდეს. კარგად იქნებით! - თავი დავუქნიე ორივეს და მათ ჩაკიდებულ ხელებზე გამეღიმა. - მათთან რა ხდება?
-საშუალო ასაკის კაცია მანქანაში გაჭედილი, მუცელში რკინა აქვს გაყრილი, ამიტომ ადგილიდან ვერ ძრავენ და ცდილობენ საუბრით გაამხნევონ, სასწრაფოს მოსვლამდე. ისე, შენ გასაგებია რომ იმ სერიალს უყურებდი, მაგრამ ასე ზუსტად რა იცოდი რა უნდა გექნა?
-ერთ-ერთ სერიაში ანალოგიური სიტუაცია იყო და დერეკი ასე მოიქცა. - ღიმილით ვუპასუხე. - თუმცა მაგ დღეს დაიღუპა კიდეც. - მოღუშულმა აღვნიშნე და ლამის იქვე დავიწყე ბღავილი, როცა ის სერია გამახსენდა. ხო, ზოგადად ძალიან ემოციური ვარ.
-ღმერთი გიშველის, ახლა არ აღნავლდე! - ხელი ჩაიქნია ძმამ. - პრინციპში მიკვირს, აქამდე როგორ გაძელი, ამდენს თუ შეძლებდი, ეგეც არ მეგონა.
-შენ რა, ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?! - დრამატიზებულად შევიცხადე. - წავალ მათ ვნახავ, მანამდე ამათ ყურადღება მიაქციე.
მათთან სიტუაცია ძალიან რთული იყო. კიდევ კარგი თავიდანვე იქ არ მივედი, თორემ ვერც იმ ბიჭს დავეხმარებოდი და ნერვიულობისგან მეც გული გამისკდებოდა. მანქანაში გაჭედილი კაცი ალბათ სასწრაფოს მოსვლამდეც ვერ გაძლებდა, ისე გამოიყურებოდა, თითქოს მალე კრუნჩხვა უნდა დაწყებოდა. ასეთ შემთხვევაში კი ჩვენ ნამდვილად ვეღარაფერს გავაწყობდით.
მივხვდი, რომ აქამდე თუ აფექტურ მდგომარეობაში ვმოქმედებდი, ახლა ყველაფრის ნელ-ნელა გაანალიზებას ვიწყებდი და შეიძლებოდა, რომ პანიკური შეტევაც დამწყებოდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მსუბუქად ჩაიარა და დაშავებულებთან ერთად მეც არ დამჭირვებია გადაუდებელი დახმარება. სასწრაფო რომ მოვიდა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო, იმ წამის. არ ვიცნობდი, საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყო, მაგრამ გული მომეწურა. ისე დავიტირე, როგორც ძალიან ახლობელი. მტკივნეული იყო იმის გააზრება, რომ ის იქნებოდა შვილი, მამა, ქმარი, მეგობარი, თანამშომელი... ახლა კი... ახლა მოვლენები ასე საშინლად განვითარდა. გიორგი და ლიკუნა რომ წაიყვანეს, დიდხანს გონზე ვერ მოვდიოდი, სრულად გავითიშე. აზრზე რომ მოვედი, უკვე თბილისში ვიყავით, საჭესთან ანრი იჯდა.
-ახლა მათ რა ეშველებათ? - ვიკითხე.
-სასწრაფოს თანამშრომელს ჩემი ნომერი ჩავაწერინე და ყველაფერს შეგვატყობინებს.
-დასაწყისიც ამას ქვია... - ერთდროულად ჩავილაპარაკეთ მე და ზურამ და თავები ჩავქინდრეთ.
