ნოემბერი დატყობია ყველას
11.11.2017, 14:49
შემოდგომას შეერია სევდა
და ფოთლებიც უკვე იწყებს ცვენას,
ცის კიდიდან წყდება წვიმის წვეთი
უერთდება ისიც ფოთოლცვენას.
მოღრუბლულა, გაცრეცილა დილა
თითქოს ბრაზობს ცა, კუპრივით შავი,
ხიდან ხეზე დათამაშებს, დაჰქრის
შემოდგომის ცელქი, ცივი ქარი.
ყოველი დღე სევდიანი ხდება
მზე არ ტოვებს ამოსვლისას სითბოს,
ნოემბერი დატყობია ყველას
ღრუბელიც კი მზის სინათლეს ითხოვს.
ქარი ისევ უდარდელად დაჰქრის
ცის კიდესთან მოსისხლისფროდ ელავს,
სევდისფერი შეჰპარვია ხეებს
ნოემბერი დატყობია ყველას...
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 772 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
შემოდგომისეული ლექსი.ვგიჟდები შენზე და ამ ლექსზე.კიდევ შემოდგომაზე.
avatar
1
2
ჩემო საყვარელო❤❤❤ მადლობა დიდი
avatar