მოულოდნელი სტუმარი. ნაწილი მეორე ( დ ა ს ა ს რ უ ლ ი )
15.06.2017, 21:59
-თაია კარგი რაა, რა ქვრივი დედაკაცივით მოთქვამ? _ ცხვირი აიბზუა კარინამ და ფეხზე წამოდგა.
-კარინა! _ თვალები დაუბრიალა მარიკამ და მსუბუქად მიკრა ხელი გაჩუმდიო.
-აუ აბა დედა რა უბედურებაა? ორი დღეა რაც ჩამოვედით, ეს კი წევს და ფშლუკუნებს.
-მოიცადე, გაგახსენებ მე მაგას შენი პრინცი რომ მოგენატრება.
-ეგ რა შუაში იყო ახლა? _ თავის დაძვრენა სცადა კარინამ.
-თავშია დედი, მეც ასე ვიყავი დემეტრე რომ მივლინებაში მიდიოდა.
-ხო გასაგებია დე, მაგრამ ცოტა ხომ უნდა გამოფხიზლდეს არა? თან ხვალ დაბადების დღე აქვს და ასე უნდა შეხვდეს?
-ეგ მართალია თათო, თან ხომ იცი დემეტრემ რესტორანი დაჯავშნა უკვე, გინდა არ გინდა უარს ვერ ეტყვი. _ ეშმაკურად აათამაშა წარბები მარიკამ.
-არმინდა დაბადების დღე, არც ადგომა მინდა, არც მომზადება, არც კაბა, არც საჩუქრები. _ სლუკუნებდა და ცრემლებს მუშტებით იგერიებდა.
-შენ თომა გინდა მარა მე ჯინი არ ვარ ალადინიდან აქ რომ გავაჩინო, ასე რომ დროზე ადექი და მოწესრიგდი.
-ოოო, არმინდა…
-აუუ თუ არ გინდა იწექი მანდ და იღნავლე რაა. _ ხელი აიქნია და ჩანთა აიღო.
-დე წავედი მე ონომ უნდა გამომიაროს სადღაც უნდა წაგიყვანოო.
-კაი დე მიდი.
-მიხედე მაგას. _ თავით თაიაზე ანიშნა და ოთახიდან გავიდა.
-თაია ვიღაც რეკავს საყვარელო. _ თმაზე ხელი დაუსვა და ტუმბოზე დადებული ტელეფონი მიაწოდა.
-მარიკა თომა რეკავს. _ საწოლში წამოჯდა და სასწრაფოდ შეიმშრალა ცრემლები.
-მერე უპასუხე ჩემო ლამაზო მიდი.
-ნამტირალევ ხმაზე გაგიჟდება.
-რომ არ პასუხობ იმაზე უფრო გაგიჟდება. მიდი უპასუხე მე ყავას ამოგიტან. _ თბილად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. თაიამ სენსორს თითი გადაუსვა და ყურზე მიიდო ტელეფონი.
-მთელი დღეა გირეკავ, სად გაქვს ტელეფონი? _ ისეთი ხმა ჰქონდა მამაკაცს რომ მაშინვე მიხვდა როგორი მკაცრი სახით და შეკრული შუბლით ელაპარაკებოდა.
-მეძინა და არ გამიგია. _ რაც შეეძლო ხმა დაიწმინდა მაგრამ მაინც არ უშველა.
-რა გჭირს ხმაზე? _ ბარიტონი უფრო დაუბოხდა და გოგონას პასუხს დაელოდა.
-არაფერი მჭირს მართლა. _ საცოდავად ამოიკნავლა და საწოლში მოიკეცა. იცოდა როგორ გაუჯავრდებოდა თომა თუ გაიგებდა რა მიზეზითაც ტიროდა.
-ვის ატყუებ?
-შენ. _ ხუმრობის ხასიათზე მოვიდა და თომას ნერვებზე დაიწყო თამაში.
-თაია! იცოდე რომ ჩამოვალ გცემ.
-ოჰ რას ამბობ მოფრინავ. _ ცხვირი აიბზუა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს რომ არ ეტირა.
-ამიტომაც ხარ ასე ხომ? _ ხმით ჩაეღიმა მამაკაცს.
-სულაც არა, გადასარევად ვარ.
-წეღან კარინამ დამირეკა. _ ირონიული გაუხდა ხმა.
-და ყველაფერი გითხრა?
-ყველაფერი.
-აუტანელი, გველაძუა! _ გაწიწმატებული აძაგებდა დაქალს და ხელებს მაგრად მუშტავდა.
