შემოდგომა შემოსულა გუშინ
07.09.2018, 20:17
შემოდგომა შემოსულა გუშინ
ყველა გრძნობა ამირია ერთად,
გადავყურებ თხლად შემოსილ ხეებს
ოქროს ფოთლებს მიტოვებულს კენტად.

ქარმა დღესაც დააქარგა მინას
შემოდგომის მოოქროსფრო ფერი,
ათასობით მოცეკვავე ფოთოლს
ჩემს ფანჯრებთან მოუთმენლად ველი.

ყოველ ღამეს, უფერულს თუ ფერადს
ვეგებები შეფუთული პლედში,
იშვიათად გამოჩენილ მთვარეს
ვხვდები ცხელი ყავის ფინჯნით ხელში.

ჰამაკშიც კი ვეღარ ვათევ ღამეს
ცელქი ქარი არ მასვენებს, მებრძვის,
დილაობით სეირნობის დროსაც
ოქროს ფოთლებს ჩუმად მაწნის თმებში.

თვალს ვადევნებ ამ იდუმალ სეზონს
ყველა'ფერი გადახუნდა ერთხმად,
ფერშეცვლილი მზის სხივები ზღვაში
ოქროსფერად ჩაესვენა დღესაც.

შემოდგომა შემოსულა გუშინ
ყველა გრძნობა ამირია ერთად,
ეს ფერები, ფოთოლცვენა, წვიმა
ჩემი სულის სეზონია მეტად...
/ჟანნეტ ბოგვერაძე/
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 298 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 3.0/5
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
მიყვარს ძალიან შემოდგომის შენეული ხედვა ♥♥♥
avatar
1
2
თიკუნა❤❤ მე კიდევ შენ მიყვარხარ❤❤❤
avatar
0 Spam
3
ძალიან მაგარი ლექსია
avatar
0
4
მადლობა დიდი ❤❤❤❤❤❤❤❤
avatar
0 Spam
5
ჩემო ჟანუკა ძალიან ნიჭიერი ხარ.წინსვლა და წარმატებები ცხოვრებაში.უიშიათესი შედევრია.ყოჩაღ** შენ ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ განმიცდია გულში ჩამწვდომი სიტყვებით და დახვეწილი გემოვნებით შექმნილი.
avatar
0
6
მანანა ბებო❤❤❤ ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის მადლობა რომ ასე მანებივრებ სულ და ამხელა სტიმულს მაძლევ❤❤❤
avatar