აურზაური [2]
31.10.2017, 22:29

 

-დედა მშია.

-დედა მეც მშია. _ დილაადრიან ოთახიდან გამოცვივდნენ უმცროსი და_ძმა და ნანას დაუდგნენ წინ.

-თქვენც მშვიდობიანი დილა ბავშვებო. _ თავი სიცილით გააქნია ქალმა და სამზარეულოსკენ წავიდა.

-დედა მარგოს სძინავს? _ გაკვირვებულმა მოათვალიერა სახლი ლანამ და მაგიდას მიუჯდა.

-სძინავს ხო, ჯუბა დღეს სამსახურში არ წასულა და მშვიდად დაიწყო დილა.

-კიდევ კარგი, თორემ მაგათი წივილის გამო მეც მეღვიძება და მერე სკოლაში მერხზე მძინავს. _ საყვედური გამოთქვა ლაზარემ.

-ხო მართლა, შე პარაზიტო ბავშვო რამდენჯერ გითხრეს იმ ბავშვს შეეშვიო? დედამისი უკვე მეასედ მლანძღავს აღარ შემიძლია.

-ვინ ბავშვს, რა ხდება ლანა?

-შენმა ბიჭმა ივაჟკაცა და კლასელი უნიტაზში ჩააყუდა თავით, მერე თმა შეჭრეს იმ ბავშვს და ყოველდღე დასცინის ალაგებული მაგიდა ხარო. აღარ შემიძლია დედა მეტი, ვისაც ხელში მოვყვები მე მლანძღავენ.

-ლაზარე რას ნიშნავს ეს ყველაფერი? სულ დაკარგე ზრდილობა?

-აუ დედა ნუ დაიწყებ ახლა რაა, საცემი იყო და იმიტომ ვცემე. მადლობა თქვას სულ რომ არ ჩავახრჩე უნიტაზში. _ ხელი აიანია და ჭამა განაგრძო. -შენ კი ენას ამოგაცლი დამაცადე. _ ჩუმად დაისისინა ლანას ყურთან და დედამისს აფერისტულად გაუღიმა.

-დილამშვიდობისა ოჯახო. _ სამზარეულოში ახლადშემოსულ ვაჟას მარგოც მოყვა უკან და ლოყაზე მაგრად აკოცა.

-დილამშვიდობისა. _ ხელი შემოხვია ვაჟამ და კალთაში ჩაისვა.

-მარგო ოთახი მიალაგე? _ მაშინვე ამუშავდა ნანა.

-აუ კარგი დედა რაა. _ მობეზრებულმა აიქნია ხელი და ლაზარეს ჭიქიდან მოსვა წვენი.

-სწავლის საქმეები როგორაა შვილო? _ ღიმილით დაეკითხა ვაჟა.

-გამოცდები მეწყება ახლა და ისე ვიღლები ვერ წარმოიდგენ, აქეთ ეს შეჯიბრება რომაა ორ კვირაში, მომიწევს სტუდიაში გავათენო ხოლმე. _ ღრმად ამოისუნთქა და მომღიმარ ვაჟას თვითონაც გაუღიმა.

-ეგ შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდიისთვის, მეორე ან მესამე ადგილას მაინც უნდა გავიდეთ.

-მეორე ან მესამე ადგილისთვის ვწვალობ? _ აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა მარგომ. -პირველ ადგილას გავალთ აუცილებლად.

-როგორ ვამაყობ შენით. _ თმაზე მოეფერა და შუბლზე აკოცა გაცისკროვნებულმა კაცმა.

-მადლობა მამა. _ ხელები კისერზე შემოხვია და მერე ნანას მიუბრუნდა. -დედა ჯუბა სადაა?

-სძინავს შვილო.

-სძინავს? როგორ მოხდა. _ ხმამაღლა გაეცინა და ფეხზე წამოდგა. -წავალ შევხედავ. _ სამზარეულოდან გავიდა და წარბების თამაშით გაუსწორდა ჯუბას ოთახს.