-ადექი და მოემზადე ხვალისთვის.
-ოოო, არ მინდა არსად წასვლა და არც მომზადება.
-ძალიან მწარედ დაგსჯი რომ ჩამოვალ იცოდე.
-როდის.
-ხვალ.
-მართლა ხვალ ჩამოხვალ? _ საბნიდან თავი ამოყო და მის პასუხს დაელოდა.
-მართლა. ოღონდ დილით გამოვფრინდები და გვიან ღამით ვიქნები მანდ. იცოდე რესტორანში წადი და გაერთე.
-აუუუუუუუ… ღმერთო ჩემო. _ საწოლზე ხტუნვა და კივილი დაიწყო თაიამ. -ძალიან მიყვარხარ და წავედი ახლა მოვემზადები. _ სიცილით ჩასძახა და საწოლზე ხტუნვა განაგრძო.
-მიდი და ჭკვიანად იყავი. _ თბილი ხმით გააფრთხილა და დაემშვიდობა. თაიამ ტელეფონი იქვე მიაგდო და ოთახში შემოვარდნილ მარიკას გახედა, რომელსაც ფერი აღარ ედო.
-თაია რა გაკივლებს მოხდა რამე?
-კი კი კი კი…. _ დაბლა ისკუპა და ქალს მოეხვია, მერე კი მასთან ერთად დატრიალდა. -თომამ დამირეკა და ხვალ მოდის. _ აჟიტირებულმა წამოიძახა და მარიკას მაგრად აკოცა ლოყაზე. მარიკაც გაიბადრა სიხარულისგან და აცეკვებული სარძლო გულზე მიიკრა.
-იცოდე იმ კაბას ყიდულობ გუშინ რომ მოგვეწონა! _ თითი დაუქნია და ლოყაზე მოეფერა.
-კარგი, გპირდები ვიყიდი.
-წამო ყავა დავლიოთ და გავიდეთ, თან დემეტრეს დავურეკავ და ვეტყვი ახალ ამბავს. _ ღიმილით შემოხვია გოგონას ხელი და ოთახი მასთან ერთად დატოვა.

~~~~~
-ონო კიდევ ხომ წამიყვან? _ ხელები წელზე შემოხვია მამაკაცს და გვერდიდან მიეხუტა.
-სად პატარავ? _ შუბლზე აკოცა და თმაზე მოეფერა გაცისკროვნებულ კარინას.
-ესმასთან.
-როგორ არ წაგიყვან, მაგრამ ვიღაცას ეშინოდა და კანკალებდა. _ წარბები აათამაშა და გაიღიმა.
-ოოო, ნუ დამცინი რა, ეგეთ მომენტში ყველა გოგო ნერვიულობს მაგრამ ესმა რომ გავიცანი ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. და კიდევ, ეგრე ნუ იღიმი ხოლმე.
-როგორ?
-აი ეგრე რა. _ ხელებს აქეთ-იქით აქნევდა და “ეგრე”_ს მნიშვნელობის ახსნას ცდილობდა რაზეც ონოს უფრო ხმამაღლა გაეცინა, გოგონა თავისკენ მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.
-რაიყო ხომარ გაბნევს ჩემი ღიმილი? _ მის წვალებას არ წყვეტდა მამაკაცი.
-სიმართლე გითხრა ბაგეები უფრო მაბნევს და არ მინდა ქუჩაში დებილის გამომეტყველებით ვიარო.
-მოდი აქ. _ ძლიერ მკლავებში მოიქცია და ასე ჩახუტებულმა გააგრძელა გზა მასთან ერთად.
-აუ გავისეირნოთ რა. _ მუდარით ახედა და ყელში აკოცა მამაკაცს.
-გავისეირნოთ მაგრამ გვიანია და შენ სახლში არაფერს გეტყვან?
-არა, წეღან მამას მივწერე ონოსთან ერთად ვარ მეთქი და კარგი ჭკვიანად იყავიო.
-მაშინ წამო ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. _ თავზე აკოცა და მანქანისკენ წავიდა კარინასთან ერთად.

-რა სილამაზეა ღმერთო ჩემო, თან როგორი სიმშვიდე. _ მამაკაცზე მიხუტებული იდგა და მთელ თბილისს გადაჰყურებდა.
-ახლა იცი რა გამახსენდა? ჩვენი პირველი შეხვედრა. _ ხმით ჩაეღიმა ონისეს.
