ქრუელა დევილი ლიზა!
მოვკლავ, მოვკლავ, მოვკლავ ივანეს უუხ...!!
გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა თაიამ და მომღიმარ სოფიას გვერდით მიუჯდა, რომელსაც ეგოისტურად ესიამოვნა თაიას სიტყვების მოსმენა.
დილამშვიდობისა ლილიკო დეიდა. ღიმილით შევიდა სოფია სამზარეულოში და მოფუსფუსე ქალს მიესალმა.
-დილამშვიდობისა ჩემო გოგო, როგორ ხარ?
-ნუ დარდობ ლილიკო დეიდა კარგად ვარ.
ერთ ადგილას გაშეშდა და ყველაფრის შეგრძნება დაკარგა. თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოენგრა, ცოტაც და გაითიშებოდა.
კარის ხმაზე სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და მისაღებში გავიდა. ოთახისკენ მიმავალ ვაჩეს ჩქარი ნაბიჯებით აედევნა უკან და სანამ კარს დახურავდა სწრაფად შეხტა ოთახში.
-ღმერთო ჩემო, სოფია რატომ ფიქრობ იმ არანორმალურ კაცზე? სწრაფად წამოდგა ფეხზე და თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად.
აღაზიებში ლილეს და ლილიკოს საჩუქრები უყიდა და ბაბლუანების სახლისკენ წავიდა. სიცივისგან ლოყები აუწითლდა და ხელები გაეყინა
-ბატონო ივანე! საუბარი დაიწყო სოფიამ და მამაკაცს მზერა გაუსწორა. -საერთოდ, რომ იცოდეთ სვიტერი წაღმა იცმევა და თუ არ იცით მკითხეთ და გასწავლით.
ათასჯერ მაინც დაადებინა იმის პირობა რომ ყოვდლ საღამოს გამოუვლიდა და ნახავდა. მერე კი როგორც იქნა გაუშვა და სახლისაკენ წავიდა. მისაღებში რომ შევიდა ლილიკო თბილად მოიკითხა და დივანზე ჩამოჯდა.
-უი შვილო, სულ დამავიწყდა მეთქვა.ერთ კვირაში ივანე ჩამოდის. გახარებულმა წამოიძახა ქალმა და მონატრებულ შვილს გაუღიმა თითქოს ივანე ლონდონიდან უყურებსო. სოფიას ღიმილი სახეზე შეახმა და გაოცებულმა გადახედა მომღიმარ ლილიკოს.
ყოველ დილით მზის ამოსვლამდე მიდიოდა ტყეში რომელიც ძალიან მიუვალ და უკაცრიელ ადგილას მდებარეობდა, საიდანაც სვანეთის ბუმბერაზი მთები და კოშკები ხელისგულივით მოსჩანდა.