-მარგო სად მიდიხარ? _ ჩურჩულით ჰკითხა ლანამ და გვერდით დაუდგა.

-შენს ძმას უნდა ვაჩვენო როგორია დილით გაღვიძება.

-აუ მეც დაგეხმარები.

-მეეც. _ სირბილით შემოვარდა ლაზარე. -გეგმა გაქვთ? _ ინტერესით ახედა დებს.

-არა, რომ შევალთ მოვიფიქრებთ. _ ჩუმად ჩაიფხუკუნა მარგომ და ჯუბას ოთახის კარი შეგლიჯა.

-ჯუბა, ჯუბა დროზე ადექი.  გაიღვიძე სწრაფად. _ ხმამაღლა ყვიროდა და ოთახში დააბოტებდა.

-რა ხდება? _ შეშინებული წამოჯდა საწოლზე და აქეთ_იქით დაიწყო ყურება.

-ჯუბა დროზე ადექი. _ სლუკუნით ჩაილაპარაკა ლანამ და ტანსაცმელი მიაწოდა, ლაზარემ ფეხსაცმელები მოურბენინა და ინტერესით აკვირდებოდნენ ქარბორბალასავით მოტრიალე ჯუბას, რომელიც სახეწაშლილი იცვამდა ტანსაცმელს და შეშინებული უყურებდა და-ძმას.

-ხალხო ამოთქვამთ რა ხდება? _ მაისური გადაიცვა და ოთახში მყოფ და_ძმას გადახედა.

-რა და, იცი ძამიკო არ გვინდოდა ამის თქმა მაგრამ.

-არ გვინდოდა გული გვეტკინა შენთვის..

-არ გვინდოდა ასე პირდაპირ გვეთქვა, გვეგონა შენით გაიგებდი, მაგრამ ვერ გაიგე. _ “ცრემლები” მოიწმინდა მარგომ.

-მარგო რა ჯანდაბა მოხდა, ყველაფერი კარგადაა?

-კი, გათენდა და დილამშვიდობისა. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მარგომ და სამივენი სიცილით გავიდნენ ოთახიდან. ჯუბა სახეწაშლილი ჩამოჯდა საწოლზე და დაცვარულ შუბლზე გადაისვა ხელი.

-დამაცადე მარგალიტა, თუარ განანო მე არ ვიყო მისტერ სექსუალურობა. _ თვალი გააყოლა სამეულს და სააბაზანოსკენ წავიდა თავის ქნევით.

 

-მარგო ყავა ხომ გინდა? _ სამზარეულოდან გამოსძახა ლანამ და ჩაიდანში წყალი ჩაასხა.

-კი ლან, ორმაგი გამიკეთე თავი მისკდება.

-ოქეი.

-დედი შენ დღეს მასწავლებლებთან არ ხარ?

-დედა არ შეგიძლია ყოველ წამს არ შემახსენო რომ ოჯახს არ ვებრალები და ნარგიზასთან უნდა ვიარო მთელი წელი?

-კარგი შვილო დამშვიდდი, ისე გკითხე. _ ხელები აწია ნანამ და სამზარეულოდან გამოვიდა. ვაჟამ ხმადაბლა გაიცინა და დაბღვერილ ცოლს თვალი აარიდა.

-რა გაცინებს ნეტავ ვიცოდე ერთი, სად ჯანდაბაში მონახე ეს ნარგიზა? მაგ ქალის გამო ბავშვს ნერვები აღარ უვარგა და წესიერად ვერ დაელაპარაკები. კეთილი ინებე, წაბრძანდი დღეს და უთხარი იმ შენს ნარგოს, რომ ლანა მასთან აღარ მოემზადება და თუ ასე გიყვარს შენ მიებარე. მე მოვუძებნი ჩემს შვილს ნორმალურ რეპეტიტორს. _ პირდაღებულ ვაჟას გვერდით ჩაუარა და სავარძელში კომფორტულად მოკალათდა.

