აურზაური [1]
06.10.2017, 00:27

აურზაური [1]

-მარგალიტა გღვიძავს? _ იმხელა ყვირილით შემოაღო კარები, გარდაცვლილი რომ ყოფილიყო მაინც მობრუნდებოდა საიქიოდან.

-რა ხმის ჩაწყვეტა გაკივლებს? _ ბალიშები თავზე დაიმხო და ძილის გაგრძელება სცადა.

-ადექი მშია დედა სახლში არაა. მარგალიტა გესმის რას გეუბნები? _ საბანი ერთი ხელის მოსმით გადააძრო და თავზე დაადგა.

-შე ავადმყოფო მაცალე ძილითქო ხომ გითხარი? დილის შვიდ საათზე რა ჭამა მოგინდა კუჭი გახვრეტილი გაქვს? _ საწოლში წამოჯდა და მანაც უმატა ხმას. მერე კი ხალათი მოიცვა, ფეხზე წამოდგა და არხეინად მდგომ ძმას ცხვირწინ დაუდგა. -და კიდევ, მარგალიტას ნუ მეძახითქო ჯუმბერ. _ თვალი ჩაუკრა და გამარჯვებული მზერით დატოვა ოთახი.

-ჯუბა რა ყვირილია? _ მთქნარებით შემოვიდა ოთახში ლანა და ძმას ახედა.

-რა მოხდებოდა? მოშივდა ალბათ ღორს და ააწიოკა მარგო. _ კართან მდგომმა ნახევრად მძინარე ლაზარემ თვალების ფშვნეტით ამცნო დას, მერე კი ხელი ჩაიქნია და ისევ დასაინებლად წავიდა.

-აუ თუარ გაკლდეს მე ვიყო ჩემი ქიმიის მასწავლებელი ნარგიზა. _ ტუჩი აიბზუა და ლაზარეს მსგავსად ისიც გაემართა დასაძინებლად.

 

ეს ნადირაძეების ოჯახია, სადაც სულ არეულობა და აურზაურია, სადაც სულ ჩხუბობენ, კამათობენ და დილიდან აწიოკებენ სახლს. ოჯახი, რომელსაც ასჯერ უჩივლეს მეზობლებმა ხმაურის და აწიოკების გამო და ოჯახი სადაც წყნარი, ჭკვიანი და მშვიდად მოსაუბრე არავინ გახლავთ.

 

მამა: მხიარული და მუდამ ხალისიანი, თბილი და ხშირ შემთხვევაში კარგ განწყობაზე მყოფი _ ვაჟა ნადირაძე.

დედა: დისციპლინირებული და იმაზე ორიენტირებული რომ სახლში ყველა და ყველაფერი სმენაზე იდგეს. მუდამ იმაზე მოჩხუბარი რომ ყველამ საკუთარი ოთახი უნდა მიალაგოს და მოაწესრიგოს. ბუტია, ბავშვური და გულჩვილი _ ნანა ნადირაძე.

უფროსი ვაჟი: ნერვების მოურჩენელი კიბო, ლაღი, მხიარული და ყოველთვის ოპტიმისტურ განწყობაზე მყოფი, რომელსაც სულ შია და მარტივად რომ ვთქვათ მუცლის მონაა. შეუდარებელი და უსიმპატიურესი _ ჯუბა (ჯუმბერ) ნადირაძე.

უფროსი და: დაბდურა, ხიფათიანი გოგო, რომელიც მუდამ შარში ეხვევა და სულ პრობლემების მოგვარების პროცესშია. აქვს კიბო სახელად ჯუბა, რომელიც ანადგურებს მის ნერვულ სისტემას და ზოგადად მას. წილად ხვდა პატივი ატაროს მისი დიდი ბებიის, ქ.ნი მარგალიტას სახელი რომლის გამოც ყველას წყევლის ასე რომ დაარქვეს და ხალხის სასაცილო გახადეს. ამიტომ  ცოტათი ფორმა შეუცვალა სახელს და მარგალიტას ნაცვლად _ მარგო ნადირაძე მოგვევლინა.

