გაგვინოემბერდა
09.11.2017, 23:38

 

შავი შეჰპარვია ირგვლივ არემარეს
ხეებს ურცხვად სცვივა ოქროს ფოთლები და...
წვიმას ერევიან თეთრი ფანტელები
ვეღარ ამოვდივარ სევდის მორევიდან.
ყვითლად გახუნებულ ბილიკს მივუყვები
ოქროს ფოთლები რომ ნაზად დაჰქარგვიან,
დილით მზის ამოსვლას თვალყურს ვადევნებ და
თითქოს ის სხივები სადღაც დაჰკარგვია.
ერთ დროს გვირილებით სავსე მდელოები
სულ მთლად გადახუნდნენ, სულ მთლად გადაფერდნენ,
მთები, ოქროსფერი სხივით შემოსილი
ჭაღარავდებიან, ერთხმად გადათეთრდნენ.
მე კი დროს ვაჩერებ ოქროს მომენტებზე
კალმით ლაღად ვქარგავ სევდის მორევზე და....
ისევ ერევიან წვიმას ფანტელები
გაგვინოემბერდა... გაგვინოემბერდა...

კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 748 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
მიყვარს შენი ლექსები.მართლაც,რომ გაგვინოემბერდა.სასიამოვნოდ საკითხავი ლექსია ♥
avatar