მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 198
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 19 20 »

დალაგება: Date · Name · Rating · Comments · Downloads · Views

სხვისი ცოდვებისთვის (12)
17.01.2018 00:26-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ19011

-ბეთა ეს კარგია?

-კი კარგია

-შენ სულ ყველაზე ეგრე მეუბნები, ორსულად რომ ვარ ყველაფერზე კიარ უნდა დამეთანხმო. _ თავი გააქნია და გაბრაზებული ჩამოჯდა საწოლზე.

-ორსული ქალი ნებისმიერ სამოსს უხდება, შენნაირი ორსული მით_უმეტეს. ასე რომ რაც უნდა ჩაიცვა არ აქვს მნიშვნელობა. _ თვალი ჩაუკრა და სააბაზანოში შევიდა, ნაინა კი დატოვა პირდაღებულ, გაკვირვებულ და გახარებულ მდგომარეობაში.

სხვისი ცოდვებისთვის (11)
04.01.2018 00:35-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ18734

-ბეთა დამსვი, ნუ მიღუტუნებ ცუდად ვარ. _ ხმამაღლა კისკისებდა და ფეხებს უმისამართოდ იქნევდა. მამაკაცი კი არაფრის დიდებით ანებებდა და ნეტარედ უკოცნიდა ყელს.

-აბა გაიმეორე რას ამბობდი ბიჭიო?

-არა, არა, გოგო იქნება ოღონდ აღარ მომიღუტუნო. _ ლოყებაწითლებულმა ჩაილაპარაკა და სიცილისგან ძალაგამოცლილი მიესვენა საწოლზე. ბეთამ გამარჯვებული მზერით გადახედა ქალს, მერე კი გაეღიმა და სწრაფად მოიქცია მკლავებში.

ნოემბერი დატყობია ყველას
11.11.2017 14:49-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ10232

შემოდგომას შეერია სევდა
და ფოთლებიც უკვე იწყებს ცვენას,
ცის კიდიდან წყდება წვიმის წვეთი
უერთდება ისიც ფოთოლცვენას.

გაგვინოემბერდა
09.11.2017 23:38-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ9761

ისევ ერევიან წვიმას ფანტელები
გაგვინოემბერდა... გაგვინოემბერდა...

გაიღიმეთ, ცხოვრება გრძელდება
03.11.2017 16:48-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ10772

მეგობარი ყველაფერია ადამიანისთვის, მთავარია ჩვენ ამოვიცნოთ სწორად და რომ ვიპოვით ყოველთვის შევინარჩუნოთ იგი. ყველაზე დიდი ძალაც საყრდენიც და იმედიც სწორედ ის ერთი ადამიანი ხდება ჩვენთვის. მაქსიმალურად ცდილობს თვალი აგვიხილოს და დაგვაბრუნოს იქ, სადაც შევწყვიტეთ არსებობა. მერე ნელ-ნელა ვუბრუნდებით საკუთარ თავს და ბევრჯერ დაცემული ხელახლა ვცდილობთ წამოდგომას. ისევ ისე ვიბრძვით და ისევ ისე ვთხოვთ მეტს საკუთარ თავს როგორც ადრე.

აურზაური [2]
31.10.2017 22:29-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ12861

ერთ ადგილას იდგა და თითებს იწვალებდა ძმის მოლოდინში.

-მაინცდამაინც ახლა გაუფუჭდა მანქანა, უვარგისი და უნიათო. _ ხმამაღლა ილანძღებოდა და ტელეფონს ეძებდა ჩანთაში ჯუბასთვის რომ დაერეკა. ის იყო იპოვა და ნომერი აკრიფა, მოულოდნელად არანორმალური სისწრაფით რომ ჩაუარა მანქანამ და ასფალტზე დაგროვილი წყალი მთლიანად მის თეთრ კაბაზე აღმოჩნდა.

სხვისი ცოდვებისთვის (10)
07.10.2017 01:14-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ19141

ბეთას ხმით ჩაეღიმა და წარმოიდგინა ნაინას მშობიარობა. როგორ იქნებოდა მის გვერდით და როგორ დაამშვიდებდა ატირებულს. წინასწარ იცის, რომ აუცილებლად დაესწრება მშობიარობას და მარტო არ დატოვებს ქალს. უკვე წარმოდგენილი აქვს რამხელა ბედნიერება, მაგრამ ამავდროულად ნერვიულობა აქვს გადასალახი. აგიჟებს ის ფაქტი რომ მალე საკუთარ შვილს დაიჭერს ხელში. ცნობისმოყვარეობა კლავს გოგოა თუ ბიჭი, მაგრამ ასე ერთბაშად იცის რომ ვერ მოახერხებს ყველაფრის გაგებას.

აურზაური [1]
06.10.2017 00:27-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ14531

ეს ნადირაძეების ოჯახია, სადაც სულ არეულობა და აურზაურია, სადაც სულ ჩხუბობენ, კამათობენ და დილიდან აწიოკებენ სახლს. ოჯახი, რომელსაც ასჯერ უჩივლეს მეზობლებმა ხმაურის და აწიოკების გამო და ოჯახი სადაც წყნარი, ჭკვიანი და მშვიდად მოსაუბრე არავინ გახლავთ.

სხვისი ცოდვებისთვის (9)
04.10.2017 21:35-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ18212

თავიდან ეგონა სხვა არის და უბრალოდ ნაინას ჰგავსო, მაგრამ ქალის თვალებშიც რომ დაინახა აბრჭყვიალებული ცრემლები, მაშინ მიხვდა რომ რეალობა იყო და არაფერი ეჩვენებოდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და არეული ნაბიჯებით გაემართა ეზოში მდგომი ქალისაკენ.

შენ ამირიე ფიქრები (3)
17.08.2017 13:16-ზე ჟანეტ ბოგვერაძეჟანნეტ15971

მიუხედავად წუხანდელი ამბისა, დილა მაინც ხალისიანად დაიწყო რადგან როგორც იქნა თბილისს მზე ათბობდა და ანათებდა. აღარ წვიმდა და ირგვლივ აღარაფერი იყო უფერული.