-საღოლ ნანა, ათიანი. _ ხმამაღლა გაიცინა მარგომ და ტაში შემოჰკრა.

-აუ დედა ვგიჟდები შენზე, მხოლოდ შენ თუ შეგებრალება შენი საცოდავი შვილი. _ სამზარეულოდან გამოვარდა ლანა და დედას მოეხვია.

-არ იდარდო დე, მაქსიმუმ ორ დღეში ახალი რეპეტიტორი გეყოლება. _ თმაზე ხელი დაუსვა და გაუღიმა.

-დილამშვიდობისა მშობლებო, მარგო თქვენ მერე მოგივლით და ნანა რა სახე გაქვს? _ სწრაფად ჩაარაკრაკა და დედამისის გვერდით ჩამოჯდა.

-ქალბატონმა ნანამ პროტესტი გამოთქვა რომ მისმა უმცროსმა ქალიშვილმა, ლანა ნადირაძემ სიარული განაგრძოს ქალბატონ ნარგიზასთან ქიმიის რეპეტიციაზე. ქალბატონ ნანას იმდენად გედეეკეტა სიმონ რომ ლამის ხელდახელ წავიდა ბატონი ვაჟასკენ, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ლანას რეპეტიტორის პოვნაში. ამ და სხვა სიახლეებით მაქსიმუმ ორ დღეში დაგიბრუნდებით, როდესაც ქალბატონი ნანა ახალ რეპეტიტორს იპოვის. _ მონოლოგი ღიმილშეპარული ხმით დაასრულა ლაზარემ და სავარძელში ჩაჯდა.

-ეს ნახეთ რაა. _ ხმამაღლა გაიცინა ჯუბამ და ძმას გახედა.

-ლაზარე შენ ჟურნალისტობა გეცადა დედი. _ ლოყაზე აკოცა ნანამ მომღიმარ ბიჭს და ლანას ფინჯანი გამოართვა.

-რას უყურებ? _ გვერდით მიუჯდა მარგო ჯუბას და მხარზე ჩამოადო ნიკაპი.

-პორნოებს. _ თვალი ჩაუკრა და თმა აუჩეჩა ცალი ხელით.

-ისე წახდა შენი საქმე ქალები აღარ გეკარებიან და პორნოების ყურება დაიწყე? _ ჩუმად ჩაიფხუკუნა და ყავა მოსვა.

-ვის მე? აბა რას ამბობ ახლა. როგორც უდაბნოში არ დაილევა ქვიშა, ისე არ დამელევა მე ქალები მაგრამ ახლა არ ვარ ალერსის ხასიათზე და ვისვენებ.

-თვითკმაყოფილო იდიოტო. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა და მიეხუტა.

-გველო ბავშვო, დილის ინციდენტი მაინც არ დამვიწყებია. _ ლოყაზე უჩამიტა და საფეთქელთან მიადო ტუჩები.

 

საღამოხანს მარგო მოემზადა და მისაღებში გავიდა.

-ჯუბა წავედით? მე მზად ვარ.

-ქურთუკს ავიღებ და წავიდეთ.

-კარგი, ფეხსაცმელებს ჩავიცვამ მაშინ.

-ამ გოგოს რამდენჯერ უნდა ვუთხრა შიშველ ფეხზე ნუ იცვამ ფეხსაცმელსთქო? _ თვალი გააყოლა მისაღებიდან გასულ მარგოს ნანამ.

-დამშვიდდი ნანა, დღეიდან ჩაიცვამს ხოლმე. _ წარბები აათამაშა ჯუბამ და მერე იმხელა ყვირილი გაისმა, ნანას სიტყვა პირზე შეაშრა.