-რაღა დაგიმალო და მეტად ეფექტური იყო. _ სიცილით ახედა მამაკაცს.
-ჯერ გამიკვირდა ქართველის ხილვა და ჩემი ბედი დავწყევლე რაღა ქართველს შევეჯახეთქო, მერე ისეთი წიკვინი დაიწყე მეთქი ეს უეჭველი მეგრელია და ჩემი სული ღმერთს ვთხოვე.
-მეგრელებს რას ერჩი?
-არაფერს, უბრალოდ მაგათ ხომ ყველაფერზე მზად აქვთ პასუხი და შენც ისე დაქოქილმა დაიწყე მეთქი ონისე გამაგრდი.
-ვერასდროს ვიტანდი სახელს ონისე, აი რაღაცნაირია რა.
-მაგრამ მერე გამიცანი მე და სახელიანად შეგიყვარდი. _ მის გაბრაზებას არ წყვეტდა მამაკაცი.
-იდიოტო! არა ეგ სახელი მაინც არ მომწონს და არც ონისედ აღგიქვამ. შენ იქნები სულ ჩემი ონო და მორჩა.
-შენს ონოს როგორ აბედნიერებ იცი?
-კი ვიცი. _ გაბადრულმა ჩაილაპარაკა და მის ყელში ჩარგო თავი.
-ძალიან რომ უყვარხარ ის თუ იცი? _ წელზე ხელი შემოხვია და თმა ყურსუკან გადაუწია. კარინამ სწრაფად წამოყო თავი და თვალებში ჩააჩერდა მამაკაცს.
-რა მითხარი?
-რა გითხარი.
-აი წეღან..
-გითხარი რომ ძალიან მაბედნიერებ.
-კიდევ?
-რა კიდევ?
-ოოო, ონო კარგი რაა. _ გაბრაზებულმა აქცია ზურგი და წამოსვლა დააპირა მოულოდნელად რომ დააშორა მამაკაცმა მიწას და რამდენჯერმე დააბზრიალა. თან მთელ ხმაზე ყვიროდა “მიყვარხარო”
ემოციების პიკი იყო ეს ყველაფერი კარინასთვის, ხმამაღლა კისკისებდა და დაუსრულებლად კოცნიდა ყელში.
-მეც მიყვარხარ. _ ემოციებით დაღლილმა ჩაილაპარაკა და ნაზად შეეხო მის ბაგეებს. კოცნიდნენ ნელა და აუჩქარებლად… სითბოთი და სიყვარულით… ბედნიერები და გაცისკროვნებულები…
ეხუტებოდნენ მთელი ძალით, ფილტვებს ერთმანეთის სურნრლით ივსებდნენ, მათი პირადი სურნელით. უყვარდათ მთელი არსებით და ტკბებოდნენ ერთმანეთით.
მხოლოდ კარინა და ონო!
ონო და კარინა!
და ასე უსასრულოდ!......

** ** ** **
მარიკა და თაია დაღლილები დაბრუნდნენ სახლში და ყველა შენაძენი ოთახში შეიტანეს, მერე თაია სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად და მარიკას წაეჭორავა ცოტა.
-დღეს სალოს ველაპარაკე.
-რაო მერე, ხომ მოვლენ?
-კი მოვლენ მაგრამ ძალიან დიდხანს ვერ დარჩებიან, ჯერ ძალიან პატარაა ბავშვი და ცოდვაა ხმაურში.
-ხო მართალი ხარ საყვარელო.
-გუშინ რომ იყვნენ მოსულები, მერე უფრო გავიაზრე როგორ მენატრებოდნენ თურმე.
-მეც ძალიან მომნატრებიან, ჩემი ნიაკო რამხელაა გაზრდილი.
-თომას ისე ენატრება და ესეც სულ ნათლიას რომ გაიძახის? ცუღლუტი გოგო. _ ხმით ჩაეღიმა თაიას. -ისე მარიკა, საბა რა კარგი ქმარი და მამაა, როგორი თბილი და მზრუნველია არა?
-კი საყვარელო, ძალიან კარგი ბიჭია. ბავშვობიდანვე ისეთი კარგი იყო რომ ეჭვიც არ მეპარებოდა ცოლ_შვილის მიმართაც ასეთი თბილი რომ იქნებოდა.
-სულ თვალებში შესცქერის სალოს და გეგონება თვალებით საუბრობენო, ძალიან უყვართ ერთმანეთი და… _ სიტყვა ვეღარ დაასრულა ისე შემოვარდა კარინა სამზარეულოში და რძალ-დედამთილი ააწიოკა.
