შენ ამირიე ფიქრები (3)
17.08.2017, 13:16
შენ ამირიე ფიქრები (3)

მიუხედავად წუხანდელი ამბისა, დილა მაინც ხალისიანად დაიწყო რადგან როგორც იქნა თბილისს მზე ათბობდა და ანათებდა. აღარ წვიმდა და ირგვლივ აღარაფერი იყო უფერული.
ევა აქეთ-იქით დარბოდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს. ბოლოსდაბოლოს პირველი დღე იყო უნივერსიტეტში და როგორ არ უნდა ენერვიულა. რამდენჯერმე გამოიცვალა ტანსაცმელი და ბოლოს როგორც იქნა ძლივს შეაჩერა არჩევანი თავისუფალ წელის შარვალსა და ტოპზე.
-ევა მზად ხარ? _ კარზე ფრთხილად მიუკაკუნა გიორგიმ.
-კი მზად ვარ. _ჩანთა აიღო და კარები გააღო.
-მაშინ წავიდეთ. _ გაუღიმა და წინ გაუძღვა ევას. გოგონა ისევ უკანა სავარძელზე მოთავსდა, ჩანთა მუხლებზე დაიდო და ფანჯრიდან დაიწყო ყურება. უნივერსიტეტამდე არცერთს არ ამოუღია ხმა, ლექტორებმა იცოდნენ ევა დღეს რომ მიდიოდა და იმდენად აღარ ნერვიულობდა თუმცა შინაგანად მაინც ღრღნიდა რაღაც.
-მზად ხარ? _ მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და შვილს გადახედა.
-მგონი კი. _ სიმწრით ჩაიცინა და ღრმად ამოისუნთქა.
-ნერვიულობ არა? _ ხმა დაუთბა და სარკიდან გამოხედა. -თუ გინდა მიგაცილებ და მერე წავალ.
-არ არის საჭირო, თვითონაც გავართმევ თავს. _ სწრაფად მიაყარა და მანქანიდან გადავიდა.
-წარმატებები შვილო. _ ხმაჩამწყდარმა ჩაილაპარაკა და შენობისკენ მიმავალს თვალი გააყოლა.
უნივერსიტეტში შევიდა თუ არა ყველას ყურადღება მიიპყრო და თითოეულმა მას დაუწყო ყურება. ზოგს აინტერესებდა რა ეცვა ახალ სტუდენტს, რამდენი წლის იყო, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ.
სწრაფი ნაბიჯებით გაიარა გრძელი კოლიდორი და ერთ-ერთ კარზე მსუბუქად დააკაკუნა.
-მობრძანდით. _ გაისმა ქალის სასიამოვნო და თბილი ხმა. ევამ მაშინვე შეაღო კარები და შიგნით შევიდა.
-გამარჯობა.
-დაჯექი საყვარელო. _ მისი სავარძლის პირდაპირ მიუთითა გოგონას.
-გმადლობთ. _ თბილად გაუღიმა და მის წინ მოთავსდა.
-მაშ შენ ხარ ჩვენი ევა არა? _ სახე გაებადრა ქალს.
-დიახ, მე ვარ.
-როგორ გამახარე საყვარელო, გოგისგან გავიგეთ როგორი ნიჭიერი და მიზანდასახული გოგო ხარ, სწორედ შენნაირები სჭირდება ამ უნივერსიტეტს.
-ძალიან დიდი მადლობა, შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ.
-მაგაში ეჭვიც არ მეპარება ჩემო გოგო. ესეიგი, შენ ჩვეულებრივ პირველკურსელებთან ერთად იქნები, ოღონდ ერთ-ერთ ლექციაზე შემოგიერთდებიან მესამეკურსელები. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნება მერე სხვა ლექტორთან გადაგიყვანთ.
-არა მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მაგ საკითხთან დაკავშირებით.
-მაშ კარგი. ხო მართლა სულ გადამავიწყდა ჩემი თავი გამეცნო შენთვის. მე ნინო ვარ.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ასევე ჩემო გოგო. ახლა კი წავიდეთ და თანაკურსელებთან წაგიყვან.
ძალიან თბილი და დადებითი აღმოჩნდა ნინო, მხიარული და რაც მთავარია კომუნიკაბელური იყო. ამიტომ აღარც ევა გრძნობდა მარტო თავს და ცოტა მოეშვა.
