სტეფანი (3)
06.08.2016, 17:06
თავი მესამე.
მოხსენება ჩავაბარე. გეგმაზე არაფერი უთქვამს. ლექცია დასრულდა. ისევ იმ გოგოს გასვლას დაველოდე და მერე წამოვდექი.
-როდის მივდივართ? - ვკითხე და ჩანთა შევისწორე.
-ყავაზე? თუ გინდათ ახლავე. - თითქოს ვერ მიხვდა.
-ლაშქრობაზე გეკითხებით. - ღრმად ამოვისუნთქე.
-პარასკევს საღამოს გავალთ თბილისიდან. - თავი დავუქნიე და გასვლა დავაპირე. - ყავას არ სვამ, ხომ ასეა? - თავი დავუქნიე. - ჩაი იყოს.
-წყლის გარდა არაფერს ვსვამ. - მშვიდად გავეცი პასუხი. მართლა ასე იყო, ცხოვრებაში წყლის გარდა სხვა სასმელს არ გავკარებივარ, არც უალოკოჰოლოს და მითუმეტეს ალკოჰოლურს.
-ჩვენ ბუფეტში შესანიშავ წყალს ავსებენ! - ისე თქვა, თითქოს წვენი ან რამე მსგავსი შემივსო.
-მეფლირტავებით, ხომ? - არც ვაციე, არც ვაცხელე.
-ფლირტი რა მოსატანია... თქვენთან რომანის გაბმას ვაპირებ!
-განა ეს უნივერსიტეტის წესებს არ ეწინააღმდეგება?
-წესები იმისთვისაა, რომ დავარღვიოთ. განა არ გაგიგიათ?
-როგორ არა, ძირითადად სენტიმენტალურ მელოდრამებში...
-და რა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არა სენტიმენტალური მელოდრამა?!
-მისტიკური ტრაგედია.
-ზოგ შემთხვევაში ფანტასტიკაცაა, მაგრამ რეჟისორები ხომ ჩვენ ვართ...
-მაშინ სათავგადასავლო მელოდრამა მირჩევნია, სენტიმენტალურს.
-ხოდა, სწორედ ის დრო ყოფილა, რომ წყალი დავლიოთ...
რა უნდა მეთქვა. მაინტერესებდა ეს კაცი. და გავყევი. გავყევი წყლის დასალევად ბუფეტში.
ორი ონკანის წყალი შევუკვეთეთ, მან ლიმონით - მე ისე. უბრალოდ ვისხედით, არც კი ვსაუბრობდით. თვალს არ მაცილებდა და შიგადაშიგ წყალს სვამდა.
-რამდენი წლის ხართ?
-რატომ მეკითხებით?
-კითხვაზე ყოველთვის კითხვით პასუხობთ?
-თქვენ? - გამეცინა.
-მართლა მაინტერესებს.
-რატომ ასე დაჟინებით?!
-რატომ და... - ოდნავ შევიშმუშნე და სავარძელში გავსწორდი. - პირველად რომ დაგინახეთ საკმაოდ დიდი მეგონეთ, ორმოც წლამდე დაახლოებით. მერე გაკვირდებოდით და... ნაადრევად დაბერებულ ბიჭს უფრო გავხართ, ვიდრე შუა ხნის მამაკაცს.
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ზუსტად ასეა. ჯერ ოცდაექვსი წლის ვარ და უკვე ხნიერი...
არაფერი მითქვამს, კარგად დავაკვირდი. თითქოს აღარ ჰქონდა ის ცივი მზერა, რაც აქამდე.
-ამ ასაკში ლექსტორი... თანაც ასეთი.
-ნეპოტიზმი. - ერთი სიტყვით მიპასუხა. - ჩემი პირველი წელია.
-როცა დაბერდებით შვილიშვილებისთვის სათქმელი გექნებათ, სწავლების პირველივე წელი წარმატებული გამოდგა ბაბუო... - ღიმილით ვუთხარი და წყალი მოვსვი.
-არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ისევ ჯობია თქვენ აქოთ მეუღლე. - სიმწრით გამეცინა.
-თქვენზე თავდაჯერებულ კაცს ჯერ არ შევხვედრილვარ!
-ნუთუ ეს ცუდია...
-ცუდი არა, სახიფათოა!
-ოხ, მე ხომ ძალიან რისკიანი ვარ! - უცებ აღფრთოვანებულმა წამოიძახა. - აი, მაგალითად, ჩემი ჯანმრთელობის გამო, სასმელი აკრძალული მაქვს, მაგრამ ყოველ საღამოს გეახლებით! - ირონიულად ჩაეღიმა, წარბები მაღლა აწკიპა, ტუჩები უცნაურად შეათამაშა და ისევ ძველ ტალღას დაუბრუნდა, მშვიდსა და გაწონასწორებულს.
მეც გამეღიმა, ოღონდ რა გრძნობით შეპყრობილს არ ვიცი. უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობდი ამ კაცის მიმართ, რაღაც საშინლად ძლიერს და სასიამოვნოს. დანარჩენი დრო ასე ვისხედით, მანამ სანამ წასვლა არ გადავწყვიტეთ, ისიც საჭიროების გამო, თორემ ალბათ მთელი დღე ასე ჯდომა არც გაგვიჭირდებოდა.

00000000

-თუ ჩემ გვამს ყელ გამოჭრილს ან გაფატრულს ჩამოიტანენ იმ ვეებერთელა მთებიდან, იცოდეთ ყველაფერში ცაავაა დამნაშავე! - შუბლშეკრული ვაფრთხილებდი ძმებს და ზურგჩანთაში ყველაზე სქელ ჟაკეტს ვდებდი, რაც კი გამაჩნდა.
-ეგ ვინაა? - დაეჭვებით მომაშტერდა ზურა.
-ლექტორია ჩემი. ცოტა საშიში ტიპია და ხო, უცნაური ურთიერთობა გვაქვს...
-შეყვარებულია? - იკითხა ანდრეამ და ანრის გადახედა. რა თქმა უნდა, ისინი ხომ ყველაფერს ერთმანეთთან ამოწმებენ და არა სხვებთან. ტყუპმა თავი დაუქნია და მხრები აიჩეჩა.
-იმედია, იმდენად უცნაური კაცია, რომ შენ უცნაურობებს გაუძლებს. - დაასკვნეს ბოლოს და ოთახი ერთად დატოვეს.
-მართალი თქვეს? - წარბები ისე შეკრა ზურამ, ლამის შუბლის ძარღვი საპირისპირო მოქმედებითაც მშვენივრად გაუსკდა.
-ჯერ არ ვიცი, შეიძლება. - რა იყო დასამალი, ყველაფერი ხომ ისედაც ნათელი იყო.
-უკვე მძულს! - ბოღმით ჩაისისინა და ტახტზე უხასიათოდ დაებერტყა. გამეცინა. ზურა ყოველთვის ჩემ კალთას იყო გამობმული, ძმებზეც ხშირად ეჭვიანობდა და ზოგადად იმდენად ეგოისტი გახლდათ, რომ ჩემთან ახლოს გამვლელსაც ღრენით შესცქეროდა. მასთან მივედი და მხარზე მივეკარი.
-ნუ სულელობ! - ოდნავ დავუყვავე. ზედმეტი სიტყვებისგან თავი შევიკავე, რადგან შეიძლება უფრო გამენაწყენებინა. ძალიან ემოციური იყო. - გთხოვ, ყურადღება მიაქციე, რომ ჩემი მანქანა ცოცხალი და საღსალამათი დამხვდეს! შენ გაბარებ მასაც, ზიტასაც და გიტასაც! - თვალი ჩავუკარი, ლოყაზე ვაკოცე და ფეხზე წამოვხტი. გავიგონე, როგორ ჩაეცინა და უფრო დამშვიდებული გავედი სახლიდან.