-ოჰ, ეს აბრძანდა? _ ქვედა ტუჩი მაღლა აბზიკა და თაია შეათვალიერა. -რაო შენი პრინცი მოდის თუ რაშია საქმე?
-ხო დედი თომა ჩამოდის. _ შვილის გამოსვლით გამხიარულებულმა ჩაილაპარაკა მარიკამ.
-მართლა ჩამოდის? _ ეჭვით შეათვალიერა ორივე. თაიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიღიმა.
-რაკაია ეე. კიდევ კარგი თორემ შენს ღნავილს რა გაუძლებდა. _ ხმამაღლა გაეცინა კარინას და დედამისის მუხლებზე მოიკალათა.
-დედი შენ რა გჭირს? როგორი გაცისკროვნებული ხარ.
-ხო დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი.
-მოყვები? თუ ენა გამოგაყოფინო და წავიკითხო? _ გაბრაზებულმა შეუღრინა დაქალს და მხარი გაკრა.
-დღეს ონომ თავისი და გამაცნო, ვაიმე იცით როგორი კარგი ოჯახი და მეგობრები ყავს? აი გავგიჟდი უბრალოდ. სულ არ მოველოდი ისე მიმიყვანა და გზაში მითხრა ჩემი და უნდა გაგაცნოო, ისე შემეშინდა კინაღამ ენა ჩამივარდა. _ ხმამაღლა გაიცინა და თავი გააქნია.
-ჩემი სულელი გოგო. _ გულზე მიიკრა მარიკამ და თმაზე მოეფერა.
-იქიდან რომ წამოვედით გასეირნება მომინდა და მამას მივწერე ონოსთან ერთად ვართქო
-მამაშენმა იცის ეგ ამბავი? _ პირდაღებულმა მარიკამ თვალების ბრიალით ახედა შვილს.
-კი ვუთხარი.
-და რაო მერე? _ ღიმილი შეეპარა ხმაში.
-არაფერი, ჭკვიანად იყავითო. ონოც ნახა და ელაპარაკა თურმე.
-მარიკა ეგ ამბავი თომამაც იცის.
-თომასაც უთხარით?
-არა, თვითონ მიხვდა. _ სიცილით გააქნია თაიამ თავი.
-და რაო მერე?
-არაფერი, ცოტა შუბლი შეკრა მაგრამ მერე დამშვიდდა. თანაც ონოს დას და სიძეს ვიცნობთ და ძალიან კარგი ხალხია.
-მე უარეს რეაქციას ველოდი მამა_შვილისგან მაგრამ კიდევ კარგი მშვიდად მიიღეს. კარი გააგრძელე რას ყვებოდი.
-ხოდა სადღაც ძალიან მაგარ ადგილას წამიყვანა, აი სრული სიცარიელე იყო და მთელი თბილისი ხელისგულივით მოსჩანდა. მერე ვისაუბრეთ და მითხრა მიყვარხარო გესმით? _ ფეხზე წამოფრინდა და ხტუნვა დაიწყო. -ისეთ ემოციებში ვარ ცოტაც და ავფეთქდები.
-კარგი ბიჭია დედი ონო და მოუფრთხილდით ერთმანეთს იცოდეთ.
-ვიცი დე და ყველაფერს გავაკეთებ რომ ბედნიერი ვიყო მასთან ერთად. ისე ვარ რომ დღეს თაიაც კი მიყვარს. _ ბოროტულად ჩაიხითხითა და შურდულივით გავარდა სამზარეულოდან.
-ღმერთო ნეტა ამას რა ეშველება?
-არაფერი. _ გამამხნევებლად დაადო მხარზე ხელი თაიამ და სიცილით გაამხნევა.

><><><><><
მეორე დღეს მთელი ოჯახი და სამეგობრო წრე თავზე ადგა თაიას და დაბადების დღეს ულოცავდნენ. იცოდა რომ თომავერ ჩამოვიდოდა და ვერც რესტორანში მოახერხებდა მისვლას, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. გვიან მაგრამ რაც მთავარია მაინც ხომ მოდიოდა და იცოდა რა მცირე დროში მოუწია ყველა საქმის გაკეთება რომ თაია გაეხარებინა და ჩამოსულიყო. ამიტომაც არ განიცდიდა იმდენად იმ ფაქტს რომ რესტორანში მის გვერდით ვერ იქნებოდა.
-თაია, თომა როდის ჩამოვა? _ განუწყვეტლივ კითხულობდა ნია და თაიას ეკვროდა.

-მალე ჩამოვა ჩემო პატარა და ბევრ საჩუქარს ჩამოგიტანს. _ ლოყებს უკოცნიდა და კიდევ უმეორებდა უამრავჯერ ნათქვამს.
-საბა სად იყავი? _ შუბლშეკრულმა გახედა ახლადდაბრუნებულ ქმარს სალომემ და ტუჩები გამობურცა.
-საქმეზე ვიყავი პატარავ, რაიყო მოგენატრე? _ გვერდით მიუჯდა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე.
-რა საქმეზე?
-საყვარლები ვინახულე როგორ იყვნენ.
-საბა დღეს მისაღებში დაიძინებ იცოდე.
-შენთან ერთად მზად ვარ იატაკზეც დავიძინო. _ არტისტულად გაშალა ხელები და თმა აუჩეჩა გაბუტულ ცოლს.
-ოოო, მითხარი სად იყავი რა.
-არ შეიძლება, საღამოს გეტყვი. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-თათო, ამ შავ კაბას ვერცხლისფერი საყურე უფრო მოუხდება, თანაც ფეხსაცმელიც ვერცხლისფერია.
-ხო გვანცა მეც ეგრე ვიფიქრე. _ თბილად გაუღიმა გოგონას. კლაჩიც შავია და ყველაფერს შავს ხომ ვერ შევუხამებ.
-ხო ზუსტად, ულამაზო იქნება.
-შენ ის მითხარი დაჩიზე კიდევ გაბრაზებული ხარ? _ შეპარვით დაიწყო და ღიმილით გახედა გოგონას.
-კი! როგორ დაავიწყდა ჩვენი გაცნობის დღე? _ ცრემლებამდე მისულმა ამოილაპარაკა და თავი გააქნია.
-ჩემო ლამაზო მისმინე. _ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააჩერდა. -რათქმაუნდა ვიცი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეგ, მაგრამ ხშირად ხდება რომ მამაკაცებს არ ამახსოვრდებათ ხოლმე. დამიჯერე შეიძლება ძალიანაც უნდათ მაგრამ ვერ იმახსოვრებენ. დარწმუნებული ვარ თომას ეგეთი დეტალები საერთოდ არ ახსოვს, თუმცა მთავარია რომ მე მისგან ყობელდღე ვგრძნობ სიყვარულს, დაფასებას და ყურადღებას. დაჩისგანაც ასე იქნება დარწმუნებული ვარ. უბრალოდ არ ღირს მსგავს რამეზე გაბრაზება დამიჯერე.
-ჰო მართალი ხარ. თან იმდენი სამუშაო აქვს და გვიან მოდის ხოლმე დაღლილი. _ თავი დახარა და თვალები აემღვრა. -ხოდა მიდი გაიქეცი ახლა და ჩაეხუტე შენს ბიჭს. _ თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოაყენა.
-ყველაზე სუპერ მული ხარ. _ ლოყაზე მაგრად აკოცა და ოთახიდან გავიდა.
…………………….
საღამოს ყველანი მაგიდასთან ისხდნენ და იხსენებდნენ მათთვის ძვირფას და საინტერესო ისტორიებს. ისეთი ბედნიერები იყვნენ ერთი შეხედვით, თუმცა თაიას მაინც აკლდა რაღაც. რაღაც კიარა ვიღაც, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც იღიმოდა და ცდილობდა არ შეემჩნია მოწყენა.
-ხვალ ლევანის ქორწილია ხომ არ დაგავიწყდათ? _ ყოველი შემთხვევისთვის შეახსენა დემეტრემ მარიკას ძმისშვილის ქორწილში რომ იყვნენ წასასვლელები.
-რა დაგვავიწყებდა მამა? დედამ რაც თბილისში ტანსაცმლის და სასაჩუქრე მაღაზიები იყო ყველა შემოგვატარა. _ ხმამაღლა გაიცინა კარინამ.
-აბა უყურე ახლა როგორ დამცინის. _ თავი გააქნია მარიკამ და დემეტრეს ჩამოადო მხარზე.
-ვაიმე შეხედეთ. _ აცრემლებულმა თაიამ ყველას პირდაპირ შუა დარბაზისკენ მიუთითა, სადაც ბიჭი იდგა და გოგოს ლექსით უხსნიდა სიყვარულს. ამასაც მეტი რა უნდოდა, გული აუჩუყდა და ტირილი მორთო.