უმცროსი და: მუდამ წუწუნა და მოტირალი საკუთარ აბიტურიენტულ ხვედრზე, ასევე შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ხვდა წილად “ბედნიერება” და ჰყავს “არაჩვეულებრივი” ქიმიის მასწავლებელი ნარგიზა, რომელიც ყოველდღე ნერვებს უწამლავს და უღვივებს მკვლელობის ჩადენის სურვილს. ნიჭიერი, მაგრამ ცოტა ზარმაცი აბიტურიენტი - ლანა ნადირაძე.

და ბოლოს, ყველაზე პატარა წევრი ოჯახში.

უმცროსი ძმა: ისიც უფროსი ძმასავით მხიარული და პოზიტიური, რომელიც საშინლად ვერ იტანს ჯუბას რადგან სულ უწელავს ლოყებს და თმას უჩეჩავს. მისი აზრით ჰყავს დარტყმული და შეშლილი ოჯახი, რომელთაგანაც ერთადერთი ნორმალური და ყველაზე საყვარელი ადამიანი მისი უფროსი დაა. ყველაზე პატარა და ხალისიანი წევრი - ლაზარე ნადირაძე.

 

ოჯახში მშობლები და უფროსი და-ძმა დასაქმებულია მათსავე ცეკვის სტუდიაში, უფროსი და ძმა სხვებისთვის სწავლებასთან ერთად თავადაც სწავლობენ ცეკვას და უფრო იღრმავებენ ცოდნას. უმცროსი და_ძმა კი “ყველა მოცეკვავედ ხომ არ არის დაბადებული”_ო და საკუთარი სურვილებისამებრ დადიან ერთი მუსიკალურ სტუდიაში, მეორე კი კრივსა და კალათბურთზე.

როგორც ზემოთ ავღნიშნე დილა ყოველთვის ყვირილით იწყება და საღამოც იგივენაირად, ან უფრო უარესად სრულდება. დილის შვიდ საათზე მიდის ჯუბა სტუდიაში და მარგოს ყოველთვის აღვიძებს რომ საუზმე მოუმზადოს რადგან მშობლები დილით უფრო ადრე მიდიან ხოლმე. გოგონა ცეკვის გარდა უნივერსიტეტშიც სწავლობს და საღამოს მიდის სტუდიაში. იქედან დაბრუნებული მეცადინეობს და მისავათებული იძინებს. დილაუთენია კი მისი ვირი ძმა ადგება თავზე და გამოძინებასაც არ აცდის.

ამიტომაც სულ ქაოსია ნადირაძეების სახლში, არეულობა და აურზაური.

 

-ლაზარე შენ კიდევ გძინავს? ხომ გაგაღვიძე წეღან. _ სააბაზანოდან გამოსულმა კანამ გაოცებულმა შეიხედა ძმის ოთახში და ღრმად ამოისუნთქა. -ლაზო ადექი სკოლაში დაგაგვიანდება მეთქი.

-მმმ.. ხო კარგი ვდგები ლანა რას დამჩხავი თავზე ლეშნაჭამი ყვავივით? _ თვალების ფშვნეტით წამოდგა ფეხზე და სააბაზანოში გაფრატუნდა.

-ლან, ყავა ხომ გინდა?

-კი დაო თორემ დღეს ნარგიზას გაკვეთილი მაქვს და ენერვია ნამდვილად მესაჭიროება. ვაიმე! _ თავში წამოიშინა ხელი ქიმიის გაკვეთილის ხსენებისას და ოთახში შევარდა.

-ლანა მშვიდობაა? _ სამზარეულოდან გამოსძახა მარგომ და წყალი ფინჯნებში გადაანაწილა.

-კი, კი, ქიმიის წიგნი მრჩებოდა და რვეულიც აქ მაქვს. ერთხელ ამის გამო ნული ქულა დამიწერა და ჩემს ჯამურ ქულებს ეგ არ აწყობს. _ სიცილით დაბრუნდა სამზარეულოში და დის პირდაპირ მოკალათდა. -რა ბედნიერი ხარ სკოლაში რომ აღარ დადიხარ.