ორი სართული აიარეს და ისევ ყურადღების ცენტრში იყო ევა. ყველა მას აკვირდებოდა და თვალსაც არ აშორებდნენ.
ნინომ აუდიტორიაში შეაბიჯა და ყველას ყირადღება მიიპყრო.
-გამარჯობა ძვირფასო პირველკურსელებო. _ ყველას მიესალმა და მათ წინ დადგა. -მოკლედ გილოცავთ მატებას ჯგუფში, ძალიან ნიჭიერი გოგონა გიერთდებათ ამჯერად და თქვენთან ერთად მეც გახარებული ვარ. ყველამ იცითვინც არის, რადგან ერთი კვირის წინ გესაუბრეთ მასზე. იმედი მაქვს ერთმანეთს გაუგებთ და დამეგობრდებით.
ევა საყვარელო თუ რამე დაგჭირდეს ნებისმიერ დროს მომმართე. _ ყურში უჩურჩულა და თმაზე დაუსვა ხელი.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის ქალბატონო ნინო. _ მშვიდად უთხრა და გაუღიმა.
მერე ნინო აუდიტორიიდან გავიდა და ევაც მარტო დარჩა ამდენ უცხო ადამიანთან ერთად. რატომღაც ეგონა რომ ყველა ცხვირს აუბზუებდა და აითვალწუნებდა, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ ეგონა.
-ჩვენი ევაც მოსულაა. _ გაისმა გოგონას წკრიალა ხმა და ევას საშუალო სიმაღლის, შავთმიანი გოგონა მიუახლოვდა. ხელები შემოხვია და თბილად ჩაეხუტა. ჯერ დაიბნა და ხელები ჰაერში გაუშეშდა, არ ელოდა ასეთ რამეს პირველივე დღეს, მერე კი გაეღიმა და თვითონაც შემოხვია ორივე ხელი გოგონას.
-რა საყვარელი გოგო ხარ. _ სიხარულით აღნიშნა და მკლავზე დაუსვა ხელი. ისე უხაროდა მსგავსი დახვედრა რომ საერთოდ აღარ ახსოვდა როგორ ნერვიულობდა ცოტა ხნის წინ.
-შენც ძალიან საყვარელი ხარ და მიხარია ჩვენს გვერდით შენი ყოფნა. ხო მართლა, მე ლილიანა ანდრიაძე ვარ.
-ძალიან სასიამოვნოა, მე ევა ვიბლიანი.
-ნეტავ იცოდე ჩვენ როგორ გვიხარია შენი გაცნობა. _ ყველას ნაცვლად საუბრობდა გოგონა.
-არ მეგონა ასე თბილად თუ დამხვდებოდით და სიმართლე გითხრა ძალიან ვნერვიულობდი სანამ აქ შემოვიდოდი. _ სიცილით გადახედა ბავშვებს და კუთვნილი ადგილი დაიკავა. მერე უკვე ყველა გაიცნო და ღმერთს ათასჯერ გადაუხადა გულშუ მადლობა რომ ასეთი კარგი კურსელები დახვდნენ აქ.
ორმა ლექციამ კარგად ჩაიარა, მერე როცა მესამე ლექციის დაწყების დრო დადგა ლილიანა ევასთან მივიდა და ამცნო რომ მეოთხე სართულზე უნდა ასულიყვნენ რადგან მესამეკურსელებიც უერთდებოდნენ მათ.
-წავედით ჯოჯოხეთში. _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლილიანამ.
-აუ არ თქვა, რა გაუძლებს. _ ღრმად ამოისუნთქა მარიმ და გოგონებს გადახედა.
-რატომ ბავშვებო? ქალბატონმა ნინომ მითხრა კარგი ლერტორიაო. _ გაურკვევლობაში იყო ევა.
-ლექტორი კი კარგია, მაგრამ მესამეკურსელები არიან აუტანლები. ძალიან აქვთ თავში ავარდნილი და ჰგონიათ რომ რამეს წარმოადგენენ.
-გეფიცები აუტანელია მათთან ერთად ყოფნა. ყველადს აბუჩად იგდებენ და დასცინიან.
