და ჩემი ოქროს შემოდგომაც დადგება მალე
12.08.2018, 22:34
უეცრად აცივდა... თითქოს სულშიც აღწევს ქარები
სულაც აღარ ჰგავს ეს ამინდი ზაფხულს მცხუნვარეს,
გავყურებ ზეცას, მღელვარე ზღვას, ფერშეცვლილ დღეებს
და შავ ღრუბლებში გადაკარგულ სხივებს მდუმარეს.
წვიმს ისე, თითქოს ცა ჩამოდის მიწაზე ფეხად
მარტის თვესავით გიჟურია დღესაც ამინდი,
მომწონს ეს ყოფა, წვიმაც მიყვარს შუა ზაფხულში
თუმცა რაღაცა მაფიქრებს და მაინც განვიცდი.
ჩემს მონატრებულ შემოდგომას შევხარი ისევ
ველი ჰაერში მოფარფატე ოქროსფერ "ფიფქებს",
ცივ წვიმის წვეთებს, წიგნით ხელში ფანჯრის წინ ჯდომას
და ყავით სავსე გვირილებით მოხატულ ფინჯნებს.
ოჰ, როგორ სწრაფად გაირბინა ცხელმა დღეებმა
ვხარობ და მასთან მონატრებას ვაბარებ ქარებს,
ხედავთ? ამინდმაც როგორ სწრაფად დაიწყო შეცვლა
და ჩემი ოქროს შემოდგომაც დადგება მალე....
/ჟანნეტ ბოგვერაძე/
     12.08.2018
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 256 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
♥ კიდევ უფრო მომანდომა შემოდგომა ამ ლექსმა ♥ ...ძალიან საყავრელი ლექსია.
avatar
1
3
ჩემო საყვარელო❤❤❤ დიდი მადლობა❤❤
avatar
0 Spam
2
შენს ნიჭს რო საზღვარი არ აქვს ♡♡♡
avatar
0
4
ანა❤❤❤❤ დიდი მადლობა❤❤❤
avatar
0 Spam
5
იდეალურია ... )
avatar
0
6
ძალიან დიდი მადლობა❤❤❤
avatar