-ეგრეც ნუ იტყვი, ახლა უარეს დღეში ვარ ხოლმე. აბა წარმოიდგინე უნივერსიტეტი, სტუდია სადაც ჯერ უნდა ვასწავლო ბავშვებს და მერე რეპეტიციები უნდა გავიარო, მერე უნდა დავბრუნდე, ვიმეცადინო და დავიძინო იმიტომ რომ დილაუთენია შენი ბედოვლათი ძმა დამადგება მშიას ძახილით. სკოლა არ სჯობს ამას?

-არა, არა. სკოლა სულ სხვა ჯოჯოხეთია. ყველაფერს გავუძლებ მანდ რომ არ დავდიოდე. ოო ბოჟე მოი _ არტისტულად ჩამოიფხატა სახეზე თმა და მოცინარ დას ფეხი მიკრა. -ნუ დამცინი იდიოტო.

-კარგი ნუ ბრაზობ ჩუმად ვარ. _ ორივე ხელი აწია და ყავა მოსვა. -მმმ...ნეტარებაა, ეს რომ დღეში მინიმუმ სამჯერ არ დავლიო პანიკა მაქვს. უბრალოდ მიყვარს.

-უბრალოდ მეც. _ თავის ქნევით დაეთანხმა ლანა და საათს გახედა. -ლაზარე დაგვაგვიანდა გამოეტიე. _ ხმამაღლა დაუკივლა ბიჭს და ჩანთა კიდევ ერთხელ შეამოწმა.

-ნუ კივიხარ გოგო თორემ ამოგაცალე ენა.

-ამ მეშვიდე კლასელ ღლაპს დამიხედეთ ერთი. _ წარბაწეულმა გადახედა ლანამ და ჩანთა აიღო.

-დაიკო დროებით. _ ლოყაზე აკოცა ლაზარემ.

-მარგუშ საღამომდე. _ ხელი დაუქნია ლანამ და კარს უკან გაუჩინარდა ძმასთან ერთად.

მარგომ ჭურჭელი დარეცხა და ოთახში შევიდა გასამზადებლად. აბაზანისკენ აპირებდა წასვლას ტელეფონის ხმა რომ გაიგონა.

-ხო მარიკო.

-მარიკო კიარა სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი სამი საათია ვრეკავ. დღეს ხომ მოდიხარ?

-სად მოვდივარ. _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა.

-რანაირი საუკეთესო დაქალი ხარ შენ? მთელი თვეა გეჩიჩინები საყიდლებზე უნდა გამყვე მეთქი და შენ ხომ ვერაფერი შეგაგნებინე.

-ხო კარგი რა გაყვირებს, ლექციების მერე გამოგყვები. _ ფაქტზე გამოჭერილი ბავშვივით მოიკვნიტა ტუჩი და აქედანვე შეამზადა თავი დღევანდელი შოპინგისთვის. წინასწარ იცოდა რომ ყველა სავაჭრო ცენტრს შემოატარებდა მარიკო და ბოლოს ვერაფერს ნახავდა მოსაწონს. ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა. -კარგი ახლა წავედი გავემზადები და მანქანით გამოგივლი არ მალოდინო იცოდე. _ სწრაფად მიაყარა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო.

შხაპი მიიღო, ერთი საათი კარადასთან დაჰყო და როგორც იქნა იპოვა შესაფერისი სამოსი, საათნახევარი მის ტანზე მორგებას მოანდომა და როგორც იქნა სახლიდან გაეტია.

 

-მეგონა აღარ მოხვიდოდი, რას დამაყუდე აქ კახელი ვირივით? გეთქვა თუ ვერ მოდიოდი ჯერ და არ ჩამოვიდოდი. _ მანქანაში ჩაჯდომისთანავე ლანძღვას მოყვა მარიკო.