-აბა გაბედონ. _ ყელი მოიღერა სვანმა და წელში გასწორდა.
კიბეებს მიუყვებოდნენ და თან საუბრობდნენ.
-ერთი ზედმეტას სიმპატიურია, მაგრამ ისეთი მკაცრი და უჟმურია მთელს უნივერსიტეტს ეშინია მისი. _ ჩუმად ჩაიფხუკუნა მარიმ.

-რომელი საუკუნეა რომ ვიღაც ტიპის ეშინია ამდენ ადამიანს? კარგით რაა. _ უკმაყოფილოდ გააქნია თავი ევამ და აუდიტორიაში შევიდა. მარი და ლილიანა ლექტორმა დაიბარა, დროებით დაემშვიდობნენ ევას და იმაზე ფიქრით წავიდნენ კაბინეტისკენ თუ რის გამო შეიძლებოდა დაებარებინათ ორივე.
ევა ლექტორს თავის დაკვრით მიესალმა და გაეცნო. მამაკაცმა გაუღიმა და მიუთითა სად უნდა დამჯდარიყო. მაგიდაზე დადო ჩანთა და მერე თვითონ მოკალათდა. მის გვერდით ვიღაც ბიჭი იჯდა, რომელიც უტეხად ათვალიერებდა და თვალს არ აშორებდა.
-შენთვის გამარჯობა არ უსწავლებიათ? _ მკაცრი და ცივი ბარიტონის გაგებისას ცოტა არ იყოს შეცბა რადგან არ ელოდა უცნობი თუ გამოელაპარაკებოდა. მერე წარბები კუშტად შეკრა და გვერდით მჯდომს გადახედა.
-რას მიყურებ? შენ გელაპარაკები.
-არ ჩავთვალე საჭიროდ მოგსალმებოდი. _ თვალი ჩაუკრა და წიგნი ამოიღო ჩანთიდან.
-ძალიან უზრდელი გოგო ხარ.
-არც შენ სჩანხარ ზრდილი. _ ნიშნისმოგებით უთხრა და წინ გაიხედა.
-როგორ არ მომწონს შენნაირი თავხედი გოგონები. _ თავი გააქნია მამაკაცმა. -და არც იმით ვარ კმაყოფილი გვერდით რომ მიზიხარ.
-ოჰ, რას მელაპარაკები? მერე ადექი და სხვაგან გადაჯექი. _ მხრები აიჩეჩა და ცარიელ მერხებზე მიუთითა.
-რაო რა თქვი? _ თვალებო დააწვრილა და სახე ახლოს მიუტანა.
-შენ ტვინის ნაკლოვანებასთან ერთად ყურსაც გკლებია. _ მისკენ მთელი ტანით შებრუნდა და შეამჩნია როგორ დაებერა სიბრაზისგან ძარღვები მამაკაცს.
-ეცადე სადმე არ გადამეყარო, თორემ ენას ამოგწიწკნი. _ კბილების ღრჭიალით უთხრა და იქაურობა დატოვა.
ლექცია რომ დამთავრდა მარი და ლილიანაც გამოჩნდნენ გახარებულები.
-ორ კვირაში ხუთდღიან ბაკანში გვიშვებენ აქტიური და მიზანდასახული პირველკურსელების სტატუსით. _ ღიმილით უთხრა მარიმ ახლადშეძენილ მეგობარს.
-რაა? ვაიმე რა კარგია ეე. _ ორივეს ჩაეხუტა და მიულოცა ევამ.
-კიდევ ერთ თანაკურსელს შეარჩევს ჩვენიდან და იცოდე უნდა შეეცადო იაქტიურო და თავი მოაწონო. _ მხარი მიკრა ლილიანამ.
-ყველანაირად ვეცდები. _ თავი დაუქნია და გოგონებთან ერთად დატოვა იქაურობა.
-რა ვჭამოთ? _ ინტერესით იკითხა ლილიმ.
-მე არ მშია ბავშვებო.
-აუ არც მე მშია და ჩვენ ყავა დავლიოთ ევა.
-ხო ყავა მინდა ზუსტად, წამოდით ავიღოთ.სასადილოში შევიდნენ და რაც უნდოდათ ყველაფერი აიღეს, ევა წინ წავიდა და ფანჯარასთან მდგომი მაგიდისკენ აიღო გეზი.