-რძალო რა გატირებს გაფიცებ? _ სიცილით ჰკითხა საბამ.
-რა ატირებს და თომა მოენატრა, რა დებილურ კითხვებს სვამ? _ ისევ იღრინებოდა სალომე.
-შენც ასე ხარ ხოლმე როცა გენატრები პატარავ? _ ცხვირზე უჩქმიტა და გულზე მიიკრა გაბუსული სალომე. გვანცამ სიცილით გადახედა დაჩის და წელზე გვერდულად შემოხვია ხელები. მამაკაცმა თმაზე ხელი დაუსვა და საფეთქელთან აკოცა საყვარელ ქალს.
-თაია შენი ტელეფონი წვალობს. _ ღიმილით მიაწოდა საბამ. ეგონა თომა ურეკავდა რომ დაბადების დღე მიელოცა, მაგრამ ეკრანს რომ დახედა იმედი გაუცრუვდა უცხო ნომრის დანახვისას.
-გისმენთ.
-რატომ ტირი? _ ინტერესით ჰკითხა და მის პასუხს დაელოდა.
-თომა. _ გახარებულმა წამოიყვირა და გაიღიმა. -არაფერი უბრალოდ რაღაცაზე ამიჩუყდა გული. მერე თავი ვეღარ შევიკავე და…. მოიცადე _ გაოცებულმა დაქაჩა თვალები და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. -შენ საიდან იცი რომ ვტირი?
-აბა მიდი უცებ ახტი და ფანკარასთან მიდი. _ გაოცებული წამოდგა ფეხზე და ყველა მოათვალიერა. მერე კი ფანჯრისკენ წავიდა გახარებული.
განიერ ფანჯარას მიუახლოვდა და თომას დაუწყო ძებნა, მოულოდნელად აფრინდა საიდანღაც უამრავი ფერადი ბუშტი წარწერით “დაბადების დღეს გილოცავ”. თავიდან გახარებულმა დაიწყო ხტუნვა მაგრამ მერე ისევ მოიღუშა და ტელეფონი ყურთან მიიტანა. -ძალიან ლამაზი იყო დიდი მადლობა… მაგრამ მე მეგონა შენ ჩამოხვედი, თომა ძალიან მომენატრე.. შენთან ჩახუტება მომენატრა. _ თვალებში ცრემლი აუბრჭყვიალდა და ღრმად ამოისუნთქა.
-მერე მოდი და ჩამეხუტე. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და გოგონას რეაქციას დაელოდა. თაია გაიგნებული შებრუნდა და კართან მდგომი თომას დანახვისას ვერაფრით შეიკავა ცრემლები. სირბილით წავიდა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა მონატრებულს.
-ჩამოხვედი… ღმერთო ჩემო. _ აგონიაში მყოფი ხვევდა ხელებს და ყელში კოცნიდა.
-ჩამოვედი, შენთან ვარ. _ ხელები მაგრად შემოხვია და ბაგეები მადიანად დაუკოცნა.
ყველაზე ემოციური და ბედნიერი საღამო იყო თაიასთვის, ისე გააბედნიერა მამაკაცის დაბრუნებამ რომ მთელი საღამო გულზე ეკვროდა და გვერდიდან არ შორდებოდა. გახარებული ნიაკო კალთაში ეჯდა ნათლიამისს და სხვადასხვა თემებზე ეტიტინებოდა.
სახლში რომ დაბრუნდნენ თაია ისე დაღლილი იყო დადებითი ემოციებით, რომ მაშინვე ჩაეძინა მამაკაცის მკერდზე თავდადებულს.

მეორე დღეს ისევ სამზადისში იყვნენ და ქორწილში წასასვლელად ემზადებოდა მთელი ოჯახი. ქალები დილიდან მოყოლებული, შუადღის სამ საათამდე ემზადებოდნენ. თომა და დემეტრე მისაღებში იჯდა და მოთმინებით ელოდნენ სამეულს. როცა ოთახიდან გამოლაგდნენ მოლოდინს გადააჭარბეს ისეთი ელეგანტურები იყვნენ. თომამ წელზე შემოხვია ხელი თაიას და საფეთქელთან მიაკრო ტუჩები.
-ძალიან გიხდება ეს კაბა. _ თვალი ჩაუკრა და კარინას გადახედა. -ონისემ რომ ასე დაგინახოს შეიძლება დღესვე მოგიტაცოს. _ ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და ლოყაზე თბილად უჩქმიტა დას.