-ნუ ყვირი თუ ძმა ხარ, თავი მისკდება.

-რა იყო იმ ხისთავამ გაგაღვიძა ისევ? _ ხმამაღლა გაიცინა და გზას გახედა.

-აბა სხვა ვინ? აღარ შემიძლია მარიკო, იქნებ ცოლი მოიყვანოს და მე დამასვენოს მაგრამ მაგას ვინ გამოყვება. ან თუ გამოყვება დიდი ალბათობით ისიც მე მომამზადებინებს საუზმეს თავისთვის. _ თავი გააქნია და გაზს ბოლომდე მიაჭირა ფეხი.

 

*****

საღამოს დაღლილი დაბრუნდა სახლში და ისე იყო შოპინგით დაღლილი, ფეხებს ვერ გრძნობდა. მარიკომ ყველა მაღაზია შემოატარა, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყვიტა შეეკერა კაბა და სულ ტყუილად არბენინა ამდენი. ძალიან კი გაბრაზდა, მაგრამ რაღა უნდა ექნა. სტუდიაში მისვლის თავი არც ჰქონდა და აღარც უფიქრია იქ გავლა, სავაჭრო ცენტრიდან მარიკო გაიყვანა დედამისთან და თვითონაც სახლში დაბრუნდა. ჩანთა იქვე მიაგდო და ახლადდაბრუნებულ ოჯახის წევრების არასრულ შემადგენლობას მიესალმა.

-ასე მალე მოხვედი დე? _ ღიმილით მიეგება ნანა.

-ხო, მარიკოს ვახლდი საყიდლებზე და ისე დამღალა სტუდიაში აღარ გამივლია.

-საყიდლებზე რა უნდოდა? _ სააბაზანოდან თავი გამოყო ჯუბამ.

-კაცებს იღებდა მიზანში და თავს აწონებდა. საყიდლებზე რატომ მიდიან ხოლმე ჯუბა?

-რავიცი აბა, გააჩნია ადამიანს. აი მე მაგალითად კონსულტანტ გოგონებს ვიღებ მიზანში და მერე ცეცხლოვანი ღამით სრულდება ხოლმე ფლირტი.

-ჯუბა. _ ხმამაღლა დაუკივლა ნანამ და ისიც სწრაფად შეიკეტა სააბაზანოში.

-ლანა არ მოსულა?

-არა ჯერ, დღეს ქიმია აქვს დამატებით და შემაგვიანდებაო.

-ანუ ცუდ ხასიათზე იქნება. _ ხმამაღლა გაეცინა და ოთახისკენ წავიდა მოულოდნელად ჯუბა რომ გამოვარდა ნახევრად შიშველი სააბაზანოდან.

-და თუ რეალურად არ გამოდის ცეცზლოვანი ღამე, წარმოსახვის უნარი მაქვს ხოლმე ფანტასტიური. _ დაამატა და ისევ მიიხურა კარი.

-აუ ამას აკლია. _ ხელი ჩაიქნია და ოთახში შეიკეტა.

 

საღამოს როგორც ყოველთვის ყველანი ერთად მიუჯდნენ სუფრას და საშინელი ხმაური იყო მისაღებში.

-ნანა ყველი მომაწოდე, მარგალიტა სალათი გადმომიღე ძმურად, ლანა შენ პური რა. _ თან ტელეფონში იყურებოდა და თან მითითებებს აძლევდა ოჯახს.

-ბარემ ხომ არ გაჭამოთ? თუ არ გადაიღებ ცეცხლი და მდუღარე გიჭამია. _ ხმამაღლა დაუყვირა ლანამ და ჭამა განაგრძო.

-ოუ, ოუ, კრასოტკა რაიყო შენ ნარგიზას გავლენაა? _ ხმამაღლა გაეცინა და მამამისს მიუბრუნდა. -ვაჟა სხვა ქიმიის მასწავლებელი უპოვეთ თორემ მოვკვდი ამის საცოდაობით.

-შესანიშნავი მასწავლებელია ქალბატონი ნარგიზი, ძალიან განათლებული და დისციპლინირებული.

-არ გენახოთ უკეთესი. _ დაისისინა ჩუმად და მოფხუკუნე დას ფეხი მიკრა.

-რადროს ქიმიის მასწავლებელია, ერთ თვეში ჩემი დაბადების დღეა და რას მჩუქნით? _ თვალები ააფახულა მარგომ და ღიმილით მოათვალიერა ყველა.

-ლიფს. _ მთელი სერიოზულობით თქვა ჯუბამ და წვენი მოსვა.

-რას? _ ტელეფონიდან თავი ამოყო ლანამ და პირდაღებული მიაშტერდა ძმას.

-ლიფს, თუ რას ეძახით მაგას თქვენ ენაზე. ბიუჰალსტერი თუ ბიუსტალერი.

-ბიუსჰალტერი იდიოტო, მაგრამ ეგ რა საჩუქარია?

-რა და შენს დას წინა ცხოვრებაში როგორც ეტყობა დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი, მერე ღმერთმა დასაჯა და ქალების სიმდიდრე - მკერდი არ არგუნა საუბედუროდ. რომელი კაცი წაიყვანს ახლა ამას? ამ მონაცემებზე დაყრდნობითა და სურვილით, რომ მალე მოშორდეს სახლიდან, გადავწყვიტე სილიკონიანი ლიფის ჩუქება, რომ ჩაიცვამს გულს გაიხარებს მაინც. _ სიცილით თქვა და სწრაფად დახარა თავი მარგოს ნასროლი ჭიქა რომ აეცილებინა.

-შე ყოვლად გამოუსადეგარო ნივთო, დედა გაიტანე ეს აქედან სანამ მოვკალი. _ ვაჟას მიერ გაკავებული ხელები სწრაფად გაინთავისუფლა და ფეხზე წამოფრინდა.

-მარგო დამშვიდდი შვილო რა ამბავი ატეხეთ? _ გაოგნებული ნანა ხან ერთს უყურებდა და ხან მეორეს.

-კიდევ მე მაბრალებ დედა? ვერ ხედავ როგორ მელაპარაკება?

-აი რა ვთქვი ახლა ისეთი ჰა? _ მიამიტური მზერით გადახედა ნანას და “ცრემლები მოიწმინდა”

-ხო მართალი ხარ, ლიფის ყიდვას ნამდვილად საჭიროებ, იმიტომ რომ ჩემს ნაცვლად შენ დაგასაჩუქრა ღმერთმა ძუძუებით და კი დაგხატავს ისე. _ თვალი ჩაუკრა მარგომ და კოცნა გაუგზავნა.

-მეე? რა სისულელეს ამბობ? _ დაფეთებულმა დაიხედა გულზე და მერე ოთახისკენ წასულ აკისკისებულ დას გახედა შუბლშეკრულმა.

-ერთი როდის ჩამოვა მამას მეგობარი და მისი შვილი რუსეთიდან, იქნებ მოტყუებით მიგათხოვო და მერე გამოვუცხადებ რომ წაღებული საქონელი უკან არ ბრუნდება. _ არც მან დააკლო ირონია და ჭამა მშვიდად განაგრძო, მაგრამ დრო და დრო მაინც იყურებოდა არარსებულ მკერდზე და ამოწმებდა მართლა ხომ არ ესაჭიროებოდა ლიფი.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1226 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ვაიმეე,ეს რა იყო.ამოვწყდი და გადავშენდი.ისეთი შედარებები გაქვს.ვგიჟდები შენ იუმორზე.სწორედ ეს მჭირდებოდა ახლა.მძიმე თავები დავწერე და რასაც ქვია გამოვცარიელდი,ამან კი ენერგიით ამავსო.მალე ,მალე მინდა მეორე თავი.უმაგრესი იყო.შეუდარებელი იუმორი გაქვს .უნიჭიერესი ხარ.მეამაყები და მიყვარხარ. ♥♥♥♥♥
avatar