-ევა მანდ არ გინდა იქით წავიდეთ. _ სწრაფად წამოეწია ლილიანა.
-არა აქ მინდა ზუსტად და რა პრობლემაა რამე სცხია სავარძლებს?
-არა, უბრალოდ მანდ მესამეკურსელები სხდებიან ხოლმე სულ და..
-ხალხნო თქვენ კარგად ხართ? ამიხსენით ერთი რა ჰქვია ამას? რა მონებივით იქცევით ვერ გავიგე. რასქვია მესამეკურსელები სხდებიან და მე არ დავჯდე ხომ? _ გაცეცხლებულმა დაცოფა გოგონები და მაგიდასთან მოკალათდა. ლილიმ და მარიამმა ერთმანეთს გადახედეს, მერე კი მხრები აიჩეჩეს და ევას მიუსხდნენ გვერდით. ცოტა რომ დამშვიდდა ლექციაზე მომხდარი ამბავი დაწვრილებით უამბო გოგონებს და ყავის სმა გააგრძელა.
-მოიცა, იოანე იქნებოდა ვითომ? _ ჩაფიქრებულმა თქვა მარიმ.
-არ მგონია რაღაც, იოანე რომ ყოფილიყო ასე იოლად არ დაასრულებდა მაგ ამბავს.
-ხო, ხო. არ შეარჩენდა.
-აი ის ბიჭი იყო. _ ბუფეტში ახლადშემოსულ ბიჭზე მიუთითა გოგოებს.
-რაა?
-შანსი არაა, ესღა გვაკლდა.
-რა მოხდა?
-ეს არის იოანე ამაშუკელი.
-ოჰოო, ამის გეშინიათ ასე ძალიან? _ ცალყბად ჩაიცინა და ყავა მოსვა.
-დავიღუპეთ, აქეთ მოდიან. _ ხმა აუკანკალდა ლილიანას. ევა არხეინაფ იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა.
-ჩემს ადგილას რომ ზიხარ არაუშავს? _ სახე ახლოს მიუტანა მამაკაცმა და ხელით ანიშნა ადექიო.
-სკამზე არ ეწერა რომ ვინმეს საკუთრებაა, შესაბამისად მოვედი და დავჯექი.
-ხოდა ახლა ადგები.
-როცა მესაუბრები ტონი და ხმის ტემბრი აკონტროლე. და საერთოდაც, ვინ მოგახსენა რომ ავდგები?
-არავინ, მე გეუბნები რომ ადგები. _ ხმამაღლა დაუყვირა, მკლავში ხელი წაავლო და ფეხზე წამოაგდო, თვითონ კი უდარდელად დაიკავა ადგილი. არც ევამ დააყოვნა და კალთაში ჩაუჯდა იოანეს, ყავა ბოლომდე დალია და მხოლიდ მას შემდეგ წამოდგა. ირგვლივ მყოფი ბავშვები გაოცებული უყურებდნენ ევას და ხმას ვერ იღებდნენ.
-ახლა კი კარგად მომისმინე, შენ არავინ ხარ რომ რამე მიბრძანო და ტონს აუმაღლო ჩემთან, მით-უმეტეს ის მიმითითო სად დავჯდე და სად არა. სადაც მომინდება იქ დავჯდები ნებისმიერ დროს. აქაურობა შენი საკუთრება არაა, როგორც ვხედავ ძალიან აგვარდნია თავში და მტრული რჩევა იქნება დედამიწაზე დაეშვი სანამ რეალობას დაუნარცხებიხარ მთელი ძალით. _ მონოლოგი მშვიდად დაასრულა და ბუფეტიდან გავიდა. იოანემ ძლივს შეძლო ყველას წინაშე თავის შეკავება, წყნარად წამოდგა ფეხზე და კოპებშეყრილი მიყვა ევას უკან.
კატეგორია: ჟანეტ ბოგვერაძე | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, ამირიე, შენ, (3), ფიქრები
ნანახია: 1372 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან კარგად წერ, მაგრამ ლოდინმა დამღალა .ჯერ ერთი ისტორია დაამთავრე და მერე დადე შემდეგი წინა ისტორიას ვგულისხმობ.
avatar