00000000000

-მითხარით, რომ პარანოია დამეწყო და სინამდვილეში, უბრალოდ ჯგუფს ჩამოვრჩით! - ღრმად ამოვისუნთქე. ივა დოინჯშემოდებული იდგა და სივრცეში ისე იყურებოდა, თითქოს ბნელოდა და თვალის შეჩვევას ცდილობდა.
-ვეჭვობ, ეს ჩემ ძალებს აღემატება! - ამოიხვნეშა და ხელები დაუშვა.
-ანუ... ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ დავიკარგეთ?! - თავი უსიტყვოდ დამიქნია. ცოტაც და პანიკური შეტევა დამეწყებოდა. - შეუძლებელია! რომელი ადამიანი იკარგება ტყეში, სადაც მის გარდა ოცი კაცია?! - შევძახე გაფიცხებულმა.
-როგორც ჩანს, ჩვენ. - მხრები აიჩეჩა.
-ჯანდაბა! როგორ ხართ ასეთი მშვიდი?
-ძნელი არაა! უბრალოდ რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქე, ათიდან უკუთვლით ერთამდე დაითვალე და ნახავ, როგორ დამშვიდდები.
-დროის კარგვაა, ეგ არასდროს მოქმედებდა ჩემზე. - ხელი ჩავიქნიე და სასწაულებრივად დამშვიდებული, იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოვჯექი. არაფერი უთქვამს, გვერდით მომიჯდა და ისევ სივრცეს მიაშტერდა. - ვითომ ბედისწერაა? - სრული სერიოზულობით ვიკითხე და ჩემ კითხვაზე თავად გამეცინა. მასაც გაეღიმა, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა.
-რა ვიცი, რაც ხდება, ყველაფერი გარდაუვალია, ყველაფერი აუცილებლობაა...
-და ახლა რა უნდა ვქნათ? - ვიკითხე მოგვიანებით.
-შევისვენოთ და გზა განვაგრძოთ.
-თუ გახსოვთ, სწორედ იმიტომ ვსხედვართ აქ, რომ თქვენ შესვენება მოგინდათ და ჯგუფსაც ჩამოვრჩით. - ცოტა არ იყოს გავღიზიანდი.
-და თქვენ ვინ გთხოვათ დარჩენა? - გავჩუმდი. რა უნდა მეთქვა, მას არაფერი უთხოვია, არც კი შემოუთავაზებია, ჩემი ნებით გავჩერდი. - მართალი ხართ, არავინ. ეს თქვენი არჩევანი იყო, ასე რომ, დროა გაჩუმდეთ და მინუმუმ ლაპარაკისგან მაინც დაისვენოთ. - დავემორჩილე, სიტყვაც არ მითქვამს... თუმცა ეს სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, შემდეგ ისევ გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ხელების შლას მოვყევი, უაზრო ბუტბუტის თანხლებით. ერთი ამომხედა და თავი დანანებით გააქნია. - რა აბეზარი ყოფილხართ! ამდენი ხანია წუწუნებთ და ერთხელაც არ გიფიქრიათ, რომ მობილური გამოგეყენებინათ? - დამცინავად გამოუვიდა. ცინიკური სასოწარკვეთილებით ჩამეცინა.
-თქვენი აზრით, სულელს ვგავარ? ჩემი მობილური ჩემ „ბარგთან“ ერთადაა, რომელიც ვიღაც ჩემთვის უცნობმა სტუდენტმა ლამის ძალადობით ჩამომართვა, გოგო ამხელა რაღაცას ხომ არ ათრევსო... თქვენ გელოდით, როდის გაგინათდებოდათ გონება და მობილურს გამოიყენებდით.
-მე არ წამომიღია. - თავი გააქნია. - საერთოდ მხოლოდ აიპოდი მაქვს ყველანაირი ტექნოლოგიური მოწყობილებებიდან.
-ღმერთო ჩემო! - თავზე ხელები შემოვიწყე და პატარა ზურგჩანთა საბოლოოდ მოვიხსენი ფარ-ხმლის დაყრის ნიშნად. - ღამის გათევა აქ მოგვიწევს.
-რატომ? - მხრები აიჩეჩა. - ჯერ დღეა, მოვახერხებთ გზის გაგრძელებას.
-აიპოდის გარდა, საათიც რომ წამოგეღოთ, მიხვდებოდით, რომ არც ისე ადრეა! - დავუბღვირე.
-ოჰ, ასაკი თავისას შვრება! - ოხვრით აღმოხდა, თუმცა სულაც არ ტოვებდა გაკვირვებულის ან სასოწარკვეთილის შთაბეჭდილებას. - და რომელი საათია?
-რვა! რაც იმის ნიშანია, რომ ნახევარ საათში სულ მთლად ჩამობნელდება, ასე რომ, დროა კოცონი დაანთოთ.
-რახან არ იშლით... - ფეხზე მხრების ჩეჩვით წამოდგა და თავისი უზარმაზარი ზურგჩანთა გახსნა. ისე იქცეოდა, თითქოს მე ვაიძულე დაკარგვაც და საერთოდ ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა...



000000000000000000000000
კატეგორია: წ.მ. | დაამატა: mrs_animal
ნანახია: 3608 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
წარმოდგენაც არ გაქვს ისეეე ძალიააან მომწონს❤❤❤❤❤❤
,, -არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, ისევ ჯობია თქვენ აქოთ მეუღლე. " _ აი ამ სიტყვებზე ჟრუანტელმა დამიარა❤❤❤როგორ მომწონს ასეთი დინჯი და თან ირონიული ტიპი რომაა ჩვენი ლექტორი რა❤❤❤ეს ის შემთხვევაა როცა ლექტორსა და სდუტენტს(მასწავლებელსა და მოსწავლეს) შორის ფლირტი და ურთიერთობა არ მაღიზიანებს❤❤❤ძალიან ძალიაან შეეფერებიან ერთმანეთს❤❤სტეფანი განორჩეული გოგოა,მის ასაკთან შედარებით უფრო ჩამოყალიბებული და სერიოზული❤❤❤ნუ ვგიჟდები ამ ისტორიაზე❤❤❤აქედანვე დარწმუნებული ვარ რომ ჩემი საყვარელი ისტორიების სიას შეურთდება და განსაკუთრებულ ადგილსაც დაიკავებს❤❤❤❤
ვგიჟდები მე ასეთ დახვეწილ მანერებზე,დიალოგებზე. თქვენობით რომ საუბრობენ❤❤❤❤თან რაღაც უბრალო ენით არაა დაწერილი და მეტ ელფერს სძენს მოთხრობას❤❤❤ველი ახალს❤❤❤❤❤
avatar
0 Spam
2
ვუაიმეე ძალიან მომწონს
avatar