0000 0000000 0000000000
იმ საღამოს მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ ავარიაში მოყოლილების მდგომარეობა ისე იყო, რომ თბილისში გადაყვანა მოუწიათ, ინგოროყვას კლინიკაში. ჩვენს ახალ სახლს თვალი დაღლილებმა მოვავლეთ და ისე გადავნაწილდით ოთახებში დასასვენებლად, რომ ბარგის ამოლაგებაზე არც გვიფიქრია. მადლობა ღმერთს ჩვენებმა ისეთი სახლი გვიყიდეს, სადაც უკვე ყველაფერი იყო და ჩვენ მზადებაში დიდ დროს არ წაგვართმევდა. დალაგებულიც იყო, ყველანაირად მოწესრიგებულიც, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენოდა ჩვენი ნივთებით ჩვენი სული შთაგვებერა მისთვის. იმ ღამეს ბევრი ვეცადე, მაგრამ ძილი არ მომეკარა. დილით ინგოროყვაში წავედით. საბედნიეროდ ლიკაც და გიორგიც კარგად იყვნენ, თუ გიორგის მძიმე ოპერაციას არ ჩავთვლიდით. თურმე შეყვარებულები ყოფილან, ერთმანეთი უნივერსიტეტში გაუცვნიათ, ახლა კი უბრალოდ დასასვენებლად იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ, როცა უკნიდან ჩქარა მომავალ მანქანას დაურტყამს. ყველაზე მეტად იმ ფაქტმა მომხიბლა, რომ თურმე როდესაც გიორგი ჩემგან ცდილობდა ლიკუნას მდგომარეობის გაგებას, ასე ხდებოდა მასთანაც, პირველი გიორგი უკითხავს... ესაა სიყვარული - მდგომარეობა, როცა მისი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი სიკვდილი... მისი სიკვდილი უფრო მნიშვვნელოვანია, ვიდრე შენი სიცოცხლე... და პირიქით!
ზოგადად ეს სენტიმენტები იშვიათად მოქმედებდა ჩემზე, ხანდახან ვღიზიანდებოდი კიდეც. ამ ქვეყნად მხოლოდ ჩემი მშობლების სიყვარულს ვაღიარებდი და ხო, უკვე ჩემი ახალი მეგობრებისაც. ახლა რომ ვიხსენებ, ლამის მენჯებიდან ამოხტა გიორგი მადლობების ხდით, ლიკუნა ხომ საერთოდ, მადლობელი იყო, რომ სიყვარულის დაკარგვისგან ვიხსენი... უცნაური იყო!
0000000000000000
-რა ქენი, საგნები აირჩიე უკვე? - მხიარულად დამეკითხა საწოლში გაშოტილი ლიკუნა და ნაყინის ჭამა განაგრძო.
-კი და ცოტა ვნერვიულობ... ყოველთვის უფრო სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი... იცი, იმაშიც კი მეპარებოდა ეჭვი, რომ მეგობრებს გავიჩენდი, ასე მალე ხომ არც კი ველოდი... ესეც რა უბედურებაა, ყოველდღიურად უცხო ბავშვებთან მომიწევს კონტაქტი, ან არც მომიწევს რა ვიცი... შეიძლება რექტორმა ამითვალწუნოს, ან რექტორებმა... ალბათ დავითრგუნები და შუალედურებშიც კი ჩავიჭრები ხოლმე... ეს ჩემი ოცნებებიც დამემსხვრევა და...
-მოიცა აბა, ერთი წუთით და ამოისუნთქე! - ხელის აწევით გამაჩუმა და პაუზის შემდეგ განაგრძო. - მემგონი გიჟდები და ჯობია ბათუმში დაბრუნდე! - დაასკვნა.
-მანუგეშე ახლა თუ რა ქენი?! მხარში დამიდექი?! - დავუბღვირე.
-იცი რა? სულაც არ მიკვირს, რომ აქამდე მეგობრები არ გყოლია! - გველურად ჩაისისინა და თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-იდიოტი ხარ! - სიცილით გავუქანე პატარა ბალიში და ნაყინიც ჰარმონიულად ამოვუტრიალე საწოლზე.
0000 0000000 0000
ჩემთვის პირველი დღე უნივერსიტეტში კატასტროფა იყო, ტყუპებისგან განსხვავებით. ისეთი კმაყოფილები დაბრუნდნენ, გულწრფელად შემშურდა მათი. ჩემი დღე დილიდანვე უაზროდ დაიწყო. ჯერ სამზარეულოში მდუღარე ყავა გადავისხი, მერე უნივერსიტეტის შესასვლელთან ვიღაცამ რასაც ქვია გამიტანა, კიბეზე დავგორდი, პირველივე ლექციაზე დავიგვიანე, რექტორი უჟმური აღმოჩნდა, - დღე კი დამღლელი... საბოლოოდ, საღამოს სააბაზანოს იატაკზე ფეხი ამიცდა და გრაციოზულად გავიშხლართე ძირს... ერთადერთი კი „ვინც“ იმ დღეს შევიძინე, მხოლოდ ჩალურჯებები იყო ჩემი სხეულის სამოცდაათ პროცენტზე... ახალი ცხოვრება დავიწყე მართალია, მაგრამ ეს დასაწყისი აშკარად არ იყო ჩემ სასარგებლოდ მომართული. ზურაც კი იდეალურად შეეწყო ახალ სკოლას, კლასს, ბავშვებს, მასწავლებლებს... ჩემი ძმები თავს მშვენივრად გრძნობდნენ, მე კი იმაზე ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა ბოღმისგან გასიებულს დედმამიშვილების დასახიჩრება... თუმცა ეს აზრი იმ წამსვე უარვყავი, როგორც კი ღამით ოთახში სამივე ერთდროულად შემომისახლდა და ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა საკუთარი, მხიარული წესებით დაიწყეს...