ქორწილი ძალიან მხიარული და სასიამოვნო იყო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თაიას თითქოს ყველას საუკუნეზე მეტია იცნობდა. ბოლოს პატარძალი თაიგულის სასროლად წავიდა სცენისკენ, თაიასთან მოსაუბრე გოგონები სწრაფად გაყვნენ პატარძალს და იქვე ახლოს დაიკავეს ადგილები. თაია მოშორებით იდგა და თვალს ღიმილით ადევნებდა მათ.
ერთი… ორი…. სამიიი… და მოულოდნელად პატარძალი შემობრუნდა, სცენიდან ჩამოვიდა და თაიასკენ წავიდა ყვავილებით ხელში. მერე კი ხელში დააჭერინა და მისკენ მომავალ თომას თვალი ჩაუკრა.
-თომა… _ ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და მამაკაცს გახედა. -ეს რას ნიშნავს? _ ხელები აუკანკალდა და ყველა მოათვალიერა.
-ცოლობას გთხოვ, ორიგინალურად. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და შავ პატარა კოლოფს თავი ახადა, რომლიდანაც ლამაზთვლიანი ბეჭედი უმზერდა. ჯერ ვერ დაიჯერა არსებული რეალობა, მერე კივილით შეაფრინდა კისერზე მამაკაცს და ხელები შემოხვია.
-ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ბედნიერებისთვის დაიბადე… მე რომ გამაბედნიერო და გამახარო. _ სრუტუნით საუბრობდა და მამაკაცს ეფერებოდა. -ხო და კიდევ. _ თვალებში ჭინკები აუთამაშდა და თომას ხელი მუცელთან მიიტანა. -რას წაემოვიდგენდი ჩვენი შვილი თუ ჩვენს ქორწილა დაესწრებოდა. _ ღიმილით უჩურჩულა და მისი უცაბედი გარდასახვის და ემოციების შეგრძნებისას უფრო ძლიერად აეტირა ბედნიერებისგან.

<><><><><><>
უკვე ორი წელი გავიდა, თომა და თაია ისევ ისეთი ბედნიერები არიან და კიდევ უფრო მოსიყვარულეები. თომა ძალიან არა მაგრამ მაინც შეცვალა თავის ცელქმა ბიჭუნამ, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარს წყვილს. ისევ ისეთი ბედნიერები ვართ ყველა… მე ვზივარ და ვწერ იმაზე თუ რამდენი შეუძლია სიყვარულს და რამხელა ძალა აქვს მას თორემ რა მეგონა ჩემს ურჯულო ძმას რამე თუ დაატკბობდა? მაგრამ აი ფაქტი სახეზეა. როცა გიყვარს ყველაფერი ლამაზია შენს ირგვლივ, ყველაფერი ფერადი და სიყვარულის სურნელით გაჯერებული. ვწერ როგორ შეცვალა მოულოდნელმა სტუმარმა თომას და არამარტო მისი ცხოვრება. როგორ შევიძინე მე საუკეთესო მეგობარი და როგორი მადლობელი ვარ ღმერთის ამ ყველაფრის გამო.
ჩემს ახდენილ ოცნებას დავყურებ და ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ტყუპებს ვეფერები, რომლებიც ჩემი ოცნება იყო და თურმე როცა გულით გინდა ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია. ამიტომ თქვენც იოცნებეთ გულით, იყავით კეთილები და თბილები, გაეცით სიყვარული დიდი დოზით და ნახავთ როგორ აგიხდებათ ყველა ლამაზი და მთელი ცხოვრების მანძილზე ნანატრი ოცნება. მე კი წავალ და ონოს საჭმელს მოვუმზადებ, თან მეც მომშიებია მიუხედავად იმისა რომ ათი წუთის წინ ვჭამე.
თქვენ იფიქრეთ ჩემს სიტყვებზე, გააკეთეთ ისე როგორც გითხარით და როცა ბედნიერებას ეზიარებით გამიხსენეთ მეც.. თქვენი მხიარულუ და თავქარიანი კარინა!

დასასრული.

♡♡♡
რა შემიძლია გითხრათ იმის გარდა რომ ყველასი მადლობელი ვარ ასე რომ შეიყვარეთ ეს რომანი ♡♡♡ მიხაროდა თითოეული სიტყვა და თქვენი ბედნიერება მეც მაბედნიერებდა. ბოდიშს გიხდით ამდენხნიანი პაუზის გამო, ცხოვრებაში პირველად მომივიდა მსგავსი რამ და აღარ დავიწყებ თავის მართლებას, უბრალოდ მაშინ ვერ მოვახერხე თორემ შუა გზაში არასდროს დავტოვებ რომანს და ბოლომდე მივიყვან. მაპატიეთ ლოდინი და გაცრუებული იმედები.
ვიმედოვნებ მოგეწონებათ დასასრული. ძალიან მიყვარხართ თითოეული თქვენგანი და ბოლოს, კარი აქ აგიხდინე შენი ოცნება და ვგიჟდები შენზე მე! ♡
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1981 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
ღმერთო ჩემო, ვერ ვიჯერებ, აი დედას გეფიცები შოკში ვარ და ბედნიერებისგან აცრემლებული ვცდილობ აზრების მოკრებვას, მაგრამ ვატყობ რომ ვერ ვახერხებ 3o თავიდან ბოლომდე ყველა პერსონაჟიანად გაგიჟებული ვარ ამ ისტორიაზე, განსაკუთრებით მეჩემება, მიყვარს და ზღვა ემოციებით მავსებს. ონისე - მინდა ზუსტად ონოსნაირი და სხვა არავინ! :D ზუსტად მივხვდი სახელზე საუბრის და გარჩევის შინაარსს :D love და მინდა გითხრა აღარ მაქვს ის წარმოდგენა ამ სახელზე რაც მქონდა 3o ჩემი ონოა და ვსო :D 3o ტყუპები 3o გავგიჟდი ჩემი ოცნების ყველაზე დიდი დეტალიც რომ გხსომებია love ამ ისტორიაში ერთი ჩემი ოცნებაა რომელის ახდენის არანაირი შანსი არ არსებობს :D უფროსი ძმა ჩემდასამწუხაროდ არ მყავს crying მაგრამ შენი წყალობით აქ მყავს და ესეც მაბედნიერებს 3o დანარჩენი ორი ოცნება დასამუშავებელია :D :D :D ერთი ჩემი წილი ონო და ტყუპები love bb :D :D
ლამის ჩემი თომა და თათო დამრჩნენ შეუფასებლად, ვგიჟდები ამ ზე საყვარელ წყვილზე და მათ ბიჭუნაზე 3o საოცრად ორიგინალური ნაბიჯი თომასგან, რომელსაც არც კი ველოდი love
საბა და სალომე თავიანთ წერტილებთან ერთად ff ff ავსებენ აქაურობას სითბოთი love
მარიკა და დემეტრე, ნუ უბრალოდ საოცარი მშობლები 3o
შენ კი ოქრო ხარ, უზომოდ ნიჭიერი, თბილი, საყვარელი, საოცარი მეგობარი და არა მხოლოდ მეგობარი, ჩემი პატარა და ხარ და ძალიან მიყვარხარ 3o მადლობა გადამდები ემოციებისთვის, პოზიტივისთვის 3o
avatar
0 Spam
3
კარი ჩემო ოქრო გოგო და ტკბილო love love love რაღაცნაირად ბედნიერი და გახარებული ვარ რომ კმაყოფილი დარჩი kiss საერთოდ არავის რომ არ მოსწონებოდა ეს რომანი, შენს გამო ღირდა წერა გეფიცები 3o 3o შსნი ემოციების და ამ სიხარულის გამო love რასქვია არ მახსოვს? მე ყველა დეტალი მახსოვს და განსაკუთრებით შენზე იმიტომ რომ იცი ჩემი შენდამი დამოკიდებულება და აღარ დავიწყებ რას ნიშნავ ჩემთვის 3o 3o მეც ბედნიერი ვარ რომ შენ გაგახარე და გაგაღიმე. ხოდა კიდევ, მაინც ხომ შეგაყვარე ონო :D :D ვთქვი და შევასრულე ძმაო B) B) :D მოკლედ გყვარობ რა love 3o 3o
avatar
0 Spam
2
ჩემო ჭკვიანო,ჩემო ნიჭიერო.რამდენი თბილი სიტყვა მინდა გითხრა ძალიან მცირეა ის შეფასება რაც შენს შემოქმედებას შეესაბამება.ჟანუკა ძალიან კარგი იყო კარგი დასასრულით. 3o 3o
avatar
0 Spam
4
მანანა ბებო ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო love love love მიხარია რომ მოგეწონა 3o 3o 3o
avatar
0 Spam
5
ჟანნეტ! შეუდარებელი ხარ!!!!!
avatar
0 Spam
6
ძალიან მომეწონა, საყვარლობა ისტორიაა, ვისიამოვნე ფრიად ❤️
avatar