გაიღიმეთ, ცხოვრება გრძელდება
03.11.2017, 16:48


ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედიაა კომედიური წუთშესვენებებით…….

მაშინ, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი, იმდენად კარგი, რომ ისიც ერთიანად იცვლება და ხდება იმაზე ბევრად მხიარული, მოსიყვარულე, თბილი და ლაღი ვიდრე აქამდე.

უხარია….. იღიმის….. ბედნიერია აწმყოთი და ღიმილით საუბრობს მომავალზე.

მაგრამ…..

მერე რაღაც ძალა ხელებში იმწყვდევს და მთელი ინერციით ანარცხებს დედამიწას. ერთი სიტყვა, ერთი წინადადება, ყველაფერს ანგრევს და სწორედ მაშინ ხვდება რომ აღარაფერი იქნება კარგად.. წამებში იცვლება მისი იმჟამინდელი ყოფა და  უწინდელისგან განსხვავებით ხდება იმაზე სევდიანი, ცივი და უხასიათო ვიდრე აქამდე…

წინასწარ ხედავს საკუთარ თავს საგიჟეთში, სადღაც მიყრუებული ოთახის ბოლოში თეთრ ხალათში გამოწყობილს, იმიტომ ხედავს, რომ ხვდება ამ ყველაფერთან გამკლავებას ვერ შეძლებს, ძალა არ ეყოფა უბრალოდ.

იმდენად დიდია ტკივილი, ნებით თუ უნებლიედ თავს არწმუნებს რომ ვერაფერს გადაიტანს, ყველაფერი თავზე ჩამოენგრევა და გამოსავალს მხოლოდ საკუთარ ნიჟარაში ჩაკეტვაში, დეპრეესიაში, ტირილსა და გოდებაში ხედავს.

სწორედ ეს არის ადამიანების ყველაზე დიდი მინუსი, არ გვინდა იმის გააზრება რომ დეპრესიის გარეშე უფრო კარგად ვიგრძნობთ თავს. უფრო სწორად საყრდენი გვჭირდება, ძალა გვჭირდება რომ ეს გავიაზროთ და გახსოვდეთ ყველას, რომ ერთ დღესაც აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც, ვინც არ გაგვიმეორებს გაუფერულებულ სიტყვებს, არ გვეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება და შეეცდება დაგვანახოს ის რეალობა რომელიც იმ დროა ყველაზე უკეთესია ჩვენთვის.

იმდენად უცხოდ და უცნაურად მოგვეჩვენება ეს ყველაფერი, რომ ნებით თუ უნებლიედ გადაიქცევა ყველაზე დიდ საყრდენად ჩვენთვის. ადამიანად რომელთანაც ყველაზე რთულ დროს მიხვალ, იმიტომ რომ იცი არ გეტყვის რაღაც ბანალურს და მომაბეზრებელს.

მეგობარი ყველაფერია ადამიანისთვის, მთავარია ჩვენ ამოვიცნოთ სწორად და რომ ვიპოვით ყოველთვის შევინარჩუნოთ იგი. ყველაზე დიდი ძალაც საყრდენიც და იმედიც სწორედ ის ერთი ადამიანი ხდება ჩვენთვის. მაქსიმალურად ცდილობს თვალი აგვიხილოს და დაგვაბრუნოს იქ, სადაც შევწყვიტეთ არსებობა. მერე ნელ-ნელა ვუბრუნდებით საკუთარ თავს და ბევრჯერ დაცემული ხელახლა ვცდილობთ წამოდგომას. ისევ ისე ვიბრძვით და ისევ ისე ვთხოვთ მეტს საკუთარ თავს როგორც ადრე.

ჩვენს ცხოვრებაში ადრე თუ გვიან გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თვალს აგვიხელს და მიგვახვედრებს, რომ ცხოვრება გრძელდება. ადამიანი, რომელიც ამოგვიყვანს იმ ღრმა ტკივილიდან, რომელიც დაუდევრად ცდილობს შეგვითრიოს მასში.

აუციკებლად გამოჩნდება ეს ადამიანი თქვენთანაც და უბრალოდ გაუფრთხილდით მას!

ისევ გამხიარულდით…..

იტირეთ მხოლოდ ბედნიერების ცრემლებით და რაც მთავარია:

გაიღიმეთ, ცხოვრება გრძელდება..!

#####
პ.ს აუცილებლად ამოიცნობ საკუთარ თავს!❤
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 851 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ძალიან აზრიანი და ღრმა შინაარსის მქონე სიტყვებია.ყველას დააფიქრებს.მუდამ ბედნიერი მინდა იყო ♥♥♥
avatar
1 Spam
2
თიკუნა საყვარელო უღრმესი მადლობა❤❤❤❤❤
avatar