-ვაიმეეეეეეეეეეე დედიკოოო. _ ისტერიული ყვირილი ტირილში გადაეზარდა მარგოს.

-რამოხდა დედი? _ წამებში მასთან გაჩნდა და სახეწაშლილ შვილს ცრემლები შეუმშრალა.

-დედა, დედა იქ ჩემს ფეხსაცმელში ბაყაყი იყო. ვაიმეეეე რომ ჩავიცვი, ღმერთო ჩემო. _ თმაში ხელი შეიცურა და ქურთუკის შეკვრით გართულ ჯუბას გახედა.

-შენ, შე ვირო..

-ეგ დილანდელისთვის. _ ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სახლიდან გავიდა.

-მძულხარ. _ ცრემლები მუშტებით შეიმშრალა და ჯუბას მიყვა უკან.

 

……………………..

ყველაზე რთული და დატვირთული ორი კვირა იყო მარგოს ცხოვრებაში. უნივერსიტეტს და გამოცდებს დამატებული შეჯიბრისთვის მზადება ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე ელოდა იმდენად გადამწვარი იყო ჯუბაც კი აღარ აღვიძებდა და მეტიც, დილით საუზმეს და ყავას თვითონ ახვედრებდა ხოლმე.

-მარგო სად ხარ?

-მე კიარა შენ სად ჯანდაბაში ხარ ჯუბა, ზუსტად ერთი საათია სალონიდან გამოვედი, გაჩერებასთან ვდგავარ საცეკვაო კოსტუმში გამოწყობილი (რომელშიც თითქმის ყველაფერი მიჩანს) და დორბლებწამოსულ მამაკაცებს არ ვიმჩნევ.

-კარგი დამშვიდდი ნუ ყვირი, მანქანა გამიფუჭდა, გავაკეთე და ათ წუთში მანდ ვარ.

-ამოწყდი, ვერ გიტან. _ სანამ გაუთიშავდა ხმამაღლა მიაძახა და მოშტერებულ ხალხს გაუღიმა.

ისე ნერვიულობდა, ერთიანად კანკალებდა და ვერაფრით იმშვიდებდა თავს. სულ ასე იცის, შეჯიბრების წინ პანიკაშია და როგორც კი ცეკვას იწყებს მერე ეთიშება გარესამყაროს. სწორედ ამ თვისებით ახერხებს ხშირ შემთხვევაში შეჯიბრებებში გამარჯვებას.

ირგვლივ მიმოიხედა და იმდენი ხალხი შემოეხვია გარს, გადაწყვიტა ცოტა მოშორებით გასულიყო რომ ჯუბას კარგად დაენახა.

ერთ ადგილას იდგა და თითებს იწვალებდა ძმის მოლოდინში.

-მაინცდამაინც ახლა გაუფუჭდა მანქანა, უვარგისი და უნიათო. _ ხმამაღლა ილანძღებოდა და ტელეფონს ეძებდა ჩანთაში ჯუბასთვის რომ დაერეკა. ის იყო იპოვა და ნომერი აკრიფა, მოულოდნელად არანორმალური სისწრაფით რომ ჩაუარა მანქანამ და ასფალტზე დაგროვილი წყალი მთლიანად მის თეთრ კაბაზე აღმოჩნდა.

მარგომ ჯერ პირი დააღო, მერე დამუხრუჭებულ მანქანას გახედა, მერე კაბაზე დაიხედა და ასე მონაცვლეობით.

-შენი დედაც. _ სიმწრისგან მთელი ძალით დაიყვირა და მისკენ წამოსულ მომღიმარ მამაკაცს მკვლელის თვალებით გახედა.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1070 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
გიჟების ოჯახი.გავმხიარულდი.კარგი თავი იყო.გვარიც რა შესაფერისი აქვთ . biggrin
ბაყაყი ფეხსაცმელში? ჰმმ...არააა ცუდი იდეა :ბოროტისმაილი:
avatar