თავიდან ეგონა სხვა არის და უბრალოდ ნაინას ჰგავსო, მაგრამ ქალის თვალებშიც რომ დაინახა აბრჭყვიალებული ცრემლები, მაშინ მიხვდა რომ რეალობა იყო და არაფერი ეჩვენებოდა. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში და არეული ნაბიჯებით გაემართა ეზოში მდგომი ქალისაკენ.
მიუხედავად წუხანდელი ამბისა, დილა მაინც ხალისიანად დაიწყო რადგან როგორც იქნა თბილისს მზე ათბობდა და ანათებდა. აღარ წვიმდა და ირგვლივ აღარაფერი იყო უფერული.
-კი, მართლა არ მინდა. თუ რამე მოხდება მერე წავალ, ახლა არაფერი მტკივა.
-კარგი, მიდი ადექი და შენს ოთახში შედი. ნინო საყვარელო გვერდიდან არ მოსცილდე. _ თბილი ხმით ჩაილაპატაკა და მონასტრისკენ წავიდა მორჩილებთან ერთად.
-კარგად ხარ?
-აუცილებლად ასე იქნება.
-დედაო რაღაც უნდა გკითხოთ.
-მკითხე შვილო.
-ქმარმა იცის რომ აქ არის?
-სად გინდა წასვლა, სვანეთში? თუ სადმე სხვაგან.
-არა, სვანეთში.
-მაშინ მე წავალ და გავარკვევ შეიძლება თუ არა გაჩერება ან რამდენი ხნით. მანამდე შენ ჩაალაგე ბარგი. გრძელი კაბები ჩადე, კიდევ შარფები და გრძელი ჟაკეტები. სარაფნები და მაისურებიც გამოგადგება. _ თბილად გაუღიმა და ცრემლები შეუმშრალა.
-უნდა წავიდე. _ ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა და წელში გასწორდა.
-სად უნდა წახვიდე? _ გაკვირვებულმა შეათვალიერა დაქალი და მის პასუხს დაელოდა.
-მონასტერში. _ მტკიცე ხმით ჩაილაპარაკა და პირდაღებული მარიამის მზერა დააიგნორა.
-თაია კარგი რაა, რა ქვრივი დედაკაცივით მოთქვამ? _ ცხვირი აიბზუა კარინამ და ფეხზე წამოდგა.
-კარინა! _ თვალები დაუბრიალა მარიკამ და მსუბუქად მიკრა ხელი გაჩუმდიო.
-მეც გამოგყვები კარგი?
-არა მარიამ, ძალიან გთხოვ მარტო წავალ.
-მარტო როგორ წახვალ? _ თვალები დაუქაჩა დაქალმა.
-მარ…
-ხმა აღარ გავიგო! მეც მოვდივარ და მორჩა.
-ნაინა სად ხარ ამდენხანს? 10 წუთში ჩვენება იწყება. _ თვალები დააკვესა ნელიმ.
-დედა ბეთას ვესაუბრებოდი რა მოხდა? თან მე უკვე მზარ ვარ. _ წითელ, წელში გამოყვანილ საღამოს კაბაში გამოწყობილი ნაინა დედის წინ დატრიალდა და თვალი ჩაუკრა.
-კარგი, კარგი, წავედით. _ ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქალს.
მამიკო დედას რამე სჭირს? _ ინტერესით იკითხა ანაბელმა და თორნიკეს გვერდით მოკალათდა.
-რა უნდა სჭირდეს მა? _ თვალებმოჭუტულმა გახედა ქალს და ფეხზე წამოდგა.
-რავიცი, სამჯერ გააკეთა საჭმელი და სამივეჯერ გადაყარა გვშია მე და ტასოს.