-მეზიზღებით, ასე რომ მიყვარხართ! - ბოლოს გაბუსხულმა ჩავილაპარაკე და შეძლების და გვარად სამივეს ერთდროულად მოვეხვიე.
-მეჩვენება თუ რაც ჩამოვედით, ჩვენი და ალოგიკური გახდა?! - თეატრალურად იკითხა ზურამ და ბიჭებს გადახედა. მათაც თავები დაუქნიეს და ახლა მე შემომხედეს. - ოოო, დიდო მბრძანებელო! - უცებ ბოლო ხმაზე იღრიალა, ხელები მაღლა აღაპყრო და მოჩვენებით მბრძანებელს შეჰღაღადა. - დაე, იყოს სტეფანი ალოგიკური, ლოგიკური კი შენთვის დაიტოვე... და გთხოვ, სადმე ჩაკეტე, რომ აღარ დაბრუნდეს!
-ხო, არა?! ხოდა, გააფსი ახლა აქედან!! - შუბლი შევკარი და გაბრაზებულის იმიჯი მოვირგე. ტყუპებმა სიცილი ატეხეს. - და თქვენც უკან მიყევით ზიტა და გიტა!
-აღარაფერს გთხოვ! - ისევ ზემოთ აიხედა „მოღუშულმა“ ზურამ. - არ შეისმინე ჩემი ვედრება, ხომ?! ხოდა, პკ რა! - და ოთახიდან გაშპა.
-იცით, რომ არასრულწლოვანია და მაინც მოაწევინეთ რაღაც, ხო? - სერიოზულად ვიკითხე.
-დაო ჩემო, ჩვენც არასრულწლოვნები ვართ... ასე რომ, პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო! - ერთდროულად მიპასუხეს, თვალიც ჩამიკრეს და გავიდნენ. ხანდახან მართლა ტყუპებს გავდნენ...
0000000000000000000
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 3760 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ვაიმეეე როგორ მომენატრე ჯერ ეს ერთი დაა რა საოცრებით დაბრუნდიიიი! ჩემი გაგიჟებაა გადაწყვიტეეეეეე ვაიმეე აიიი როგორ მომეწონაა რომ იცოდე თან ისეთი განსხვავებული დაწყება ჰქონდა❤❤❤❤სამედიცინოს გადმონაშთებმაა ჟრუანტელი მომგვარა biggrin რა ტკბილები არიან რა მაგარია სამი ძმა რო გეყოლება შენ ერთი გოგო და ისიც უფროსი biggrin ნუ ძალიან მომწონს უკვეე❤❤❤❤ერთი სული მაქვს გაგრძელება ვნახო❤❤ეს გოგოც წამაგავს მე biggrin უიღბლოა ჩემსავით biggrin ყოველ ნაბიჯზე ვილეწავ ცხვირს biggrin ველიო ველიიი ახაააალს biggrin ხალხი რო არ იყო ჩემ გვერდით ვიკივლებდი biggrin
avatar
0 Spam
2
მაგდულა ამ ემოციას რასაც ახლა მე შენი გამოჩენით ვგრძნობ,არვიცი რომელი კომი დაიტევს.უსაზღვროდ მომენატრა შენი უჩვეულო წერის სტილი,და უსაზღვრო სიყვარული დედმამიშვილებს შორის,სრულიად განსხვავებული,და რაღაც,რაღაცეები დავიჭირე და შენთან გავაიგივე.უმაგრესი გოგო ხარ მაგდულ, მოთმინებით ველი შემდეგს..❤❤
avatar
0 Spam
3
ძალიან გამიხარდა, რომ გახსოვართ და გაგიხარდით!!
მადლობა და მიყვარხართ!
avatar