დეკემბერია
01.12.2018, 19:41
ქარი ქრის, თითქოს ასე ძლიერ არც უქროლია
წვიმის წვეთები დაუდევრად მოაწყდნენ მინას,
შემოდგომასაც დაეკარგა უკვე ფერები
კარები მაგრად გაიხურა და მშვიდად სძინავს.
ირგვლივ ყველაფერს დატყობია უკვე სიცივე
ხეებს სხეული ეყინებათ, ყველანი თრთიან,
გაუჩერებლად ბობოქრობენ გულქვა ქარები
არ იღლებიან თითქოს, ისე ძლიერად ქრიან.
სულშიც ქარია, სიცივეა როგორც არასდროს
ცივი თითები თბილ მზის სხივებს ისევ ელიან,
მაგრამ ლურჯი ცა შეუცვლია შავ ფერს და გვამცნობს
დეკემბერია, სუსხიანი დეკემბერია.
(ჟანნეტ ბოგვერაძე)
     /01.12.2018/
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 52 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar